ლილი! 2
რც ისე ცუდად აეწყო ცხოვრობა, ბიძის დახმარებით სახლი იგრავეს, თვითონაც თავისი თანხის ნაწილი სწორედ ამაში ჩადო, ანა ყოველთვის უგებდა, ერთადერთი იყო ბებოს შემდეგ ვისთან ყოფნაც აბედნიერებდა. ოჯახი მუდამ ახსენებდა თავს და ეს უკვე ზედმეტად მომაბეზრებელი იყო, ზუკას რატომღაც ყველა იცნობდა, ტიპიური „კაი ტიპი“ იყო აი ისეთი სასტავთან ერთად რომ მოძრაობს, ყველაფერს არაცივილური გზით აგვარებს, ცემით, გარჩევებით და ყველაზე ცუდი ისაა რომ ეს ძალიან მაგარი ჰგონია ყველას.. სინამდვილეში ეს გულისამრევია.. ......................................... კურსზე ოთხი მეგობარი შეიძინა.. თორნიკე ჩოლოყაშვილი, „ ამ ეპოქის თავადი“ , „ ჯავახიშვილის ძმაკაცის შვილი“ და მრავალი ასეთი ეპითეტით ახასიათებს თავს, სინამდვილეში 19 წლის ჩვეულებრივი ბიჭია, უაღრესად განვითარებული იუმორის გრძნობით. სალი ბაკურაძე, ჭკვიანი და საყვარელი გოგო, თორნიკეს დეიდაშვილი. მია ადამია ჩვეულებრივი პატარა საყვარელი გოგო. და ბექა მჭედლიძე, თორნიკეს მეგობარი ისიც. ........................................................................................ -ჰაპიბირზდეი თუ იუუუუუ- კაფის კარები შემოგლიჯა თორნიკემ და მთელი ხმით დასჭექა, მას უკან ჩამოთვლილი ოთხეული, ოთო და თორნიკეს შეყვარებული მოყვნენ, თორნიკემ ასევე სიმღერით გადაჭრა კაფე და ტორტი სახეზე ააფარა ლილის. -რა გადარეულები ხართ- სიხარულის ცრემლებით აევსო ლილის თვალები. -ჰე გოგო ჩააქრე ჩაიწვა ფეიერვერკი- თვალები დაუბრიალა თორნიკემ და ისევ გაუღიმა. ლილიმ სანთლები ჩააქრო და ყველას ერთად ჩაეხუტა. -მიდი ეხლა და წავიდეთ რესტორანში- გაუღიმა ოთომ. -ჯერ ვმუშაობ თან ადრეა. -გამოგიშვებს უფროსი- ისევ გაუღიმა ოთომ. -კარგი მაგრამ გამზადება ხო მინდა ორ საათში შევხვდეთ.. -აი ეხლა რა უნდა ამას?- აფეთქდა თორნიკე- გოგო მთელი დღეა მშიერი ვარ ორი საათი რა მოიცდის. -კაი რა თორნიკე.. -ოთო რას ამბობდი წეღან რა შაურმაო?- საწყალი თვალებით გადახედა ოთოს. -კაი მიდი წავედით ჩვენ და ორ საათში მოგაკითხავ- სიცილით დაემშვიდობნენ მეგობრებს. ნახევარსაათში უფროსმა (ოთოს დედამ) გააგდო გოგონები სახლში. ზუსტად ორ საათში მოაკითხა ოთომ, ანა ულამაზესი იყო, მაშინვე დაიჭირა მეგობრის მზერა და ჩაეღიმა, მაგრამ პრობლემასაც აშკარად ხედავდა რადგან ანი მას ძმასავით უყურებდა. ლილის მუხლზე, ტანში გამოყვანილი მუქი შინდისფერი კაბა და საშუალო ზომის მაღლები ეცვა, თმა უბრალოდ დახვეული ჰქონდა, იყო ამ გოგოში რაღაც, აი ისეთი აუცილებლად რომ შეგაყვარებდა მის თავს. მშვენიერი იყო მათთან ერთად ყოფნა მეორე ტორტიც ჩააქრო და აცეკვებულ მეგობრებს შეუერთდა, ეს ხალხი აბედნიერებდა თან ძალიან. ფეხების ტკივილმა რომ ძალიან შეაწუხა მაგიდასთან მივიდა და დაჯდა, თაიგულს გადახედა ცოტახნისწინ რომ გამოუგზავნეს გვერდით მაგიდიდან. -შეიძლება?- თავზე წამოადგა მაღალი სიმპატიური ბიჭი და მის გვერდით სკამზე დაჯდა.- ლამაზია ?- თაიგულს გადახედა ბიჭმა. -თქვენ გამოგზავნეთ მადლობა- გაუღიმა ლილიმ. -არა რათქმაუნდა, ვარდები ზედმეტად ბანალურია-ცალყბად გაიღიმა და ლილი აათვალიერა- რა გვარი ხარ? - აბაშიძე.. -რათქმაუნდა ზუკა აბაშიძის უცნობი და .. -შენც იცნობ? -სამ საათში გერმანიაში მივფრინავ მის გამო- გაიღიმა ისევ ბიჭმა. -ვერ გავიგე? -მოდი ასე გეტყვი ან უნდა წავიდე ან უნდა მოვკლა. -ასეთი რა დააშავა? -ბევრი.. ძალიან ბევრის მოთმენა შემიძლია, არ ვარ ის ტიპი ქუჩაში ხლკეტებით ვირბინო და კუთხეებში საქმეები ვარჩიო, არც ვჩხუბიბ, ყველანაირად ვცდილობ ამის თავიდან აცილებას, იმიტომ რომ თუ დავიწყებ ბოლომდე მივდივარ შენმა ძმამ კი ძალიან წაიღო ტვინი.. -ბოლომდე რას ნიშნავს? -ბოლო ბოლოს ნიშნავს- ისევ გაიღიმა ბიჭმა. -ანუ არ ჩხუბობ ? -დახლოებით.. -და წასვლა გამოსავალია? -არ ვარ ის ტიპი მანქანით გიჟივით გავარდნა ერთი ამბავის ატეხვა რომ უყვართ, ისინი იღებენ კმაყოფილებას საყვარელი ხალხის ანერვიულებით, ამით მუდმივად ყურადღებისცენტრში არიან, ეს ზედმეტად დიდი ეგოზმია.. ცოტა ნარცისიზმი და ძალიან დიდი თავქარიანობა.. -სხვანაირი ხარ ..- ამჯერად ლილიმ აათვალიერა.- მაგრამ შენი მოსვლის მიზეზი? -ეჭვის გაფანტვა, აღფრთოვანება, უბრალოდ სურვილი რომელიც მოგეწონება ის აირჩიე პასუხად. -რა დააშავა ზუკამ? -საგანგაშო არაფერი, უბრალოდ ჩემს გამოწვევას ცდილობს და სიმართლე გითხრა ჩემს მოთმინებასაც აქვს ლიმიტი. -მისულხარ ზღვრამდე? -აუცილებელია გიპასუხო? -იმედი მაქვს მიპასუხებ.. -კი.. -რამდენჯერ? -ორჯერ.. -ორივესთვის ბოლო იყო? -ერთი გადარჩა.. -დამპირდი რომ ზუკას არ მოკლავ.. -რატომ გგონია რომ შევასრულებ, არც კი მიცნობ.. -უბრალოდ მგონია.. -ძნელი იქნება მაგრამ გპირდები, ამიტომ მივდივარ. -მადლობა. -ვიცი რომ ვერ იტან. -ხო მაგრამ არც მისი სიკვდილი მინდა.. -კარგი, ჩემი წასვლის დროა ლილი-ფეხზე ადგა ბიჭი. -მოიცადე-ფეხზე წამოდგა ლილიც-რა გქვია? -გეგე, გეგე გეგებერი- ისევ ისე ჩაიღიმა და იქაურობას გაეცალა. უცნაური შტაბეჭდილება დატოვა, ზედმეტად სერიოზულის, აშკარა იყო ლაჩარი არ იყო, პირიქით სერიოზული ჩამოყალიბებული ბიჭი იყო და ალბათ სწორედ ამიტომ მიდიოდა. ისევ გააგრძელა საღამო, გეგებერზე ფიქრობდა დაინტერესდა მისით თავისდაუნებურად, უბრალოდ სხვანაირი ბიჭი იყო. რესტორნიდან მიუხედავად იმისა რომ თორნიკეც და ოთოც ნასვამები იყვნენ მათი მანქანებით წამოვიდნენ, ლილი თორნიკეს მანქანის წინა სავარძელზე იჯდა და მხიარულად კისკისებდა, ორივე მანქანიდან დაბადებისდღის სიმღერა ისმოდა მეგობრები კი ისევ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, შუქნიშანზე გაჩერებულებმა ცარიელი ქუცებით ისარგებლეს და ამჯერად ფანჯრიდან და ლუქებიდან აცეკვდნენ, როგორც კი მწვანე აინთო თორნიკემ ელვის სისწრაფით მოწყვიტა მანქან ადგილს, შუა ქალაქში გამართეს დრიფტი, მაგრამ გოგონების აღშფოთების მერე სიჩქარეს უკლეს და ცეკვა განაგრძეს, ლილი უკვე ცუდად იყო სიცილით. -ეს ვინღაა?-სარკეში მესამედ ცაიხედა თორნიკემ. -ვინ?-ლილიმ უკან გაიხედა და ზუკას მანქანის დანახვაზე უსიამოვნოდ გაჰკრა.-ჩემი ძმაა.. -თვით ზუკა აბაშიძე? მერე რა უნდა.. -ალბათ მე დამინახა .. -გავიგოთ- თორნიკემ მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა ბრუნი გააკეთა და ზუკას მანქანის პირდაპირ გაჩერდა, სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, ლილის კივილი აღმხდა, რომელიმეს რომ ვერ მოესწრო დამუხრუჭება ორივე მანქანა დაილეწებედა.თორნიკემ სწრაფად გახსნა კარი და გადავიდა მას დანარჩენები მიყვნენ, ლილიც სწრაფად გადახტა როცა გადმოსული ზუკა დაინახა ზედმეტად დაჭიმული ყბებით და უკან მისი საძმაკაცო. -უკან მომყვებოდი- მიუახლოვდა თორნიკე. ოთოს მანქანაც გაჩერდა, იქიდან ანა, ოთო და ბექა გადმოვიდნენ. -ჩემი და ღამის სამ საათზე ვიღაც მთვრალის მანქანაში ზის მგონი უნდა გამოგყოლოდი- ირონიული ღიმილით აათვალიერა ზუკამ. -ლილი ჩემი დაა. -ყველა რატრომ ცდილობს ჩემი ადგილის დაკავებას- მობეზრებულად აატრიალა ზუკამ თვალები. -იმიტომ რომ შენ ბოლო დონის სირ@ივით ხარ- გამოსცრა თორნიკემ. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ ზუკამ მუშტი გაარტყა თორნიკე ძირს დაეცა, ამას გოგონების კივილი და ლილის ცრემლები მოყვა. თორნიკე წამოხტა და ზუკასკენ გაიწია მაგრამ ზუკამ საყელოში წაავლო ხელი და დისტანცია დაიჭირა. -მისმინე ლაწირაკო, კაგრად გაიაზრე შენი სიტყვები და ისწავლე ვის რა უნდა უთხრა თორემ მეორედ ესე ვერარ გადამირჩები. -ზუკა გაუშვი გეხვეწები-ლილი უკვე კანკალს აეტანა, ძლივს მიუახლოვდა და ხელზე დაქაჩა.ზუკამ გოგონას გადმოხედა და თორნიკეს ხელი შეუშვა-ლილი ჩემს მანქანაში ჩაჯექი.. ლილი შეყოყმანდა, შეშინებულმა გადახედა ჯერ თორნიკეს მერე ზუკას ამაზე ბიჭს ჩაეღიმა. -ჩაჯექი და წავიდეთ ლილი- მიხვდა გოგონას ისევ ჩხუბის ეშინოდა. აკანკალებულმა გადახედა მეგობრებს და მანქანისკენ დაიძრა, ალექსანდრემ რევერანსით გაუღო წინა სავარძლის კარები და გოგონას ანიშნა დამჯდარიყო. -ლილი ჩემი დაა და თუ გინდათ რომ არავინ დაშავდეს მეორედ წინ აღარ გადამიდგეთ- მკაცრი ტონით გამოაცხადა აბაშიძემ და წინ დაჯდა. -სად იყავი ამ დროს ამიხსნი?- გამოსცრა როგორც კი იქაურობას გაეცალნენ. -რესტორანში- ტირილი უკვე შეეწყვიტა ლილის და ნელნელა გაბრაზება ემატებოდა. -რა გინდოდა გოოგ ღამის სამსაათზე რესტორანში-იფეთქა აბაშიძემ. -დაბადებისდღე მქონდა -იყვირა ლილიმაც. მანქანაში სიჩუმე ჩამწვა უკან მჯდომმა ლუკამ რაღაც ანიშნა ალექსანდრეს, ზუკას აღარაფერი უთქვამს დაზაბული მართავდა მანქანას, ლილის სახლამდე ხმა არ ამოუღია. -ამ დროს გარეთ აღარ გამოხვიდე- მხოლოდ მაშინ უთხრა როცა მანქანა გააჩერა. -ფეხებზე შენი ბრძანებები- მსვიდად უთხრა ლილიმ თუმცა აშკარად გაკრთა თვალებში ცრემლი- ასე ელაპარაკე სოფის, შენი და ისაა და არა მე გასაგებია? დამანებე ბოლოსდაბოოს თავი-ამჯერად ვეღარ შეძლო ტირილის შეკავება სწრაფად გადახტა მანქანიდან და სახლში აირბინა, იქ უკვე მისულები დახვდნენ ბავშვები, ანას ჩაეხუტა და მთელი ხმით ატირდა. -ამის დედა@@- ხელი საჭეს დაარტყა ზუკამ. -იმასაც ვერ გეტყვი რა ხარ - გადახედა დეამიანემ ზუკას. ბარში გაცრდნენ, დალევა უნდოდა ზუკას, უცნაურად გრძნობდა თავს, რაღაც სტკიოდა, ლილის ცრემლებმა ატკინა, ისე არა როგორც სოფოს ცრემლებზე ირევა მაგრამ ამანაც ატკინა, თანაც მისი დაბადებსდღე იყო, მისი და რესტორანში იყო მან კი ეს შემთხვევით გაიგო, გახსენდა სოფის წინა დაბადებისდღე რამდენად გრანდიოზული იყო, ზუკას სიურპრიზით, უამრავი საჩუქრით, ახლა შეიგრძნო მთელი სიცხადით დანაშაული, თავს ბოლო დონის ნაბი@ვრად გრძნობდა და ეს აგიჟებდა. -ზუკა- ბარში შემოსულ ოთოზე ანიშნა ლუკამ. ზუკა ფეხზე წამოდგა და მისკენ მომავალ ოთოს თვალი გაუსწორა. -შენგამო ისევ იტირა ლილიმ - ოთომ მთელი ძალით დაარტყა მუშტი, ზუკა წაბარბაცდა მაგრამ ალექსანდრეს დახმარებით არ წაქცეულა- ახლა მე გეუბნევი რომ შენ ბოლო დონის ს@რი ხარ და ძალიან მინდა მეც ისე მიპასხუო როგორც თორნიკეს. - ეს ახლა გაგახსენდა?- გახეთქილი ტუჩიდსან სისხლი მოიწმინდა ზუკამ. -ვერაფერს ხვდები ხო? მე ლილისწინ არასდროს ვჩხუბობ, მაგრამ ახლა აქ ვარ და დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ შენთან. - არ ვაპირებ ჩხუბს-ზუკა გასწორდა და წინ დადგა. -შენ ზუკა აბაშიძე? საკუტარ ბარში აიტან ხელის დარტყმას?- გამომწვევად გაუღიმა ოთომ. ზუკას გაეღიმა, ბიწებსაც აშკარა იყო ოთოს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ყველა ვისაც ზუკას შესახებ სმენია იცოდა რომ არაფერს შეარჩენდა არავის, თანაც ოთო მის ბარში იყო მისული, მარტო, აშკარა იყო ამ ბიჭს არაფრის ეშინოდა, ძალიან გავდა ზუკას, სოფისგამო ისიც ამას იზავდა. -რასაც ვიმსახურებ იმის მიღებაზე პრეტენზია არ მაქვს - წყნარად დაიწყო ზუკამ -კარგი კაცი ხარ ოთო, რომ მიტანდე დავძმაკაცდებოდით... -მთლად ეგეთი ს@რიც არ ყოფილხარ, სიმართლე გითხრა ზალიან მინდოდა შენი ცემა, თუმცა თუ ხვდები რომ დაიმსახურე უკვე კარგია მაგრამ თუ ეს კიდევ მოხდება შენი აღიარება აღარ შემაჩერებს დაანებე ლილის თავი შენსგამო ძალიან ბევრი იტირა, ახლაც ტირის და მე მართლა ძალიან მინდა ამისგამო მოგკლა.. -თვას ვერ დავანებებ, შენ დაანებებდი? -მე არც იმას დავუშვებდი ჩემგან შორს გაზრდილიყო.. თუ მას არ უნდა შენთან ყოფნა ვერ დააძალებ, კარგად იყავი.. ოთომ ბარი დატოვა, დღეს ლილისთან რჩებოდა.. -მაგარი ვინმეა- გაიცინა დამიანემ- წარმოიდგინე სად მოვიდა მარტო თან ხელი დაგარტყა.. - ხო ამ ბიჭს ფეხებზე კიდია ვინ ვარ- ზუკამაც გაიღიმა- წარმოიგიდგენია? ლილისი საერთოდ არავინაა და როგორ უყვარს.. -ისე ხელი რომ შეგებრუნებინა მაგრად გცემდი მე თვითონ- ლუკამ გადახედა და სასმლის ჭიქა გამოცალა. - რა ლამაზი იყო არა?- ალექსანდრემ ზუკას შეხედა- თან რამაგრად გგავდა .. -ხო მგავს , სოფიზე მეტად. -სოფი საერთოდ არ გგავს ზუკა, სიმართლე გითხრა ლილი ორივეს გჯობიათ..ცხრამეტი წლის გოგო და ასეთი არ მინახავს, ზედმეტად ღრმა თვალები ჰქონდა.. -არ ვიცი იმიტომ რომ არ მახსოვს, შვიდის ვიყავი რომ წაიყვანეს, თავიდან პერიოდულად ვნახულობდი მაგრამ მერე სკოლა, ფეხბურთი, ახალი გარემო და ხშირად ვეღარ ან აღარ მივდიოდი სოფელში, არც მარინა იკლავდა თავს.. -რანაირად გაუშვა ეგრე საკუთარი შვილი ტო.. - ბოლო წლები ლილი აღარ ნახულობდა.. -კაი გეხვეწები ეგ საბაბია .... ................................................ მეორე დღეს თორნიკეს ბოდიში მოუხადა მაგრამ ეს თემა აიკრზალა, ნასვამი ვიყავი და მეც ზედმეტი მომივიდაო თორნიკემ. ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება ზუკა აღარ გამოჩენილა, ისევ ისე იყო მეგობრებთან მხოლოდ ოთოზე ღელავდა, ოთო თანდათან იკარგებოდა, ეს ანას გამო იყო, ესმოდა ოთოსიც რთული იყო ანასთან ყოფნა როცა გოგონა როგორც ძმას ისე უყურებდა, პირველი წლის დასასრულს კი ოთომ ის გააკეთა რისიც ლილის ყველაზე მეტად ეშინოდა, ადგა და წავიდა, გერმანიაში.. -არ მესმის ოთო- ყვიროდა ანა- აქ ყველაფერი გაქვს საუკეთესო უნივერსიტეტში ხარ რატომ უნდა წახვიდე? -საჭიროა ანა.. -მერე ჩვენ? მე და ლილი? -იქიდანაც მოგხედავთ.-ჩასახუტებლად გაიწია ბიჭმა. -გამანებე რა თავი-გოგონამ ხელი აუკრა და სირბილით დატოვა კაფე. -ოთო ეს არაა გამოსავალი-ცრემლიანი თვალებით ახედა ლილიმ. -სხვანაირად არ შემიძლია.. -ძალიან მომენატრები-მთელი ძალით ჩაეკრა გოგონა გულში. ........................................................................ ზუკას გვერდით, ბართან იჯდა და ნახევრად სავსე სასმლის ჭიქას ნერვიულად ათამაშებდა. -ხვალ მივდივარ, მინდა რომ მიხედო, ლილის ყოველთვის მარინაზე მეტად სტკიოდი, იმიტომ რომ ყვეკაზე მეტად უყვარდი, ვიცი რომ გაპატიებს უბრალოდ შენ უნდა სცადო.. -კარგი .. -გული აღარ ატკინო რა და კიდევ დედაშენთან ურთიერთობას ნუ დააძალებ.. -კარგი მივხედავ.. -კარგად .. -კარგად.... გაცილება იმაზე ღტული იყო ვიდრე წარმოიდგენდნენ, ვერ წარმოედგინა ოთოს გარეშე როგო9რ უნდა ყოფილიყო, იმდენად იყო მასზე დამოკიდებული მისგარეშე აქ ყოფნა? ჯოჯოხეთი იყო.. ფინალურებმა ყურადღება გადაატანინეს, ბოლო გამოცდიდან გამოსული იმდენად დაღლილი იყო სიარულის ტავი არ ჰქონდა, იქვე ჩამოჯდა და ავტობუსს დაელოდა, ორ წუთში გაჩრდა მის ფეხებთან შავი BMW იქიდან თავი ალექსანდრემ გადმოყო. -გახსოვარ?- გაეკრიჭა ლილის, ლილის მის სახეზე გაეღიმა და თავი დაუქნია- წამო გაგიყვან.. - ნუ შეწუხდები.. -მიდი მიდი ხო ხედავ რა სახე გაქვს ..-მისი გაჯავრება სცადა ბიჭმა. ლილი სიცილით ადგა და მანქანაში ჩაჯდა. -გამოცდა გქონდქა?-ჩაეკითხა ალქსანდრე. -კი-თვალები დახუჭა ლილიმ, ახლა გაახსენდა რომ გუშინ დილისმერე არ უჭამია და გაუკვირდა აქამდე როგორ არ გახდა ცუდად. -მარტო დაღლილი არ ხარ რამე გჭირს?-შეშფოთება დაეტყო ბიჭის ხმას. -შეგიძლია სადმე გამიჩერო რამე რომ ვჭამო? -მშიერი ხარ? -ხო..-უკვე ვერარ ლაპარაკობდა. -მერე ას ცუდად იმიტომ ხარ? -ანემია მაქვს.. - მოიცადე ახლავე.. ბიჭმა მანქანა პირველივე რესტორანთან გააჩერა, სწრაფად გადახტა და ლილის გადმოსვლაში მიეხმარა, ხვდებოდა რომ აზრი არ ჰქონდა გოგონა ვეღარაფრის მჭამელი ვერ იყო, ელოდა რომ ცუდად გახდებოდა და რესტორნის კრთან მოლოდინი გამართლდა. ...................................................................... ისევ წამლების სუნში გაიღვიძა, ამრეზით გახედა სისტემას და პალატას მოავლო თვალი, ზუკა საწოლთან იჯდა და ლილის აკვირდებოდა, იქვე ალქსანდრე და ლუკა იდგნენ. -კარგად ხარ?-იკითხა ზუკამ და გოგონას სუსტ გაფითრებულ სახეს დააკვირდა. -კი.. -ძმაკაცი შემიშინე- ღიმილით გახედა ალექსანდრეს ზუკამ. -ბოდიში.. -ბოდიში კი არა გოგო რომ არ მოვსულიყავი გაჩერებაზე უნდა წაქცეულიყავი?- შეუტია ალექსანდრემ.-ფეხებზე მე ეს გეზიზღება თუ არა, შენს ტელეფონში ნომერი ცაგიწერე და რომ დაგჭირდება დამირეკე.. -კაი რა გაღრილებს ბიჭო- წამოსცხო ხელი ლუკამ. -ვაიმე ვერ დაინახე რას გავდა ბიჭო? ლილის გაეცინა ბიჭების ჩხუბზე, ზუკაც ღიმილით უყურებდა. -აი ეხლა ეს ერთ საათში გაგწერენ და მოდიხარ ჩვენთან რესტორანში იმდენი უნდა გაჭამო ერთი თვე გეყოს- ისევ გაეკრიჭა ალექსანდრე. -სახლში წასვლა მირჩევნია, არ გეწყინოს- მორიდებიტ ახედა ლილიმ. - მეწყინება, მადლობაც ხო უნდა გადამიხადო? -ანასაც დაურეკე თუ გინდა- გახედა ზუკამ. -ანა სოფელშია.. -სახლში მარტო ხარ? -კი.. - და იქ რო რამე მოგსვლოდა ვინ გიშველიდა?-აღშფითდა კიდევ ალექსანდრე. -არ დამემართებოდა.. -რატო ვითომ? -კაი ალექსანდრე ნუ შჭამე.. კიდევ დიდხანს იჩხუბა ალექსანდრემ, ლილი როგორც კი გამოწერეს მაშინვე რესტორანში გააქანა და მაგიდა კერძებით გაავსო, რატომრაც იმ რესტორანში ყველა ლილის აკვირდებოდა, ალექსანდრემ ერთი გოგონაც გააცნო, მენეჯერი რესტორნის და ალექსანდრეს შეყვარებული, კარგი გოგო იყო მაგრამ სადღაც გადიოდა და მათთან ვერ დარჩა, ბიჭებმა ძალიან გაართეს, თუმცა სუსტად იყო და ფერი რომ ისევ დაკარგა ზუკამ სახლში წაიყვანა, მასტან ერთად რომ გადავიდა და სახლშიც აყვა ლილიმ წარბაწეულმა გახედა. -ჩემით მივალ საწოლამდე. -არ მინდა სახლში წასვლა დავრჩები რა აქ.. -რა გინდა ზუკა? -არ მინდა რომ ჩემი და მარტო იყვეს ღამე სახლში მითუმეტეს რევანდელის მერე.. - წადი რა გეხვეწები, კარგი დღე იყო და არ მინდა ჩანშხამდეს.. -ლილი .. -ზუკა ვერ ხვდები? შენი ყურადღება მაღიზიანებს გესმის? მახსენებს რომ ეს ყველაფერი არასდროს მქონია, და იმასაც ვიაზრებ რომ დროებითი არ ვციი რა გინდა მაგრამ გამანებე თავი გეხვეწები, ის რაც იყო ვერ გაქრება და მე შენ ვერ გაპატიებ... -ალექსანდრეს დაურეკე თუ იგრძნობ რომ ცუდად ხარ- ზუკა ოდნავ მიუახოვდა შუბლზე აკოცა და წავიდა. მთელი გზა ფიქრობდა , რამდენი რამ ჰქონდა მას, ყველაფერი მასაც და სოფოსაც ლილის კი დედაც კი არ ყავდა, სადღაც გადაკარგულ სოფელსი იყო, ყველასგან შორს, რა ამაზრზენი იყო მარინა, და თვითონ ორჯერ უარესი, მაშინ როცა ის ინგლისში იყო, მაშინ როცა ყველაფერი ჰქონდა დროს ატარებდა, ფულს ფლანგავდა, ლილი ტიროდა, უბრალოდ დედა ნეატრებოდა, ძმა, ახლა ხვდებოდა რა ძნელია როცა ვირაც ხელს გკრავს, ლილისგან მოსმენილი სიტყვები ნადგურება. მისაღები ოტახიდან გამოსულმა მხიარულმა ხმებმა კიდევ უფრო გააღიზიანა, იქით დაიძრა და კარიდან დააკვირდა ოჯახურ სცენას, სოფისთვის ახალთახალი ლეპტოპი ეყიდა დედიკოს, გაახსენა მარინამ რომ ხტრა ყიდვას ვაპირებო, მაშინ მოუწონა იდეა, ახლა ამანაც გააღიზინა, გოგონა ბედნიერი უყურებდა ლეპტოპს და მშობლებს უღიმოდა, მარინაც ძვურფას სამოსში გამოწყობილი ღიმილით სვამდა ყავას და შვილს ეფერებოდა. -სად იყავი ზუკა?- ამოხედა ბიჭს მარინამ. -საავადმყოფოში.. -რა მოგიიდა?-შეშფოთება დაეტყო ქალის ხმას. -მე არაფერი ლილის მოუვიდა- როცა დაინახა როგორ დაწყნარდა ქალის სახე ცხოვრებაში პირველად შესძულდა დედამისი. -რა დაემართა ლილის?- შედარებით მშვიდი ჩანდა მისი ხმაც. -ისევ ცუდად გახდა .. -ახლა როგორაა? ცუდად იყო მაგრამ უფლება არ მომცა მასთან დავრჩენილიყავი.. -ნახე ჩემი ლეპტოპი?-ცხვირწინ ააფარა სოფიმ ლეპტოპი. -ხო კარგია- გადახედა დას, სოფის აშჯკარად ფეხებზე ეკიდა ლილი. -ზუსტად ისეთი როგორიც უნდოდა-სიამაყით გაბერა მარინა. -რა?- ზუკამ გაოცებულმა შეხედა მომღიმარ დედას. -ლქტოპი ზუსტად ისეთი ვიყიდე ბევრი კი ვიარე მაგრამ.. -დედაშენი ხომ იცი როგორია რამე თუ უნდა აუცილებლად ყიდულობს.. -ამ ლეპტოპის დედაშ22ცი მე-იღრლიალა ზუკამ და მაგიდაზე დადებული ლეტობი კედელზე შეფშხვნა. სოფიმ და მარინამ იკივლეს. -რას აკეთებ ზუკა?-ფეხზე წამოხტნენ მსობლები. -ამ წამს გეუვბნევი შენი შვილი სავადმყოოში იყო, ცუდადაა და მარტოა თქო და შენ მიყვები როგორ უყიდე სოფის ლეპტოპი? მართლა მარინა? ფეხზე ეგ ლეპტოპი, ამიხსენი შენ რა დედა ხარ.. -ზუკა!-იყვირა ლადომ. -შენ ნუ ერევი ლადო, ეს სხვაოჯახის საქმეა-ლადოსკენ ხელი გაიშვირა და ისევ მარინას შეხედა-ლილი შენი შვილია? -რა? -მარინა ლილი შენი შვილია? -ხო ზუკა მაგრამ.. -რა მაგრამ მარინა რა მაგრამ? -ის მე არ გამიზრდია და ისე არ მიყვარს როგორც შენ და სოფი.. -მერე რატომ არ გაზარდე?-მთელი ხმით იღრიალა ზუკამ-რატომ ამიხსენი?რატომ გაუშვი სადრაც საჯანდაბეთში.. -ხმას დაუწიე.. -არ დავუწევ გესმის? არ იმსახურებ არაფერს მარინა.. არ მესმის შვილები რატომ უნდა გაარჩიო როგორ უნდა გაარჩიო.. -რა მექნა ზუკა მაშინ ლილის ყოლა არ მინდოდა საერთოდ, მამამისსაც არ უნდოდა მაგრამ არ მომიშორებია.. -მე რატომ გინდოდი? -შენ პირველი იყავი თან ბიჭი.. -ამი დედას@@2 მარინა რა აზრი აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო.. -ნუ იგინები. -მიპასუხე? -ზუკა დაწყნარდი-ხელი დაადო ლადომ მაგრამ ხელი აუკრა. -აი ეს ოჯახი- ფოტო აიღო ზუკამ და მარინას სახესთან მიტანა- აქ ლილი ვერ დაეტეოდა მარინა? ის პატარა სუსტი გოგო როგორ ვერ დატიე ამ სახლში მარინა, რას შეგაწუხებდა ისეთს. -ხშირად ავადმყოფობდა-უკბვე ლუღლურებდა ქალი. -მერე?-იყვირა ისევ ზუკამ და მაგიდაზე დადებულ სურათს მუშტი დაართყა სურათი ჩარჩო და მინა ნაწილებად დაიშლა, ზუკას ხელიდან სისხლმა დაიწყო დენა. -ზუკა სოფის აშინებ.. -ლილისაც შეეშინდა მარტო მყოფმა რამე რომ გაიგონა ბებისს ხრიალი და სულ მარტოს რომ მოუწია მისი სიკვდილის ყურება.. იცოდი რომ ამ ყველაფერს სიზმარში ხედავს ხოლმე? არც მე ვიცოდი მისმა მეგობარმა მითხრა... შენ დედობას არ იმსახურებ მარინა... .................................................................................................................................................. შუაღამისას კარზე ატეხილმა ბრახუნმა ლილი გამოარვიძა, მთვრალი ზუკას დანახვაზე გაბრაზება მოერია მაგრამ როგორც კი მის სისხლიან ხელს კიდა თვალი გაფითრდა. -დავრჩები რა- ამოიბლუყუნა ბიჭმა, შიგნით შევიდა და მთელი ზალით ჩაეხუტა-ფილმს ვუყროთ, ერთად დავიძინოთ, მეჩხუბე ომ მოვწევ და დილით გამლანძღე რომ ლოთი ძმა გყავს, გეხვეწები რა.. -ჯერ ხელს შეგიხვევ-ცრემლები მოიწმინდა ლილიმ და კარი დაკეტა. იმ სარამოს მართლა უყურეს ფილმს, მართლა ეჩხუბა ლილი ზუკას სიგარეტზე, მართლა დაიზინეს ერთად, მართლა მიურტანა დილიტ წვნიანი ჩხუბით და გამოლანძღა რომ ლოთი ძმა ყავს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.