შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი მეცხრამეტე, დასასრული)


27-08-2016, 13:55
ავტორი kaxelii
ნანახია 3 420

[19]
-ვაიჰ დავიღალე. - სუნთქვა გახშირებული დავჯექი სავარძელზე და თავი უკან გადავწიე.
-რა დაგემართა რძალო? - სანდრომ რაც გაიგო რომ ორსულად ვარ ცუდად აღარ მეხუმრება და ნორმალურად მექცევა.
-კიბეზე სიარულით დავიღალე. აღარ ემიძლია.
-ხვალ წავალთ და დაისვენებ სახლში. -გვერდით მომიჯდა გიო და ნაზად მომეფერა. -თან ექიმთანა წავალთ.
-ხო მინდა მეც ექიმთან მისვლა, ნემსს დამარჭობს და დაისვენებ შენც.
-კარგი რა გვანცი. არაფერი ნემსს არ გაგიკეთებს. -სულ ტყუილად მამშვიდებდა გიო. ვერ ვიტან საავადმყოფოს.
ძალიან მინდოდა სახლში დაბრუნება, უკვე ცუდად ვიყავი, ამ სახლში. აქამდე მიყვარდა მაგრამ ეხლა თითქოს სხვანაირი სუნი იყო. სახლში მალევე დავბრუნდით. მთელი გზა ვწვალობდი. ისევ გიოს ვყავდი მიხუტებული და მეფერებოდა.
სახლში რომ შევედით ყველა იქ იყო. დედა, მამა, ნანა , თორნიკე . მათ უკვე იცოდნენ ვენი ბედნიერების არსებობის შესახებ და ბედნიერები იყვნენ. უხაროდათ ჩვენი ბედნიერება. ყველა თავს მევლებოდა, გვანცა ეს ჭამე გვანცა ეს დალიე. ყველა ნაბიჯს მიკონტროლებდნენ.
არ არსებობდა საქმე ჩემთვის. ნანას ლამის საჭმელიც თავისი ხელით ეჭმია. კიბეზე მარტო არ მიშვებდნენ.
-გვანცა შვილო დალიე სტაფილოს წვენი, კარგია შვილო ბავშვისთვის.
-ცოტახანში დავლევ რა - ზუსტად ათი წუთის წინ დიდი ჭიქით რძე დამალევინა. აღარ შემიძლია სულ ძალითმასხავს ამ წვენებს.
-დე დაა ნებე რა თავი. ისედაც კარგადაა ჩემი , პატარა. -გვერძე მომიჯდა გიო და გამობურცულ მუცელზე ხელი დამისვა.
- დედი რას ჰქვია კარგად არის. კარგად იმიტომაა რომ ვიტამინებს იღებს. განა მერეც ესე იქნება ტუ არ დალია. -ქოთქოთებდა ნანა და ახლა ხილს წურავდა.
-კა დაწყნარდი - გიო მომიბრუნდა მე. - წამო მაღლა თორემ ახალ წვენს გიწურავს.
-მადლობა გიო რომ გადამარჩინე. -კისერზე ხელი მოვხვიე ჩასახუტებლად მაგრამ ახლოს ვერ მივედი.
-ჩემი პატარა. -მუხლებზე დადგა და მუცელზე მაკოცა. - გვანც ექიმთან ხვალ მივდივართ ხო?
-კი და თან სქესსაც გავიგებთ. -გახარებულმა ტაში შემოვკარი.
-მე მინდა რომ გოგო იყოს.
-იცი ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კარგად იყოს.
-ჩემთვისაც არ აქვს მაგრამ მაინც მინდა გოგო იყოს. რატომღაც პირველი გოგო მინდა. ბიჭი მერეც იქნება. -თვალი ჩამიკრა და ტუჩემი კიდევ ერთხელ მომაკრა.
.......
-გვანცი ეს კაბა ჩაიცვი კარგი? -გიომ მომაწოდა მოქი მწვანე კაბა.
-ხომ იცი რომ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა?! შენ თუ გინდა ჩავიცმევ.
კაბა ჩავიცვი და კედების ჩაცმაღა მაკლდა და მზად ვიყავი. გიო დაბლა ჩავიდა და მალე ამოვალო. ყველანაირად ვეცადე კედების ჩაცმა. ხან საწოლის თავზე დავდე ფეხი ხან სად ხან სად მაგრამ ვერაფრით ვერ მივწვდი.
-აუ გიოოოოო- უკვე მეტირებოდა და ბოლო ხმაზე ვუყვიროდი გიოს.
-რა მოხდა?- უცებ შემოვარდა ოთახში - გვანცი რამე გტკივა?
- არა კარგად ვარ. უბრალოდ კედები ვერ ჩავიცვი- სლუკუნით ვუთხარი და თვალებზე ხელი ავიფარე.
-მერე მაგაზე ტირი სულელო? მიდი დაჯექი მანდ - საწოლზე მიმითითა, მეც ფრთხილად ჩამოვჯექი. კედი აიღო და ფეხზე ფრთხილად მომარგო. - აი ასე რა გატირებდა ა? -სახეზე მომისვა თბილი ხელები და შუბლზე მაკოცა.
ფეხზე წამომაყენა და საავადმყოფოში წავედით. იქ მისულებს დიდი რიგი დაგვხვდა. ჩვენს წინ ხუთი ორსული იყო. ორი საათი ვიყავით მოსაცდელში. როგორც იქნა ჩვენი რიგირც მოვიდა.
- გამარჯობათ. -თბილად გაგვიღიმა ხნიერმა ქალბატონმა და დაბრძანდითო მიგვითითა. -ესეიგი, გვანცა ქიტოშვილი ჩვიდმეტი წლის, შვიდი თვის ორსული არა?
-დიახ.
-აქ დაწექი თუ შეიძლება.
გულის ფართხალით ვუყურებდით ჩვენს პატარას. ექიმმა მონიტორი ჩვენსკენ მოაბრუნა. ვუსმენი ჩვენი შვილის გულის ცემას და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. კარგად ჩანდა მონიტორზე პატარა არსება და მისი თითოეული მოძრაობა.
-სქესი გაინტერესებთ არა? - ღიმილი გვითხრა ქალბატონმა ლიამ .
-კი ძალიან. -ერთდროულად ვუთხარით მე და გიომ.
-ისე მაინც თქვენ რომელი გინდათ. გოგო თუ ბიჭი?
-იცით არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გოგო გვინდა პირველი.
-ხო და გილოცავთ. სრულიად კანმრთელი პატარა გოგონა გყავთ. რომელსაც სულ რაღაც ორ თვეში ნახავთ.- ძალიან გაგვიხარდა ორივეს. რამოდენიმე წამალი გამომიწერა და ბედნიერი სახიტ გამოგვიშვა კაბინეტიდან.
- ჩემი პატარა გოგო. -მუცელზე მომეფერა და ლოყაზე მაკოცა. -ერთი სული მაქვს როდის დაიბადება.
........
დღეები გადიოდა და მეც მემათებოდა ნერვიულობა. ძალიან მეშიოდა მობიარობის.
მეცხრე თვეში რომ ვიყავი უკვე ყველაფერი მზად გვქონდა. ოთახი მოწყობილი იყო. ყველაფერი ვარდისფერში. ტანსაცმელი და ყველაფერი სხვა ნივთი. უამრავი სათამაშო უყიდეს ყველამ.
-გიო მეძინება. -რვა საათი იყო მხარზე თავი რომ დავადე.
-წამო დაწექი. - ხელი ჩამკიდა და საწოლში დამაწვინა. საღამურები გადამაცვა და საბანი გამისწორა. -ძილინებისა პატარავ. შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა. მეც ტკბილად ჩამეძინა.
თორმეტი საათი იყო რომ გავიღვიძე ოთახში სიბნელე იყო. საწოლის გვერდით ტუმბოზე მდგარი სანათი ავანთე და გვერდითგავიხედე. გიო არ იწვა. ალბათ ისევ ფეხბურთს უყურებდნენ.
უცებ მუცელში მძაფრმა ტკი ილმა დამიარა და წამოვიყურე. ნელ-ნელა ტკივილი ძლიერდებოდა და ვეღარ ვითმენდი.
-გიოოო მიშველე გთხოოვ. - ბოლო ხმაზე ვკოდი და თვალებიდან ცრემლები მდიოდა.
ოთახში გაგიჟებული ნანა შემოვარდა.
- რა დაგემართა შვილო?
-მუცელი მტკივაა ააა.
-გიორგიი დროზე ამოდი. -კიბეებზე ყვირილით დაეშვა ნანა და მალე სახე წაშლილი გიოსთან ერთად დავრუნდა. ხელში ამიყვანა და მანქანაში უკანა სავარძელზე დამაწვინა.
სავაადმყოფოში როგორ მივედით არ გამიგია. ტკივილისგან ცოტაც და გავითიშებოდი. შესასვლელში საკაცეზე დამაწვინეს და სამშობიარო ბლოგში შემიყვანეს. კიდევ კარგი გიოც შემომყვა თორემ მარტო ვერ გავუძლებდი.
ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვიყავით გულზე პატარა გოგონა რომ დამაწვინეს. ტიროდა და ხელ-ფეხს არ აჩერებდა. გიოს თითს ჩაჭიდებოდა და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა.
- ჩემი პატარა, ჩემი სიცოცხლე. - გაუჩერებლივ ბუტბუტებდა და ხელზე კოცნიდა.
°°°°°
მერე იყო უამრავი მოლოცვა, ჩემი პატარას პირველი ღიმილი. ისეთი საყვარელი იყო ჩვენი გოგონა. ზღვისფერი თვალებით და ლამაზი ოქროსფერი კულულებით.
.....
-როგორც იქნა დაიძინა. -ფრთხილად ჩააწვინა გიომ პატარა ლილე საწოლში და საბანი დააფარა. -როგორი მოძრავია ძლივს დავაძინე. -ღიმილით მელაპარაკებოდა . გვერდით მომიწვა და ხელები შემომხვია.
-მიყვარხარ გიო!
-იცი, ჩემი პრინცესა დაგარქვი.
-მაგრამ დედოფლად მაქციე.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Ninuca)

მაგარი იყო ძალიან <3

 


№2  offline წევრი lamazmani

au sayvarloba iyo kaia kargad dasrulda veli axal istorias

 


№3  offline წევრი kaxelii

Ninuca)
მაგარი იყო ძალიან <3

lamazmani
au sayvarloba iyo kaia kargad dasrulda veli axal istorias

ძალიან დიდი მადლობა ორივეს. მომდევნო ისტორია სრულად იქნება.

 


№4  offline წევრი anna31

Cudi xar! Ar gapatieb ro daasrule!

 


№5  offline წევრი kaxelii

anna31
Cudi xar! Ar gapatieb ro daasrule!

მადლობა ასეთი თბილი კომენტარისათვის.

 


№6  offline წევრი anna31

Mikvarxar <3

 


№7  offline წევრი kaxelii

anna31
Mikvarxar <3

მეც ძააან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent