შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანის შეყვარება შარია(თავი 5)


27-08-2016, 23:19
ავტორი buterfly
ნანახია 4 018

-განანებ ,განანებ ეს თქვა და კარი სიმწრისგან გაიჯახუნა,დერეფანში გავარდა და ჩემს "თანამძრახველთან" მივიდა..
-ექიმო თქვენც?
-რას გულისხმობთ ბატონო?
-რას და რომ მომატყუეთ გვანცასთან დაკავშირებით იმას.
-ბოდიშს გიხდით.უბრალოდ ძალიან ჯიუტია,დაიჟინა უნდა მოვატყუო და ვეღარ გადავაფიქრებინე .
-ვიცი ,რომ ჯიუტია მაგრამ თქვენ როგორ გაერიეთ?
-რა ვქნა შვილო ისეთი საწყალი სახე მიიღო უარი ვეღარ ვუთხარი.
-ოხ გვანცა .ეგ მსახიობი უნდა ყოფილიყო.
ექიმთან საუბარი ,როცა დაასრულა სახლში წასასვლელად გაემზადა და დაიწყო იმაზე ფიქრი თუ როგორ გადაეხადა სამაგიერო გვანცასთვის მისი უაზრო ხუმრობის გამო.
საავადმყოფოდან იმ დრესვე გამომწერეს და სახლში ბავშვებმა მიმიყვანეს გოგოები ჩემთან დარჩენას აპირებდნენ ბიჭები კი საღამომდე გაჩერდებოდნენ.
-გვანცა .
-ხო რეზი.
-სულ არ შეგეცოდა სანდრო ?ასე როგორ მოატყუე?იცი რა ხმით დამირეკა გვანცას დავეჯახეო.ცუდად იყო.
-კაი რა.მე გავეხუმრე .უბრალოდ მისი გამწარება მინდოდა და როცა მისი გაბრაზებული სახე დავინახე მივხვდი ,რომ ღირდა
-ხოდა ახლა ელოდე მისგან საპასუხო ნაბიჯს(განმიცხადა სალომ)
-მერე მეც ავიღებ რევანშს დამარცხებას არ ვაპირებ.
-იმედია ერთმანეთს არ დახოცავთ.(დაამატა მარიმ)
-ისე ნუ მელაპარაკებით თითქოს თქვენ შეგეცოდათ .თქვენც ხომ დასცინოდით.გონს ძლივს მოხვედით.
-ეგ ხო მაგრამ ცოდო იყო.არ ელოდა ეგეთ რამეს.
-მე ველოდი მანქანის დაჯახებას?
-უი მართლა როგორ დაგეჯახა მანქანა?
-ლექციების მერე სახლშ ,რომ ვბრუნდებოდი გზის მეორე მხარეს ჩამოსასხმელი ნაყინი დავინახე და როგორც ყველამ იცით ეგ ჩემი სუსტი წერტილია ასე,რომ მის საყიდლად გადავირბინე ქუჩა და არ ვუყურებდი მანქანა თუ მოდიოდა და ის იდიოტიც მოსახვევიდან გამოხტა.
-აა ისაა იდიოტი .რას გადაირბინე შენ კიდევ ქუჩა პატარა ბავშვივით ან გადაგეხედა მაინც მანაქანა ხომ არ მოდიოდა (დამტუქსა მარიმ)ძლიერად რომ დაგჯახებოდა და რამე დაგშავებოდა სერიოზული მერე სად მიდიოდი?ისიც კარგი მსუბუქი ბიძგი იყო და მეტი არაფერი.
-კაი რა .მაგრად ხომ არ დამჯახებია.მიყვარს და რა ვქნა?
-ოო რა ბავშვი ხარ რა,სულელი და გიჟი ბავშვი .(დაამატეზიმ და ზურამ და ლოყებზე მიჩქმიტეს)
-აუ ლოყა.გოგოებო თქვენ ხომ დარჩებით დღეს ჩემთან?
-მაგას კითხვა სჭირდებოდა ?(მარი)
-აბა მარტო ხომ არ დაგტოვებთ გიჟს?იქნებ კიდევ გზაზე მოინდომო გადასვლა და რამე მოხდეს მერე რა ვქნათ(ყველას გაგვეცინა).
ბიჭები მალევე წავიდნენ 8 საათი იქნებოდა გოგოები მარტო ,რომ დაგვტოვეს.ცოტახანი ჩვენც ვიჭორავეთ და მერე დავიძინეთ დაღლილი ვიყავი და მალევე ჩამეძინა .დილით 7 საათზე გამეღვიძა ,დღეს ლექციები 10 ზე გვეწყებოდა და რადგანაც დრო მქონდა გადავწყვიტე აივანზე გავსულიყავი და ცოტახანი მუსიკისთვის მომესმინა,თან ყავაც მოვიდუღე.ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა.
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს (ირონიულად შევხედე)
-შენც ვერ იძინებ?
-ხო რავი,ადრე გამეღვიძა და აქ გამოსვლა გადავწყვიტე.თან მძინარე თბილისი ლამაზია.
-გეთანხმები.მე გიო ვარ (ხელი გამომიწოდა აივნიდან)
-მე გვანცა.(ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს).
-კარგი სახელია.
-მადლობა.
-დღეს საღამოსკენ რას აკეთებ?
-რავი ჯერ არ დამიგეგმავს დღე.
-მაშინ კაფეში გპატიჟებ.
-მოვიფიქრებ.
-ნომერს მომცემ?
-არა აქ დამელოდე დღის მეორე ნახევარში და პასუხს გაგაგებინებ.
-რთული ადამიანი ჩანხარ.
-ვიცი.(გავუღიმე და სახლში შევედი .სიმპატიური ბიჭი იყო მაგრამ იყო მასში რაღაც რაც არ მსიამოვნებდა მაგრამ ალბათ ეს ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო.)
სახლში შებრუნებისას საუზმის კეთება დავიწყე და მალე გოგონებმაც გაიღვიძეს.
-აუ გვანც,რა კარგი სუნი ტრიალებს.მარტო სუნით დავნაყრდით.რას აკეთებ?
-რავი კატლეტებს ვწვავ და კარტოფილ Fრის ვაკეტებ.
-აუ მიდი რა დროზე.(დაიწუწუნა სალომ)
-გვეგონა დღეს დაისვენებდი გუშინდელის მერე.(გაუკვირდა მარის)
-არა რას ამბობ.ლექციას ხომ არ გავაცდენ ამ უბრალო მიზეზის გამო?
-მაინც და მაიცნ უნდა კვდებოდე ლექცია ,რომ გააცდინო.?
-ხო სერიოზული თუ არ მჭირს რამე რატომ უნდა გავაცდინო.ეს ფაკულტეტი იმიტომ ავირჩიე ,რომ მომწონს და მინდა ამ სფეროში წარმატებას მივაღწიო და უაზრო მიზეზის გამო ვერ გავაცდენ.
-შენ რა ბეჯითი გვყავხარ (ერთხმად გაეცინათ გოგოებს)
-აბა აბა..აჰა მიირთვით ქალბატონებო და მერე წავიდეთ უნივერსიტეტში.ნახევარ საათში მზად იყვნენ და ათის ნახევრისთვის უნივერსიტეტისკენ გავეშურეთ.ლექციებმა კარგად ჩაიარეს.ბოლო ლექციის შემდეგ ლექტორმა დამიძახა.
-გვანცა!ერთი წუთით თუ შეიძლება.
-დიახ ბატონო ვაჟა.
-თქვენი თემა წავიკითხე და სხვათაშორის მომეწონა ,ხარვეზები იყო მაგრამ მთლიანობაში ძალიან საინტერესოდ და განსხვავებულად წერთ.საინტერესო აზრები და არგუმენტები გაქვთ თემაში გამოყენებული.
-მიხარია თუ მოგეწონათ .ყველანაირად ვცდილობ,რომ საინტერესო იყოს.
-ხოდა გამოგდით კიდეც..ჯერჯერობით გაკვირდებით და საუკეთესო სტუდენტებში ირიცხებით ასე,რომ ერთი შემოათავაზება მაქვს .უნივერსიტეტის გაზეთში,რომ წეროთ ხოლმე თუ გინდათ.რამოდენიმე ნაწერი მომიტანეთ და მათგან საუკეთესოებს დავბეჭდავთ ,თუ რათქმაუნდა თქვენც გენდომებათ
-რათქმაუნდა მინდა .ძალიან გამიხარდება ასე თუ მოხდება .ხვალ მოვიტან ჩემს რამოდენიმე ნაწერს და თანდათან სხვებსაც დავწერ.
-ძალიან კარგი.გელოდებით.შეგიძლიათ წახვიდეთ.(სიხარულით სავსე გავედი გარეთ თვალები მიბრწყინავდა.აუდიტორიის გარეთ მეგობრები მელოდებოდნენ .უამრავი კითხვა დამაყარეს)
-რა უნდოდა ლექტორს?(უცბად მკითხა სალომ)
-ჩემი ნაწერი წაუკითხავს და მოწონების ხოდა მითხრა შენი სხვა ნაწერებიც მომიტანეო და წავიკითხავო და თუ სურვილი გექნებაო უნივერსიტეტის გაზეთში დავბეჭდავთო.
-აუ რა ძაან მაგარია.ყოჩაღ გვანც.ჩვენ არ წაგვაკითხებ?
-როცა დაბეჭდავენ მერე წაიკითხვთ.(ეს ვთქვი თუ არა უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა)
-ვა გვანცა შენ წერ კიდეც?ყოჩაღ არ მეგონა ამდენი რამე თუ შეგეძლო.
მივტრიალდი და ხელში სანდრო შემრჩა
-კიდევ ბევრი შემიძლია მე.
-ხო ვიცი,ეჭვიც არ მეპარება.ისე ჩემი პირობა ხომ არ დაგვიწყნია(პასუხს არც დაელოდა ისე გაიარა დერეფანში)
-ხო გეუბნებოდით .ეხლა ელოდე მის საპასუხო ნაბიჯს შენს უაზრო ხუმრობაზე.
-კაი რა არ დაიწყოთ ეხლა.მაცადეთ სიხარული.არაფრის მომფიქრებელი ეგ არ არის.
-ჩვენ სათქმელი გითხარით.
-კაი ,კაი თქვენი თავი არ მაქვს მე წავედი .მუზა მომივიდა და პარკში უნდა წავიდე .რაღაცეების წერა მომინდა.
-კაი აბა შენ იცი .
-კარგად
ბავშვებს დავემშვიდობე და პარკში წასასვლელად მოვემზადე.პარკში მოგრძო სკამზე ჩამოვჯექი და წერა დავიწყე თან ჩანახატებსაც ვაკეთებდი და ნაწრსაც ვაფორმებდი.ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული,როდესაც გვერდით დილით გაცნობილი ბიჭი მომიჯდა.
-გვანცა გამარჯობა
-გიოო ,გაგიმარჯოს(ერთმანეთი გადავკოცნეთ0
-აქ თუ გნახავდი არ ველოდი(კი აბა რა არ ელოდა უნივერსიტეტთან დამინახა და იმის მერე მომყვება ,მაგრამ არ ვიმჩნევთ)
-ხო?ასე დაემთხვა (გამომცდელად გავუღიმე)
-დღევანდელ შემოთავაზებაზე იფიქრე?
-რა შემოთავზება?აა ხო გამახსენდა .კი რატომაც არა .
-ძალიან გამიხარდა ,მაშინ დღეს 7 ისკენ გამოგივლი და კაფეში წავიდეთ მერე თუ გინდა გავისეირნოთ.
-კარგი.დაგელოდები.
-ნომერს არ მომცემ ახლა მაინც.(ნომრები გავცვალეთ და მე სახლში წავედი უფროსწორად წასასვლელად მოვემზადე გიორგიმ შემომთავაზა გაგიყვანო, მაგრამ მარტო სეირნობა მერჩივნა და უარი ვუთხარი ამიტომ არც დაუძალებია და წავიდა,)
ბილიკზე მივსეირნობდი,როდესაც ძაღლის ყეეფის ხმა გავიგე(ზოგადად გზაში რომ ძაღლმა ყეფა დამიწყოს შემიძლია დასალიერში გავიქცე იმის მერე რაც ძაღლმა მიკბინა, მათი კატასტროფულად მეშინია მაგრამ ეს ძაღლი გამონაკლისი აღმოჩნდა)ერთ ადგილს გავშრი სანამ მისკენ მივტრიალდებოდი,როდესაც დავინახე რა საყვარელი,ყავისფერი ძაღლი იყო მისი ჩახუტება მომინდა ენა ჰქონდა გადმოგდებული და საყვარლად მიყურებდა.ჩავიმუხლე მის წინ და მოფერება დავუწყე მან კი ლოყაზე ამლოკა.უკან პატრონი ეძახდა ,ნეტავ რატომ არ გამიკვირდა მისი პატრონის ვინაობა.სანდრო იყო.
-გვანცა.ამ ძაღლსაც ნერვებს უშლი?
-ბოდიში მოიხადე რა.ვერ ხედავ როგორ მოვეწონე.?
-აბა აბა .ნუ იტყვი ისე.(ძაღლს დაუძახა და წავიდნენ გამიკვირდა ჩვენი ჩხუბი ასე მალე და მარტივად ,რომ დასრულდა.მაგრამ რას ვიზამთ.)სახლისკენ გავეშურე .დღეს პარასკევია ასე ,რომ საქმე არაფერი მაქვს და საღამოსთვის მზადებას შევუდექი.სახლში ნახევარი საათის მისული ვიყავი კარებზე ზარის ხმა რომ გავიგე.გავაღე მაგრამ იქ არავინ არ იყო მხოლოდ თაიგული იდო წერილით,წერილი ავიღე და რას ვხედავ გიორგისგან არის.
-"ძალიან მიხარია დღეს ჩემთან ერთად ,რომ მოდიხარ .ეს თაიგული შენსავით ლამაზი არ არის მაგრმა იმედია მოგეწონება .მინდოდა შენთვის მესიამოვნებინა .სიყვარულით გიო."
ეს ჟესტი თითქოს მესიამოვნა მაგრამ,სხეულში მაინც უცნაურად დამაჟრიალა.ამ თაიგულის მოტანიდან რამდენიმე ხანში დაქალებიც მეწვივნენ.
-გოგო დღეს შენ ძაღლი ხომ არ გამოგკიდებია(სიცილნარევი ხმით მკითხა მარიმ)
-კი რა იყო რო.გამომეკიდა ხმამაღალი ნათქვამია მოვეწონე და ლოკვა დამიწყო,საყვარელი ძაღლი იყო.
-ხოდა მაგიტომ გეუბნები.რეზიმ მომიყვა სიცილით იგუდებოდა ამის თქმისას(გიჟებივით იცინოდნენ მარი და სალო)
-იტყვით თუ ძალით გათქმევინოთ?
-რადა ეგ ძაღლი სანდროს შენთვის სპეციალურად მოუქსევია და გაოცებისგან პირი დაუღია ,როცა ერთმანეთს "ჩახუტებიხართ".(მახარა სალომ)
-აუ რატო არ ვიცოდი .ვანახებდი ვაჟბატონს სეირს.ჯერ სად არის.მაგის მეტი ვერაფერი მოიფიქრა ვითომ ჭკვიანმა?
-გაუგია ძაღლების რომ გეშინოდა და ისარგებლა მომენტით
-უი საცოდავი ეგ.ახლა მესმის გაკვირვებული სახით რატომაც მიყურებდა თან ჩხუბი არ გაგვიგრძლებია .აი თურმე რატომ.
მაგას ვანახებ ვინ არის გვანცა ფილფანი მაცადოს..
-რა დამთხვევაა სანდროც იმას იძახის .ვანახებ ვინ არის სანდრო ჩხეიძეო.
-ოხ ეგეც არ მყავდეს რა.
-ეეე ახლა შევამჩნიე ეს თაიგული ვისგან არის?
-ერთი ბიჭი გავიცანი დილით და იმან გამომოგზავნა დღეს კაფეშიც დამპატიჟა და 7სკენ გამომივლის.
-ბედი გაგეხსნა გოგო?(თვალი ჩმამიკრა მარიმ)
-ხო რავი(დავიმორცხვე ვითომ)კაი ახლა წადით მოვა მალე.
-კაი კარგად .კარგ საღამოს გისურვებთ.
-კაი კაი.მადლობა.
7ის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი მთლიანი,ტანზე მომდგარი შავი კაბა მეცვა კეტებზე.
შვიდზე გიო უკვე ჩემს სადარბაზოსთან იყო და მელოდებოდა.როცა დამინახა თვალები შუბლზე აუვიდა
-რა ლამაზი ხარ გვანცა.
-მადლობა შენც კარგად გამოიყურები
ხელი მომკიდა მანქანის კარი გამიღო და ჩასაჯდომად მიბიძგა.
კაფეში მივედით კარგი გარემო იყო.დროც კარგად გავატარეთ .ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა სანამ სახლში მიყვანილს ხელი არ მომკიდა და კოცნა არ დააპირა.აი აქ უკვე ტვინში ამასხა.
-რას აკეთებ?
-რა იყო არ გინდა ,რომ გაკოცო?
-არა არ მინდა თავი დამანებე შემეშვი.
-უარს ვერ მეტყვი.ჩემთვის უარი არავის უთქვამს .
-ხოდა მე ისტორიას შევქმნი.მაინც არ დანებდა ცდილობდა ეკოცნა ძლივს დავუძვერი.ალბათ ამას ვერც მოვახერხებდი ხელი რომ არ გამერტყა სახეში,(და სახლში ავვარდი)საზიზღარი რა ეგონა .ჩემთან იმას ვერ მიაღწევს რაზეც სხვები დაუფიქრებლად თანხმდებიან .თავხედი რა ეგონა.ამ ფიქრებში ჩამეძინა და სიზმარიც საშინელი იყო სანდრო მესიზმრა თითქოს იცინოდა,თუ დამცინოდა არ ვიცი/მთელი ღამე არ მიძინია ,აქაც არ მანებებს თავს .დილიდ ხუთი საათისკენ ჩამეძინა მხოლოდ .ძლივს გავიღვიძე ,როდესაც ტელეფონმა დარეკა.6 საათი იქნებოდა.რეზი იყო.
-გოგო დღეს უნივერსიტეტში ერთად მივდივართ ბავშვები და ცხრისკენ გამოგივლით.
-კაი რეზი კაი.
-რა ხმა გაქვს რამე მოხდა?
-არა უბრალოდ ვერ გამოვიძინე და
-კაი ..
-დროებით-
-დროებით საყვარელო.
ტელეფონი გავუთიშე და გავემზადე ვარჯიშისთვის დღეს რატომღაც მომინდა მევარჯიშა.გარეთ გავედი თან მუსიკას ვუსმენდი.მოსახვევიდან კი უცბან მოტოციკლი გამოვარდა ,თავიდან ვერც მივხვდ რა ხდებოდა ,დავიბენი.მაგრამ საბედნიეროდ გადამარჩინეს.შეძლებისდაგვარად მალე გამომწია სანდრომ .არ ველოდი.
-მერამდენეჯერ უნდა გადაგარჩინო გოგო?გვერძეც გაიხედე ხოლმე.
-მადლობა.(გავუღიმე და წამოსვლა დავაპირე გუშინდელის მერე მასთან ჩხუბის თავი აღარ მქონდა.ძალიან გაუკვირდა მასთან მიმართებაში ერთი სიტყვით ,რომ შემოვიფარგლე და გამჩერა)
-რა მოხდა გვანცა რა ბზიკმა გიკბინა .რომ არ მეპასუხები და ჩხუბიც არ დაგიწყია.(ირონიული ღიმილი აეკრა სახეზე)
-(სევდიანად გამეღიმა და ესღა ვუთხარი)გთხოვ ხელი გამიშვი შენთან კამათის თავი არ მაქვს.
-რატომ რა მოხდა?ხასიათზე რატომ არ ხარ?(საოცრად გამიღიმა )
-არაფერი დამანებე თავი.
-გთხოვ მითხარი რა მოხდა.სახე ჩამოგტირის.
-არაფერითქო და გამიშვი ხელი.(დავუძვერი და უკან მოუხედავად გავიქეცი და გავაგრძელე ვარჯიში).
სახლში ,რომ მივედი 8 ის ნახევარი იყო უნივერსიტეტისთვის გამზადებას შევუდექი და მალევე უკვე მზად ვიყავი მიუხედავად იმისა ,რომ დღეს ყველაფერი მესიკვდილებოდა.
უნივერსიტეტში ,როცა შევედი ჩემს მეგობრებს ერთად მოეყარათ თავი და დამიძახეს თუმცა ახლა მათი თავი არ მქონდა ამიტომაც ღიმილით ვუპასუხე და გვერძე ჩავუარე ,რომ აუდიტორიაში შევსულიყავი
-გვანცა გვანცა მოდი.(ჩემი ურეაქციოების შემდეგ გაკვირვებული სახე მიიღო ზურამ და ზოგადად ყველამ)
-რა სჭირს ნეტავ ?ასეთი არასდროს მინახავს.(იკითხა რეზიმ და მზერა გოგონებს მიაპყრო)
-ბიჭო დღეს დილით შევხვდი და ისე უხასითოდ იყო ,რომ არც ხმაც არ გაუცია ჩემთვის.
-მაგას ჩვენ გავიგებთ რაც სჭირს(დაინტერესებულმა გოგონებმა ამოილაპარაკეს)
-ხო მიდით და თუ რამე სერიოზულია გაგვაგებინეთ.
-კარგი ,ახლა ლექცია იწყება და შევალთ ჩვენ.
-კაი მიდით .ველოდები თქვენგან ზარს(რეზი)
-კაი დროებით.
აუდიტორიაში მათ და ლექტორის შემოსვლა ერთი იყო.ხელით მანიშნეს რა გჭირსო მე კი უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.მაგრამ აშკარა იყო,რომ არ დაიჯერეს .დაეჭვებული თვალებით მიყურებდნენ.
ლექციების შემდეგ ჩემთან გამომყვნენ .რათქმაუნდა იმისთვის ,რომ ჩემი უხასიათობის მიზეზი გაეგოთ
-გვანცა რა გჭირს.ხასიათზე რატომ არ ხარ?
-არაფერი სერიოზული დაივიწყეთ.
-სერიოზული ,რომ არ იყოს ხასიათს არ გაგიფუჭებდა(დაამატა სალომ)
-მიდი თქვი დროზე
-აუუ.გუშინ ,რომ პაემანზე დამპატიჟეს ხომ გახსოვთ ?ხოდა როდესაც სახლში მომიყვანა გიორგიმ ჩემი კოცნა დააპირა და მიუხედავად იმისა ,რომ უარზე ვიყავი ძალით სცადა იგივეს გაკეთება სანამ ჩემი სილა არ მიიღო.ძლივს დავუძვერი/
-საზიზღარი მაგას არა არ ესმის.ვანახებთ მოიცადე შენ ბიჭებს ვეტყვი.თან იცნობენ მაგას.
-ჩემს თავს გაფიცებთ არ უთხრათ.ხო იცით ეგენი აშარდებიან და მუშტი-კრივს გამართავენ.
-აბა ის კარგი იყო იმ არამზადამ გოგო რომ დაგვინაღვლიანა?(ეს თქვეს და მომეხუტნენ ჩემი გოგოები)
-კაი არაუშავს დავივიწყებ.
-მაგან მოიცადოს პროსტა.(თქვა სალომ)
-გეყოთ ,რომ ვთქვი არ ეტყვით თქო ესეიგი ეგრე იქნება.
-კარგი რა გვანცა..
-ჩუმად არათქო და მორჩა.
-კარგი ხო..არ ვეტყვით.
-შემპირდით
-გპირდებით(ერთხმად თქვეს)
საღამოს წავიდნენ გოგონებიც და მეც მარტო დამტოვეს.

-------------------------------------
ტელეფონზე ზარია;
-ალო რეზი
-მარი მოგიყვა გვანცამ რაში იყო საქმე.?
-კი მაგრამ პირობა დაგვადებინა ,რომ არ გეტყოდით.
-ეხლა არ დამაწყებინო ლოცვა კურთხევა თქვი რაშია საქმე
-კი მაგრამ მან.........
-მარიიი!
-ხო კაი.გუშინ ეგ ერთმა ბიჭმა უბნიდან,თქვენც იცნობთ მგონი გიორგი ღლონტი,დაპატიჟა პაემანზე .ხოდა სახლში ,როცა მოიყვანა გვანცას კოცნა დაუპირებია .გვანცას კი უარი უთქვამს და მასაც ძალით უცდია იგივეს გაკეთება .ძლივს დაუხსნია თავი.სახეშიც გაურტყამს
-რაა გოგო?ეგ როგორ იკადრა იმ ს**მა.?
-რაა გოგო?რა გაუკეთებია?მაგას ..აი პროსტა ნახოს რა ელის.(სანდროს ღრიალის ხმა გაისმა ტელეფონში)
-რეზი ბიჭებიც მანდ არიან?და გაიგეს ?მომკლავს გვანცა
-კი აქ არიან და ახლა ნახოს მაგან სადაც გადაგვეყრება იქ მივხედავთ.
ტელეფონი გათიშა .მარიმ კი შეშინებულმა დამირეკა.
-გვანცა გვანცა ბოდიში რა.
-რა იყო მარ?ხო მშვიდობაა?
-რეზიმ და საერთოდ ბიჭებმა ყველაფერი გაიგეს.რეზიმ ძალით მათქმევინა.
-კარგი რა კარგი რა ხომ გთხოვე არა..
-მაპატიე
-კაი კაი .
გავუთიშე და იმაზე ფიქრი დავიწყე ახლა რა უნდა გამეკეთებინა ,საბედნიეროდ თ საუბედუროდ ამ ღამეს მშვიდობა იყო.ამ ფიქრებში ჩამეძინა .მეორე დღეს უნივერსიტეტში ლექციებმა თვალის დახამხამებაში გაიარეს.თუ უფროსწორად ასე მომეჩვენა ,რადგან მოსალოდნელ "საფრთხეზე" ვფიქრობდი მთელი დღე,გოგოები ლექციების შემდეგ ერთად წავედით ბიჭებმა კი გამოგვაცილეს.სადარბაზოსთან ,როცა მივედით გიორგი მისდა საუბედუროდ იქ იყო ,მანქანიდან გადმოდიოდა.ჩემი დანახვისას თვალი ჩამიკრა თუმცა მე არ შევიმჩნიე ვითომც არაფერი ,მაგრამ რად გინდა .სალომ ზურას და რეზის თვალებით ანიშნა ეს არისო.ეს ჟესტი სანდრომაც შეამჩნია და გიჟივით გაექანა მისკენ.და ისე ,რომ გიორგი აზრზეც ვერ მოვიდა რა ხდებოდა უკვე ძირს ეგდო და ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
-რა იყო რა დავაშავე?
-რა იყო და გვანცას არასწორად შეეხე ძმაო და ახლა მაგის გამო დაისჯები(კიდევ ერთხელ დაარტყამდა მე რომ არ შემეჩერებინა.
-გაჩერდი სანდრო გთხოვ ,მე უკვე დავივიწყე.
-მე არა და გაიწიე ახლა.
-არა არ გავიწევი ამ არამზადას გამო თავი რატომ უნდა დაიმცირო.?
-გვანცა!
-რა ?ჩემი საქმეა ეს.შენ არავინ ხარ ჩემთვის არავინ (გაბრაზებული ხმით ვუყვირე და ტირილით სახლისკენ გავიქეცი)
გოგოებიც უკან გამომყვნენ .გიორგის კარგი დღე არ დაადგებოდა.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann momwonss ess istoria...gaagrdzelee ogondd cota did I tavebi dadee...ar daagvianoo raa
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი buterfly

gvanciii kereselidze
Dzaliann momwonss ess istoria...gaagrdzelee ogondd cota did I tavebi dadee...ar daagvianoo raa




Shevecade didi gamosuliyo..es tavi.da araa?

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

წინა თავებთან შედარებით კიი ...აღარრ დაგვიანოო რაა
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent