შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლეს დაბრუნებული [ 4 ]


26-08-2016, 19:15
ნანახია 2 335

***ანასტასია***
როგორც იქნა ცოტა დავმშვიდდი და ალექსანდრეს გავხედე
-ალექს შეგიძლია სოფელში წამიყვანო?
-ეხლა ტას? იქნებ ჯობდეს რომ ...
-ძალიან გთხოვ
-კარგი წავიდეთ (შუბლზე მაკოცა) მიდი მოემზადე და წავიდეთ
-თქვენც ხომ წამოხვალთ? (დადას და იას გავხედე)
-შენ როგორ გინდა? (ია მომიახლოვდა და ხელზე ხელი მომკიდა)
-იას ვიცი, რომ ცალია და თქვენ თუ საქმე არაფერი გაქვთ, წავიდეთ და რამოდენიმე დღე იქ დავრჩეთ (ბიჭებს გადავხედე ... ალექსმა დადას გადახედა, დადამ კი მე გამომხედა)
-კარგი მოემზადეთ და გავიდეთ
-ხო მაგრამ მე რომ არაფერი წამომიღია? (შეწუხებულმა თქვა იამ)
-წამოდი ჩემ ტანსაცმელებს მოგცემ, მე მაინც აღარ მჭირდება (სიმწრით გამეღიმა და ია ჩემ ოთახში ავიყვანე )
საჭესთან ალექსი იჯდა, გვერდით დადა, უკან კი მე და ია... სოფლამდე ძალიან ცოტა გზა იყო დარჩენილი, როდესაც უცებ დავიყვირე
-ალექს გააჩერე რა
შეშინებულმა ალექსმა უცებ გააჩერა მანქანა და მომიტრიალდა
-რახდება ტასო ხო კარგად ხარ?
-მე არაფერი არ ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი, იქვე მოხუცი ქალი იჯდა ბალს ყიდდა და მასთან მივირბინე
-გამარჯობა ბებო ბალი რაღირს?
-სამი ლარი შვილო, მაგრამ ორლარათ წაიღე (გამიღიმა ბებომ)
-სამი კილო მომეცით
ბებომ ყველაზე კარგი ბალი ამირჩია და ამიწონა
-აჰა ბებო (გამიღიმა და პარკი გამომიწოდა, პარკი გამოვართვი, ორმოცდაათლარიანი ამოვიღე და მივეცი, ბებომ მოიწყინა)
-დედა ბებო სადამაქვს ამის ხურდა მე, მიდი ბებო აქვე დიდი ხილის მარკეტია და იქ იყიდე
-არა,არა ბებო მე თქვენთან მინდა, რომ ვიყიდო... ამმომენტში მეტი ფული მეც არა მაქვს უბრალოდ ეგ ფული გამომართვით კარგით?
-ხო მაგრამ შვილო (თვალები აუცრემლიანდა მოხუცს) არცკივიცი მადლობა, როგორ გადაგიხადო
-უბრალოდ საღამოს ლოცვაში ჩემი შვილი მოიხსენიეთ (მუცელზე მივიდე ხელი) მეტი არაფერი არმინდა
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო, შენც და შენი პატარაც... ძალიან დიდი მადლობა
მოხუცს ვაკოცე და ბალებითურთ მანქანისკენ გავემართე, სადაც გაღიმებული სახით მელოდებოდნენ ალექსი და ია, დადა კი როგორ ყოველთვის სერიოზული სახით იყო... არაფერი არ მითქვამს და მანქანაში ჩავჯექით...
-ბალი არ გინდათ? (გადავხედე სამივეს და სამივესგან უარი მივიღე) არციფიქროთ, რომ შეგეხვეწებით
გამეცინა და ბალის ჭამას შევუდექი... თითქმის სამი კილო ბალი შევჭამე, ია დამცინოდა რამდენს ჭამო... სანამ მე ბალი ბოლომდე შევჭამე სახლთანაც მივედით. მანქანიდან გადმოვედი და სოფლის სურნელი ჩავისუნთქე, ძალიან მომნატრებია აქაურობა, თითქმის 15 წუთი უმოძრაოდ ვიდექი და ყველა აქ გატარებულ წამს ვიხსენებდი, ადრე ყველაფერი რა კარგად და ბედნიერად იყო. სამწუხაროდ ეს ადრე იყო ... ჭიშკარი გავაღე და ეზოში შევედით, ჭიშკრის ხმაზე ბებომ გამოიხედა, ფანჯარაში და რო დაგვინახა ჟრიამულით გამოვარდა გარეთ
-დედაა... რას ხედავს ჩემი თვალები (ბებო მოვიდა და ჩამეხუტა, ბებოს ჩახუტებამ დიდი ხნის ჩაკლული გრძნობა გამიღვიძა) ჩემი ლამაზი ბაღანა, რავა ვიფიქრებდი დღესვე თუ ჩამოხვიდოდით თვარა დაგახვედრებდით რაცხას
მე მომშორდა ია ნახა, მოესიყვარულა და ბოლოს ბიჭებთან მივიდა, დადას მიესალმა და ალექსისკენ სიხარულით წავიდა
-გენაცვალე ბებია რავარი კაი ბიჭი ხარ შენშემოგევლე.. რაგჭირს შენ ჩემი შვილის და მისი ცოლის დასაწუნი, ანდრეა ხო ბებო?
ალექსანდრე დაიბნა, ვერმიხვდა რა ხდებოდა, მე კი ისევ ცრემლები მომერია ბებოს ალექსი ანდრე ეგონა მე ხომ მას ადრე ანდრეს სურათი ვაჩვენე ...
-ალექსანდრე (გაუღიმა ალექსანდრემ ბებოს, მაგრამ ამ ღიმილში დიდი ტკივილი იყო)
-რა ალექსანდრე შვილო? (გაუკვირდა ქეთოს)
-ალექსანდრე ვარ მე
-ვაიმე ბოდიში შვილი ანდრეა მეგონა გერქვა სიბერის ბრალია ალბათ (გაეცინა ბებოს)
-არა ბებო, არარის სიბერის ბრალი, შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? (ბებოს გავხედე)
-კი ნენა რა პრობლემაა, წამოით რო დაგაყუდეთ გარეთ
-ია შეიყვანე ბიჭები ქვევით, ბაბუც მოვა ალბათ მალე, მე და ბებო ზევით ვიქნებით და ჩამოვალთ მალე კარგი?
-კარგი მიდი ტას რა პრობლემაა
ია და ბიჭები ოთახში შევიდნენ, მე და ბებო კი ზევით ავედით
-დედა ბებია რახდება ხომაა მშვიდობა? (დაიბნა ბებო)
-ბე დაჯექი ცოტახანი კარგი?
-დედა რახდება ანასტასია ნუ მაშინებ ბებო
-ბებო ალექსანდრე ჩემი ქმარი არ არის...
-რასქვია შენი ქმარი არაა ბებია ვერგევიგე, მაი ბიჭი არაა მაშინ სურათები, რომანახე? (გაუკვირდა ბებოს)
-არა ბებო... მომისმინე ნუ მაწყვეტინებ
-გისმენ ბებია გისმენ
-ჩემი ქმარი ანდრეა იყო, სწორად გახსოვს შენ ..
-რასქვია იყო ბებია ნუგამაგიჟე
-ბებო მაცადე თქო .... მე და ანდრე 1 თვე ვიყავით მარტო ერთად
-დედა აშორდი ბებია? აბა აი ბიჭი ვინაა ალექსანდრე (გაოცებული იყო ქეთო) 1 თვე იყავით ანუ აღარ ხარ ანდრეას ცოლი თუ რაშია საქმე
-ჰო ბებო ეხლა ანდრეას ქვრივი ვარ (ქეთო უცებ გაჩუმდა და ხმა არამოუღია, მე მივხვდი, რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი, მაგრამ ეხლა თუარვეტყოდი ვიცი, რომ მერე ამ თემაზე საუბარს ვეღარ შევძლებდი) ქვევით რომ ბიჭია ალექსანდრე, ის ... ის ანდრეას ტყუპია, მე კი ეხლა 3 თვის ფეხმძიმე ვარ და მუცლით ანდრეას ბავშვს ვატარებ
რაც შემეძლო მოკლედ ავუხსენი ყველაფერ, ქეთო გაშეშებული იჯდა და მიყურებდა, მე კიდე ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა და არ ავტირებულიყავი, მაგრამ არგამომივიდა და მწარედ ავტირდი, ქეთო მოვიდა, ჩამეხუტა და ჩუმად ბუტბუტებდა
-ნენა ჩემი ანგელოზივით ბაღანა, რაფერ დამეტანჯა თურმე, ჯერ ვითო დედამისის და მამამისის ამბავი არ აკლდა ახლა დაქვრივებულა კიდეც... ღმერთო რატო ვარ ცოცხალი.... (თავი აწია და მე შემომხედა) შემომხედე ბებია, ხო მიყურებ ვერდაგპირდები, რომ მაგამბავს დაგავიწყებთქვა მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ შენი გულიზა ხოიცი ბებია.. შემომხედე ახლა თვალებში (თავი ამაწევინა, ჩემი ცრემლების დანახვაზე მასაც აეცრემლა თვალები) ჰე... ნუტირიხარ ბებია ახლა, ხოხედავ რავა უყვარდი იმ ბიჭს, თვითონ წევიდა მარა თქვენი სიყვარულის ნაყოფი დაგიტოვა და ახლა მაგ ბავშვს უნდა მიხედო გესმის? მეიშორე ახლა ცრემლები და ჩევიდეთ იმ ბაღნებთან თან მშივრები იქნებით გაგიკეთებთ რაცხას... ჩადი ბებია და ჩამოვალ მალე მეც, თან ბარემ საქონელსაც მევიყვან სახლში, საძოვარზეა და მუალ მალე
მივხვდი, რომ მარტო დარჩენა უნდოდა და აღარ შევეწინააღმდეგე, ცრემლები მოვიშორე, ვაკოცე და ქვევით ჩავედი...
-ბიჭებო მოშინაურდით რაა ძალიან გთხოვთ, ვიცი რომ დიდად კომფორტული არ არის აქაურობა, მაგრამ ...
-ნუსულელობ ტასო, მშვენივრად კომფორტულია აქაურობა, რაჭირს ამათი დასაწუნი (გაეცინა იას) თუ არეკადრება ბატონ ალექსს აქდარჩენა
-არადა პირიქით ვფიქრობდი, პრინცესამ აქ დარჩენაზე უარი არ თქვას თქო, მაინც ეს ორი კვირაა სასახლეში ხართ გადმოსახლებული და ხო არ შეეჩვია თქო (ვალში არც ალექსი დარჩენია)
-იდიოტი (ჩუმად ჩაიქირქილა იამ)
-რაო რაო? ვერ გავიგე რაღაც, წამოდი აბა ცალკე დავილაპარაკოთ (ალექსმა ხელი მოკიდა იას და ცალკე გაიყვანა)
-ოოო... ტასო უთხარი შემეშვას რაა (აბუზღუნდა ია, მაგრამ ალექსმა ზურგზე გადაიკიდა და ჩვენ მოგვაძახა)
-მალე დავბრუნდებიით
-ტასო 1 საათში თუ არ დამაბრუნა, პოლიციას დაურეკეე
მოგვაძახა იამ მე და დადას კი გაგვეცინა
-მეჩვენება თუ რამოდენიმე დღეა მხოლოდ ერთმანეთის კბენით არიან დაკავებული? (გადავხედე დადას)
-როგორც ჩანს ორივეს გვეჩვენება (გაეცინა)
-მგონი მოწონს იას ალექსი (გამეღიმა) ტავას დალევ?
-ალექსსაც მოწონს ია .. კი რატომაც არა
-რაა? მოიცა მართლა? (თითქოს მე ვყოფილიყავი ისე გამიხარდა)
-კი მართლა... თანაც ძალიან
-ძალიან მაგარია... იმედია ერთად იქნებიან (გამეღიმა და იას სახე გამახსენდა ალექსს, რომ უყურებს ხოლმე) შაქარი რამდენი ?
-უშაქრო
ყავა მოვადუღე და დადას დავუდგი წინ, საოცარი სიჩუმე ჩამოწვა, ვეცადე სიჩუმე მე დამერღვია
-დადა რამდენი წლის ხარ?
-35 შენ? (უიმე რა სიტყვაძუნწია ეს ბიჭი)
-გოგოებს ასაკს არ ეკითხებიან (გამეცინა ... ალბათ ბევრი იფიქრებს, რომ არ მაქვს სასაცილოდ საქმე, ვიცი კიდეც ეს, უბრალოდ ყველანაირად ვფიქრობ სულ ანდრეზე არ ვიფიქრო და რაიმეთი გავმხიარულდე... ამას ჩემთვის კი არა ჩემი შვილისთვის ვაკეთებ, რომელსაც მუდამ სითბო და სიმშვიდე ჭირდება, მას კი ჯერ ეს არ ღირსებია და სულ ნერვიულობასა და ტირილში ვარ... ამიერიდან მარტო ჩემი შვილისთვის ვიცხოვრებ, მარტო იმას გავაკეთებ რაც ბავშვისთვის იქნება უკეთესი)
-აჰა ანუ იმდენად ბებერი ხარ, რომ ასაკს ვერამხელ ხო? (გაეცინა დადას)
-აჰა ანუ ბებერი ხო? (ვითომ გაბრაზებული სახე მივიღე)
-ჰო კარგი კარგი, გეწყინა?
-არა არმწყენია, ცხრამეტის ვარ
-ესე პატარა? (ჩუმად იკითხა)
-აკი ბებერიო? (არ შევიმჩნიე მისი კითხვის არსი) შენ რასსაქმიანობ?
-ექიმი ვარ, შენ?
-ექიმი? რამაგარია, სულ მინდოდა ექიმობა და ჩემებმა არ გამაგრძელებინეს სწავლა (დამწუხხრებით ვთქვი) მე მოდელი ვიყავი
-არცეხლა არ არის სწავლის გაგრძელება გვიან
-არა არა რასისულელეა.. ეხლა ბავშვს უნდა მივხედო
-დაფიქრდი ტასო... ბავშვს მომავალი ხომ ჭირდება? შენ პროფესია გექნება და შენშვილს შენთვითონ მიხედავ, სხვისი დახმარება აღარ დაგჭირდება
-შენი აზრით მათ ვაწუხებ? (ყველაზე სულელური კითხვა დავსვი ჩემს ცხოვრებაში)
-იმედია მაგას ხუმრობით ამბობ ხო? (გაკვირვებულმა გამომხედა) როგორ შეიზლება ტასო მათ აწუხებდე? ერთი წამითაც არ გაიფიქრო მსგავსი რამ... უბრალოდ მე სულ სხვა რამეს გეუბნები, მე გეუბნები, რომ რაიმე პროფესია გქონდეს, სწორედ ამიტომ არის საჭირო სწავლა გააგრძელო, გამიგე?
-კი კი გაგიგე, მაგრამ მე არშემიძლია (შემრცხვა) არშემიძლია ჩემები არმელაპარაკებიან, ერთადერთი ბებოა ვინც ანდრეს გამო არ გამრიყა, მას არაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი სწალის გადასახადი გადაიხადოს, მე მოდელობას აღარ ვაპირებ, ანდრეს ოჯახს კი ჩემი სწავლის დაფინანსებას ვერ მოვთხოვ
-გასაგებია, მაგრ ... (დადა კიდე რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ბებო შემოვიდა ოთახში)
*** იაკო ***
-დამსვი... დამსვი მეთქი შე ველურო, არგესის?
-ნუწიკვინებ, გაჩუმდი ცოტახანი და ეგ ხელები გააჩერე თორე დაგაგდებ
ისე მკაცრად მითხრა შემეშინდა და უცებ გავაჩერე ხელები... ცოტახანი ესე ვიარეთ, სახლს უკვე დიდი ხნის გამცდარი ვიყავით, რომ ჩამომსვა
-მოისვენე? (მკითხა ირონიულად)
-ალექს რაგინდა? რა საჭირო იყო აქ წამოსვლა?
-ბოლობოლო უნდა გავარკვიოთ ყველაფერი
-რა ყველაფერი? (გამიკვირდა)
-რამდენხან უნდა დამიმალო, რომ ჩემზე გიჟდები? (ირონიულად მიღიმოდა)
-რაა.. მეე? .. შენ?.. სად? (დავიბენი) არა.. არა რასისულელეა, რა მომწონხარ გაგიჟდი?(ვეცადე ნერვიულობა დამემალა)
-აი სად დაიწვი თავი, მე ხომ არ მითქვია, რომ მოგწონვარ თქო (გაეცინა ალექსს მე გავჩუმდი და აღარ ვიცოდი რა მეთქვა) რაო პატარა რატო გაჩუმდი?
-მერე შენ რა? (აღარ დავუმალე, რომ მომწონდა) მთავარია მე შენ არ გაწუხებ ჩემი გრძნობით
-მაწუხებ თანაც როგორ (მკაცრად მითხრა)
-ხო მაგრამ რითი? მე ხომ ყოველთვიის ვცდილობ თავი შენგან შორს დავიჭირო და შენ რაიმე არ გაგრძნობინო (ამიცრემლიანდა თვალები)
-ხოდა სწორედ მაგიტომ მაწუხებ. არმინდა, რომ თვალს მარიდებდე გაიგე?
-ხო მაგრამ ... მე ...
-ხო იძახე ეხლა მე, შენ, შენ, მე და იყავი...
-აბა რავთქვა (სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი)
-ჩვენ, ასე მოკლედ და კონკრეტულად
-ვერმივხვდი (ჩუმად ვუთხარი)
-მაგიჟებ პატარა ქალო, მოდი ეხლა და ჩამეხუტე
ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებულ, არველოდებოდი ალექსისგან მსგავს რეაქციას... როცა შეატყო, რომ მე ადგილიდან ფეხის მომცვლელი არ ვიყავი მოვიდა და ჩამეხუტა...
***ანასტასია****
ოთახში ბებო შემოვიდა და გავჩუმდით მე და დადა.
-დედა რამდენი ხანი გალოდინეთ ბებია, მოგკალით ხო მშივრები, მოგიკვდეს შენ შენი ბებო, ახლავე გამოვასწორებ ყველაფერს
-არა ბებო რასისულელეა ... მითხარი რის გაკეთებას აპირებ და მოგეხმარები
-ართქვა მაი ბებია მეორეჯერ, გაით თქვენ და დაჯექით ტელევიზორთან, გამუალ ახლა და ბუხარს დაგინთებთ
-კარგი რა ბებო ძალიან მინდა, რომ მოგეხმარო
-გაჩუმდი ბებია პაწახანი, მაცალე აქანე ფუსფუსი და მაგი იქნება ჩემი მოხმარება.. მეიცა რა გგონია შენ, რომ ვერ შევძლებ მარტო ყველაფრის გაკეთებას (დოინჯი შემოირტყა და ვითომ გაბრაზებით მკითხა)
-არა არა ბებო რასისულელეა, ერთიწამითაც არ მიფიქრია ეგ
-ჰოდა გაქრი ეხლა აქედან, გაით ბუხრის ოთახში და მუალ მეც დაგინთებთ ახლა, გესიამოვნებათ
მე და დადა მეორე ოთახში გავედით, უკან ქეთო მოგვყვებოდა
-იყავი ქეთო ბებო დავანთებ მე (მიუბრუნდა დადა)
-დედა რასჩივი ბებია, რაფერ დაგსვარო ახლა მაგის გულიზა, ამფერი გამოწკიპინებული ბაღანა
-რასისულელეა, მომეცით ეგ
დადამ დასანთები საშუალება გამოართვა და და ბუხრის დანთებას შეუდგა
-გეიხარე ბებია შენ, მეიცა თქვენთან ერთად ხოიყო კიდე ბაღნები სადარიან?
-მოვლენ ბები მალე (ბებოს გავუღიმე და მეორე ოთახში გავიდა, მე კი დადას მივუბრუნდი)
-დადა ნეტა მართლა სად არიან ამდენხანს?
-აი მოვიდნენ კიდეც
დადამ ოთახში შემოსულებს გახედა, მათკენ მივტრიალდი და ორივეს ბედნიერი სახეები, რომ დავინახე დაახლოებით მივხვდი რაც ხდებოდა და გულწრფელად გამეღიმა ...
***
უკვე მესამე დღეა, რაც სოფელში ვართ, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ... დილით ადრე გამეღვიძა და თამარს დავურეკე
-დილამშვიდობისა, როგორ ხართ? (მოვიკითხე დედამთილი)
-კარგად საყვარელო შენ როგორ ხარ?
-რავიცი აბა ნორმალურად
-ტასო შვილო, როდის აპირებთ დაბრუნებას?
-არვიცი ზუსტად ბიჭებს ვეტყვი და დავაზუსტებ ხომ მშვიდობაა?
-კი შვილო უბრალოდ, ერთ კვირაში ანდრეას კომპანიის კორპორაციული საღამოა, მე და ნიკოლოზი ხვალ დილით ქალაქიდან გავდივართ მივლინებაში (ნიკოლოზი და თამარი ერთად მუშაობს) და შენ და ალქესს მოგიწევთ წასვლა, თან დროა, რომ კომპანიონებმა ახალი უფროსი გაიცნონ
-ხო მაგრამ მე რა შუაში ვარ? (გამიკვირდა)
-შენ ხარ საყვარელო მათი ახალი უფროსი, უბრალოდ ალექსანდრე დაგეხმარება სანამ ყველაფერს ისწავლი
-ხო მაგრამ.. (აღარ გამაგრძელებინა)
-შეწინააღმდეგებას არ ექვემდებარება... დღეს შაბათია, იქეთა კვირას საღამოს 7 საათზე ორივე ნიკოლოზის რესტორანში მიხვალთ, შეგიძლიათ თქვენი მეგობრებიც წაიყვანოთ ... მე და ნიკოლოზი ერთ თვეში დავბრუნდებით.
თამარს დავმშვიდობე და მძინარე იას გადავხედე, შემეცოდა გასაღვიძებლად ამიტომ ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, როგორც ჩანს ბებო უკვე ამდგარიყო
-ჩემ ბაღანას გოუღვიძია, მოი გენაცვალოს შენი ბებო
-მშია ბეე (პატარა ბავშვივით გამომივიდა და მუცეზე ხელი მოვისვი)
-მოი გენაცვალოს შენი ბებო, აგერ ხაჭაპურია ცხელი მაგიდაზე და ჭამე
ხაჭაპური ავიღე და ბებოს მივუბრუნდი
-ბები ჯერ არავის არ გაუღვიძია?
-კი შვილო, ალექსანდრეა გარეთ ჭიდან წყალს მოიტანს და მოვა (ამდროს ალექსანდრეც შემოვიდა)
-ნენა გაგახარა ბებია ღმერთმა კაი ბიჭი ხარ (ვედრო გამოართვა ქეთომ ალექსს)
-ალექს დედას ველაპარაკე დღეს (თამარს დედას ვეძახი) დედა და მამა ორივე მივლინებაში მიდის ერთი თვით და იქეთა კვირად მე და შენ უნდა წავიდეთ კორპორაციულ საღამოზე 7 საათზე
-წავიდეთ მერე ღიპუცა, მაგრამ ამდენს როჭამ და გასუქდი რაუნდა ჩაიცვა (გაეცინა მე გავბრაზდი)
-ჯერერთი მე კიარა შენი ძმიშვილი ჭამს და მერე მეორე ღიპუცაც საყვარელი ვარ მე (ენა გამოვუყევი)
-ჰო კაი კაი ნუ იბღუზები, მიდი აცუნცულდი ია და დადა გააღვიძე და ვჭამოთ, არა შენ კი გაძეხი უკვე (თითქმის 1 მთლიანი ხაჭაპური შევჭამე და იმაზე მანიშნა) მაგრამ სანამ ყველა შეგიჭამია გააღვიძე იმათაც შეხვდეს რამე (გაეცინა ალექსს)
გაბრაზებულმა ავდექი და ის ის იყო იას ოთახში უნდა ევსულიყავი, ია რომ გამოვიდა "აბურძგნული" თმებით, იას დანახვისას გამეცინა მაგრამ ალექსანდრეს "იუმორი" არ დამვიწყებია
-ქვევით, რომ ჩახვალ შენ შეყვარებულს გადაეცი იქ არ დამხვდეს
არაფრის თქმა არ ვაცადე და დადას გასაღვიძებლად გავეშურე...
დადას ვუკაკუნე, მაგრამ როგორც ჩანს ღრმად ეძინა და პასუხი არ გამცა, ამიტომ ოთახის კარი გავაღე და შიგნით შევედი, მაგრამ დადა ოთახში არ დამხვდა, ის ის იყო უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ ოთახში წელსზემოთ შიშველი დადა შემოვიდა, რომელსაც პირსახოცი მხარზე ქონდა გადაკიდებული, დადას გაუკვირდა მე ოთახში, რომ დამინახა მე კიდე დავიბენი
-მოხდა ტასო რამე?
-არა, ისა, მე ალქესი... ღიპუცაო, საუზმე (შემრცხვა, დავიბენი და ბუტბუტი დავიწყე დადას გაეცინა)
-რაო რაო, მითხარი აბა რამოხდა (თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი ისე მითხრა)
-ქვევით ჩამოდი ვისადილოთ გელოდებით (რაც შემეძლო ჩქარა ვუთხარი, რომ არ დავბნეულიყავი ოთახიდან გამოვედი და ქვევით ჩავედი, ია ბებოს ეხმარებოდა, ალექსი კი ბუხართან იჯდა, მე ჯერ სამზარეულოში შევიხედე)
-გინდათ რამეში დახმარება? (იას და ბებოს გავხედე)
-არა ტასიკ დაისვენე შენ, მოვრჩით უკვე თითქმის მე და ბებო (გამიღიმა იამ)
-მართლა?
-ხო ბებია რაღა დარჩა, იამზესაც ქევუთხარი მაგი, მაგრამ არდამანება (იამზეს გაგონებაზე ალექსი მეორე ოთახში "აკაკანდა", ჩუმად მეც მეცინებოდა მაგრამ არმინდოდა იას წყენოდა და სიცილს ვიკავებდი)
-ქეთო ბებო იამზე არა გთხოვთ ია დამიძახეთ კარგით? (ქეთოს გადახედა იამ)
-კაი ბებია რაპრობლემაა, გეწყინა თუ? (შეწუხდა ბებია)
-არა, არა რასისულელეა უბრალოდ იმ ერთუჯრედიანს მეტი არ უნდა სასაცილოდ ეგეც ყოფნის ხო ხედავთ (გაეცინა იას და მე გამომხედა) შენ კიდე ოღონდ ნუ გაიგუდები და გაიცინე (ამის თქმა და ჩემი კისკისი ერთი იყო, ამდროს დადა შემოვიდა სამზარეულოზი)
-რახდება ის იქეთ იცინის შენ აქეთ ხო მშვიდობაა (გაეღიმა დადას)
-აგერ იამზე გეტყვის (იას გავხედე და ოთახიდან ჩქარა გამოვედი რამე რომ არ მომხვედროდა, მივედი და ალექსს მივუჯექი გვერდით, ფანჯარაში მსხალის დიდი ხე ჩანდა, ერთი განსხვავებულად დიდი მსხალი იყო ზეთ და რატომღაც ის მომინდა)
-ალექსს გახსოვს მაშინ, რომ მითხარი თუ რამე მოგინდება სხვას არ უთხრაო? (მორიდებულად გადავხედე)
-კი ტასიკ გინდა რამე?
-ჰო (დავიმორცხვე)
-ეხლა არმითხრა მიტყდებაო თორე გაიტყიპები, მითხარი აბა რაგინდა გისმენ (შუბლზე მაკოცა)
-აი იქ (ხელით ვაჩვენე) ხედავ დიდი მსხალი, როა მოყვითალო
-აუ ართქვა (გაეცინა)
-ჰო კარგი (ადგომას ვაპირებდი, როცა ფეხზე წამოდგა და გამაჩერა)
-კაი არ გაიბუტო მითხარი სადაა კიბე და მოგიწყვეტ იმ მსხალს
-მართლა? (ბავშვივით გამიხარდა)
-ხო, ხო მართლა
ალექსს კიბე ვანახე და ხესთან მიიტანა, მე ალექსს ვუყურებდი და ანდრე გამახსენდა, მაშინაც ყველაფერი ზუსტად ასე იყო, მხოლოდ ერთი განსხვავება იყო ეხლა ანდრე აღარ იყო და ალექსი იყო ანდრეს მაგივრად
***3 თვის უკან***
თაფლობის თვიდან ჩამოსვლის შემდეგ მე და ანდრე სვანეთში წავედით ანდრეს ბებია-ბაბუასთან დილას ანდრე არ მოვასვენე და მაინც გავაღვიძე
-ტასიკ კარგი რა რატომ არ მაცლი ძილს
-ოო კარგი რა ანდრე, რამდენი ხანი უნდა გეძინოს ადექი რაა (დავიწყე ბუზღუნი)
-მოდი დადე თავი დავიძინოთ და მერე ავდგეთ სულ 15 წუთი კარგი?
-არ მინდა ანდრე ადექი რაა, გარეთ გავიდეთ გთხოოვ
-რაგინდა გოგო ამდილას გარეთ (გაეცინა ანდრეს)
-ყურძენი (ამაყად ვუთხარი, ანდრემ კი გაკვირვებულმა გამომხედა)
-რა ყურძენი ტასი
-იქ, გარეთ როა მე ვერ მივსტვი და მომიწყვიტე რაა
-ტას მეღადავები? (მძინარე ხმით მკითხა)
-ჰო კარგი კარგი არმინდა
ავდექი, ქვევით ჩავედი და გარეთ გავედი, ჯერ სულ რაღაც დილის 7 საათი იყო და არავის არ ეღვიძა. მივხვდი, რომ სისულელეზე ვებუზღუნე ანდრეს, მაგრამ მაინც არ შევიმჩნიე და ჰამაკში ჩავჯექი... ცოტახანში დავინახე ანდრე, როგორ მოდიოდა კიბით ხელში, კიბე მიაყუდა და ჩემსკენ წამოვიდა, მე ავდექი გავიქეცი და ჩავეხუტე
-ჩემი ანდრე
-ჩემი სულელი გოგო (შუბლზე მაკოცა) მეორეჯერ ეგრე აღარ მოიქცე კარგი? ლამის გული გამისკდა იმ ოთახიდან ნაწყენი, რომ გამოხვედი... ხოიცი, რომ სამყაროს მირჩევნიხარ (ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, მაგრამ გამაჩუმა) ჩშშშ! არაფერი არ თქვა, წამოდი ეხლა მოგიწყვეტ იმ ყურძენს დამანახე, რომელიც გინდა
ანდრეს დავანახე, რომელი მტევანი მინდოდა და კიბეზე ავიდა
***
ამ ყველაფრის გახსენებაზე, ტირილი ვერ შევიკავე და ჩემს ოთახში გავიქეცი, ალექსი ხიდან მეძახდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ოთახში რომ შევედი ყველა სამივეს ყურადღება მივიქციქ, ყველა ცალცალკე მეძახდა, მაგრამ არ გავჩერდი და ჩემს ოთახში შევვარდი და ოთახი ჩავკეტე, კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე... ხო ვითომ ვერთობი და ვიცინი მაგრამ მაგდროს ორჯერ უფრო ცუდად ვხდები
**ია**
ოთახში ჯერ ტასო შემოვარდა ატირებული და მის ოთახში გაიქცა, შემდეგ ცოტახანში კი ალექსი შემოვარდა
-სადაა ტასო?
-მისოთახში შევვარდა მოხდა რამე?
-არვიცი, ტო მსხალი უნდოდა, ხეზე ავედი, რომ მომეწყვიტა და ცოტახანში ირილით გამოვარდა, შევალ და გავიგებ რაჭირს
-უეჭველი ანდრეას თემა იქნება დაანებეთ ცოტახანი თავი დამშვიდდეს და თვითონ გამოვა (დადა)
-დედაა.. რაფერ დამეტანჯა ჩემი ბაღანა, მართალია აი ბიჭი დაანებეთ პაწახანი თავი, აცადეთ იყოს მისდა და გამუა მერე... დედა რაფერ არ მისკდება მაგას მაგ დღეში რო ვხედავ აი დასაწვავი გული (ქეთო ბებო)
***
დაახლოებით ნახევარი საათი ერთპოზაში ვიჯექი, უკვე ბოლოს ცრემლებიც არ მომდიოდა, კარზე კაკუნი იყო, ცრემლები შევიმშრალე, კარი გავაღე და დადა დამხვდა, არაფერი არ უთქვია ოთახში შემოვიდა და კარი ისევ გადაკეტა
-უკეთესად ხარ?
-არა დადა, იცი რას მივხვდი? (ცრემლებმა ისევ იწყეს წამოსვლა დადამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და მე გავაგრძელე) ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია ანდრე, რომ მოკვდა... (დადა გაკვირვებული მიყურებდა) ხოო რა გიკვირს ჩემი ბრალია... სულ ნერვებს ვუშლიდი, ძილს არასდროს არ ვაცდილი, ყველაფერზე ვებუზღუნებოდი ხოდა ვერგაუძლო მაგდენს მისმა გულმა... დამიბრუნდეს რაა, შენ მაინც უთხარი დამიბრუნდეს, არც სიზმრებში აღარ მოდის... დადა სულ არ ვეცოდები? მენატრება, აღარ შემიძლია მის გარეშე, ეს ბავშვი რომ არ არსებობდეს, ხელიც არ ამიკანკალდებოდა ისე წავიდოდი ანდრესთან, მაგრამ ბავშვმა რა დამიშავა? ის ხომ ანდრემ დამიტოვა, ბავშვი როგორ გავწირო
-ჩშშ! აღარ გააგრძელო (გაბრაზებულმა გამაჩერა დადამ) რა გგონია თავის მოკვლით თავს უშველი? ასეთი სუსტი ხარ? არა ტასო არ ხარ ეგეთი სუსტი, შენ გაუძლებ გესმის? ბავშვი დაგეხმარება ყველაფრის გადატანაში, მეორედ მსგავსი არაფერი თქვა... და კიდე მანამდე რა იბოდიალე იაზრებ საერთოდ? შენთავს რა უაზროდ ადანაშაულებ ხვდები მაინც? (საშინლად გაბრაზებული იყო დადა)
-მაშინ შენ ხომ ექიმი ხარ, მითხარი რატომ უნდა დამართნოდა გულის შეტევა, ის ხომ სულ რაღაც 30 წლის იყო... მითხარი დადა მითხარი, დამარწმუნე, რომ მე არაფერ შუაში ვარ თორე მართლა გავგიჟდები (მეტი აღარ შემეძლო)
-ტასო მომისმინე გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიები ამარაგებს, როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, ადამიანს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში, ამას გულის შეტევას უწოდებენ, მისი შესატყვისი სამედიცინო ტერმინი კი მიოკარდიუმის ინფარქტი არის . "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. მისი დეფიციტის დროს გულის კუნთის უჯრედები ზიანდება, რაც ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. თუ გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან და გულის კუნთში ნაწიბური წარმოიქმნება, რომელიც არა კუნთოვანი, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი აგებულებისაა. გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების მკვეთრი უკმარისობა შესაძლოა გულის რეგულარული რიტმის დარღვევის ანუ არითმიის მიზეზადაც იქცეს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი არითმია საბედისწეროც აღმოჩნდეს, ანუ გულის შეტევა არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო და არა იმის გამო, რომ ანდრეას შენ მოუშალე ნერვები და სხვა მსგავსი სისულელეები გასაგებია?
-არა გულის მეტი ვერაფერი მივხვდი მანდ
დადამ ღრმად ჩაისუნთქა მოიწია და ჩამეხუტა... უნდა შევწინააღმდეგებოდი ხო? ვიცი... ვიცი მაგრამ არ შევეწინააღმდეგე, მჭირდებოდა ეხლა ეს ჩახუტება, მჭირდებოდა იმისთვის, რომ მეგრძნო ზედმეტი ტვირთი არ ვიყავი სხვებისთვის, რომ მეგრძნო ვინმეს ვჭირდებოდი... მართალია დადას არ ვჭირდებოდი, მაგრამ მე მჭირდებოდა ეს ჩახუტება... ცოტახანი ესე ვიჯექით, მერე მოვშორდი და ცრემლები მოვიწმინდე
-ბოდიში
-რისთვის მიხდი ტასო ბოდიშს? (გაუკვირდა დადას)
-მე ... მე ... დაივიწყე (მეტი აღარაფერი ვუთხარი და სააბაზანოში ჩავედი)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent