შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიტყვები (თავი 6) დ ა ს ა ს რ უ ლ ი


26-08-2016, 18:13
ავტორი crete20
ნანახია 3 309

ლილე საკუთარ ოთახლში განადგურებული დაბრუნდა, საწოლზე დაემხო და ტირილი დაიწყო, უნდოდა ეკივლა მაგრამ ამას ვერ იზამდა. როგორ ტკიოდა ახლა, ვერ იტანდა ზურასგან ასეთ მოქცევას, ვერ იტანდა მისი ერთადერთი სიყავრულისგან ასეთ დამოკიდებულებას. ასეთ ყოფას დიდხანს ვერ გაუძლებდა, ბავშვების გულისთვისაც ვერ აიტანდა ამას. ზურას თვალებში ყოველ დღე ზიზღის დანახვას ვერ გადაიტანდა.

შემდეგი რამდნეიმე დღე ზურა სასტუმროში ცხოვრობდა და ყოველ დილას მიდიოდა ბავშვებთან და სკოლაში აცილებდა, მერე სკოლიდან გამოჰყავდა და მთელი დღე მათთან ერთად ატარებდა დროს. ლილე საერთოდ არ ენახვებოდა.არ უნდოდა საყავრელი კაცის თვალებში კიდევ ერთხელ ამოეკითხა ზიზღი.

***
ანალიზების პასუხებს ხვალ ელოდებოდნენ და მთელი ღამე ვერ დაიძინა, ფიქრობდა რა იქნბოდა ? გამოადგებოდა თუ არა ლუკას ზურას ძვლის ტვინი. მთელი ღამე თეთრდ გაათენა, საერთოდ ვერ დაიძინა, გამთენიისას ჩაეძინა. კარზე გადაბმულმა ზარმა გამოაღვიძა, იცოდა ზურა იქნებოდა და არფერი მოიცვა ისე გააღო კარი. წარბ აწეულმა შეხედა ზურამ, ლილემ მის თვალებსი გარკვევით დაიანხა როგორ ვნებიანად აათვალიერა ზურამ მისი სხეული, როგორ დაეჭიმა ყელზე ძარღვები და როგორ დაკარგა მოსვენება.
-შენ რა ამ დრომდე გძინავს?
- რა დროა რო?
- თერთმეტი საათი, კლინიკაში გელოდებოდი და რომ არ მოხვედი აქ მოვედი.
- უი, მთერლი ღამე ვერ დავიძინე და ეტყობა დილით ჩამეძინა. ახლავე მოვემზადები და გავიდეთ. შენ დალევ ყავას?
- კი დავლევ
- სამზარეულოშია ყველაფერი და მოიდუღე სანამ მე მოვემზადები
- სტუმრის პატივისცემაც ასე უნდა, ირონიულად ჩაიღიმა ზურამ
- შენ სტუმრი ხარ მერე? ცალი აწრბი ასწია ლილემ
- ხო კაი, ვადუღებ, მიდი გაემზდე შენ.


ორივე ექიმის კაბინეტში იჯდა დ ექიმს ელოდა, ხმას არცერთი იღებდა. ორივე ნერვიულობდა.
- მოკლედ კარგი ამბავი არ მაქვს, ხმდაბლა ჩაილაპარაკა ქიმმა.
- არცერთის არ გამოგვადგება? სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა ლილემ
- არ ლილე, არცერთის არ გამოდგება, იქნებ კიდვ გყავთ ვიმე სანათესაოში?
- არა მეტი არვინ გვყავს
- ისღა დაგვრჩენია რომ დონორს დაველოდოთ

კლინიკიდან სასოწარკვეთილი გამოვიდა, ზურს მანქანაი რომ ჩაჯდა ტირილი აუვარდა. რამდენიმე ხანი ტიროდა, ზურას არფერი არ უთქვამს, უთქმლდ დაძრა მანქანა და გზა გაგრძელა. ლილე აზრზე მაშინ მოვიდა როდესაც ზურამ მის მხარეს კარი გამოაღო და გადასვლა სთხოვა. ზურამ ხელზე ხელი მოკიდა და სასტუმროსკენ წაიყვანა. ოთახში შესულმა ლილე საწოლამდე მიიყვანა,დააწვინა, ფეხზე გახადა და პლედი მიახურა.
- არ წახვიდე, ტირილისგნ ხმა დაკრგულმა ძლივს ამოთქვა ლილემ. ზურა მას გვერდით მიუწვა და გულზე მიიხუტა. ახალა ისეთი განადგურებული იყო მარტო ვერ დარჩებოდა. უნდოდა ზურას მკლავებში გაეტარებინა ეს დრო, თავს უფრო დაცულად გრძნობდა.

რომ გამოეღვიძა უკვე საღამო იყო, საწოლი მოათვალიერა და ზურა ვერსად შენიშნა, გული დაწყდა გაღვიძებისას ზურა რომ არ დახვდა. უცებ კარი გაიღო და ზურა ლანგრით ხელში შემოვიდა, ლილეს მიუახლოვდა და გაუღიმა.
-მთელი დღეა არაფერი გიჭამა მოდი ეხლა ჭამე
- არ მინდა რა ზურა
- ცოტას თუ არ შეჭამ არ მოგეშვები.
- შენ არ გინდა? გაუღიმა ზურას
- მე უკვე ვჭამე. ლილეს გული დაწყდა ზურა მას რომ არ დაელოდა და მასთან ერთად არ ივახშმა. რამდენიმე ლუკმის მერე ლილემ ლანგარი გადადო და ზურასთან ახლოს მიიწია. გარკვევით დაინახო როგორ დაეძაბა ზურას ძარღვები ყელზე, სუნთქვა გაუხშირდა.
- ზურა, ამოიჩურჩულა ლილემ. უნდოდა ეთქვა რობ ბავშვის გაჩენას აპირებდა და ლუკას ამ გზით გადარჩენას მაგრამ ვერ ბედავდა. რცხვენოდა ზურასთვის ეთთქვა რომ მასთან უნდა ქონოდა სე*სი კიდევ ერთხელ. ზურასთან ძალიან ახლოს იყო, ცხვირზე ცხვირით ეხებოდა, ზურასთან ერთად მასაც უხშირდებოდა სუნთქვა. ისევე როგორც ადრე ახლაც დაიწყეს პეპლებმა ფრენა მის მუცელში. საშინლად დასცხა, თითქოს ჰაერი აღარ ყოფნიდა. უყურებდა საყვარელ კაცს თვალებში და ვერ გაეგო ზურა რას ფიქრობდა. იმაში კი დარწმინებული იყო რომ ზურას ის უნდოდა, უფრო სწორად ზურას სხეულს უნდოდა ლილე.
-რა, ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ზურამ რამდენიმე ხნის მერე. ლილეს ხმა აღარ ამოუღია ისე წაეტანა ზურას ტუჩებს. ერთხანს ზურა გაქვავებული იჯდა, არაფერს არ აკეთებდა. რამდნიმე ხმის მერე გონს მოეგო და ლილსეს კოცნაში აჰყვა. დიდი მონდომებით კოცნიდნენ ერთმანეთს, ზურამ მისი ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა, მერე კი მკერდზე. ოთახში ლილეს დახშული კვნესის ხმა ისმოდა, ამდენი წმლის მერე პირველად ეხებოდა ზურა. ფიქრებიდან მკერდზე მწარე ტკივილმა გამოიყვანა, ზურს ცოტა მეტი მოუვიდა და ზლიერად ჩაასო მკერდზე კბილები, ლილეს წამოყვირებამ გამოაფხიზლა და ლილეს მოშორდა, ერთხანს უყურეს ერთმანეთს, ზურა თანდათან შორდებოდა და საბოოლოოდ საწოლიდან წამოდგა და ოთახი დატოვა.
- ჯანდაბა! ხმამაღლა ჩაილაპარაკა ლილემ და საწოლზე გადაწვა, - ასე რომ არ წამომეყვირა ხომ არ წავიდოდა, სახუთარ თავს გაუბრაზდა ლილე, - ნეტა რას გრძნობდა რომ მეფერებოდა? კიდევ უყვარვარ? დიდიხანი ეკითხებოდა ლილე სახუთარ თავს. ზედა გადაიცვა და სასტუმროს ოთახი დატოვა, ახლა ნამდვილდ არ უნოდა ზურას გადაყროდა სადმე.

***
მეორე დღეს ზურა ჩვეულ დროს მივიდა ბავშვების სკოლაში წასაყვანად. ლილემ ბავშვები კარამდე მიაცილა და ზურას მიესალმა. გული საშინლად აუჩქარდა, ნეტა რას ეტყოდა ზურა. ახლა ცოტა რცხვენოდა ზურასი, ჯერ კიდევ წუხელ მის წინ წელს ზევით სიშველი იწვა. ზურამ ისე დაუბრუნა პასუხი არც შეუხედავს ლილესთვის. ლილე გაბრაზდა, ასე უემოციოდ რომ შეხვდა ზურა.

ორი დღე ზურა ლილეს თავს არიდებდა, ცდილობდა საერთოდ არ გადაყროდა მას. ლილეს ყელსი ამოუვიდა ზურას ასეთი საქცილი, უნდოდა რას შეიძლება სწრაფად დაორსულებულიყო. ახლა სიმორცხვისთვის უნდა გადაებიჯებინა და ზურასთვის პირდაპირ შეეთავაზებინა მასთან დაწოლა.

დილით სანამ ზურა სასტუმროს დატოვებდა და ბავშვებს მოაკითხავდა სკოლაში წასაყვანად იქამდე დაადგა ლილე თავზე. სასტუმროს ნომრის კარი ზურამ თვალების ფშვნეტით გაუღო და გაკვირვებულმა შეხედა.
-შეენ?
-არ მელოდი, გაუღიმა ლილემ
-უი, ჩამეძინა და დამავიწყდა რომ ლუკას და სოფიას წაყვანა ესაჭიროებოდა
- არა ჯერ ადრეა.
-რაა? კაი ხო, აბაზანაში შევალ და ახლავე გამოვალ. ზურამ რამდნიმე წუთი დაჰყო აბაზანაში და გამოვიდა. სანახაობამ კი საერთოდ დაადუმა, ლილე საწოლზე იყო ჩამომჯდარი და გამჭვირვალე, მოკლე პენუარი ამშვენებდა.
-ლილე, როგორც კი ნერწყვი გადააგორა აღმოხდა ზურას.
- გისმე ზურა, უდარდელად გაუღიმა ლილემ
- აქ...საერტოდ რას აკეთებ?
- და რას ვაკეთებ? წარბი მაღლა აზიდა ლილემ
- ლილე ეს რამე ახლი თამაშია?
- მოდი ახლოს ზურა. ზურამაც უნდობლად გადადგა ნაბიჯი და საწოლზე ჩამოჯდა. თვალები აემღვრა, გულისცემა გაუხშირდა. ლილეს თვალიერიებთ იყო გართული ლილეს ხმამ რომ აზრზე მოიყვანა.
- კიდევ არის გზა რომ ლუკა გადავარჩინოთ
- როგორ? თვალები გაუფართოვდა ზურას
-პატარა დაიკო ან ძამიკოს ძვლის ტვინი შეიძლება გამოადგეს
-კი მაგრამ სოფია არ გამოდგება დონორად ხომ გაუკეთე ანალიზები უკვე
- სოფია არა, მცირეპაუზის მერე ჩაილაპარაკა ლილემ
- აბა ვინ? ინტერესეთი იკითხა ზურამ
- ვერ ხვდები. ზურა დაიძაბა, მის თვალებში გაურკვევლობა და შიში იკითხებოდა. ლილეს არ შეეძლო შიშის მიზეზის გამოცნობა. თავზე ხელი გადაისვა და ისევ ლილეს მიაშტერდა.
- ანუ ჩვენ? მე და შენ...
- ხო ზურა კიდევ უნდა დავვორსულდე იქნებ პატარას ძვლისტვინი გამოადგეს ლუკას. რაიყო ჩემთან მოკარება არ გინდა? ნაწყენმა ჩაილაპარაკა ლილემ. ზურა კიდევ ხმას არ იღებდა. იდგა გახევებული და სიტყბევს თავს ვერ უყრიდა, ახლა თითქოს გაიაზრა ლილესთან რომ უნდა გაეტარებია დრო და შეაკანკალა. რადენიმე დღის წინ სასტუმროში ერთმანეთს რომ კოცნიდნენ თითქოს თავისით მოხდა ყველაფერი. გაუაზრებლად აკეთებდა ყველაფერს და ლილეს მოფერება უნოდა. ახლა კი როდესაც ლილემ ასე პირდავირ უთხრა სე*სი უნდა გვქონდესო ცოტა დაიბნა.
- შენ რა ისე გეზიზღები რომ ჩემთან ნახევარი საათის გატარება არ გინდა? გაბრაზებულმა წარმოთქვა ლილემ

ზურამ რამდნეიმე წუთი იდგა და ხმას ვერ იღებდა, მისგან არანაირი ემოცია არ მოდიოდა. ლილეს ვერ გაიეგო რა დაემართა ზურას, გაუნძრევლად იდგა და ლილეს შეჰყურებდა. მერე გონს მოეგო და სასტუმრო დატოვა. ლილე სახლში დაბრუნდა ზურა კი ორი დღე არ გამოჩენილა.ლილეს გაუკვირდა ბავშვების სანახავადაც არ მოსულა და არც სკოლაში წაუყვანია. მესამე დღეს ყველას რომ ეძინა ლილეს ზურასგან შეტყობინება მოუვიდა, სახლიდან გასვლას სთხოვდა. გარეთ გასულმა ტაქსთან მდგომი ზურა დაინახა რომელმაც მანქანის კარი გაუღო და ჩაჯდომა შეთავაზა.
- სად მივდივართ? გაკვირვებულმა იკითხა ლილემ
- ჩაჯექი, მკაცრად უთხრა ზურამ. ტაქსი დაიძრა, რამდნეიმე წუთში ლილემ ნაცნობი სასტუმრო დიანახ, გაკვირვებულმა შეხედა ზურას მაგრამ ზურას მისთვის არ შეუხედავს.
ოთახში შესულს ზურამ ვისკის ჭიქა მოაწოდა, თვითო კი მეორე ჭიქა ჩამოასხა.
- ამ ღამეს გაუმარჯოს, თვალი არ მოუცილებია ზურას ლილესთვის. ლილემ გაიაზრა ზურამ აქ რისთვის მოიყვანა და გააჟრჟოლა. ნერვიულობდა, ექვსი წლის მერე პირველად შეეხებოდა საყვარელი მამაკაცი.
-არ გაიხდი? ფიქრებიდან ზურას ბოხმა ხმამ გამოიყვანა
- ფაქტიურად გახდილი ვარ, ნერვიულად ჩაიცინა ლილემ და მოკლე საღამურზე და ბრეტელებიან მაისურზე დაიხედა.
- მინდა რომ შემს წინ შიშველი დადგე
-რა? თვალები გაუფართოვდა ლილეს
- რაც გაიგე ირონიულად გაუღიმა ზურამ. ლილემ განძრევა ვერ შეძლო, ხელები არ ემორჩილებოოდა. გაბრაზებას და იმედგაცრუებას გრძნობდა, თან სცხვენოდა ზურასი.
- ვისკი კიდე დამისხი, ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა ლილემ
- მეტი არ გინდა! მშვიდად ჩაიალპარაკა ზურამ.- მიდი გაიხადე! განაჩენივით გაისმა ზურას ხმა, ლილე კი გაუნძრევლად იდგა და ზურას თვალებით ბურღავდა.
ზურა მიხვდა ლილე გახდას რომ არ აპირებდა და თვითონ მიუახლოვდა. ჯერ მაისური გაადააძრო და მის მკერდს მიაშტერდა, ლილე წამოწითლდა, ზურას ჩაეღიმა. მერე მოკლე პიჟამა შორტის ჯერიც დადგა, ახლა უფრო წამოწითლდა ლილე, ზურას კი სუნთქვა გაუხშირდა. ლილეს თავი ააწევინა და თვალებში უყურა რამდნენიმე წამი, მერე უფრო მიუახლოვდა და ნაზად აკოცა ტუჩის კუთხეში. ლილეს გული ამოვარდნას ქონდა, სცხვენოდა, სიამოვნებდა, მის თავს უამრავი ემოცია ტრიალებდა. ეს არ ყოფილა პირველი მაგრამ ამდენი წლის მერე გულის ისე უფანცქალებდა ლილეს როგორც ექვსი წლის უკან. ზურა მას მოშორდა და პერანგი გაიძრო, მას შარვალიც მიაყოლა და ქვედა საცვალიც. ლილემ თავიი გვერდზე გაატრიალა, უნდოა აქედან გამქრალიყო, საპასუხოდ ზურამ ირონიულად გაუღიმა. ლილე საწოლზე გადააწვინა და მის ყელს დაეწაფა, მერე მკერდზეც განაგრძო ტუჩებმა თარეში. ლილეს საშინლად სიამოვნებდა ზურას შეხება და ხმადაბლა კვნესოდა, კვნესაზე უფრო იღგზნებოდა ზურა და უფრო მომთხოვნი ხდებოდა. მისმა ტუჩებმა ამჯერად ლილეს ტუჩებზე გადაინაცლა, ზურა მის ტუჩებს მოსწყდა და თვალი თვალში გაუყარა.
- გენატრებოდი? დაგუდული ხმის შეეკითხა ლილეს.
- კი, მცირე პაუზის მერე უპასუხა ლილემ
- ძალიან? გეღიმა ზურას
- ძალიან, ლილემაც გაუღიმა. ზურა ისევ მის ტუჩებს დაეწაფა. სასტუმროს ნომერში ისმოდა ორი ერთმანეთზე შეყვარებული წყვილის ხმა. ზურა და ლილე საწოლზე სრულაიდ შიშვლები იწვნენ და ჭერს შეჰყურებდნენ.
- დღეს პირველად მქონდა სექსი ლილესთან, ჩიალაპარაკა ზურამ.
-რა? ინტერესით გადახედა ლილემ გვერდზე მწოლიარე ბიჭს.
-რა და როცა გეფერებოდი ვიცოდი რომ ჩემს ლილეს ვეფერებოდი, გოგოს რომელიც ათი წლის ასაკში შემიყვარდა, შემიყვარდა პატარა პირველ კლასელი ჭინკა. ღიმილით ჩაილაპარაკა ზურამ.
-ანუ ექვსი წლის წინ ის ღამე არაფერს ნიშნავს? ინტერესით იკითხა ლილემ და ცალ ხელს დაეყრდნო.
- მაშინ ღამე გავატარე გოგოსთან რომელიც ქუჩაში დამეჯახა, მერე იმ კაფეში მოდიოდა სადაც მე მქონდა ლანჩი და აშკარად ეტყობოდა რომ მე მოვწონდი და მაბამდა. გაეცინა ზურას და ლილე მიიხუტა.
- როგორ მინდა რომ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში,როგორ მინდა ის თოთხმეტი წელი რომელიც ეერთად არ ვიყავით გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდამ. როგორ მინდა ისევ თოთხმეტი წლის ვიყო და არა ოცდა ცხრის.
-ლილე! ხმადაბლა წარმოთქვა ზურამ. ლილეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ისევ გააგრძელა.
- მინდა თოთხმეტი წლის ვიყო, მინდა რომ საქართველოდან არ გავქცეულიყავი და არ დავკარგულიყავი რვა წლით. მინდა რომ კიდევ არ გავქცეულიყავი საქართველოდან ამჯერად ექვსი წლით. ნატა მართლია პრობლემები როცა მხვდებოდა გავრბოდი. თოთხმეტი წლისამ შენი როგორც მეგობრის დაკარგავა ვერ გადავიტანე და რვა წლით გავიქეცი, მერე ოცდაორი წლის ასაკში კი შენი როგორც საყვარელი კაცის დაკარგვა ვერ გადავიტანე და ექვსი წლით გავიქეცი. აქამდე როგორ მივედით ზურა?დანნაეით ჩაილაპარაკა ლილემ და თვალზე ცრემლი მოიწმინდა.
- ახლა არა ლილე, დავიძინოთ
-ზურა!
-ლილე! ვიძინებთ. მკაცრად ჩაიალაპარაკა ზურამ და ლილე მიიხუტა.



***
მთელი ერთი კვირა ზურა დაიდოა და ბავშვებს ნახულობდა, ლილესთან თითქმის არ ლაპარაკობდა, თითქოსა თავს არიდებდა. ლილემ აღარ იცოდა რა ეფიქრა, ეგონა რომ შერიგებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ არადა პირიქით ზურა მას უფრო შორდებოდა. ლილეს ყელში ამოუვიდა ესეთი დამოკიდებულება და ზურასთან სასტუმროში წავიდა, დაპატიჟების გარეშე შევიდა ოთახში და ზურას გაკვირვებულ სახეს წააწყდა.
- არ გელოდი, ჩაილაპარაკა ზურამ
- გისმენ! მკაცრად ჩაილაპარაკა ლილემ
-რას მისმენ? გაუკვირდა ზურას
- მთელი კვირა რატომ მარიდებ თავს?
- ლილე მოდი რა სხვა დროს ვილაპარაკოთ
-არა, ახლა ვილაპარაკებთ, უკვე ყელში ამომივდა შენი საქცილი, დაუყვირა ლილემ. ზურა ხმას არ იღებდა, საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ლილე მას მიუახლოვდა და მხარზე თავი დაადო, მიხვდა რომ ზურას ახლა ძალიან უჭირდა ლაპარაკის დაწყება.
- ზურა გთხოვ ილაპარაკე.
- იცი ლილე იმედი მქონდა რომ უთქმელ სიტყვებს გაიგებდი. იცი როგორ მინდოა რომ არ თქმული სიტყვები გეგრძნო. მინდოდა რომ ჩემი შენდამი გრძნობა გეგრძნო, ის რაც სიტყვებით ვერ გითხარი მინდოდა გეგრძნო.
- ზურა, ტირლინარევი ხმით ამოილაპარაკა ლილემ
- იცი რა ლილე, საშინლად ვარ გაბრაზებული ჩემს თავზე. ხანაც სიამაყე მიპყრობს და მგონია რომ სწორად მოვიქეცი ექვსი წლის წინ. ზოგჯერ კი ჩემს თავზე ვბრაზდები რომ ეს ექვი წელი შენი და ბავშვების გარეშე გავატარე. ვერ გპატიობ თოთხმეტი წლის წინ ჩემგან წასვლას, ვერ გპატიობ იმას რომ არ გიყვარდი, ვერ გპატიობ ესპანეთსი გაქცევას. ვიცი, ვიცი მასინ მხოლოდ თოთხმეტი წლის იყავი მაგარამ შენ არც კი დამემშვიდობე. ვერ გპატიობ გაქრობას რვა წლით და მერე გამოჩენას ოღონდა არა როგორც ჩემი ლილე უბრალოდ ახალი, უცხო ლილე. ვაღიარებ მომეწონე ჩვეულებრივი ლილე, იმ ღამეს ერთად რომ გავატარეთ "ჩემი ლილეზე" ვფიქრობდი, სინდისი მქენჯნიდა რომ შენთან სე*სით ვიყავი დაკავებული და "ჩემს ლილეზე" ვფიქრობდი. იმის მერე რაც გავიგე რომ შენთვის პირველი ვიყავი დანაშაულის გრძნობამ შემიპყრო, მე არ მიყვარდი, შენ რომ გეფერებოდი "ჩემ ლილეზე" ვფიქრობდი. მერე ის წყეული სურათიც ვნახე, ჩვენი სურათი და მივხვდი რომ შენ ზუსდად "ჩემი ლილე" იყავი. სიბრაზემ მომიცვა, სულ გამაგიჟა იმ ფაქტმა რომ თავი სხვად გაასაღე და არ მითხარი ვინც იყავი, ვბრაზობდი იმიტომ რომ არ შემახსენე თავი. მის მერე ვფიქრობ რატომ ვერ გაპატიე ჩემგან წასვლა, საბოოლოოდ ხომ მაინც შეგიყვარდი და ჩემი გახდი მაგრამ მე არ ვიცოდი სინამდვილეში ვინ იყავი. გამაცოფა იმის გაცნობიერებამ რომ დამიმალე შენი ვინაობა. წესით გახარებული უნდა ვყოპილიყავი რომ შენ ჩემს მკლავებში მყავდი მოგცეული და გეფერებოდი, უნდა გამხარებოდა რომ შენთვის სასურველი მამაკაცი ვიყავი მაგრამ არ მიხაროდა ლილე, არა! მერე ისევ გაქრი ექვსი წლით. შენზე სულ ვფიქრობდი და თავს დღითიდღე დამნაშავედ ვგრძნობდი რომ ასე გტკენდი. წამოვიდგენდი როგორ ტიროდი ჩემი გულისთვის და თავი არაკაცი მეგონა. მერე მახსენდებოდა ჩემიი რვა წლიანი ტანჯვა და ვფიქრობდი რომ შენც იმსახურებდი ტანჯვას. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო იზრდებოდა ჩვენს შორის უბრსკრული, უფრო და უფრო მიჭირდა შენთან შეხვედრა, ამ თვით გვემაში კიდევ ექვსი წელი გავიდა.

მერე კიდევ გამოჩნდი, მახარე რომ ტყუპები გვყავს, თავიდნ გავვოგნდი, მერე უზომოდ გამიხარდ რომ გავიაზრე ჩემი ერთადერთი სიყვარულისგან ბავშვები რომ მყავდა. ერთი კვირის უკან კი შენთნ დაწოლა შემომთავაზე, გამიხარდა იმის მიუხედავად რომ დაორსულება გინდოდა და არა ჩემი მოფერება. ხმას რომ არ ვიღებდი და მეკითხებოდი გეზიზღებიო უფრო მძულდა ჩემი თავი, თავი არაკაცი მეგონა. არ ვთვლიდი თავს შენს ღირსად. შენ ცრემლიან თვალებს რომ ვუყურებდი როცა მეკითხებოდი მძულდი თუ არა თავი საშინელი ადამიანი მეგონა. შენ სევდიან თვალებს ვეღარ გავუძელი და წავედი. ორ ცეცხლ სუა ვიყავი, მტკიოდა შენი სევდიანი თვალები, მაგარმ ვერ გპატიობდი. ვიცი საშინელი ადამიანი ვარ.

იმ ღამეს კი ძლაიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ვეფერებოდი საყვარელ ქალს, ჩემი შვილების დედას, ჩემი ბავშვობის სიყვარულს. მაგჟებდა ის ფაქტი თუ როგორ თრთოდი თითოეულ ჩემს შეხებაზე და ეს მე მაბედნიერებდა.

ახლა ერთი კვირაა ვზივარ და ვიქრობ რა არაკაცი ვარ, როგორი ამაყი, როგორ არ ვაპატიე საყვარელ ქალს და ორივე დავზარალდით. მართალი ხარ ჩემი ბრალია თავდან რომ ვერ მამჩნევდი, თავიდანვე უნდა მეთქვა რას ვგრძნობდი და "ჩემს დაიკოდ" არ უნდა მომენათლე. მე სულელ თინეიჯერ კი მჯეროდა რა უთქმელ სიტყვებს გაიგებდი, მეგონა ჩემს თვალებში ამოიკითხავდი იმას თუ როგორ მიყვარდი.
- ზურა არ ვიცი რა გითხრა. მე ისიც მაბედნიერებს ახლა რომ ხარ ჩემს გვერდით.
- ვიცი, ამას შენს თვალებში ვხედავ, გაუღიმა ზურამ და ტუჩებზე დააკვდა.


დილით რომ გამოეღვიძა ზურას მკერდზე ედო თავი, თავის აღება არ უნდოდა რადგან სასინლად ბედნიერი იყო ამ წამს. წუხანდელი ღამე ამოუტივტივდა თავსი და გააჟრჟოლა.
- რაზე ფიქრობ ლილე
- არაფერზე, თავი არ აუწევია ესე უპასუხა
- არაფერზე ხო? ზურა წამოიწია და ლილეს ზემოდან მოექცა.
- აჰამ
- ლილე, ორსულობის ტესტი ხომ არ გაიკეთე?
- ჯერ ერთი კვირა გავიდა ტესტი არ აჩვენებს, დღეს წავალ ანალიზების ასაღებად.
-ერთად წავიდეთ კაი?
- წავიდეთ, გაუღიმა ლილემ
- იქამდე კი უნდა და დაგაგემოვნო, გადაიხარხარა ზურამ და ლილეს ტუჩებს დეწაფა.


***
გადიოდა დღეები, ლილე დღითი დღე იბერებოდა, ლილე და ზურა ბავშვებთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ და ისევ დონორს ელოდებოდნენ. მათ შესანიშნავი ურთიერთობა ქონდათ და ბედნეირები იყვნენ მაგრამ ის ფაქტი რომ დონორი ჯერ კიდევ არ ჩანდა ორიევს გულს უდარდიანებდა. ლილე ჯერ ხუთიი თვის ორსული იყო და ისიც არ იცოდნენ ეს ბავშვი თუ გაუწევდა ლუკას დონორობას.
- ლილე?
-რა?
- გელაპარაკები და არ გესმის, კარგად ხარ? მის წინ ჩაიმუხლა ზურა
-კი კარგად ვარ, ჩვენს პატარაზე ვფიქრობდი.
- რაო პატარა ქალო აწუხებ დედას? ზურამ ლილეს მუცელს გაუღიმა და აკოცა.
- არა არ მაბრაზებს, კარგი გოგოა, გაიღიმა ლილემ
- ლილე, რა დავარქვათ პრინცესას?
- არ ვიცი ზურა,მოდი იცი რა შენ თვითონ დაარქვი. ლუკას და სოფიას მე შევურჩიე სახელი ხოდა ახლა შენ დაარქვი ამ პატარას.
- კაი, იყოს მასე, წარბები აათამაშა ზურამ
- ზურა იცოდე ვინმე გოგოს სახელი არ დაარქვა რომელიც ადრე მოგწონდა თორემ არ ვიცი რას გიზამ, ცოტა გაბრაზდა ლილე
- რა სულელი ხარ ლილე, გადაიხარხარა ზურამ, - გოგო ათი წლიდან შენს გარდა გოგოს ვერ ვამჩნევ დღემდე და როდის მოვახერხებდი ვინმეს შეყვარებას ან მოწონებსა ერთი? სახე დაუსერიოზულდა ზურას
- არ ვიცი, გაიბუტა ლილე
- უი გამახსენდა, აკვანში რომ ვიწექი მაშინ მომწონდა ერთი გოგო, სერიოზულად ჩაიალპარაკა ზურამ და მერე გადაიხარხარა.
- ზურა მოგხვდება
- ჩემი ეჭვიანი ცოლი, ლოყები დაუწელა ზურამ და მერე ტუჩებში მოწყვეტით აკოცა.
- ცოლი? გაიკვირვა ლილემ
- უპს, დამავიწყდა რომ არ ხარ ჩემი ცოლი ჯერ. გამოვასწორებთ მაგას, როგორც კი ჩვენი პრინცესა დაიბადება.
- ანუ ეხლა შენ ცოლობა მთხოვე?
-ასე გამოდის, გაიცინა ზურამ. იცი? დაიწყო ზურამ და ლილეს შეხედა, იმ შემოდგომაზე შენ რომ გაგიცანი, ბიჭები ვლაპარაკობდით და ყველას განვუცხადე რომ ჩემი ცოლი შენ გახდებოდი, გაიცინა ზურამ
-ხოო? გაერიმა ლილეს
- ხო და ახლა მალე ოცნება ამისრულდება. ზურა დაიხარა და ლილეს ვნებიანად აკოცა.

***
ორსულობიდნ ხუთი თვის თავზე ლილეს ესპანეთიდან დაურეკეს და უთხრეს რომ დონორი გამოჩნდა და ოპერაციას რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარებულიყო. მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მეორე დღესვე გაემგზავრნენ ესპანეთში და ოპერაციისთვის მზადება დაიწყეს.

დავამთავრე შემი ისტორია, იმედია მოგეწონათ!
თუ რამე შენიშვნები გაქვს არ მოგერიდოთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

კარგი იყო ძალიან, მაგრამ ასე უცებ და თავრება არ მინდოდ ეს ამბავი უფრო რო გაგეშალა უკეთესი იქნებოდა. თუმცა როგორც წინა ორი ისტორია ესეც მომეწონა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mმმმმ ეამდენხანს ველოდებოდი სჰენ ახალ ისროტიასს მომეცონაა :** მაგრამმ მოვლენებიი .ალეე განავიტარეეე დაა მალეე დამტავრეე :*** იმედიაა ახალლ ისტორიასს მალე დადებ და არ გავლოდინებბ :* გელოდებიი :*

 


№3  offline წევრი crete20

ablabudaa
კარგი იყო ძალიან, მაგრამ ასე უცებ და თავრება არ მინდოდ ეს ამბავი უფრო რო გაგეშალა უკეთესი იქნებოდა. თუმცა როგორც წინა ორი ისტორია ესეც მომეწონა


მიხარია რომ მოგეწონა. ხო მინდოდა ცოტა მეტი დამეწერა და უფრო გამევრცო მაგრამ რაღაც ვერ დავწერე. :*

ნარჩიტა
Mმმმმ ეამდენხანს ველოდებოდი სჰენ ახალ ისროტიასს მომეცონაა :** მაგრამმ მოვლენებიი .ალეე განავიტარეეე დაა მალეე დამტავრეე :*** იმედიაა ახალლ ისტორიასს მალე დადებ და არ გავლოდინებბ :* გელოდებიი :*


მიხარია რომ მოგეწონა. ხო მალე დავამთავრე, ვეღარ დავწერე მეტი. ახალი ისტორია ჯერ არ დამიწყია მაგრამ მალე დავიწყებ :*

 


№4  offline წევრი lola37

აუ რა მაგარია ძალიან მომეწონს შენი ისტორიები მიკვარხარ

 


№5  offline წევრი crete20

lola37
აუ რა მაგარია ძალიან მომეწონს შენი ისტორიები მიკვარხარ

მადლობა ძვირფასო :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent