შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (13)


26-08-2016, 15:44
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 205

და საუკუნეების მანძილზე,
არსებობდნენ ადამიანები,
რომლებიც
მხოლოდ ერთი რამისთვის
ცხოვრობდნენ, სუნთქავდნენ და მიილტვოდნენ.
ეს არის შურისძიება,
რომელსაც შეუძლია წმინდანი დემონად აქციოს.

8888

_ შენ მიხვალ? ყველაფერი რთულადაა, შეიძლება ვერც კი იცოცხლოს _ ხელები მომუშტა მაღალმა, ჭაღარა მამაკაცმა და მკაცრად გამოსცრა კბილებში.
_ ნუ ნერვიულობ, თავს ვერაფერს ავნებს... _ ჩაფიქრდა ბიჭი და ხელში რამდენიმე ქილა შეათამაშა.
_ რომ ავნოს? სასწრაფოდ იღონე რამე _ ნერვიულად მიარტყა ფეხი სკამს. სკამი გადაყირავდა.
_ სოფის ორგანიზმი რეგენერაციის უნარითაა დაჯილდოებული. მე უბრალოდ დღეს საღამოს ავამოქმედებ და თან დავეხმარები... _ მხრები აიჩეჩა და გაეღიმა.
_ კარგი, სწრაფად! დეტალურად ვერაფერს ვხედავთ, ის ახალგაზრდა კი სასტიკად უნდა დაისაჯოს.

8888

სოფი ცივ იატაკზე იწვა, სიბნელეში მისი თითოეული ამოსუნთქვა ტკენდა, მის ისედაც ბინძურ სულს უფრო სვრიდა და უნდოდა, წამით მაინც შეეჩერებინა ყველაფერი. კედელზე ერთ წერტილს გაუშტერა თვალი და წარმოიდგინა, რომ დედამიწამ ახლა ბრუნვა შეწყვიტა და ყველა სულიერმა სუნთქვა. ეს დაეხმარა, ტკივილი სულ ცოტათი მაინც გაუნელა. მაგრამ... მერე ლაშა გაახსენდა, ალბათ ძალიან ეტკინებოდა და კოკას მოკლავდა. სოფი არ მოკლავს, სოფი კოკას არავითარ შემთხვევაში არ მოკლავს. მაგრამ იქნებ უბრალოდ ასე უნდა და იმიტომ ცდილობს დააჯეროს თავის თავს? სხეულის ყველა წერტილი ტკიოდა და თავს უფლება მისცა, ატირებოდა. სახეზე ხელები აიფარა, ცხელმა, მარილიანმა სითხემ წამში აუწვა სახე და მხრები აუცახცახდა, აკანკალდა და თავი მუხლებში ჩამალა. დიდი ხანი ტიროდა, ტიროდა სანამ არ გათენდა და მზის სხივებმა არ მიანათეს და გაუთბეს სხეული. გაკვირვებულმა, თვალები მოიფშვნიტა და ფანჯარასთან მივიდა. პირველად ხედავდა ამდენი ხნის განმავლობაში მზეს. სიცივე თითქოს სადღაც გამქრალიყო... კარადას ეცა და თვალები გაუფართოვდა. რატომ აქამდე არასდროს დაინტერესებულა იმით, რა ეწყო უჯრებში? ყოველ შემთხვევაში, თავისი ტანსაცმელი არა. სასწრაფოდ გადაყარა ყველაფერი ძირს და მოკლე, ჯინსის შორტი და შავი, გვირილებიანი ტოპი აიღო. თითქოს განიტვირთა, ყველა ნეგატიური ფიქრი გაუქრა და თმები ორად დაიწნა, მხრებზე გადმოიდო ნაწნავები და პირის დაბანის შემდეგ, გარეთ გავიდა.
_ სოფი, რა მაგარია, მზეა _ ოთახიდან გამოვარდა მარიამი, ჯინსის შარვლით და მოკლე მკლავებიანი ზედით. სოფის მოვარდა და მოეხვია, თუმცა სოფის ისე ეტკინა მუცელი, მაშინვე დაიკვნესა. უცებ გაახსენდა, რომ... ჯანდაბა, სარკეში არ ჩაუხედავს, ტოპი და შორტი რამ ჩააცვა!
_ დედა ვატ*ირე _ შეიგინა ხმადაბლა, მარიამი ფრთხილად მოიშორა და მის შეშინებულ თვალებს შეხედა.
_ ყელზე ზასოსი გაქვს, აი მკლავზე კი სისხლჩაქცევა... მკერდთან დალურჯებული ადგილი და ტუჩები დამსკდარი, თითქოს ვიღაცამ... _ ბლუყუნებდა მარი, ნიკაპი უკანკალებდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.
_ მარიშკა დამშვიდდი, გეფიცები, ჩემს თავს გაფიცებ დამშვიდდი და აგიხსნი ყველაფერს _ ოთახის კარი შეაღო და გოგონა ძალით შეაგდო. ძალიან კარგად იცოდა სოფიმ, რომ მარიამს ახლა ერთი ათად ტკიოდა სოფის ტკივილი, სოფიზე მეტადაც კი...
_ ეს რა არის, ვინ გიქნა?
_ მოგიყვები, თან ძალიან გთხოვ მკლავზე ის ადგილი გადამიხვიე რა, ყელზე კიდე სანტავიკს დავიკრავ. _ გოგონამ თავი დაუქნია, ოთახიდან გავიდა და ორიოდე წუთში ხელში პატარა აფთიაქით დაბრუნდა. საწოლზე ჩამოსხდნენ და მარიამმა სოფის ჭრილობების დაფარვა დაიწყო.
_ გუშინ ლაშას ოთახში ვიყავი და კოკა შემოვიდა. მერე მან... ხომ ხვდები, რაც მოხდა? ბევრის მოყოლა არ მინდა, უნდა გამიგო, ეს არავის უთხრა, დაივიწყე!
_ კოკას არ შერჩება! _ თვალები ბრაზით აენთო მარიამს. სოფიმ წამოიკვნესა _ მაპატიე, აღარ გატკენ
_ არ შერჩება, რათქმაუნდა. მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ...
_ მე ვიცი! ახლა ქვემოთ ჩავალ და მაგ არამზადას დავალურჯებ
_ ნეტა შენ ჭკუა მოგცა რა ღმერმა. ვჭამოთ და საღამომდე რამეს მოვიფიქრებ _ თვალი ჩაუკრა და სარკეში თავი შეათვალიერა. ტკიოდა, როგორ არა, სხეულიც და სულიც, მაგრამ მარიამის განერვიულება ზედმეტად მიაჩნდა.
_ მე გავალ, დღეს მორიგე ვარ, რამე გემრიელს გავაკეთებ... კარები დაკეტე და არავის გაუღო _ გააფრთხილა და ოთახიდან გავიდა. სოფიმ კარები გადაკეტა და გასაღების ამოღება საჭიროდ აღარ მიიჩნია, მაგრამ უცებ უკნიდან ძლიერი ხელი მოეკრა. ჰაერის ჩასუნთქვა უნდოდა, მაშინვე მიხვდებოდა და ალბათ იცნობდა ნაცნობ სურნელს, მაგრამ ხელი ააფერეს და სოფიმ მკლავზე ნემსის შერჭობა იგრძნო, თვალები მიელულა და ძირს ჩასრიალდა.

888

გაიღვიძა, სწრაფად წამოდგა და კარებს დაეჯაჯგურა. თითქმის გააღო, მაგრამ მიხვდა ოთახში არავინ იყო და უკან მიბრუნდა. საწოლთან, იატაკზე რაღაცეები ეწყო და ფანჯრები მიხურულიყო. ფრთხილად წავიდა და პატარა ქილები და რამდენიმე სინჯარა ხელში აიღო. ქილებზე წაწერილმა სახელებმა შეაშფოთა.
_ შავი ჭირი, ციებ-ცხელება, ტუბერკულოზი... _ პირი დააღო და საწოლზე გაოგნებული დაეშვა. მერე უცებ, წამის მეასედში გაუელვა აზრმა, რომელიც შიგნიდან ჭამდა. ტუჩი მოიკვნიტა, უჯრებში ქექვა დაიწყო და პატარა სინჯარაში ჩაასხა ყველა, ცოტ-ცოტა. ააჯღრია და ჯიბეში ჩაისრიალა. გასვლისას კარები დაკეტა, გასაღებიც შეინახა და კიბეებით ძირს დაეშვა. პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა და მარიამი შენიშნა, რომელიც წვენს დ. ყავას ასხამა ჭიქებში. გაბედულად შეაბიჯა ოთახში და სკამი გამოსწია.
_ დილამშვიდობისა _ მიესალმა ნია. თავი დაუქნია გოგონას და მიმოიხედა. კოკა მოშტერებოდა, მაგრამ როგორც კი სოფის საპასუხო მზერა მიიღო სწრაფად მოაცილა თვალი. მაქსიმეს გახედა, რომელიც რაღაც ფურცლებს ჩასჩერებოდა და კიდევ კარგი, ვერაფერი შეენიშნა. მაგრამ..
_ სოფი რა გჭირს? _ წამოიყვირა სანდრომ და გოგონას გვერდით დაჯდა. ტყუპმა სანდრომაც ამოხედა, მერე ისევ მარიამს გახედა.
_ არაფერი ისეთი _ გაიცინა სოფიმ.
_ არა, რაღაც გჭირს, გვითხარი _ ლიკა და სალომეც მაშინვე მივარდნენ. მაქსიმეს გოგონას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო და ჩაეცინა, ხელები მომუშტა და გვერდით გაიხედა.
_ სიმართლეს და მოქმედებას ვთამაშობდით _ თქვა მარიამმა. შვებით ამოისუნთქა სოფიმ და მადლობის ნიშნად წარბები აწკიპა.
_ კაი, მოიხსენი ეგენი გვანახე აბა, რომ არაფერი გჭირს
_ არ გჯერათ?
_ არა სოფი, გვიმალავ და არ მომწონს ეს!
_ სალომე დიდი ხანია, რაც ჩემი ცხოვრება შენი საქმე აღარ არის _ უპასუხა სოფიმ. ჯერ სახვევი მოიხსნა, მერე ლეიკოპლასტები. თვალები დახუჭა და რეაქციას დაელოდა.
_ ამაზე უკეთესი მოქმედება ვერ შეარჩიე მარი? _ სიცილით წამოდგა სანდრო. სოფიმ გაოცებულმა გაახილა თვალები.
_ ასე ვიცი ხოლმე _ ამოიბლუყუნა მარიამმა და სოფიმ შეხედა, მასაც გაოგნება ეხატა თვალებში. პირი ოდნავ შეეღო და აკვირდებოდა.
_ მე დავასხამ _ წამოდგა სოფი და კოკას გაოცებული მზერაც დააიგნორა, მარიამს დაუდგა გვერდით. მარიამი ჭიქას რიგრიგობით არიგებდა... მომდევნო, უკანასკნელი ორი ჭიქიდან ერთ-ერთთან შეყოვნდა. ფრთხილად, შეუმჩნევლად ამოიღო სინჯარა და ჭიქაში დაცალა, მერე სამზარეულოს ბარზე, პირსახოცის ქვეშ მიმალა და ჭიქა ოდნავ გააქანა.
_ ცივია? _ ჰკითხა კოკამ მანამ, სანამ დალევდა. სოფიმ ჭიქა სანდროსაც გადასცა და წამოჯდა.
_ კი _ “ისეთი ცივი, როგორიც მალე შენ იქნები...”
კოკამ წვენი მოსვა, მერე ბოლომდე დაცალა და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო. ხველება აუტყდა. სოფი სასწრაფოდ წამოდგა, ონკანთან მივიდა და წყალი მიაწოდა.
_ რა გჭირს? _ შეშინდა სალო და ბიჭს მიეხუტა. კოკამ მოიშორა და ხველება გააგრძელა, აკანკალებული ხელით დალია სოფის მოწოდებული წყალი და მერე მთელი სხეული აუკანკალდა.
_ ეე, კარგად ხარ, რა ხდება _ გაუკვირდა ლიკასაც. მარიამმა პირზე ხელი აიფარა, მერე ხმამაღლა დაიწყო ტირილი. სოფი უკან დგამდა ნაბიჯებს, თან კოკას არ აშორებდა მზერას. კოკა სხეულს ვეღარ იმორჩილებდა... ირგვლივ ყვირილი, კივილი და ტირილის ხმა სოფის თავს ტკენდა, მერე არც ეგ არ ესმოდა. ბუნდოვნად ხედავდა კოკას, რომელმაც თავი უკან გადასწია, ამოიხროტინა და პირი თეთრი ქაფით აევსო. კანკალი ნელ-ნელა შეუჩერდა, თვალები აატრიალა და... სოფი სკამზე ჩამოჯდა, წელში გასწორდა დ. ისევ გაშტერებული უყურებდა კოკას, რომელიც უკვე აღარ სუნთქავდა. სალო სახეზე ხელებს ურტყამდა, მაქსიმემ მისი მაჯა აიღო, ორი თითი დაადო და, ისევ ძირს დაუშვა. ლიკა და მარიამი ტიროდნენ, სანდრო გაოგნებული უყურებდა მკვდარ ძმაკაცს და სხეულზე ეჯაჯგურებოდა. მერე ყველა მოშორდა. ერთიანად გაიფანტნენ, სოფის არც კი ესმოდა, რას ლაპარაკობდნენ. ხელები იგრძნო წელზე, მარიამს ახედა და წამოდგა. ყველანი მისაღებში შევიდნენ, მარიამი ძალით მოათრევდა სოფის და ტირილით სხეული უცახცახებდა. მერე ორივენი ძირს ჩაიმუხლნენ. სოფიმ მარიამს ჩაუდო კალთაში თავი, გოგონამ თმებზე დაუწყო მოფერება და უსიტყვოდ გაუგო...

მეცამეტე თავი და,
და არ ვიცი...



№1 სტუმარი Guest ანა

ბათუმს და გორკს მეორეჯერ თუ აღარ ახსენებ ჩემი საყვარელი მოთხრობა იქნება :3

 


№2  offline წევრი ეფი

კარგია .
ძალიან .

 


№3  offline მოდერი Behandice

აუ რატო აღარ დებ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent