შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჩე ვიბლიანი სრულად


28-08-2016, 18:42
ავტორი bethelimit
ნანახია 24 399

მთელი წელი ველოდი ზაფხულს, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა. აი ისიც მოვიდა და ისე დაცხა, ისე, რომ ახლა ერთი სული მაქვს როდის დადგება სანატრელი შემოდგომა. დიახ, სანატრელი იმიტომ, რომ შემოდგომაზე ვარ დაბადებული და რაც არ უნდა იყოს ჩემია, რაღაცნაირად, თავისებურად, ჩიტივით ვგრძნობ თავს წელიწადის ამ დროს. არც ცივა, არც ცხელა. მეც ხომ უკიდურესობების სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ... ხოდა დაიცა რასვამბობდი?
მოკლედ, ბევრი ლაპარაკით, რომ არ მოგაწყინოთ თავი ეს გაგანია ზაფხული ძალიან მოქმედებს ჩემზე; ყველაფრის სურვილს და ხალისს მაკარგვინებს, ამიტომაც ქალაქიდან აუცილებლად გასული უნდა ვიყო. სხვა შემთხვევაში ალბათ კედლებზე გავალ, მაცივარზე ავძვრები, ანდაც შიგნით შევძვრები და ისე გავგრილდები. ეგეც თუ ვერ მოვახერხე, უკვე გამწარებული ნატალიას დავახრჩობ. რადგან ვახსენე ჩემი სათაყვანებელი დაქალი, ბარემ ერთი-ორი სიტყვით მასზეც მოგითხრობთ. ესეიგი ნატალია, ნუ პირველ რიგში რაც თავში მომდის ის არის, რომ ეს საკმაოდ რთული თემაა. რაც პირველად აღვიქვი რახდებოდა ჩემს გარშემო, ჩათვალეთ, რომ მაშინ აღვიქვი ნატალიაც. პირველი წამიდან ერთად მოვდივართ. ორივენი 23 ოქტომბერს ვართ დაბადებულები. ჩვენი მშობლები მას შემდეგ დადაქალდნენ რაც პირველად შეიყვანეს ორივე სამშობიარო ბლოკში ადრიანად დაწყებული ჭინთვებით. მეც და ნატალიაც რვა თვიანები ვართ. ახლა ალბათ იფიქრებთ, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, მაგრამ ასეა. ჩასახვიდან რვა თვის თავზე მოვევლინეთ წუთისოფელს სრულიად ჯანმრთელები. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი თითივით ვიცნობ. ვიცი რაუნდა, რას ფიქროს, რას დარდობს, რას განიცდის, რა უნდა ამ ცხოვრებისგან, რომელმაც დედა დაბადებიდან ოთხ წელში წაართვა. ყველაფრის მიუხედავად არასდროს ჩაუქნევია ცხოვრებაზე ხელი და მიყვებოდა ჩვეულ რიტმს. რადიკალურად განსხვავდება ჩემგან. ბევრად უფრო მხიარული, ცოცხალი, ბრაზიანი, საქმის გამრჩევი და ნუ მოკლედ ამ ადამიანში არის ალბათ ყველანაირი გოგოს და ბიჭის თვისებები ერთად თავმოყრილი. დღემდე ვერგამიგია, როგორ შეიძლება ერწამს იყო სინაზის განსახიერება, ხოლო მეორე წუთს ბიჭს ეკაჩავო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დარწმუნებული ვარ არ ღირს ამ მძიმე ამოცანით დავიტვირთო თავი და არც თქვენ გირჩევთ ამას.
როგორც ვახსენე არ მიყვარს ზაფხულში თბილისში ყოფნა, რაც რა თქმა უნდა ყველა ჩემიანმა იცის.
საწოლზე წამოწოლილი სხვა და სხვა პოზებით ვცდილობდი სხეულის ნაწილები კონდიციონერისთვის მიმეშვირა უცებ ოთახში ნატალია, რომ შემოვარდა.
-საკოოო საკოოო ჩემო საკოოოოო ისეთი კარგი ამბავი მაქვს გაგიჟდები პირდაპირ - როგორც ყოველთვის გამეცინა მის ასეთ აღტკინებაზე
-რახდება მაიამის საგზურები იშოვე?
-უფრო უკეთესი გოგო, ვაჩემ (ნატალიას დეიდაშვილი, რომელიც პორველად როგორც კი ვნახე , მაშინვე შეძლო ჩემში უარყოფიტი ემოციების წარმოქმნა თავისი უჟმური ხასიათით და ხისთავიანი სვანობით) დამირეკა გინდა თუ არა ბათუმში წავიდეთ ხვალო. თან ხოიცი სახლი აქვს იქ. ვაიმე ნუიღებ მასეთ სახეს რა, კი ვიცი როდიდად არგეხატება გულზე, მაგრამ ჩემი ხათრით რა, თან ხო ხედავ აქ უკვე როგორ ცხელა
-რაიყო გოგო სიტყვით გამოდიხარ? არა უკეთესიო ისე თქვი, თავი უკვე იბიცაზე მქონდა წარმოდგენილი და ამან ბათუმიო. რაო ვიბლიანს ბათუმზე მეტი ფანტაზია არ ეყო?
არიფიქროთ, რომ ბათუმს ვერჩოდი ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ ამ ბიჭის ყველანაირი სიტყვა თუ საქციელი მაღიზიანებდა და ვცდილობდი ყველაფერზე გამოვკიდებულიყავი. არც თვითონ მაკლებდა.
-აუ ნუ იგესლები რა, ვაჩეს ძმაკაცებიც იქნებიან, თან მითხრა კესო და სალომეც წამოიყვანე თუ გინდაო
-რამდენი ხნით მივდივართ?
-ალბათ ორი კვირით მაინც
-რაა? მაგდენი ხანი მაგ ხისთავიანი სვანის ყურებას ეხუმრები შენ?
-კარგი რა, ყველაფრისგან ნუქმნი ერთ ამბავს. თუ რამეა და აღარ მოგვინდება იქ ყოფნა შეგვიძლია წამოვიდეთ, არავინ გაძალებს გინდა თუ არა იქ უნდა გადაცხოვრდეო.
-კარგი ვიფიქრებ
-სალომე იტყვი ეხლა თუ არა? ხვალ დილით უკვე გავდივართ და დავურეკო თუ არა კესოს?
-კარგი ხო, მართლა აქ ხო არ ამომხდება სული
-ვაიმე შენ ხარ ჩემი საკოოო, ჩემი საკურა რააა
-თავი დამანებე ადამიანო, ჩემი სიამოვნებისთვის მოვდივარ შენთვის კი არა
-ეგ ცათვალე არგამიგია, ეხლა აბრძანდი და მოემზადე. მე კესოს დავურეკავ, ბარემ გაემზადოს ისიც და ჩვენთან გამოვიდეს, აქ დარჩეს ღამე.
სამი საათიც არ იქნებოდა გასული უცებ ჩვენმა უსექსუალურესმა, ულამაზესმა, უჭკვიანესმა, უიდიოტესმა და გადარეულზე გადარეულმა დაქალმა _ კესანემ, რომ შემოგლიჯა კარი, ჩანთა პირდაპირ სახეში მგლიჯა და რისი საშუალებაც სახეზე აფარებულმა ჩანთამ მომცა დავინახე, რომ საპირფარეშოსკენ "მიისეირნა" ორმეტრიანი ნახტომებით. სანამ ამ ქვეყანას დავუბრუნდი შეძლებისდაგვარად, ნატალიას უკვე შეთვალიერებული ქონდა სადარბაზო ვინმემ ხო არ მოსდევდა და ახლა გაოცებული ხან მე მიყურებდა, ხან ნასროლ ჩანტას, რომელიც სახიდან ხელებში ჩამივარდა და იმასაც ვერ ვხვდებოდი, რომ იქვე დივანზე დამედო.
-ღმერთო ეს საპირფარეშო, რომ არ არსებობდეს, ალბათ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა (კესო)
-რა საპირფარეშო გოგო სულ გადაირიე შენ? მეგონა ვიღაც მოგსდევდა
-მომსდევდა? მე? ააა არა უბრალოდ კინაღამ ტაქსიში ჩავიფსი და წამებიტაც, რომ დამეგვიანა ალბათ გექნებოდათ იატაკი მოსაწმენდი
-ღმერთო გადმოგვხედე აა
-რა დროს ეგ არის? რახდება აბა მივდივართ? მოვლენ უკვე? აუუუუ რა ძაალიან მაგარი იქნებააააა. იცოდეთ წინ მე ვჯდები უფრო მალე ჩავალ
-ამოისუნთქე ქლიავო, ხო გითხარი როდაგირეკე ხვალ დილით გავდივართ ექვს საათზეთქო, რატო არ იცი მოსმენა? წინ კიდე მე ვჯდები ისე როიცოდე.
-უუუფ ნათალია რა უხასიათო დინოზავრი ხარ რა. ისე ავფორიქდი ეგ აღარ გამიგია თუ მითხარი
-საერთოდ არ დაგტოვო ეხლა შენ აქ
-ოხ შენც თქვი რაა, რომც დატოვო ხოიცი სულ როფეხით მოუხდეს ჩამოსვლა, მაინც ჩვენზე ადრე ჩავა იქ
-უ შენ გენაცვალე საკო ჩემი "ძევოჩკა" ხარ რაა

___

უკვე დიდი ხანია დამავიწყდა რა გრძნობაა, როდესაც ბუნებრივად გამოგეღვიძება, რასაც ჩემს გადარეულ დაქალებს უნდა ვუმადლოდე. მორიგეობა აქვთ დაწესებული სხვა და სხვა დღეებში რომელი ბა სახლის ერთი ოთახიდან ბოლო ოთახში, სადაც ჩემი საყვარელი საძინებელი მდებარეობს და დამახტება თავზე.
ალბათ გაინტერესებთ სად არიან ჩვენი მშობლები. მამაჩემი ზურიკო, ხოლო დედაჩემი ნინო დიდი ხანია უკვე რაც დაშორებულები არიან და თავიანთ შესაძლებლობებს სხვა და სხვა ქვეყნის დაწესებულებებში ამჟღავნებენ. ზურიკო არქიტექტორია და თურქეთში მუშაობს, ხოლო ნინო გერმანიაში მოღვაწეოს - გინეკოლოგია. ალბათ, სწორედ მან ითამაში დიდი როლი, იმაში რომ მეც სამედიცინოზე ჩავაბარე და პირველი ყველაზე რთული წელიც წარმატებით ჩავამთავრე. მიყვარს, ძალიან მიყვარს ჩემი მომავალი პროფესია. ნეიროქირურგი სალომე მაჩაბელი!!! რა კარგად ჟღერს არა? გერმანიაში მუშაობა ჩემთვის ოცნებაა. არა არა, ოცნებაათქო რომ ვთქვი მოგატყუეთ, ეს უბრალოდ დიდი, ასევთქვათ უდიდესი სურვილი და მიზანია ჩემთვის, რაც სტიმულს მაძლევს და ყოველ ღამეს მათენებინებს, რომ შევძლო ამხელა მასალის სწავლა.
რაც შეეხება ნატალიას მშობლებს, მამამისმა როდესაც გაიგო, რომ მარიკა დეიდა ორსულად იყო, მაშინვე მიატოვა. არ დაივალებულა თავი, რომ ცოლად მოეყვანა და მაშინვე არაკაცურად გაქრა. რასვიზავმთ? ყველა თავიდანვე კაცად ვერ იბადება...
დედას რაც შეეხება უკვე ვახსენე, რომ ნატალიას დაბადებიდან ოთხ წელიწადში გარდაიცვალა და დეიდამ აიღო თავის თავზე პატარა ბავშვის გაზრდა. ასე ცხოვრობდნენ ერთად ვაჩე და ნატალია, სანამ სრულწლოვანი არ გახდა და ჩემთან არ გადმოვიდა.

დილით ექვსს აკლდა ოცი რაღაცა მძიმის ჩარტყმამ რომ გამომაღვიძა, თვალები ძლივსძლივობით დავაშორე ერთმანეთს, ტანი ზანტად ავწიე და ცალი თვალი შევავლე გოგოებს, რომელიც გაბრაზებულები მადგნენ თავზე და ყურებიდან ბოლი გასდიოდათ. ბოლოს უკვე რაც მახსოვს ის არის, რომ ვიკითხე საათი და როდესაც გავიაზრე, რომ ოცი წუთი მქონდა დარჩენილი გადასავლებად, ჩასაცმელად და ზოგადად მოსამზადებლად, გიჟივით გავვარდი სააბაზანოში.

___

-ნატალია სად არის ის შენი სათაყვანებელი სალომე ამდენ ხანს? ჩემს ნევრებს ცდის?
-კარგი რა მოვა სადაცაა. შენ ჯობია ის მითხრა სად არიან ბიჭები
-აქედან პირდაპირ იმათ გავუვლით და ერთად წავალთ
-ვინ და ვინ მოდიან?
-უცხო არავინ: ნიკა, დამიანე და გაბრო, რა იყო რატო დაინტერესდი ასე ძაან?
-აა არაფერი ისე. აიიი საკოც მოდის
ვაჩემ სადარბაზოდან გამოსულ, შორტში და ტოპში გამოწყობილ ქალბატონს შეავლო თვალი და უსიამოვნოდ გადაატრიალა.
ძლივს მოჰქონდა თავისზე დიდი ჩანთა და თან გულში ვაჟბატონს ლანძღავდა
-უზრდელი, უტაქტო, ხეპრე. არ აწიოს ერთი ადგილი და არ დამეხმაროს.
ამფიქრებში იყო უცებ მანქანიდან ვაჩე რომ გადმოვიდა, გამარჯობის თქმით გამოართვა ჩანთა და თითქოს ბუმბული ყოფილიყო, ცალი ხელით მოათავსა საბარგულში.
ამ ჟესტზე სალომე გაშტერდა, მაგრამ სვანის ხავერდოვანმა ხმამ მოიყვანა გონზე
-ჩაჯდები ბოლოს და ბოლოს თუ შენ გარეშე წავიდეთ?
-ჰაა? აა ხო ეხლავე
სასწრაფოდ გამოაღო უკანა სავარძლის კარი და დარცხვენილი ჩაჯდა. ამაზე ვაჩეს ჩაეღიმა და მოწყვიტა მანქანა ადგილიდან.

___

ბავშვობიდან ვერ ვიტანდი მგზავრობას, თან რა უსაშველოს გაიწელა ეს გზაც. იმის მიუხედავად, რომ ვაჩეს ერთ-ერთი ძმაკაცი - ნიკა, ჩვენთან მოკალათდა და მთელი გზა ვაჟბატონის ბღვერის მოგერიებისა, ჩვენი გამხიარულებისა და კესოსთვის თვალების ჟუჟუნის მეტი არაფერი გაუკეთებია, მაინც ეკლებზე ვიჯექი. ამის მიზეზი კი ვიბლიანის ჩემს მზერასთან გასწორებული სარკე იყო, საიდანაც განუწყვეტლად მიმზერდნენ შავი, ნახშირივით თვალები.
შუა გზაში ავიკვიატე გინდათ თუ არა მაღაზიას სადაც დაინახავთ გამიჩერეთთქო. ბოლოს კი ვიწყევლე ჩემი თავი რა მინდოდა მომეთმინა ჩასვლამდეთქო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ოფიციანტივით ვუსმენდი კესანეს და ნატალიას შეკვეთებს რა წამომეღო მათთვის და პარალელურად მანქანიდან გადავდიოდი, უცებ ვაჩემაც რომ გააღო კარი და ჩემთან ერთად გადმოვიდა
-რამენაირად პირადი დაცვის გარეშეც კარგად ვივლი
-და რატომ გგონია, რომ შენს დასაცავად გადმოვედი?
-აბა?
-სიგარეტი უნდა ვიყიდო
-მე ვერ დამაბარებდი მაგ სიგარეტს?
-ბევრს ხომ არ ლაპარაკობ ბავშვი? - ეს "ბავშვი" განსაკუთრებული ირონიით წარმოსთქვა და ჩემი მწყობრიდან გამოყვანაც სულ რაღაც ორ წამში მოახერხა.
-შენი ბავშვი არავინაა ხისთავიანო სვანო - მივუგდე ორი სიტყვა, ძარღვებ დაბერილი დავტოვე და რამდენიმე ნაბიჯით დავწინაურდი, მაგრამ უცებ წელზე ხელების შემოხვევაღა ვიგრძენი და ერთი ადგილიდან მეორეზე რასაც ქვია გადადგმა.
-რო დადიხარ წინ უნდა იყურო მანქანას რო არ შეუგორდე, ხო გაიგე ბავშვი? - აი ახლა კი ნამდვილად დენდარტყმულივით გავიქეცი მაღაზიისკენ. არც ის მახსოვდა რომ გზაზე შეიძლებოდა ისევ გიჟივით გამოვარდნილიყო მანქანა და არც ის, რომ შოკში ვიყავი, პირდაპირ შევვარდი მაღაზიაში და დავიწყე დაბარებულის მოძებნა.
ძლივს, როგორღაც ყველაფერი ავიღე, ჩემი საყვარელი შოკოლადებიც მოვიმარჯვე და მოლარესთან მივედი, თან ფულს ვიღებდი საფულედან ვაჩეს ხმა რომ მომესმა
-აქედან აიღეთ
-ერთად გავატარო ბატონო ყველაფერი?
-დიახ - არა დიდი ლაქლაქით რომ არ გამოირჩეოდა ეს ისედაც დიდი ხანია რაც ვიცოდი, მაგრამ ამ მოკლე-მოკლე პასუხებთან ერთად იმდენად მკაცრი და კატეგორიული ტონი ჰქონდა, რომ გამყიდველმაც ვეღარაფერი შეჰკადრა მეტი და შეუდგა თავის საქმეს.
-არ იყო საჭირო- ვეღარ მოვითმინე და სანამ მანქანამდე მივედით, მანამდე გავხსენი შოკოლადი და ასე ჭამა-ჭამით დავუწყე საუბარი
-რა არ იყო საჭირო? - ირონიული მზერა მომავლო ჯერ მე, მერე შოკოლადს და ბოლოს ტუჩებს
-გადახდა. არ იყავი ვალდებული!
-მე არაფრის და მითუმეტეს არავის მიმართ არ ვარ ვალდებული და ამდენ ლაპარაკს გირჩევნია ეგ შოკოლადიანი ტუჩები მოიწმინდო - როგორც იცის ხოლმე უხეშად მომახალა და მანქანაში ჩაჯდა.
-ღმერთო ამასთან ერთად წინ აშკარად ჯოჯოხეთი მელის - გადავატრიალე თვალები და მოთმინება დაკარგულ გოგოებს დავურიგე თავიანთი ტკბილეული.

___


ჩვენი ბათუმში ჩასვლა და ზღვაზე გავარდნა ერთი იყო. მართალია ბიჭები სრული შემადგენლოით არ გამოგვყვნენ, მაგრამ ნიკამ მაინც არ დაგვტოვა და აგვყვა გართობაში.
წყალი ჩემი სუსტი წერტილია. მართალია რამდენადაც მიყვარს იმდენად მაშინებს კიდეც, მაგრამ მთელი დღე რომ არ ამოვიდე, დროის სვლად მაინც ვერ ვგრძნობ.
არც ეს დღე იყო რათქმაუნდა გამონაკლისი. საკმაოდ შორს ვიყავი უკვე გასული და ვტივტივებდი, პარალელურად ვფიქრობდი ჩემთვის. ვაანალიზებდი ვაჩეს საქციელს და თან მეღიმებოდა. ჯერ იყო და ფაქტიურად სიკვდილს გადამარჩინა, მერე კიდე ჩემი შეძენილის საფასური მთლიანად მან დაფარა. მართალია უხეშია, მაგრამ ეს ჯენტლმენური საქციელი, მაინც ძალიან მესიამოვნა და სითბო ჩამეღვარა გულში.
ბოლოს უკვე შევატყე, რომ ჩემი ზღვიდან არ ამოსვლა აშკარად დამწვრობას გამოიწვევდა და გავცურე ნაპირისკენ.
უკვე ფეხზე ვიყავი წამომდგარი და ისე ვიგერიებდი გამძვინვარებულ ტალღებს, გაბროს, დამიანეს და ვაჩეს რომ მოვკარი თვალი და პირი დავაღე სრული ამ სიტყვის მნიშვნლობით - ღმერთო რა სიმპატიურია, რა ტანი აქვს, რა მხარ-ბეჭი. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე - პირის დაღებას ახლა ჩემი თვალების ბუდიდან გადმოყრაც მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ მალევე გავაანალიზე რას ვაკეთებდი და მიმიკები დავიოკე.
ჩემი დანახვისას რატომღაც სახე შეეცვალა ვაჟბატონს და მეც მეტი რა მინდოდა? უფრო მკვეთრი ტანის რხევით გავემართე მათკენ და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე
-აბა არ გვინდა ჯერ ზღვაზე გამოსვლაო? - ნიკა
-ძალიან დაგვცხა ბიჭო სახლსი, თორე მართლა არ მქონდა გამოსვლის თავი - დამიანე
-ვაჩე რა იყო რა შეწუხებული სახე გაქვს ხომშვიდობაა? - ვაჩეს ხსენებაზე დაუფიქრებლად დავცქვიტე ყურები და სმენად ვიქეცი
-ეგ შენ გგონია ჩემო კესო რო შეწუხებულია თორე ეს როიცინის მაშინაც ასეთი სახე აქვს - ყველას სიცილი აუტყდა. ამაზე გამეღიმა ისე რომ თვალები არც გამიხელია, შესაბამისად ვერც შევამჩნიე დამინახა თუ არა სვანმა
-შენ დაწყნარდე ჯობია თორე ვატყობ თბილისსში ვეღარ დაბრუნდები - რატომრაც ჩემს თავზე მივიღე ნათქვამი და უცებ დავაჭყიტე თვალები, მაგრამ როგორც ჩანს ნიკასკენ იყო მიმართული სიტყვები და ისევ გავაგრძელე წყნარად ნებივრობა
-კარგით გეყოთ კინკლაობა რა ზღვაში ჩავიდეთ - თქვა გაბრომ და ყველა ფეხზე წამოხტა. ვინაიდან მე ახალი ამოსული ვიყავი აღარც შემოუთავაზებიათ ჩემთვის და დარწმუნებული იმაში, რომ მარტო დავღჩი, გემრიელად მოვკალათდი შეზლონგზე და გავიტრუნე იმდენად სასიამოვნოდ მეცემოდა სახეზე მზის სხივები
-შენ რატო არ გაყევი იმათ? - მოულოდნელი იყო ეს სიტყვები და მეც შეშინებული ავფართხალდი. ვაჩე რომ არა ალბათ ცხვირით დავერჭობოდი ქვებზე
-ვაიმეეეე შეიძლება სულ მაშინებდე - შევიცხადე
-სხვადროსაც გაშინებ ხოლმე?
-ოოო დამანებე თავი და ხელები გამიშვი თუ შეიძლება
-რა იყო წუხდები?
-ვაჩე ხელები გამიშვითქო გიმეორებ
-და რო არ გაგიშვა? - ამაზე მთლად გადავირიე და იმდენი ვეჯაჯგურე სანამ არ დავიხსენი თავი და ფეხზე წამოვხტი
-სად მიდიხარ?
-ჯანდაბაშიიი
-მანდ რა გინდა?
-აუ ადამიანო დამანებე თავი რა - ცოტაც და ალბათ ვიტირებდი, ამიტომ ვარჩიე ისევ ზღვაში ჩასვლა. უკნიდან სიცილის ხმა მომესმა და უცებ გავშრი. დავიჯერო ის ხისთავიანი იცინოდა? სიცილიც შეეძლო? თავი შევაბრუნე და დავინახე მომღიმარი ვაჩე, რომელიც ნელი ნაბიჯით მომყვებოდა უკან.

___


გამთენიისას ადგომამ, ამხელა გზამ და ბოლოს უკვე ზღვაში ცურვამ ძალიან მომთენთა. სახლში როგორც კი მივედით, პირველი რაც გავაკეთე - ჩამოვიბანე ზღვის წყალი და მაშინვე ოთახისკენ გავეშურე დასაძინებლად. ბალიშის დანახვა და ჩემი გათიშვა ერთი იყო.

____


-კესო
-ჰო ნიკა
-რომელი საათია რატო არგძინავს?
-ღამის თერთმეტი საათია. მე კიარა შენ რატო გაიღვიძე ასე ადრე?
-შუადღის მერე მძინავს და როგადამება შუაღამისას გამომეღვიძებოდა. ეგ კიდე არმაწყობს.
-გასაგებია
-რავქნათ ახლა ჩვენ? ასე უსაქმურად ხოარ ვიჯდებით?
-რას მთავაზობ რო? - ეშმაკურად აუთამაშა კესანემ წარბები როგორც სჩვევია და მომენტალურად დააბნია ჩვენი ბიჭი, თუმცა ნიკა რის მეგრელი იყო, არც ის ჩამორჩა
- ჯერ-ჯერობით მხოლოდ სეირნობით დავკმაყოფილდები
-ანუ ჯერ-ჯერობით ხო? - უნებლიედ გაეცინა კესოსაც
-ხო ნუ თავიდან ესეც საკმარისია და მერე ვნახოთ იქნებ სადმე სხვაგანაც დაგპატიჟო
-ააა დაპატიჟებაზეა საუბარი?
-ხო აბა შენ რაიფიქრე ქალბატონო?
-არაფერი არაფერი - ვეღარ იკავებდა სიცილს კესო - წავიდეთ გავისეირნოთ - კისკისით გაუყვნენ ბათუმის ბულვარისკენ გზას და რამდენიმე საათით მთელ სამყაროს გამოეთიშნენ.

____


უკვე საკმაოდ ბნელოდა როგამეღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და შევეცადე წამოვმჯდარიყავი, მაგრამ აშკარად რაღაცა მიშლიდა ხელს. დავიხედე მუცულზე და დავინახე ვიღაცის ტორი, რომელიც ნორმალურად განძრევის საშუალებას არ მაძლევდა იმდენად მჭიდროდ მქონდა შემოხვეული. მზერა გავაყოლე ხელს და რასვხედავ? ბატონი ვაჩე ვიბლიანი მოწოლილიყო ჩემს გვერდით, საწოლში და უდარდელად ფშვინავდა. ამის დანახვა, შემდეგ გააზრება და ჩემი ყვირილი ერთი იყო.
-რაგაყვირებს? რახდება? ცუდად ხარ? გტკივა რამე? - წამოხტა დაფეთებული.
სულ ცოტაღა მაკლდა და ალბათ ჩემი სიცილით ავიკლებდი მთელ ბათუმს, მაგრამ მადლობა ღმერთს მაშინვე მოვეგე გონს და მაქსიმალურად გაბრაზებული სახე მივიღე - რა გინდა შენ ჩემს საწოლში?
-შენი საწოლი როდის აქედან არის ეს?- ნიშნისმოგებით განმიცხადა ვაჩემ
-სანამ ამ სახლში ვცხოვრობ ჩემია!
-აბა კარგად დაფიქრდი, იმ ოთახში ხარ სადაც უნდა იყო? - იმდენად ცუდად მომხვდა ეს სიტყვები ყურში, რომ დავიძაბე და მორიდებულად მოვავლე თვალი კედლებს - რააააა? ვაიმეე ღმერთო ეს.. ეს შენი ოთახია?
-ჩემია მაგრამ თუგინდა დარჩი მე არ მაქვს პრობლემა - ირონიულად მომიგო და ამით უფრო გამახელა
-მე სერიოზული ბიჭი მახსოვდი და მგონი ვერ ხარ ამ ბოლო დროს შენ
-ანუ ვერ ვარ? - თან ნელ-ნელა ჩემსკენ დაიწყო სვლა. იმდენად დავიბენი, რომ ენა ჩამივარდა
-სალომე მიპასუხე ანუ ვერ ვართქო? ასეთ შთაბეჭდილებას გიტოვებ? - უფრო და უფრო მცირდებოდა ჩვენ შორის მანძილი. მანამ არ გაჩერდა, სანამ კედელთან დასჯილი ბავშვივით არ ამაყუდა.
-არ გამცემ პასუხს?
-ხოოო ვერახარ ვერაა - ამოვიბლუყუნე როგორღაც ფერდაკარგულმა
-და რატო ვერ ვარ? - ის არ იკმარა კედელს როჩამახუტა, ახლა სახით მომიახლოვდა
-ვ..ვაჩეე არაა
-მიპასუხე - ზედმეტად მომთხოვნი გაუხდა ტონი
-უუუ..ბრალოდ ვვიხუმრე
-იტყუები
-ვაჩეეეე გთხოოოვ - ბოლო ენერგია მოვიკრიბე და ისე ამოვიკნავლე
-რას მთხოვ
-გგგაჩერდიი - ძლივსღა ამოვთქვი ეს სიტყვები და კოცნის მოლოდინში თვალები დავხუჭე, მაგრამ უცებ ჩაცინების და კარის გახურვის ხმა მომესმა.
ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე მეორე და როგორც იქნა მთელი სხეული მოვადუნე.
დედა რაიყო ეს აა?
გულამოვარდნილი საწოლის კიდეს დავეყრდენი როარ წავქცეულიყავი, მაგრამ მალევე როგავიაზრე რაც გააკეთა ცეცხლი მომეკიდა და ლამის კედლებზე დავიწყე სიარული ისე გავბრაზდი.
ეს დასასრული ნამდვილად არ ყოფილა. თვალი გავაპარე ჩემივე სხეულისკენ და იმ წუთას გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ლიფით და ტანგით ვიყავი. ზოგადად არ მიყვარს პიჟამოები, მითუმეტეს მიკიმაუსებიანი და დათვებიანი. აქედან გამომდინარე ძირითადად ტრუსით და მაიკით მძინავს ხოლმე, მაგრამ ეტყობა იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ სულ გადამავიწყდა და პირდაპირ მივწექი.
ღმერთო რასირცხვილია, რასიფიქრებდა? კი მაგრამ მთელი ღამე ასე თუ ვიყავი რანაირად შეძლო დაძინება? ადვილი საქმე ხომ არ არის გვერდით თითქმის შიშველი ქალი იწვეს და შენ იძინებდე? აი მესმის ძმაო მოთმინების უნარი.
სულ გავგიჟდი მემგონი. იმის მაგივრად რომ ვბრაზდებოდე და სიფათს ვახევდე წეღანდელის გამო, ახლა მეცინება კიდეც.
ღმერთო გაძლება მომეცი!

___


ამ ინციდენტის შემდგომ მომდევნო ორი დღე მისგან სრულ იგნორს ვგრძნობდი. თუ შემთხვევით მაინც გადააწყდებოდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, ისიც ირონიულ მზერას მტყორცნიდა და მაშინვე სხვა რამეზე გადაჰქონდა ყურადღება. გოგოებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ნატალიასი ცოტა არიყოს მრცხვენოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვაჩე მისი დეიდაშვილი იყო. ხოლო კესანეს რაც შეეხება ვიცოდი ტვინს შემიჭამდა და ისევ გაჩუმება ვარჩიე.

მეოთხე დღეს როგორც ყოველთვის დილით ზღვაზე გავედით. გოგოები მზეს ეფიცხებოდნენ. ნიკა როგორც ყოველთვის კესოს გვერდით იწვა და შიგადაშიგ ელაპარაკებოდა კიდეც. დამიანე და გაბრო პლიაჟზე გოგოების დაკერვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. მე თავიდთავად სიღრმეში ვიყავი გასული და ტივტივთან ერთად ვფიქრობდი. უკვე გამოსვლას ვაპირებდი მძიმე სხეული რასაც ქვია როდამეცა ზევიდან
-ვაიმე რახდება? - გვარიანად შეშინებულმა მოვრთე ღრიალი
-მიშველე გეხვეწები ცურვა არვიცი დავიხრჩობი - შემომეხვია ვაჩე
-ღმერთო ჩემო შენ სულ გაგიჟდი? რა გამასხარავებს ამხელა კაცს? შენ რო ცურვა არიცოდე აქამდე როგორ მოხვიდოდი, ვერხედავ ნაპირი ძლივს რომოჩანს?
-აქამდე ვიცოდე მარა ეხლა დამავიწყდა
-ნუ მაიმუნობ ვაჩე და ხელები აკონტროლე თუ შეიძლება ნუ მიფათურებ სხეულზე
-რა ავი ხარ რაუბედურებაა მასე ვერ გათხოვდები - გააგრძელა საუბარი ისე თითქოს არც არაფერი და ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია
-შენ მაგაზე არ ინერვიულო , ისეთს გავყვები ვინც ავსაც ამიტანს
-ანუ ჯობს ეხლავე დავიწყო შეგუება
-რა შეგუება შენ მართლა ვერახართქო გეუბნები და არგჯერა - ძლივს როგორღაც გავაშვებინე ხელი და შეუსვენებლად გამოვცურე ნაპირისკენ.

___

ალბათ ყველას, ნუ ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც გქონიათ ცხოვრებაში ის შემთხვევა და გრძნობა, როდესაც თითქოს წამიერად ერთი განზომილებიდან მეორეში მოხვდი. გარემო, ადამიანები, ნივთები - ყველაფერი იგივეა, უბრალოდ შინაგანი სამყარო იცვლება. გუშინდელ დღეს ან თუნდაც რამდენი საათის წინ მომხდარს ისე აღიქვამ თითქოს შორეული წარსულის გადმონაშთი იყოს. რა იწვევს ამას? ვისი დამსახურება შეიძლება იყოს ესეთი ორომტრიალი ჩვენს საკუთარ მე-ში?
იცით? ნათქვამია, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებიდან ის გიზიდავს ვისი ფერომონიც შენსას ემთხვევა. მე მჯერა ამის. შეიძლება უბრალოდ დამთხვევაც კი იყოს, მაგრამ ვინც კი მომწონებია, ყველას სურნელი განსაკუთრებული მომჩვენებია. გესმის მკითხველო რას ვამბობ? გესმის ჩემი? გქონია ასეთი შემთხვევა? - მე მქონია და ახლაც მაქვს!

აი ამ წამსაც ვზივარ სამზარეულოში და ბავშვებთან ერთად ვსადილობ. სავარაუდუდ ამას სადილობა არ ჰქვია, რადგან წვენის მეტი არც არაფერი გამისინჯავს და ისიც იმიტომ, რომ ცივია და მსიამოვნებს ამ სიცხეში. გარემოს გამოთიშული ვარ, არ მესმის რას საუბრობენ ისინი. წამიერად გადავხედავ მათ სახეებს და ვფიქრობ ჩემთვის რაიქნებოდა აქ რომ არ წამოვსულიყავი? იქნებ სხვა დროს და სხვა გარემოში მაინც შევხვედროდი ვაჩეს? არვიცი. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ისაა, რომ მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. რაღაც შეიცვალა ჩემში და ყოველივე ეს იმდენად მახალისებს რამდენადაც მთრგუნავს კიდეც. ალბათ გაურკვევლობაა სწორედ დათრგუნვის მიზეზი. საბოლოო მზერას ვაჩეზე ვაჩერებ, რომელიც ვითომც არაფერი, გემრიელად ილუკმება და ყურდღებასაც არ მაქცევს. რას ვგრძნობ მე მის მიმართ? რამეს ვგრძნობ საერთოდ? რატომ იწვევს ეს ადამიანი ჩემში მძაფრ შეგრძნებებს? იმიტომ ხომ არა რომ მე მის მიმართ გულგრილი ვეღარ ვარ?
მეშინია დასასრულის. ძალიან მეშინია, რომ შემიყვარდება და ბოლოს წაგებული ისევ მე დავრჩები. იმდენად უცნაური ხასიათი და ქმედებები აქვს, რომ...
-კიდევ დიდი ხანი უნდა მიყურო? - შემაწყვეტინა ფიქრი ვაჩეს ხმამ
-უიიი უბრალოდ ჩავფიქრდი და შენზე გამიშეშდა მზერა
-უბრალოდ ჩაფიქრდი თუ ჩემზე ფიქრობდი
-ოოოხ ვაჩე ნუ მიწითლეებ გოგოს - დამიცვა ნატალიამ
-ძალიან გთხოვთ თქვენი სექსუალური ფანტაზიები დაიოკეთ და მაჭამეთ თორე მგელივით მშია - დამიანე
-აუ ეს ვინ არის მოდი ჩვენც გადაგვჭამე ბარემ
-გაბრიეLაა მოკეტე თორე გატაკე ეხლა
-ვაიმე მადლობა ღმერთს რო დაორსულება არშეგიძლია თორე აი მერე მართლა გადაგვჭამდი - ამაზე ყველამ ერთხმად დავიწყეთ სიცილი. ერთადერთი ვაჟბატონი სვანი ცდილობდა სერიოზული სახის შენარჩუნებას და ინტრიგნული მზერით მაჯილდოვებდა ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ.
-კარგით ხალხნო ამდენ ლაპარაკს ჯობია მოვიფიქროთ ამ საღამოს სად წავიდეთ
-აუ მოდით სექტორში წავიდეთ რა - გამოთქვა აზრი კესომ
-ძაან კაი აზრია წავიდეთ - ყველას მოგვეწონა კლუბში წასვლის იდეა და რატომღაც ზედმეტად გახარებულმა ტაში შემოვკარი, მოულოდნელად ვაჩეს ბარიტონმა როდამიხშო ყურები
-არანაირი კლუბები
-ვითომ რატომ?
-აუ ნუ ატრაკებ თუ ძმა ხარ რააა
-არ მაქვს მე თქვენი თავი აცანცარებულ გოგოებს იქ გდიოთ
-შენი დევნა არავის სჭირდება და აცანცარებულიც არავინაა
-შენ ქალბატონო რასაც გეტყვი ის გაიგე, ნამდვილად არმინდა შენს გამო ვინმესთან ჩხუბი მომივიდეს
-არავისთან არანაირი ჩხუბი არმოგივა და სულ რო შენ არწამოხვიდე მე მაინც წავალ - ამ სიტყვების სანაცვლოდ ერთი კარგი შემობღვერა მივიღე ვაჩესგან, მაგრამ კესოს ხმამ გაანეიტრალა სიტუაცია
-კარგი რა ვაჩე რატო ჭირვეულობ პატარა ბავშვივით?
-რაც გინდათ ის გიქნიათ მე არსად წამომსვლელი არვარ
-კაი რა დაგემართა მართლა?
-არაფერი - ერთი სიტყვა მოგვიგდო, მაშინვე ადგა მაგიდიდან და სახლიდან გავიდა.
-ამას რა დაემართა?
-დაიკიდე, ალბათ რამეზე გაბრაზებულია და ამოანთხია. აი ნახავ მაინც წამოვა ჩვენი ვაჩუნა

___


საღამოს მზის ჩასვლის ყურებით დატკბობის შემდეგ, ცოტა გავისეირნეთ და დაღლილები გავემართეთ სახლისკენ, რომ ცოტა დაგვესვენა და შემდეგ მზადებას შევდგომოდით. იმის მიუხედავად, რომ გაურკვეველი მიზეზით ვაჩემ უარი განაცხადა წამოსვლაზე, ამას ჩვენზე გავლენა არმოუხდენია ბოლო წუთამდე და უკლებლივ ყველა დავფაცურდით. ბიჭებმა დაურეკეს, თუმცა ისევ განუცხადა, რომ არსად აპირებდა წასლას. მინდოდა თუ არა ვნერვიულობდი მაინც ღამე იყო, ის კი არ ჩანდა. დარწმუნებილი ვარ მაინც არ შემერგებოდა ასე კლუბში ყოფნა, ამიტომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი სახლში და დავლოდებოდი. ბავშვები როგორღაც ნახევარსაათიანი ლაპარაკისს შემდეგ დავარწმუნე, რომ არაფერი დაშავდებოდა თუ წავიდოდნენ ჩემს გარეშე და გაერთობოდნენ, მე კი თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში დავრჩი.

ადგილს ვერ ვპოულობდი, იმდენად ვნერვიულობდი ვაჩეზე. მისი საქციელის არსს ვერ ჩავწვდი და ჩავთვალე, რომ რაღაც აწუხებდა. დარეკვა მინდოდა, მაგრამ არც ნომერი მქონდა და ვერც ნატალიასთვის დარეკვა და კითხვა გადამეწყვიტა.
მოუსვენრობისგან ხან ოთახებში დავდიოდი, ხან ეზოში გავდიოდი და შემოსასვლელს ვაჩერდებოდი. ან ეხლა მოვა ან ეხლათქო ვფიქრობდი, მაგრამ არა და არ გამოჩნდა.

დივანზე მისვენებულს, რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა. უკვე კარგად გამოფხიზლებული ვიყავი ნასვამი ვაჩე, რომ დამადგა თავზე და გაოცებულის სახით მკითხა
-შეენ აქ რა გინდა?
-თავი მტკიოდა და არ გავყევი იმათ
-ჩემზე ნერვიულობდი?
-არა ვაჩე თავი მტკიოდათქო ხო გითხარი. ეგღა მაკლია შენზე ვინერვიულო
-მე შენთვის არაფერს ვნიშნავ?
-ვაჩე მთვრალი ხარ და ჯობია დაიძინო. წამოდი მიგაცილებ ოთახამდე - ლაპარაკის პარალელურად ავდექი და ხელი მოვხვიე, რომ ოთახში ამოყვენა. ძლივს მივიყვანე საწოლთან ამხელა დევივით კაცი და ვცდილოდი დაჯდომაში დავხმარებოდი, უცებ ხელები რომ დამიჭირა და ჩამოჯდა საწოლზე. მე კი მუხლებში ჩამისვა
-ვაჩე რას აკეთეებ გამიშვი ხელი გაგიჟდი?
-გთხოვ გაჩერდი
-კი მაგრამ ვაჩე..
-გთხოვ სალო მომეცი უფლება ჩაგეხუტო - სალო? არასდროს დაუძახია ჩემთვის სალო და უცნაურად, მაგრამ თბილად მომხვდა გულზე. ღმერთო რა მოულოდნელი ადამიანია. ხან მეჩხუბება, ხან მაბრაზებს, ხან მეხუტება. რაუნდოდა ბოლოს და ბოლოს ჩემგან? ვერარ გაუძლებს ამდენს ჩემი გული.
-იცი რა სასიამოვნო სურნელი გაქვს?
-ვაჩე არშეიძლება ასე გთხოოოვ - ამოვიკნავლე საცოდავად
-მინდა რომ აქ იყო ჩემთან, ძალიან მჭირდები არ დამტოვო გთხოვ - ცხვირი უკნიდან კისერში შემომიცურა და ამან სულ მთლად გამაგიჟა
-ვაჩე რატომ იქცევი ასე? - თავისებურად მეც მესიამოვნა მისი შეხება და ის ფაქტი, რომ მის კალთაში ვიჯექი სულაც არ მაწუხებდა
-კლუბში ვიღაც რომ მოსულიყო და დაკერვა დაეწყო ამას ვერავიტანდი. ჭკუიდან შევიშლებოდი. ხო გესმის ჩემი სალო? - პასუხი არგამიცია ისე ამოვიოხრე
-მე სხვა რამე გკითხე
-ხოდა ამ სხვა პასუხსაც სხვა დროს მოგცემ. ეხლა მოდი დავიძინოთ თორე შენზე მოყრდნობილს დამეძინება
-არა ვაჩე შენ მიდი დაიძინე და მე ჩემს ოთახში გავალ
-მტოვებ?
-ვაიმე ნუგადამრიე ეხლა დაიძინე შენ - ღმერთო რატო მიხეთქავს ასე გულს? სულ ოდნავ მაინც არ ვეცოდები?
-მე მინდა რომ ჩემთან ერთად დაიძინო
-ვაჩე შენ ჩემი დაქალის დეიდაშვილი ხარ! არც ჩემი ნათესავი და არც ჩემი შეყვარებული და ვერანაირად ვერ დავიძინებ ასე შენს გვერდით
-დავიჯერო ვერაფერს ხვდები? სულ ვერაფერს?
-ვსო მოვრჩი მე საუბარს - ამის თქმა და ოთახიდან გულამოვარდნილი გამოვრდნა ერთი იყო. იმ წუთს ყველაზე მეტად მინდოდა მასთან ერთად დამეძინა, მაგრამ ვერ გავუძლებდი. ისედაც შოკში მყოფისთვის ეს უკვე ძალიან ზედმეტი იქნებოდა და ალბათ დილით გულგახეთქილი დავხვდებოდი თავისივე საწოლში.
ამ ფიქრებით გავუყევი ჩემი ოთახისკენ გზას და რობოტივით შევწექი საწოლში. რაღა დამაძინებდა წეღანდელის შემდეგ? ვუყურებდი ჭერს გაშტერებული და ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა ფეხის ხმა რომ მოსწვა ჩემს ყურს. უცებ კარი გაიღო და დავინახე კარის კიდეს ჩამოკიდებული სვანი
-ვაჩეე ღმერთო ჩემო აქ რაგინდა? ძალიან მთვრალი ხარ ხო დაგტოვე შენს ოთახში? - ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არმიუქცევია ისე ჩაკეტა კარი გასაღებით და ჩემსკენ დაიძრა მძიმე ნაბიჯებით, თან ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას
-შენ არ დარჩი ჩემთან და მე მოვედი შენთან - ნანახისგან გაოცებული ერთ ადგილას ვიყავი მიყინული. უცებ შემომიძვრა საწოლში და ცალი ხელით ამიკრა სხეულზე
-ვაჩეეეეეე რაა საქ..
-ჩუ მეძინება და თუ არ გამოვიძინე შეიძლება ცუდად გავხდე - ამ სიტყვებით მომიხაზა და კარგად მოკალათდა

___


დილით ადრიანად გამომეღვიძა. გამახსენდა თუ არა გუშინდელი, მაშინვე დაფეთებული წამოვხტი, მაგრამ ვაჩე უკვე ამდგარი იყო. ისე როგორ მეძინა, რომ მისი გამოსვლა გამომრჩა?
სააბაზანოში შევედი, გადავივლე და პირველ სართულზე ჩავედი. კარგ დროს გამღვიძებია, საუზმობას აპირებდნენ ბავშვები.
-როგორი დრო გაატარეთ გუშინ?
-აუ ძაააან მაგარი საკოოოო ნეტა შენც იქ ყოფილიყავი.
-აბააა, ეგ არაფერი შემდეგზე წამოვა. არაა საკო? - შემომიღიტინა ნიკუშამ
-როიცოდე გაბრომ რა გოგო ააგდო გამოშტერდებოდი
-ხოო ბარიელ? - ვიცინი
-მე კი არა იმან დამითრია აქეთ ესეთი კანფეტივით ბიჭი.
-ყოჩაღ იმ გოგოს მაშინ - სიცილითვე ვუპასუხე და ვაჩეს იქ არყოფნის დანაკლისმა თითქოს შემაწუხა.
-უი დანარჩენები სადღა არიან? - ვიკითხე ვითომ უინტერესო ტონით
-რომეო და ჯულიეტამ აიტეხეს სავარჯიშოდ უნდა წავიდეთო და ვაჩე დილა უთენია გავიდა სადღაც, მოვა მალე - ძალაუნებურად დამძაბა ჩვენი შეხვედრის გარდაუვალობამ. მაინც მრცხვენოდა გუშინდელი ღამის და ვღელავდი - ან იმათ რაევარჯიშებათისე გვიან მოხვედით, ან თქვენ როგორ აწიეთ ესე ადრე თავი?
-რაღა ადრე გოგო თერთმეტი საათია - ისე მომანათა თვალები ნატალიამ თითქოს არიცოდა დილით ადრე ადგომას რომ არ ვიყავი მიჩვეული.
შუა ლაპარაკში გვრიტებმაც შემოხსნეს კარი და ორწუთში ვაჩეც მოყვა მათ. მისი, ოთახს მოვლებული ინტერესიანი მზერა და ასევთქვათ ამ მზერის ჩემზე გაჩერება რამდენიმე წამით, არგამომპარვია, თუმცა იმდენად უემოციო სახე მიიღო მალევე, რომ ყველანაირი დადებითი ფიქრი გამიქრა და იმის მაგივრად რომ ცოტა დავწყნარებულიყავი, უფრო ავფორიაქდი, რაც ნატალიას არგამოპარვია.
სანამ ნიკამ და კესომ ტანზე გადაივლეს, მე სალათა ჩავჭერი, კვერცხი შევწვი, სუფრა გავშალე და ბავშვებს დავუძახე.
-დავიჯერო არმომწამლავს? - პირველი ვაჩე შემოუჯდა მაგიდას და მაშინვე ირონიული მზერა მომაპყრო
-თუ გეშინია რომოგწამლავს შეგიძლია არშეჭამო - ცხვირი ავიბზუე მეც
-უბრალოდ მაინტერესებდა ზოგადად როგორი დაუდევარიც ხარ, ისეც თუ ამზადებ საჭმელს
-ჩემი დაუდევრობა შენ სად შეამჩნიე ერთი ან საერთოდ ვინ გკითხავს
-ჯერაცერთი ტონი აკონტროლე და მეორეც მემკითხავს თუ მკითხავს - ხელი მაჯაში ჩამავლო, სახესთან ახლოს მიმწია და ისე გამოსცრა კბილებიდან.
-ეხლა კარგად მომისმინე შე ხისთავიანო, არვაპირებ შენი საქციელი მოვითმინო და ის გააკეთო ჩემთან მიმართებაში რაც მოგესურვება, მითუმეტეს არანაირი უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო და თუ არგინდა როგანანო ტონი აკონტროლე - ამომასხა და ყველაფერი მივახალე როგორც იქნა, მაგრამ საიდან ამდენი გამბედაობა მეთვითონაც არვიცი. ერთი ისვიცი რომ დავიცალე.
გაოგნებული მიყურა ცოტახანს და უეცრად ხარხარი აუტყდა
-რა.. რაგაცინებს? რამე ვთქვი სასაცილო? - ვერა და ვერ შეწყვიტა სიცილი
-ვაჩე გეკითხები რამე ვთქვითქო სასაცილო? - ძალიან დამცირებულად ვიგრძენი
-საზიზღარი ვიღაც ხარ რა - მალევე შეწყვიტა სიცილი და სერიოზულმა შემომხედა
-გაბრაზებულიც როგორი სექსუალური ხარ - თითქოს ურო ჩამარტყესო თავში იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები. დაბნეულობისგან მეტი როვერაფერი მოვიფიქრე, იქვე დაგდებული ჟაკეტი ვესროლე და მეორე სართულზე ავირბინე. აღარ მიმიქცევია სამზარეულოსკენ ამწუთას მიმავალი ბიჭებისთვის ყურადღება.
-რა დაემართა სალოს ბიჭო? - ინტერესით იკითხა დამიანემ
-მერავიცი წადი და კითხე
-რაღაცა ამბოლოდროს თქვენ ძააან
-საიცა მოგწონს ?
-აუ ზედმეტი კითხვების დასმა შეეშვით და ჭამეთ რა. სად არიან გოგოები
-ზევით არიან. ჩადით და ჩამოვალთო ესე გადმოგვცეს.

ჩემს ოთახში შესულს ნატალია და კესო დამხვდნენ.
-რაგჭირს ადამიანო?
-არაფერი
-დარწმუნებული ხარ?
-აუ კესო დამანებე თავი
-ვაჩემ გითხრა რამე? - ეჭვნარევი მზერა მიაპყრო ნატალიამ
-ვაჩე რაშუაშია ვაფშე საიდან გაგახსენდა ეხლა?
-შენ რაგგონია წეღან ვერშევამჩნიე უეცრად სახე როშეგეცვალა ვაჩეს შემოსვლისას?
-ის არაფერ შუაშია, უბრალოდ ცუდად გავხდი და ალბათ ფერი დავკარგე
-სალომე- ხმა გაიმკაცრა ნატალიამ - ვიცოდი ისედაც რომ შეამჩნია ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე შევეცადე მებრძოლა
-რა გინდა ნატალიაააა
-გელოდები
-არაფერითქო ხო გითხარი?
-ეხლა რავქნა დაგაბა და წამებიტ გათქმევინოთ თუ ისე ამოღერღავ? - მოთმინება დაკარგა კესომაც
-ხო კარგით ჯანდაბას თქვენი თავი, ვაჩეს გამო ვარ ასე
-ჰაჰააააააააა ასეც ვიცოდი - კესო
-რატო არმითხარი ერთმანეთი თუ მოგწონდათ? - ნატალია
-რაა? მე როდის ვთქვი რო ერთმანეთი მოგვწონს?
-არგითქვამს მაგრამ მე ყველაფერს ვამჩნევ სალო. ვაჩეს, ისევე როგორც შენ, თავიდანვე ვიცნობ და ვიცი როდის რასგრძნობთ. რაც ჩამოვედით ორივე აღრენილები ხართ და ერთმანეთს ჭამთ. არაფერი გამომპარვია მე, უბრალოდ გელოდებოდი როდის მეტყოდი უშუალოდ შენს გრძნობებზე, იმის გრძნობების ახსნა არც მჭირდება.
-აუ მაპატიე გთხოოოვ - საწყალი ბავშვივით დავიწყე - არასდროს მიფიქრია რომ შეიძლებოდა ვაჩე ოდესმე მომწონებოდა. უბრალოდ, არვიცი, მართლა ვერ ვხვდები რატომ მოხდა ასე
-კაი დაწყნარდი რაგანერვიულებს ან რას მიხსნი. ის არგეგონოს რო ამის წინააღმდეგი ვარ, პირიქით! შენზე უკეტესს ვის ნახავს, უბრალოდ მე შენზე გავბრაზდი ამდენი ხანი რომიმალავდი და გულში იკლავდი ყველაფერს
-სანამ ჩემს გრძნობებში საბოლოოდ არჩამოვყალიბდებოდი არც ვაპირებდი თქმას და ძაან გთხოვთ აღარ გვინდა ამაზე საუბარი რა.
საჭმელი მზადაა და ჩადით ჭამეთ თქვენ
-კარგი, შენ არწამოხვალ?
-არა მე არმშია
გოგოები გავიდნენ ოთახიდან. მე წამოვწექი საწოლზე და უნებურად ცრემლები წამომივიდა. არმინდოდა ასე გაეგო ჩემს ერტ-ერთ საუკეთესო დაქალს ყველაფერი, მაგრამ რასვიზავთ ძალიან ცუდი მსახიობი ვარ და ყოველთვის ყველაფერი სახეზე მეცერება რასაც ვგრძნობ. არასდროს მომწონდა ჩემი ეს ჩვევა, თუმცა იმდენად რამდენადაც ვცდილობდი გადაჩვევას, უფრო აშკარა ხდებოდა. ბოლოს შევეჩვიე და მივეცი ჩემს გრძნობებს მიმიკაზე აღბეჭდვის გასაქანი.

როგორც იქნა გული ძლივს მოვიოხე ტირილით, ნუ იძულებული გავხდი, რადგან ბავშვები უკვე პლიაჟზე აპირებდნენ ჩასვლას და ჩემი ისევ სახლში დარჩენით არმინდოდა სხვებსაც რამე ეჭვი გასჩენოდათ, მითუმეტეს ვაჩეს, რომელიც დარწმუნებული ვარ ფეიერვერკებს გაუშვებდა გულში, ჩემი დამარცხების აღსანიშნავად.
-თქვენ წადით არ დამელოდოთ, უცებ გავემზადები მეც და ჩამოვალ - ჩავძახე კესოს ქვედა სართულზე
-თუ მალე იზამ ბარემ დაგელოდებით მარტო რომ არ იარო
-არაააა წადით თქვენ და ჩამოვალ მალე - სინამდვილეში არ მინდოდა ჩაწითლებული თვალებით ვენახე ყველას და ამის გამო ვცდილობდი მოგვიანებით, დაწყნარებულზე ჩასვლას, მაგრამ რათგინდა, კიბეებზე ჩავედი თუ არა, იქვე დაყუდებულ ვაჩეს შევეფეთე. აშკარად მე მელოდებოდა.
-შენ ჩემს დაცვად ვინ დაგნიშნა ვაჟბატონო?
-თუ მზად ხარ წავედით - ბანზე ამიგდო სიტყვები
-გასაგებად ვთქვი წადით და ჩამოვალთქო მგონი
-მოიცა შენ რა იტირე? - გადაუფითრდა უცებ სახე
-არა და თავი დამანებე! რაც შენი საქმე არაა ნუ ერევი იმაში!
-მე გადავწყვეტ მაგას რა არის ჩემი საქმე და რა არა. მიპასუხე ახლა რა დაგემართა
-ვაჩე ნუცდილობ ყოველ წამს ჩემ მდგომარეობიდან გამოყვანას. ეხლა კი შემეშვი
-სალომე კითხვა დაგისვი და სანამ არმიპასუხებ იქამდე არ შეგეშვები
-არანაირი პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ასერომ მელოდები რამდენი ხანიც გინდა - ხელებ გადაჯვარედინებული გავეჯგიმე წინ და თვალი თვალში გავუყარე
-რა ბავშვი ხარ როიცოდე, მთლად პატარა ბავშვი
-რაღაც ვერ გატყობ ჩემს მიმართ ბავშვურ დამოკიდებულებას შენ - წინა რამდენიმე დღე გამახსენდა ამაზე და ისევ ავხურდი
-მაგაზე მერეც ვისაუბრებთ. ჯერ მიტხარი გაწყენინა ვინმემ?
-ვაჩეეეეეე - მოთმინება ნელ-ნელა ვატყობდი რომ მეკარგებოდა
-სალომე ნუმაბრაზებ! ვინმემ გაწყენინა?
-აუუუუუ
-ამის დედაა ვატირეეე იტყვი ბოლოს და ბოლოს? - წამოენთო სვანი
-კიიიიიიიიი, კიიიიი ვაჩე მაწყენინა. შენ მაწყენინე შეეეენ. რაც ჩამოვედით მოსვენება დავკარგე, ხან რასმიკეთებ ხან რას, ნერვები დამაწყდა უკვე, აღარ ვიცი რავქნა. ღმერთმა იცი როდის რა მოგივლის მაგ ხისთავიან ტვინში. ხან მოდიხარ მეხუტები და რომგონია რო შედარებით დათბა ჩვენს შორის ურთიერთობა, მეორე დღით ისევ ისეთი კლდე მხვდები რაც აქამდე იყავი. ზედ არ მაფურთხებ, ვითომ არ ვარსებობდე. როცა მოგივლის თავში, მეხუმრები უხამსად, თითქოსშენი სათამაშო ვიყო. დამღალა უკვე მართლა ყველაფერმა. ეხლა გაიგე რაცმჭირს? გაიაზრა შენმა გაუგებარმა ტვინმა? - ყურადღებით მისმენდა ვიბლიანი, ზედმეტი ემოცია არ გამოუმჟღავნებია ისე უეცრად ამაკრა მთელი ძალით კედელს და დამეწაფა ტუჩებზე.

ალბათ უცხოპლანეტელების იმ წამს სახლში შემოსვლას დავიჯერებდი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი ასე უცებ თუ მომვარდებოდა და მაკოცებდა. უკვე სუნთქვა არარ მყოფნიდა რომომშორდა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა, მაგრამ ცხელი ჰაერის ნაკადის მოხვედრა კისერზე უფრო მაგიჟებდა.
-ცუდად მხდი სალო, გონებას მიკარგავ გეფიცები - ემოციებისგან ხმის ამოღება ვერ შევძელი
-მითხარი რამე გთხოვ - ვაჩე
-სალო რაგჭირს?
-რამე ძალიან ცუდად ვქენი? შემომხედე
-არაფერი არ გიქნია ვაჩე ცუდად, უბრალოდ ძალიან გთხოვ შემეშვი, ნუღარ მეხები - მხოლოდ ეს ვუთხარი, გავინთავისუფლე თავი და პლიაჟისკენ გავემართე.

___


წყალმა მაინც თავისი ქნა და ერთიანად მომადუნა. თითქოს ჩემი საფიქრალი გამომაცალა და თავის სიღრმეში გადაკარგა. უზომოდ მესიამოვნა შვება და ალბათ აღარასდროს გამოვიდოდი ბავშვებს რომ არ დაეძახათ მივდივართო.
საღამომდე ვაჩესთვის თვალი არ მომიკრავს. არც ბიჭები ახსენებდნენ და მეც დიდად არ ვინტერესდებოდი მისი ადგილსამყოფელით.
ჩემ ოთახში ვიყავი მისი ხმა რომ მომესმა. უცებ გავემზადე, ჩავედი ქვევით და ისე რომ არავისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გავემართე გასასვლელისკენ. კესოს ძახილი მომესმა და შევბრუნდი
-სად მიდიხარ გოგო?
-სასეირნოდ
-დაგველოდე და წამოვალთ ჩვენც
-არა ძალიან გთხოვ მარტო მინდა ყოფნა
-მშვიდობაა?
-კი უბრალოდ იმატ არაფერი უთხრა ვითომ არ გიპასუხე არაფერზე და ისე წავედი
-სალომე არ დამიმალო იცოდე მეც წამოვალ
-თუ გიყვარვარ არა გთხოვ, ნუ გეშინია არაფერი დამემართება, მოვალ მალე - გამეცინა კესოს შეშფოთებულ სახეზე
-იცოდე მობილური ჩართული გქონდეს
-კარგი ოღონდ ვაჩეს თანდასწრებით არ დამირეკო, არ მინდა იცოდეს სად ვარ
-ხო კარგი კარგი - გაეცინა კესოსაც

___

იცით როგორ მიყვარს ღამე პლიაჟზე სეირნობა? წვეთები რომ გხვდება ტანზე და თავისებურად გაგრილებს. არასდროს ვყოფილვარ რომანტიკოსი ადამიანი, ან კი შეიძლება ეს რომანტიკად ჩაითვალოს? არვიცი, არვიცი... კესოს ზარმა შემაწყვეტინა ფიქრი
-ალო
-სად ხარ გოგო?
-სანაპიროზე რა იყო?
-ვაჩე გიჟს გავს. არაფერს ამბობს, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ისვენებს და ვიცი რომ შენს გამოა ასე, თან ნატალიას შენი ნომერი გამოართვა, ეტყობა დარეკვას აპირებს
-არ მაინტერესებს ეგ რა აპირებს, არავითარ შემთხვევაში არ უთხრა სად ვარ და ვითომ შენ დარეკილზეც არ გპასუხობ - ესღა ვუთხარი და გავუთიშე. ხუთი წუთიც არ იყო გასული უცხო ნომერმა რომ ააწკრიალა მობილური. მივხვდი ვაჩე იქნებოდა და გავუთიშე. როაღარ გაჩერდა საერთოდ გამოვრთე და მკლავებზე ხელებ შემოჭდობილმა გავაგრძელე გზა.

___


ათი წუთიც არ იყო გასული, იმხელა დისკომფორტი ვიგრძენი მობილურის გამორთვით, რომ შინაგანადაც შემაწუხა და ისევ ჩავრთე. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ჩემთან არ შემოდიოდა გამოტოვებული ზარები და ვერც გავიგე გათიშვის შემდეგ ვინმე მირეკავდა თუ არა.
ისევ აწკრიალდა მობილური
-ჰო კესო
-გოგო გაგიჟდი? რატო გქონდა გამორთული ვინერვიულე
-ალბათ მიღება დაკარგა - ვიცრუე
-ისეთ ადგილას სად ხარ მიღება რო დაეკარგა?
-ოოო კესო რამნიშვნელობა აქვს მაგას? რახდება რატო მირეკავ?
-ყველა ნერვიულობს, ნატალიას კი ვუთხარი, მაგრამ დანარჩენებმა არ იციან და გასმოვლას აპირებენ საძებნელად
-აუუუუ რააა კაი მოვალ - ამოვიხვნეშე ცხოვრებით დაღლილი ქალივით

___

ოც წუთში უკვე სახლთან ვიყავი. ეზოში შევედი და თვალი მოვავლე ფანჯრებს - შუქი მხოლოდ მისაღებში ენთო.
მოვემზადე მოსალოდნელი პანიკებისა და ჩხუბისთვის, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და შევედი სახლში.
უეცრად ყველამ მე მომაპყრო თავიანთი ინტერესით სავსე თვალები.
შემოხედვა და ვაჩეს ჩემსკენ ნაბიჯის გადმოდგმა ერთი იყო. მეგონა მეჩხუბებოდა, მიყვირებდა, დაუმართებელს დამმართებდა, მაგრამ არა, მოვიდა და თავისი ძლიერი ხელები მჭიდროდ შემომხვია.
-ასე აღარ მანერვიულო გთხოვ - ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. სიხარულით ავივსე და გაუცნობიერებლად მეც შემოვხვიე ხელები. ამაზე შეკრთა და უფრო მეტად მიმიკრო.
-ვაიმე არმინდა გვრიტებო მყუდროება დაგირღვიოთ , მარა სალო რო არ დავტუქსო არ შემიძლია - სიცილით შემოგვეჭრა დამიანე - გეთქვა გოგო შენცკიდე სეირნობა თუ გინდოდა და იმის იქით გამოგყვებოდით - იცინის - რაიყო ეხლა ეს რო გვანერვიულე და დაგვიხეთქე გულები ჰაა?
-არ მინდოდა ასე გამოსულიყო - დასჯილ ბავშვს ვგავდი იმ წამს
-კარგი კარგი ნუ ინაზები ეხლა, რაც იყო იყო, მთავარია მეტი არარ გაიმეორო. წამო ეხლა კაი კინო ავარჩიოთ და ვუყუროთ ყველამ ერთად.

ამ ხნის მანძილზე ვაჩე ჩუმად იდგა კედელთან და გვისმენდა. ერთხელ შევხედე სანამ კინოს საყურებლად წავიდოდი და იმდენად მომკლა მისმა ტკივილიანმა გამოხედვამ, რომ ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი.
დამიანეს ვანიშნე წადი და მეც მალე მოვალთქო, მანაც მხოლოდ თავი დამიკრა და ბავშვებთან ერთად გაგვშორდა.
დარცხვენილი მივედი ვიბლიანთან, მივუახლოვდი მაქსიმალურად და თავი მივადე მკერდზე.
-სპეციალურად გააკეთე ხო?
-ხო
-არადა როგეუბნები ბავშვი ხართქო მეჩხუბები
-იმიტორო არ ვარ ბავშვი
-კარგი იყოს მასე
-მეგონა როგაბრაზდი
-ასეც არის
-აბა რატომ არ მეჩხუბე
-ღმერთო რა ძალიან საყვარელი ხარ სალო - სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა და თავზე მაკოცა - ამის მერე სეირნობა რომოგინდება ჩვენც გვითხარი და წამოვალთ, მარტო შენ კი არ გიყვარს აქეთ-იქით ბოდიალი - ჰო კარგი - გამეცინა
-წამოდი ახლა ბავშვებთან - გავედით ჩვენც და დავიწყეთ ფილმის ყურება. როგითხრათ მომენტი არგამომპარვია და ზედმიწევნით გავიაზრე შინაარსითქო მოგატყუებთ. თვალი მაინც ვაჩესკენ გამირბოდა და მეუცნაურებოდა ყველაფრის, მითუმეტეს ჩვენი ურთიერთობის გამოსწორება.
ორი დღე გართობაში და ხალისში გავატარეთ. ვიბლიანი არც ახლა გამოირჩეოდა დიდი სითბოთი, თუმცაღა ისიც აღსანიშნავია, რომ არც მაბრაზებდა და არც მიწვევდა.
მაინც არ მომწონს ყოველივე ეს!
საღამოს ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ჩაიხანაში წასვლა და საგულდაგულოდ გამოვეწყვეთ.
რატომღაც ძალიან მომინდა გამოპრანჭვა. კიდევ კარგი წამოღებული მქონდა ჩემი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველიშემთხვევისთვის და სწორედ ახლა გამომადგა. შავი, მკერდზე ზომიერად ამოღებული, ცალ ფეხზე ჩახსნილი, ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი, რომელიც ისე დააკვდა ჩემ ზაგარს, რომ მეთვითონვე გავგიჯდი. გრძელი, წელამდე თმა გავისწორე, მსუბუქი მაკიაჯი გავიკეთე და გოგოებთან ერთად ჩავედი მისაღებში. ბიჭების პირდარებულმა სახეებმა ძალიან გამახალისა. ნიკა მაშინვე მივარდა კესოს და კომპლიმენტების მთელი არმიით შეამკო.
რატომღაც მეც ველოდი, რომ ვაჩე რამეს მეტყოდა, თუმცა მისმა დუმილმა გულში რაღაც ჩამწყვიტა. თავი დანებებით გავიქნიე, შევეცადე არშემტყობოდა და ასე მოჩვენებითი მხიარულებით მივედი მანქანასთან.
ვაჩე დაწინაურდა, ჯერ ნატალიას გაუღო კარი, შემდეგ კი ჩემს მხარეს გადმოვიდა. უეცრად წელზე შემომხხვია ხელი, წელიდან თეძოებზე ჩააცურა და ძლიერად მომიჭირა
-ძალიან სექსუალურად გამოიყურები - მომანათა თავისი შავი თვალები, კარი გამიღო და სავარძლისკენ თავისივე ხელით მიბიძგა. ყველაფერი წამებში მოხდა, ასერომ გამიჭირდა აღქმა. ერთ ადგილას მიყინული მანამ ვერ მოვედი აზრზე, სანამ გაბროს მანქანამ არ ჩაგვიქროლა.

სასიამოვნო საღამო იყო. ყველანი კარგ ხასიათზე ვიყავით, იმდენად კარგზე რომ ჩაიხანადან სხვაგან გადავინაცვლეთ და ალკოჰოლურ სასმელს დავეწაფეთ. მათ შორის მეც - ადამიანი, რომელიც თითქმის არასდროს ვსვამდი, მაგრამ იმდენად შევედი აზარტში, რომ ბოლოს უკვე აქეთ ვითხოვდი დამალევინეთთქო.
დავთვერით, ყველანი გონების დაკარგვამდე დავთვერით...

___

დილით თავის ტკივილმა გამომაღვიძა. არა რა, როცა არშეგიძლია, უნდა ამოიკერო ადამიამა პირი როვეღარაფერი დალიო. ავყევი მეც სხვებს და კი მისკდება ეხლა თავი.
ერთი წამით...
ვაჩე? ჩემთან საწოლში რას აკეთებს? კიარადა მე რას ვაკეთებ ვაჩეს ოთახში, თანაც სულ მთლად შიშველი? ღმერთო ისიც შიშველია.
ვაიმეეე სალომე რაჩაიდინე გუშინ? - შემოვუძახე ჩემსთავს
-ვაჩეეეეეეეეე - მოვრთე კივილი
-რაახდება რაგაყვირებს? - შიშისგან ლამის საწოლიდან გადმოვარდა
-შეგიძლია ამიხსნა რატომ ვართ ერთ საწოლში სულ მთლად შიშვლები? - სახეზე ალმური ამეკიდა
-რაა? მოიცა შენ რა არაფერი გახსოვს?
-დაიცა რაუნდა მახსოვდეს? - დიდი სიფრთხილით ვიკითხე
-მითხარი რო მეხუმრები - ლამის თვალები გადმოუვარდა ბუდიდან
-ნუ მაწვალებ ვაჩე მითხარი ბოლოს და ბოლოს რახდება
-ჯვარი დავიწერეთ გუშინ - ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი იყო
-რაააააააა? რასქვია ჯვარი დავიწერეთ? - ჩემი რეაქცია ვიბლიანს აშკარად არ მოეწონა ისე წამოიწია საწოლზე და გაკვირვებულმა ამომხედა ქვევიდან
-შენ რა მართლა ყველაფერი დაგავიწყდა? სულ ყველაფერი? - თავი გავაქნიე უარის ნიშნად
-მე... მე კიდე მეგონა რომ შენც გინდოდა
-რა უნდა მდომოდა ადამიანო? - უკვე ცრემლები მდიოდა - წესიერად არც კი გიცნობ, ყოველშემთხვევაში ისე არა როგორც ხოლი და ქმარი უნდა იცნობდნენ ერთმანეთს. როგორ იფიქრე რომ... - სიტყვა გამიწყდა იმდენად მომინდა მებღავლა
-ამის დედაც ვატირე - ორივე ხელი თავზე გადაისვა ანერვიულებულმა სვანმა
-არმჯერა ნუთუ ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი, ახლა რავქნა, თვალებში როგორ შევხედო ნატალიას, ეს რაგავაკეთე - ვბუტბუტებდი ჩემთვის ისე, რომ ვაჩეს არ გაეგო და თან ცრემლად ვიღვრებოდი
-მოემზადე თბილისში მივდივართ- წამოდგა უცებ დენდარტყმულივით. მაშინვე გავიაზრე შიშველი რომ იყო და თვალები დავხუჭე. სხვა დროს ალბათ დამცინებდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არიყო ამის დრო. სასწრაფოდ შევიდა სააბაზანოში.
ათ წუთში პირსახოც შემოხვეული გამოვიდა და ისევ იგივე პოზაში მჯდომს მომიახლოვდა
-სალო შემომხედე, ერთი წამით შემომხედე, ნუ ხარ ასე. თავს ისედაც ბოლო დონის ნაბიჭვრად ვგრძნობ და გთხოვ ბოლომდე ნუ გამასწორებ მიწასთან. ადექი დაემზადე, თბილისში უნდა ჩავიდეთ. არ მაინტერესებს სხვების აზრი პირდაპირ ჩემთან მოდიხარ სახლში, ჩემი მშობლები უნდა გაგაცნო. ახლა ჩემი ცოლი ხარ და გვინდა თუ არა ასე მოგვიწევს ყოფნა გარკვეული პერიოდი მაინც - უკვე ურეაქციოდ ვუსმენდი იმდენად იმოქმედა ყველაფერმა. ზეწარშემოხვეულმა ადგომისას ინსტიქტურად მის შუა ნაწილს მოვავლე თვალი და... ნეტავ არ შემეხედა! ნეტავ იმ წამს დავბრმავებულიყავი ოღონდაც არ შემეხედა!
ემოციების გამომჟღავნების ტავი აღარ მქონდა, ერთადერთი ვაჩეს შევხედე, რომელიც მგონი ჩემზე მეტად გაოცებულიყო და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
გონება დავკარგე...

___


თბილისისკენ მომავალ ავტობანს გავცქეროდი და ჩემი თავი მძულდა. როგორ დამენგრა მთელი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით.
გუშინ ამდროს ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავით ბავშვები გასულები და გემრიელად ვიზაგრებოდით.
მართლა ბედის ირონიაა ეს ცხოვრება. არასდროს მიყვარდა მსგავსი გაცვეტილი ფრაზები, მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენს წინაპრებს არაფერი უთქვამთ ტყუილად!
საკუთარი ბედი მეთამაშებოდა და რის გამო? რა დავაშავე ასეთი? ერთი შეხედვით არაფერი, უბრალოდ ძალიან ბევრი დალიე და მეტი არაფერი, საერთოდ არაფერი!
როგორ გავაგრძელო ცხოვრება ისეთ ადამიანთან რომელიც ჯერ არც მიყვარს? ან როგორ ვუთხრა ეს ჩემს მშობლებს? რანაირად შეხვდებიან ვაჩეს დედა და მამა ამ ამბავს? ქალბატონ მარიკას ნატალიასგან ბავშვობიდან ვიცნობდი და ერთიწამითაც ვერვიფიქრებდი, რომ ოდესმე მისი რძალი გავხდებოდი. დარწმუნებული ვარ ისიც ვერასდროს წარმოიდგენდა ამას.
არაფერი ვიცი. ერთადერთი იმაში ვარ დარწმუნებული, რომ წინ დიდი ამბები მელის, მე - ერთ უჭკუო ბავშვს - სალომე მაჩაბელს და სვანეთის სიამაყეს - ვაჩე ვიბლიანს.

___


ფიქრებში გართული ნერვულად ვიწვალებდი თითებს და თან გზას არ ვაშორებდი თვალს. ვცდილობდი ვაჩესთვის არ შემეხედა, ვიცოდი არც ის იქნებოდა კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ჩემთან მაინც ვერ მოვიდოდა.
ვაჩეს მობილურმა უეცრად ხმები გამოცა
-გისმენ ნიკა
-ხო თბილისში მივდივართ
-ხო დაგიტოვეთ წერილი მაგიდაზე
-არვიცი
-როგორც კი შეძლებთ წამოდით
მოკლე-მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა სვანი, ვგრძნობდი მომენტებში მის მზერას და ეს უფრო დიდ ინტერესს მიჩენდა რას ეუბნებოდა ნიკა.
-რაო რაგითხრა?
-მართლა ყველაფერი ისე მოხდა როგორც მახსოვს თუ დამესიზმრაო
-ანუ იმათაც ყველაფერი იციან ხო?
-როგორც ჩანს კი
-ღმერთო როგორ შევხედო ნატალიას თვალებში ეს რაგავაკეთე - მოვყევი ისევ გოდებას
-დაწყნარდი არცისეა საქმე როგორც შენ აღიქვამ - თვალები დავაჭყიტე ამ სიტყვებზე
-რააა? მაგას როგორ მეუბნები? მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. დებილი, უტვინო ბავშვივით დავქორწინდი ფაქტიურად უცხო ადამიანზე, დავკარგე ქალიშვილობა. არა მე იმაზე კი არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის ბოლომდე უმანკო უნდა დავრჩეთქო, ყველაზე საშინელება იცი რა არის? არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი. ეს მაღონებს და მიღრღნის ტვინს მეტი არაფერი. ამასთან, ჩემს საუკეთესო დაქალთან , რომელიც შენი დეიდაშვილია , ისე გამოვიდა თითქოს ყველაფერი დავუმალე და ახლა ასე წყნარად მივდივართ თბილისში, რომ შენები გავიცნოთ - მგონი ზედმეტი მომდიოდა იმდენად მქონდა ხმაში პანიკის ნოტები შეპარული, არც შევმცდარვარ, ჩემი სიტყვებით ვიბლიანი მდგომარეობიდან გამოვიყვანე
-ძალიან ეგოისტი ადამიანი ხარ სალომე. მარტო შენს თავზე ფიქრობ, შენ დაგენგრა თურმე ცხოვრება, რავი როგორ გგონია მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს? არც მე მინდოდა ასე ბანალურად მომხდარიყო ყველაფერი. მე ისევ შენზე ვფიქრობ და მაგიტომ მინდა ყველაფერს ოფიციალური სახე მივცე, თორემ დედა მომიკვდეს, შენ თავს ვფიცავარ მარტო ერთი სიტყვა მითხარი და ეხლავე მოვაბრუნებ მანქანას, ბავშვებსაც მე ვეტყვი, რომ სისულელე იყო ეს ყველაფერი და ისევ ისე გავაგრძელებთ გართობას ვითომც არააფერი. ჯვარსაც შეძლებისდაგვარად ავიყრით, მაგრამ იცოდე რომ ეს ესეთი მარტივი არ იქნება! - მომცქეროდა თვალებში და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს სულში იხედებოდა. არველოდი ყველაფრის ასე შემობრუნებას, პირდაღებული დამტოვა ბატონმა სვანმა. ჩემი გული და გონება სხვა და სხვა რამეს მეუბნებოდნენ - გულს, იმის მიუხედავად რომ ჯერ არმიყვარდა ვაჩე, მაინც უნდოდა ასეთ რისკზე წასვლა, მაგრამ გონება თითქოს უროს მირტყავსო, ისე ჩამძახოდა ყველაფრის უკან დაბრუნებას და ცხოვრების ჩვეული რიტმით გაგრძელებას.
მეც, როგორც არარომანტიკოსმა, გონებას დავუჯერე და ბათუმისკენ მიმავალი ორსაათიანი გზა ერთსაათში დავფარეთ.

___

რასაცქვია შესასვლელის კარი შეგლიჯა ვაჩემ, აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ ყველაზე ნორმალურ საქციელად ახლა მე ეს მიმაჩნდა და არც ვნანობდი. ბავშვები არმოელოდნენ ჩვენს დაბრუნებას და თავიდან გაოცებული მზერები მოგვაპყრეს, თუმცა მალევე გამოფხიზლდნენ და კითხვების კორიანტელი წამოვიდა
-თქვეეეენ? თბილისში არ წახვედით? - ინტერესით იკითხა გაბრომ, მაგრამ ვაჩემ ბიჭებს რაღაც ანიშნა და ისინიც წამში უკან გაყვნენ. დავრჩი მე ჩემ გოგოებთან ერთად.
-ნატალიაა - მორიდებით შევხედე
-არარის სალო ახსნა-განმარტებები საჭირო, ვიცი რა როგორ მოხდა მეც ხო იქ ვიყავი და ყველაზე საშინელება რა არის იცი? მარტო თქვენი ბრალი არარის ეს, ჩვენი, თითოეულის ბრალია. იმდენად მთვრალები ვიყავით, რომ ნორმალურად აზროვნების უნარი დავკარგეთ და ხო ხედავთ სადამდე მიგვიყვანა ამან
-ახლაა რა გავაკეთო არვიცი, მართლა არაფერი ვიცი - დავნაღვლიანდი
-რადგან ისევ აქ დაბრუნდით, დარწმუნებული ვარ შენი გადაწყვეტილება იქნება ეს. ვაჩე არარის ისეთი ადამიანი რომ ხელი ეკრა და ვითომც არაფერი, ისე გაეგრძელებინა ცხოვრება. მეც შენს ადგილას ალბათ ასე მოვიქცეოდი, უბრალოდ შეეცადე ყველაფერს შედარებით მარტივად შეხედო, ქვეყანა არ დაქცეულა ამით, მითუმეტეს შენ ხო არც იცი როგორ განვითარდება მოვლენები, იქნებ აღარც დაგჭირდეთ ჯვრის აყრა და იცხოვროთ ასე ტკბილად და ბედნიერად ცხოვრების ბოლომდე - ამაზე სამივეს სიცილი აგვიტყდა, როგოთხრათ სასაცილოდ მქონდა საქმეთქო, მოგატყუებთ, მაგრამ იმ წამს გოგოებთან საუბარი იმდენად მესიამოვნა, რომ წამით დამავიწყდა ყველაფერი და თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა მხრებიდანო, ისე დავმშვიდდი.

ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, უარესებიც კი. მგონი ცხვირის ჩამოშვების ნაცვლად ბედნიერი უნდა ვიყო, რომ ვაჩეს ადგილას სხვა არ იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩემი პირველი ღამის არცერთი დეტალი არ მახსოვდა, ვაჩესთან თითქოს სულიერ კავშირს ვგრძნობდი. აღარ ვუყურებდი უკვე ამ ყველაფერს როგორც უბედურებას. ყოველთვის მეშინოდა ხოლმე პირველი ღამის და აი, უკვე მოხდა ყველაფერი, წარსულს ჩაბარდა, ახლა ვეღარანაირ ტკივილს ვეღარ ვიგრძნობ.
ოოოო ღმერთო რეებს ვამბობ -ვიცინი- ნუთუ ნორმალური ადამიანი იმაზე იფიქრებს, რომ პირველი კავშირის ტკივილი აღარ მექნება. მგონი დადებითი მხარებიის დანახვის ნაცვლად ჭკუიდან შევიშალე - კვლავ ვიცინი, უფრო სწორად ჩემს თავს დავცინი.

-და ახლა რაიქნება? - ინტერესიანი ტონით იკითხა კესომ
-ახლა ის იქნება რომ ორივე ჩვეულებრივ გააგრძელებს ცხოვრებას და გართობას როგორც აქამდე ვერთობოდით - უპასუხა ჩემს მაგივრად ნატალიამ
-ხო, მაგრამ მე მაინც მგონია რო ვაჩე შენ ასე უბრალოდ არ გაგიშვებს - იმედის ნაპერწკალი გამიკრთა. რადგან თბილისში ჩასვლაზე არ დავთანხმდი ეს იმას არ ნიშნავდა, რომ საერთოდ არმაინტერესებდა დავკარგავდი თუ არა ვიბლიანს. უბრალოდ ასეთმა უეცარმა მოვლენებმა და ყველაფრის გაოფიციალურებამ შემაშინა და უკან დამახევინა.
-მეც ასე მგონია, ხო გეუბნებოდი არც ის არის შენს მიმართ გულგრილითქო - უარესად დამაიმედა ნატალიამაც
-კარგით კარგით გვეყოს ბიჭები მოდიან სხვა დროს ვილაპარაკოთ - ბიჭები ისეთი სახით შემოვიდნენ ვითომც არაფერი. მივხვდი, რომ ვაჩემ გააფრთხილებულები იყვნენ და არაფერს მაგრძნობინებდნენ.
თვითონ არ ჩანდა, ალბათ თავის ოთახში ავიდა. ახლა ნამდვილად არმქონდა მასთან ლაპარაკის არც თავი და არც სურვილი, ბავშვებთან დავრჩი და გავაბით ზოგისთვის საინტერესო, ზოგისთვის უინტერესო საუბარი.
უეცრად დამიანეს დაურეკეს
-გისმენთ, რომელი ხარ?
-ალექსანდრეე? ხო მარა ქართული ნომრიდან რანაირად მირეკავ ?
-კაი მეღადავები? როდის ბიჭო?
-აუუ რამაგრად გამიხარდა შენ ხო არ იცი
-არა ბათუმში ვართ ვაჩესთან ჩამოდი აქ
-როდისთვის?
-კაი ხვალ დილით გელოდებით მაშინ
-დავაი აბა შენიცი
-ბიჭოოოოოოო არარსებობს ალექსანდრე ჩამოვიდა - სიხარულით წამოხტა ფეხზე დამიანე
-როგორ მომენატრა ეგ ხისთავიანი ღმერთო - ლამის ერთხმად წამოიძახეს ნიკამ და გაბრომაც
ჩვენ გაშტერებულები ვუყურებდით და ვერ გაგვეგო ვინ იყო ალექსანდრე, ან საიდან ჩამოვიდა საერთოდ
-რომელი ალექსანდრე? მე ვიცი? - ნატალიას ინტერესმა სძლია
-ნახვით კი უნდა გყავდეს ნანახი, მაგრამ არამგონია რომ გახსოვდეს, დიდი ხანია უკვე რაც ჩეხეთშია წასული
-საინტერესოაა... და ეხლა სამუდამოდ ჩამოვიდა? - არ ცხრებოდა ნატალია
-არვიცი არაფერი არვიცი ჩამოვა და გვეტყვის ყველაფერს
-შენ რაიყო რატო დაინტერესდი ასე? - საიდანღაც ვაჩე გამოჩნდა
-მეე? რავიცი უბრალოდ გამიკვირდა თითქმის ყველა შენი ძმაკაცი ვიცი და ალექსანდრე უცხოდ მომხვდა ყურში - ვითომც არაფერიო ისე ჩამოუყალიბა ნატალიამ რამაც ღიმილი მოგვგვარა მე და კესოს
-შენ საიდან გაიგე ? - იკითხა გაბრომ
-ეხლა დამირეკა დამიანეს ველაპარაკე და გავიგე რომ ბათუმში ყოფილხართო, ხვალ დილით უთენია ჩამოვა
-უუუფ როგორ მომნატრებია ეგ ვირის ფეხი - დემონსტრაციულად წარმოსთქვა ნიკამ
-რააააა? რათქვი? - სიცილი აგვიტყდა გოგოებს
-ვირის ფეხი - სიცილითვე გვიპასუხა ნიკამ - პატარაობაში სოფელში როჩადიოდა თურმე ვირს მოსვენებას არაძლევდა, ხან გაჭენებას უპირებდა ხან კუდის მოწყვეტას ცდილობდა, ხოდა ერთხელაც ვირს ტლინკი ამოურტყამს და ლამის უშვილო დაუტოვებია - მეტი აღარ შეგვეძლო მართლა, ვაჩეც კი იცინოდა - ამის მერე ეძახიან ვირის ფეხს, კი ძალიან ღიზიანდება, მაგრამ რას ვიზავთ ცოდვებმა იცის - სულ დამავიწყდა ჩემი უბედურება, მუცლის ატკიებამდე ვხარხარებდი.

___

საღამოს როგორღაც გადავწყვიტე ვაჩესთან მისვლა და საუბარი. მოვიკრიბე ყველანაირი ამქვეყნიური და არაამქვეყნიური ძალები, ღრმად ჩავისუნთქე და თავისი ოთახის კარზე დავაკაკუნე
-შემოდი
-ბოდიში თუ გაწუხებ უბრალოდ ვიფიქ... - ენა ამება როდესაც ნახევრად შიშველი ვიბლიანი დავინახე, მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და იმდენად სექსუალურად გამოიყურებოდა, რომ ცოტაც და ალბათ მივვარდებოდი, უფრო სწორად არ მივვარდებოდი და გული გამისკდებოდა.
-არარის საჭირო ბოდიში, არც მაწუხებ, შემოდი და ჩავიცვამ ახლავე
-აქვე უნდა ჩაიცვა ? - შეწუხებული სახით ვიკითხე - ამაზე გაეღიმა მაგრამ მალევე დაასერიოზულა სახე
-არა რათქმაუნდა, ჩემი ცოლი ხოარ ხარ შენს წინ როგავშიშვლდე - იმდენად ირონიულად მითხრა ეს სიტყვები რომ გულის სიღრმეში მეწყინა კიდეც - დამელოდე ორ წუთში მოვალ, ხელი დაავლო მაიკას და შარვალს და გავიდა.

-აბა გისმენ რახდება? - მალევე შემობრუნდა და ინტერესიანი სახე მომაპყრო
-შეიძლება ძალიან სულელად ჩამთვალო, მაგრამ რაც მოხდა მაგის მერე არმინდა უბრალოდ ურთიერთობა გაგვიფუჭდეს
-მსგავსი არაფერი მიფიქრია, ბოლოს და ბოლო ქმრად ჩემი აღიარება არ იკადრე, ქვეყანა ხო არ დაქცეულა -მკლავდა მისი ირონია
-ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ
-ასე როგორ?
-ირონიით და ზიზღით
-როგორი ლაპარაკის ღირსიც ხარ ისე გელაპარაკები
-ანუ მასეთი აგდებული საუბრის ღირსი ვარ? - ამიცრემლიანდა თვალები
-როგორც ჩანს - საპასუხოდ მხოლოდ ამოვიოხრე და შევეცადე თემა შემეცვალა
-ასეთი რა უთხარი ბიჭებს არაფერს როარ იმჩნევენ?
-რამნიშვნელობა აქვს მაგას? რაც იყო ის ვუთხარი. ხოგინდოდა დაბრუნება, ხოდა ჩათვალე რომ არც არაფერი მომხდარა და ისევ ისე განაგრძე ცხოვრება როგორც ამას აქამდე აკეთებდი - მტკიოდა ყველაფერი, ისიც მტკიოდა მომენტებში მის ნაღვლიან თვალებს როვხედავდი რომელსაც ირონიით ფარავდა და მტკიოდა ჩემი თავმოყვარეობის გადათელვაც
-ვაჩეე- უკვე აღარ ვიცოდი როგორ დამეწყო
-გისმენ
-იცი რამაინტერესებს?
-რაგაინტერესებს სალომე - გადაატრიალა თვალები მოუთმენლობისგან
-აი ერთად როვიყავით
-სად ვიყავით ერთად? - აშკარად სპეციალურად მაწვალებდა
-აუუუ სად და საწოლში - მოთმინება დაკარგულმა წამოვიძახე
-საწოლში რავიცი ბევრჯერ ვიყავით ერთად, შენ როსახლში მელოდებოდი მაშინაც, მგონი იქამდეც და გააჩნია რომელი გაინტერესებს - ღმერთო რაგაიძვერაა
-საერთოდ აღარაფერი მაინტერესებს დამანებე თავი რაა - მივაყარე და ანერვიულებული გამოვვარდი ოთახიდან. ალბათ ზღურბლს ოდნავაც არვიყავი გაცდენილი ხელი როჩამკიდა და ისევ უკან შემსვა - ნუ ფართხალებ სალომე
-დამსვიიიიი , დამსვითქო
-რატო ხარ ასეთი დაუდევარი ადამიანი
-თავი დამანებე რა, შენთან მგონი სერიოზულად საუბარი შეუძლებელია - მივაყარე და ისევ გამოსვლად ვაპირებდი რო დაიგრგვინა
-მოდი აქ! - მივხვდი რომ ჩემს ჭირვეულობას აზრი არ ქონდა და ძალაუნებურად მივეყინე ერთ ადგილს
-რაიყოო - გადავატრიალე თვალები
-რაღაცას მეკითხებოდი - სასხვათაშორისოდ იკითხა
-აუ რატო ხარ ასეთი ბოროტი ადამიანი? ხო ისედაც ძალიან კარგად იცი რა მაინტერესებს და რატო მაწვალებ? - შეწუხების ზედა ზღვარზე ვიყავი უკვე
-კარგი კარგი - ხელები ზევით აწია დანებების ნიშნად - თავიდან მეც არაფერი მახსოვდა, მერე შიგადაშიგ რაღაც მომენტები გამახსენდა კადრებივით
-რა მომენტები? - პანიკაშეპარული ხმით ვიკითხე
-აი მაგალითას ის, როგორ მომვარდი ტუჩებზე და ბოლო მოთმინების ძაფი გამიწყვიტე
-რააა? მე მოგვარდი? - გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა
-ხო რაიყო რაგიკვირს, პატარა მხეცუნასავით იყავი - დიდი ინტერესიანი მზერა მომაპყრო, აინტერესებდა რა რეაქცია მექნებოდა და ჯიქურ თვალს არ მაშორებდა
-ღმერთო რეები გამიკეთებია - თავში წმოვირტყი ხელი
-არა რატო მე ძალიან მომეწონა - ეშმაკური ღიმილით გაეპო სახე.
ხუთი წუთის წინ მგელივით მზად იყო შევეჭამე ისეთ ირონიას ანთხევდა ჩემზე, მაგრამ მოულოდნელად გარდაიქმნა ვენესუელური სერიალის მაჩოდ.
-კარგი რა ვაჩე, მაგის დროა ეხლა? - მომეღუშა სახე
უეცრად დაიძრა ადგილიდან, ნელა, ხშირი სუნთქვით მომიახლოვდა, დაიხარა და თვალი თვალში გამისწორა
-იცი როგორ კვნესოდი? - ვერ გეტყვით რა დამემართა , პიზიკურად ვერ აღვწერ ამ გრძნობას. თავიდან ფეხებამდე დამიარა, მერე ისევ თავში ავიდა და წითელი ამინთო.
-რას ვშვებოდი? - შევხედე გაკვირვებულმა
-კვნესოდი და იქამდე არ მოვისვენებ სანამ უარესად არ გაკვნესებ - ძლივს შესამჩნევი აღელვებით მომახალა
-მანიაკი ხარ რააა - დავუყვირე და ახლა ნამდვილად გამოვვარდი ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი.

___


დილით უთენია ხმაურმა გამოაღვიძა ჩვენი ნატალია. თავიდან ვერ მიხვდა რახდებოდა, მაგრამ ბოლოს გაახსენდა რომ დღეს ვიღაც ალექსანდრე უნდა ჩამოსულიყო მათთან და ინტერესით აღსავსემ უცბად გადაიცვა სარაფანი, პირზე წყალი შეისხა, კბილები გამოიხეხა და ჩქარი ნაბიჯით ქვევით ჩავიდა.
-ამის დედაც როგორ მომნატრებიხართ ბიჭებო - დიდი სიხარულით გადაეხვია ალექსანდრე სათითაოდ ყველას და ბოლოს მზერა ინტერესით მომზირალ გოგონაზე შეაჩერა - ნატალია მოურიდებლად აკვირდებოდა ოცდაექვსი-ოცდაშვიდი წლისოდენა მამაკაცის მკაცრ და უხეშ ნაკვთებს, განიერ მხარ-ბეჭს, სიმაღლეს, აღნაგობას და გონებაში უკვე მისი ხელში ჩაგდების ტაქტიკას ხაზავდა.
-გამარჯობა - ალექსანდრეს სასიამოვნო ბარიტონი გაისმა ოთახში
-გაგიმარჯოს - ღიმილიანი სახით უპასუხა მანაც
-გაიცანი ეს ნატალიაა, ჩემი დეიდაშვილი, ნატალია გაიცანი ჩემი ძმაკაცი სანდრო, ალექსანდრე როგორც გინდა ისე მიმართე
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც სანდრო - თვალი ჩაუკრა ქალბატონმა და ბიჭის სასიამოვნოდ უცნაური მზერაც დაიმსახურა
-აი ჩვენი გოგოებიც მოსულაააან - წამოიყვირა ნიკამ კესოს და სალომეს დანახვისას

გაცნობის ცერემონიალი დასრულებული იყო უკვე, მისაღებში ისხდნენ ყველანი და იხსენებდნენ უამრავ ძველ და სასიამოვნო ამბებს.
-გახსოვს - წამოიწყო დამიანემ - სანამ ჩეხეთში წახვიდოდი ვიღაც გოგოს რო გადაეკიდე გინდა თუარა სიცოცხლის ფასადაც როდამიჯდეს უნდა დავკეროო და აივანზე რო აუძვერი
-რა დამავიწყებს მაგას ერთ მხარეს მამამისი მომსდევდა, მეორე მხარეს დედამისის ნასროლი ცოცხი - სიცილით იხსენებდა და ჩვენც ვხარხარებდით
-აუუუ ის გახსოოვს მე, შენ, ვაჩე და გაბრო რო წამოვედით ბათუმში
-გააჩნია ეგ რომელ წასვლას გულისხმობ ყოველ ზაფხულს დავდიოდით
-აი ბიჭი რო დაგვემგზავრა გამაყოლეთ ადგილი თუ გაქვთო
-აუ ხო არ ღადაობთ საიდანღაც შუაღამით ძროხა რო დაგვეცა? - სიცილს ვერ წყვეტდა ნიკა
-ბიჭოოო ეგ რაგაიხსენეთ საერთოდ აღარ მახსოვდა - აღშფოთდა ალექსანდრე - აი საიდან გაჩნდა ის ძროხა დღემდე ვერ მივმხვდარვარ
-და ბოლოს ყველაზე მაგარიი არ გაინტერესებთ? - შეგვაწყვეტინა სიცილი დამიანემ
-გვაინტერესებს თქვი- მოუთმენლობისგან წამოიძახა კესომ
-ბიჭი დავიმგზავრეთთქო როვთქვით, რასაცქვია ტვინი შეგვიჭამა ესე ხო არდავტოვებთო და სამაშველოს გამოგვაძახებინა, გინდათ თუ არა ბათუმში უნდა ჩავყვე და მივიყვანო კინოლოგთანო - ეს უკვე მართლა ზედმეტი იყო, სიცილისგან ერთმანეთს ვასკდებოდით ყველანი.
-უუუფ კაი იყო პატარაობა რაა - დიდი კაცივით წამოიძახა გაბრომ
-კი ნამდვილად - დაეთანხმა ალექსანდრეც
-ეხლა აგვიხსენი რასაპირებ? სამუდამოდ ჩამოხვედი თუ ისევ უნდა წახვიდე?
-ჯერ-ჯერობით სამუდამოდ არვიცი რამდენად მოხერხდება, მაგრამ ერთი ორი წელი აქეთ მინდა გავჩერდე, თუ არჩავთვლით შიგადაშიგ ცოტახნით წასვლებს
-შენ გაიხარე რააა, რაიყო ბიჭო ეს რო მოგვანატრე თავი და ვეღარ
ჩამოაღწიე
-ხოდა აქ ვარ და ჯერ არსად ვაპირებ წასვლას კაიხანი - ამ სიტყვებზე ეშმაკურად მომღიმარ ნატალიას შეხედა და თვითონაც ჩაეღიმა.

___


ვინაიდან ჯერ ნორმალურად გათენებულიც არ იყო, გადაწყვიტეს ცოტა კიდევ გამოეძინათ და თავიანთ ოთახებში შეიყუჟნენ.
მოულოდნელად კესომ და სალომემ შეხსნეს ნატალიას ოთახის კარი და გიჟებივით შევარდნენ
-რახდება ხალხნო რატო არ გძინავთ?
-რაღა დროს ძილია გოგო გათხოვებთ - სიცილით წამოიძახა კესომ
-ოხ კესო შენ ცუდ ხასიათზე ხო ვერ გნახავს ადამიანი რა
-რა მაქვს ცუდ ხასიათზე დასადგომი? ცხოვრება მიხარია ხო ხედავთ
-ვერაა ეს კაცო - აიქნია ხელი სალომემ იმის ნიშნად რომ არ მიექცია კესოსთვის ყურადღება და ისევ ნატალიას შეხედა - მოგეწონა ხო?
-ალექსანდრე? - ჩაეცინა ქალბატონს
-ხო აბა ბებიაჩემი? - მოთმინება დაკარგა საკომაც
-რათქმაუნდა მომეწონა - წამოჯდა გაბადრული სახით ნატალია
-იცოდე შენებურად არ გააგიჟო, მთლად არ დაფრთხეს
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, ვიცი მე მაგას რასაც ვუზამ - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა
-აუ რას უზამ? მითხარი რა გთხოვ - პატარა ბავშვივით ემუდარებოდა კესანე
-მაგას ნახავთ თქვენთვითონაც - ორივე ხელი თან კეფაზე შემოიწყო ფიქრებში წასულმა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს - უუფ დამანებეთ ერთი თავი დამაძინეთ კაცო მომშორდით აქედან მე კი არ გამიჩნდით
-აუ ეს ვინ არის რა, წამო სალო წამო, გაწოლილა აქ გველეშაპივით - ამ სიტყვებით გაშორდნენ გოგოები და კმაკოფილებით აღსავსე დატოვეს ნატალია.

გზად კესომ თავისი ოთახისკენ გადაუხვია, ამიტომ სალომეს მარტო მოუწია კორიდორის გაგრძელება. რაექნა არარ ეძინებოდა, ცალკე ალექსანდრეს ჩამოსვლა და დაქალის მასზე გადრევა, ცალკე თავისი ვაჩესთან დაკავშირებული პრობლემები უღრღნიდა ტვინს და დაძინების საშუალებას ყველა გზიდან უჭრიდა.
-რას დაბოდიალობ აქეთ-იქით - ვაჩეს ხმა გაისმა
-მე... უბრალოდ ჩემს ოთახს ვეღარ მივაგენი - დაივნა წამებში
-გინდა დაგეხმარო? - ვიბლიანი მუდმივად მზად იყო დაებნია სალომე უარესად
-აა არა იყოს ვიპოვი მეთვითონ
-დარწმუნებული ხარ? - ნელ-ნელა გოგონასკენ დაიწყო სვლა
-რა გინდა ვაჩე რატო არ მანებებ თავს? - მოთმინებიდან გამოვიდა ისიც
-არა რავიცი უბრალოდ კიდევ გამახსენდა რაღაც და ხო არ აინტერესებსთქო - ეს სიტყვები უკვე პირდაპირ სახეზე მიაფრქვია
-რააა - ენა წაუბორძიკდა - რა გაგახსენდა?
-ანუ ძალიან გაინტერესებს ხო - უკვე ცხვირით ეხახუნებოდა კისერზე
-ვაჩეეე არგინდა - ძლივს ამოიხავლა
-შენ როგორ გირჩევნია პრაქტიკაში განახო რა გამახსენდა თუ უბრალოდ გითხრა? - ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო, მთლიანად ახურდა სალომეც და მხეცივით დაეტაკა ბიჭს ტუჩებზე.
არანორმალურებივით კოცნიდნენ ერთმანეთს, ცოტაც და ალბათ ტანსაცმელსაც შემოახევდნენ უეცრად ალექსანდრეს კარი რომ გაიღო და ნამძინარევი სახით გამოვიდა
-ამის დედაც ბოდიში ტო არ მეგონა - დაიწყო თავის გამართლება ნანახით გაკვირვებულმა. სალომემ მაშინვე სირცხვილისგან ვაჩეს მკლავებში ჩამალა თავი და გაიტრუნა
-არაფერია მოდი - დიდი ძალისხმევით მოაშორა ტუჩები სალომეს და ალექსანდრესკენ შეაბრუნა თავი
-წყალზე ჩავდიოდი უბრალოდ - ესღა თქვა და სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა წყვილს
-ღმერთო რასირცხვილია - ამოიბლუყუნა საკომ ისე რომ არც აუწევია ვაჩეს მკლავებიდან თავი
-სასირცხვილოს მე ვერაფერს ვხედავ რაღაც, სად მიდიხარ მოდი აქ
-უნდა დავიძინო
-ორი წუთის წინ გიჟივით მომვარდი და ეხლა იძინებ?
-ვაჩე კაი რაა - შერცხვა თავისი საქციელის
-საერთოდ არ გეცოდები ესეთ მდგომარეობაში რო მტოვებ? - ვითომ მოისაწყლა თავი
-შენზე მეტად მე ჩემი თავი მეცოდება, ეხლა წავედი და წადი შენც დაიძინე ამდენი უძილობა მოქმედებს ფსიქიკაზე - მზრუნველი ტონით მიუგო სალომემ
-ჩემი სექსუალური დოქტორი, როწარმოგიდგენ თეთრი ხალათით უკვე ვგიჟდები - ნელნელა როლებში შეიჭრა ისევ
-ვაჩეთქოო - არ დააცადა ფიქრი ადამიანს , ისე შეუღრინა
-კარგი კარგი მიბრძანდი გამოიძინე - ამ სიტყვებით გაშორდა გოგოს და თავის ოთახში შევიდა.


მეორე დღეს დილიდანვე გავიდნენ ზღვაზე იმის მიუხედავად, რომ ამინდი ნელ-ნელა ფუჭდებოდა. ამ ხნის მანძილზე ნატალია მაქსიმალურად ცდილობდა მუდმივად ალექსანდრეს თვალთახედვის არეში ყოფილიყო და იმდენი მოახერხა, რომ ლაპარაკშიც კი აიყოლია.
იმის მიუხედავად, რომ სვანი არ იყო, ვაჩე და სანდრო ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს ხასიათით. არცერთს არ უყვარდა ბევრი და უაზრო საუბარი. ამის გამოა, თავიდანვე უზომოდ რომ შეიყვარეს ერთმანეთი. სანამ ჩეხეთში წავიდოდა, სულ ერთად იყვნენ. სადაც იყო ვაჩე იქ იყო ალექსანდრეც და სადაც იყო ალექსანდრე იქ ვაჩე.
ერთხელ ქუჩაში მომავალ ბებოს პარკები გაუვარდა ხელიდან, მაშინვე დაფაცურდნენ ბიჭები, მიირბინეს და დაეხმარნენ აღებაში. არც ის დავიწყებიათ რომ სახლამდე მიეცილებინათ საყვარელი მოხუცი და გზაში საუბარი გააბეს
-თქვენ ძმები ხართ შვილო? - დაინტერესდა ქალბატონი
-არა მეგობრები ვართ - უპასუხა სანდრომ
–წლოვანება?
–ჩემი?
–ხო
–20
–ბევრი მეგობარი გყავს?
–კი, რატომ მეკითხებით?
–არა ისე დამაინტერესა.
–თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ?
_კი და ბევრიც დამიკარგავს.
–დაგიკარგავთ? დაკარგული მეგობრები ხომ არ არსებობენ?
_თუ დაიკარგნენ?
–ჰაჰ, დრო მალევე დაგვიბრუნებს.
–ზოგი არაა ჩემო კარგო დაბრუნების ღირსი.
–ღირსი ისაა ვინც ჭირში ბოლომდე გამოგყვება.
–ლხინში?
–მანდ ყველა უპრობლემოდ წამოვა.
–მართალი ხარ , მართალი. ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ. აი მოვედით სახლამდეც, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ, უფალი იყოს თქვენი მფარველი.
–არაფრის რას ბრძანებთ
–დაიმახსოვრეთ მეგობრობა სიტყვით არ იხსნება.

___


-შენ რატომ არ ჩადიხარ წყალში? - მოესმა თავთან ნატალიას
-სხეულის დახრუკვას ვამჯობინებ - ირონიით უპასუხა
-ფრთხილად იყავი შეზლონგზე არ დაიფერფლო - არც ალექსანდრემ დააკლო და გაუყვა ტალღებს
-სად მიდიხარ? - მაშინვე დაეწია
-ბიზნეს შეხვედრაზე სად უნდა მივდიოდე წყალში შევდივარ
-გინდა შევეჯიბროთ? - რაო? ნუთუ არიცოდა ცურვაში ევროპის ჩემპიონს რომ ელაპარაკებოდა ამ წუთას?
-ხუმრობ ხო? - ცალყბად ჩაიცინა ბატონმა მაყაშვილმა
-არა რატო უნდა ვხუმრობდე? მინდა შემეჯიბრო ცურვაში
-თუ მოგიგე?
-თუ მომიგებ ერთ სურვილს შეგისრულებ
-კარგი მაშინ მე თუ მოვიგე შენ ორ სურვილს შემისრულებ
-ეგ რაწესია? - შეიცხადა გოგონამ
-მე ასეთი წესები მაქვს, თუ გინდა შეგეჯიბრები თუ არადა კარგად - უკვე გაბრუნებას აპირებდა ნატალიამ რომ მოაბრუნა
-ჯანდაბას იყოს მასე
-მაშინ მოემზადე წაგებისთვის, შენ მე ვერასდროს მომიგე
-ოჰოო როგორი ხმამაღალი ნათქვამი - ლაპარაკ-ლაპარაკში სასტარტო ხაზთან მივიდნენ, ფინიშის ადგილი შეათანხმეს, სამამდე დაითვალეს და თავით გადაეშვნენ წყალში.
ნამდვილად შეუდარბელი მოცურავე იყო ალექსანდრე, მთელი ოსტატობით აპობდა ტალღებს და მიიწევდა ორი სურვილისკენ.
მიაღწია კიდეც პირველმა და თავის თავში დარწმუნებულმა გადაწყვიტა გაეღიზიანებინა გოგო, მაგრამ შემობრუნებისას ვერაფერი დაინახა. უცებ განგაშის ზარმა დარეკა გონებაში, წამებში ჩაყვინთა და ასე წყლის შიგნიდან მიადგა გონდაკარგულ ნატალიას, რომელსაც ნაზი რხევებით აცეკვებდა წყალი. ცალი ხელით ამოიყვანა ზედაპირზე, ძლივსძლივობით გამოიყვანა ნაპირთან და იქვე დაასვენა.
ხალხი პანიკაში იყო, გარს ეხვეოდა და ტონა კითხვას აყრიდა. ალექსანდრეს არააფერი ესმოდა, ერთადერთი რასაც ხვდებოდა ის იყო რომ ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩაეტარებინა.
ერთი დრენაჟი, ორი, სამი, ოთხი, ხელოვნური სუნთქვა, არ ისინჯება პულსი...
მეორედ...
მესამედ...
ისევ დრენაჟი, ისევ ხელოვნური სუნთქვა, ისევ შეჩერებული პულსი.
ტვინში სისხლი ექცევა, მუშტს არტყავს გულზე და უეცრად გოგონას პირიდან წყალტან ერთად უცნაური, დაგუდული ხმები ამოსდის.
გადარჩა...
ეს არ იყო რაღაც ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს იყო შიშის, გაბრაზების, მოულოდნელობის და გულის სიღრმეში რაღაც პატარა ნაპერწკლის გაღვივების საწყისი ალექსანდრესთვის.
სულ ცოტახანს უკურა გონს მოსულს, შემდეგ ხელში აიტახა და ისე რომ ხალხისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, სასწრაფოდ გააქანა სახლში.
გიჟივით შეგლიჯა კარი, ნატალია იქვე დივაზე დააწვინა და თვითონ ქორივით დაადგა თავზე
-ისინი სად არიან? - ამოიჩურჩულა გოგონამ
-სანაპიროზე არიან
-ვერაფერი დაინახეს?
-მგონი ვერაფერი
-გთხოვ არაფერი უთხრა - მუდარით სავსე ტონით მიმართა და ნელ-ნელა წამოჯდა
-არააა, ეს რაიყო ჰა? - ვეღარ შეიკავა თავი ალექსანდრემ და წამოენთო - მიპასუხებ თუ მეთვითონ ვიმსჯელო? 0 დაუბრიალა მოთმინება დაკარგულმა თვალები
-მეთვითონაც არვიცი, უცებ თითქოს დაბუჟება ვიგრძენი, მერე თვალთ დამიბნელდა და ამის მერე აღარაფერი მახსოვს - შერცხვენილი ლაპარაკობდა
-ასე უბრალოდ, ყველანაირი მიზეზის გარეშე დაკარგე გონება? - მოჭუტული თვალები მიაპყრო - იქნებ მატყუებ და ცურვა სულ არ იცი?
-ოოო არა რაში მჭირდება ტყუილი - მოულოდნელად თითქოს რაღაც გაახსენდაო ისე წამოხტა - ერთი წამით, შაქრიანი დიაბეტი მაქვს და მაგის ბრალი შეიძლება იყოს?
-რააა? - თვალები დააჭყიტა ბიჭმა - მოიცა შენ რა მშიერი ხარ? - შფოთვას ვერ მალავდა ჩვენი გმირი
-დღეს დილით დამეზარა საჭმლის შეჭმა და არ მეგონა ასე თუ დამემართებოდა - ეს სიტყვები სრულიად საკმარისი იყო ალექსანდრესთვის, მაშინვე გავარდა სამზარეულოში და თითქმის მთელი მაცივარი გამოუტანა
-მიდი გელოდები ჭამე - მიაჩერდა ნანახით შოკში მყოფს
-გელოდები ნატალია, აიღე და ჭამე, ხო მოვიგე, ხოდა ჩემი ერთი სურვილია რო აიღო ეს საჭმელი და ჭამო ზედმეტი ლაპარაკის გარეშე - მასაც მეტი რაგზა ქონდა? ჯიბრითაც ვეღარ იტყოდა უარს, თუმცა რა უარის თქმაზეა საუბარი, ის რომ არა ალბათ ახლა ცოცხალიც არარ იქნებოდა და დაისაკუთრებდა მის სხეულს ზღვა
-შენ არ შეჭამ?
-არა არ მშია
-არ მიყვარს მარტო ჭამა და აიღე რამე რა - მუდარა გაისმოდა მის ხმაში
-კარგი ჯანდაბას - გაეღიმა
-შენ ყველას ასე ექცევი? - გამოტენილი პირით იკითხა
-ჯერ გადაყლაპე, ახლა ეგ არგადაგცდეს და მათლად არ გადამრიო ძაან გთხოვ - ამაზე ორივეს გაეცინათ
-არ მიპასუხებ?
-ესე მოქცევაში რას გულისხმობ?
-აი ასეთი მზრუნველი ხარ?
-მზრუნველობაში ადამიანის სიკვდილს გადარჩენა თუ იგულისხმება მაშინ კი , ყველას მიმართ ასე ვარ
-არა, ყველას ასე რაღაცნაირად, მზრუნველად ექცევი?
-არვიცი, ხშირად არ მხვდებიან წინდაუხედავი და დაუფიქრებელი ადამიანები - ეს აშკარა ნამიოკი იყო რაც რა თქმა უნდა ნატალიას არ გამოპარვია
-ვერგეტყვი რო მომეწონა შენი შემკობა, მაგრამ მადლობა კომპლიმენტისთვის - ვითომ გაბრაზებით წამოიძახა
-შენ ლაპარაკს გირჩევნია ჭამო, ჯერაც ვერ მომინელებია რა შეიძლებოდა მომხდარიყო, არა ასეთი გადარეული როგორ ხარ ? - ისევ თავიდან წამოუარა აღშფოთების ტალღამ.
მობილური აწკრიალდა
-ხო ვაჩე
-არა სახლში ვარ
-ნატალიაც აქაა
-კი მშვიდობაა - მომენტალურად გადახედა გოგონას
-არ მოდიხართ თქვენ?
-კაი
-მოდიან? - ნატალია
-კი და თუ არ გინდა რო ყველაფერი გაიგონ ზედმეტს ნუ წამოაყრანტალებ
-ოჰ როგორ გეტყობა რო არმიცნობ კარგად, ზედმეტი მე კი არა შენ არ წამოგცდეს ჯობია
-ეგ არაფერი, საკმარისი დრო გვაქვს ერთმანეთის კარგად გასაცნობად - ადგა და მაგიდაზე დალაგებული საჭმელი ისევ სამზარეულოში გაიტანა
-ისე შეგიძლია ახვიდე და გამოიცვალო კუპალნიკით რო ხარ წამოგორებული - გამოსძახა სამზარეულოდანვე
-რატო შენ გაწუხებ დავიჯერო? - მოვიდა ქალბატონი სიეშმაკის ხასიათზე
-მე არა მარა თუ მასე იქნები შენ შეიძლება შეწუხდე მალე - არც ალექსანდრე დაიბნა.
მობეზრებით წამოდგა დივნიდან და აუყვა მეორე სართულის კიბეს. უკვე სააბაზანოში შედიოდა წყლის გადასავლებას უეცრად მისი სიტყვები რომ გაახსენდა, მოიცა რა მითხრა? შეიძლება შენ შეწუხდეო? მე რა შემაწუხებს რო? - მსჯელობაში იბადება საღი აზრიო ხო გაგიგიათ, ასე დაემართა ნატალიასაც.
ოხ ალექსანდრე მაყაშვილო მაცადე რას გიზამ!!!

___


-ზედმეტად სექსუალური ხარ მაგ კუპალნიკში - გაოცებულმა გახედა სალომემ მისკენ მიმართულ ვაჩეს და ისევ გააგრძელა ცურვა
-ოჰ დუმილის წუთები გვაქვს ქალბატონო?
-არა უბრალოდ ვცდილობ რამენაირად მოვიგერიო შენი უხამსი შეფასებები
-უხამსს რას ხედავ იმაში, რომ შენ უკანალზე ვგიჟდები? - წყლის წვევიდან ხელი მოავლო მკვრივ საჯდომზე და პარალელურად სახით თავისკენ შეატრიალა
-როგორ ბედავ? - აღმოხდა გაოგნებულს
-ხო არ გავიწყდება ჩემი ცოლი რო ხარ და ყველაფრის უფლება მაქვს? - მოჭუტა თვალები პასუხის მოლოდინში
-ეგ იყო შეცდომა გაიგე ერთხელ და სამუდამოდ რა
-იმღამით კარგად მთხოვდი არგაჩერდე გააგრძელეო - ჭინკები აუთამაშდა თვალებში ვაჩეს
-ვაჩეეეე ნუ მეუბნები მასეთ რაღაცეებს თორე ერთხელაც შურს ვიძიებ გეფიცები
-გააჩნია როგორ იძიებ შურს - უფრო მაგრად მოუჭირა საჯდომზე და სახე ახლოს მიუტანა
-მაგის მოფიქრება არ გამიჭირდება და ეხლა გამიშვი ხელი ნუ ჩამილურჯე მხეცო
-ამბობენ წყალში სექსი უფრო სასიამოვნოაო და რასიტყვი ხო არ გვეცადა? - არ ცხდებოდა ვიბლიანი
-გაჩერდე გთხოვ, ბავშვები დაგვინახავენ - ბოლო იმედს ჩაებღაუჭა და გაუმართლა კიდეც
-იცოდე კოველთვის ესე ვერ დამისხლტები ხელიდან, ერთხელაც იქნება დაგიჭერ და სიამოვნებისგან ბოლო ხმაზე გაყვირებ - უარესად აღაგზნო ისედაც გაგიჟებული გოგო და გაცურა ნაპირისკენ.

მალევე ყველა გამოვიდა ზღვიდან, რაღაც ამინდი ფუჭდებოდა.
ალექსანდრე და ნატალია კი არ ჩანდნენ, აშკარად არც ზღვაში იყვნენ. ბოლოს უკვე ლოდინით დაღლილმა ვაჩემ გადაურეკა სანდროს
-ბიჭო სად ხარ ვერგნახე ვერსად
-ნატალია სადღაა ხოარიცი
-ხო მშვიდობაა?
-ხო მოვდივართ უკვე ჩვენც
-სახლში ყოფილან, წავედით - განუცხადა დანარჩენებს

___


ღამე იმდენად ცხელოდა ვერაფრით ვერ შეძლო დაძინება ნატალიამ და ისევ ეზოში ჩასვლა ამჯობინა. თავისთვის, ჯერ კიდევ ჩამოსვლის პირველ დღეს, გააბა ჰამაკი.
გიჟდებოდა, ღამით ვარსკვლავებს აკვირდებოდა ხოლმე და ასე ძლივს-ძლივობის ეძინებოდა როცა უზომოდ ცხელოდა
-ეეეეეეეეე - დაიღრიალა ნაცნობმა ხმამ
-ვაიმე ალექსანდრე აქ იწექი? - მხოლოდ ეს კითხა და არანორმალურად ახარხარდა
-რაგაცინებს? რამე არის სასაცილო? - ვერაფრით ჩერდებოდა ნატალია
-გაჩუმდი გოგო რა გადარეული ხარ ვინ ხარ შენ გააღვიძებ ყველას - ძალა რომ აღარ ეყო, სიცილისგან ჩაიკეცა და ახლა ისე განაგრძო ხარხარი
-ღმერთო ეს ვის შემახვედრე აა - ამოილაპარაკა მობეზრებულმა ალექსანდრემ
-ვაიმე ბოდიში რას ვიფიქრებდი ზედ თუ გაჯდებოდი?- ისევ გააგრძელა სიცილი
-ხოდა უნდა იყურო რაზე ჯდები
-კარგი კარგი ჰოო ნუ გადამაყოლებ ახლა, მიდი მიიწიე - თან დასაჯდომად მოიხარა
-რა საჭიროა მიწევა?
-აბა როგორ დავჯდე?
-რავიცი როგორც გინდა, წეღან ზედ მაჯდებოდი და ეხლა ეგ ვეღარ მოგიფიქრებია?
-აააა მიწვევ ბატონო ალექსანდრე?
-შენ გამოწვევას რას ეძახი გააჩნია - ჩაეღიმა
ცოტახანს უყურა ნატალია, მერე ნელ-ნელა მიუახლოვდა, ცოტა დაიხარა და მოულოდნელად, ვითომც არაფერიო ისე გადააჯდა წინიდან, მჯდომარე ალექსანდრეს, ცხვირი კისერში ჩაუყო, ერთი გემრიელად გაიზმორა და სათამაშოსავით შემოეხვია
-აი ამას ვეძახი მე გამოწვევას სანდრიკო
-რას აკეთებ? - კანკალმა დაუარა ბიჭს ამ საქციელზე - სულ გაგიჟდი?
-გაჩუმდი მეძინება
-ნატალია იცოდე ცუდად გავხდები ესე, აადექი! - ხმაში ნელ-ნელა უქრებოდა სიმტკიცე
-არ ავდგები ძალიან კომფორტულად ვარ
-ნატალია ჯანდაბაა - მისი სხეულიანად წამოდგა მაყაშვილი, გოგო ჰამაკში ჩააწვინა და თვითონ სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას
-სულელი, გადარეული, შერეკილი ბავშვი - აღმოხდა მიმავალს
ამის მეტი რა უნდოდა ქალბატონს, გულში გამარჯვება იზეიმა, ერთით ერთიო გაიფიქრა და ვარსკვლავებზე დაკვირვებას შეუდგა

-ეს ვინ გადავეყარე რა არანორმალურია - მიაბიჯებდა ალექსანდრე თავისი ოთახისკენ და თან ნატალიას საქციელზე ბუზღუნებდა - არა უცებ რო გავგიჟებულიყავი სად მიდიოდა მერე? არადა პატარაობაში როგორი წყნარი იყო, ეხლა რამ გააგიჟა - თავი გაიქნია და კარი შეაღო. რო გითხრათ ტკბილად დაეძინათქო მოგატყუებთ, საერთოდ ვერ მოხუჭა.
ასე როგორ აანერვიულა ეს დევივით კაცი ამ პატარა 9 წლით უმცროსმა გოგომ.
მეორე დღეს მაქსიმალურად ცდილობდა ალექსანდრე, რამენაირად დაეიგნორებინა ნატალია და ნაწილობრივ გამოსდიოდა კიდეც, თუმცა რაღაც, შინაგანად არ აძლევდა მოსვენების საშუალებას და მოთმინება დაკარგული ხან რას აკეთებდა ხან რას. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ვაჩეს დეიდაშვილი იყო. არც ის იცოდა როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს ვიბლიანი და ასე, ორ ზღვაშუა მყოფი ისევ თავის არიდებაში ხედავდა გამოსავალს.

___


-ღმერთო ნატალია სულ მთლად გაგიჟდი?-შეიცხადა სალომემ
-აბა მეც მინდოდა ჰამაკში და რა გამეკეთებინა სხვა
-დავიჯერო ზედ გადაჯდომის გარდა სხვა ვერაფერი მოიფიქრე?
-არც ჩავთვალე საჭიროდ რო სხვა რამე მომეფიქრებინა, ხოვთქვი მაგას გავაგიჟებთქო - ჩაილაპარაკა აღტაცებით
-ოხ ნატალია რაა, ვერახარ სრულ ჭკუაზე
-კარგი ჰო ნუ შემჭამეთ ეხლა - მობეზრებით იქნია ხელი და პარალელურად წამოდგა ფეხზე
-სად მიდიხარ?
-არ ჩავიდეთ ქვევით? უკვე დაბნელდა, თან ალექსანდრე მთელი დღეა თავს მარიდებს და რაღაც უნდა გავაკეთო
-მოიცადე ერთი წამით, რა უნდა გააკეთო?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ უნდა შევამოწმო ჩემს მიმართ რამე ინტერესი გააჩნია თუ საერთოდ არ ვადარდებ
-კარგი ჩავიდეთ ოღონდ ნორმალურად მოიქეცი იცოდე
-ვიცი სალომე ნუ მაჭყიტავ მაგ თვალებს ტყუილად - სიცილით მიუგო და კიბის მოაჯირზე ჩასრიალდა. ვითომც არაფერიო ისე მოკალათდა დივანზე და დაიწყო სიტუაციის დაზვერვა
-ბავშვებო ჯოკერი არ გინდათ? - წამოიწყო დამიანემ
-აუუ დამი რაძმახარ ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე აქამდე
-აბა ვის გინდათ? ნატო ითამაშებ შენ? - გაბრო
-ჯერაცერთი მე ნატო არვარ, ნატალია ვარ და მეორეც, არმინდა წაგაგებინო და მერე გატირო
-ანუ ითამაშებ ხო ? - ჩაეცინა გაბრიელს
-არა მართლა არ მინდა, აი კესომ, შენ, ნიკამ და ალექსანდრემ ითამაშეთ - ამდროს ყველამ სანდროს შეხედა
-რა იყოთ? - გაოცებული სახით იკითხა
-ითამაშებ ჯოკერს ?
-პარებში თუ ვიქნებით კიბატონო
-კაი მაშინ მე და კესო და შენ და გაბრო იყავით - გადაანაწილა ნიკამ
-ეეე ეგ რა წესია ტო, მე ვთქვი თავიდან ვითამაშოთთქო ვაფშე - წამოენთო დამიანე
-ოოო აზრზე არ ხარ შენ რა უნდა ითამაშო მიყუჩდი რა
ამ დავიდარაბაში ნატალიამ დრო იხელთა, თვალებით გოგოებს ანიშნა ამყევითო და დაწყო
-აუუუ სანამ თქვენ მოთამაშეების ვინაობას არკვევთ ცავალ მე მარაზიაში კოკა-კოლას მაინც ვიყიდი და მოვალ - ამის თქმა და ალექსანდრეს ინტერესიანი მზერის მიპყრობა ერთი იყო
-აუუუ ხო რა მეც ძაან მინდა -აყვა კესოც
-სალო შენც დალევ ხო? - თანხმობის ნიშნად მარტო თავი დაუქნია და თავი უკმაყოფილოდ გაიქნია
-ერთი წამით, ამ წვიმაში და სიბნელეში სად აპირებ მარტო ხეტიალს? - გაისმა ალექსანდრეს მკაცრი ხმა
-ხო ვთქვი უკვე სადაც ვაპირებ წასვლას?
-ვერსადაც ვერ წახვალ - კლდესავით შეუვალი ჩანდა მაყაშვილი
-რაო? რაღაც გამომრჩა და ნებართვა უნდა ავიღო შენგან თუ რაქვია არსადაც არ წავალ? - უარესად ცდილობდა მის გაღიზიანებას და ტან გული ბედნიერებით ევსებოდა მისი წამოგდება რომ შეძლო
-ნატალია ნუ ჭირვეულობ, არსადაც არ წახვალთქო გითხარი, გარეთ თავსხმაა
-გასაგებად ვთქვი წავალთქო - თან გასასვლელისკენ გაიწია
-კარგი დაჯექი, მეთვითონ წავალ - თავიდან ცოტა არიყოს გაურკვირდა ბიჭის ასეთი, უეცარი ცვლილება, მაგრამ მალევე დაიბრუნა პირვანდელი სახე
-არ მჭირდება შენი მოტანილი მეთვითონ ვიყიდი - შებრუნდა და კარი ლამის გაგილიჯა
-ამის დედაც, დაიწყეთ თქვენ და მალე მოვალთ ჩვენც - სასწრაფოდ მიუგდო სიტყვები ნანახით გაოცებულ ბავშვებს და თვითონაც ნატალიას გაყვა.

-არ მჭირდება მე კუდები - ვითომ გაღიზიანებული ტონით მიმართა გოგონამ
-შენ გირჩევნია წინ იყურო და უარესად არ გამაბრაზო, გუშინდელიც არ დამვიწყებია ჯერ
-უი ისე მართლა, როგორ გამოიძინე ღამით? - გაბრაზებულიდან ინტერესიან ტონზე გადაინაცვლა
-მშვენივრად გამოიძინე, რა არის რო? - იცრუა სანდრომ
-არა რავიცი მაგდროს ბიჭებს ხო გემართებათ რაღაცეები, ტან ისე გავარდი ცუდად ვარო რო...
-შენ რაგგონია შენს გარდა სხვა გოგო არ შემხებია?
-ესე გაჯდება ყველა? - პირდაპირი საუბრით უფრო მეტად აგიჟებდა ბიჭს
-ნატალია თუ არგინდა იმათ რაც დავმართე შენთვის მონაგონი იყოს შეწყვიტე საუბარი და გამოადგი ფეხი დროულად, ისედაც სულ მთლად დავსველდი შენს გამო ხო ხედავ
-მერე ვინ დაგაძალა გინდა ტუ არა გამომეკიდეო - ვერა და ვერ გაჩერდა
-ერთხელაც იქნება და ამოგაცლი მაგ ენას
-თითებით თუ კბილებით?- სიტყვის დასრულება არ აცადა ისე მიახალა
-შენ რომელი გირჩევნია? - არდაიბნა ვაჟბატონიც
-მე კბილებით მირჩევნია, მაგრამ ფრთხილად იყავი მე არ დაგასწრო - ამის თქმა და სუპერმარკეტში შევარდნა ერთი იყო.

-ეს რა არის ალექსანდრე?
-რაზე მეკითხები?
-რეები აგიღია?
-შოკოლადებია ვერ ხედავ?
-მაგას როგორმე მეც ვხვდები, მაგრამ დიაბეტურები რათ გინდოდა
-რაღაც გეგმები მაქვს და ენერგიაზე უნდა მოგიყვანო - გახედა ეშმაკურად - და ლაპარაკს ჯობია რაც გაატარა პარკში ჩაალაგო - მიაყარა სწრაფად და მოლარეს მიუბრუნდა - აი აქედან აიღეთ ქალბატონო
-არაააა არ აიღოთ მაქედან, მე გადავიხდი
-ნატალია გაჩერდი უკვე ვიხდი - გამოსცრა კბილებიდან
-კი მაგრამ...
-ნატალიათქო - ცოტაც და ალბათ სიმწრისგან მართლა ამოაგლეჯდა ენას
-კაი ჰოო - დანებების სანაცვლოდ შუბლი შეიჭმუხნა და პარკიანად გავიდა გარეთ
-მომეცი ეგ აქ, რას მიათრევ ნეტა ვიცოდე
-არ იყო საჭირო გადახდა - თან ხელში მიაწოდა პარკი
-ეგ მე ვიცი რა არის საჭირო და რა არა, მაგაზე მოდი ნუ ვიდავებთ
-ხო მაგრამ მაინც არ იყო საჭირო და ვსო
-ოხ ნატალია რა ჯიუტი ვინმე ხარ
-ბავშვობიდან ასეთი ვარ მე
-არანაირად, ადრე ძალიან ჭკვიანი და დამჯერი გოგო იყავი, ეგ ეხლა შემოგიღიტინეს თავში
-მოიცა რა? ბავშვობაში ნანახი გყავარ? - გულწრფელად გაუკვირდა
-მყავხარ და თანაც ბევრჯერ
-აბა მე რატო არ მახსოვხარ?
-არვიცი, ალბათ ძალიან უმნიშვნელო ვიყავი შენტვის
-ჰო აშკარად იყავი - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და მსუბუქი მიწოლით შეაღო კარი.
-აბა ვინ იგებს?
-ვაიმე როგორც იქნა მოაღწიეთ
-შენცკიდე ეხლა რო არ გასულიყავი მაგის საყიდლად ხვალამდე ვერ მოითმენდი?
-ხვალამდე რატო უნდა მომეთმინა მე ეხლა მინდოდა ეე - ჩაიბუზღუნა ნატალიამ
-კარგი ჰო კარგი შენთან ლაპარაკს ხო აზრი არააქვს - როგორც იქნა მივიდა სარ აზრამდე დამიანე
-შენ სადღა მიდიხარ ? - ახლა ალექსანდრეს მიუბრუნდა
-უნდა დავიბანო
-მიდი მაშინ და მეორე ხელს არარ დავიწყებთ შენს გარეშე.

ნატალიამ თვალით ანიშნა გოგოებს გამომყევითო და სამზარეულოში შევიდა
-რატო არ ამყევი როვთქვი მაღაზიაში უნდა წავიდეთქო? - მიახტა სალომეს
-კესო ხო აგყვა და რაღა საჭირო იყო მაინც და მაინც მეც სიტყვით გამოვსულიყავი?
-ეტყობა საჭირო იყო, მაგრამ ეხლა რაღა მნიშვნელობა აქვს რაც მთავარია გამომივიდა
-ჰოო? რაო რა ილაპარაკეთ?
-ნუ ისეთი არაფერი, თურმე ბავშვობაში ვახსოვარ როგორი ვიყავი
-მართლა? შენ რატო არ გახსოვს?
-ხო აი ეგ მეც გამიკვირდა მაგრ...
-ადამიანო რა გალაპარაკებს ამდენს, ხო ხედავ ტბორი დააყენე უკვე სახლშიც, ადი დაიბანე და გამოიცვალე - ჩაეჩხირა კესანე
-აუ დავაი რა თუ არც გაინტერესებთ - დაუბღვირა და კიბისკენ აიღო გეზი
-ვაახ ან ეს მოკლავს იმ ბიჭს, ან ალექსანდრე იკისრებს მაგას - სიცილით ჩაილაპარაკეს და ბავშვებს შეუერთდნენ.

იმდენად შევიდნენ აზარტში, რომ დრო გაეპარათ და შუა ღამით, მთქნარებით გაემართნენ საძინებლებისკენ.
სალომე, იმის შიშით ისევ არ გამომიჭიროს ვაჩემო, ჭურჭლის რეცხვას შეუდგა.
როგორც იქნა გავიდა ბოლოში და უკვე დამშვიდებული გაემრთა თავისი ოთახისკენ. სასწრაფოდ გადაიძრო ზედა და იქვე მიაგდო. ახლა შარვლის ღილებს დასწვდა, უეცრად უკნიდან თბილისი სხეული რომ აეკრო
-მიადვილებ საქმეს და შენთვითონვე იხდი? - დაარღვია სიჩუმე ვაჩეს მამაკაცურმა ბარიტონმა
-ვაიმე ვაჩეეე - შიშისგან გულზე ხელი დაიდო - როგორ შემაშინე, აქ რაგინდა შენ?
-შენ გელოდებოდი - ნელნელა კოცნით კისერს მიუყვებოდა და შიგადაშიგ თუ უპასუხებდა სალომეს დასმულ კითხვაზე
-მე მელოდებოდი? გადაირიე ხო?
-შენ გადამრიე - უკვე სუნთქვა ეკვროდა გოგოს - და დაისჯები ახლა ამდენი რო მალოდინე - ამის თქმა და სალომეს კედელზე აკვრა ერთი იყო - მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ იცოდე ხმა არ გავიგო შენი - მომენტალურად შემოაძარცვა ლიფიც და მთელი გრძნობით დაეწაფა კერტებზე.
-მითხარი სალომე, მითხარი რო შენც გინდა - გონდაკარგული ბოდავდა უკვე
-მაგიჟებ ვაჩე - სუნთქვა შეკრულმა წამოიძახა გოგომაც და უფრო მეტად მოდუნდა
ახლა მეორე მკერდზე გადაინაცვლა, ტუჩებს შორის მოაქცია და შიგადაშიგ კბენით ჩაუყვა მუცლამდე. ნელა, აუჩქარებლად დაატარებდა ენას დახორკლილ სხეულზე და ამსაქციელით გამოწვეული სალომეს კვნესით უფრო იღგზნებოდა.
მომენტალურად შეუცურა ხელი წელზე, ააფრიალა ჰაერში, საწოლზე ნაზად გადააწვინა და ქვედა საცვალიც წამებში მოაშორა. ისევ მუცელს მიუბრუნდა, ნელ-ნელა უფრო ქვევით ჩაუყვა და ენით საშოს შეეხო. ამან მთლად გააგიჟა სალომე, აქეთ იქიდან ხელებით ზეწარს მოეჭიდა, თავი სიამოვნებისგან უკან გადაწია და კვნესა აღმოხდა პირიდან.
ორგაზმს მიღწეულს ერთი შეაკანკალა და მოეშვა.
ვაჩემ მოთმინა დაკარგულმა, სასწრაფოდ გაიძრო შარვალი, სალომე მუცლით დააწვინა, უკანალი გამოაბზეკინა და ერთი გემრიელად მისცხო, თმაში ჩაჰკიდა ერთი ხელი, მეორე წელზე შეუცურა და ნელა მიაწვა უკნიდან საშოს - ცუდად ხო არ ხარ?
-არ შეწყვიტო, უფრო ძლიერად გთხოვ - ჟინ მორეულმა საკომ ესღა ამოილაპარაკა ძლივს გასაგები ხმით და სიამოვნების მორევში გადაეშვა ვაჩესთან ერთად.
იმ წამს ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ალბათ მაინც ვერ გაიგებდნენ იმდენად იყვნენ ერთმანეთზე აკრულები. ყველანაირი სირცხვილის გრძნობა გაუქრა სალომეს, მხოლოდ სიამოვნებაზე და ვაჩეზე ფიქრობდა.

ვინ დათვლის რამდენი ხანი იყვნენ ასე, ერთმანეთის შეგრძნებით გონდაკარგულნი.
ბოლოს ორივეს სასიამოვნოდ ჩაეძინათ სიამოვნებით დაღლილებსა და ერთმანეთზე აკრულებს.

___


შუადღის პირველი საათი იქნებოდა ალბათ თვალი რომ გაახილა და პირველი რაც დაინახა მომღიმარი ვაჩე იყო.
გუშინდელი ღამის შემდეგ თავისებურად მაინც შერცხვა და შიშველი მკერდი ხელით დაიფარა.
-რაიყო ჩემი გრცხვენია? - ჩაეცინა ვიბლიანს სალომეს ბავშვურს საქციელზე
-არააა უბრალოდ ასე მირჩევნია - კითხვაზე პასუხს თავი აარიდა შეძლებისდაგვარად და უქვე დაყრილ ტანისამოსს დასწვდა
-სად მიდიხარ? - სიმკაცრე გამოერია ხმაში
-ჩავალ ქვევით თორე იეჭვებენ ბავშვები რაღაცას - დიდი სიფრთხილით შეაპარა
-რა გემართება? რასქვია იეჭვებენ რაღაცას? ჩემი ცოლი ხარ და ვისი რა საქმეა ჩვენ რას გავაკეთებთ? - ანერვიულდა წამში
-აუ ჩავალ ბავშვებთან რა გთხოვ - ცოტაც და იტირებდა
-წადი, რაც გინდა ის ქენი - თვითონვე გაურო კარი და სიმწრით დახურა.

-საკოს გაუმარჯოოოოს -მიეგება დამიანე
-შუადღე მშვიდობის - გაუღიმა მანაც
-არ გშია? წამო ვჭამოთ
-სად არიან დანარჩენები? - იკითხა ინტერესით
-ყველას ძინავს ვერავინ გავაღვიძე და გეხვეწები წამოდი შენ მაინც ჭამე ჩემთან ერთად თორე აღარ შემიძლია მოვკვდი, შიმშილმა გამომაღვიძა ისედაც - გულიანად გაეცინა დამიანეზე სალომეს და შეყვა სამზარეულოში
-რა გვაქვს დღეს რაციონში?
-რავიცი მე პირადად არაფრის გაკეთება არ ვიცი და შენ თუ შემომთავაზეეეებ...
-ოხ დამიანე, კაი მიმიშვი აბა რამე გავამზადებ უცებ, ოღონდ აქ იყავი და მელაპარაკე რააა - შეევედრა ბიჭს
-ხო აბა რასვიზამ , ხო უნდა ვუყურებდე რას როგორ აკეთებ მერე რო არ მოვიწამლო, თან ეხლა როგორ ფიქრობ მე ჩუმად გავჩერდები? - ორივეს გაეცინათ და ახალგაღვიძებულ ნიკას და გაბროს შეხედეს
-შუადღე მშვიდობისა გოგონებოოო - ხელის აწევით ჩაილაპარაკა ნიკამ
-გოგონებს განახებ თუ გამოგიქანე ეხლა ეს ქვაბი
-ვაიმე ბავშვობიდან არ უყვარდა სიმართლისთვის თვალის გასწორება რა - მიუბრუნა სალომეს
-უხ ნიკა ნეტა არანორმალურად არ მშიოდეს გაგასწორებინებდი სიმართლისთვის თვალს როგორც საჭიროა - დააემუქრა და თითი დაუქნია გამაფრთხილებლად
-კარგით ბიჭებო რა დაგემართათ - იცინოდა საკო -შენ დამშვიდდი ამათ ნუ აყვები ხო ხედავ პროვოცირებას ცდილობენ
-გავაპროვოცირებ ამ ორ მკვდარ სულს თუ გადავაბი ერთმანეთზე - ამ საუბარში ვაჩე და ალექსანდრეც შემოვიდა. ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო სალოსთვის მისი დანახვა და დანით კინაღამ ხელიც გაიჭრა
-ეე ეეე ფრთხილად გოგო თითებს თუ ჩაიჭრი სულ აღარ მინდა მასეთი ჭამა- წამოხტა დამიანე
-ააა არაფერი შემთხვევით მომივიდა, დაჯექი შენ მელაპარაკე ისევ გირჩევნია თორე ხო ხედავ იმათ რო აყევი რა დამემართა - ძლივს შეინარჩუნა მშვიდი ტონი და ვითომც არაფერიო ისე გააგრძელა.
-გოგოები სადღა არიან? - დაინტერესდა ალექსანდრე
-აქ ვაააააართ - ხტუნვა-ხტუნვით შემოვარდნენ კესანე და ნატალია
-შენ დილიდანვე ესე ხტუნვით იწყებ ხოლმე? - უკბინა სანდრომ
-ჯერაცერთი დილა აღარაა, შუადღეა და მეორეც ერთი რა შენი საქმეა მე ხტუნვით დავიწყებ თუ შენი ცემით? - გაეჯგიმა წინ
-ოოხ ამის გამოსწორება შეუძლებელია რა - პირი დაბერა და ხმაურით ამოუშვა ჰაერის ნაკადი - ვაჩე ამას როგორ უძლებდი გაფიცებ?
-რავიცი როგორღაც ვუძლებდი - ჩაილაპარაკა თითქმის ჩურჩულით
-რაგჭირს ? - შუბლი შეკრა გაბრომ
-არაფერი რა უნდა მჭირდეს ვერ გამოვიძინე ეტყობა ნორმალურად - თვალი სალომეს ჰკიდა და მალევე სხვა რამეზე გადაიტანა მზერა
-დარწმუნებული ხარ? - დაეჭვდნენ ბიჭები
-კარგით ეხლა ნუ შემაწუხეთ ვაა - დროულად მოიშორა თავიდან ყველა
-სალო დაახლოებით რამდენ ხანში იქნება მზად? - სასწრაფოდ შეცვალა თემა ალექსანდრემაც
-დაახლოებით ნახევარ საათში
-კაი მაშინ გავალ და მოვალ მალე, არ შეჭამოთ ჩემი წილი იცოდეთ - ხელი დაუქნია ბიჭებს და თვალით ვაჩეს ანიშნა გაყოლოდა
-რაა? - გაეცინა დამიანეს სახეზე სალოს
-რა ნახევარ საათში ადამიანო აქვე გინდა ამომძვრეს სული? - ამას უკვე ნამდვილად ყველას ხარხარი მოჰყვა


-რა გჭირს ?
-იმისთვის გამომიყვანე ეგ რო გეკითხა?
-ვაჩე რაგჭირსთქო გეკითხები
-არვიცი- წამებში მოეშვა ვიბლიანი - უკვე აღარაფერი ვიცი
-სალომე ხო?
-ჰო - ამოილაპარაკა და ჰორიზონტს გახედა
-გიყვარს?
-ძალიან, მართლა ძალიან მიყვარს უბრალოდ მეთვითონაც არვიცი რაღა გავაკეთო მეტი. სტანდარტულ სიტუაციაშიც არ ვართ მთლად ყველაფრის ადვილად დალაგებას რომოველოდე, მესმის რთულია მისთვის ყველაფრის გადახარშვა მარა მართლა აღარ შემიძლია ტო - მთელი სული და გული ამოაყოლა ამ სიტყვებს
-იმასაც უყვარხარ, თვალეზე, საქციელზე, მიმიკაზე, ყველაფერზე ეტყობა უბრალოდ ჯერ მზად არ არის დააცადე ცოტახანი
-მეტი რაღა დავაცადო, ისე გამირბის თითქოს ჩემი ეშინოდეს თუ არადა ცდილობს ყურადღება არ მომქციოს
-კარგი ეხლა ნუ გამოხვედი კრავი, დარწმუნებული ვარ შენთვითონაც ისეთ რაღაცეებს ეუბნები რო გადარეულია გოგო. დრო ნამდვილად სჭირდება, მთავარია სისწრაფით წყალში არ ჩაყარო ყველაფერი
-ხო მართალი ხარ როგორც ყოველთვის - მხარზე დაკრა ხელი და სევდიანად გაუღიმა
-მარტო ჩემზე სალაპარაკოდ გამომიყვანე? - უეცრად შეეცვალა სახე ორივეს, ვაჩე თითქოს გამხიარულდაო, ხოლო ალექსანდრეს რაც შეეხება ძალიან დაიძაბა
-არა, კიდევ მინდა გითხრა რაღაც - თან სიგარეტს მოუკიდა
-ნატალია?
-რაა? - შეხედა გაოცებულმა - შენ საიდან იცი?
-როგორ ფიქრობ შენთან დაკავშირებით რამე გამომეპარება?
-ოოოხ ვაჩე, რაღას მაწვალებდი აბა ამდენ ხანს
-მე გაწვალებდი ? მოსულიყავი შენთვითონ და აქამდე გეთქვა
-არვიცი, სანამ ჩემს თავში შედარებით უფრო არჩამოვყალიბდებოდი არმინდოდა რამე მეთქვა , მარა როგორც ვატყობ დაუსწრებლად გცოდნია - გაეღიმათ ორივეს
-შენი იმედი მაქვს იცოდე, რაც დედა გაერდაეცვალა ხოიცი იმის მერე ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ყოველთვის ვიცოდი რა უნდოდა, რა უჭირდა და რა შეიძლებოდა მისთვის გამეკეთებინა, მაგრამ რაც სალომესთან გადავიდა იმდენ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ და დარწმუნებული ვარ შენთვის თქმაც აღარ დამჭირდება უკვე.
არ გეგონოს ნატალია ადვილი მოსარჯულებელი, ძალიან რთული ადამიანია მაგრამ მასაც აქვს სუსტი წერტილები, მთავარია სწორად მიუდგე. მაშინაც როდაიჟინა მაღაზიაში უნდა წავიდეო, სპეციალურად არვთქვი არაფერი. იმაში დარწმუნებული ვიყავი რომაინც წავიდოდა, უბრალოდ მაინტერესებდა შენ როგორ მოიქცეოდი
-ხო მაგას უკვე მეთვითონაც მივხვდი რო წინ რთული გზა მელის
-შენი არჩევანია ეგ ჩემი ხო არა, წამო ეხლა შევიდეთ უკვე მართლა მომშივდა - ლაპარაკით შევიდნენ სახლში და შემოუსხდნენ ჯერ-ჯერობით ცარიელ მაგიდას.
-ჰააააააა გოგო გვაღირსე ეგ დასაწვავი საჭმელი კაცო გამძვრა სულიიიი - მოთმინება დაკარგული დამიანე ხან თეფშებს არახუნებდა, ხან დანა-ჩანგალს.
-აი ვსო მზად არის, მომაქვს უკვე - სასწრაფოდ გადაკეთა გაზქურა და გაბროსთან ერთად გააწყო სუფრა.
-ღმერთო რა გემრიელია, ვენაცვალე შენს ხელებს რა
-კარგი ეხლა მასეთიც არ არის - დაიმორცხვა სალომ
-არა მართლა მართლა - აყვა ნიკაც - კარგად გამოგდის შაჭმელების გაკეტება
-ჩემი სალო კანფეტკა გოგოა, აბა ამ გადარეულს კი არ გავს - შეხედა ნატალიას და თან მხარი გაკრა კესომ
-რას შემჭამეთ ამ გადარეულობით კაცო, რომელი ხართ აბა დალაგებული. საჭმლის გაკეთებას კიდე არ ვაპირებ მე აქეთ მიკეთოს ქმარმა - შეწუხდა ნატალიაც
-ჰაა ეხლა ხმააა, არ გამახსენო შენი ისტორიები
-მოიცა რა ისტორიები? - დაინტერესდა სანდრო
-გაჩუმდი - გამოსცრა კბილებიდან ქალბატონს
-რა ისტორიები და - არ მიუქცევია ყურადღება , ისე დაიწყო კესანემ მოყოლა - დაახლოებით წლინახევრის წინ, ჩვენს საერთო მეგობარს ქონდა ქორწილი. ნატალიამ ვაჩეს გამოართვა მანქანა და ასე მივბრძანდიტ მე, ეს ქალბატონი, სალომე და ქათუნა. ეხლა სამწუხაროდ არ არის საქართველოში, მაშინაც სპეციალურად ქორწილისთვის იყო ჩამოსული, ხოდა ისე მოხდა რო იქ ერთი ძველი თაყვანისმცემელი შემოხვდა, ხან გამოიცეკვა იმ ბიჭმა, ხან რა გააკეთა ხან რა, მოკლედ ვერა და ვერ აიყოლია. ეს არაფერი, ვკვდებოდით გოგოები სიცილით, მარა უკვე წამოსვლის დრო იყო რო მივარდა ეს ბიჭი ქეთოს, ხელში აიტაცა და გიჟივით გააქანა ჩატენა თავის მანქანაში, ნუ მოიტაცა რა.
ამან რო გაიგო ჩემი დაქალი მოიტაცაო, ესეიგი ჩვენ რასაცქვია ჩაგვყარა მანქანაში და არანორმალურივით მოწყვიტა ადგილიდან. იქამდე არ მოისვენა სანამ არგადაასწრო იმ დეგენერატს და წინიდან არგადაუღობა გზა. იქ ეხლა რეები ელაპარაკა და ეკაჩავა მოდი მაგას ნუ მომაყოლებტ მარა დღემდე ანეგდოტივით არის ეგ ამბავი სადაქალოში - როგორ დააბრუნა ნატალიამ მოტაცებული ქეთუსია - გაოცებისგან ყველა პირდაღებული იყო
-ერთი წამით, მე რატო არ ვიცოდი ეგ ამბავი? - შუბლი შეკრა ვაჩემ
-აუ ხო გეუბნებოდი ადამიანო მოკეტეთქოოო - შეუბღვირა ნატალიამ კესოს
-დაიცა შენ რა არ იცოდი? რას ვიფიქრებდი მე - ენა დაება გოგოს
-შენ მასე კარგად ატარებ მანქანას? - ჩაეკითხა ნიკა
-ნუ ნორმალურად რა, ჩემი უსაყვარლესი დეიდაშვილი დამსახურებაა, პატარაობიდანვე მასწავლა - აფერისტულად გადასწვდა ვიბლიანს.
-თავი დამანებე, მე მეგონა მენდობოდი და ყველაფერს მიყვებოდი, თურმე რაამბებში ყოფილა ეს
-კარგი რა ჩემო პატარავ რატო ბრაზდები - არეშვებოდა ქალბატონი
-ჩემო პატარას განახებ მე შენ - გაეცინა სვანსაც - ტუტუცი ბავშვი ეს
-დედააა შენ ვინ ყოფილხარ თურმე, არა ისე რამე როიყოს და მაგარმა ნაშებმა მომიტაცონ, ეს დააბით და არ გამოუშვათ იცოდეთ - ღადაობის ხასიათზე მოვიდა უკვე დანაყრებული დამიანე
-შენ ეხლა ისეთი რამ არდაგმართო რო ცხოვრების ბოლომდე საჭმლის შეჭმა ვეღარ შეძლო - გადასწვდა შუმახერი მასაც
-ვაახ ეს გოგოები რა ენა ტლიკინები ხართ რა ადამიანი ვერ გაგაჩუმებთ
-ბიჭო შეხედე ერთი კიდე რამდენს ლაპარაკობს

ალექსანდრე ჩუმად იჯდა და აკვირდებოდა ამ გადარეულ გოგოს, რომელის მორჯულებასაც ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ ის ასეთი იყო, ბუნებრივად არ შეეძლო სიფრიფანა და დაუცველი ყოფილიყო და ეს ხიბლავდა სანდროსაც.
იცოდა, რომ თავს არავის დააჩაგვრინებდა და თავისას რადაც არ უნდა დასჯდომოდა მაინც გაიტანდა.
ფიქრობდა და თან ეღიმებოდა...

___


რატომღაც მთელი დღე არავის გამოუთქვამს ზღვაზე გასვლის სურვილი. თითქმის ორი კვირა იყო უკვე გასული რაც ბათუმში იყვნენ და ამ ხნის მანძზილზე მობეზრებული ქონდათ წყალიც და ზაგარიც.
სასწაულად უხდებოდათ შოკოლადის ფერი კანი როგორც გოგოებს, ასევე ბიჭებს.
საღამოს ვერაფრით ვერ მოისვენა სალომემ სახლში და ისევ სანაპიროზე მარტო გასვლა ამჯობინა. ესდღეები შედარებით გრილოდა და ნიავი სიმშვიდეს გვრიდა.
რას აკეთებდა ვაჩე? არაფერს, გარდა იმისა რომ იდგა ფანჯარასთან და მიმავალ გოგოს უყურებდა.
უეცრად იგრძნო, რომ აუცილებლად უნდა გაყოლოდა და ბოლოს და ბოლოს გაერკვია ყველაფერი. ხელი დაავლო თავის მობილურს და სწრაფი ნაბიჟით გადაჭრა პლიაჟისკენ მიმავალი გზაც.
-აქ მარტო რატომ ხარ? - მოესმა ვიბლიანის ხმა საკოს
-სუფთა ჰაერზე გამოვედი უბრალოდ - ზღვისთვის თვალის მოუშორებლად უპასუხა
-რაგჭირს სალო? რატო გამირბიხარ? ამდენად ზიზღს ვიწვევ შენში?
-არა ეგ საიდან მოიტანე - გული მოუკვდა
-სხვა უკვე ვეღარანაირ დასკვნამდე ვერ მივდივარ
-არ არის მასე
-აბა რა გემართება? - პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო - არ მეტყვი?
-მე უბრალოდ - თავი დახარა სირცხვილისგან და ცრემლები წამოუვიდა- ძალიან მრცხვენია
-რააა? გრცხვენია? ჩემი? - დაიბნა ვაჩე
-ხოოო - ამოისლუკუნა
-ღმერთო სალო სირცხვილის გამო გამირბიხარ? - ერთანად იგრძნო შვება და გულში სითბო ჩაეღვარა - მოდი აქ ჩემო სულელო - თან ხელები გაიშვა ჩასახუტებულად. სალოც ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და გაეხვია მის მკლავებში
-ღმერთო რა ჩურჩუტი მყავხარ, ჩემი არასდროს არ შეგრცხვეს ამის მერე, ხო გაიგე? - თან თავზე ხელი გადაუსვა - მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და უფრო ძლიერად ჩაეხუტა
-სალო იმდენად მიყვარხარ რომ ხანდახან მგონია რეალობას ვწყდები, ამის მერე მართლა აღარსად გაგიშვებ და შეეგუე იმ აზრს რომ ჩემთან უნდა იყო
-მეც მიყვარხარ, უბრალოდ... - ანერვიულდა ისევ
-რა უბრალოდ? შემომხედე, რამე გაწუხებს?
-შენები როგორ მიიღებენ ამ ამბავს? მარიკა დეიდასი მრცხვენია ძაან
-შენ მაგაზე არ იდარდო, ჩემები პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას და მითუმეტეს ხო იცი შენ როგორ უყვარხარ მარიკასაც და დათოსაც
-ანუ ჯვარი აღარ უნდა ავიყაროთ? - მაინც სძლია ინტერესმა გოგოს
-არა რათქმაუნდა, შენ ჩემი ცოლი ხარ და მაგას არასდროს დავუშვებ - ძალიან თბილი ტონით წარმოსთქვა - მოდი ეხლა უბრალოდ ჩამეხუტე , ვერცერთ წამს ვეღარ დავკარგავ შენს გარეშე!!!

___

-ვაიმეეეე მეწვიიიის - მორთო ყვირილი პირსახოც შემოხვეულმა ნატალიამ
-რაგჭირს? - დაფეთენებული შევარდა ახალგაღვიძებული ალექსანდრე სააბაზანოში - ვაიმე რა გისვია სახეზე ნატალია - შეეშინდა მოულოდნელად
-ალექსანდრე მიშველე რააა - კედლებს ასკდებოდა გოგო იმდენად ეწვოდა სახე
-მე რანაირად გიშველო?- აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და ისიც მასთან ერთად დარბოდა აქეთ-იქით
-შემიბერე ჩქარაააა - სახე მიუშვირა გამწარებულმა - ბიჭსაც სხვა რა გზა ჰქონდა, ჰაერის ნაკადით ცდილობდა ნატალიასთვის მდგომარეობის შემსუბუქებას და ამ ყველაფერს იმდენად სერიოზულად და დიდი მონდომებით აკეთებდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმით დაკავებული ადამიანი გეგონებოდათ
-ჰაა მოგეშვა?
-რა შედარებააა, დედა როგორ ამეწვა უცებ სახე ეს რაიყო - ამოისუნთქა შვება მოგვრილმა
-დაიცა მეჩვენება თუ კბილის პასტა გისვია? - წამით შეჩერდა მაყაშვილი და გულმოდგინედ დააკვირდა სახეზე
-ხოო, სადღაც წავიკითხე კარგია კანისთვისო და კი გამაძრო სახე
-და ამ პანიკის ატეხვას რო ჩამოგებანა არა? - ტუჩის კუთხე ჩატეხა იმდენად მოჰგვარა მისმა საქციელმა სიცილი, მაგრამ შეიკავა და ისევ სერიოზული სახე მიიღო
-ვეღარ მოვიფიქრე ეგ, შენ მოგეფიქრებინა დროულად რო დამსდევდი უკან - მომენტალურად იფეთქა და იქვე დაკიდებული პირსახოცი ესროლა. ალექსანდრესთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ეს, უეცრად მთელი სხეულით შემოატრიალა, ხალი ხელით ორივე ხელი გაუკავა და უკანალზე ის პირსახოცივე მისცხო
-მომისმინე შე პატარა ჭირვეულო ბავშვო, თავი აკონტროლე და ნუ გგონია რო ყველაფრის უფლება გაქვს, არ ვაპირებ შენი გამოხტომები ავიტანო, აქამდე კიდე ვითმენდი მარტო იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცის დეიდაშვილი ხარ, მაგრამ ეხლა უკვე თავს გახვედი. შენ ადგილას მადლობას მაინც მოვიხდიდი რომოვედი და შეძლებისდაგვარად დაგეხმარე. ამიერიდან იმედია გეცოდინება ვისთან როგორ მოიქცე, თუ არადა მაგ მომრგვალებულ ადგილს ისე აგიწითლებ რო რამდენიმე დღე დაჯდომა საერთოდ ვეღარ შეძლო - უთხრა და თან უკნიდან მთელი სხეულით მიეკრო ნახევრად შიშველს
-ხელი გამიშვიიი - დაიწყო ფართხალი ნატალიამაც - ახლავე გამიშვითქო - ლამის ყვირილზე გადავიდა, მაგრამ რადგან ვერაფერი შეძლო მკლავზე უკბინა და სიმწრისგან მოკეცილ სანდროს შეხედა
-ეგ მე კიარა შენ მომისმინე კარგად, ჯერაცერთი მოდი ნურავიში შეგეშლები, ვისთანაც გაგდის მასეთი საუბარი იმას ესაუბრე, მეორეც ერთი აღარ გაბედო და ხელები არ გამიკავო თორე ყველაფერს გეფიცები მწარედ განანებ ხო გასაგებია? - ცეცხლებს ყრიდა უკვე თვალებიდან.
სულ რამდენიმე წამით უყურა შურისძიების სურვილით შეპყრობილ გოგოს და გიჟივით დაეტაკა ტუჩებზე, არც ნატალიას დაუფასებია დიდად თავი , ისიც აყვა და მთლად გაახელა ისედაც გაგიჟებული მაყაშვილი. ლამის შემოაძარცვა ის პატარა პირსახოციც რაც ტანზე ჰქონდა შემოხვეული.
მალევე მიხვდა ქალბატონი, რომ ახლა თუ არ გაჩერდებოდა, შეიძლება ბევრად უფრო ღრმად შეეტოპათ და მაშინვე გაეცალა ვნებამორეულ კაცს.
კარის ზღურბლთან იყო უკვე როშემობრუნდა და ეშმაკური ღიმილით შეხედა
-კარგად დაიმახსოვრე ეს კოცნა და იცოდე რო ამის მერე ვეღარავინ შეგეხება ჩემს გარდა - უთხრა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
სანდრო, ნატალიას ნათქვამისგან გამოწვეულ სიამოვნებასა და მოზღვავებულ ვნებაში გახვეული, ამაოდ ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას და თან სარკეში აკვირდებოდა ანარეკლს.
-ამის დედაც როგორ ვერ მოვითმინე - თავის თავზე გაბრაზებულმა ნიჟარაზე დასცხო ხელი და ქვედა სართულზე ჩავიდა.

___


სამზარეულოში ჩასულმა სალომემ აღმოაჩინა, რომ მაცივარი თითქმის ცარიელი იყო და გადაწყვიტა სუპერმარკეტში გასვლა. უკვე საფულიანად გასასვლელისკენ მიემართებოდა უკნიდან ვაჩეს ხმა რომ მოესმა
-სად მიიპარები ქალბატონო? - ჩაეღიმა მის ხმაზე და სასწრაფოდ შემოტრიალდა
-აღარაფერი აღარ გვაქვს და ვიფიქრე ვიყიდითქო
-ორი წუთით დამელოდე და მეთვითონ გაგიყვან ფეხით რო არ იარო
-არ არის საჭირო ახლოსვეა, უცებ გავალ და მოვალ
-დამელოდეთქო როვამბობ ეტყობა არის საჭირო - მიაყარა უცებ და კიბეზე აირბინა - არ წახვიდე ჩემს გარეშე - მოაძახა უკვე მეორე სართულიდან.

-იქიდან სხვაგანაც ხო არ გაგვევლო? თუ რამე გაქვს საყიდელი მითხარი ბარემ - უკვე მანქანაში მჯდომმა ვაჩემ უთხრა სალომეს
-არა რავიცი არაფერი, ააი მოვედით გააჩერე სადმე
-მე გადმოგყვე?
-როგორც გინდა, უცებ ვიყიდი ყველაფერს და მოვალ
-კაი - საფულიდან ფული ამოიღო და გაუწოდა - აიღე და ამით იყიდე ყველაფერი
-ეს რათ მინდა? - გაიკვირვა საკომ
-რას ქვია რათ გინდა? ჩემი ცოლი ხარ და ჩემი და შენი ფული რამ გაყო?
-ხო მაგრამ მაქვს მეც ფული
-აიღე ეხლა ეს და სხვადროს შენი ფულით იყიდე - როგორ ყოველთვის ხმა გაუკმაცრდა
-ვაჩეეე არ მინდა ნუუ - ეს ბოლო წვეთი იყო უკვე, სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან და გოგოსთან ერთად შევიდა სუპერმარკეტში - რადგან შენ არ მიჯერებ როგორც ჩანს ძალით მომიწევს ამის გაკეთება
-მართლა ხისთავიანი სვანი ხარ რა - შეუბღვირა სალომ
-იცოდე ძალიან ცუდად დაისჯები - ლაპარაკ-ლაპარაკში თან იღებდნენ რაც უნდოდათ
-ხოო? გააჩნია ცუდად დასჯაში შენ რას გულისხმობ - აყვა გოგოც
-ეს ნახეთ რა? თავიდან ხმას ვერ გაღებინებდი ნორმალურად და როგორ გაცუღლუტდი თვალსა და ხელს შუა - გაეცინა ვიბლიანს
-შენს გვერდით როგორც ვატყობ უარესები მელის
-ოოოხ როგორ ცდი ჩემს მოთმინებას - ნავაჭრს დაავლო ხელი და მოლარესკენ გაემართა - სანამ აქ ვართ მოიფიქრე კარგად მეტი არაფერი გინდა?
-არა მე არაფერი არ მინდა
-არც შოკოლადები? - მოჭუტა თვალი პასუხის მოლოდინში
-შოკოლადები? - გაეცინა - კი შოკოლადები მინდა
-გახსოვს ბათუმში რო მოვდიოდით, მაღაზიიდან გამოსულს რაგითხარი?
-მოიწმინდე ეგ შოკოლადიანი ტუჩებიო თუ რაღაც მასეთი მგონი
-ააა დაჟე იმენად შევიკავე თავი რო მხოლოდ ეგ გითხარი? - გაეცინა
-საზიზღარი ადამიანი ხარ რა - თავი გააქნია და შოკოლადებით დატვირთუალმა გააპო ბრბო.

___


მეორე დღეს დამიანეს დაბადებისდღე იყო, 26ის ხდებოდა ბიჭი.
ყოველთვის ძალიან უხაროდა ხოლმე თავისი იუბილეს მოახლოება, მაგრამ ვინაიდან ბავშვებიდან არცერთი არ იმჩნევდა, არც თვითონ გამოუჩენია ინიციატივა და ისევ მოთმინებით ელოდა რომელს გაახსენდებოდა პირველი და მიულოცავდა.
უკვე თორმეტი სრულდებოდა, უეცრად ყველა რო შეიყუჟა სადღაც სხვა და სხვა მიზეზებით. კი იეჭვა რამეს ხომ არ მიმზადებენო, მაგრამ რას წარმოიდგენდა ტორტით და შამპანიურებით ხელში თუ გამოცვივდებოდნენ ბავშვები სიმღერ-სიმღერით და ასე მიულოცავდნენ. სიხარულით ცას ეწია, ხან რომელს მივარდა საკოცნელად ხან რომელს
-რა გეგონა დაგვავიწყდებოდა შენი დაბადების დღე? - ხელი მიკრა მხარზე გაბრომ
-თავიდან მარტლა მეგონა რო დაგავიწყდათ, მარა ბოლოს იმდენად გაქრით ყველა, მაინც ვიეჭვე რაღაც
-ხო ვთქვი ესე ყველა ნუ გავალთთქო რააა - დაიწყო ნატალიამ ბუზღუნი
-აუუ დაიწყო ამან ისევ - ხელი აიქნია მობეზრებულად ნიკამ
-ხო კაი გავჩერდები - ისევ გაებადრა სახე გოგოს - რაც მთავარია გამოგვივიდა სიურპრიზი, ეხლა ყველა ვიცვამტ და მივდივართ კლუბში უნდა ავღნიშნოთ
-კაი აზრია - დაეთანხმა კესოც - წავედი მე ეხლა გავემზადებიი
-ჰა ჩქარა ეხლა დაფაცურდით ყველა დასაკარგი დრო არ გვაქვს ხალხნო - დატრიალდა გაბროც და ისიც თავისი ოთახისკენ გაემზადა

___


-ნატალი ხო ხედავ მანდ ადგილი აღარ არის, წამოდი ჩემთან ჯდები - მიმართულება შეაცვლევინა ალექსანდრემ წელზე ხელის მოხვევით
-რას აკეთებ? - ნამდვილად არ მოელოდა
-ჩემ მანქანაში გსვამ რას უნდა ვაკეთებდე?
-იქაც მშვენივრად დავეტევით აქ რო არ ჩაგიჯდე - წამოიძახა გაღიზიანებულმა
-რო გეუბნები აღარ არის ადგილითქო გაიგე და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დაბრძანდი - კარი გაუღო და სავარძლისკენ უბიძგა - ღვედს შენთვითონ შეიკრავ თუ მე შეგიკრა - ირონია გარეული ხმით კითხა
-არ მჭირდება ეს ვითომ ჯენტლმენური ჟესტები, მეთვითონ შევიკრავ
-მადისაღმძვრელად გამოიყურები
-ხოო? - აუთამაშა წარბები გოგომ
-კი და რამდენად გავძლებ სანამ მივალთ არვიცი
-ალექსანდრე ჯობია გაჩუმდე და წინ იყურო
-ერთხელაც წაგატეხავ მაგ რქებს და ნახავ როგორ ილაპარაკებ მასეთი მბრძანებლური ტონით - არც შეუხედავს ისე მიახალა
-ოჰ გაბრაზდი ჩვენი სექსუალური კამეჩი? - თავისივე სიტყვებზე სიცილი წასკდა და როვერაფერი მოუხერმა მაყაშვილმა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაზს მიაწვა.

___

-აუ როგორ მიხარია ბავშვებო თქვენთან ერთად როვარ ამწამს და ასეთ კარგ დროს ვატარებ - მთელი გულით თქვა კესანემ და სატრფოს მიეხუტა
-მგონი შენ ცოტა მეტი მოგივიდა დალევა - ჩაშჩურჩულა ნიკამ და კურის ძირში აკოცა
-ეგ არაფერი, მთავარია შენ მომხედავ ხო ? - აუფახუნა თვალები და მისი სურნელი შეისუნთქა
-ჩემო პატარა როგორ მიყვარხარ
-მე უფრო მიყვარხარ ხოიცი - არ დანებდა გოგოც
-კარგი იყოს მასე, არ ამიშარდე მერე - გაეცინათ ორივეს
-სალო შენ რატო არსვამ? - დაინტერესდა დამიანე
-უი რასლაპარაკობ, წინაზე საბოლოოდ დავრწმუნდი რო ჩემი დალევა არ შეიძლება - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ღიმილ მოგვრილმა
-მოიცა ანუ ნანობ ? - სევდიანი მზერა მიაპყრო ვაჩემ
-ვაიმე არა ჩემო პატარა - გაეცინა და თავზე მოუსვა ნაზად ხელი - ეგ როგორ იფიქრე, სხვა რამეს ვგულისხმობდი - თითქოს შვება იგრძნოო ისე ამოისუნთქა ვიბლიანმა - ხანდახან როგორი მეამიტი ხარ ვაჩე ვგიჟდები
-შენთან ადამიანი მხოლოდ ერთ ხასიათზე ვერ იქნება შე პატარა ჭინკავ - ლოყაზე აკოცა და ხელი გადახვია.



-ერთი ამას დამიხედეთ რა, შეხედე როგორ ეტლიკინება ვიღაც გოგოს - ცოფებს ყრიდა ნატალია
-კარგი გოგო ალბათ ვინმე ნაცნობია რა დაგემართა - შეიცხადა საკომ
-გავანაცნობებ მაგას, არა შეხედე როგორ უახლოვდება ის ჟირაფი ნელ-ნელა - უარესად გაღიზიანდა მათი შემყურე
-კარგი ადამიანო რა სცენებს დგამ
-აი ეხლა მაგას მოვუტ**ავ ყველაფერს, რა უფლებით ეხება ჩემ ბიჭს - ვეღარ ჩერდებოდა ერთ ადგილას - გამიშვი ხელი თორე დედა მომიკვდეს შენიანად მივალ იმათთან - მაინც შეძლო სალომეს ხელებისგან თავის დახსნა და მათკენ გაემართა.
-გამარჯობაა - გაღიზიანებული ტონით მიესალმა ქალს - რა ხდება ალექსანდრე? ვინაა არ გამაცნობ?
-მე უბრალოდ ვიფიქრე რომ თუ თავისუფალი იქნებოდა ეს სიმპატიურ... - წამოიწყო ჟირაფმა
-მისმინე ეხლა კარგად, ძალიან შემცდარხარ მასე თუ იფიქრე და ამ სიმპატიურ ბიჭს რაც შეეხება ჩემია ხო გასაგებია? - გააფთრებულმა უეცრად ალექსანდრეს დაკუნთულ საჯდომზე წამოარტყა ხელი, მერე საყელოთი მოქაჩა და მომთხოვნად დააკვდა ტუჩებზე - ეხლა ხო დარწმუნდი უკვე მაგაში? - გამარჯვებულის მზერით შეხედა
-ქალმა ერთი აათვალიერა გაოცებულმა ვინ არის ეს ქაჯიო და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას.
-ეს... ეს რა იყო ნატალია? - ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან სანდრო
-რა იყო და მე შენ გაგაფრთხილე როვეღარავინ შეგეხებოდა, ამის მერე ან ზედმიწევნით გაითვალისწინებ ან და აორთქლდები ჩემი ცხოვრებიდან - ახლა ბიჭზე ამოაფრქვია გაბრაზება და ჩქარი ნაბიჟით დაბრუნდა თავის ადგილას.
ალექსანდრე ცოტახანს იდგა გაშტერებული. ასეთი გოგო ცხოვრებაში არ ენახა. რამდენ ნაირთან ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ნატალია თავისი არანორმალურობითა და სექსუალურობით სულ სხვა იყო - ერთი კიდევ ჩაიცინა და გამოფხიზლებული მივიდა ბავშვებთან.

___

-როგორ არ მინდა აქედან წასვლა - დაიჭყანა ვაჩე და წამოწოლილ სალომეს მიეხუტა - მოდი რა დავრჩეთ მარტო მე და შენ
-კი კარგი იქნებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავიდეთ თბილისში, რამდენი ხნის განმავლობაში არ ეცოდინებათ შენებს, ხო უნდა ვუთხრათ ბოლოს და ბოლოს
-მაშინ ჩავიდეთ და მერე ისევ ჩამოვიდეთ რასიტყვი?
-ვნახოთ ვაჩე ნუ წახვედი ეხლა შენ ოცნებებში
-მე რა ოცნებაც მქონდა უკვე ავიხდინე, მეტი ოცნებები აღარ გამაჩნია - ღიმილით უთხრა და უფრო ძლიერად ჩაეხუტა თავის საყვარელ ქალს -იცი რა ვიფიქრე?
-რა იფიქრე აბა - დაინტერესდა სალომე
-მარიკასთან და დავითთან ერთად ცხოვრებას ცალკე გადავიდეთ არ ჯობია?
-თუ მაგას ჩემს გამო ამბობ დამიჯერე არ ღირს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ხო იცი არ ვარ პრობლემური ადამიანი
-ვიცი ვიცი ჩემო პატარა, მაგ მხრივ არც ვამბობ, უბრალოდ მგონია რო მარტო უნდა იცხოვროს წყვილმა. არ არის საჭირო სხვებიც იყვნენ გარეულები იმ პრობლემებში რაც ცოლ-ქმრული ცხოვრების დროს წარმოიქმნება
-ვაიმეეეე ჩემი საღად მოაზროვნე ბიჭი ვინ არისო ? - ვაჩეს მსჯელობით კმაყოფილმა წამოიძახა
-მე ვარ მე - გაეცინა მასაც
-კარგი შენ როგორც გინდა. გადავიდეთ ჩემთან სახლში და იქ ვიცხოვროთ, ხოიცი მარტო მე და ნატალია ვიყავით ისედაც
-არა რას ამბობ მე ეგ არ მიგულისხმია, ცალკე საკუთარი სახლიც მაქვს მოწყობილი თქვენს უბანთან ახლოს სხვათაშორის. აქამდე არც მქონია სურვილი გადავსულიყავი, მაგრამ ეხლა უკვე შესაფერისი დროა
-მართლა? - გულწრფელად გაუკვირდა სალომეს
-ხო მართალა -
- აუ რაღაც მინდა რომ გითხრა
-გისმენ რაიყო - სმენად იქცა ბიჭი
-ხო იცი ეხლა გადავედი მეორე კურსზე და ალბათ ისიც იცი რამდენად მიყვარს ჩემი პროფესია. მისგარეშე ალბათ ერთი წამიც ვერ ვიცოცხლებ და დიდი იმედი მაქვს ამასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არ გვექნება. ვიცი, რომ შეგნებული ადამიანი ხარ და შენგან დიდ ხელ შეწყობას ველი, თუ არადა არვიცი ალბათ არაფერი გამოვა სხვაგვარად - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ეს სიტყვები - მინდა ეხლავე გავარკვიოთ ყველაფერი სანამ სწავლა დამეწყება.
-რათქმაუნდა სალომე, მაგას რა ლაპარაკი უნდა საერთოდ, შენ ჩვეულებრივად გააგრძელებ სწავლას და დამიჯერე არანაირი პრობლემა არ იქნება ჩემგან. ალექსანდრესგან ვიცი რომ მალევე დაგეწყებათ პრაქტიკები და შეიძლება ღამითაც კი მოგიწიოს საავადმყოფოში ყოფნა, ამ ყველაფრისთვის მზად ვარ, მეთვითონ მიგიყვან და წამოგიყვან ხოლმე. არ მინდა იფიქრო რო ვიღაც ერთი ჩვეულებრივი ბნელი ბიჭი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნო თავი და შენი საქციელის არ ინანო.
-მაგის იმედი მქონდა ზუსტად, ღმერთო ვაჩე როგორ მიყვარხაარ - მოეხვია მთელი გრძნობით - არადა თავიდან რა ცუდი შთაბეჭდილება შემექმნა შენზე, ერთი გაუთლელი და უხასიათო სვანი მეგონე - სიცილი წასკდათ ორივეს
-მოდი წარსულს ნუ გავიხსენებთ ძაან გთხოვ
-კი მასე ჯობია ნამდვილად - დაეთანხმა და ცოტა ხნით გაჩუმდა - ვაჩეე
-ჰოო - უპასუხა და თმაზე ფერება განაგრძო
-ალექსანდრესგან ვიციო რო პრაქტიკები დაგეწყებათო ახსენე და მაგან საიდან იცის ეს ყველაფერი?
-არ გვითქვამს აქამდე ტრავმატოლოგი როა? - ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაცას იხსენებდა?
-მართლააააააა? - თითქმის წამოიყვირა - ეგ რო მცოდნოდა ჩათვალე კითხვებისგან დავახრჩობდი
-ხო აბა რა გგონია, ჩეხეთში მუშაობდა და აქ აპირებს ეხლა კარიერის გაგრძელებას, რაღაც შემოთავაზებები აქვს უკვე.
-აუ რა მაგარიაააა - გულწრფელად გაუხარდა - მოკლედ ნატალია კარგ ხელში ვარდება რაააა
-აჰააა ანუ შენც იცი ყველაფერი ხო?
-ეეე შენც იცი? მე მეგონა შევაპარებ რამენაირადთქო
-რათქმაუნდა ვიცი, თავიდან ჩემით მივხვდი მარა მერე ალექსსანდრეც დამელაპარაკა და საბოლოოდ დავრწმუნდი
-აუუ ძან მეცოდება ეხლა ნატალია მარტო რო მოუწევს ცხოვრება
-მეეჩვება იმან დიდი ხანი გაძლოს ნატალიას გარეშე, შენ მაგის დარდი ნუ გექნება
-ძააან საყვარლები არიან და არვიცი რამდენად გაუძლებს სანდრო
-შენი აზრით ეს ნაკლებია? დამიჯერე პატარაობიდან ერთად მოვდივართ და მაგის მეტი არაფერი მინახავს. ერთმანეთზე უარესები არიან და არმოიწყენენ
-ისე რა კარგად დალაგდა არა? მე და შენ, ალექსანდრე და ნატალია, კესო და ნიკა. ძააააააან მიხარიაა - ტაში შემოკრა სიხარულისგან
-ოოო კესო და ნიკა სულ სხვა თემაა, თითქოს არაფერს გვანახებენ და კი არიან გუგულებივით
-ხო კესოსგან ძაან მიკვირს მე პირადად. ეგეც არანაკლები გიჟია და ან ნიკამ დააწყნარა ან კიდე ისეთები დამართა მაგ საცოდავ ბიჭს როვეღარაფერს ამბობს
-რაც არ უნდა იყოს შეეფერებიან ერთმანეთს
-ხო - დაეთანხმა თავის დაქნევით - ეეეეჰ ძაან გაგვიგრძელდა მგონი საუბარი, ჯობია ჩანთა ჩავალაგოთ - წამოხტა სალო და ტავის ჩანთას დასწვდა
-გინდა დაგეხმარო? - შესთავა ვაჩემ
-არა იყოს, შენი შენი ჩაალაგე, თუ არადა დამელოდე მე და წამოვალ დაგეხმარები
-არა საკო მეთვითონ ვიზამ, შენ რომორჩები დამიძახე და ჩავიტან ქვევით
-კაიიი - ლოყაზე აკოცა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა
-მოიცა ეს რა იყო ეხლა?
-რაიყო? - გაიკვირვა გოგომაც
-ლოყაზე კოცნა რა უბედურებაა?
-ოოოოო - სიცილი წასკდა ვაჩეს მოღუშულ სახეზე - მოდი აქ მოდი - ხელები მოხვია კისერზე და ვნებიანი კოცნით დააჯილდოვა.
-აი ეს სულ სხვა საქმე იყო უკვე - გაებადრა სახე სვანს - ხო არ გადაგვედო ჩალაგება? - ზედმეტად სასიამოვნოდ ჟღერდა მისი შემოთავაზება, მაგრამ მალევე მოეგო სალომე გონს და სასწრაფოდ გაუშვა აბუზღუნებული ბიჭი თავისი ოთახისკენ.

ალბათ ესე ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა ნელ-ნელა რო მორჩნენ ყველაფრის ჩალაგებას და გამოიხურეს სახლის კარი. თავისებურად მაინც გული წყდებოდათ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავდა როვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს. რათქმაუნდა არა, უბრალოდ ადამიანებს გვახასიათებს გარემოსთან შეჩვევა და ძნელად თუ ვეგუებით სასიამოვნო მოგონებების არეალთან განშორებას.
კესო, ნიკა და გაბრო დამიანესთან ჩასხდნენ მანქანაში, სალომე თავისთავად ვაჩესთან , ხოლო ნატალიას რაც შეეხება, დეიდაშვილის მანქანისკენ მიმავალს როგორც წინა დღით, ისე ჩაკიდა ხელი ალექსანდრემ და თავისი მანქანისკენ ააღებინა გეზი რომ მომხდარი ვერც გაიაზრა და უხმობ მიჰყვა ვაჟბატონის ნებას.
-შენ როდის როგორ მოგინდება ისე უნდა გადამანაწილო ხოლმე? - კაი ხნის დუმილის შემდეგ დაარღვია სიჩუმე ნატალიამ.
-რაიყო რამით უკმაყოფილო ხარ?
-კითხვას კითხვით ნუ მიბრუნებ
-ჩემთან მინდოდა ყოფილიყავი - დამთბარი მზერით გადახედა და დააკვირდა გოგონას რეაქციას
-გირჩევნია გზას უყურო - ისე გამოუვიდა თითქოს თავიდან მოიცილაო
-გუშინ რა დაგემართა?
-რას გულისხმობ? - ვითომ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ალექსანდრე
-აი ის გოგო რო დააფრთხე და მერე სუნთქვა არეული რო დამტოვე
-შენ ნამდვილად არვიცი სუნთქვა არეული რატო დარჩი მარა მე გაგაფრთხილე რო ზედმეტად არავის შეხებოდი
-ხო მაგრამ მე ხო არ შევხებივარ?
-შენ შეიძლება არა, მაგრამ ის შეგეხებოდა მალე და დამიჯერე მარტო სიტყვიერი მოშორებით არ დავკმაყოფილდებოდი
-ჯანდაბა ნატალია რანაირი ხარ - ძალიან სიამოვნებდა სანდროს მასზე რო ეჭვიანობდა გოგონა და უარესად ცდილობდა მის გამოწვევას
-და რო ავყოლოდი შენ რა? ჩვენ ხო უბრალოდ მეგობრები ვართ? - შეხედა ინტერესიანი მზერით
-ხო მართალი ხარ ალექსანდრე, სისულელე ვქენი რომივვარდი იმ ქალს, უნდა მიმეშვა გაეკეთებინა რაც უნდოდა და აყოლოდი შენც, ეხლაღა მივხვდი ამას - ვითომ კატეგორიული ტონით უპასუხა, მაგრამ შინაგანად რაღაც ჩასწყდა. ძალიან ატკინა გული ბიჭის მეგობრად მოხსენიებამ და მეტი რო ვეღარ გაუძლო ცრემლები წამოუვიდა
-წეღან სხვანაირად ჭიკჭიკებდი, ესე უეცრად რამ შეგიცვალა აზრები? - არ ცხრებოდა მაყაშვილი - არ მცემ პასუხს?
-ნატალიააა - უკვე ეჭვი გაუკრთა ხმაში
-დამანებე რა თავი - ამოისლუკუნა და ფანჯრიდან გააგრძელა ყურება
-მოიცა მეჩვენება თუ ტირიხარ? - სახე აელეწა ბიჭს - შემომხედე გთხოვ - ლამის ემუდარებოდი უკვე. როვერაფერს გახდა, ბოლოს ცალი ხელიტ შემოატრიალებინა სახე და გული მოუკვდა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ნატალიაზე
-ამის დედაც - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე გოგოს უთხრა - ბოდიში რა მართლა ვერვიფიქრებდი თუ ამდენად იმოქმედებდა ჩემი სიტყვები შენზე - პარალელურად ცრემლებს წმენდდა და ხელის გულზე კოცნიდა - გამეცი ხმა გთხოვ - ტანმოყვარეობა არ აძლევდა ნატალიას ხმის ამორების უფლებას, ისედაც ბრაზდებოდა თავის თავზე როვერ შეიკავა ცრემლები და გაურკვევლობაში მყოფი ვერც იგებდა რას ელაპარაკებოდა სანდრო.
ვერაფრით ამოადგმევინა ბიჭმა ენა, ამიტომ ბოლოს უკვე ცალი ხელით ბუმბულივით აწია და თავის კალთაში მოაკალათა.
იმდენად ესიამოვნა ნატალიას ეს ქმედება რომ გულმკერდზე მიადო თავი და გაიტრუნა
-ოხ რა უცნაურები ხართ ეს გოგოები რა, ღმერთმა იცის რაზე რა რეაქცია გექნებათ - ანერვიულებული საუბრობდა - ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ მსგავსი რეაქცია გექნებოდა თორე ყველაფერს გეფიცები ხმას არ ამოვიღ...
-შენ მართლა მეგობრად მიმიჩნევ? - ლაპარაკი შეაწყვეტინა და ისე რომ არც განძრეულა უეცრად კითხა
-როგორ ფიქრობ მეგობრად რომიგიჩნევდი გაკოცებდი? ან ახლა ჩემ კალთაში იჯდებოდი? რათქმაუნდა არ მიგიჩნევ მეგობრად ნატალია ეს როგორ იფიქრე, მე უბრალოდ შენი გაბრაზება მინდოდა მეტი არაფერი
-ხოდა მოგიწევს რო გამოისყიდო - მალევე მოვიდა ხასიათზე
-რასაც გინდა იმას შეგისრულებ ოღონდ შენი ცრემლები აღარ დამანახო - ამ წუთას ისეთი გულწრფელი იყო როგორც არასდროს
-საჭესთან დამსვი - გაიმართა და სახეში შეხედე
-რაა? ეხლაა? - დაიბნა ალექსანდრე
-ხო ეხლა აბა?
-გენდო? - მოჭუტა ცალი თვალი
-სურვილი ყველავარიანტში უნდა ამისრულო, დამპირდი და სხვა რა გზა გაქვს უნდა მენდო
-ოოოხ ნატალიაააა, კაი მაცადე გავაჩერო - იქვე გადააყენა მანქანა და ადგილი გაუცვალა.
მალევე გაისმა მობილურის ხმა
-ხო ვაჩე
-არა ცოტა ვერ ვარ კარგად და ნატალია დავსვი
-არვიცი შეიძლება წნევა მაქვს და მირჩევნია ეს იჯდეს
-კაი კაი - გაუთიშა და ბედნიერ გოგონას გადახედა
-იმედი მაქვს რომელიმე ხეს არ ჩამახუტებ
-თუ გეშინია შეგიძლია კალთაში ჩამისკუპდე როგორც წეღან მე გამაკეთებინე - უთხრა სიცილით
-ფეხები ჩაგენგრევა ხო არ ეხუმრები ჩემ წონას?
-ხო ნუ შენს კუნთებს თუ გავითვალისწინებთ ცოდო ვარ ნამდვილად
-სულ მინდოდა მეკითხა - წამით შეჩერდა მაყაშვილი - ბუნებრივად ასეთი მკვრივი ტანი გაქვს თუ ვარჯიშობ?
-შენ როდის შეამოწმე მკვრივი მაქვს მე თუ მოშვებული ? - ღიმილით კითხა
-შემოწმება სულაც არ უნდა, თვალები მაქვს და ხო ვხედავ - აყვა ვაჟბატონიც
-არა დიდად არასდროს მივარჯიშია, თუ ვიწყებდი მალევე ვანებებდი ხოლმე თავს, მარტო ძალიან მეზარება და სალომე და კესო მაგ საკითხში მკვდარი სულები არიან რასაცქვია
-მე და შენ ვივარჯიშოთ ხოლმე არ გინდა?
-რავიცი რატომაც არა - ჭკუაში დაუჯდა ეს აზრი - ისე, რაღაც ადამიანური საუბრის საათები გვაქვს აშკარად და არ გინდა შენზე მომიყვე რამე? არაფერი არვიცი საერთოდ რას საქმიანობ, რა გიყვარს, რას აკეთებ თავისუფალ დროს
-იმშემთხვევაში მოგიყვები მერე შენც თუ მომიყვები შენ თავზე
-კარგი შევთანხმდით - მხრები აიჩეჩა თანხმობის ნიშნად
-როგითხრა ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლითქო მოგატყუებ, მიყვარს ცურვა, პროფესიონალი მოცურავე ვარ
-ააა მაგიტო შემომხედე ირონიულად შემეჯიბრეთქო როშემოგთავაზე? - ახლარა მიხვდა გოგონა რაში იყო საქმე
-ნუ ალბათ ხო - გაიცინა და გააგრძელა - კიდევ მიყვარს ძაღლები, ეხლაც ვაპირებ პატარა ლეკვის ყიდვას რადგან ჩამოვედი და არსად ვაპირე კაი ხანი წასვლას. თბილისში მარტო ვცხოვრობ, მშობლები კახეთში არიან იმის მერე რაც შედარებით ასაკში შევიდნენ, დედის ერთვა ვარ. ხოო კიდევ დიდი ხნის წინ წავედი ჩეხეთში და იქ ვმუშაობდი ერთ-ერთ კლინიკაში ტრავმატოლოგად
-რააააააა? ექიმი ხააარ? - გაკვირვებისგან თვალიბი ჭყიტა ნატალიამ
-ხო რა იყო?
-მე რატო არ ვიცოდი?
-რაც არ გიკითხავს რა უნდა გცოდნოდა?
-ხო ნუ ეგეც მართალია, მაგრამ რავი ბიჭებსაც რო არ უხსენებიათ გამიკვირდა
-ეგ არაფერი კიდევ იმდენი რამე გაგიკვირდება შენ ჩემთან ყოფნის დროს
-რა თავდაჯერებული ხარ ღმერთო ჩემო - არ დანებდა გოგო
-ეხლა შენი ჯერია, დაიწყე - ნატალიასკენ შემობრუნდა და მზერა მიაპყრო ინტერესით სავსემ
-მე ჯავახიშვილში ვსწავლობ ბიოლოგიურზე, თავიდან მეც რატომღაც ექიმობა მინდოდა სალომეს მსგავსად, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ჩემთვის არ იყო და დიდად თავიც აღარ მოვიკალი. მეორე კურსზე გადავედი და დღემდე არ ვნანობ იმდენად მომწონს ჩემი პროფესია. ძალიან მინდა მომავალში ღეროვანი უჟრედების ლაბორატორიაში ვიმუშაო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
-მომწონს, მომწოონს ასეთი შემართება და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა
-მადლობა - ესიამოვნა სანდროს სიტყვები - ხო კიდე რაგითხრა, არავინ მყავს ვაჩეს, სალომეს, დეიდის და ბიძის გარდა, მაგრამ დიდად არც მადარდებს ეგ, ალბათ ასეც არის საჭირო და არასდროს მიფიქრია, რომ უბედური ვარ ამის გამო... მოკლედ რაც საჭირო იყო გითხარი, დანარჩენს შენთვითონაც გაიგებ და ჩემი ხასიათი დარწმუნებული ვარ უკვე შეიცანი
-ხოოო აი შენს ქმარს დიდი მოთმინების უნარი სჭირდება აშკარად იმდენად რთული ხასიათი გაქვს - გაეხუმრა სანდრო
-ღმერთო ჩემს სუსტ წერტილში მოარტყი ზუსტად - თავი გადააქნია ნატალიამ
-რატო?
-არ შემიძლია ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობები
-რას გულისხმობ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში?
-აი როგორ აგიხსნა, ზოგადად სიტყვა ცოლი და ქმარიც კი მაღიზიანებს. ალბათ ვერასდროს შევძლებ ოჯახი შევქმნა.
-კი მაგრამ რატო? რამე მიზეზი ხო გაქვს? - არ მოეშვა
-საჭმლის გაკეტებას მე არ ვაპირებ ზოგადად არც გამომდის, ამასგარდა არშემიძლია ვიღაცის ტანისამოსი ვრეცხო ჩემსას ძლივს ვუვლი. თან თითქმის არცერთი ოჯახი არმინახავს კაცს, რომ არ ეღალატოს ცოლისთვის და მე ეს არ შემიძლია, ვერ ავიტან უბრალოდ, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო და მოვკლა ჩემი ქმარი
-ხო მაგრამ ეგ ხო ინდივიდუალურია, მასე ძირითადად ისეთი კაცები იქცევიან, რომლის ცოლებიც თავს აღარ უვლიან, სახლში ჯდებიან და მოსამსახურეებად გარდაიქმნებიან, თან მუდმივად უკმაყოფილოები არიან ყველაფრით. იმის მიუხედავად როარაკაცობად მიმაჩნია ღალატი, რაღაც პონტში მაგათიც მესმის
-არვიცი, ერთადერთი ის ვიცი რო მე მსგავს რაღაცას ვერ ავიტან და ძალიან ცუდად დასრულდება ყველაფერი. რათქმაუნდა არც სახლში ჯდომას არ ვაპირებ და არც ტიპიური "ცოლი" გავხდები, მაგრამ რარაც მაინც მაშინებს და არვიცი რა
-შენ უბრალოდ ზედმეტად ეგოისტი და ეჭვიანი ადამიანი ხარ ნატალია, აი შემომხედე ეხლა მე, შენი აზრით შემიძლია ოდესმე შენნაირ გოგოს ვუღალატო ? - სცადა ეხუმრა და განემუხტა სიტუაცია მაყაშვილს
-ოოოოოხ - გაეცინა - შენ რაიცი რო მაინც და მაინც შენ გახდები ჩემი ქმარი?
-ვიცი ნატალია ვიცი, მე ყველაფერი ვიცი საერთოდ - შუბლთან გადასწვდა, აკოცა და თავის ადგილს დაუბრუნდა შეფიქრიანებული.

___


-ვაჩეე
-ჰოოუ - შეხედა ფანჯარაში მომზირალ გოგოს
-მგონი ჯობია ამ შუაღამით პირდაპირ შენთან მისვლას, ჩემთან დამტოვო და ხვალ წამოვიდე შენთან, თან შეამზადებ შენებს - ნერვულად მოიგრიხა თითები
-კიდე მაგაზე ნერვიულობ შენ? - ხმა დაუთბა შეშინებული გოგონას შემხედვარე
-მართლა ძალიან მეშინია, იქნებ ცუდად მიიღონ, თან ჩემებმაც არაფერი იციან და მაგათაც ხო უნდა გავაგებინო
-ხო გითხარი სალო, ჩემები პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას და ერთი წამითაც არ იფიქრო რო შენ არ მიგიღებენ. შენებს რაც შეეხება ერთად დაველაპარაკოთ, ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება. შენ თუ თვლი რომ შენ სახლში ჯობია დღეს დარჩე, არ არის პრობლემა დაგტოვებ, მაგრამ იცოდე ხვალ შუადღით მოგაკითხავ და უკვე ოფიციალურად გადმოხვალ ჩემთან, ამდღეებში კიდე საერთოდ ცალკე გადავიდეთ კაი? - ხელი ჩამოუსვა ლოყაზე
-კაი - მანაც გაუღიმა და ისევ ფანჯარაში ყურება განაგრძო

___

-ვაიმე დამიანე ცოტა ნელა ატარე რა ნუ ამომხადე სული შიშისგან - მუჯლუგუნი გაკრა გაბრომ საჭესთან მჯდომ დამიანეს
-აუ ეს რა შეცდომა დავუშვი შენ რო ჩემთან ჩაგსვი რა - ამოილაპარაკა მობეზრებული ტონით
-შენ არ მეხვეწებოდი ჩემთან ჩაჯექიო შე თავგასიებულო ? - გაბრაზდა გაბრიელი
-მე მასე შეიძლება ბევრი რამე გითხრა მარა ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო?
-მოდი და ელაპარაკე ეხლა ამას რააა
-გაჩუმდით ბიჭოოო - ამოიხავლა ნიკამ - ხო ხედავთ ძინავს კესოს, არგამიღვიძოთ თორე ორივეს გადაგაგდებთ მანქანიდან
-აუ ამას რაღა უნდა ერთი - სიცილი წასკდათ ორივეს

___


კარგად გათენებული იყო უკვე თბილისში როჩააღწიეს. ჯერ სალომეს სახლთან მივიდნენ. ძალიან არ უნდოდა ნიკას თავის გულმკერდზე მიწოლილი კესანეს გამოღვიძება, მისი ნება რომ ყოფილიყო საერთოდ აღარც გაუშვებდა გოგოს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ხელებით აიტაცა ჰაერში და დივანზე მიაწვინა
-დარჩით ბიჭებო ყავას დაგალევინებთ - შესთავაზა სალომ
-არა არა წავალთ ჩვენ, თქვენც გამოიძინეთ დაღლილები იქნებით
-ხო მასე ჯობია, დაწექით დაიძინეთ და გამოგივლი შუადღით მზად დამხვდი - თავზე აკოცა ვაჩემ და ბიჭებთან ერთად გაემართა გასასვლელისკენ
-აბა კარგად - დაემშვიდობაგოგოებს ალექსანდრე- შენ ხვალ დილით გამოგივლი და წავიდეთ სავარჯიშოდ ხო?
-კაიი - ეშმაკურად გაუღიმა ნატალიამ - გელოდები


ვერაფრით დაიძინეს ვერცერთმა, მარტო კესოს ეძინა ტკბილად და გაუნძრევლად. აქეთ-იქით დადიოდა სალომე და მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრობდა. ვაჩეს სიტყვების მიუხედავად მაინც ძალიან ნერვიულმა
-კარგი გოგო რას დადიხარ აქეთ-იქით? - შეწუხდა ნატალია
-რავქნა მენერვიულებაააა
-ნუ ნერვიულობ, ძალიან კარგად იცნობ დეიდას და ბიძას, ხოიცი როგორ უყვარხარ მათ, დამიჯერე მართლა არაფერი გაქვს სანერვიულო ყველაფერი კარგად იქნება - მივიდა და ჩაეხუტა თავისი ცხოვრების განუყრელ ნაწილს - აი ეგრე, დამშვიდდი, აფორიქებით და კედლებზე შესკდომით არაფერი მოდგვარდება, ამას ჯობია წავიდეთ ჩვენც და დავიძინოთ რო ალეწილი სახე არ გქონდეს. მეც გამოგყვები და გვერდში დაგიდგები , ეხლა აწიე ერთი ადგილი
-ხო მართალი ხარ როგორც ყოველთვის - ნელა წამოდგა და ნატალიასთან ერთად გაემართა საძინებილსკენ.


შუადღით ვაჩეს ზარმა გამოაღვიძა
-გაგაღვიძე?
-რომელი საათია?
-ორი დაიწყო, ვიფიქრე სანამ სახლიდან გამოვალ გავაფრთხილებთქო
-კარგი ქენი, გავემზადებით ეხლავე დიდი არცარაფერი მჭირდება
-კაი თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები, არინერვიულო - დააყოლა ყოველი შემთხვევისთვის

უკვე მანქანაში ისხდნენ ნატალიასთან ერთად სალომ როდაარღვია სიჩუმე
-უკვე გაიგეს ხო? - იკითხა ანერვიულებულმა
-კი გაიგეს - დაეთანხმა ვაჩე
-მერეე? - გაშეშდა ერთ ადგილას - რა რეაქცია ქონდათ? - ამაზე სიცილი აუვარდა ვიბლიანს
-რა რეაქცია უნდა ქონოდათ სალო? თავიდან კი გაუკვირდათ მოულოდნელობისგან, მაგრამ მერე შენზე როგაიგეს რათქმაუნდა გაუხარდათ, ხოგეუბნებოდი არაფერია სანერვიულოთქო ? - თითქოს ძალიან დიდი ლოდი მოაშორეს მხრებიდანო ისე დამშვიდდა გოგო
-ვერარის ეს, მეც მაგას ვეუბნებოდი გიჟდებიან შენზე და რატო უნდა ქონდეთ მასეთი რეაქციათქო მარა რათ გინდა - აყვა ნატალიაც
-ოოოო აბა თქვენ იყოთ ჩემ ადგილას - დაიწუწუნა მაინც
-კაი ვსო დაწყნარდი, მაგან თუ უნდა შეგიწიროს მაშინ საერთოდ აღარ მიგიყვან ჩემებთან გაწყობს? - ეხუმრა ვაჩე
-ხო იხუმრე შენ იხუმრე მეტი რა საქმე გაქვს - გაეცინა სალომესაც
-აი მოვედიიით - იქვე გააჩერა მანქანა და ფერმკრთალ გოგოს წელზე ხელი შემოხვია
მიაბიჯებდა სალომე სახლისკენ და გულის ცემა ნელ-ნელა უჩქარდებოდა. წამით შედგა ზღურბლთან, თვალები დახუჭა, ხელი მოუჭირა ვაჩეს და შეყვა სახლში.
-მოხვედით შვილოოო - მომღიმარი სახით წამოვიდა მათკენ მარიკა და დიდი სითბოთი გადაეხვია გოგოს
-ჩვენი ულამაზესი რძალიც მოსულააა - გამოჩნდა დავითიც
-გამარჯობათ - ჩაილაპარაკა მორცხვად საკომ
-აბა ეხლა - თითი დაუქნია მარიკამ - მასეთები არ იყოს, ჩვენი ოჟახის ახალი წევრი ხარ შენ და არ შეგფერის მორცხვობები, წამოდი მისაღებში გავიდეთ - წინ გაუძღვა წყვილს
-დეიდააააა - შემოვარდა სახლში ნატალიაც და მონატრებულ ქალს გადაეხვია
-უუუხ შენ გენაცვალოს დეიდა როგორ მომენატრე შე პატარა ალქაჯო, ესე უნდა დავიწყება?
-ბიძიას გოგოც მოსულაა - გაუხარდა დავითსაც და გაემრტა საკოცნელად - მოკლედ ეს რა გოგოები მომივიდნენ ოჯახში
-აბაა - დაეთანხმა ქალიც - სულ ამას ვეუბნებოდი შვილო გვაღირსე ცოლითქო შენთვითონაც ხო გახსოვს და რას ვიფიქრებდი შენნაირ ანგელოზს თუ შემოგვიფრენდა - ძალიან გააბედნიერა მისმა სიტყვებმა სალო, გული სითბოთი აევსო ასეთი მშობლები რომ ყავდა ვაჩეს და უფრო მეტად მიეხუტა მას.
საღამომდე გაჩერდნენ სახლში, ისეთი ვითარება შეიქმნა სალომეც ბოლომდე გაიხსნა და გადაავიწყდა ყველანაირი დაძაბულობა რასაც აქამდე გრძნობდა.
-შენებმა როგორც გავიგე ჯერ არ იციან ხო სალო? - ჩაეკითხა დავითი
-არა ჯერ არაფერი იციან - დაუნაღვლიანდა ისევ სახე
-შენ მაგაზე არ იდარდო ქალბატონო, ყველაფერი ათიანზე იქნება, ისეთ ქორწილს გადაგიხდით ჩიტის რძეც კი არ მოაკლდება სუფრას - ხელი ჰაერში აიშვირა დავითმა და სიამაყით წარმოსთქვა
-გაჩუმდი ერთი კაცო შენ - უსაყვედურა ცოლმა - იქნება ამათ სულ არ უნდათ ქორწილი? ეხლა სხვანაირი თაობაა, ჩვენ დროს რო იყო პალატკებში ოთხას კაციანი ქორწილები მასე კი აღარ ხდება, ეხლა მოგზაურობა ურჩევნია ყველას - ჩამოაყალიბა და კმაყოფილმა გადახედა სარძლოს - შენ ამას ნუ მიაქცევ ყურადღებას ჩემო საყვარელო, შენ როგორ გინდა ისე იქნება - ამაზე ყველას გაეცინა
-ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არააქვს, ვაჩე როგორც იტყვის ისე იყოს მარიკა დეიდა
-რაოოო? - აღშფოთდა ქალი - რამდენჯერ უნდა გითხრა დეიდას ნუმეძახითქო, მარიკა დამიძახე უბრალოდ ხო ? - უზომოდ საყვარელი იყო ეს ქალი, ყველანაირ დედამთილის მითს ამსხვრევდა და ახალისებდა სალოს.

___

უკვე საკმაოდ შეზარხოშებულმა ვაჩემ სალომე თავის ოთახში შეიყვანა და რაკი მარტო დაიგულა მთელი გრძნობით დააკვდა ბაგეებზე.
-ყოველდღე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ შენ ჩემთვის ხარ დაბადებული - ჩასჩურჩულა ვნება მორეულ გოგონას, პარალელურად ტანისამოსი შემოაძარცვა და ხელით უბიძგა სააბაზანოსკენ.
სუნთქვა არეულები ერთმანეთით ტკბებოდნენ და ასევთქვათ სულ სხვა სამყაროს მონაწილენი ხდებოდნენ.
ვაჩე როგორც ყოველთვის მომთხოვნი და ამავდროულად ზედმეტად მამაკაცური იყო, რაც გონებას აკარგვინებდა სალომეს. სულ უფრო და უფრო უჩენდა მისი შეგრძნობის სურვილსა და ჟინს.
ვინ დათვლის რამდენი ხანი იდგნენ ცხელი ჭავლის ქვეშ. თავისი ხელით შეუმშრალა ტანი ვიბლიანმა სალომეს და სიამოვნებისაგან დაუძლურებული, ხელით გაიყვანა საძინებელში. მჭიდროდ მოიქცია ამ ფარატინა გოგოს სხეული თავის მკლავებში, თმებში ჩარგო ცხვირი და გადაეშვა მორფეოსის სამყაროში მასთან ერთად.

___


დილით ადრიანად ადგა ნატალია. თვალის გახელა და იმაზე ფიქრი, რომ ალექსანდრესთან ერთად წავიდოდა სავარჯიშოდ დაუსწრებლად აბედნიერებდა და ახალისებდა. სასწრაფოდ წამოდგა და დაიწყო გამზადება, თან თვალი მუდმივად მობილურზე ეჭირა, ვაიდა დამირეკოს და მე ვერ გავიგოო.
დრო უსაშველოდ გაიწელა ლოდინში. სანდრო ისევ არჩანდა.
ერთი საათი იქნებოდა ალბათ გასული მობილური რომ აწკრიალდა. ნატალიამ ერთი ძლიერად ამოისუნთქა შვებისგან და სასწრაფოდ აიღო, მაგრამ ალექსანდრეს ნაცვლად ვაჩე შერჩა ხელში
-ხო არ გაგაღვიძე ალქაჯო ? - სცადა გახუმრებოდა
-არააა მეღვიძა ისედაც - ჩაილაპარაკაა ნაღვლიანად იმედგაცრუებულმა
-რაიყო რა ხმა გაქვს ხო მშვიდობაა?
-არც ისე დიდი ხანია რაც გავიღვიძე და ეტყობა ნორმალურად ვერ გამოვფხიზლდი - იცრუა პასუხზე თავის ასარიდებლად
-აჰაა გასაგებია, ხო რა უნდა მეთქვა, დამიანემ დამირეკა თუ არაფერს აპირებთ ჩემთან ავიდეთ წყნეთში ერთი ღამით ბავშვებიო და ხო წამოხვალ?
-აააა... კიი კი რათქმაუნდა აბა რასვიზამ - ნერვიულად გაიცინა
-კაი მაშინ როგორც კი მოახერხებ გამოდი ჩვენთან და ადრევე ავიდეთ
-კაი ჯერ რაღაც პატარა საქმე მაქვს და რო მოვრჩები მაშინვე გამოვალ - დააიმედა დეიდაშვილი და მაშინვე გაუთიშა.

მთელი დღე ელოდებოდა მაყაშვილისგან ზარს, დარეკვითაც ბევრჯერ დაურეკა, მაგრამ უშედეგოდ - არც ურეკავდა და არც თვითონ იღებდა.
ნერვიულობა უკვე პიკს აღწევდა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ვერც ერთ ადგილას ჩერდებოდა.
ორ საათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ გამწარებულმა გამოიცვალა და ახალშეუღლებულებისკენ გაემართა.
თითქმის ყველანი ვაჩესთან იყვნენ ალექსანდრეს და გაბროს გარდა
- არ იღებს და ხომშვიდობა აქვს? დავიჯერო ამდენი ხანი სძინავს? - ნერვიულობა ვერ დაფარა ნიკამ
-მეც რამდენი ხანია ვურეკავ და ზარი გადის, მაგრამ არ მპასუხობს - თქვა და ახლახანს მოსულ გაბრიელს შეხედა - შენც არ იცი სად არის ალექსანდრე?
-მაგის სახლიდან მოვდივარ, ვიფიქრე გავუვლი და ერთად წავალთთქო, მარა არც კარი გააღო და მობილურზეც არ მიპასუხა, ხო მშვიდობაა აქვს ნეტა? - დაღლილმა ქშენით ამოილაპარაკა და დივანში ჩაესვენა
-რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი - ეჭვია გაერია ვაჩეს ხმაში.

ნერვიულობისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ნატალიას. ვერც ხმას იღებდა და ასე თავისთვის, ჩუმად გულში იკლავდა დარდს.
დამეთანხმებით საშინელი გრძნობაა როცა ვიღაცაზე ნერვიულობ იმდენად, რომ კანკალი გიტანს. როცა არიცი რაახდება მის თავს და უკვე აღარც ის იცი რა იფიქრო.
დრო და დრო ის აზრიც გიღრღნის ტვინს, რომ საშინელება დაემართა. მაგრამ იმედნად წარმოუდგენელია შენთვის, რომ რაღაც შინაგანად არ გაძლევს მისი სიკვდილის აღიარებასა და გააზრების უფლებას.
ტყუილად არ არის ნათქვამი - იტირე და მოგეშვებაო. ცრემლები უებარი წამალია დარდის მოსაშორებლად, როცა სხვა არაფერია საშველი.

რაქნას იმ ადამიანმა რომელიც ემოციებსა და გრძნობებს ვერ ამჟღავნებს? გულში იკლავს და ამით უფრო იტანჯება...
დამიჯერეთ არაფერია იმაზე უფრო საშინელი, როდესაც რაღაცას შენში მალავ და გამომჟღავნების საშუალებას არ აძლევ...

დაძაბული გარემო შეიქმნა ვიბლიანების ოჯახში, ყველას უსაზღვრო ტკივილი ეწერა სახეზე. აგიჟებდათ ბიჭებს ის ფაქტი, რომ უმოქმედოები იყვნენ და არ წყვეტდნენ ზარებს ალექსანდრეს მობილურზე.
-იქნება და ვინმესთან დარჩა ღამით და უბრალოდ სძინავს? - ვარაუდი გამოთქვა გაბრიელმა
-ნეტავ მასე იყოს და მეტი არაფ - სასწრაფოდ შეაწყვეტინა ვაჩემ ხელის აწევით საუბარი ნიკას და მობილური მჭიდროდ მიიდო ყურზე
-ახლავე წამოვალთ - ესღა თქვა სახე შეცვლილმა და გათიშა
-რახდება ? - წამოდგა ნიკა
-დღეს დილით უთენია ვახტანგს ინსულტი გადაუტანია და სასწრაფოდ წამოუყვანიათ საავადმყოფოში -თქვა ანერვიულებულმა
-დედა შვილო რასამბობ ნეტა როგორ არის ეხლა? - ხელი შემოირტყა ახლახანს შემოსულმა მარიკამ
-დამიანე ხო მანქანით ხარ?
-კი კი გადავნაწილდეთ
-ხოდა წავედით - სალომეს ხელი მოხვია და ბავშვებთან ერთად გაემართა გასასვლელისკენ

ნატალიას თავში ერთი დიდი არეულობა იყო. ვერ გაეგო გახარებოდა თუ სწყენოდა. ერთი მხრივ ის ფაქტი, რომ ალექსანდრეს არაფერი სჭირდა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ვირაც მისთვის საყვარელ ადამიანს უჭირდა და ეს მაინც არ ასვენებდა. ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა წინა სავარძელს შემოხვია ხელი და ინტერესით იკითხა
-კი მარა ვახტანგი ვინ არის?
-ვახტანგი სანდროს მამა
-რასამბობ? - გულწრფელად განიცადა
-ხო კახეთში ცხოვრობდა ცოლთან ერთად, ჟანმრთელი კაცი იყო და მიკვირს ძაან ასე უცებ რანაირად დაარტყა ინსულტმა - დანანებით ჩაილაპარაკა გაბრომ
-თქვენ კარგად იცნობდით?
-რაკითხვაა, ალექსანდრეს აქ არ ყოფნის პერიოდში ყოველ თვე თუ არა ორ თვეში ერთხელ მაინც ჩავდიოდით ხოლმე ბიჭები მოსანახულებლად
-უუუუუფ - ამოისუნთქა მძიმედ - იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება
-იმედია - აყვა კესოც

მანქანები ღუდუშაურთან გააჩერეს და სასწრაფოდ შევიდნენ შენობაში.
მალევე წააწყდნენ მოსაცდელში საცოდავად მჯდომ ლიზას და ალექსანდრეს, რომელსაც თვალები ჩაწითლებოდა და თვალი ერთ ადგილას გაეშტერებინა. გული მოუკკლა ნატალიას მის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ და ისედაც დამძიმებული გული უფრო მეტად დაუმძიმდა
-როგორ არის ა?- მაშინვე მივარდა დამიანე
-არვიცი - ამოილაპარაკა ყრუდ - ექიმს ველოდები მეც, არაფერი არ ვიცი
ორი წუთიც არ იქნებოდა გასული, პალატიდან გამოსული თეთრხალათიანი ჭაღარა კაცი რომ მიუახლოვდათ
-თქვენ ვახტანგ მაყაშვილთან ხართ ხო?
-დიახ - სასწრაფოდ წამოდგა და გაიმართა წელში - როგორ არის?
-ჯერ კიდევ ველოდებით გამოკვლევების პასუხს, მაგრამ რაც ზუსტად შემიძლია გითხრათ ის არის რომ ტვინის მარცხენა ნაწილში თრომბმა დაარტყა და მთელი მარცხენა მხარე გაკავებული აქვს - ხელიც და ფეხიც, ამასგარდა მეტყველების უნარიც შეეზღუდა. დაზუსტებით ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ რადგან ეს აშკარად პირველი შემთხვევა არ არის, ვვარაუდობთ, რომ გაუმეორდა და პირველად უბრალოდ გონების დაკარგვა შესაძლებელია არაფრად ჩააგდო. ამ დონემდე ახლა არ იქნებოდა მისული ყურადღება რომ მიექცია თავიდანვე, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ პროგრესისკენ მაინც წავა პროცედურა. ახლა კი დიდი ბოდიშით პაციენტები მელოდებიან - თქვა და გრძელ დერეფანში გაუჩინარდა.
ვერ აგიღწერთ რა დაემართა ალექსანდრეს. თითქოს მეტყველების უნარი დაკარგაო ისეთი სახით შესცქეროდა იმ ადგილას, სადაც მანამდე ექიმი იდგა. საცოდავმა ქალმა ერთი ამოიკვნესა და მდუღარე ცრემლით მიეკრო შვილის გულ-მკერდს.
მდუმარეობას მოეცვა იქაურობა. ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას და ამ ტკივილით სავსე სიჩუმის დარღვევას.

___


-ბოდიში რო ვერ გაგაგებინე ვარჯიშის გადადება - ხელი ჩამოუსვა ლოყაზე წყლის აპარატთან მდგარ ნატალიას გაფითრებულმა სანდრომ
-ღმერთო რა დროს ეგაა - გული მოუწურა საყვარელი კაცის სიტყვებმა - ოღონდაც კარგად გახდეს მამაშენი და ვარჯიში ჯანდაბაშიც წასულა - დაასრულა თუ არა ფრთხილად მიეხუტა სხეულზე - იცი როგორ ვინერვიულე? მე მეგონა რაღაც დაგემართა და კინაღამ შემშალა ამაზე ფიქრმა - ეჩურჩულებოდა ყურთან
-ოხ ნატალია რომ იცოდე როგორ... - ხელები შემოხვია მანაც და ტკივილნარევი ხმით ამოილაპარაკა
-არგინდა, იყოს ყველაფერი როგორც არის - შეაწყვეტინა და უფრო ძლიერად მიეკრო - სულ შენთან ვიქნები რაც არუნდა დაგჭირდეს და მოხდეს, მინდა რომ ჩემი იმედი გქონდეს ყველაფერში ხო? - ბოლო სიტყვები უკვე თვალი თვალში გაუყარა და ისე უთხრა
ალექსანდრემ წამით უყურა, თითები თმიდან ლოყაზე ჩამოაყოლა, შემდეგ ტუჩებზე გადაუსვა და შეუმჩნეველი ღიმილით მიაწება ტუჩები შუბლს - რათქმაუნდა ნატალია, რათქმაუნდა!

___


დრო ძალიან სწრაფად გადიოდა...
ერთი თვის მანძილზე ექიმებს დამაიმედებელი არაფერი უთქვამთ, გარდა იმისა რომ მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე.
არაფერი შეცვლილა ალექსანდრეს გარდა. საგრძნობლად დაიკლო ნერვიულობისგან, თვალის უპეები ჩაუშავდა და ლამის ცოცხალ მკვდარს დაემსგავსა.
ვერ პატიობდა თავის თავს, რომ მთელი ეს პერიოდი მამისგან შორს გაატარა. ბავშვობიდან გიჟდებოდა მასზე, მზე და მთვარე ამოსდიოდა. როეკითხებოდნენ ნაყინი გირჩევნია თუ მამაო დაუფიქრებლად მამას პასუხობდა ხოლმე და იქვე ახლო-მახლოს თუ იყო გარბოდა ჩასახუტებლად. სანამ თბილისში ცხოვრობდნენ მამაც ის იყო, ძმაკაციც და ძმაც. ხშირად ამბობენ ბიჭებს დედა უფრო უყვართ ვიდრე მამაო, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად სხვანაირად იყო. განა დედა არ უყვარდა, როგორ არა, უბრალოდ მისთვის ვახტანგი კაცის ეტალონი იყო და ყოველთვის ცდილობდა დამსგავსებოდა: "ბაძვა ხომ ადამიანის სრულყოფის ქრისტიანული გზაა (მათე 10,25)".
ამხელა დევივით კაცს ბავშვის გული ჰქონდა და ამან გამოიწვია მისი უეცარი მოტეხვა.
რას აღარ აკეთებდნენ ბავშვები, მთელი ერთი თვის განმავლობაში ხან ვინ მორიგეობდა და რჩებოდა ალექსანდრესთან ერთად ხან ვინ, თუმცა ადამიანს რაც გიწერია არ აგცდებაო! ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.


ქარიანი ღამე იყო, ციოდა. ქალაქში სიჩუმეს დაესადგურა, თუ არ ჩავთვლით ქარს, რომელიც ხმაურით ეხეთქებოდა ყველაფერს და ყველგან თავის კვალს ტოვებდა. ნატალია სულ მარტოდმარტო დაეხეტებოდა ქუჩებში და ამით სიამოვნებას იღებდა. მიდიოდა, მაგრამ სად არც აინტერესებდა. თავის ფიქრებში იყო გართული უცებ ვიღაცის გულში ჩამოწვდომი ქვითინი რომ მოესმა. მალევე გამოერკვა ფიქრებიდან, ცოტა ხანს შეჩერდა, გაოცდა ამ შუაღამეს ვინ ქვითინებდა ვერ გაიგო, მაგრამ მალევე დაანება თავის თავთან შეკითხვების მიცემას თავი და ხმას გაყვა. სიბნელის გამო ვერ გაარჩია კარგად ვინ იყო და ძალაუნებურად მიუახლოვდა. თავიდან ერთ ადგილას შედგა, ვერ გაბედა განძრევა, მაგრამ ინტერესმა სძლია და უფრო მეტად მიუახლოვდა, ხელი შეახო.
ბავშვი იყო...
მკვდარი, უმოწყალოდ გაყინული და გალურჯებული ბავშვი.

დენდარტყმულივით წამოდგა საწოლიდან, ერთი შეჰყვირა და იმის როგორც კი თავისი ოთახი იცნო დამშვიდდა. ყველაფერი სიზმარი იყო და მეტი არაფერი!
ერთიანად ოფლში ცურავდა. ძლივს გადააგდო გონებიდან საშინელი ფიქრები და მაშინვე წამოდგა. უნდა გამზადებული და წასულიყო საავადმყოფოში აუცილებლად.
მთელი გზა უცნაურად გრძნობდა თავს, რაღაც ძალიან აწუხებდა და თრგუნავდა. ალბათ სიზმრის ბრალი იყო ყველაფერი, ალბათ...

საავადმყოფოში შესულ გოგონას საშინელი სანახაობა დახვდა - ქალბატონი ლიზა გულისმომკვლელად ქვითინებდა, ბავშვები თავჩაღუნულები იდგნენ და მომდგარ ცრემლებს ხელით იწმენდნენ.
ალექსანდრე კუთხეში იდგა სულ მთლად გაფითრებული და ემოციებს ვერ ამჟღავნებდა, უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდა ამისთვის.
გარდაიცვალა...
უთქმელად მიხვდა ნატალია ყველაფერს, მაშინვე სიზმარი გაახსენდა და ნელი ნაბიჯით გაემართა სანდროსკენ.
არიცოდა რა ეთქვა, არც ის იცოდა ღირდა თუ არა საერთოდ რამე ეთქვა, უბრალოდ ასე მივიდა და გვერდით დაუდგა უხმოდ, უემოციოდ, უცრემლოდ.


დაკრძალვის დღე ყველაზე საშინელი იყო.
ის მომენტი, როდესაც ხვდები რომ ვეღარასდროს ნახავ ადამიანს მაინც ყველაზე რთულად გადასატანია.
აღარც მისი ყურება შეგიძლია და აღარც შეხება...

___


-როგორ ხარ? - თითქმის ჩურჩულით კითხა ნატალიამ და გვერდით ჩამოუჯდა.
აღარ შეეძლო ამდენი ემოციის შეკავება ალექსანდრეს. ალბათ გასკდებოდა უკვე ბოღმისა და ტკივილიდან. ერთადერთი რაც გააკეთა - თვალი მოავლო საყვარელ ქალს, თავი მუხლებში ჩაუდო და მწარედ აქვითინდა.
კაცის ტირილი... ამაზე საშინელება არაფერია, როგორი ყინულის ადამიანიც არ უნდა იყო არ არსებობს ამან შენზე გავლენა არ მოახდინოს და შენც მასთან ერთად არ აგაქვითინოს.
ასეთ დღეში იყო ნატალიაც, სანდროსთან ერთად იცლებოდა ცხარე ცრემლით და თან ხელს თავზე უსვამდა.
რთული იყო, ძალიან რთული...


___


კაი ხნის გადასული იყო უკვე ეს ამბები. ყველანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, თუმცა ის სევდა, რაც მათ გულებში იყო ვერა და ვერ გაქრა...
ალექსანდრემ როგორც იქნა თვალებიდან გამოიხედა და სიცოცხლის ნიშან-წყალი დაუბრუნდა. მამის სიკვდილის შემდეგ ხშირად დადიოდა კახეთში დედამისთან. ეცოდებოდა მარტოდ დარჩენილი ლიზა და ცდილობდა ყურადღება არ მოეკლო მისთვის.
ნატალია ერთ ამბავში იყო, სექტემბრის შუა რიცხვებში დაეწყო სწავლა. ისიც მთელი შემართებით შეუდგა თვითგანათლებას.

ერთ-ერთ ასეთ საღამოს, ციტოლოგიის ქარცეცხლში გახვეულმა გაიგო ზარის ხმა. კი გაუკვირდა ვინ უნდა იყოსო, მაგრამ მაშინვე წამოდგა და გააღო კარი
-სანდროოოო - წამოიძახა სიხარულით და გადაეხვია მონატრებულ ბიჭს. ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც არ ენახა კახეთში წასვლის გამო.
-შემომიშვებ? - შეპარული ღიმილით იკითხა
-მოდი მოდი - განზე გადგა და შემოატარა მამაკაცი
-ძალიან მომენატრე ნატალია - ჩაილაპარაკა ძლივს გასაგონად
-მეც ძალიან მომენატრე - უპასუხა და ისევ მიეხუტა
-ამდენი ხნით აღარასდროს წავალ, შენმა მონატრებამ და სამსახურმა ჩამომიყვანა, თორე ალბათ ცოტახნით კიდევ გავჩერდებოდი
-სამსახურმა? დათანხმდი? - ძალიან გაახარა გოგონა ამ ამბავმა
-ხო დავთანხმდი, ძალიან მთხოვა მთავარმა ექიმმა
-კარგი რა, ნუ ლაპარაკობ ასე - ხელით მიეფერა სახეზე - გახსოვს ბათუმიდან რომოვდიოდით რა გითხარი? მეც არ მყავს დედა თუმცა ამის მიუხედავად ფარხმალს არ ვყრი, ვთვლი რომ ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. მთავარია შენ როგორ გადაიტან და გაუძლებ. მერამდენე შემოთავაზებაზე უნდა გეთქვა უარი ღმერთმა უწყის! ხო იცი მეც და დანარჩენებიც შენს გვერდით ვართ, ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ეხლა იწყება! შენი ცუდად ყოფნით მეც მკლავ იცოდე - უთხრა და თავი ბიჭის მკლავებში ჩარგო - ისე მართლა ყავას ხო დალევ? - თვითონვე განმუხტა სიტუაცია
-კი ყავას დავლევ - მოეწონა შემოთავაზება ალექსანდრეს
-ხოდა მიდი და აადუღე, ოღონდ ჩემთვისაც რაა - გაეკრიჭა ნატალია
-ოოოხ როგორ მომენატრა ძველი, გადარეული ნატალია რომ იცოდე. რას არ დავთმობდი ისევ ბათუმში ყოფნისთვის ეხლა - თქვა და გოგოსთან ერთად სამზარეულოსკენ გაემართა
-აუუ ხო, მეც სასიამოვნოდ მახსენდება ყველაფერი - სახე გაებადრა ბედნიერებისგან - გახსოვს ჰამაკში როიყავი და ზედ დაგაჯექი? - სიცილის წასკდათ ამის გახსენებაზე
-რა დამავიწყებს, მაგ ამბის მერე დავრწმუნდი როგამოუსწორებელი არანორმალური ხარ
-იცი ძაან მიკვირს ასე წყნარად როვზივართ და ყველანაირი კამათის გარეშე ვსაუბრობთ - ცალყბად გაიღიმა ნატალიამ
-თუ გინდა ვიჩხუბოთ რაპრობლემაა - აყვა მაყაშვილიც
-არა ეხლა არა, მაგას ყოველთვის მოვასწრებთ, ხო იცი ჩემი კლანჭებიდან ვეღარ გათავისუფლდები
-არც მინდა როგავთავისუფლდე ნატალია, შენ რომ არა არვიცი რასვიზავდი, მართლა არვიცი - ხელი უშვა ყავის ფინჯანს და წამებში გაჩნდა გოგონასთან
-დედაშენი როგორ არის? - კითხა და მაიკის ზევიდან ჩამოუსვა მუცელზე ხელი
-ნორმალურად, ეგუება ნელ-ნელა მარტოობას - არ შეიტყო მღელვარება და განაგრძო - ძალიან მოეწონე
-მეეეე? - მოულოდნელი იყო ეს მისთვის
-დიახაც შენ
-ოოო კაი რა - ხელი აუქნია და თავზე ნერვულად მოისვა
-კარგი რადგან არგინდა ამაზე საუბარი, მაშინ მითხარი რა გეგმები გაქვს ხვალ
-დილით ლექციები და მერე დაბადებისდღეზე ვარ დაპატიჟებული
-ხოო? ვისი დაბადებისდღეა?
-ლუკასი, ჯგუფელია და დაგვპატიჟა რამდენიმე ბავშვი
-ააა აბრამიძე ლუკა ხო? - კითხა ღიმილიანი სახით
-დაიცა შენ საიდან იცი? მე აშკარად არმიხსენებია გვარი
-მე ყველაფერი ვიცი შენზე ნატალია და ძაან არმომწონს მაგ ბიჭთან ერთად რო გხედავ
-ვითომ რატომ? რა დაუწუნე?
-მე არაფერი დამიწუნებია, უბრალოდ არ მომწონს და მორჩა - მოუხაზა მკაცრად
-მაინც წავალ - ჯიბრი მოაწვა გოგოს
-არც არავინ გიკრძალავს წასვლას ეგ შენი ნებაა - ღიმილი არმოუშორებია სახიდან
-რათქმაუნდა ჩემი ნებაა - აუჭარხლდა ლოყები ნატალიას
-კარგი ეხლა ნუ მეროჟები - თვალი თვალში გაუსწორა - უნდა წავიდე ცოტახნით შემოგირბინე. ლექციები სანამ დაგიმთავრდება შემეხმიანე, მეთვითონ გამოგივლი და წაგიყვან
-არ მჭირდება ალექსანდრე შენი წაყვანა მეთვითონ ვერ წავალ? - გამოეკიდა კარისკენ მიმავალს
-აბა შენიცი ჭკვიანად და ველოდები შენს ზარს - თავზე აკოცა ხელებ გადაჯვარედინებულ გოგონას და სიბნელეში მიიმალა.

___

-ვაჩეეეეეე - ამოიკივლა სუნთქვა შეკრულმა - ნუ მიღუტუნებ დამანებე თავიი
-მოდი აქ შე მაიმუნო - უთხრა და დაიჭირა კიდეც გოგო
-კარგი ხო გნებდები - ხელები ზევით აწია ნაბებების ნიშნად
-იცი რა ვიფიქრე? - დუმილის შემდეგ წამოიწყო ვაჩემ
-რაიფიქრე აბა? უეჭველი რაღაც სერიოზულს მოიფიქრებდი - დასცინა და სმენად იქცა
-ბავშვი მინდა! - ვითომც არაფერიო ისე თქვა და მიაჩერდა თვალებ დაჭყეტილ სალომეს
-რა ბავშვი კაცო?
-რა რა ბავშვი? ჩვენი ბავშვი
-არარსებობს - მიაძახა და წამოხტა
-რატო? - მიყვა ვაჩეც
-ხო იცი რო ვსწავლობ და მაგის დრო არ მაქვს?
-ორსული ვერ მოახერხებ სწავლას?
-აუ ვაჩე რანაირად უნდა მოვახერხო იცი რამდენი მაქვს ხოლმე?
-გთხოვ რა, მე გავზრდი, შენ არ შეგაწუხებთ საერთოდ - ყელი გამოუწია მუდარის ნიშნად
-შენ გაზრდი? - გაეცინა წარმოდგენისას სალოს
-ხო რა იყო შენ გგონია ბავშვის გაზრდა არ შემიძლია?
-არვიცი ვაჩე შეგიძლია თუ არა ძაან ადრეა ამაზე საუბარი ეხლა
-მაინც დაგითანხმებ აზრი არააქვს - მკლავებში მოიქცია და ძლიერად ჩაიხუტა - აი წარმოიდგინე პატარა სალომე ან ვაჩე რო ირბენს სახლში
-ოხ ვაჩე რატო არ იშლი შენსას რაა - ღიმილმა გადაკრა ტუჩებზე გოგოსაც წარმოდგენისას
-შენ გოგო გინდა თუ ბიჭი?
-არანაირი მნიშვნელობა არააქვს, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს
-ხო მართალი ხარ- დაეთანხმა და განაგრძო - ხუთი შვილი მინდა მე
-ჰააა?- თითქოს დენმა დაარტყაო ისე წამოიყვირა საკომ - მკლაავ?
-დარწმუნებული ხარ ყველაფერს გაუძლებ შენ ისეთი ძლიერი გოგო მყავხაარ - ორივე ახარხარდა
-დაიცა და ხუთივეს გაზრდას შენ აპირებ?
-ხო რატომაც არა?
-ხო ხარ ვიბლიანო ღირსი პირველივეზე სამი ტყუპი გავაჩინო - სიცილს ვერარ იკავებდა
-ხუთს კი არა რვა ტყუპს გავზრდი ოღონდაც ბავშვი მყავდეს
-სამსახურს რას უპირებ? იქაც ხო არა აპირებ ხოლმე წაყვანას? - ირონიას არ წყვეტდა გოგო
-შენ ნუ გაქვს მასეთი მწარე ენა, რო გეუბნები გავზრდითქო ესეიგი გავზრდი - ცხვირზე ჩამოკრა ხელი- ვსო ველოდებით შენს დაორსულებას- გადაწყვიტა უცებ
-არაფერსაც არ ველოდებით, ყველაფერი თავის დროზე იქნება - ბოლო სიტყვა მაინც თქვა სალომ და სამზარეულოსკენ გაემართა - წამო რა ვჭამოთ მომშივდა
-წამო ჩემო ღორმუცელა - ხელი მოხვია და გაყვა

___


შუადღით უნივერსიტეტიდან გამოსულ ნატალიას პირველი რაც თვალში მოხვდა, ეს იყო ნაცნობი მანქანა და მასზე აყუდებული ალექსანდრე. მაშინვე გაიფიქრა დამერხაო და ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ
-რატო არ დამირეკე ნატალია - აშკარად გაბრაზებული ჩანდა
-აიი ეხლა ვაპირებდი დარეკვას - თავი იმართლა
-არ აპირებდი და ეგ შენთვითონაც კარგად იცი - ვეღარაფერი უპასუხა გოგომ- ეს დუმილი თანხმობის ნიშანია?
-რა გინდა? რატო უნდა დამერეკა ვითომ? რა აუცილებელია მაინცდამაინც შენ მიმიყვანო, ბავშვებთან ერთად ვერ წავალ? - გაცხარდა ნატალიაც
-მე მინდოდა რო მიმეყვანე, უბრალოდ ადამიანურად გითხარი, მაგრამ როგორც ჩანს შენთვის საერთოდ არაფერს ვნიშნავ, ძაღლად არ ჩამაგდე - გულნატკენმა ამოილაპარაკა
-არააა - გული მოუკვდა სანდროს მზერაზე - ეგ როგორ იფიქრე, უბრალოდ არ მინდა რაა, არ შემიძლია ეს გაცილება მიცილებები გამიგე რა - მუდარა გაისმოდა მის ხმაში
-ეეეხ - ერთი ამოიხვნეშა და კარი გამოუღო - ჩაჯექი და წავიდეთ რადგან მოვედი - ისიც უხმოდ დაემორჩილა და სავარძელში მოკალათდა
-სად მივდივართ?
-ჯერ სახლში და იქ უკვე ბავშვები გამომივლიან

მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, მანამ სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიდნენ. ნატალიამ ლოყაზე აკოცა და გადავიდა მანქანიდან
-თუ გინდა "four seasons"-დან უკვე შენ წამომიყვანე, ვაკის ფილიალში ვიქნებით - შესათავაზა შემორიგების იმედით
-არ გიყვარს შენ ეს მიყვანა-მოყვანები, ამიტომ როგორც წახვალ ისევე წამოდი ბავშვებთან ერთად - ურეაქციოდ უთხრა და ნელა დაძრა მანქანა.

ხო თითქოს ერთი შეხედვით ზრდასრული ადამიანები იყვნენ, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდიოდა მათზე ბავშვური აზროვნება აღარავის ჰქონდა.
ასეთია ადამიანი...
როდესაც შეუძლია მარტივი გზით და ერთი ბოდიშის მოხდით ან თუნდაც აღიარებით მოაგვაროს ყველაფერი, პირიქით, უკან იხევს და უფრო მეტად ართულებს საქმეს.
ასეთები ვართ ადამიანები...

___

კარგად ერთობოდნენ ბავშვები, სვამდნენ, საუბრობდნენ , ერთი სიტყვით ბედნიერად აღნიშნავდნენ ჯგუფელის დაბადების დღეს.
ნატალია იმასაც ვერ არკვევდა თავის თავზე უფრო მეტად იყო გაბრაზებული თუ ალექსანდრეზე. რათქმაუნდა თავის თავს არ ამართლებდა, თუმცა მის ასეთ მშრალ პასუხსაც არ მოელოდა.
რაც უფრო მეტს სვამდა მით უფრო უმძაფრდებოდა შეგრძნებები. უკვე აღარაფერი ადარდებდა, ერთადერთი ალექსანდრეს ნახვა და ჩახუტებაღა უნდოდა, მაგრამ ეს იმწუთას ალბათ შეუძლებელი იყო.

საკმაოდ გვიან დაიშალნენ. თითქმის ყველაზე იმოქმედა ძლიერმა სასმელმა. ლუკამ ღირსეული ჯენტლმენივით ტაქსით არავინ გაუშვა და შესთავაზა დათითაოდ სახლმადე მიცილება.
ნატალიაც მათთან ერთად მანქანისკენ მიემართებოდა უკნიდან ხელის შეხება, რომ იგრძნო
-წამოდი მე წაგიყვან - მუჭუტული თვალით ახედა სხეულს და ალექსანდრეს დანახვისას სიხარულით აივსო
-ერთი წამით შენ ვინ ხარ?- დაინტერესდა ლუკა
-ნატალიას შეყვარებული ვარ რამე პრობლემაა? - არ შეეპუა ბიჭიც
-მართლა შენი შეყვარებულია? - წამით დაიბნა გოგო, მაგრამ უარესად არ გავაბრაზოო და თავის დაქნევით დაეთანხმა

-ასე შეიძლება უცხო სასტავში გამოთრობა ადამიანო? - კიცხავდა ალექსანდრე და თან გზას გაჰყურებდა
-უცხოები არ არიან ჩემი ჯგუფელები არიან ხო ოცი - ძლივს მოაბა თავი სიტყვებს
-ღმერთო არანორმალური ხარ რა - ამოისუნთქა მძიმედ
-აბა არ მოვალო? - უზომოდ საყვარელი იყო თავისი მეამიტობით
-ხო ვთქვი არ მოვალთქო, მაგრამ როგორც ხედავ მოვედით, ეხლა გაჩუმდი და შეეცადე ნაკლები ილაპარაკო
-მიბრაზდები ? - დააჭყითა თვალები ბაყაყივით
-არ გიბრაზდები არა - ხმა დაუთბა სანდროსაც - უბრალოდ შენთვისვე აჯობებს გაჩუმდე
-კარგი ხო - დაყვა მის ნებას - ეხლა ვიცი რო ჩამეძინება სახლამდე სანამ მივალთ, აი გასაღები და როავალთ გთხოვ რა ჩემთან რარჩი სახლში მარტო არ დამტოვო - კრავის თვალებით შეხედა რაზეც მაყაშვილს სიცილი წასკდა
-კარგი ნატალია კარგი მასე ვიზამ - უთხრა და პედალს მიადგა ფეხი

___


ნატალია:
დილით თავის ტკივილმა გამომაღვიძა, ასე ვიცი ხოლმე ყოველთვის როცა რამდენიმე სახეობის სასმელს ერთმანეთში ვურევ. ოოოხ კაი მსმელივით ი ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ითქვას.ხოდა იმას ვამბობდი როთავის ტკივილმა გამომაღვიძა და მეც ძლივსძლივობით ავწიე ჩემი დამძიმებული ტანი. თვალი მოვავლე ოთახს და სკამზე ლამაზად დაკეცილი ტანსაცმლის დანახვაზე სახე სიამოვნებისა და გაკვირვებისაგან ერთდროულად დავბრიცე - ალექსანდრემ გააკეთა, უეჭველი ეგ იყო - ჩავილაპარაკე და შევეცადე გუშინდელი კადრები აღმედგინა. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ყველაფერი, თითოეული მომენტი გამახსენდა. შეწუხებულმა ერთი ამოვისუნთქე და სააბაზანოსკენ გავემართე. უზომოდ მესიამოვნა გრილი წყალი, ძვლებიც კი გამიგრილა და თითქოს ამ უბრალოდ ფაქტმა დიდი სიამოვნება მომგვარა.
ყოველთვის მიყვარდა პირსახოც შემოხვეულს სახლში აქეთ-იქით ტანტალი , რათქმაუნდა არც ეს დღე იყო გამონაკლისი და შიმშილისგან ახმაურებული მუცლით გეზი ავიღე სამზარეულოსკენ.
შევედი და რა დავინახე, ჰოი საოცრებავ, ბატონი ალექსანდრე მაყაშვილი გაზქურასთან ფუსფუსებდა, წამით თვალი მკიდა და რაკი გაკვირვებული სახით დამინახა, ხელი უშვა ყველაფერს და შემობრუნდა
-დილა მშვიდობისა ლოთო - ღმერთო რა თბილის დახვედრა იყო
-როგორც ჩანს ამ ლოთის სიტყვა შენთვის კანონია - ჩავილაპარაკე კმაყოფილებით
-რას გულისხმობ? - დაიბნა
-რას და რო გითხარი დარჩი ღამე მარტო არ დამტოვოთქო ასეც მოიქეცი
-ააა შენ დაჟე გუშინდელი გახსოვს? - სიტყვა ბანზე ამიგდო
-იმდენიც არ დამილევია რო ყველაფერი დამვიწყებოდა - თითქოს შეურაცხყოფა მომაყენაო ისე შევიცხადე
-მაგრამ იმდენი ხო დალიე რო ჩემი წამოსაყვანი გახდი - გაბრაზება გამოუკრთა ხმაში
-და მასეთი რეაქცია რატო გაქვს? თქვენთან ბათუმში არ დავმთვრალვარ?
-მე და ის ლუკა ერთი ვართ? - არ ესიამოვნა ნათქვამი და ხელები მოუჭირა მაგიდას
-იმასთანაც ძალიან კარგად ვარ ყოველშემთხვევაში - ცხვირი ავიბზუე, მაქსიმალურად ვცდილობდი მდგომარეობიდან გამომეყვანა
-ნატალია მეტჯერ გამეორებას იცოდე აღარ ვაპირებ - მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა - გუშინაც გითხარი გასაგებად რო არმომწონს მაგ ბიჭთან ერთად როცა გხედავ, არ მაინტერესებს შენი ჯგუფელია თუ კარის მეზობელი, არ მომწონს და გასაგები იყოს შენთვის - სახეში მეფრქვეოდა მისი სუნთქვა იმდენად ახლოს იყო
-ამ დილა უთენია უკვე უზომოდ რო მიშლი ნერვებს თუ ხვდები ალექსანდრე? - შევუტიე მეც
-ნორმალურად მოქცეულიყავი და აღარც ნერვები აგეშლებოდა ეხლა - ერთი ამათვალიერა და ძველ ადგილს დაუბრუნდა
-რას აკეთებ? - სიტუაციის განეიტრალება ვცადე და სკამზე ფეხმორთხმით დავსკუპდი
-მოითმინე და გაიგებ - მომიგდო ორი სიტყვა თითქოს მეზობლის ბავშვი ვყოფილიყავი
-მალე იქნება? - არ შევიმჩნიე წამების წინ ნათქვამი
-ყოველშემთხვევაში შენ საძინებელში შესვლას და ჩაცმას მოასწრებ
-და ეხლა რას მიწუნებ რო? - ხელები გაკვირვებისგან გავშალე და საკუთარ სხეულს მოვავლე თვალი
-დაწუნებით არაფერს პირიქით, შენივე კეთილდღეობისთვის გეუბნები - ვიგრძენი როგაეღიმა, გუმანით მივხვდი და უფრო გავთამამდი
-და ასე რო ვჭამო შენ რამე პრობლემა ხო არ გექნება? - იდაყვებით დავეყრდენი მაგიდას და ეშმაკური სახე მივიღე
-ეხლა რომოგვარდე და გაგაშიშვლო შენ ხო არ გექნება პრობლემა?-შემომიბრუნდა მოთმინება დაკარგული
-რავიცი მე არანაირი, ისევ შენ არ შეგექმნას დისკომფორტი თორე თუ გინდა ამასაც გავიხდი - ვითომც არაფერიო ისე ჩავილაპარაკე და ენა გავაწკლაპუნე
-ჰოო ვითომ?
-რავიცი კი, მე უხერხულ მდგომარეობაში არც მაგდებს შიშველი სიარული
-მიდი მაშინ მოიძრე ეგ პირსახოციც გელოდები- ხელები და ფეხები ერთდროულად გადააჯვარედინა, მაგიდან მიეყრდნო და გამომცდელი მზერით შემომხედა
-ახლავე? - მაინც არ ველოდი ასეთ პასუხს
-ხო ახლავე მიდი - არ ცხრებოდა ალექსანდრე
-მერე მოსასულიერებელი არ გახდე ოღონდ - ბოლომდე გავიბრძოლე და გამაფრთხილებლად თითი დავუქნიე, თან ხალი ხელი პირსახოცს მოვკიდე ილუზიის შესაქმნელად
-გელოდები ნატალია - მომთხოვნი გაუხდა ტონი
ბავშვობიდან დაუფიქრებელი ვიყავი და ამის გამო ხშირად წამიტეხავს კისერი, თუმცა ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ.
ამ საუბრის მანძილზე სავარაუდოდ მეასედ ვწყევლიდი ჩემს თავს გრძელი ენის გამო, თუმცა პრინციპულობა არ მაძლევდა დათმობის უფლებას.
ერთი ამოვისუნთქე, მტრულად შევხედე თვალებში და პირსახოცს ორივე ხელით დავსწვდი. ალექსანდრე, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ჩემი სახისთვის, წამებში ამესვეტა წინ, ზედ მომეკრო და ნახევრად მოშიშვლებული სხეული დამიფარა
-ღმერთო ჩემო ნატალია ასეთი გადარეული როგორ ხარ - პირსახოცს დასწვდა და ისევ მომაფარა - პრინციპულობაც მესმის და სიჯიუტეც მაგრამ ასეთი? - აშკარად ხმა დამთბართან ერთად ანერვიულებულიც ჰქონდა, არ მეჩვენებოდა!
-რატო შემიშალე ხელი? - უაზროდ გავბრაზდი
-დავიჯერო ფიქრის უნარი არ გაგაჩნია?
-მე არ ვფიქრობ, მე ვმოქმედე! - დიდი სისულელე მივაძახე და ხელიდან გამოვგლიჯე უკანასკნელი ბღუჯა
-აი გიყურებ და მგონი რო შენ ვერასდროს დაჭკვიანდები - მომახალა მობეზრებულმა
-აუ თავი დამანებე რა - თითქოს რაღაც სირცხვილის მაგვარმა დამიარა ორგანიზმში და ტალღასავით მიეხეთქა ტვინს - შენ გირჩევნია დროულად მოამზადო მოვკვდი ისე მშია - ესღა ვთქვი და ჩემ ოთახში შევედი გამოსაცვლელად.


-დღეს მგონი დამიანესთან ადიან ბავშვები აგარაკზე, ხო წამოხვალ?-დუმილი დაარღვია სანდრომ
-დღეს ღამით?
-ხო, როგორც ვიცი ხვალ ლექციები არ გაქვს თან
-ნუ გცოდნია უკვე და რაღას მეკითხები
-ნატალიაა - შემომიღრინა
-გისმენ - გულუბრყვილოდ ვუპასუხე
-ნორმალურად ლაპარაკი რატო არ შეგიძლია?
-წამოვალთქო ანუ ეგ ვიგულისხმე რა ვერ გაიგე
-ოოოოოოხ - ამოისუნთქა მძიმედ - კარგი მეთვითონ გამოგივლი და წაგიყვან ხო?
-კაი -წეღანდელის შემდეგ დაკარგული მქონდა ლაპარაკის ხალისი და მოკლე-მოკლე პასუხებით შემოვიფარგლებოდი, თუმცა მასზე ზეგავლენა დიდად არ მოუხდენია ჩემს განწყობას.


მალევე წავიდა სანდრო, სამსახურთან დაკავშირებით რაღაც საკითხები ჰქონდა მოსაგვარებელი. მეც მეტი რა საქმე მქონდა, მოვიმარჯვე წიგნები და წინასწარ დავიწყე მეცადინეობა.

___


-სად არიან ისინი ამდენ ხანს ნეტა?-ინტერესით გამოეხმაურა დამიანე ალექსანდრეს და ნატალიას დაგვიანებას
-თითქმის მანდ ვართო, ორი წამის წინ ველაპარაკე
-უუუუფ რაკაია რაა, რამდენიხანია ესე აღარ შევკრებილვართ -
-ეეე ბიჭო რო ყბედობ არაყი ჩააციე?
-ყველაფერი მზადაა შენ მაგაზე არ ინერვიულო, მოვლენ ისინიც და ეგარის - დაამშვიდა გაბრო და ახლად შემოსულებს შეხედა - ჩვენი გვრიტებიც მოსულაააან
-შენი გვრიტი არავინ არის დეგენერატო - მიაძახა ნატალიამ და მანქანის გასაღები იქვე მიაგდო
-მოიცა შენ ატარებდი მანქანას?
-ხო სანდრომ სადავეები დათმო და - გადახედა გაღიმებულ მაყაშვილს პარალელურად
-ოოჰ მობრძანებულა გველი და დაგვგესლავს ეხლა ყველას - შემოვიდა ოთახში ნიკა - მოდი მოდი ჩაგეხუტო ეს დღეებია რაღაც ძაან გადაყევი შენ სწავლას საერთოდ დაგვივიწყე ხოიცი
-რასვიზავთ თქვენთან ყბედობისთვის აღარ მცალია - ირონია არ დაიშურა - ისე ვაჩე და სალომე სადღა არიან?
-ზევით აივანზე არიან ასულები
-წავალ ვნახავ - თქვა და მარტო დატოვა ბიჭები

___

მონატრებულები ხან რას იხსენებდნენ ხან რას, ბავშვობიდან დაწყებული მოსალოდნელ ქორწილამდე დამთავრებული ყველაფერი განიხილეს.
დამიანე როგორც ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა, ართობდა ბავშვებს და დიდი სიყვარულით უყურებდა წყვილებს. ნიკა და კესო შეხმატკბილებულები ბედნიერად ეკვროდნენ ერთმანეთს.
ვაჩე როგორც ყოველთვის ტკბებოდა თავის ცოლთან ერთად ყოფნით და შიგადაშიგ ურცხვად ამკობდა ვნება ამშლელი კომპლიმენტებით.
ხოო.. ალექსანდრეს და ნატალიას რაც შეეხებათ, ისინიც ერთად ისხდნენ და იზიარებდნენ ბავშვების სიხარულს.

საკმაოდ გვიანი იყო რო დაიშალნენ. ნატალია უკვე დასაწოლად ემზადებოდა გიჟივით შემოგლეჯვის ხმა რომ მოესმა უკნიდან.
-რა ჯანდაბა დაგემართა ალექსანდრე - სიბრაზე გამოერია ხმაში
-შენ სპეციალურად მიკეთებ ხო ამას? - თითქოს არ სვამდაო, მაგრამ როგორც ჩანს მცირედ, მაგრამ მაინც ჰქონდა მოკიდებული სასმელი
-რას გიკეთებ სპეციალურად გადაირიე? - ვერაფერს მიხვდა გოგო
-მაიგნორებ თითქოს უცხო ვიყო - ნელ-ნელა მისკენ იწყო სვლა
-სულ მთლად გადარეულხარ შენ საიდან მოგელანდა რო გაიგნორებ?
-ვხვდები ნატალია, მე ყველაფერს ვხვდები - ცხირი ცხვირზე გაუხახუნა და გიჟივით დაეტაკა ტუჩებზე. არც გოგოსგან უგრძვნია დიდად თავშეკავება, პირიქით, ნატალიაც იმავე ტემპით აყვდა და თავზე ძლიერად შემოხვია ცალი ხელი
-ასე უარესს მიშვები - ძლივს წარმოთქვა მაყაშვილმა ვნებისგან თავბრუდახვეულმა
-ვითომ ?
-სანამ დროა... გთხოვ ნატალია სანამ დროა შენთვითონ მომშორდი - ბინდი ეკვრებოდა უკვე თვალებზე
-ჯანდაბა რატო ხარ ასეთი სექსუალური ნატალია - მოთმინება დაკარგულმა სასწრაფოდ გადააძრო თხელი ზედა და საწოლზე ნაზად გადააწვინა. სხეულზე ადგილი არ დაუტოვებია უკოცნელი, ტუჩებით გადალაშქრა ათრთოლებული კანი და ტკივილგან გამოწვეული წამოკვნესების ხმით უარესად აღგზნებული დაეწაფა ტუჩებზე...
___


ალბათ იფიქრებთ რამ გააგიჟა ეს გოგოო... დიახ მართალი ხართ, ნამდვილად გაგიჟებული ვიყავი ალექსანდრეთი, გაგიჟებული და ასევთქვათ მისით აღფრთოვანებული.
რემარკის სიტყვები მახსენდება, სადაც გვეუბნება რომ ქალი ან უნდა გააღმერთო ან საერთოდ დაიკიდო. მე მისგან ვგრძნობდი გაღმერთებას- თითოეულ მოქმედებაში, მოძრაობაში, მოპყრობაში, სიტყვაში, მზერაშიც კი...

აქამდე თუ უბრალოდ ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე, ახლასიგიჟემდე მიყვარს! მისი ყველა ნაწილი მიყვარს! ჩემია, თავიდან ბოლომდე ჩემი!
გეთანხმებით, ნამდვილად ეგოისტი და მესაკუთრე ადამიანი ვარ, მითუმეტეს მაშინ როდესაც საქმე ბიჭს ეხება, თუმცა ახლა საქმე საყვარელ მამაკაცთან გვაქვს!
მახსენდება მისი პირველი დანახვა, შემოხედვა, შეხება და ყოველი ჩემი სიტყვა სადაც დარწმუნებით ვამბობdi, რომ ამ ბიჭს დავისაკუთრებდი. დავისაკუთრე კიდეც!
დილით როგორც ყოველთვის ადრიანად გამომეღვიძა. თვალი ვჭყიტე თუ არა ალექსანდრეს ხელი დავინახე, რომელიც სუნთქვის შეკვრამდე შემომხვეოდა წელზე და მუცელთან მიჭერდა. სიამოვნების ტალღამ დამიარა მთელს სხეულშიი, თვალი ავაყოლე დაკუნთულ სხეულს და სახეზე შევაჩერე მზერა. უშფოთველად ეძინა. თითებით მისი სახის კონტური მოვხაზე და ცხვირზე ვაკოცე. თვალები ნელ-ნელა დააშორა ერთმანეთს, შეიშმუშნა და უკვე გამოფხიზლებულმა მზერა მტყორცნა
-როგორ არის ჩემი ყველაზე ვნებიანი გოგო? - მკითხა და ხელი სახეზე ჩამომისვა
-იმაზე უკეთესად ვიდრე შენ გგონია
-მუცელი ხო არ გტკივა? - მკითხა და საწოლზე წამოჯდა
-მუცელი? ა არ ააა -მომენტალურად დამება ენა სანდროს ზურგის დანახვაზე - ღმერთო ჩემო ეს რაგჭირს?
-რამჭირს? - ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი
-ზურგზე მე დაგჩხაპნე ასე? - შევიცხადე და გონებაში ჩემივე თავი გამოვლანძღე გვარიანად
-რა ხმებსაც შენ გამოსცემდი მაგით თუ ვიმსჯელებთ ძალიან ცუდ დღეში უნდა მქონდეს წესით - გამიცინა და სრულიად შიშველი გაემართა სარკისკენ. წამითაც ვერ მოვწყვიტე თვალი მის სხეულს იმდენად სექსუალური და მიმზიდველი იყო. ასე, გამოშტერებული ვუყურებდი მანამ, სანამ ისევ საწოლში არ შემოგორდა და ზევიდან არ მომექცა
-რაიყო ამდენად მოგწონვარ რო მიმიკები ვეღარ გაგიკონტროლებია? - მითხრა და ყურიდან ყელამდე კოცნით ჩავიდა. სიამოვნებისგან მთელი სხეული დამეხორკლა
-მომწონს, ძალიან მომწონს ასე რომ გემართება, უფრო მეტად აღმაგზნებ - თავისთვის ჩაილაპარაკა და ერთი ხელის შემოცურებით თავის სხეულიანად წამომაჯინა საწოლზე.
ალბათ თხუთმეტი წუთიც არ იქნებოდა გასული მას შემდეგ რაც სანდრომ მარტო დამტოვა, ზედას ვიცვამდი უეცრად ოთახში კესანე და სალომე, რომ შემოლაგდნენ გაბრაზებული სახეებით
-რახდება ხალხნო? - ვიკითხე გაკვირვებულმა
-ააა რახდება ხო? რატო არ გვითხარი შენ და ალექსანდრე ერთად თუ იყავით? - დოინჯი შემოირტყა კესომ
-რას ქვია ერთად? - დავიბენი იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენი, როგორც წყვილის მოხსენიება, ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი უეცრად მოხდა და ამ წუთამდე ვერ შევძელი გააზრება
-ხო, ცოტახნის წინ აღიარა თვითონაც ბიჭებთან და სულ შემთხვევით მოვკარით ყური
-დაიცა რას მოაყოლეს ეგ?
-ადამიანო რა დროს ეგაა, რამნიშველობა აქვს რას მოაყოლეს ამოღერღავ ბოლოს და ბოლოს თუ არა? - მომაყარეს და ყურდაცქვეტილები საწოლზე ჩამოსხდნენ
-არვიცი, მართლა არვიცი რავთქვა, ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, გუშინ ერთად არ ვიყავით გეფიცებით - ხელები ზევით ავწიე იმის ნიშნად რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყავი და არ ვტყუოდი
-და გუშინდელის მერე რანაირად აღმოჩნდით ერთ ღამეში? - ეჭვნარევი მზერით შემომხედა სალომემ და უეცრად შეეცვალა სახე - მოიცა თქვენ რა ?
-კი! - დავასწარი მანამ სანამ სათქმელს დააბოლოვებდა
-არარსებობს - აღფრთოვანება ვერ დამალა კესანემ - სასწრაფოდ მოყევი როგორი იყო
-სიტყვებით ვერ აღვწერ, უბრალოდ სასწაული იყო, მართლა, რაღაცა განსაკუთრებული - სიტყვებით გადმოცემა რომ არ მეყო, ხელებიც მოვიშველიე და საბოლოოდ შევიჭერი როლში - გუშინდელის მერე დავრწმუნდი რომ მიყვარს
-ვაიმე რა მაგარიააა ნატალია, ალექსანდრეზე უკეთესი ვინ უნდა ნახო - გულწრფელად გაუხარდა ორივეს და ემოციებისგან გაკრეჭილები ჩამეხუტნენ
-კარგით ხალხნო ნუ გამჭყლიტეთ - მოვიშორე სასწრაფოდ - რაღაცა მომშივდა და ხო არ ჯობია ჩავიდეთ ქვევით?
-ხო მეც მშია, ბიჭები მგონი რაღაც გემრიელს ამზადებენ, სამზარეულოსთან როჩავიარე ისეთი სურნელი ტრიალებდა ლამის დორბლები ჩამომივიდა - ჩამომირაკრაკა კესანემ
-უუუფ კაია - მუცელზე მოვისვი ხელი - ისე მართლა, ხო არ იცით როდისთვის ვბრუნდებით უკან?
-საღამოსკენ რა, როგორც კი დაბნელდება წავალთ - მიპასუხა და სალომესთან ერთად უკან გამომყვა
-ჩვენს მზეთუნახავებს გაუმარჯოოს - მოგვესალმა ნიკა და კესოს გადაეხვია
-გაუმარჯოს კულინართა მაფიას - ხელის აწევით მივესალმე მეც და თვალი მომღიმარ ალექსანდრეს ვკიდე - რას ამზადებთ ესეთს სურნელმა ოთახამდეც რომ მოაღწია?
-კაი ჩახოხბილი გაწყობს ძმაო? - ერთად შეტყუპებული სამი თითი ზევით აწია და მოჭუტული თვალებით მკითხა დამიანემ
-ჩახოხბილი შენთვითონ ჭამე თუ კაია - შევიცხადეთ გოგოებმა ერთხმად
-კარგით ჰო ვხუმრობ, აი ცოტახანიც მოითმინეთ და ჩვენი შეპ-პოვარი გაბრიეLა მოგვართმევს
-რამდენჯერ გითხარი შე თავგასიებულო გაბრიელას ნუ მეძახითქო - გამწარდა გაბრო - სანამ არ გტენი სახეში იქამდე მართლა არ მოისვენებ ხო?
-ოოო ამის გაბრაზება ეხლა ნამდვილად არ გვაწყობს, რამემ არ მოუაროს თავში და არ მოგვწამლოს - გადმოგვიჩურჩულა დამიანემ და გაიყურსა
-ისე თქვენი ქორწილის ამბები როგორაა? - განმუხტა სიტუაცია სანდრომ და პარალელურად მე შემომხედა. ოჰოოო, ეს რაიყო? სპეციალურად შემომხედა ქორწილის ხსენებაზე თუ უკვე გავგიჟდი და უსაფუძვლოდ მეჩვენება რაღაცეები?
-როგორ არის და - წამოიწყო ვაჩემ და უფრო მეტად მოხვია საკოს თავისი დაძარღვული მკლავი - ამ თვის ბოლოს ყველაფერი მზად იქნება
-ჰოოო? - გაიკვირვა ნიკამ - მოკლედ კაი სუფრა გაიშლება რააა - მოქეიფე კაცივით წამოიძახა და თავისივე ნათქვამზე გაიცინა
-შენ რა გიხარია მეჯვარე მე ვარ - გამოაჯავრა დამიანემ ნიკა და წარბი აუწია გამარჯვების ნიშნად
-შე უბედურო, შენ იმიტო ხარ მეჯვარე რო კესო და ნატალია არიან სალოს მხრიდან და მომავალ ქმრებს ხო არ დაიყენებდა ვაჩე ჩემი და სანდროს სახით ? - დიდი სიამოვნებით წარმოსოთქვა და თვალი ჩაუკრა კესოს
-ოოჰ მოინდომა ბიჭმა - აყაყანდა კესანეც - იქნება და არ მოგყვები საერთოდ?
-გამომყვები გამომყვები - დარწმუნებით ჩაილაპარაკადა და ტუჩებში დაეტაკა, ისე რომ ხმის ამოღების საშუალება ყველანაირად მოუჭრა ქალბატონს
-ამდენ ყბედობას გირჩევნიათ მოხვიდეთ მაგიდასთან მზად არის უკვე - ამის თქმა და ჩვენი ადგილებიდან წამოვარდნა ერთი იყო.
___"


უკვე საკმაოდ ბნელოდა იქიდან , რომ წამოვიდნენ. სალომე რათქმაუნდა ვაჩესთან ჩაჯდა და გემრიელად მოკალათდა სავარძელზე
-რა იყო ჩემო პატარა რა შეწუხებული სახე გაქვს? - გახედა ვაჩემ და დადარდიანებულს ფიქრი შეაწყვეტინა
-ჰაა? არა, უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი - გაუღიმა საკომ
-მერე მე არ მეტყვი რაზე ფიქრობდი? - დაინტერესდა ვიბლიანი
-ჩვენს ქორწილზე ვნერვიულობ უბრალოდ - გულწრფელად გაანდო თავისი სადარდებელი და არაკომფორტული კედები ფეხებიდან მოიშორა
-ხო იცი ჩემთვის შენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ თუ არ გინდა არანაირი ქორწილი არ იქნება
-არა არა რასლაპარაკობ, უბრალოდ მგონია რო ძაან იხარჯები
-სულ ეგ არის გოგო? - გაეცინა ვაჩეს - კარგი რა მსგავსი აღარაფერი გაივლო თავში, ჩემთვის ახლა ყველაზე ძვირფასი ხარ და შენთვის თუ არა აბა სხვა ვისთვის უნდა მინდოდეს ყველაფერი? - უზომოდ თბილი ხმით უთხრა და სახეზე მოეფერა - მოწიე ლოყა აქ - თვითონაც გადაიწია გოგოსკენ და მოწყვეტით აკოცა ჯერ ლოყაზე, შემდეგ ტუჩებზე -მოდი ფეხები მუხლებზე დამადე და უფრო კომფორტულად იქნები
-იყოს გეტკინება
-სალომე! - თვალები გადაატრიალა ვიბლიანმა - რამდენჯერ უნდა გითხრა ეგ სიმორცხვე მოიშორეთქო - სიმტკიცე ხმაში, ხოლო ღიმილი ტუჩის კუთხეში შეპარვოდა
-კარგი ხო - გახალისდა საკოც და ბიჭს დაემორჩილა
-აი ასე შე მოუსვენარო
___


მალე გავიდა დრო, როგორც იქნა სანატრელი ქორწილიც მოახლოვდა და ნელ-ნელა აუფორიაქა ყველას გული, მითუმფრო სიძე-პატარძალს.
ყველაფერი შესანიშნავად იყო დაგეგმილი - დანა-ჩანგლიდან მორთულობით დამთავრებული.
სალომე დილიდანვე აქეთ იქით დარბოდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ამით გოგოები თანდათან წყობიდან გამოყავდა.
-ადამიანო მოისვენებ ერთ ადგილას თუ მაინც და მაინც უნდა გაგიფუჭდეს მაკიაჟი? - წამოენთო კესო და კაბა გაისწორა
-რავქნა ადამიანო ძალიან ვნერვიულობ რა - ამოისლუკუნა ტირილამდე მისულმა სალომემ
-მისმინე ეხლა - მიუახლოვდა კესანე და სახე ხელებით დაუჭირა - არაფერი გაქვს სანერვიულო, ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ ვინც კი აქამდე მინახავს, ყველაზე მაგარი ქმარი გყავს, არანაირი მიზეზი არ გაქვს იმისთვის რომ ინერვიულო ხო გესმის ჩემი? ისიც ხო იცი რო ტყუილად არაფერს გეტყვი ?
-ხო ვიციი - ნიკაპი აუთრთოლდა
-აბა აბა ეხლა მასეთები არ იყოს, მაკიაჟს გაიფუჭებ რამდენჯერ უნდა გითხრა?
-დაანებე გოგო თავი ბედნიერების ცრემლებია ეხლა ეგ - ხელი ავიქნია და უკვე მოსულ მონქანისკენ გავიხედე - აი მოვიდა კიდეც, ვსო ეხლა თავი ხელში აიყვანე და წავედით. სალომესაც სხვა რა გზა ჰქონდა? ბოლოჯერ ჩაიხედა სარკეში, ერთი ღრმად ამოისუნთქა და თავის დაქნევით გვანიშნა მზად ვარო.
ულამაზესები იყვნენ ორივენი. დედოფალი თავისი ბავშვურობითა და ამავდროულად ქალურობით სასწაულ კონტრასტს ქმნიდა და გაიძულებდა თვალი არმოგეშორებინა მისთვის. ვაჩეს რაც შეხება ვუყურებდი უკნიდან და გული ბედნიერებით მევსებოდა. დარწმუნებული იმაში რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები, მეც ცრემლი მომდიოდა და სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. შიგადაშიგ ალექსანდრეს ვუყურებდი, როგორი მამაკაცური იყო, რა ძალიან უხდებოდა კლასიკური ფორმა. არა, ჩემი გული ამდენს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ვგონებ გასკდებოდა!

___

სალომემ დაინახა თუ არა თავისი მშობლები, მაშინვე მათკენ გაექანა და სათითაოდ ჩაეხუტა მთელი გრძნობით
-როგორ მომენატრე მაა
-ჩემო პატარავ რა ლამაზი ხარ - მოეფერა ზურაბი თავის ერთადერთ გოგოს
-მიმიშვი ერთი ნორმალურად დაველაპარაკო რო აღარ გაუშვი ხელი - შეუღრინა ნინომ ყოფილ ქმარს და ქალიშვილს შემოუბრუნდა
-ჩემო ფერია, არ მჯერა, მგონია რო სიზმარში ვარ ეს რას მოვესწარი - ცრემლები წამოუვიდა და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი
-კარგი რა დე, რა დროს ტირილია, აი ვაჩეც მოდის წამოდი გაგაცნო - ხელი ჩაკიდა და ლამის გააქცუნა ამხელა ქალი
-დე, მა გაიცანით, ნუ მართალია კომპიუტერით ნანახი გყავთ მაგრამ მაინც, ჩემი ქმარი ვაჩე ვიბლიანი - დიდი სიამაყით წარუდგინა მშობლებს და მიეხუტა
-სასიამოვნოა ბატონო ზურაბ - ხელი ჩამოართვა - ქალბატონო ნინო მოხარული ვარ რომ თქვენი რეალურად ნახვისა და გაცნობის პატივი მერგო - უთხრა და ხელზე ეამბორა
___

მიხაროდა ჩემი დაქალისა და უსაყვარლესი დეიდაშვილის ბედნიერება, შევყურებდი როგორ ჟღურტულებდნენ ერთმანეთში და სულელურად მეღიმებოდა. უეცრად ალექსანდრეს მკაფიო სიტყვები მოსწვდა ჩემს ყურს. სასწრაფოდ გავატრიალე თავი და მიკროფონით მოლაპარაკე მაყაშვილი დავლანდე როგორ ითხოვდა ხალხის ყურადღებას
-პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, თავს არ შეგაწყენტ უბრალოდ ერთი-ორი სიტყვით მინდა მივულოცო ჩემს ბავშვობის ძმაკაცს დაოჯახება.
ვაჩე, ჩემო ცხოვრების განუყოფელო ნაწილო, პატარაობიდანვე ერთად მოვდივართ, ჭირში თუ ლხინში სულ ყველგან ერთად ვიყავით. რა აღარ გადაგვიტანია, მაგრამ ვერავინ და ვერაფერმა შეძლო ჩვენი ძმაკაცობის აღმოფხვრა. მინდა იცოდე, რომ მთელი გულითა და სულით მიხარია შენი ბედნიერება. გილოცავ ძმაო შენს ულამაზას ცოლთან ერთად, მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე ასე შეხმატკბილებულად იცხოვროთ თქვენს შვილებთან ერთად და ასე შეაბერდეთ ერთმანეთს - სიტყვის დამთავრებისას ერთი ნერვულად ამოისუნთქა და ახლა მე შემომხედა - რაც შეეხება ჩემს ნატალიას, ჩემი ცხოვრების მომავალ თანამგზავრს, მინდა მივუძღვნა ერთი სიმღერა რომელიც კაი ხანია აღარ მიმღერია - ამაზე ტანში გამცრა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ალექსანდრეს სიმღერაც თუ შეეძლო. რაღაც სასწაულის მოლოდინში გავიტრუნე და გაკვირვებული თვალები მივაპყარი "Nightwish - while your lips are still red"-ის მელოდიაზე ამღერებულ მაყაშვილს.
მთელი გრძნობით მღეროდა, მთელ ჩემს არსებამდე აღწევდა მისი ხმა და ტანზე მაყრიდა. როგორღაც დაასრულა და ისევ მე მომაპყრო თავისი კუპრივით შავი თვალები
-მინდა ორი წუთი კიდევ დამითმოთ, ცოტა რთულია ჩემთვის ახლა ლაპარაკი თუმცა საჯაროდ მინდა ჩემს ყველაზე საყვრელ ადამიანს ვთხოვო თავისი დარჩენილი წლების ჩემთან ერთად გატარება - რაო? განგაშის ზარმა შემოჰკრა თავში - ნატალია გამომყვები ცოლად?
ამის თქმა და ხალხის ქუხილი ერთი იყო, ყველა განცვიფრებისგან ტაშს უკრავდა. მე? გაინტერესებთ მე რამჭირდა? ასე უბრალოდ გაშტერებული ვუყურებდი და ცრემლები მდიოდა მანამ სანამ საბოლოოდ არ გავიაზრე მისი ნათქვამი, არ წამოვდექი და მტკიცე ნაბიჟებით არ გავემრთე სანდროსკენ ჩასახუტებლად და თანხმობის ნიშნად!


დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა, ფიქრი რად უნდა დროს, დროს როცა უნდა თოვს.
სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება, ჩვენ ვერ გავიგებთ რახდება, გაჩერდება დროო...



№1  offline წევრი Ninuca)

ძალიან მაგარი იყო <3

 


№2 სტუმარი reiki gogo

auu aseti magari raxania ar wamikitxavs ise momewona sity ebiarmyofnis sagoll

 


№3 სტუმარი mtvaro svani

vaimeeee chemi svanii chemi sixarulebi yvelani ertad rogor mixariaaaaa.kargi iyo zalian zalian kargi.yochag

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

კარგი რაღაცა იყო მომეწონა blush

 


№5  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewonaaa ❤❤❤

 


№6  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes
--------------------
მორფეოსი

 


№7  offline მოდერი Someone wandering

საოცრებაა იიყოოოო
ვაჩეე და ალექსანდრეე მიყვააარს რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent