შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უარმყოფელი(ნაწილი7)


27-08-2016, 18:23
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 813

ნიკას გამოჩენამ სოფოს ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, თითქოს ფრთები გამოესხაო უკეთესებისკენ შეიცვალა, უფრო ხშირად იღიმებოდა, მამამისზე და მისი ცხოვრების წესზე, თუ უწესობაზე ნაკლებად ფიქრობდა უკვე აღარ აინტერესებდა, მთლიანად ნიკაზე იყო გადართული, მისით იწყებოდა დღე და მთავრდებოდა, ყველანაირად ცდილობდა მამასთან და თორნიკესთან რაც შეიძლება მშვიდოაბიანი ურთიერთობა ქონოდა, მათთან ურთიერთობას ცოტა უფრთხოდა, ძირითადად ან ნიკასთან იყო ან დეიდამისთან ან მეცადინეობდა. თავის მხრივ ნიკაც ძირფესვიანად შეცვალა საყვარელ გოგოსთან ურთიერთობამ, გაგიკვირდებათ და სწავლასაც კი მოუმატა, სოფო მის ბედნიერებად მის ანგელოზად იქცა, რაც დრო გადიოდა მათი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ხასიათს იძენდა, ნიკამ უკვე ზუსტად იცოდა, რომ სოფო ის ადამიანი იყო ვისთანაც სურდა მთელი ცხოვრება გაეტარებინა. მას ერთი საიდუმლო სტანჯავდა და არ იცოდა სოფოსთვის ეს როგორ ეთქვა არადა ამის დამალვაც აღარ შეეძლო, მაგრამ ძალიან ეშინოდა სოფოს რეაქციის, არ იცოდა ის ამას როგორ მიიღებდა.


..........
სოფო ოცდაერთის ხდებოდა , რაც გაიზარდა დაბადების დღეები ისე აღარ უხაროდა, ბავშვობაში ეს დღესასწაულთან ასოცირდებოდა, საერთოდ ყველაფერი უფრო კარგი იყო ბავშვობაში, სოფოს აგონდებოდა მისი უდარდელი ბავშვობა: ბაღი, სკოლის პირველი ეტაპი, აღმზრდელები, მისი დაწყებითების აწ უკვე გარდაცვლილი მარინა მასწი და გული საოცარი სევდით ევსებოდა, ჯერ ახლგაზრდა იყო მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, მაგრამ თითქოს ცხოვრების საუკეთესო წლებმა უკვე გაიარესო. არ უნდოდა საერთოდაც გადახდა, მაგრამ დეიდამისმა დაიჟინა, რატომაც არა ახალგაზრდა გოგო ხარ, სანამ დროა უნდა მოილხინოო! მანაც გადაწყვიტა პატარა დაბადების დღე გადაეხადა :თაკო, ნათია კიდევ რამდენიმე კურსელი და რათქმაუნდა ნიკა და თეკლაც დაპატიჟა.

..........
სტუმრები შეიკრიბნენ , დიდის ამბით მოულოცეს , საჩუქრებიც არ დაიშურეს, მაგრამ სოფოს მთავარი საჩუქარი არ ჩანდა, სუფრაზე მოწყენილი იჯდა და გამუდმებით მასზე ფიქრობდა, რატომ აგვიანებდაა? ნეტავ რამე ჰო არ შეემთხვაა? ტელეფონზე დაურეკა რამდენჯერმე მაგრამ გამორთული ქონდა, სოფოს უკვე იქიდან გაქცევა და ტირილი უნდოდა, უცებ კარზე კაკუნი გაისმა, სოფო გიჟივით წამოხტა, იქ თეკლა დახვდა სახეზე დამნაშავის ღიმილით.
-დაბადების დღეს გილოცავ სოფ!
-მადლობა, გოგო ნიკა სად არიის?
-სოფ ბოდიში შემოგითვალა, ვერ მოდის რაღაც საქმე გამოუჩნდა და!
სოფოს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.
-რა საქმე გამოუჩნდა ისეთი?
-არაფერი სერიოზული, მაგრამ ვერ ახერხებს მოსვლას.
-მოიცა და არასერიოზული საქმე თუ იყო ვერ მოაგვარა და ვერ მოვიდააა?
-სოფ ასე გადმომცა მეთვითონაც არ ვიცი წესივრად რა ხდება!
სოფომ ლაპარაკი აღარ გააგრძელა თავს ძალა დაატანა თეკლა შემოიპატიჟა და ნაძალადევი ღიმილით მიუჯდა სუფრას.
არა რაა ასეთი საშინელი დაბადების დღე არასდროს ქონია, არასოდეს არ აპატიებს ნიკას არასოდეს, რა საქმე ქონდა ისეთი, რომ ხუთი წუთითაც ვერ მოიცალა.
დეიდა უყურებდა სოფოს ტანჯვას და გამამხნევებლად უღიმოდა, მაგრამ ის ისეთი განადგურებული იყო ვერაფერი ვერ შველოდა.
უცებ იქ დამსწრე საზოგადოებამ, საოცარ მუსიკის ჰანგებს მოკრა ტური რომელიც ქვემოდან ამოდიოდა, სოფო თავიდან არ დაინტერესებულა, მაგრამ როდესაც ტეკლამ სიცილი დაიწყო და დეიდამისმა ხელი გაკრა მიდი გადაიხედეო, იკადრა წამოდგომა და აივნიდან გადაიხედა. დაბლა ნიკა იდგა გიტარით ხელში და მღეროდა, საოცარი გრძნობით, საოცარი ემოციით, სოფო რომ დაინახა გაუღიმა და კიდევ უფრო ხალისით გააგრძელა იქ დამსწრე საზოგადოების გაოცება. ფანჯრებიდან ყველამ გადმოიხედა აინტერესებდათ ვინ იყო ამ გასაოცარი ხმის პატრონი, სოფო ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, ასე ეგონა ცოტაც და ფრთებს გამოისხამდა და ცაში გაფრინდებოდა, თვითონაც ვერ მოვიდა აზრზე ისე მოსწყდა ადგილს და ქვემოთ ჩავარდა.
ნიკამ რომ დაინახა თმაზე მიეფერა და სიმღერა დაასრულა.
მაღლიდან ხალხმა თაშის დაკვრით გამოხატა აღფრთოვანება.
-დაბადების დღეს გილოცავ თაფლისფერთვალება ანგელოზო!
-იდიოტო, სულელო, რას მანერვიულე, იცი როგორ გავბრაზდიი მეთქი რა საქმე ქონდა ასეთი თქო. ალერსიანად გამოლანძღა სოფომ.
-მინდოდა ძალიან გამეხარებინე , რა იდეები აღარ მომაწოდეს თეკლამ და დეიდაშენმა , მაგრამ საბოლოოდ ეს ვარჩიე, თან მინდოდა ცოტა გული გამეხეთქა შენთვის და მერე გამეხარებინე!
-ორივე გამოგივიდა შე გადარეულო, ანუ თეკლა და დეიდაჩემიც ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახეებ?
-ინფორმირებულები კი არა დეიდაშენმა მითხრა რო რამე ორიგინალური არ გინდა მოუწყოო? მეც მომეწონა იდეა! ბოლოს გადავწყვიტე მემღერა მევთქი გაუხარდება სოფიოს, ჩემი ჩხავილის მოსმენა თქო.
-მოდი აქ შე მჩხავანა! უთხრა სოფომ და მთელი ძალით გადაეხვია.
-ჯულიეტაა ამოდი და შენი მომღერალი რომეოც ამოიყვანე, მანდ ჰო არ აპირებთ გათენებას. გადმოსძახა დეიდამ მაღლიდან.
ჯულიეტა მოსწყდა თავის რომეოს და საოცრად ალერსიანად მიუგო.
-მადლობა ნიკა რომ არსებობ შენ მე ცხოვრებაშ ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქე.
-შენ კი სიყვარული და ბედნიერება ჩემო ანგელოზო.
-ოეე გვრიტებოო ამოხვალთ თუ იუბილარის გარეშე გავაგრძელოთ დროს ტარება! არსებობა შეახსენა ქალბატონმა დეიდამ.
ნიკამ სოფოს ხელი მოხვია და მაღლა გაემართნენ.


........
ქალბატონი ცისანა ჭორაობის პროფესიონალი, სახლში იჯდა და ცომს ზელდა, ამ დროს მისი მეზობელი , დაქალი და ასევე ჭორაობის პროფესიონალი ქალბატონი ჯულია შემოვიდა.
-ცისან შე ქალო შაქარი გამითავდა და არ გექნებაა?
-შემო ჯული, ჰოო ქალო გამოგიღებ ეხლავე, მანამდე შემო დაჯექი, რა ხდება შე ქალო შენს თავს?
-ოჰ რავი ცისან რა უნდა ხდებოდეს, გადაყოლილი ვარ ქმარ-შვილს, მოსვენება აღარა მაქ! დაიწუწუნა ჯულიამ.
-ეჰ შე ქალო ყველანი ეგრე არა ვაართ რას იზამ ქალი ხვედრი ეგაა!
-მისმინე შე ქალო გუშინ ის რა ხმები იყო, ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი რო მღეროდა, გადამერივნენ ჩემი გოგოები!
-ნუ იტყვი, ნუ იტყვი, ვახოს გოგო როა სოფო ჰო იცი სახლიდან რო იყო გაქცეული ცოტა ხნის წინ, მაგას ყავს შეყვარებული, გუშინ დაბადების დღე ქონდა და ეტყობა სიუნპრიზი გაუკეთა ბიჭმა. ისე ამას წინ მთელი ამბები იყო მაგაზე, ჩემმა ნინიკომ წაასწრო მაგას ქუჩაში ვიღაც ბიჭს რო კოცნიდა ეგ იყო ალბათ, მერე მე შევედი ვუთხარი ასე და ისე თქო!
-უი უი, მერე რა მოხდაა?
-მერე მაგათ თორნიკეს მოვკარი თვალი საშინელი ნაცემი იყო , რა მოხდა და ვისთან მოუვიდა ჩხუბი ეგ ეხლაც არ ვიცი, მერე იმავე დღეს, თვითონ ეგ სოფო, ეს ბიჭ და დეიდამისი ინგა დავინახე, მეთქი ეხლა ამბავი ატყდება მეთქი მაგრამ არაფერიც ჩვეულებრივად დაბრუნდა სახლში.
-უიმეე ქაა, მე ჭურში ვზივაარ რა ამბები ყოფილა და მე არ ვიცოდი, უყურე შენ, მაშ ჩვენს უხაისათო სოფიოს შეყვარებული ყოლია, ისე ეგ გოგო ისეთი თავისებური ჩანდა მეთქი რა ეშველებათ მაგათ გოგოს ვერ გაასაღებენ მეთქი და ძლივს არ ძლივს არ ეშველა მაგ უჟმურ გოგოოს?!
-ნუ იტყვი, ნუ იტყვი, მაგის მერე სულ ერთად არიან როგორც ვიცი, გუშნ სერენადებიც კი უმღერა ბიჭმა, ისე ძალიან კარგი ბიჭა ფიზიკურად, შეხედავ გესიამოვნება, მარალი ღია ფერების, ლურჯი თვალები!
-ჰოო ქალო შენ ეგა თქვი, ვინ არის რა ოჯახის შვილია ისე, რა ქვია ?
-ნიკა და გვარი თუ არ ვცდები გაწერელია, სოფოს ხნისაა როგორც ვიცი!
-უიმეე რას ამბობ ქალო, ნიკა გაწერელიააა იმ თაღლითების ბიჭიი?
-ვინ თაღლითებისა ქალო? ყურები დაცქვიტა ცისანამ.
-გოგო ჩემი მული ჰო იცი, მაგისი მეზობლები იყვნენ მემგონი მაგისი მშობლები, დაახლოებით შვიდი წლის წინ თაღლითობისთვის დააპატიმრეს, პარტნიორები ყოფილან ცოლ-ქმარი დ ბებიამისმა წაიყვანა ეგ ბალღი თავისთან, ვახომ არ იციის თავისი სასიძო თაღლითების შვილი როაა?
-უიმეე ქალო არ იცის ეტყობა თორე მაგის გოგოს მაგასთან შეხვედრის უფლებას მისცემდაა?! ქალო ვინმეში ჰო არ გეშლება შემთხვევით?
-ქალოო იშვიათი გვარი აქ ასაკიც ემთხვევა, გარეგნობით ჩემი მულისგან ვიცი რო ღია ფერის ცისფერთვალება ბავშვი იყო, მეტი რაღა გინდა, ამდენი დამთხვევა ერთად შეუძლებელია.
-უი, უი, გაგიჟდება ვახო, ამ ამბავს რომ გაიგებს.
-ჰოო ქალო როგორია პოტენციური მძახლები თაღლიეთები გყავდეს, თუმცა რა ჩვენი საქმეა, კაი შე ქალო წავე მე სა მესოფოება ქვეყნის საქმე მაქ, წავიღებ ამ შაქარს და აბა შენ იცი.
ცისანა გაოგნებული იჯდა, ატყობდა ახალი სეირის ყურება ელოდა წინ.



№1 სტუმარი ემი

სად დაგვეკარგე?

 


№2  offline წევრი anukianukianuki23

ემი
სად დაგვეკარგე?

სულ ცოტა ხანსჰი დაგიბრუნდებიტ ბოდისჰი გაუცჰინარებისტვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent