შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ტყუილით დავიწყეთ (7)


27-08-2016, 21:04
ნანახია 2 440

დილით ყველაზე ადრე ავდექი, მიუხედავად იმისა რომ წუხელ უფრო სწორედ დილას ექვსზე დავწექით..საათს რომ დავხედე უკვე თერთმეტი იყო.რეზის მკლავებიდან ძლივს გამოვძვერი და ავდექი. უცბად ჩავიცვი შორტები და თეთრი მაიკა, თმა ავიკოსე და ოთახი დავტოვე. სამზარეულოში შევედი ლუსი დავაპურე, მე კი ყავა დავლიე. შემდეგ სახლს შევავლე ხელი და პროდუქტებსაც გადავხედე, როგორც ირაკლის დავპირდი პიცა უნდა გავაკეთო და საჭირო ინგრედიენტები საერთოდ არ მაქვს. სია ჩამოვწერე საჭირო პროდუქტების და მაღაზიაში წავედი. უცბად ვიყიდე ყველაფერი და უკან დავბრუნდი. კარები გავაღე და სვავივით მეცა რეზი....
-სად ბრძანდებოდი ქალბატონო??
-მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად და თუ შეიძლება ხელი გამიშვი მეტკინა მკლავი!
-მერე რატომ არ გამაფრთხილე რომ მაღაზიაში ჩახვედი?
-რეზი გეძინა.
-......
-რა იყო ჩაგივარდა ება მუცელში? თუ გეგონა რომ სახლიდან წავედი?? მე დაგპირდი და ხომ იცი რომ დაგეხმარები...არ არის აუცილებელი ასე ნერვიულობა კარგი? მე შენს გვერდით ვიქნები სანამ არ მოვიფიქრებთ, როგორ გავითამაშოთ ვითომ ჩვენი დაშორება....
-აუ ბოდიში რაა ძმურში....ზოგჯერ ისე ვჩხუბობთ რომ მეგონა ყელში ამოგივიდა და წახვედი.
-კარგი რაა მე საკმაოდ მომთმენი ვარ, მაგრამ გაფრთხილებ მოთმინების ფიალა მეც გამაჩნია და ერთხელაც გცემ....
-არა მაგ დონემდე არ მიგიყვან.
-ჭკვიანი ბიჭი ხარ...თავზე ხელი გადავუსვი და პროდუქტები სამზარეულოში შევზიდე.
ირაკლიც ადგა ამასობაში და ეგრევე მაიასთან წავიდა.მეც პიცის გაკეთება დავიწყე...

მაია და ირაკლი:

კარზე დავაკაკუნე და კარები მაიამ გამიღო.
-აქ რას აკეთებ?? მე არ მითხოვია შენთვის უკან დაბრუნება!
-ნუ მესწერვები და ტონი შეარჩიე, აქ იმიტომ მოვედი რომ ჩემი ნივთები წავიღო და შენთან ურთიერთობა დავასრულო...მაია გვერძე გავწიე და სახლში შევედი.
-რა? რას ქვია ურთიერთობის დასასრულებლად მოხვედი?? მე არ მითქვამს ვშორდებითთქო მე ვთქვი რომ დროებით ერთმანეთისგან დასვენება გვჭირდებოდა.
-არ გეწყინოს, მაგრამ შენი მითითებები უკვე ყელში ამიომივიდა ის გააკეთე ეს გააკეთე. მომბეზრდი მაია გესმის?? ვიცი რომ უხეშად გესაუბრები მაგრამ სხვანაირად ვერ დაგელაპარაკები. ნაზად რომ დაგელაპარაკო თავის შეცოდებას და დამუქრებას დაიწყებ. მე კი უკვე ფეხებზე და მინდა ყველაფერი დავასრულოთ. აღარ მიყვარხარ ეს გრძნობა მაშინ განელდა როცა უაზრო მითითებების მიცემა და უაზრო ცანცარი დაიწყე და კიდევ ბევრი უაზრო საქმე გაქ გაკეთებული. რომ იცოდე ჩემს სამეგობროს არ მოსწონდი და ახლა ვხვდები რატომ. იმიტომ რომ საშინლად ქედმაღალი და უაზრო გოგო ხარ. მეცოდება ის ვინც შენთან ურთიერთობის დაჭერას ეცდება. იცი რატომ?? იმიტომ რომ მასაც მარიონეტივით შენს ჭკუაზე ატარებ.
-ეს ყველაფერი შენით მოიფიქრე თუ იმ დეგენერატმა გოგომ ნიამ გიკარნახა?? ახლა მისმინე ფეხებზე რომ არ გიყვარვარ, არც ის მაინტერესებს იმ ძუკნამ რა გითხრა...მე არ მინდა დაშორება და არც დავშორდებით!
-ნიას პატივი ეცი გასაგებია? მასზე პატიოსანი გოგო არ არსებობს ამ ქვეყანაზე შენ კი არ გგავს ყველა რეზის ძმაკაცს არ ეკიდება კისერზე და უაზროდ არ ცანცარებს...მას არაფერი არ უკარნახია და არც მე მომიფიქრებია გეუბნები იმას რასაც შენზე ვფიქრობ....ტანსაცმელი ჩავალაგაე და სახლიდან წამოვედი...მაია კი უკან მაია მომდევდა და ათას სისულელეს მეუბნებოდა. ბოლოს წიოკით გამოშორდა და სადღაც წავიდა...მე კი სახლში მივედი.

რეზისთან და ნიასთან:

პიცა უკვე მზად იყო და კარზე ზარმაც არ დააყოვნა..კარებისკენ რეზი წავიდა და გააღო...
-სადააა....მაიას ხმა იყო ეს თუ მომეჩვენა?
-ვინ სადა??
-რა დაგემართა რეზი შენი გოგო სად ჯანდაბაშია....არა არ შევმცდარვარ მაიაა.სამზარეულოდან გავედი და გამწარებული შემოვარდა ოთახში.
-შენ აქ რა გინდა??
-რა მინდა კი არა როგორ გაბედე და როგორ წააქეზე ირაკლი დამშორებოდა??
-უკაცრავად?? რეებს ბოდავ? მე არავინ წამიქეზებია...გაბრაზებული მომვარდა და სახეში ხელის გარტყმა სცადა, მაგრამ ხელი დავუჭირე და ამოვიტრიალე.
-ხელი გამიშვი შე ძუკნავ...
-ტონი აკონტროლე კრეტინო...არც გაბედო და არ დამადანაშაულო რამეში, ახლა ხელს გაგიშვებ და აქედან დაახვევ თუ არადა ხელს მოგამტვრევ. მერწმუნე არ გამიჭირდება!
-შენ მე შეყვარებულს დამაშორე და ახლა უკან დახევას მთხოვ?? როგორ ბედავ..ხელი უფრო ამოვუტრიალე და ტკივილისგან მაიამ დაიკივლა.
-არავინ არავისთვის არ დამიშორებია გასაგებია?! ფეხებზე შენც და შენი უაზრო აზრებიც! ხელს გაგიშვებ და დაახვევ აქედან თუ არადა გითხარი და გიმეორებ ხელს მოგამტვრევ!....მაიას ხელი გავუშვი და ისიც ატირებული გავარდა სახლიდან. მე კიდევ დივანზე დავეხეთქე და ღრმად ამოვისუნთქე.
-კარგად ხარ??
-მემგონი...ვერა ეგ გოგო თავის მატორზე იმენა დარტყმული ტიპია...ძლივს ამოვისუნთქე და ირაკლიც შემოვიდა სახლში.
-რეზი არაფერი თქვა იცოდე...
-კარგი.....
-მეც მოვედი. ჩემი პიცა მზადაა.
-კი მზადაა...წამო და დავჭრი.
-კარგი ოღონდ ჯერ ამას შევათრევ.
ჩემოდანი შეიტანა ითახში და სამზარეულოში შემოკუსკუსკუსდა. პიცა დავჭერი.
-აუუ ბიჭებო იცი რა მივიფიქრე?
-ვა ნიაკოს გენიალური იდეა დაებადა აბა განგვანათლე.
-ოოო იკა ნუ მაიმუნიბ... მე, რეზი, შენ და ლიზა. ხო კიდე ძაღლები წავიდეთ ზღვაზე.
-კაი აზრია, მაგრამ მე მთაში მინდა...(რეზი)
-მთაშიც წავიდეთ.(ნია)
-როდის?(იკა)
-კვირას წავიდეთ ზღვაზე ჯერ, სულ რაღაც სამი დღით და მერე იქიდან მთაში.(ნია)
-მმმმ...კაი.(იკა)


აბა როგორია?? მოგწონთ?? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება...მიყვარხართ ^_^ ^_^ ^_^



№1  offline წევრი nini :)

mmm... kargiaaaa magariaaa magram tavebi gazarde da malr dade shemdegii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent