შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 17)


27-08-2016, 15:26
ავტორი Kristy
ნანახია 2 091

ლუკას წასვლამ ყველა გააკვირვა. განსაკუთრებით გაოცებული საბა იყო, რომელიც ვერაფრით ხვდებოდა, რატომ არ გააღვიძა ლუკამ და არ უთხრა, რომ მიდიოდა; კარგად ვერთობოდითო, წუწუნებდა ბიჭი და ვარაუდობდა, რომ აქედან მოყოლებული დასვენება მოსაწყენი გახდებოდა, რადგან ყველა კარგი იდეის ავტორი ლუკა იყო.
- ზუსტად იცი, რომ აღარ დაბრუნდება? - ეკითხებოდა ლიზის.
- ასე მითხრა საბა, თვითონაც არ იცოდა მგონი ბოლომდე.
- მაგრამ ისეთი რა მოხდა, რომ ასე სასწრაფოდ გაიქცა?
- ასეთი სამუშაო აქვს, ხომ იცი.
- ჰო, არასტანდარტული. - გაიმეორა ლუკას სიტყვები ბიჭმა.
- მე იმაზე ვდარდობ, რომ ღამით წავიდა მოტოთი, 3 საათი მაინც დასჭირდებოდა გზაში, მეცოდება.
- მაგაზე არ იდარდო, კარგი მძღოლია.
- ტელეფონიც გათიშული აქვს.
- ალბათ არ სცალია. კარგი, დაწყნარდი. თვითონ დაგირეკავს.
ორი დღე გავიდა, ლუკა არ რეკავდა. ლიზიმ ყველაფრის ხალისი დაკარგა, ძალიან ნერვიულობდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, არაფერი აინტერესებდა გარდა იმისა, გაეგო როგორ იყო ლუკა. მერი მეგობრის ხასიათზე მოყვანას უშედეგოდ ცდილობდა და ლუკაზე ბრაზდებოდა, ასეთი უპასუხისმგებლო როგორ არისო.
- გამარჯობა ლიზი. - სასტუმროს კაფეში ედიკა გამოჩნდა. - როგორ ხარ?
- კარგად. - უხალისოდ უპასუხა ლიზიმ. -შენ?
- მეც არამიშავს, ვარ. მარტო ხარ?
- ვერ ხედავ, რომ მეგობართან ერთად ვარ?
- ლიზი. - მეგობრის გაჩუმება სცადა მერიკომ.
- რამე დავაშავე?
- უაზრო კითხვებს ვერ ვიტან და ვერც შენ გიტან! დამანებე რა თავი!
- მე კი მომენატრე, იცი?
- ხუმრობის ხასიათზე ხარ?
- არა, მართლა.
- გაიარე რა.
- კარგი, სხვა დროს გნახავ.
- არ შეწუხდე.
- ლიზი, როგორ იქცევი? - ჰკითხა მერიკომ, როცა ბიჭი წავიდა.
- კარგი რა მერიკო, ახლა მაგის თავი მაქ?
- ჰო, მაგრამ ასე არ შეიძლება.
- არ მაინტერესებს!
- ლიზი, ასე ნუ ნერვიულობ. დარწმუნებული ვარ კარგად არის ლუკა და როცა დაგირეკავს, ძალიან დაგცინებს, რომ ამდენი ინერვიულე.
- რა ვქნა, ვერ ვჩერდები. - უცებ ლიზის ტელეფონი აწკრიალდა, გოგონამ სასწრაფოდ დახედა, უცნობი ნომერი იყო. - გისმენთ.
- ლიზი, მე ვარ.
- ლუკა! ღმერთო, სად ხარ ამ დრომდე? რატომ აქამდე არ დამირეკე? იცი, როგორ ვინერვიულე?
- ჰო, ვიცი, ბოდიში. ვერ მოვახერხე დაგკავშირებოდი, არც ახლა მაქვს დიდი დრო, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა დამერეკა.
- რატომ? რა ხდება?
- მერე აგიხსნი. იმის სათქმელად ვრეკავ, რომ კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულო და კარგად გაერთო.
- გართობის რა გითხრა, რაც წახვედი ყველამ მოვიწყინეთ.
- მაშინ, მოვითხოვ სასწრაფოდ გამხიარულდე.
- სხვა ნომრით რატო რეკავ?
- ასე უკეთესია.
- ლუკა, არაფერს მიმალავ?
- არა, მართლა. უბრალოდ ახლა ვერ მოგიყვები ყველაფერს, უნდა გავიქცე.
- უკვე?
- ჰო, უკვე. ალბათ კიდევ კარგახანს ვეღარ დაგირეკავ. მიყვარხარ ჩემო ქალბატონო.
- მეც მიყარხარ!
- რაო? - ჰკითხა ქალმა, როგორც კი საუბარი დაასრულეს.
- კარგად ვარ, მაგრამ ვეღარ დაგირეკავ აწიო. არაფერი მესმის.
- მართლა უცნაურია, მაგრამ როგორი გიჟური სამუშაო აქვს, ჩემზე უკეთ იცი.
- ჰო.
- წამოდი, სანაპიროზე გავიდეთ. - შესთავაზა ქალმა. - ახლა იცი, რომ სიყვარული კარგად გყავს და შეგიძლია ცოტა გაერთო.
- კარგი, წავიდეთ.
გარეთ საშინლად ცხელოდა, გამვლელები საჩრდილობლებს, დამსვენებლები კი კარგ თავშესაფარს ეძებდნენ, სანაპირო ქოლგებით იყო გადაფენილი.
- მე გამომყევი? - ლიზი შებრუნდა, მის წინ ისევ ედიკა იდგა.
- საკითხავია ვინ ვის დაყვება.
- ვიხუმრე ლიზი.
- მაშინ ნუღარ ხუმრობ, არ გამოგდის!
- კარგი! მარტო ხარ?
- ისევ იგივე კითხვა. - თავი მიაბრუნა ლიზიმ.
- იმ ბიჭს ვგულისხმობ, ერტად რო დადიოდით. კარგა ხანია ვერ ვხედავ.
- შენ რა გვითვალთვალებდი?
- ჰო, ალბათ.
- სხვა საქმე არ გქონდა?
- ამაზე უკეთესი არა.
- სხვის თვალთვალზე უკეთესი?
- შენზე უკეთესი! - ლიზი დაიბნა, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ბიჭს, რომელმაც წლების წინ მიატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთში წასულიყო, ახლა კი მის წინ იდგა და რაღაცის თავიდან დაწყებას ცდილობდა.
- მით უარესი შენთვის!
- ლიზი, მე სერიოზულად ვამბობ.
- მეც!
- მიყვარხარ!
- ნეტავ ამას როდის მიხვდი?
- წასვლისთანავე.
- და ამდენი წელი ჩუმად იტანჯებოდი... შე საბრალო!
- ახლა აქ ვარ!
- ახლა ეს სულაც არ მაინტერესებს!
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით!
- თუ აზრს შეიცვლი, მე აქ ვარ.
- ან ძალიან დებილი ხარ ან საოცრად მეოცნებე, ნებისმიერ შემთხვევაში ილუზიებში ხარ, თუ გგონია, რომ ოდესმე დაგიბრუნდები.
- ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე?
- რა თქმა უნდა, ვარ!
- ე.ი. შენც გიყვარვარ!
- გაგიჟდი?
- ასე რომ არ იყოს, დრემდე გაბრაზებული არ იქნებოდი. უბრალოდ დამივიწყებდი.
- დაგივიწყე და ახლა სხვასთან ვარ!
- მას უბრალოდ იყენებ.
- რისთვის?
- ჩემს დასავიწყებლად. მაგრამ არ გამოგდის.
- გიჟი ხარ!
- შენ კი გიყვარვარ! - ლიზიმ არაფერი უპასუხა, ჩანთას ხელი დაავლო და სასტუმროსკენ გაეშურა, მერიც უკან გაყვა.
ზაფხული ნელ-ნელა იწურებოდა. ქალაქს დამსვენებლები სულ უფრო ემატებოდა და სანაპიროზე ფეხის შედგმაც კი ჭირდა. ყველა ცდილობდა მაქსიმალურად მოესწრო ზაფხულით ტკბობა. საბა მუდამ გარეთ იყო, ანაც უერთდებოდა ხოლმე, მერი ბავშვებზე ზრუნვით იყო გართული, ლიზი კი ადილზე ვერ ჩერდებოოდა, მუდამ მოუსვენრად იყო და გართობაზე საერთოდ არ ფიქრობდა. მთელი დღეები სასტუმროს ნომერში იჯდა და ტელეფონს წამდაუწუმ ამოწმებდა. ლუკასგან ისევ არაფერი ისმოდა.
- ლიზი, კარგი რა, როდემდე უნდა იჯდე აქ? - ჰკითხა ანამ ერთხელ, როცა სანაპიროზე გასასვლელად ემზადებოდა. - წამოდი, ცოტა გაერთე.
- არც გართობის ხასიათზე ვარ და არც ედიკას ნახვა მინდა, აქ ვიქნები.
- მთელი თვე აქ უნდა იჯდე?
- არა, წავალ.
- სად?
- სახლში ვბრუნდებით მე და მერიკო ხვალ.
- სერიოზულად ლიზი?
- ჰო.
- კარგი, ჩვენც მოვდივართ.
- რა? არა, არც იფიქროთ!
- ყველა წახვედით ნელ-ნელა, ჩვენ აქ როგორ დავრჩეთ?
- აქ რჩებით ანა! თან მარტო თქვენ იქნებით, აბა დაფიქრდი.
- კარგი, ვეტყვი საბას. - თქვა გოგონამ და ოთახიდან გავიდა.
- მამაშენს რას ეტყვი ისე, ადრე რომ დაბრუნდები? - ჰკითხა უცებ მერიმ.
- არამგონია ეწყინოს.
- ეგეც მართალია!
საღამოს უკცე სახლში იყვნენ. გოგონამ ბარგი სახლში შეიტანა და მაშინვე ლუკას სანახავად წავიდა. სასწრაფოდ უნდოდა მასთან საუბარი, ძალიან ნერვიულობდა, ტან გაბრაზებულიც იყო, რომ საერთოდ აღარ დაურეკა. ლუკა სახლში არ იყო, კარი მომვლელმა ქალმა გაუღო.
- ლუკა არ დაბრუნებულა. - თქვა გაოცებულმა ქალმა. - არ ვიცი სადაა.
- როგორ? აქ არ ყოფილა?
- არა. შემოდი, იქნებ თამარმა იცოდეს რამე. - გოგონა სახლში შევიდა. აღმოჩნდა, რომ არც ქალმა იცოდა რამე.
- მეგონა ერთად იყავით ბათუმში. - თქვა შეშინებულმა ქალმა.
- ვიყავით, მაგრამ სამსახურიდან დაურეკეს და წამოვედით, - ქალის დასამშვიდებლად იცრუა ლიზიმ. - მე უბრალოდ რაღაცის თქმა დამავიწყდა და მეგონა, აქ იქნებოდა. ალბათ პირდაპირ სამსახურში წავიდა.
- შეიძლება. ასე ხშირად უკრეკავენ და მიდის, ზოგჯერ იქაც რჩება ხოლმე რამდენიმე დღით ან კვირით.
ლიზის შემდეგი გაჩერება ლუკას ბინა იყო. ლუკა არც იქ იყო და ეტყობოდა, რომ არც ყოფილა. გოგონა სახლში დაბრუნდა და ტახტზე მიესვენა. ფიქრობდა, რა მოხდა ასეთი სერიოზული, იქნებ დიდი პრობლემა ჰქონდა და არ უთხრა, ვინ იცის ახლა სად არის ან რას აკეთებს. გოგონა ფიქრებში გაერთო და შეუმჩნევლად ჩაეძინა.
- ლიზი, საყვარელო, - აღვიძებდა მამა. - ასე ადრე რატომ ჩამოხვედი? რამე მოხდა?
- მამა? არა, არაფერი მომხდარა. - წამოდგა გოგონა. - მეძინა?
- ჰო მამი.
- ეტყობა გზამ დამღალა. შენ რატომ ხარ სახლში ამ დროს?
- ამ დროს? რომელი საათი გგონია? - გოგონამ საათს დახედა, უკვე გვიანი იყო. - რმერთო, რამდენი ხანი მძინებია.
- მართლა კარგად ხარ საყვარელო?
- კი მამა, უბრალოდ მომბეზრდა იქ.
- კარგი. მიხარია, რომ აქ ხარ. - უთხრა კაცმა და შვილს მოეხვია.
- მეც.
- კარგი ძვირფასო, ადი შენს ოთახში, დაისვენე.
კიდევ რამდენიმე კვირა გავიდა, ლუკა ისევ არ ჩანდა, ლიზი კი ნელ-ნელა ჭკუიდან იშლებოდა. მეგობრები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. გოგონა ხშირად სტუმრობდა თამარს, თავად განერვიულებული და სასოწარკვეთილი, მის გამხნევებას ცდილობდა და არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად არის, ეუბნებოდა ლუკას ველაპარაკე და მალე მოვაო. ერთხელაც, როცა გოგონა ქალთან ჩვეული სტუმრობის შემდეგ სახლიდან გამოვიდა, ეზოში ბიჭს გადაეყარა.
- ლუკა! - იყვირა გოგონამ და მისკენ გაექანა. ბიჭმა ხელები გაშალა და შეყვარებული ხელში ბუმბულივით აიტაცა.
- ჩემო ქალბატონო, - შუბლზე აკოცა გოგონას. - აქ რას აკეთებ?
- აბა სად უნდა ვიყო?
- ბათუმში პრინცესა!
- უშენოდ იქ სულაც არ იყო კარგი.
- ჩემი გოგო, მოგწყინდა უჩემოდ?
- ლუკა, რატომ არ დამირეკე? იცი, როგორ ვინერვიულე?
- ვიცი პრინცესა, მაგრამ არ შემეძლო დარეკვა. მერე მოგიყვები ყველაფერს, ახლა კი მოდი შემოგხედო. რომ იცოდე, როგორ მომენატრე.
- მე კი რა არ ვიფიქრე.
- შეგეშინდა?
- ძალიან.
- ჩემი მშიშარა გოგო.
- ნუ დამცინი! - გაებუტა გოგონა.
სახლში შევიდნენ. თამარი მისმა გამოჩენამ უსაზღვროდ გაახარა, ეხვეოდა შვილიშვილს და მთელ სახეს უკოცნიდა, მერე დასვა და ყველაფრის მოყოლა მოსთხოვა.
- მოსაყოლი არაფერია ბებო. ხომ იცი, როგორი სამუშაო მაქვს.
- რატომ არ მითხარი აქ რომ იყავი შვილო?
- მაინც ვერ მოვიდოდი და რა საჭირო იყო მეთქვა? ეს ქალბატონი რომ არა, ვერაფერს გაიგებდი. - ბიჭმა ლიზის ცხვირზე უჩქმიტა.
- ლუკა მართალია. ბოდიში, რომ გაგანერვიულეთ.
- არა შვილო, რას ამბობ. მთავარია, ჩემი ბიჭი ისევ აქ არის. მე კი მეგონა გამექცა, ალბათ მოვბეზრდი მეთქი.
- არც იფიქრო, თავიდან ვერ მომიშორებ. - მოეხვია ბიჭი.
- თქვენი ძილის დროა ქალბატონო თამარ. - საუბარში ჩაერია მომვლელი. - წამლები მზადაა, წამოდით, დაგალევინებთ და მერე დაისვენეთ.
- მორჩა, წავედი ბავშვებო. - თქვა ქალმა. - როცა აქ არ იყავი, ვატყუებდი, ახლა მართლა დავისვენებ.
- კარგი, აქ საქმეს მოვრჩი. ისევ გჭირდებით თუ წავიდე? - იკითხა ქალმა, როცა ოთახში დაბრუნდა.
- არა ქალბატონო ნანა, შეგიძლიათ წახვიდეთ. - გაეპასუხა ლუკა. - დიდი მადლობა.
- მადლობა შენ. - გაუღიმა ქალმა და კარი გაიხურა.
- ახლა კი, სასწრაფოდ მომიყევი რა ხდებოდა?
- გახსოვს, მაშინ აკაკის და ჩემს საუბარს რომ შეესწარი?
- კი.
- ისევ ის პრობლემაა.
- ეგ ხომ /ოაგვარეთ?
- ჰო, ასე გვეგონა. გახსოვს, გითხარი ზედმეტად ადვილი იყო მეთქი.
- მახსოვს.
- ჰოდა, არ იყო ადვილი, უბრალოდ მაშინ მიზანს ვერ მივხვდით.
- რა მიზანს?
- გვეგონა, თანამშრომლების სიის მოპარვა უნდოდათ, სინამდვილეში კი მიზანი მე ვიყავი.
- რა? რატომ?
- როგორც ჩანს, ცუდ ბიჭებს არ მოსწონთ ჩემი საქმიანობა.
- ანუ?
- ანუ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. - გაუღიმა ბიჭმა.
- ეგ ხო. რას ნიშნავს, შენ იყავი სამიზნე?
- ქსელი გატეხვა და თანამშრომლების სიის მოპარვა იმიტომ სცადეს, რომ ჩემი დოსიე სჭირდებოდათ. როცა მივედი, სია გატანილი იყო, ყველას ვიანობა იცოდნენ. მოკლედ, ყველაფერი ცუდად იყო.
- ვინმე დაშავდა?
- არა, საბედნიეროდ დროზე მოვახერხეთ მათი კვალის პოვნა და სანამ რამეს იზამდნენ, დააპატიმრეს.
- ამას ამდენი ხანი დასჭირდა?
- გითხარი, სამიზნე მე ვიყავი თქო. ჩემმა მონაცემებმა მაინც გაჟონა, ამიტომ გადამმალეს, ვერ დაგირეკავდი, სახიფათო იყო.
- ახლა?
- ახლა ყველაფერი კარგადაა.
- და ისინი, ვინც შენზე გაიგო?
- ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.
- რატომ?
- როგორი ცნობისმოყვარე ხარ.
- როგორ არ უნდა მაინტერესებდეს ლუკა. - გაბრაზდა გოგონა. - შენზე ყველაფერი უნდა ვიცოდე.
- ყველა მკვდარია.
- მკვდარი?
- ჰო. სხვა გზა არ იყო. - გოგონას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. - თუ არ ჩავბარდებოდი, ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენ. მომიწია სამალავიდან გამოვსულიყავი.
- ჩაბარდი?
- სხვა რა გზა მქონდა? ყველას სათითაოდ დახოცავდნენ.
- შენც ხომ მოგლავდნენ?
- მანამდე ჩემგან რაღაც სჭირდებოდათ, ამიტომ უპირატესობა გვქონდა. დროის მოგება შემეძლო, რომ სპეცრაზმს მოქმედების საშუალება ჰქონოდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- რომ ვერ მოესწროთ ლუკა?
- უნდა მოესწროთ, ეს მათი საქმეა.
- ნამდვილი გიჟი ხარ! რომ მოეკალით? - ბრაზობდა გოგონა. - ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდათ?
- ლიზი, კარგად ვარ.
- ჰო, გაგიმართლა, რომ კარგად ხარ.
- გამართლება არაფერ შუაშია! გეგმა გვქონდა და განვახორციელეთ, სულ ესაა.
- ლუკა! მორჩი სისულელეს!
- ასეც ხდება ხოლმე ლიზი. ეს ისაა, რასაც ვაკეთებ.
- ვერ ვიტან შენს სამსახურს!
- მე კი მიყვარხარ ამის გამო.
- მეც მიყვარხარ არანორმალურო!



№1  offline წევრი მეDina

Momcons kargooo. Velodebi gagedzelebas
--------------------
☆NaT☆

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent