შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მეოთხე ნაწილი )


28-08-2016, 01:17
ავტორი lisebeth
ნანახია 3 988

თიკოს ემოციებმა გადაუარა. თავი დაიმშვიდა და ბავშვთან საუბარი განაგრძო.
-როდესაც გოჩას შეხვდი შენზე შთაბეჭდილება მოახდინა არა?
-ჰო, ის ძალიან თბილი და ყურადღებიანია არა მხოლოდ ვიკასთან არამედ ყველასთან. თავის ცოლთანაც... მეც რომ მყოლოდა ასეთი მშობლები...
-მოდი ასე შევთანხმდეთ. როცა მე გთხოვ ჩემთან სეანსზე ისევ მოხვალ კარგი? ბავშვმა თავი დააქნია
- თავს უკეთ გრძნობ როცა იმას ამბობ რისი თქმაც გსურს მაგრამ არ გამოგდის? ბავშვმა ისევ თავი დააქნია მაში ახლა წავიდეთ. იმედია მალე შევხვდებით ქალმა ბავშვს ხელი მოხვია და გარეთ გამოიყვანა. თვითონ თეონასთან ერთად უკან მოჰყვებოდა.
-აბა?
-არამგონია რამე ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდეს , უბრალოდ ყურადღება და სიყვარული აკლოა.
-გგონია რომ ამ სეანსებით მას სიმართლისთვის შეამზადებ?
-მგონი კი. მით უფრო , რომ დღეს ისეთი რამ მითხრა რასაც არ მოველოდი.
-რაო?
-მინდა , რომ გოჩასნაირი მამა მყავდესო.
-ერთი ნახვით ამხელა შთაბეჭდილება როგორ მოახდინა? დავიჯეროა სეთი კარგია?
-კარგი ადამიანია. შეცდომებმა ბევრი რამ ასწავლა-
გოგონები ჭიშკარს გადმოსცდნენ. თიკოს ერთი წამით დაავიწყდა რაზეც საუბრობდა. ლუკა და ვიკა იქვე. აბულაძეების ჭიშკართან იდგნენ. გოგომაა ხლადგარეცხილ მანქანაზე იყო მიყუდებული. ლუკას ჩანთა ზურგს უკან მოეგდო. ორივე მხიარულად იცინოდაა.
-ლუკა? აქ ხარ?
-ჰო ოცნება აგიხდა დედიკო ჭიშკართან ვიყავი თორნიკემ დამირეკა აგარაკზე ჩემი მშობლები წავიდნენო. ქარი ყოფილა წუხელ და სახურავი დაუზიანებია
- მერე ამ პაპანაქებაში რას გამდგარხართ ჩრდილში მაინც გადაწეულიყავით
-რა გითხარი შენი კლასელია-მეთქი მხარი გაკრა ლუკამ ვიკას
- კაი ჰო მოგცემ ჩემს წაგებულს
- ეს ვიკაა?
- წასჩურჩულა თეონამ მეგობარს
-კი
-დედა შეიძლება წინ სახლში მაინც შევიდე თუ მალე იმასაცც იტყვი თამუნასთან წოწიალს დაეჩვიეო?
- მოიცა ცოტა კიდე დაცხეს აუზს ავავსებთ . - ოცნებას მიეცა ვიკა და თან თმები გაისწორა დიდი ქალივით. თიკოსბსაუბარი აღარ გაუგრძელებია. ლილისკენ შებრუნდა რომელიც თეონას მანქანაზე იყოა ყუდებული და ტელეფონს ათამაშებდა
-მეტიჩრობისთვისაა შექმნილი- დაასკვნა თეონამ
-კარგი ბავშვია მაგრამ ცოტას ურევს ხოლმე. განა მარტო სხვებთან
- ჩემი საბრალო ლილი მაგის ხელში
-კაი არც მასეთია ახლა...
-წავიდეთ ლილი?
-ჰო...- მოწყენილი ხმით თქვა ბავშვმა
-ლილი კარგად .. მალე შევხვდებით
ძიძამ წვენი მოუტანა ვილას და ლუკას და. ნამცხვარიც მოაყოლა.
-ტორტი ისეთი დიდი იყო დარჩა კიდევაც
- ვა კარგია გუშინ არ მიჭამია- გაუხარდა ბიჭს
- რა თქვი სად მივდიოდიო?
-ძმაკაცისა გარაკზე მარა ქარმა შეგბიშალა ხელი.
-კარგი აგარაკი აქვს?
-ძალიან მაგარი. გაგიჟდები რომ ნახო. ჩემ ძმაკაცსაც ყავს ძიძა . ახლა იქ ცხოვრობს აგარაკზე. ახლა აბა ძიძა რაღად უნდა და იქ გაუშვეს სახლის მომვლელად. რომ ავდივართ ხოლმე და წვეულებებს ვაწყობთ ის ქალი. თოკოს მშობლებსა რ ეუბნება. შვილივით უყვარს და რამე ხო ხვდები და ასე რომ ვთქვათ ხელს აფარებს
-წვეულებებს აწყობთ?
-ჰოა ბა დასაძინებლად ხომა რ ავალთ. ერთხელ რომ წავალ წაგიყვან გინდა? გოგონებიც მოდიან ხოლმე. ჩვენი კურსელები ან უბრალოდ მეგობრები ვიკას სახე გაუნათდა მაგრამ მალევე მოიღუშა
-არ გამომიშვებენ
-მაგას გამოვასწორებთ
-რავიცი, იქ ყველანი დიდები იქნებით. მე რა მინდა ?
-შენ ისე მაღალი ხარ 1-2 წელს წაიმატებ -ვიკას გაეცინა
- უი მარათლა ჩემს კლასელს შენთან რა უნდოდა?
-დედაჩემის დაქალს მოყვა. დედაჩემის პაციენტია. დედამ მარტო შეიყვანა თავის კაბინეტში -აფრენს კიდეც? ვაააჰ...
- დედაჩემი გიჟების ექიმი არაა. ვიკამ მხრებია იჩეჩა და წვენი მოსვა.

$$$
სახლში რომ მოვიდნენ ლილი უკვე დაღლილი იყო.
-წავალ ცოტას დავისვენებ და მერე სამეცადინო მაქვს.
-აბა რაო რა გითხრა შენმა მეგობარმა?
-ლილის ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს. ის უბრალოდ თავს მარტოსულად გრძნობს. არ ვიცი ზუსტად რაზე ისაუბრეს მას ეს არ უთქვამს ,მაგრამ ლილი თავს კარგად გრზნობს. უბრალოდ დაიღალა.
-ის შენი მეგობარი ანაზე რას ამბობს? გამოსწორდება რამეო?
-უნდა გამოსწორდესო. დამიჯერეთ მზია დეიდა თიკო საოცარი ფსიქოლოგია. ის ყველაფერს გააკეთებს რაც გასაკეთებელია. თავს არ დაზოგავს
-ღმერთი შეეწევა. რაც მე დილის მერე მაგას ვლოცავ.
-გაიხარეთ მზია დეიდა. ყველაფერი გამოვა. ახლა მაპატიეთ უნდა წავიდე მეჩქარება...
-ყავა დაგელია შვილო.
-არა ძალიან მეჩქარება.
-გმადლობ

&&&
რამდენიმე კვირა გავიდა მას მერე რაც ანა და ლილი ერთმანეთის მონაცვლეობით დადიოდნენ თიკოსთან. ანა თავისი ფეხით მიდიოდა ხოლმე. თეონას აღარც სთხოვდა წაყოლას. ლილი კი წესისამებრ თეონას მიჰყავდა და მერე ელოდებოდა კიდეც. იქ სიარულისას რამდენჯერმე შეეჯახნენ ერთმანეთს ლილი და ვიკა. ხან ჭიშკართან ხედავდნენ , ერთხელ კიდევ თვითონ იყო მოსული და ლუკასთან ერთად ეზოში ღლაბუცობდა. როდესაც თიკომ ის თავის კაბინეტში შეიყვანა გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო. ვიკა აუცილებლად მიხვდებოდა იქ რისთვისაც დადიოდა.
-შენს მეზობლებთან რა ხდება? _ჩაეძია თეონა როდესაც ლილის წამოსაყვანად მოვიდა. იმ დღეს დარჩენა და დაცდა ვერ მოახერხა და ორ საათში მოვიდა.
-წარმოდგენა არ მაქვს. მხოლოდ ვიკას ვხედავ. ხანდახან ლუკასთან მოდის. თამუნა დიდი ხანია აღარ მინახავს. მასთან ურთიერთობას თავს ვარიდებ. არც ვიცი თვალებში როგორ შევხედო და მოვატყუო.
-მერე? ეს არ ეუცნაურებოდა?
-თავიდან მირეკავდა. დიდხანს ვჭორაობდით მერე კიდევ...რეკვაც შეწყვიტა. უკვე კვირაზე მეტია აღარ დაურეკავს. არც იცი რა უხერხულში ვარ
-ასე ცუდია...უნდა დაელაპარაკო.
-და რა ვუთხრა? სიმართლე?
-რავიცი. ლუკა სად არის?
-უნივერსიტეტში. გამოცდები მოახლოვდა და დაიწყო სიარული. ისე არ იკლავს მაინც და მაინც თავს.
-კარგი წავედი მე აბა შენ იცი. გმადლობ ,რომ ასე ადრე დაგვიბარე. მერე არ მეცალა. რაც ახალ პროგრამაში ჩავეწერე აღარაფრის დრო აღარ მრჩება.
-რას ამბობ თეო. დაგირეკავ მერე. ხვალ ანა უნდა მოვიდეს.
თეონამ მანქანა დაძრა და წავიდა. თიკო ის იყო სახლისკენ შებრუნდა ,რომ თამუნა დაინახა. გზაზე მორბოდა. სპორტულები და ბოტასები ეცვა, ქერა თმა ცხენის კუდივით შეეკრა, ყურსასმენები გაერჭო და ნელი სირბილით მოუყვებოდა ბილიკს. ღობესთან გაჩერდა და ცოტა ხნით მუხლებს დაეყრდნო. ეტყობოდა ,რომ ძალიან დაღლილიყო, თანაც მზე უკვე კარგა გვარიანად აცხუნებდა.
ყურსასმენები მოიხსნა და ტელეფონთან ერთად ჯიბეში ჩაიტენა. ახლა უკვე სიარულით მოდიოდა. ის იყო თმა ხელმეორედ აიწია ,რომ მისი და თიკოს მზერა ერთმანეთს შეხვდა. თამუნამ თვალი აარიდა და თავისი სახლისკენ გადაუხვია.
-თამუ_ ვერ მოითმინა და მიაძახა
-ჰო...
-როგორ ხარ?
-რავიცი! ისე არ მეგონა თუ გაინტერესებდა
-კარგი რა. ხომ იცი, რომ მასე არაა?
-არ ვიცი _ მხრები ასწია თამუნამ
-ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
-ჰო, ვიყავით და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდი. გოჩას სულ იმას ვეუბნებოდი ,რომ შენნაირი მეგობარი აქამდე არ მყოლია. შენი ნახვა და შენთან ურთიერთობა მიხაროდა. მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
-მასე არ არის..._ეცადა როგორმე აეხსნა სიტუაცია, მაგრამ აბა რა უნდა ეთქვა. თამუნა სრულიად მართალი იყო
-მე შენ გირეკავდი თითქმის ყოველ დღე. შენი ნახვა მინდოდა შენ კი სულ რაღაცას იმიზეზებდი. ისე შეგეძლო ირდაპირ გეთქვა. ტყუილების მოგონება არ იყო საჭირო
-მე უბრალოდ...მინდოდა მეთქვა, რომ ...
-ძალიან მეჩქარება ! ვწუხვარ... გოჩამ ალბათ უკვე ჩაიცვა და მელოდება. უნდა წავიდე.
-თამუ... _ თითქმის ჭიშკარში შეჰყვა თიკო მაგრამ ქალს მისთვის აღარ მოუსმენია.
-გოჩა უკვე მიდიხარ? _კიბეზე შემოხვდა სანიმუსოდ გამოწყობილი კაცი. ყოველთვის იდეალურ ფორმაში იყო. თიკოს ეს არც გაჰკვირვებია
-მეჩქარება. დააგვიანე ძალიან. მერე მოდი, ჩაიცვი და... უი ისე რამდენი ხანია ერთად აღარ მინახავხართ? გამიკვირდა. ჰო კარგი წავედი დრო არ მაქვს _ ლოყაზე აკოცა კაცმა თამუნას და მანქანაში ჩაჯდა.
თამუნას უკან არ მოუხედავს ისე შევიდა სახლში და კარი მოხურა.
თიკო სულ ერთ წამს იდგა ჩაფიქრებული. მანამ სანამ გოჩამ მანქანა დაქოქა, ღვედი გადაიკრა და წინ ჩაუარა. მანქანა წესიერად გადასულიც არ იყო ქუჩაში ქალი დაედევნა და მოაბრუნა:
-გოჩა...გოჩა...
-გისმენ თიკო
-დღეს გცალია?
-საღამომდე ალბათ არა. მოხდა რამე?
-შეგიძლია როცა განთავისუფლდები დამირეკო? შენთან დალაპარაკება მინდა!
-კი შემიძლია, მაგრამ...
-ჰო...
-უცნაურია. რა მოხდა?
-რაღაც დელიკატურ საქმეზე მინდა დაგელაპარაკო
-კარგი ,როგორც კი მოვიცლი დაგირეკავ.
-არ დაგავიწყდება?
-არა_ გოჩამ გაიღიმა, მზის სათვალე მოირგო და ისევ დაქოქა მანქანა.
როგორც კი მანქანა თვალს მიეფარა თიკოს ნერვიულობისგან ლამის მუხლები აუკანკალდა ახლა რა უნდა ექნა? ახლა რა უნდა ეთქვა გოჩასთვის? თამუნას რეაქციამ წყობიდან გამოიყვანა და არც კი დაფიქრდა ისე დაინიშნა შეხვედრა გოჩასთან.
ახლა რაზე უნდა ესაუბრა მასთან.
ლამის ჟრუანტელმა დაუარა ტანში. თავი ასე უმწეოდ და უსუსურად აქამდე არასოდეს ეგრძნო. თითქოს ვიღაცამ ღრმა ძილიდან გამოაღვიძაო.
უკან მობრუნდა და სახლში შეარბაცდა. ტელეფონი აიღო და მომხდარის შესახებ თეონას მისწერა.
მისგან მხოლოდ მოკლე პასუხი მიიღო
‘’-რაა?’’
‘’-რა ვქნა თეო? ნეტა გენახა თამუნა რა სახით მელაპარაკებოდა. თავი მოღალატედ ვიგრძენი.’’
‘’-ახლა არ მითხრა ,რომ ყველაფრის მოყოლას აპირებ. ნუ მაშინებ თიკო. არავინ არ არის ახლა მზად ამისთვის.’’
თიკომ ღრმად ამოისუნთქა. არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. თვითონაც არ იყო დარწმუნებული იმაში აპირებდა თუ არა გოჩასთვის რაიმეს თქმას. არ იცოდა ეყოფოდა თუ არა ძალა, გამბედაობა, მოთმინება...
‘’-არ ვიცი. მინდა გოჩას დაველაპარაკო. 3 კვირაა ანასთან და ლილისთან სეანსებს ვატარებ და წინ ვერ წავედით. უბრალოდ ვსაუბრობთ. მინდა ეს ნაბიჯი გადავდგა. მინდა გოჩას დაველაპარაკო. როგორც კი შევხვდები მოგწერ’’
პასუხმა დაიგვიანა. რამდენიმე წუთი გავიდა. თხუთმეტი წუთი...უფრო მეტიც... და ბოლოს დივანზე წამოწოლილს ჩაეძინა.
ხუთი ხდებოდა მობილურის ზარმა გააღვიძა. ეკრანს დახედა და გოჩა იყო. თვალები მოისრისა და უპასუხა.
-გოჩა?
-თიკო როგორ ხარ?
-ჩამძინებია. ღმერთო რამდენი ხანია მძინავს _მაჯაზე საათს დახედა ქალმა.
-შენთან საქმე მაქვსო და გირეკავ. ერთ საათში სახლში ვიქნები და გამოდი.
-სახლში?
-ჰო...
-სიმართლე გითხრა მერჩივნა სადმე მარტოს გვესაუბრა.
-თიკო რამე ხდება?
-უბრალოდ მინდა ,რომ დაგელაპარაკო. თუ არის ამის საშუალება და მიმიღებ...
-ჩემთან ოფისში მოდი. ერთ საათში მეცლება ან შეიძლება ნახევარ საათშიც. აქ არავინ შეგვაწუხებს . მაგ დროისთვის მხოლოდ დარაჯი იქნება. ჩვენ ოფისში დავსხდებით და დავილაპარაკებთ.
-ძალიან კარგი. მეც ეს მინდოდა.
-მასინ გელოდები
თიკომ ტელეფონი გატიშა. ცოტა ხანს კიდევ იჯდა ასე. გაბრუებული იყო შუადრის ზილისგან და საფეთქლები სტკიოდა. უჯრიდან წამალი ამოიღო და დალია. მერე ტანზე გამოიცვალა, უფრო მოხერხებულად ჩაიცვა და წასასვლელად მოემზადა. მსახურს დაუბრა შეიძლება შემაგვიანდეს და ჩემი ქმარი გააფრთხილეო.


&&&

ლილი შემოსასვლელში დივანზე იჯდა და მზიას ახლადგამომცხვარ კექსს ჭამდა. ხელში ტელეფონი ეჭირა და მთელი არსებით იყო შიგნით ჩამძვრალი. ცოტა ხანს რაღაცაზე ფიქრობდა . მერე საზიებო სისტემაში ლუკა ბერიძე ჩაწერა და დაელოდა. აინტერესებდა მის ‘’კედელზე’’ რაები იყო გამოქვეყნებული ან როგორი ადამიანი იყო.
ბოლოს წინა დღით აეტვირთა მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო. მანამდე კიდევ რაღაც ფოტო. იმის წინ კი ვიკასთან ერთად გადაღებული ფოტო. ეს ის დღე იყო თიკოსთან მისულმა ბარსი რომ დაინახა ნაყინს როგორ ჭამდნენ ერთად და თან იცინოდნენ. ვიკას სწორედ ის ლურჯი მაისური ეცვა.
ცოტა ხანში თავისმა ძველმა კლასელმაც მოიკითხა. დიდხანს არ უსაუბრიათ. კარის ხრიგინი ,რომ გაიღო იფიქრა ბებო მოვიდაო. ცოტა ხნის წინ ჩასულიყო მაღაზიაში.
-ბებო შენ ხარ? მოდი შენ რომ ფილმს უყურებ უკვე დაიწყო.
შემოსასვლელში ვიღაცის ფეხის ხმა გაჩერდა ... აღარ ისმოდა.
ლილიმ ის იყო თავი წამოსწია გასახედად,რომ ანა შემოვიდა. ხელში ორი პოლიეტილენის პარკი ეჭირა. სახე დაძაბული და დაღლილი ჰქონდა.
გოგონა უკან სავარძელში ჩაეშვა. იცოდა, რომ მასთან აზრი არ ჰქონდა გამოლაპარაკებას. ისევ ტელეფონს დასწვდა.
-სტაფილო და კარტოფილი მოვიტანე. გზაში დამირეკა.
ლილიმ ტელეფონი ცხვირს ქვემოთ ჩამოსწია და უცნაური მზერა გააყოლა ქალს.
არაფერი უთქვამს. მხოლოდ უყურებდა.
ერთი წამით ისიც კი გაიფიქრა მომესმაო, მაგრამ დარწმუნებული იყო ასე არ ყოფილა
-შეგიძლია გამომართვა?
ლილიმ ამჯერად თავი გააქნია ხომ არ მომესმაო ისე ,რომ არ შეემჩნია. მერე გაიფიქრა არ ეგონოს უარს ვეუბნებიო, ტელეფონი დივანზე დააგდო და ფეხზე წამოხტა.
ჩანთები გამოართვა და სამზარეულოში შეიტანა.
სანამ თასზე ამოალაგებდა რამდენიმე წუთი გავიდა.
ანამ ხელჩანთა მოიხსნა და წელში ბოლომდე გასწორდა. რაღაც ემოციების და ნერვიულობის მსგავსი თვალებზე მოაწვა. ისე ძლიერად ,რომ მზედა დაუბინდა. ხელი შემოსასვლელსა და მისაღებს შორის კარს შაშველა. წამით ასე იდგა გაშეშებული და შინაგან ცახცახს მოეცვა.
რამდენიმე წუთში ლილი მისაღებში ნელი ნაბიჯით გამოვიდა, მაგრამ ანა იქ აღარ დახვდა.


&&&

თიკომ გოჩას ოფისის კარზე დააკაკუნა. როგორც კი შესვლის ნებართვა მიიღო სახელური დასწია და შიგნით შევიდა. კაცი ჯერ ისევ ქაღალდებში იყო ჩაფლული და საქმიანად გამოიყურებოდა. როგორც კი დაინახა ვინ იყო მასინვე გაუღიმა და დაჯდომა შესთავაზა.
-აბა, ყავას დალევ? მგონი ჩემი მდივანი ჯერ არ წასულა
-სიამოვნებით. უშაქრო თუ სეიზლება
გოჩამ ტელეფონი აირო და მდივანს ორი ყავა მოატანინა.
-შეგიძლია სახლში წახვიდე სოფო. ხვალამდე!
ქალმა მხოლოდ გაუღიმა უფროსს და ოთახიდან გაქრა.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.არც ერთი არ იღებდა ხმას. რაღაცნაირი უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ბოლოს საუბრის წამოწყება გოჩამ აიღო საკუთარ თავზე.
-შენ და თამუნას ამ ბოლო დროს ვეღარ გხედავთ ერთად. მოხდა რამე თქვენს შორის?
კაცმა ზუსტად იქედან დაიწყო საიდან დაწყებასაც თავად აპრებდა ,მაგრამ ვერ ამბობდა. თიკომ ამოისუნთქა.
-მგონი სათქმელს მიგიხვდი ხო?
გაიღიმა გოჩამ,მაგრამ თიკოს იგივეთი არ უპასუხნია.
-რა მოხდა თქვენს შორის? _ ტონი დაასერიოზულა გოჩამ_ სულ ერთად იყავით. ის შენით აღფრთოვანებული იყო.
-ვიცი და მეც ზუსტად იმავეს ვგრძნობ და ვფიქრობ რასაც ის. ის ძალიან კარგი ადამიანია და მე მას ძალიან ვაფასებ.
-და მაშინ რაში მდგომარეობს პრობლემაა?
თიკომ ყველაზე არასასურველი შეკითხვა მიიღო. ამის გაგონებამ შიში მოჰგვარა.თავი არაკომფორტულად იგრძნო და სავარძელში წრიალს მოჰყვა.
-თიკო, ხომ იცი შეგიძლია სრულიად მენდო? მითხარი რა პრობლემა გაქვთ შენ და თამუნას? არამგონია რაიმე გასაყოფი გქონდესთ ხომ?
-პრობლემა ჩვენში არა? _ ძლივს ამოილუღლუღა ქალმა
-ვერ მიგიხვდი..._იგივე ტონით დაუბრუნა პასუხი გოჩამაც
-პრობლემა ჩვენში არ არის. პრობლემა შენშია.
გოჩას არადამაჯერებლად გაეღიმა და ხელები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს.
-მოიცა თიკო... მე რა შუაში ვარ?
-მე რაღაც ვიცი გოჩა. რაღაც გავიგე შენი წარსულის შესახებ. ამის მოყოლის უფლება არ მაქვს ,მაგრამ ამას იმიტომ გეუბნები ,რომ რამდენიმე კვირის წინ თამუნამ თავად მიამბო. ეს ამაბავი თქვენთვის საიდუმლო არ არის. ამ საიდუმლოს ძალიან ბევრი რამ შეუზლია დაანგრიოს და გაანადგუროს.
-კი მაგრამ ჩემზე რაა იცი? თამუნამ რა მოგიყვა? _სახეზე უფრო მეტი შესფოთება დაეტყო კაცს. თითქოს მიხვდა რაზე იყო საუბარი.
-შენი ლორდობის ამბავი ვიცი...
გოჩას სახეზე ნერვიულობამ პიკს მიაღწია.
-რაა? თამუნამ...თამუნამ ეს ამბავი მოგიყვა? ჩვენი სცოვრების ძველი და დავიწყებული საიდუმლო? მისგან ამას არ ველოდი. ეს...
-გოჩა ...
-მას არ უნდა მოეყოლა სხვისთვის ის ამბავი რაც მხოლოდ ჩვენს ოჯახს და პირად ცხოვრებას ეხება
-რომ არ მოეყოლა სხვა ბევრ და ნიშვნელოვან ამბავსაც ვერ გავიგებდი.
-რას გულისხმობ? ეს ჩემი წარსული იყო. გზიდან გადავუხვიე და ამას არც ურვყოფ. მე დასამალი არაფერი მაქვს. შეცდომებს ყველა ვუშვებთ.
-ყველა ვუშვებთ_მშვიდად დაუქნია თავი თიკომ
-თამუნას მოუწევს პასუხი გამცეს იმაზე რატომ ჭორაობს ჩვენს ოჯახზე სხვებთან_ გოჩა ფეხზე წამოხტა და წასვლა დააპირა.
-არამგონია თამუნას ჩემთან ამ ამბის მოყოლით იმაზე დიდი ცოდვა ჩაედინოს რაც შენ იმ ღამით ჩაიდინე.
თიკოს ამჯერად სრული სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ეწერა სახეზე
-საერთოდ არ მესმის რაზე მესაუბრები _ხელი აიქნია კაცმა
-ჰოო? გაგახსენო?
-თიკო, სენ ჩემს პირად ცხოვრებაში ერევი ...ამის უფლება არ გაქვს...
-მაქვს როცა ეს კიდევ ორ ადამიანს ეხება...მინიმუმ ... იმან რაც შენ წლების წინ ჩაიდინე ადამიანებს ცხოვრება დაუნგრია. შენ კი ასე მშვიდად ხარ და ცხოვრებას განაგრძობ
-უკვე გითხარი, რომ არ მესმის რაზე მელაპარაკები
-რაც პლაჟზე მოხდა შენსა და იმ გოგოს შორის რომელიც გააუპატიურე.
გოჩა სულ ერთი წამით იდგა გაოგნებული. მერე თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო ისე წაბარბაცდა და სავარძლამდე მივიდა. კარგა ხანს იდგა თიკოსკენ ზურგით და ქუჩაში იყურებოდა. თვალები სევდიანი და წყლიანი ჰქონდა. თიკოს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის დაინახა როგორ მოისვა კაცმა ხელი კისერზე...
ზუსტად იმ ადგილას დადაც წლებით ადრე ლამაზი ასოებით ეწერა ‘’LORD’’

__________
მგონი ცოტა დამაგვიანდა ხომ?
სამწუხარო სახლშია რ ვიყავი და ვერ დავდე
ბოდიში და ისიამოვნეთ.
მიყვარხართ ყველანი



№1  offline წევრი aNuGi

ვაიმე სულ მაჟრიალებს რომ ვკითხულობ.
საოცარი ისტორიაა!
ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად, იცოდე აღარ დააგვიანო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline მოდერი Behandice

მომწონსს ძალიან კარგიაა,მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და არ დააგვიანო heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

დადამ .... რა ადგილას გაწყვიტე

მალე დადე აღარ დააგვიანო.ძალიან საინტერესო გამოგივიდა.

 


№4  offline წევრი lisebeth

aNuGi
ვაიმე სულ მაჟრიალებს რომ ვკითხულობ.
საოცარი ისტორიაა!
ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად, იცოდე აღარ დააგვიანო <3

Behandice
მომწონსს ძალიან კარგიაა,მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და არ დააგვიანო heart_eyes

lalita
დადამ .... რა ადგილას გაწყვიტე

მალე დადე აღარ დააგვიანო.ძალიან საინტერესო გამოგივიდა.

დიდი მადლობა გაიხარეთ <3 მიხარია თქვენი კომენტარები <3

 


№5  offline წევრი (((end)))

აუუუუუ მალეე დადე რა შემდეგი disappointed ცუდადდდ ვარრრ,ემოციებით ვკითხულობდი და ეხლა რაღაცნაირად ვარ joy მგონი დღეს ვერაფერს ვეღარ წავიკითხავ

 


№6  offline წევრი loveblee

dzalian magaria da male dade ra <3
--------------------
X.o.X.o Loveblee

 


№7  offline წევრი lisebeth

nia12nia
აუუუუუ მალეე დადე რა შემდეგი disappointed ცუდადდდ ვარრრ,ემოციებით ვკითხულობდი და ეხლა რაღაცნაირად ვარ joy მგონი დღეს ვერაფერს ვეღარ წავიკითხავ

loveblee
dzalian magaria da male dade ra <3

heart_eyes heart_eyes ყველას დიდი მადობა. ზუსტად ეგ ემოციები მინდოდა მომეტანა ტქვენამდე .მიხარია თუ გამომივიდა heart_eyes

 


№8  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ამ სათაურით ადრე სხვა ისტორია მქონდა წაკითხული მეთქი ისააათქო და შემეზარა კითხვის დაწყება,მაგრამ მოდი ვნახავთქო დღეს და გავხსენი და სულ სხვა რაღაცა დამხვდა რამაც შემძრა :( ძალიააან დიდი ემოციაა ამ ისტორაში რომელმაც მე ლამის დამცალა ისე ცუდად ვარ ეხლა იმდენად განვიცდი ლილის და ანას ტკივილს გოჩაც არაა კარგ დღეში :( აზზრზე არ ვარ რა მოხდება❤❤❤ასეთი ისტორია მე ჯერ არ წამიკითხავს❤❤❤❤სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ დავახასიათო.უბრალოდ ველოდები ახალ ნაწილს❤❤❤❤მინდა ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს❤❤❤❤შეცდომებს ვუშვებთ მაგრამ მისი გამოსწორებაც უნდა შევძლოთ❤❤❤❤❤რთული იქნება და მტკივნეულიც ამის გამჟღავნება მაგრამ ლილიკო განა მართლა რა დააშავა თუ ასეთი ბედი ხვდა წილად :( ანაც სასყიკად მეცოდება დედაა და თან ვერ არის ქალისთვის დედობაა ცხოვრების მიზანი გოჩამ კი წაართვა ის საოცარი გრძნობები :( ვიცი წარსული დავიწყებას უნდა მიეცეს მაგრამ აქ ისეთი რამაა რაც კავშირშია პირდაპირ იმ წარსულთან და ლორდთან ასე რომ არ ვიცი რა იქნება მართლაც ლოგიკურადაც ვერ ვივლებ თავში და ვაყალიბებ ეკუთვნის ლილის ბედნიერება ისევე როგორც ანას ნუ თამუნასა და გოჩას შორის რა მოხდება ვერ გეტყვი. ვიკასთან მგონი ცოტა საქმე გაჭირდებაა მეეჭვება აღიაროს ლილი დად ნუ ძაან წინ გავიჭერი მე :დ დიდი ისტორია გამოვა რამდენიმე თავში ვერ დაასრულებ ამას :(

ძალიან მომწონს❤❤❤

 


№9  offline წევრი მუმუ

დავიწვი ლილის საცოდაობით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent