სკოლა (თავი 4)
აი მარიამს ჰქვია დაქალი. სულ გვერდში რომ მიდგას რაც დავიბადე. მარტო ლხინში კიარა, ჭირშიც რომ სულ ჩემთან იყო. რჩევას და დარიგებას მაძლევდა, კარგს და ცუდს მარჩევინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ არც მეტი, არც ნაკლები ჩემს ცხოვრებაში დედის დანაკლის მივსებდა. აბა ზოგიერთი ყველა მეორეს დაქალს რომ ეძახის სწორია? "პონტის დაქალები" სიყვარულს შემოგფიცებენ და მეორე წუთში სხვასთან გაგჭორავენ. არა, ჩემი მარიამი მათ არგავს. იგი განსხვავებულია და მაგიტომაც მიყვარს საკუთარი დასავით. თბილისში რაც კი იყო ტანსაცმლის მაღაზიები ყველა შემომატარა. იმდენი ვიარეთ ფეხებს ვერღარ ვგრძნობდი. მართალია თემო უზომოდ მიყვარს მაგრამ მარტო რომ ვყოფილიყავი ამდენს მის გამოც კი არ ვივლიდი. რა არ გამასინჯეს. კაბა, შარვალი, ქვედაბოლო, მაისური, კაშნი, ხელთათმანი და ქუდიც კი. რის მოღწევას ცდილობს ეს გოგო? ვახშამზე მივდივარ, ქორწილი ხომ არმაქვს? ალბათ ქორწილი რომ მექნება დავუმალავ თორემ ისეთი გიჟია მთელ მსოფლიოს შემომატარებს. მემგონი ჩემზე მეტად ნერვიულობს. ერთ მაღაზიაში გადარია საწყალი გამყიდველი: -გამარჯობათ ქალბატონო რომანტიული შეხვედრისთვის რას მირჩევდით? - იკითხა მარიამმა. -კი მაგრამ არც ისეთი დიდები ხართ რომანტიულ შეხვედრებზე რომ იაროთ. - უპასუხა გამყიდველმა. -თქვენ არგიფიქრიათ უბრალოდ თქვენი მოვალეობა რომ შეასრულოთ და რასაც გეკითხებით იმაზე მიპასუხოთ? - გაბრაზდა ჩემი დაქალი. -ხოდა მარჯვნივ გაიხედე ჩემო კარგო... -მარჯვნივ რომ ტანსაცმელები არარის? - გაგვიკვირდა ჩვენ -აი ზუსტად, რამიხვედრილი ყოფილხართ. ტანსაცმელი არა მაგრამ, კარი ხომ არის? ხოდა დროზე მოუსვით აქედან! მარიამმა შუანა თითი უჩვენა და ისე გავიქეცით თემო ვისღა ახსოვდა. მარიამის საქციელი გასამართლებელი ნამდვილად არიყო, თუმცა ამ შემთხვევაში სულაც არ ვამტყუნებდი ჩემს დაქალს. რა გამყიდველის საქმეა ჩემი ასაკის გოგო სადწავა? მისი საქმე რაც არის ის უნდა შეასრულოს ზედმეტი კითხვების და ჩარევების გარეშე. ალბათ თქვენც შეგხვედრიათ ასეთი "არამკითხე მოამბე" გამყიდველები. როგორც იქნა ავარჩიეთ სასურველი ტანსაცმელი. ეს არიყო გრანდიოზული შეხვედრა სასახლეში, რომ გამოსასვლელი კაბა გვეყიდა. არც ისეთი შეხვედრა იყო მასხრად რომ ამეყვანა. ამიტომ ზომის ფარგლებში შესაფერისი ტანსაცმელი ვიყიდეთ. მოკლე ჯინსის შორტი, რომელშიც არც ისე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, შავი ტოპიკი მაისური გიპიურის ორნამენტებით და დაბალყელიანი კედები, რომლის ფერიც ზუსტად გადიოდა მაისურზე. ის ღამე მე და მარიამმა ლაპარაკში გავათენეთ. ვაწყობდით ხვალინდელ გეგმებს. ინტერესი გვკლავდა როგორ ჩაივლიდა მომდევნო საღამო და რას იტყოდა თემო. მთელი დღის გადაღლილებს ტკბილად ჩაგვეძინა და სიზმრების სამყაროში გადავეშვით. მეორე დილით მარიამის კივილმა გამაღვიძა: -ნიტაა! ადექი უკვე საღამოს 7 საათია. დაგაგვიანდა, აზრი აღარააქვს წასვლას. ამის გაგონებაზე მაშინვე წამოვხტი. -აჰაჰაააჰჰჰჰაააააჰაჰა! -სიცილით იგუდებოდა მარიამი. საათს გავხედე და 2 საათიც არ იყო შესრულებული. -შე არამზადა ქალო! იდიოტო! გველო! ვერგიტან!!!- ვყვიროდი გამწარებული. გული ამოვარდნაზე მქონდა. 4 წლის განმავლობაში პირველად უნდა შევხვედროდი თემოს და მაგ შანსიც ხელიდან გამეშვა? აქეთ-იქით გავიხედე, პირველი ბალიში მომხვდა თვალში და პირდაპირ გავუქანე იმ გველს! ძლიერი ორთაბრძოლის შემდეგ გარდაცვლილი ბალიშების ბუმბლებს ვხვეტავდით. 6-ის ნახევარზე, შხაპის მიღების შემდეგ მომზადებას შევუდექით. რა კეთილია ჩემი მარიამი. წეღან კინაღამ მოვკალით ერთმანეთი და ახლა ტანსაცმელი გამიუთოვა. ენაცვალოს ნიტა! თმები დავისწორე და შუაზე გადაყოფილი გავიშალე. -ნიტა! დაიკო, ძალიან ლამაზი ხარ. ეს მოკლე შორტები როგორ გიხდება. ამ გრძელ, შხვართ ფეხებს კიდევ უფრო გრძელს რომ გიჩენს და შენი გრძელი, ქერა თმა შენს სილამაზეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს. -მარ, ძალიან მიყვარხარ დაიკო. შენი დამსახურებაა დღეს ასეთ ფორმაში რომ ვარ. იმდენი სუნამო დამასხა გაბრუებული დავდიოდი. კიბეები ბანცალ-ბანცალით ჩავირბინე. მარიკო გადამეხვია და წარმატებები მისურვა. ნეტავ რა მელის წინ!!! ------------------------------------------------- ააჰაა დიდი თავი! არდავიშურე. ხოდა გთხოვთ ნურც თქვენ დაიშურებთ კომენტარებს! მიყვარხართ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.