შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (8 თავი)

26-08-2016, 15:27
ავტორი murachashvili
ნანახია 4 056

მერვე თავი
ალბათ, ყველას აქვს მომენტი როცა უბრალოდ ფიქრობ, რა იქნებოდა სათანადო დროს სათანადო გადაწყვეტილება რომ მიგეღო. დღემდე ვერ ვიგებ, რატომ გავჩერდი იმ ოჯახში, რამ დამაკავა იმ ადამიანთან. არ ვიცი რა დამემართა, ზუსტი ახსნა ვერ მოვუძებნე საკუთარ სისუსტეს.
ჩემი ფეხის ბრუნების დღიდან დავიწყე ჩემს ნამდვილ დედაზე ინფორმაციის მოძიება, ვინ იყო, სად ცხოვრობდა.
როგორც აღმოჩნდა დედა ჩემს დედობილთან ბავშვობიდან მეგობრობდა, მასთან სოფელში დასასვენებლად ჩასულმა გაიცნო მამაჩემი და ერთმანეთიც შეუყვარდათ. რასაც მოჰყვა დაუგეგმავი ორსულობა, დანიშნული ქორწილის დღე და საკუთარი ნიშნობის ღამეს წასული პატარძალი. ნერვიულობის ფონზე დაჩქარებული მშობიარობა და ყველაზე მძიმე არჩევანი, დედა თუ შვილი!...
შვილის გარდაცვალებით გაღიზიანებული მშობლებისგან დედის მკვლელად მონათლული, მარტოხელა მამის ამარა დარჩენილი ბავშვი.
- დედის მკვლელი?! - ყურებში მხოლოდ ეს ორის სიტყვა მიტრიალებდა, მხოლოდ ეს ორო.
- არა, მე - არა!.... ჩემი ბრალი არ იყო, ის ქალი რომ არ ყოფილიყო, მამა დედას რომ არ დასშორებოდა, დედას რომ ეპატიებინა.... - ათას მიზეზს ვიგონებდი, ოღონდაც საკუთარი თავი არ დამედანაშაულებინა.
ჩემს ნამდვილ მშობლებს ვეღარაფერში დავადანაშაულებდი, ან რა აზრი ჰქონდა გარდაცვლილ ადამიანებთად ჯიბრს, აი გამზრდელი კი იქვე მყავდა, სწორედ ის იქცა ჩემი აგრესიისა და ზიზღის მორიგ ობიექტად.
უსიტყვოდ შევწყვიტე ჩემს ოჯახის წევრებთან კონტაქტი, აღარ ვნახულობდი დედობილს. არადა თითქოს მადლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ საკუთარი შვილივით გამზარდა. ცხოვრებაზე გაღიზიანებული და გაბოროტებული ჯავრს მე მაინც მასზე ვიყრიდი, მის თვალებში დაუფარავი წყენა და ცრემლები რატომღაც შვებას მგვრიდა, რას ვერჩოდი?!
არც არაფერს. უბრალოდ საკუთარი თავის გარდა ამ სიტუაციაში კიდევ ერთ დამნაშავეს ვეძებდი. ჩემს ასეთ დამოკიდებულებას არც აპროტესტებდა, არც უარყოფდა, მორჩილად იღებდა თითოეულ საყვედურსა და შეურაწყოფას. დიახ, ასეთი ვიყავი, გაღიზიანებული და დაბოღმილი უმისამართოდ, აშკარად უადგილოდ ვაფრქვევდი შხამსა და გესლს. ის კი მაინც მამართლებდა, ნებისმიერი ჩემს უსაქციელობას ახსნას უძებნიდა.
- ძნელად დასაჯერებელია შენგან ამდენი აგრესია! - ეჭვით მიმზერს სანდრო.
მის გამომცდელ მზერას მინდა გავექცე და თვალებს დამნაშავე ბავშვივით ვხრი.
- ნამდვილად ასე იყო, თავი მეზიზღება ამის გამო!.. - თითქმის ჩემთვის ვბუტბუტებ - იმის ნაცვლად პირადი ცხოვრებისთვის მიმეხედა და ჩემი ოჯახური პრობლემები მომეგვარებინა, მამაჩემისა და დედაჩემის ურთიერთობებში ვიჩხრიკებოდი და ვიქექებოდი. იცი, რაღაც გაურკვეველი მჭირდა. წარსულის ამბების ჩხრეკით თითქოს მძიმე აწმყოზე ფიქრს ვანებე თავი. მაგრამ, რამდენად ძლიერადაც არ უნდა მდომოდა, სხვა პრობლემებზე გადართვა, ჩემი რეალობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. ამას სირაქლემას პოზიციაში მყოფიც კი ვხვდებოდი.
გოგოებისგან ხშირად გამიგია როგორ ამაყად აცხადებდნენ: - ქმარს ხელის დარტყმას ვერ ვაპატიებ, შეყვარებულ ღალატს არ მოვუთმენო!..
ასეთ დროს გულში მეც მიფიქრია: - ნეტა მე რას არ მოვუთმენდი ქმარს?! თურმე არასოდეს არ უნდა თქვა, არ...
ვცდილობდი, ძალისხმევას არ ვიშურებდი, რომ როგორმე მთლად თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობა თუ არა, ოდნავ მშვიდი ცხოვრება მაინც გვქონოდა. ამდენი ტრანკვილიზატორები და დამამშვიდებლები მის პოტენციაზეც მოქმედებდა, ლოგინში საკუთარ უუნარობას ჩემს სიცივესა და გულგრილობას აბრალებდა, იქნებ ასეც იყო?! თავს ვერაფერზე დავდებ. თითოეული ასეთი ღამის შემდეგ ჩემს სხეულზეც მატულობდა ცხელი უთოსა, თუ მისი ტორებით მიყენებული ახალ-ახალი იარები.
ადრე თუ ოდნავ მაინც ცდილობდა დავერწმუნებინე საკუთარ სიყვარულში, ამჯერად თავს ჩემი გინებითა და შეურაცყოფით ირთობდა. ადრე, თუ მეგობრებსა და ოჯახის წევრების წინ ჩემთან ჩხუბს ერიდებოდა, ამჯერად სახლში გვიან დაბრუნდებულს აღარც სხვადასხვა ქალების თანხლებით მოსვლის რცხვენოდა. არ ვიცი მათთან რამდენად წარმატებული სექსუალურ ცხოვრება ჰქონდა, სავარაუდოდ ბევრი ვერაფერი, რადგან მათზე გაღიზიანებული ისევ ჩემზე იყრიდა ჯავრს, გამეტებით მირტყამდა და ცოცხლად მაწამებდა.
ასე, რომ ჩემი ქმრისგან ცემასაც ვიტანდი, გინებასაც და საყვარლებში სიარულსაც. იყო ამაში რაღაც არაჯანსაღი, ავადმყოფური. თანდათან მეც დავჩაჩანაკდი, დავბეჩავდი და დავემსგავსე ჩემს დედობილს. იქნებ ამიტომაც არ მინდოდა მისი ნახვა, მისი სახის დანახვაზე, ხომ საკუთარი უსუსურობის შეგრძნება მიორმაგდებოდა. ნებისმიერი გაფაჩუნების მეშინოდა. მძულდა ყველა, განსაკუთრებით კი ჩემი თავი.
ყველა სიკეთესთან ერთად, როცა მისი აგრესია მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი უმართავი და აუტანელი ხდებოდა თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიულსაც ვსტუმრობდით.
კარგად მახსოვს, საავადმყოფოში ჩემი პირველი ვიზიტი. თვალებგაფართოებული, შეშინებული ვუმზერდი ავადმყოფებს. რამოდენიმეჯერ საკმაოდ უცნაური სიცილისა თუ კივილის გაგონებაზე შიშისგან ადგილზეც კი შევხტი. სამაგიეროდ ვახო გრძნობდა თავს შინაურივით. თქვენ წარმოიდგინეთ პალატებსაც კი იწუნებდა და ერთმანეთს ადარებდა.
- წინა პალატაში კონდენციონერი და ტელევოზორიც ჰქონდათ, ცოტა მეტად რომ მოგენდომებინა!... - ღრენით გამომიცხადა მან.
გაოცებულმა გავხედე გვერდით მდგომ დედამთილს, ვერ მივხვდი ჩემს მონდომებაზე როგორ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული საავადმყოფოში მისი უკეთეს პირობებში ყოფნა.

საკმაოდ გვიან, როცა უკვე პაციენტების ნახვის საათები დასრულდა, საავადმყოფოში ისევ მივედით.
- კარგად მომისმინე, მისი მკურნალი ექიმი ახალგაზრდა მამაკაცია. ლამაზი ხარ, ახალგაზრდა... ცოტა გაუღიმე, გაუცინე, დარწმუნებული ვარ სადაც ჩემი შვილს მოაწონე თავი, არც მისი მოხიბლვა გაგიჭირდება. უკეთეს პალატაშიც გადაიყვანენ და კარგადაც უპატრონებენ!...
აი, თურმე რას ითხოვდნენ ჩემგან, ნეტა ბოლომდე თუ ხვდებოდა რისკენ მიბიძგებდა?! სად გადიოდა ჩემი მოთმინების ზღვარი?! მინდოდა იქვე მეყვირა, ხმამაღლა მეღრიალა, პირში მიმეხალა რომ მძულდნენ, რომ მათი დანახვაც კი აღარ მინდოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა გაშტერებული, უტყვი სახით მივჩერებოდი დედამთილს.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ექიმის სამუშაო გრაფიკიც კი წინასწარ იცოდა, რამოდენიმე წუთში კარებში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა ტყავის პორთველით ხელში. თეთრი ხალათი მკლავზე გადაეკიდა და ლაღი ნაბიჯებით იქვე მდგომი შავი ტოიოტას ტიპის ჯიპისკენ მიაბიჯებდა.
- ჰე, მიდი!... - მისი მიმართულებით ხელით მიბიძგა დედამთილმა.
გაუბედავი ნაბიჯით უკან მივყვებოდი მობილურზე მოსაუბრე ექიმს, გულში ვნატრობდი რომ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. მაგრამ როდის იყო, რომ ასე მიმართლებდა?!
ექიმი ჩემსკენ შემობრუნდა და საკმაოდ მკაცრი ხმით მკითხა:
- ქალიშვილო, რამე გნებავთ?!
- მე... მე... - მოულოდნელობისგან დავიბენი - მე თქვენი პაციენტის მეუღლე ვარ!
- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაინტერესებთ, სამუშაო საათებში უნდა მობრძანდეთ, მიღების საათები დამთავრებულია!
- მაპატიეთ!... - შეშინებულმა გავხედე საკმაოდ ახლოს მოსულ თვალებ აბრიალებულ დედამთილს, რომელსაც თითქოს იმის ეშინოდა რამე არ გამოსჩენოდა, აშკარად ჩვენს საუბარს აყურადებდა - თქვენთან სათხოვარი მაქვს!
ჩემი მზერა არ გამოპარვია, არ ვიცი იქნებ მომეჩვენა კიდევაც, თითქოს იცნო, რატომღაც მანაც ზიზღით გახედა იქვე ახლოს მდგომ ქალს.
- გისმენთ! - ექიმის მზერაში იმხელა სიბრალული ამოვიკითხე, რომ თავი ორმაგად შემზიზღდა.
- უნდა დამეხმაროთ. ჩემი მეუღლე, როგორმე უკეთეს პალატაში უნდა გადაიყვანოთ!... - აცახცახებული ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
- ბატონი ვახტანგი?! - ირონიით წარმოსთქვა მისი სახელი - თქვენს მეუღლესაც და მის აბეზარ ოჯახის წევრებსაც - მუქარით გახედა ჩემს დედამთილს - საკმაოდ ბევრჯერ ავუხსენი, რომ აქ საავადმყოფოა და არა პანსიონი. გასართობად და დასასვენებლად სხვა ადგილი უნდა შეარჩიონ!...
- გემუდარებით!... - ნერვიულობისგან თითებს ვიმტვრევდი მე.
- ტელევიზორსა და კონდენციონერს ნამდვილად ვერ დაგპირდებით, ერთად-ერთი რაც შემიძლია, ეს დამატებითი ნახვის საათების გამოყოფაა, თქვენც ხომ ეს გნებავთ ქალბატონო ელისო?! განა ამ გოგონას ამიტომ არ ახვეწნინებთ?! - ირონიულად გასძახა აშკარად ზედმეტად კმაყოფილ დედამთილს - კარგად დაიმახსოვრეთ, გამონაკლისს მხოლოდ ამ ბავშვის ხათრით ვაკეთებ, - სიტყვა ბავშვი განსაკუთრებული მახვილით წარმოსთვა - ისე, რომ იცოდეთ, აქ ტელევოზორითა და კონდენციონერით აღჭურვილი პალატები არ გვაქვს, ეს თქვენი მეუღლის ფანტაზიის ნაყოფია... -გახევებულს მადლობის თქმაც კი არაც დამაცალა, თითქოს ჩვენგან შორს წასვლა სურსო, ავტომობილის კარები გახსნა და ეზოდან სწრაფი სიჩქარით გავარდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დაიწყეს მკურნალობა, თუმცა მე ამ მკურნალობის ვერაფერს ვიგებდი, რასაც ვხედავდი ერთად-ერთი ის იყო, რომ პერიოდულად დამამშვიდებლებს უკეთებდნენ და აძინებდნენ, როგორც კი აზრზე მოდიოდა ისევ ძველი ვახო ბრუნდებოდა, ყოველ შემთხვევაში მისი ჩემდამი დამოკიდებულება ნამდვილად არ იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი თითქმის მთელი დღე მასთან იყო და საყვარელ შვილს თავს ევლებოდა, მეც, როგორც ერთგული და მზრუნველი ცოლი, საჭმელ-სასმლით დაზურგული საკმაოდ მოზრდილი ჩანთებით დღეში რამოდენიმეჯერ ვაკითხავდი, (რა გვექნა თუ საავადმყოფოს უგემური საკვები არ მოსწონდა?!), ბატონი ვახტანგი მაინც მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ.
- თქვენი მონაყოლიდან აშკარად ჩანს რამდენად ამაზრზენ ადამიანებთან გქონდათ შეხება. ერთ რაღაცას ვერ ვიგებ, რას ფიქრობდი როცა ისევ მათთან აგრძელებდით ცხოვრებას?!
- მე?! ზუსტად ვერ გეტყვი, იმ დროს რას ვფიქრობდი, თითქოს ავტომატურად ვმოქმედებდი. ვცდილობდი საკუთარ პრობლემებზე არ მეფიქრა. საავადმყოფოში ექთნებს დავუახლოვდი, დრო რომ მომეკლა სრულიად უსასყიდლოდ ლამის სანიტრის მოვალეობასაც კი ვასრულებდი. მისგან დაწუნებულ საკვებს ან საავადმყოფოში მომსახურე მედ პერსონალს ვაძლევდი, ან დანარჩენ ავადმყოფებს. მათგან, ადამიანებისგან რომელთა ჯანმრთელობის მდგომარებაც ვახოსგან განსხვავებით ბევრად მძიმე იყო, მადლიერებას და სიყვარულს ვგრძნობდი. იმის შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სასარგებლო ვიყავი მავსებდა და მახარებდა.
იქ სხვადასხვა კატეგორიის ავადმყოფები ჰყავდათ, თვითმკვლელობისადმი მიდრეკილნი, შეზოფრენიით დაავადებულნი, ღრმა დეპრესიაში მყოფნი. იყო სართულები, სადაც ფეხსაც კი ვერ შეადგავდი, ექთნების თქმით იქ განსაკუთრებით საშიში პაციენტები ჰყავდათ. აქვე იყვნენ ისეთი კატეგორიის ავადმყოფებიც, თუმცა არ ვიცი მათ ეს სიტყვა რამდენად შეიძლება ვუწოდო, ალბათ უფრო დამნაშავეები, რომელნიც სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს გადაწყვეტილებით შეურაცხადად იყვნენ ცნობილნი და სასჯელის ნაცვლად იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდნენ.
პალატები რკინის კარებებითა და გისოსებით გარედან ციხეს უფრო მოგაგონებდათ, იმდენად მზარავდა იქიდან გამოსული ხმები, რომ ამ სართულთან ახლოს გავლის სურვილიც კი არ მიჩნდებოდა.
რათქმა უნდა, რომც მდომოდა, მე ამ კატეგორიის ავადმყოფებთან არავინ შემიშვებდა, თუმცა დიდად ამის სურვილი არ გამჩენია. ექთნებს მხოლოდ იმ პალატებში შევყავდი სადაც ავადმყოფები შედარებით მშვიდად, კონტროლს დაქვემდებარებულნი ჰყავდათ. ზედა სართულისგან განსხავებით საავადმყოფოს ეს ნაწილი მართლაც სანატორიუმს მოგაგნებდა. ამ ნაწილში იყო მოთავსებული ჩემი ქმარიც.
იცი, ვუყურებდი ამდენ გაჭირვებულსა და სულით დაავადებულ ადამიანს, ვუმზერდი მათ რეაქციებს, როცა ახსენდებოდათ წარსული ცხოვრებიდან რომელიმე ლამაზი ეპიზოდი, წამიერად სიხარულით გაცისკროვნებულ სახეებს, რომელსაც რამოდენიმე წუთში ისევ გაშტერებული, უმისამართო მზერა ცვლიდა. მინდოდა თუ არ მინდოდა მათ სიმპტომებს მაინც ვახოს მდგომარეობას ვადარებდი.
ვესაუბრებოდი ექთნებს, ექიმებს, ვიგებდი ყველა წვრილმანს რაც ამ დაავადებას ახასიათებდა. სწორედ მაშინ გავიაზრე ბოლომდე, რომ ვახოს ჩემდამი დამოკიდებულებას, ჩემს მიმართ არსებულ აგრესიას ფსიქიკურ აშლილობასთან არაფერი აკავშირებდა. თითქოს ჩემთვის ტკივილისა და შეურაცყოფის მოყენება სიამოვნებდა, არ ვიცი როდის მოასწრო ჩემი ასე ათვალწუნება, უბრალოდ ვძულდი, ვეზიზღებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ვახოს გრძნობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რატომღაც მაინც მეტკინა, გულის სიღრმეში რაღაც ჩამწყდა. მოკლედ, საავადმყოფოში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ნებისმიერ ფასად ამ ადამიანისგან უნდა წამოვსულიყავი, მისი კლანჭებიდან თავი უნდა დამეღწია.
საავადმყოფოდან გამოწერეს თუ არა, მასაც და დედამთილსაც გზაშივე გამოვუცხადე, რომ მისგან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი.
მთელი გზა ელისოს შეგონებებს ვისმენდი, რომ ოჯახი ერთი დიდი მოთმინებაა, რომ უბრალო კამათის გამო არ უნდა დავანგრიო!...
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ვახოს ხმა არ ამოუღია, არც კი გაუპროტესტებია, ასე. უსიტყვოდ მიმიყვანა საკუთარ სოფელში, რა თქმა უნდა სახლამდე ჩემი მიყვანით თავი არ შეუწუხებია და გზაზევე ჩამომსვა.
- ამდენი ბრალდებების შემდეგ დედობილმა მიგიღო?! - ინტერესით მეკითხება ვახო.
- შენ წარმოიდგინე მიმიღო, ყველაფერი მაპატია და მიმიღო!.. - ნერვიულად მეღიმება მე - ყველაზე რთული ალბათ ეს იყო, ჩემი თითოეული სიტყვის თვითონვე მცხვენოდა, კარგა ხანს თვალებში ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო. ნელ-ნელა ვიჯერებდი, რომ მეწყებოდა ახალი ცხოვრება ვახოს გარეშე. თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რამხელა სიურპრიზი მელოდა, როგორც გაირკვა, თვენახვრის ორსული ვიყავი.

№1  offline მოდერი ლილიანა

ვაიმეეე როგორი ბენტერაა ეს გოგო,ასეთი ქმრისგან როგორ დაორსულდა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№2  offline წევრი neilo

arachveulebrivia!bevrs sakutari cxovreba gaaxsendeba.samwuxarod msgavsi istoriebi realobashic arsebobs...samwuxarod....

№3  offline აქტიური მკითხველი lalita

უფრო ბატი ითქმის ასეთ გოგოზე, მას შეეძლო თავი დაეეღწია და ახალი ცხოვრება დაეწყო, ემუშავა თუნდაც დამლაგებლად მაგრამ მაინცდამაინც მათხოვრობა და ქუჩაში წანწალი არჩია. ვერანაირად ვერ მოვუძებნე გამართლება .

№4  offline წევრი aNuGi

ზუსტად ასახავს რეალობას, რამდენს ყოლია ასეთი დედამთილი და ქმარი ვინ იცის, საოცარია ეს ქალი :) მე რომ ვყოფილიყავი ალბათ ერთ ადგილზე ჩავარჭობდი და ყვავების საჩიჩქნს გავხდიდი.
ასეთი შვილი რომ გყავს როგორ შეიძლება სხვისი შვილი გაიმეტო მის საჯიჯგნად და ჩამოსახმობად. მესმის რომ დედაა და უნდა შვილს უშველოს, მაგრამ აშკარად ამ გოგოს ყოფნას მის ცხოვრებაში უკეთესობისკენ კი არა უარესობისკენ მიჰყავს, თუმცა მაინც აიძულებს რომ მოითმინოს ყველაფერი.
მეზიზღებიან, დაუფარავად გამოვხატავ ასეთი ადამიანის მიმართ ზიზღს.
საოცრად წერ შენ, ისე გადმოსცემ რომ თითოეული სიტყვა გულთან მიდის და ყველაფერს ზედმიწევნით განვიცდი.
ყოჩაღ!
იმ ურჩხულებისგან კი დაიხსნა თავი მაგრამ ახლა რა ელის ვინ იცის.
ისე რა გასაკვირია ქმრისგან რომ დაორსულდა, წარმომიდგენია რომ ეთქვა "თავი დავიცვათო" ამაზე რა რეაქცია ექნებოდა იმ გიჟს, ის კი არა ისე ძალადობდა სიტყვასაც ვერ აბრუნებდა ალბათ პირში.
:(
ველოდები შემდეგ თავს! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

№5  offline მოდერი ლილიანა

aNuGi

AnuGi იმდენად ბევრი საშუალებები არსებობს თავის დასაცავად ქმრისგან დამოუკიდებლად,რომ ქართული ანბანიც კი ამოელეობა გეგმის სხვადასხვა ვარიანტის დასახვაში
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

პირველად ხდება, როცა ისტორიას რეალური გმირების გარეშე ვწერ, შესაბამისად შიშიც მაქვს ზედმეტად არ გადავტვირთო საკუთარი ფანტაზიითა და ემოციებით. კარგია, თუ ოდნავ მაინც მივამსგავსე რეალურ ისტორიას. kissing_closed_eyes რაც შეეხება არასაურველი ორსულობისგან თავდაცვას, მემგონი ცოტა არ იყოს ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვთ მთავარი გმირის უნარებთან დაკავშირებით smile არა მგონია მის სიტუაციაში ან მის ასაკში მოეხერხებინა ამდენი ფაქტორის გააზრება, მით უმეტეს როცა პირველი კითხვა საქართველოში ახლადშეუღლებულ წყვილთან ისაა, პატარძალი ორსულად ხომ არაა smile ნაწილობრივ ვიზიარებ კომენტარებში დაფიქსირებულ მოსაზღებასაც, ალბათ ამაზე არც მეუღლე და მისი ოჯახი დათანხმდებოდა...

№7  offline წევრი aNuGi

არ დაგავიწყდეს რომ ეს გოგო სოფელში ცხოვრობდა, მსგავს რაღაცებზე არაფერი არ ექნებოდა მონასმენი და საერთოდ არავინ მისცემდა უფლებას რომ დამოუკიდებლად წასულიყო აფთიაქში, აუცილებლად გაყვებოდა ეს ალქაჯი უკან. ეს ხომ ქალაქში არ ხდება? სავსებით შესაძლებელია რომ "გრეხადაც" ითვლებოდეს ეგეთი რაღაცა.

ეს ჩვენ ვართ "გათამამებულები" და ყველაფერში გარკვეულები თორემ ამ გოგოს არაფერი ეტყობა ჯერ იმის საღად რომ აზროვნებს (ვახოსთან რომ
დარჩა) და მეორე მაგის მოფიქრება არამგონია შეძლებოდა.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

№8  offline აქტიური მკითხველი grafo

წინა თავში ბენტერა ამ გოგოსთვის ფაქტოურად კომპლიმენტი ყოფილა. ან მშობელი რა შუაშია, ან ვახო ან ნებისმიერი როცა კაცი რომელიც ცხელ უთოსაც კი იყენებს თურმე, როცა იგებს რომ ეზიზღება გულში რაღაც ჩაწყდა. სრული ინბეცილიზმი. არაფრით არ ჩამორჩება დედას, რომელიც იმისთვის გავკიცხეთ რომ შვილი უკან არ დაიბრუნა. უფლება არ აქვს ვახოს ძალადობაზე ისაუბროს ცუდ ტონალობაში, მაშინ როცა თურმე ეს ყველაფერი გაუტკბა. ძალიან, ძალიან მომეწონა ქალბატონო ანა ეს თავი. ზუსტად წარმოაჩინეთ ქართველი ქალის სახე .ნებისმიერ რამეს ვეგუებით, ვეჩვევით და ამ ძალადობაში გრძნობა მაინც გვაქვს მოძალადის მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ არასდროს თავისუფალი არჩევანის უფლება არ ჰქონდა ქართველ ქალს და კიდევ ერთი 70 წელი არც ექნება ალბათ.სოფელი და თბილისი არაფერ შუაშია აქ. არ ექნება და მორჩა.

№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არ ვიცი ამ გოგოს არ მესმის და რა ვქნა? ძალიან უაზროდ იქცევა მესმის რომ ბავშვია მაგრამ ცხოვრებამ იმდენი აჩვენა ცოტა აზრზე რა ვერ მოვიდა და ამდენად როგორ შეტოპა არ ვიცი... თუმცა ქართული რეალობას სწპრედ ასეთი ადამიანებიც ასახავს განსაკუთრებით სოფლის სტერეოტიპებით გაზრდილი და შებოჭილი ადამიანები თავიდან თითქოს ასეთს არ გავდა გვანცა საკუთარი აზრი გააჩნდა და არ იყო სტერეოტიპებზე დამოკიდებული გოგო მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ყველაზე შებოჭილი ეს გოგო ყოფილა... არ ვიცი მებრალება ეს გოგო სხვა ემოციას არ იწვევს ჩემში მებრალება არამარტო მისი ცხოვრების არამედ მისი აზროვნების თუ უაზრობის გამო... იმედია შემდეგში მაინც ისწავლა ჭკუა და იბრძოლა თავისი ცხოვრებისთვის ამიტომაც არის ახლა დედაქალაქში და არა დედამისის აზროვნების გამო... მოკლედ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aNuGi
არ დაგავიწყდეს რომ ეს გოგო სოფელში ცხოვრობდა, მსგავს რაღაცებზე არაფერი არ ექნებოდა მონასმენი და საერთოდ არავინ მისცემდა უფლებას რომ დამოუკიდებლად წასულიყო აფთიაქში, აუცილებლად გაყვებოდა ეს ალქაჯი უკან. ეს ხომ ქალაქში არ ხდება? სავსებით შესაძლებელია რომ "გრეხადაც" ითვლებოდეს ეგეთი რაღაცა.

ეს ჩვენ ვართ "გათამამებულები" და ყველაფერში გარკვეულები თორემ ამ გოგოს არაფერი ეტყობა ჯერ იმის საღად რომ აზროვნებს (ვახოსთან რომ
დარჩა) და მეორე მაგის მოფიქრება არამგონია შეძლებოდა.

grafo
წინა თავში ბენტერა ამ გოგოსთვის ფაქტოურად კომპლიმენტი ყოფილა. ან მშობელი რა შუაშია, ან ვახო ან ნებისმიერი როცა კაცი რომელიც ცხელ უთოსაც კი იყენებს თურმე, როცა იგებს რომ ეზიზღება გულში რაღაც ჩაწყდა. სრული ინბეცილიზმი. არაფრით არ ჩამორჩება დედას, რომელიც იმისთვის გავკიცხეთ რომ შვილი უკან არ დაიბრუნა. უფლება არ აქვს ვახოს ძალადობაზე ისაუბროს ცუდ ტონალობაში, მაშინ როცა თურმე ეს ყველაფერი გაუტკბა. ძალიან, ძალიან მომეწონა ქალბატონო ანა ეს თავი. ზუსტად წარმოაჩინეთ ქართველი ქალის სახე .ნებისმიერ რამეს ვეგუებით, ვეჩვევით და ამ ძალადობაში გრძნობა მაინც გვაქვს მოძალადის მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ არასდროს თავისუფალი არჩევანის უფლება არ ჰქონდა ქართველ ქალს და კიდევ ერთი 70 წელი არც ექნება ალბათ.სოფელი და თბილისი არაფერ შუაშია აქ. არ ექნება და მორჩა.

უცნობი ქ
არ ვიცი ამ გოგოს არ მესმის და რა ვქნა? ძალიან უაზროდ იქცევა მესმის რომ ბავშვია მაგრამ ცხოვრებამ იმდენი აჩვენა ცოტა აზრზე რა ვერ მოვიდა და ამდენად როგორ შეტოპა არ ვიცი... თუმცა ქართული რეალობას სწპრედ ასეთი ადამიანებიც ასახავს განსაკუთრებით სოფლის სტერეოტიპებით გაზრდილი და შებოჭილი ადამიანები თავიდან თითქოს ასეთს არ გავდა გვანცა საკუთარი აზრი გააჩნდა და არ იყო სტერეოტიპებზე დამოკიდებული გოგო მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ყველაზე შებოჭილი ეს გოგო ყოფილა... არ ვიცი მებრალება ეს გოგო სხვა ემოციას არ იწვევს ჩემში მებრალება არამარტო მისი ცხოვრების არამედ მისი აზროვნების თუ უაზრობის გამო... იმედია შემდეგში მაინც ისწავლა ჭკუა და იბრძოლა თავისი ცხოვრებისთვის ამიტომაც არის ახლა დედაქალაქში და არა დედამისის აზროვნების გამო... მოკლედ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

იმედია არ მიწყენთ თქვენს კომენტარებზე ერთობლივ პასუხს თუ მოგწერთ. ეგოისტურად გაბადრული ვზივარ და მიხარია, ამ თავს ამხელა განხილვა რომ მოჰყვა heart_eyes არამგონია ეს ჩემი "ნიჭიერების" ბრალი იყოს, უბრალოდ პრობლემაა აქტუალური და ალბათ ამიტომაც მიიპყრო თქვენი ყურადღება. ასე მგონია, ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვთ, თუნდაც თბილისში მცხოვრებ მანდილოსნების ყველაფრში გარკვეულობასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩვენი გმირი ცოტა დამეჩაგრა, ზედმეტად პასიურისა და გაუნათლებელის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ასე მგონია, რომ სწორედ ასეთი გაუნათლებელი ახალგაზრდობაა, რომელმაც დღემდე არ იციან არასასურველი ორსულობისგან თავდაცვა, პირისპირ დგებიან მათი გაუთვალისწინებელი ნაბიჯების წინაშე და შესაბამის ფატალურ შედეგსაც იმკიან. ოჯახური ძალადობა, ხომ ისედაც ცალკე თემაა, ამაზე მსჯელობა ძალიან შორს წამიყვანს, საქართველოში ოჯახურ ძალადობაზე საუბარიც კი ცუდ ტონად მიაჩნიათ. ჩვენ ხომ ყველაზე საუკეთესონი ვართ, ჩვენთან ხომ ყველას იდეალური ოჯახები გვაქვს, თუმცა ისევ მიჩნდება ერთი კითხვა: მაშინ რატომ ინგრევა ოჯახები? რატომ ღალატობენ წყვილები ერთმანეთს? შეიძლება ჩემის მხრიდან არასწორია ამ პრობლემებზე მინიშნება ან თუნდაც წერა, მაგრამ მთელი გულით მინდა, რომ აეთი ქალები, ვიდრე მორჩილად დახრიან თავს და ვიღაცის საცემ მასალად იქცევიან, სდაფიქრდნენ, არ შეშინდნენ და იბრძოლონ უკეთესი ცხოვრებისკენ. ბოდიშს ვიხდი, თუ ზედმეტად პათეტიკურად ჟღერდა ჩემი სიტყვები, მაგრამ თქვენი კომენტარებიდანაც ვხვდები, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთის მსგავსად ვფიქრობთ. მიყვარხართ და მიხარია ამხელა სითბოს რომ იმეტებთ ჩემთვის heart_eyes

№11  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Pირველ რიგში დზალიან გამიხარდაა სჰენი ახალი ისტოირსს ხივა :* რაგაცნაირად ასახავსს ნამდვილად დგევანდელ ცხოვრებასს ცჰვენი გმირი მაგრამ ვერ ვხვდებიი ტასვსს ასეტი ტანჯვისტვის ეატომმ იცირავდა ტავსს როდესაცც შეეხზლო დახსნაა :** ჩემტვისს მიუგებელიაა ესეტი ცხოვრებაა რისტვისს ცხოვრობდაა რატომმ იტანდაა ამდენ დამცირებას :*** ველოდებიი ახალტავსს მოვლენებისს განვიტარება ძალიან მაინტერესებსს :*** გავგიჯებიი ამმ გოგოსს სიცოდვილიტტ ტუუ ცუფატტ დამტავრებბბ :(((

№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ანუ, როგორც მამაჩემია იტყოდა ხოლმე: მამა ნახე, დედა ნახე და შვილი მერე გამონახე ხდება აქ. სოფლელობა და სიბნელე არაფერ შუაშია. ამიტომ არ მიყვარს ნაწილ-ნაწილ თქვენი ისტორიების კითხვა.

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნარჩიტა
Pირველ რიგში დზალიან გამიხარდაა სჰენი ახალი ისტოირსს ხივა :* რაგაცნაირად ასახავსს ნამდვილად დგევანდელ ცხოვრებასს ცჰვენი გმირი მაგრამ ვერ ვხვდებიი ტასვსს ასეტი ტანჯვისტვის ეატომმ იცირავდა ტავსს როდესაცც შეეხზლო დახსნაა :** ჩემტვისს მიუგებელიაა ესეტი ცხოვრებაა რისტვისს ცხოვრობდაა რატომმ იტანდაა ამდენ დამცირებას :*** ველოდებიი ახალტავსს მოვლენებისს განვიტარება ძალიან მაინტერესებსს :*** გავგიჯებიი ამმ გოგოსს სიცოდვილიტტ ტუუ ცუფატტ დამტავრებბბ :(((

მოგესალმები, უნდა აღვნიშნო, რომ მეც ძალიან გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა <3 რაც შეეხება დასასრულს, ადრეც ვთქვი დაეხლაც გავიმეორებ, მთავარი პერსონაჟი ამდენი უბედურების შემდეგ არც მე არ მემეტება ცუდი დასასრულისთვის :D

[quote=grafo]ანუ, როგორც მამაჩემია იტყოდა ხოლმე: მამა ნახე, დედა ნახე და შვილი მერე გამონახე ხდება აქ. სოფლელობა და სიბნელე არაფერ შუაშია. ამიტომ არ მიყვარს ნაწილ-ნაწილ თქვენი ისტორიების კითხვა.[/
რა გითხრა? პასუხად მხოლოდ ერთი სიტყვა მახსენდება, მოთმიება თავადო, მოთმიება! smile

№14  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

[quote=murachashvili][quote=ნარჩიტა]Pირველ რიგში დზალიან გამიხარდაა სჰენი ახალი ისტოირსს ხივა :* რაგაცნაირად ასახავსს ნამდვილად დგევანდელ ცხოვრებასს ცჰვენი გმირი მაგრამ ვერ ვხვდებიი ტასვსს ასეტი ტანჯვისტვის ეატომმ იცირავდა ტავსს როდესაცც შეეხზლო დახსნაა :** ჩემტვისს მიუგებელიაა ესეტი ცხოვრებაა რისტვისს ცხოვრობდაა რატომმ იტანდაა ამდენ დამცირებას :*** ველოდებიი ახალტავსს მოვლენებისს განვიტარება ძალიან მაინტერესებსს :*** გავგიჯებიი ამმ გოგოსს სიცოდვილიტტ ტუუ ცუფატტ დამტავრებბბ :((([/quote]
მოგესალმები, უნდა აღვნიშნო, რომ მეც ძალიან გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა <3 რაც შეეხება დასასრულს, ადრეც ვთქვი დაეხლაც გავიმეორებ, მთავარი პერსონაჟი ამდენი უბედურების შემდეგ არც მე არ მემეტება ცუდი დასასრულისთვის :D

[quote=grafo]ანუ, როგორც მამაჩემია იტყოდა ხოლმე: მამა ნახე, დედა ნახე და შვილი მერე გამონახე ხდება აქ. სოფლელობა და სიბნელე არაფერ შუაშია. ამიტომ არ მიყვარს ნაწილ-ნაწილ თქვენი ისტორიების კითხვა.[/
რა გითხრა? პასუხად მხოლოდ ერთი სიტყვა მახსენდება, მოთმიება თავადო, მოთმიება! smile[/quote]
მე კიდევ შენიი ახალი ისტორისს ნახვამმ გამახარაა :***** სოფელიიი ............. მოტმინებიტ ველოდებიიი ისტორიასსს :*********

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent