ვაჩე ვიბლიანი დასასრული
ალბათ იფიქრებთ რამ გააგიჟა ეს გოგოო... დიახ მართალი ხართ, ნამდვილად გაგიჟებული ვიყავი ალექსანდრეთი, გაგიჟებული და ასევთქვათ მისით აღფრთოვანებული. რემარკის სიტყვები მახსენდება, სადაც გვეუბნება რომ ქალი ან უნდა გააღმერთო ან საერთოდ დაიკიდო. მე მისგან ვგრძნობდი გაღმერთებას- თითოეულ მოქმედებაში, მოძრაობაში, მოპყრობაში, სიტყვაში, მზერაშიც კი... აქამდე თუ უბრალოდ ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე, ახლასიგიჟემდე მიყვარს! მისი ყველა ნაწილი მიყვარს! ჩემია, თავიდან ბოლომდე ჩემი! გეთანხმებით, ნამდვილად ეგოისტი და მესაკუთრე ადამიანი ვარ, მითუმეტეს მაშინ როდესაც საქმე ბიჭს ეხება, თუმცა ახლა საქმე საყვარელ მამაკაცთან გვაქვს! მახსენდება მისი პირველი დანახვა, შემოხედვა, შეხება და ყოველი ჩემი სიტყვა სადაც დარწმუნებით ვამბობdi, რომ ამ ბიჭს დავისაკუთრებდი. დავისაკუთრე კიდეც! დილით როგორც ყოველთვის ადრიანად გამომეღვიძა. თვალი ვჭყიტე თუ არა ალექსანდრეს ხელი დავინახე, რომელიც სუნთქვის შეკვრამდე შემომხვეოდა წელზე და მუცელთან მიჭერდა. სიამოვნების ტალღამ დამიარა მთელს სხეულშიი, თვალი ავაყოლე დაკუნთულ სხეულს და სახეზე შევაჩერე მზერა. უშფოთველად ეძინა. თითებით მისი სახის კონტური მოვხაზე და ცხვირზე ვაკოცე. თვალები ნელ-ნელა დააშორა ერთმანეთს, შეიშმუშნა და უკვე გამოფხიზლებულმა მზერა მტყორცნა -როგორ არის ჩემი ყველაზე ვნებიანი გოგო? - მკითხა და ხელი სახეზე ჩამომისვა -იმაზე უკეთესად ვიდრე შენ გგონია -მუცელი ხო არ გტკივა? - მკითხა და საწოლზე წამოჯდა -მუცელი? ა არ ააა -მომენტალურად დამება ენა სანდროს ზურგის დანახვაზე - ღმერთო ჩემო ეს რაგჭირს? -რამჭირს? - ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი -ზურგზე მე დაგჩხაპნე ასე? - შევიცხადე და გონებაში ჩემივე თავი გამოვლანძღე გვარიანად -რა ხმებსაც შენ გამოსცემდი მაგით თუ ვიმსჯელებთ ძალიან ცუდ დღეში უნდა მქონდეს წესით - გამიცინა და სრულიად შიშველი გაემართა სარკისკენ. წამითაც ვერ მოვწყვიტე თვალი მის სხეულს იმდენად სექსუალური და მიმზიდველი იყო. ასე, გამოშტერებული ვუყურებდი მანამ, სანამ ისევ საწოლში არ შემოგორდა და ზევიდან არ მომექცა -რაიყო ამდენად მოგწონვარ რო მიმიკები ვეღარ გაგიკონტროლებია? - მითხრა და ყურიდან ყელამდე კოცნით ჩავიდა. სიამოვნებისგან მთელი სხეული დამეხორკლა -მომწონს, ძალიან მომწონს ასე რომ გემართება, უფრო მეტად აღმაგზნებ - თავისთვის ჩაილაპარაკა და ერთი ხელის შემოცურებით თავის სხეულიანად წამომაჯინა საწოლზე. ალბათ თხუთმეტი წუთიც არ იქნებოდა გასული მას შემდეგ რაც სანდრომ მარტო დამტოვა, ზედას ვიცვამდი უეცრად ოთახში კესანე და სალომე, რომ შემოლაგდნენ გაბრაზებული სახეებით -რახდება ხალხნო? - ვიკითხე გაკვირვებულმა -ააა რახდება ხო? რატო არ გვითხარი შენ და ალექსანდრე ერთად თუ იყავით? - დოინჯი შემოირტყა კესომ -რას ქვია ერთად? - დავიბენი იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენი, როგორც წყვილის მოხსენიება, ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი უეცრად მოხდა და ამ წუთამდე ვერ შევძელი გააზრება -ხო, ცოტახნის წინ აღიარა თვითონაც ბიჭებთან და სულ შემთხვევით მოვკარით ყური -დაიცა რას მოაყოლეს ეგ? -ადამიანო რა დროს ეგაა, რამნიშველობა აქვს რას მოაყოლეს ამოღერღავ ბოლოს და ბოლოს თუ არა? - მომაყარეს და ყურდაცქვეტილები საწოლზე ჩამოსხდნენ -არვიცი, მართლა არვიცი რავთქვა, ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, გუშინ ერთად არ ვიყავით გეფიცებით - ხელები ზევით ავწიე იმის ნიშნად რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყავი და არ ვტყუოდი -და გუშინდელის მერე რანაირად აღმოჩნდით ერთ ღამეში? - ეჭვნარევი მზერით შემომხედა სალომემ და უეცრად შეეცვალა სახე - მოიცა თქვენ რა ? -კი! - დავასწარი მანამ სანამ სათქმელს დააბოლოვებდა -არარსებობს - აღფრთოვანება ვერ დამალა კესანემ - სასწრაფოდ მოყევი როგორი იყო -სიტყვებით ვერ აღვწერ, უბრალოდ სასწაული იყო, მართლა, რაღაცა განსაკუთრებული - სიტყვებით გადმოცემა რომ არ მეყო, ხელებიც მოვიშველიე და საბოლოოდ შევიჭერი როლში - გუშინდელის მერე დავრწმუნდი რომ მიყვარს -ვაიმე რა მაგარიააა ნატალია, ალექსანდრეზე უკეთესი ვინ უნდა ნახო - გულწრფელად გაუხარდა ორივეს და ემოციებისგან გაკრეჭილები ჩამეხუტნენ -კარგით ხალხნო ნუ გამჭყლიტეთ - მოვიშორე სასწრაფოდ - რაღაცა მომშივდა და ხო არ ჯობია ჩავიდეთ ქვევით? -ხო მეც მშია, ბიჭები მგონი რაღაც გემრიელს ამზადებენ, სამზარეულოსთან როჩავიარე ისეთი სურნელი ტრიალებდა ლამის დორბლები ჩამომივიდა - ჩამომირაკრაკა კესანემ -უუუფ კაია - მუცელზე მოვისვი ხელი - ისე მართლა, ხო არ იცით როდისთვის ვბრუნდებით უკან? -საღამოსკენ რა, როგორც კი დაბნელდება წავალთ - მიპასუხა და სალომესთან ერთად უკან გამომყვა -ჩვენს მზეთუნახავებს გაუმარჯოოს - მოგვესალმა ნიკა და კესოს გადაეხვია -გაუმარჯოს კულინართა მაფიას - ხელის აწევით მივესალმე მეც და თვალი მომღიმარ ალექსანდრეს ვკიდე - რას ამზადებთ ესეთს სურნელმა ოთახამდეც რომ მოაღწია? -კაი ჩახოხბილი გაწყობს ძმაო? - ერთად შეტყუპებული სამი თითი ზევით აწია და მოჭუტული თვალებით მკითხა დამიანემ -ჩახოხბილი შენთვითონ ჭამე თუ კაია - შევიცხადეთ გოგოებმა ერთხმად -კარგით ჰო ვხუმრობ, აი ცოტახანიც მოითმინეთ და ჩვენი შეპ-პოვარი გაბრიეLა მოგვართმევს -რამდენჯერ გითხარი შე თავგასიებულო გაბრიელას ნუ მეძახითქო - გამწარდა გაბრო - სანამ არ გტენი სახეში იქამდე მართლა არ მოისვენებ ხო? -ოოო ამის გაბრაზება ეხლა ნამდვილად არ გვაწყობს, რამემ არ მოუაროს თავში და არ მოგვწამლოს - გადმოგვიჩურჩულა დამიანემ და გაიყურსა -ისე თქვენი ქორწილის ამბები როგორაა? - განმუხტა სიტუაცია სანდრომ და პარალელურად მე შემომხედა. ოჰოოო, ეს რაიყო? სპეციალურად შემომხედა ქორწილის ხსენებაზე თუ უკვე გავგიჟდი და უსაფუძვლოდ მეჩვენება რაღაცეები? -როგორ არის და - წამოიწყო ვაჩემ და უფრო მეტად მოხვია საკოს თავისი დაძარღვული მკლავი - ამ თვის ბოლოს ყველაფერი მზად იქნება -ჰოოო? - გაიკვირვა ნიკამ - მოკლედ კაი სუფრა გაიშლება რააა - მოქეიფე კაცივით წამოიძახა და თავისივე ნათქვამზე გაიცინა -შენ რა გიხარია მეჯვარე მე ვარ - გამოაჯავრა დამიანემ ნიკა და წარბი აუწია გამარჯვების ნიშნად -შე უბედურო, შენ იმიტო ხარ მეჯვარე რო კესო და ნატალია არიან სალოს მხრიდან და მომავალ ქმრებს ხო არ დაიყენებდა ვაჩე ჩემი და სანდროს სახით ? - დიდი სიამოვნებით წარმოსოთქვა და თვალი ჩაუკრა კესოს -ოოჰ მოინდომა ბიჭმა - აყაყანდა კესანეც - იქნება და არ მოგყვები საერთოდ? -გამომყვები გამომყვები - დარწმუნებით ჩაილაპარაკადა და ტუჩებში დაეტაკა, ისე რომ ხმის ამოღების საშუალება ყველანაირად მოუჭრა ქალბატონს -ამდენ ყბედობას გირჩევნიათ მოხვიდეთ მაგიდასთან მზად არის უკვე - ამის თქმა და ჩვენი ადგილებიდან წამოვარდნა ერთი იყო. ___ უკვე საკმაოდ ბნელოდა იქიდან , რომ წამოვიდნენ. სალომე რათქმაუნდა ვაჩესთან ჩაჯდა და გემრიელად მოკალათდა სავარძელზე -რა იყო ჩემო პატარა რა შეწუხებული სახე გაქვს? - გახედა ვაჩემ და დადარდიანებულს ფიქრი შეაწყვეტინა -ჰაა? არა, უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი - გაუღიმა საკომ -მერე მე არ მეტყვი რაზე ფიქრობდი? - დაინტერესდა ვიბლიანი -ჩვენს ქორწილზე ვნერვიულობ უბრალოდ - გულწრფელად გაანდო თავისი სადარდებელი და არაკომფორტული კედები ფეხებიდან მოიშორა -ხო იცი ჩემთვის შენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ თუ არ გინდა არანაირი ქორწილი არ იქნება -არა არა რასლაპარაკობ, უბრალოდ მგონია რო ძაან იხარჯები -სულ ეგ არის გოგო? - გაეცინა ვაჩეს - კარგი რა მსგავსი აღარაფერი გაივლო თავში, ჩემთვის ახლა ყველაზე ძვირფასი ხარ და შენთვის თუ არა აბა სხვა ვისთვის უნდა მინდოდეს ყველაფერი? - უზომოდ თბილი ხმით უთხრა და სახეზე მოეფერა - მოწიე ლოყა აქ - თვითონაც გადაიწია გოგოსკენ და მოწყვეტით აკოცა ჯერ ლოყაზე, შემდეგ ტუჩებზე -მოდი ფეხები მუხლებზე დამადე და უფრო კომფორტულად იქნები -იყოს გეტკინება -სალომე! - თვალები გადაატრიალა ვიბლიანმა - რამდენჯერ უნდა გითხრა ეგ სიმორცხვე მოიშორეთქო - სიმტკიცე ხმაში, ხოლო ღიმილი ტუჩის კუთხეში შეპარვოდა -კარგი ხო - გახალისდა საკოც და ბიჭს დაემორჩილა -აი ასე შე მოუსვენარო ___ მალე გავიდა დრო, როგორც იქნა სანატრელი ქორწილიც მოახლოვდა და ნელ-ნელა აუფორიაქა ყველას გული, მითუმფრო სიძე-პატარძალს. ყველაფერი შესანიშნავად იყო დაგეგმილი - დანა-ჩანგლიდან მორთულობით დამთავრებული. სალომე დილიდანვე აქეთ იქით დარბოდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ამით გოგოები თანდათან წყობიდან გამოყავდა. -ადამიანო მოისვენებ ერთ ადგილას თუ მაინც და მაინც უნდა გაგიფუჭდეს მაკიაჟი? - წამოენთო კესო და კაბა გაისწორა -რავქნა ადამიანო ძალიან ვნერვიულობ რა - ამოისლუკუნა ტირილამდე მისულმა სალომემ -მისმინე ეხლა - მიუახლოვდა კესანე და სახე ხელებით დაუჭირა - არაფერი გაქვს სანერვიულო, ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ ვინც კი აქამდე მინახავს, ყველაზე მაგარი ქმარი გყავს, არანაირი მიზეზი არ გაქვს იმისთვის რომ ინერვიულო ხო გესმის ჩემი? ისიც ხო იცი რო ტყუილად არაფერს გეტყვი ? -ხო ვიციი - ნიკაპი აუთრთოლდა -აბა აბა ეხლა მასეთები არ იყოს, მაკიაჟს გაიფუჭებ რამდენჯერ უნდა გითხრა? -დაანებე გოგო თავი ბედნიერების ცრემლებია ეხლა ეგ - ხელი ავიქნია და უკვე მოსულ მონქანისკენ გავიხედე - აი მოვიდა კიდეც, ვსო ეხლა თავი ხელში აიყვანე და წავედით. სალომესაც სხვა რა გზა ჰქონდა? ბოლოჯერ ჩაიხედა სარკეში, ერთი ღრმად ამოისუნთქა და თავის დაქნევით გვანიშნა მზად ვარო. ულამაზესები იყვნენ ორივენი. დედოფალი თავისი ბავშვურობითა და ამავდროულად ქალურობით სასწაულ კონტრასტს ქმნიდა და გაიძულებდა თვალი არმოგეშორებინა მისთვის. ვაჩეს რაც შეხება ვუყურებდი უკნიდან და გული ბედნიერებით მევსებოდა. დარწმუნებული იმაში რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები, მეც ცრემლი მომდიოდა და სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. შიგადაშიგ ალექსანდრეს ვუყურებდი, როგორი მამაკაცური იყო, რა ძალიან უხდებოდა კლასიკური ფორმა. არა, ჩემი გული ამდენს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ვგონებ გასკდებოდა! ___ სალომემ დაინახა თუ არა თავისი მშობლები, მაშინვე მათკენ გაექანა და სათითაოდ ჩაეხუტა მთელი გრძნობით -როგორ მომენატრე მაა -ჩემო პატარავ რა ლამაზი ხარ - მოეფერა ზურაბი თავის ერთადერთ გოგოს -მიმიშვი ერთი ნორმალურად დაველაპარაკო რო აღარ გაუშვი ხელი - შეუღრინა ნინომ ყოფილ ქმარს და ქალიშვილს შემოუბრუნდა -ჩემო ფერია, არ მჯერა, მგონია რო სიზმარში ვარ ეს რას მოვესწარი - ცრემლები წამოუვიდა და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი -კარგი რა დე, რა დროს ტირილია, აი ვაჩეც მოდის წამოდი გაგაცნო - ხელი ჩაკიდა და ლამის გააქცუნა ამხელა ქალი -დე, მა გაიცანით, ნუ მართალია კომპიუტერით ნანახი გყავთ მაგრამ მაინც, ჩემი ქმარი ვაჩე ვიბლიანი - დიდი სიამაყით წარუდგინა მშობლებს და მიეხუტა -სასიამოვნოა ბატონო ზურაბ - ხელი ჩამოართვა - ქალბატონო ნინო მოხარული ვარ რომ თქვენი რეალურად ნახვისა და გაცნობის პატივი მერგო - უთხრა და ხელზე ეამბორა ___ მიხაროდა ჩემი დაქალისა და უსაყვარლესი დეიდაშვილის ბედნიერება, შევყურებდი როგორ ჟღურტულებდნენ ერთმანეთში და სულელურად მეღიმებოდა. უეცრად ალექსანდრეს მკაფიო სიტყვები მოსწვდა ჩემს ყურს. სასწრაფოდ გავატრიალე თავი და მიკროფონით მოლაპარაკე მაყაშვილი დავლანდე როგორ ითხოვდა ხალხის ყურადღებას -პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, თავს არ შეგაწყენტ უბრალოდ ერთი-ორი სიტყვით მინდა მივულოცო ჩემს ბავშვობის ძმაკაცს დაოჯახება. ვაჩე, ჩემო ცხოვრების განუყოფელო ნაწილო, პატარაობიდანვე ერთად მოვდივართ, ჭირში თუ ლხინში სულ ყველგან ერთად ვიყავით. რა აღარ გადაგვიტანია, მაგრამ ვერავინ და ვერაფერმა შეძლო ჩვენი ძმაკაცობის აღმოფხვრა. მინდა იცოდე, რომ მთელი გულითა და სულით მიხარია შენი ბედნიერება. გილოცავ ძმაო შენს ულამაზას ცოლთან ერთად, მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე ასე შეხმატკბილებულად იცხოვროთ თქვენს შვილებთან ერთად და ასე შეაბერდეთ ერთმანეთს - სიტყვის დამთავრებისას ერთი ნერვულად ამოისუნთქა და ახლა მე შემომხედა - რაც შეეხება ჩემს ნატალიას, ჩემი ცხოვრების მომავალ თანამგზავრს, მინდა მივუძღვნა ერთი სიმღერა რომელიც კაი ხანია აღარ მიმღერია - ამაზე ტანში გამცრა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ალექსანდრეს სიმღერაც თუ შეეძლო. რაღაც სასწაულის მოლოდინში გავიტრუნე და გაკვირვებული თვალები მივაპყარი "Nightwish - while your lips are still red"-ის მელოდიაზე ამღერებულ მაყაშვილს. მთელი გრძნობით მღეროდა, მთელ ჩემს არსებამდე აღწევდა მისი ხმა და ტანზე მაყრიდა. როგორღაც დაასრულა და ისევ მე მომაპყრო თავისი კუპრივით შავი თვალები -მინდა ორი წუთი კიდევ დამითმოთ, ცოტა რთულია ჩემთვის ახლა ლაპარაკი თუმცა საჯაროდ მინდა ჩემს ყველაზე საყვრელ ადამიანს ვთხოვო თავისი დარჩენილი წლების ჩემთან ერთად გატარება - რაო? განგაშის ზარმა შემოჰკრა თავში - ნატალია გამომყვები ცოლად? ამის თქმა და ხალხის ქუხილი ერთი იყო, ყველა განცვიფრებისგან ტაშს უკრავდა. მე? გაინტერესებთ მე რამჭირდა? ასე უბრალოდ გაშტერებული ვუყურებდი და ცრემლები მდიოდა მანამ სანამ საბოლოოდ არ გავიაზრე მისი ნათქვამი, არ წამოვდექი და მტკიცე ნაბიჟებით არ გავემრთე სანდროსკენ ჩასახუტებლად და თანხმობის ნიშნად! დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა, ფიქრი რად უნდა დროს, დროს როცა უნდა თოვს. სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება, ჩვენ ვერ გავიგებთ რახდება, გაჩერდება დროო... ესეც ასეეეეეე, როგორც იქნა დავასრულე ეს ისტორიაც. იმედია არ მიწყენთ ბავშვებო :D ჩავთვალე რომ უბრალოდ გაგრძელებას ჯობდა მალევე დამესრულებინა და მოკლედ მეტად აღარ გამეწელა რა. რაც შეეხება იმ მკითხველს, რომელმაც პირველ თავზე კომენტარებში მთხოვა სრულადაც დამედო. ხვალ თუ არა ზეგ მაინც აუცილებლად დავდებ ამ მოთხრობას სრულად და ისეთები თუ ხართ ვინც ყვავის მსგავსად მელოდებოდა სანამ დასრულდებოდა, შეგიძლიათ ცოტახანიც დამელოდოთ და შემდეგ შეუდგეთ კითხვას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.