დაუნდობელი გრძნობა (პირველი თავი)
2000 წელს თბილისში 16 წლის ახალგაზრდა გოგომ ლოლამ იმშობიარა. მას თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ შეიძლებოდა მშობიარობა ვერ გადაეტანა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ლოლასთვის შვილის სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საკუთარი. მას ქმარი_გაბრიელიც სთხოვდა, რომ ბავშვი მოეშორებინა. ეს რათქმაუნდა გაბრიელისთვისაც მეტად ძნელი სათქმელი იყო, მაგრამ მას შვილები კიდევ გაუჩნდებოდა, ლოლა კი აღარ დაუბრუნდებოდა. მაგრამ ლოლა მაინც ჯიუტობდა. მან ვერ გაიმეტა ბავშვი, რომელიც მის მუცელში იჯდა და დაბადებას ელოდა. ვერ გაიმეტა, რადგან ის უკვე მისი სხეულოს ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაბადებული არ იყო, ამ ბავშვმა ლოლას პირველად მოუტანა სიხარული, რომელსაც დედობა ჰქვია. მან უცოდველი და თანაც საკუთარი შვილის მოკვლას, თავის სიცოცხლის დათმობა არჩია, მაგრამ მასაც და გაბრიელს ეს ძვირად დაუჯდათ. ლოლას მეერვე თვეში დაეწყო მშობიარობა, გოგონა გააჩინა, თვითონ კი გარდაიცვალა. გაბრიელს უდიდესი პასუხისმგებლობა დააწვა, იგი ერთდროულად უნდა ყოფილიყო დედაც და მამაც და ქალიშვილი სათანადოდ აღეზარდა. გოგონას 8 წლის ასაკში გულის თანდაყოლილი მანკი აღმოუჩინეს, რომელიც ვერ განკურნეს. რაც ყველაზე მთავარი იყო, გოგონას მძიმე სტრესისთვის თავი უნდა აერიდებინა, ამიტომ გაბრიელს მისთვის არაფერი უთქვამს დაავადებაზე და მათ შორის არც იმაზე რომ დედამისი მასზე მშობიარობას გადაჰყვა, რადგან გაბრიელმა იცოდა რომ გოგონა ამაში საკუთარ თაბს დაადანაშაულებდა და იდარდებდა, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახებოდა. მამამ გოგონას ანისია დაარქვა. ის მისი ცხოვრების ბედნიერებად იქცა. მისი ერთი გაღიმებაც კი საკმარისი იყო მისთვის, რომ დღე უხალისდებოდა. იგი სულ მასზე ზრუნავდა, სულ მის გახალისებას ცდილობდა და ყურადღებას არ აკლებდა. ანისია უკვე რომ გაიზარდა, მამა მას სახლში მარტოც ტოვებდა, როცა დილიდან საღამომდე სამსახურში იყო, მანამდე კი ანისია ძიძასთან იზრდებოდა. იგი ყველანაირად უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა. დიდ ორსართულიან სახლში ცხოვრობდა, წინ ლამაზი ბაღით. ჰქონდა ცალკე ოთახი, სადაც განმარტოება და ოცნება უყვარდა. იგი ოცნებობდა პრინცზე, რომელიც ოდესღაც მის ცხოვრებასაც დაამშვენებდა. ოცნებობდა მასთან ულამაზეს სასიყვარულო ისტორიაზე, აი ზუსტად ისეთზე ფილმებში რომ არის, მაგრამ ისიც უნდოდა რომ მათი სიყვარული სხვისას არ დამგვანებოდა. თუმცა მხოლოდ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი როდი წარმოადგენდა ანისიას ოცნების საგანს. მას ხომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი რამ აკლდა, ყველაზე დიდი ბედნიერება_დედა. ანისია ყოველღამე ფანჯრიდან იყურებოდა, ვარსკვლავებს უყურებდა და მათ ესაუბრებოდა, თითქოს მათ კი არა დედას ელაპარაკებაო. დედის ფოტოს ხშირად უყურებდა და წარმოიდგენდა როგორი იყო იგი. ანისიას გული ძლიერ სტკიოდა იმის გამო, რომ ხედავდა მის ირგვლივ ყველას როგორ ესიყვარულებოდა დედა, ის კი დედის სითბოს იყო მოკლებული. მოგეხსენებათ, ანისიამ არ იცოდა დედამისი მასზე მშობიარობას რომ გადაჰყვა, მას ხომ გაბრიელმა ეს განგებ დაუმალა. გაბრიელმა ქალიშვილს უთხრა, რომ 3 თვის იყო, როცა ლოლა ავარიაში დაიღუპა. ანისიამაც დაუჯერა მას. ახლა კი ანისიას მამა_ გაბრიელი უფრო ახლოს გავიცნოთ. იგი 34 წლისა გახლდათ. მას ჰქონდა საკუთარი ფაბრიკა, რომლის უფროსიც თვითონ იყო. იგი ძალიან სასიამოვნო გარეგნობის და მტკიცე ხასიათის მამაკაცი იყო. მისი ერთადერთ ოცნებას კი ქალიშვილის ბედნიერება წარმოადგენდა. მას ანისიასთან ერთად, ყოველ ლოლას დაბადების დღეს მასთან პატარა ტორტი მიჰქონდათ მისი წლოვანების რიცხვის სანთლით მასში და ცოტას ესაუბრებოდნენ კიდეც ხოლმე. ლოლა თავისდროზე ძალიან ლამაზი იყო, ანისიაც მას ჰგავდა. მწვანე თვალები ღიმილის დროს სულ უბრწყინავდა, ისე რომ სიბნელეში კაცს გზასაც კი გაუნათებდა. მისი ერთი გაღიმება მთელ ქვეყანად ღირდა. ასევე ჰქონდა ღია ფერის სწორი და გრძელი თმები. ანისიას ლამაზი ვარცხნილობების გაკეთება ძალიან უყვარდა, რაც მის ანგელოზივით სახეს, კიდევ უფრო ამშვენებდა. 16 წლის ასაკში, ანისიას გული ერთმა სიმპათიურმა ბიჭმა დაიპყრო, სახელად მაქსიმმა. ის და მაქსიმი მალევე შეყვარებულებიც გახდნენ. ანისია ძალიან ბედნიერი იყო მასთან. ფიქრობდა, რომ უკვე იპოვა ოცნების პრინცი. იგი მაქსიმზე ფიქრები არ ასვენებდა, მეცადინეობაც კი უჭირდა. მამას მასზე სულ უყვებოდა ხოლმე, მამაც მას გახარებული უსმენდა და შვილის ბედნიერებას მთელი გულით იზიარებდა. მასაც მეტი რა უნდოდა. მაგრამ ყველა ბედნიერება უსასრულო როდია. ერთ დღეს მაქსიმმა ანისიას შეხვედრა სთხოვა, ანისიაც გახარებული წავიდა მასთან შესახვედრად. -სერიოზულ რაღაცაზე უნდა გელაპარაკო. უთხრა მაქსიმმა ანისიას. იგი ისეთი მოღუშული სახე ჰქონდა, ადამიანი თავიდანვე მიხვდებოდა რომ ეს სერიოზული რაღაც, კარგი არაფერი იყო, მაგრამ ანისია მისი ნახვის სიხარულს ისე დაებრმავებინა, რომ ეს ვერ შეამჩნია. -კარგი!-უთხრა გახარებული ტონით. -საქმე ისაა, რომ კარგის არაფრის თქმას ვაპირებ. -ჯერ მითხარი და მაგაზე მერე ვისაუბროთ. -ჩვენ...-მაქსიმს ეტყობოდა, რომ ამის თქმა ძალიან უჭირდა, მაგრამ ალბათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თორემ რომ ჰქონოდა ამ არასასურველ საუბარს თავს ააცილებდა. მაქსიმმა თვალები დახუჭა, რადგან როცა სათქმელს იტყოდა, ანისიას რეაქცია არ დაენახა. ამის შემდეგ კი ერთიანად მიაყარა.-უნდა დავშორდეთ! და ანისიას მხიარულ სახეზე მაშინვე სევდა გადაეფინა. არ უნდოდა იმის დაჯერება, რაც მაქსიმმა თქვა და თითქოს ეჭვი მართლაც ეპარებოდა. -მაქსიმ, ასე მწარედ რატომ ხუმრობ?-ჰკითხა აკანკალებული ხმით, რადგან მაქსიმის პასუხის ძალიან ეშინოდა. -არა! არა ანისია, არ ვხუმრობ... სამწუხაროდ მართალს ვამბობ. -ეს როგორ?-და ახლა ანისიას ხმაში ტირილიც შეერია. -მაპატიე, მართლა ძალიან ვწუხვარ. მიჭირს შენთვის ამის თქმა, მაგრამ ტყუილის გაგრძელებას, ასე სჯობს.-და ცოტახანს შეჩერდა, მალევე კი ისევ განაგრძო.-მე შენ არ მყვარებიხარ. გატყუებდი და შენთან ვიყავი, რადგან სხვა დამევიწყებინა. მეგონა მას დვივიწყებდი და შენ შეგიყვარებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. შენს მოტყუებას ვეღარ გავაგრძელებდი. -შეუძლებელია,-და თვალებიდან ცრემლები ჩამოსცვივდა.-მატყუებ, ხომ ასეა? -ძალიან ვწუხვარ. და მაქსიმი წავიდა, წავიდა ისე, რომ ანისიასკენ ერთხელაც არ გაუხედავს. თითქოს ამ ამბავს ძალიან შეეწუხებინოს, მაგრამ ძალიან შეწუხებული და განადგურებული მხოლოდ ანისია იყო, რომელსაც ეს ამბავი ვერ დაეჯერებინა, არც უნდოდა დაჯერება. იგი ერთ ადგილას იდგა და ფეხს არ იცვლიდა. თვალები ჩასწითლებოდა და მათგან ცხარე ცრემლები სდიოდა, ცრემლები რომელიც ნაზად მიგორავდა მის სახეზე, ისე რომ წამითაც არ ჩერდებოდა. ანისიამ დიდი იმედგაცრუება განიცადა, რამაც სამყაროსადმი ნდობა დააკარგვინა და რწმენა გაუქრო სიყვარულისა, იმ სიყვარულისა, რომელიც ბევრს უმშვენებდა ცხოვრებას და სულს ულამაზებდა, მაგრამ ანისია ამ ბედნიერ ადამიანებს შორის არ აღმოჩნდა. მისი პირველი სიყვარული ასე დასრულდა, მწარე ტყუილით, რომელმაც მისი ბედნიერება წამში გააქრო და მოსპო მისი სიხარული, რომელიც მის სახეს ასე ამშვენებდა. მაგრამ ახლა ანისიას სახეზე ცრემლებისა და მწუხარების გარდა, აღარაფერი ჩანდა. იგი გამწარებული სახლში წავიდა, მაშინვე თავის ოთახში ავიდა და კარები კარგად ჩაკეტა, მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელი სამსახურში იყო, თვითონ კი მარტო სახლში. თავის საწოლთან მივიდა და იქ ჩაჯდა, თან გულისდამწველად სლუკუნებდა. -რა უბედური ვარ,-თქვა მან.-ჩემმა პირველმა სიყვარულმა მიმატოვა, ისე რომ ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია, საერთოდ არ უდარდია. მან მე გამომიყენა, ხოლო როცა აღარ დავჭირდი უსარგებლო ნივთივით მომისროლა. მე ის მიყვარდა, უზომოდ მიყვარდა, მაგრამ მან სიყვარულზე ღალატით მიპასუხა. მისგან ყველაფერს ავიტანდი ღალატის გარდა, მაგრამ მან მაინცდამაინც ეს ჩაიდინა და გული მომიკლა. მე მისი მჯეროდა, ვენდობოდი, სანაცვლოდ კი იმედგაცრუებისა და ტყუილის გარდა არაფერი მიმიღია. თავი ასე საშინლად არასდროს მიგრძვნია. სუნთქვა მიჭირს.-და სუნთქვა გაუხშირდა.-მგონი ვკვდები...დაე, ისიც ჩემსავით დაიტანჯოს. მაქსიმი ადრე თუ გვიან თავის შეცდომას მიხვდება და ბოდიშს მომიხდის, მაგრამ მერე მე აღარ მივიღებ.-და ანისიას ახლა უფრო გაუჭირდა სუნთქვა.-საკმარისია! ეს პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელიც. ვფიცავ არასოდეს, არასოდეს აღარავის შევიყვარებ და მაქსიმსაც საბოლოოდ ამოვშლი ჩემი გულიდან. სიყვარული არ არსებობს, ყოველშემთხვევაში ჩემთვის ის მოკვდა, სამუდამოდ.- მაგრამ ანისია კიდევ იფრო ცუდად გახდა. ასეთი რამ ჯერ არ დამართნია. იგი შეშინდა. ფეხზე ადგომა სცადა, რათა ფანჯარა გაეღო, მაგრამ ადგა თუ არა მაშინვე თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაეხვა და ძირს უგონოდ დაეცა. საღამოს გაბრიელი დაბრუნდა სახლში და ანისიასთან ავიდა ოთახში, მაგრამ ოთახის კარები ჩაკეტილი დახვდა. -ანისია!-დაუძახა მან.-კარი გამიღე.-მაგრამ ხმა არავინ გაიღო.-ანისია!-გძინავს?-პასუხი ისევ ვერ მიიღო. კარებზე აკაკუნა, მაგრამ ანისიას ამითაც რომ ვერ გააგონა, გულში მწარე შიშმა დაჰკრა და მკერდი ერთიანად აატკივა. მაშინვე კარების შემტვრევაზე გადავიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ამიტომ გარეთ გავარდა, ანისიას ოთახს მეორე მხრიდან მოუარა და მისი ოთახის ფანჯრამდე ისე აცოცდა, რომ შემდეგ სულ აღარ ახსოვდა ეს როგორ გააკეთა. როცა ანისია უგონოდ ძირს დაგდებული დაინახა, ხელით ფანჯარა შეამტვრია და ოთახში გადაძვრა. შვილთან მივარდა, ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. -ანისია!-დაუძახა კვლავ იმ იმედით, რომ გონზე მოვიდოდა და პასუხს გასცემდა.-შვილო თვალები გაახილე. გთხოვ მამას ასე ნუ აშინებ. ხომ იცი როგორ მიყვარხარ. ანისია! გაბრიელმა შედეგი რომ ვერ ნახა, მასთან საუბარს მოეშვა და სასწრაფოდ ანისიას ექიმს დაურეკა. ექიმი მაშინვე იქ გაჩნდა და ანისია გასინჯა, შემდეგ კი ორი გადასხმა გაუკეთა. იგი გონს მეორე დილით მოვიდა.მამამისი მის გვერდით იწვა. ანისიას გაუკვირდა. -მამა! მამა! და გაბრიელს გაეღვიძა. როცა ანისია გონზე დაინახა, თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ეგონა. ქალიშვილს ძლიერ ჩაეხუტა და დამშვიდებით თქვა: -მადლობა ღმერთს, რომ გონს მოხვედი. მადლობა ღმერთს! -მამა, რა დამემართა?-გაკვირდა ანისია, რადგან გუშინ მომხდარი აღარ ახსოვდა. -გონება დაკარგე. ლამის გავგიჟდი. უშენოდ როგორ უნდა მეცოცხლა?! -გონება რატომ დავკარგე? რამე მჭირს? -არა!-უპასუხა სწრაფად გაბრიელმა, რადგან ანისიას მისთვის არ შეეტყო რომ ცრუობდა.-არა ჩემო პრინცესა. ექიმმა გაგსინჯა და თქვა გადაღლილობის ბრალიაო. -მე არაფერი არ მახსოვს. არ მახსოვს გუშინ რა მოხდა. მაგრამ რატომღაც გულში რაღაც ცუდი გრძნობა მაქვს. -გუშინ ვინმემ ხომ არ გაწყენინა? რამე განიცადე? ანისია დაფიქრდა, მაგრამ ვერ გაიხსენა, ამიტომ მძიმედ ამოიხვნეშა. -არ ვიცი, არაფერი მახსოვს. -როგორ თუ არ გახსოვს? დარწმუნებული ხარ? და ანისიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. გაბრიელი ცალკე გავიდა და ანისიას ექიმს დაურეკა. -ექიმო, ანისიას რაღაც სჭირს. -რა? -იძახის გუშინდელი დღე არ მახსოვს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცას ძალიან განვიცდიო. -არ ინერვიულოთ. ზოგჯერ ასეთი რამ ხდება. აშკარაა ანისიამ ძლიერი სტრესი გადაიტანა, მის ტვინს კი ამის მიღება არ სურს. ტვინში სისხლის მიმოქცევა შესუსტა და დროებითი ამნეზია ამან გამოიწვია. -გასგებია! -ანისიას ახლა თქვენ უნდა დაეხმაროთ. ეცადეთ მარტო არ დატოვოთ. ფიქრის დრო არ უნდა ჰქონდეს, თორემ იდარდებს, იტირებს და დაავადებასაც გზას გაუხსნის. მას დიდი ყურადღება სჭირდება. მუდმივად ყურადღების ცენტრში გყავდეთ. -ამას აუცილებლად გავითვალისწინებ ექიმო. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილისთვი. შეუძლებელსაც კი შევძლებ. გაბრიელი თავის სიტყვებში ისე იყო დარწმუნებული, როგორც იმაში რომ დედამიწა ბრუნავს. თქვა ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებო და ასეც იყო. იგი ერთი ზარის საშუალებით შუადღის 4 საათისთვის კინოს ბილეთები დაჯავშნა ორი კაცისთვის. შემდეგ ისეთი სახე მიიღო თითქოს არაფერს განიცდიდა და ღიმილიანი სახით ანისიასთან ავიდა. -სად იყავი?-ჰკითხა ანისიამ, რომელიც ისევ ლოგინში იწვა. -შენთვის სიურპრიზი მოვიტანე. -რა სიურპრიზი?-გაეხარდა ანისიას. -კინოში ორი ბილეთი შევუკვეთე და თუ გამოიცნობ ვისთვის? -ჩემთვის და შენთვის. -არა!-გაუქნია მხიარულად გაბრიელმა თავი. -აბა?-გაუკვირდა ანისიას და უნებურად ფიქრი დაიწყო ამაზე. -შენთვის და მაქსიმისთვის. ანისიას გაეხარდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი აუთამაშდა. -მართლა?-და მამას მოეხვია.-დიდი მადლობა, მამა. და ამ დროს ანისია გაშეშდა. სახის გამომეტყველება წამში შეეცვალა და მამას მოშორდა. -რა იყო?-შეშფოთდა გაბრიელი, როცა ანისია დამწუხრებული დაინახა. -ვერ წავალთ.-მიუგო ანისიამ დიდი წყენით. -რატომ? მაქსიმს არ სცალია? -ახლა მას აღარასდროს აღარ ეცლება ჩემთვის.-და ანისიას თვალები სულ ცრემლებით აევსო, რაც გაბრიელმა ძალიან ადვილად შენიშნა. ისიც კარგად დანახა, ცრემლებით სავსე ორივე თვალიდან ცრემლები როგორ წამოუვიდა და სახეზე გაუბრწყინდა. გაბრიელს ერჩივნა მომკვდარიყო, ოღონდ მისი ცრემლები არ დაენახა. იგი მაშინვე მოსწმინდა. -მაქსიმმა გაწყენინა?- მის ხმაში ბრაზი შეინიშნებოდა. -არა, არ უწყენინებია... მან მე მომკლა, გული მომიკლა. წავიდა და ჩემი ბედნიერებაც თან წაიღო. თურმე ჩემთან სხვის დასავიწყებლად ყოფილა. მას არასოდეს ვყვარებივარ. გაბრიელისთვის საკმარისი იყო ანისიას ეს სიტყვები, რომ ცრემლები ძლივს შეეკავებინა. დიახ, თვალებზე მოწოლილი ცრემლები მთელი ძალით შეიკავა, რადგან ანისიასთვის არ დაენახვებია. მაქსმზე გაბრაზდა და თანაც როგორ, იმწამს იქ რომ ჰყოლოდა, ალბათ ადგილზე მოკლავდა, მაგრამ გაბრიელი მოთმინებით გამოირჩეოდა და თავს კონტროლს კარგად უწევდა, რაც მას პატიოსან და ღირსეულ ცხოვრებაში ეხმარებოდა. ახლა კი გაბრიელმა ანისიას მეგობარს ელენეს დაურეკა და სთხოვა ანისიასთან მისულიყო, შემდეგ კი სასწრაფოდ წავიდა. ანისიას ეშინოდა მაქსიმთან არ ეჩხუბა, რადგან მამამისს მისთვის არ უთქვამს სად მიდიოდა. ელენესთან ერთად სახლში იყო და ნერვიულობდა, ელენე მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ, მითუმეტეს რომ გაბრიელი მობილურს არ პასუხობდა, რადგან ხმა ჰქონდა გამორთული, იმიტომ რომ მაქსიმთან საუბრის დროს ხელი არავის შეეშალა. დიახ, გაბრიელი მაქსიმთან წავიდა გამწარებული და მის სახლთან დადგა მანქანით, მაქსიმის გამოსვლას ელოდა. ლოდინი დიდხანს მოუწია, მაგრამ რაც მთავარია მაქსიმი გარეთ გავიდა, გაბრიელი დაინახა თუ არა, მაშინვე კვლავ შინისკენ დაბრუნდა. -მაქსიმ!-დაუძახა გაბრიელმა. დაღონებული მაქსიმი გაჩერდა და მისკენ მიბრუნდა.-ჩემს მანქანაში ჩაჯექი. -რატომ? -შენთან ლაპარაკი მინდა. მაქსიმს მისსა და ანისიას წინაშე დანაშაულის გრძნობამ უფლება არ მისცა წინააღმდეგობა გაეწია, ამიტომ უსიტყვოდ გაჰყვა. გაბრიელს მანქანა მიჰყავდა და ძალიან მალე გზის პირას გააჩერა. მაქსიმმა თავი ძალიან უხერხულად იგრძნო, იცოდა, რომ გაბრიელი მას ანისიას გამო ეჩხუბებოდა, ამიტომ მანქანა გაჩერდა თუ არა, მაქსიმი მაშინვე ალაპარაკდა. -მისმინეთ! ანისიასთვის გულის ტკენა მართლა არ მინდოდა. -რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, როცა შენი საქციელი საპირისპიროს ამტკიცებს? იცი ანისია შენს გამო რა დღეში ჩავარდა?! ცხოვრებაში მის გარდა არავინ მყავს. მას რომ რამე მოსვლოდა, გეფიცები არც შენ გაცოცხლებდი და არც თავს ვიცოცხლებდი! -არც კი ვიცი რა გითხრათ. მე დამნაშავე ვარ და ამას კარგად ვხვდები. ანისიას ასე არ უნდა მოვქცეოდი. -მაშ რატომ მიატოვე?! -გეფიცებით, მართლა ვეცადე, მაგრამ ვერ შევიყვარე. -თუ არ გიყვარდა მასთან რატომ იყავი?! იმედი რატომ მიეცი?! -მე...-მაქსიმს ამის თქმა ძალიან უჭირდა.-მე მინდოდა ის დამევიწყებინა, ვინც მართლა მიყვარდა. ვხედავდი ანისიას ჩემდამი გრძნობებს, ამიტომ ვიფიქრე რომ მასთან დავიწყებდი ურთიერთობას და მეგონა რომ ადრე თუ გვიან შევიყვარებდი, მაგრამ არ გამომივიდა და ვეღარ გავუძელი. გაბრიელი ისე გამწარდა, თავს კონტროლს ძლივს უწევდა, რომ მისთვის არაფერი დაეშავებინა. მანქანის საჭეს ხელს უჭერდა და თავს იმაგრებდა. -შენს სიმამაცეს ვაფასებ მაქსიმ. ბევრს შენს ადგილას შეეშინდებოდა ამის თქმის, მაგრამ შენ მაინც სიმართლე თქვი. მაგრამ ახლა კარგად მისმინე! ანისია რომ დაიბადა, ის დღე ჩემთვის სასიხარულოც იყო და სამგლოვიაროც, რადგან იმ დღეს დედამისი დავკარგე.ვერც კი წარმოიდგენ რა სიმწარე ვნახე. ანისიას მარტო ვზრდიდი, თანაც დიდი შიშით და იცი რატომ? იმიტომ, რომ ანისია დაავადებული დაიბადა. მას გულის მანკი აქვს. მაქსიმს ეს სიტყვები გულზე დიდი ლოდივით დაეცა. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ანისია ავად იქნებოდა. ეს ამბავი მისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. მართალია როგორც გოგო, მას ანისია არ უყვარდა მაგრამ ძალიან უყვარდა როგორც მეგობარი და მას დიდ პატივს სცემდა. ამიტომაც განიცადა მისი ამბავი ასე ძალიან. იგი რამდენიმე წუთით, გონებით იქაურობას მოსწყდა და ფიქრებში წავიდა, ისე რომ გაბრიელის შემდგომი სიტყვები, ნორმალურად აღარც გაუგია. -15 წელი,-განაგრძობდა გაბრიელი.-15 წელი ვიწვალე მის აღსაზრდელად, წლები მისი დაკარგვის შიშში გავატარე. რა აღარ გამოვიარე. უფლებას არ მოგცემ რომ მთელი ამ წლების შრომა წყალში ჩამიყარო! გაფრთხილებ და კარგად დაიმახსოვრე, ანისიას ახლოს აღარ გაეკარო. უბრალოდაც კი არ დაენახო, წამითაც არ დაელაპარაკო, თორემ მერე ასე მშვიდად აღარ დაგელაპარაკები! მხოლოდ შენი გულწრფელობის გამოა, რომ შენი სიტყვების გამო,გაჩენის დღე არ გაწყევლინე. ეს კარგად დაიმახსოვრე! ახლა კი მანქანიდან გადადი. მაქსიმი საზარელი სახით გადავიდა მანქანიდან, გაბრიელი კი შინისკენ გაემართა. როცა იგი ანისიას დანარეკები ნახა, მაშინვე გადაურეკა. -მამა. -რა იყო, რატომ მირკავდი? -სად ხარ? ძალიან ვნერვიულობდი. -არა, არა ჩემო პატარა, სანერვიულო არაფერია. ახლა სახლში მოვდივარ. -კარგი, მალე მოდი. -მოვალ, მაგრამ მანამდე შენი ნივთები გაამზადე და შენც მოემზადე. -რატომ? სადმე მივდივართ? -ჰო, სამოგზაუროდ მივდივართ. ცოტახნით დასვენება არც შენ გაწყენდა და არც მე. -სად მივდივართ? -ჯერ რომში წავალთ და იქ დავისვენებთ, შემდეგ კი ერთად გადავწყვიტოთ სად წავალთ. -კარგი. -მხოლოდ საჭირო ნივთები მოამზადე, დანარჩენს იქ შევიძენთ. -კარგი. გაბრიელმა რომის მიმართულებით ბილეთები დაჯავშნა საღამოს რეისზე. მან მოგზაურობის დაწყება იმიტომ გადაწყვიტა, რომ გარკვეული ხნით ანისია ამ ქალაქისთვის მოეშორებინა, რადგან იცოდა, რომ დარჩენის შემთხვევაში, მას მაქსიმზე მოგონებები მოსვენებას არ მისცემდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოგზაურობა საუკეთესო საშუალება იყო ანისიას გასამხიარულებლად. მან სამსახურში რამდენიმე თვით შემცვლელი აიყვანა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ფაბრიკას გაუძღვებოდა. რაც შეეხება ანისიას სკოლას, გაბრიელმა მისი დირექტორი გააფრთხილა, რომ ანისია დიდ ხნით ვეღარ მივიდოდა და რომ ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი არებით გამოწვეულ ექსტერნის გამოცდებს, ანისია წარმატებით ჩააბარებდა. დირექტორმა იცოდა, რომ იგი ძალიან ღირსეული ოჯახი იყო და შეიძლებოდა მათი ნდობა, ამიტომ ნება დართო. ანისიამ და გაბრიელმა 3 თვე გაატარეს მოგზაურობაში. ჯერ რომში იყვნენ, შემდეგ ნიუ-იორკში, ბოლოს კი ლონდონს ესტუმრნენ. მამაშვილი ყველგან კარგად ერთობოდნენ. ზღვაზე გადიოდნენ, დადიოდნენ გასართონ ადგილებშიც, ზოგჯერ კი ლამაზ და მყუდრო პარკში განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ ხოლმე. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ გაბრიელმა მიზანს მიაღწია და შვილი გაამხიარულა. ასეც იყო, ანისია მამასთან ერთად სულ იცინოდა და მხიარულობდა, მაგრამ სამაგიეროდ დარდი ღამე თავს ერთიანად ახსენებდა. იგი საკუთარ თავს განსაცდელის დაძლევაში ეხმარებოდა და ამიტომ, როცა მაქსიმზე ფიქრები უტევდა, ყველა ღონეს ხმარობდა მის მოსაშორებლად და ყურადღება სხვა რამეზე გადაჰქონდა. ასე წვალებ-წვალებაში, თითქოს შეძლო და მაქსიმი დაივიწყა კიდეც. მაგრამ თბილისში დაბრუნდა თუ არა, მაქსიმზე მოგონებები თავს დაატყდა როგორც დიდი უბედურება. როცა ის და გაბრიელი სახლში მანქანით მიდოდნენ,ანისია ფანჯრიდან სევდიანი თვალებით იყურებოდა. ბევრი ისეთი ადგილი გაიარეს, სადაც ერთ დროს ის და მაქსიმი ხელიხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ. ანისია იმ ადგილებს უყურებდა და თვალწინ ის სცენები უვლიდა. ანისიას საოცრად მოუნდა იმ დროში ემოგზაურა, როცა მაქსიმთან ერთად იყო. დროის უკან დაბრუნება მოუნდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა მისი დიდი მიზანი იყო მაქსიმი დარვიწყებინა და საბოლოოდ გაეშვა გულიდან. როცა სახლში მივიდნენ, მალევე ანისია თავის ოთახში ავიდა და კარები მიხურა. შემდეგ აცრემლებული თვალებით მიათვალიერ-მოათვალიერა ოთახი და საწოლისაკენ გაემართა. მივიდა, ისევ საწოლთან ჩაჯდა, მუხლები მკერდზე მიიკრო და ცოტახნით ფიქრებს გადაჰყვა, შემდეგ კი საწოლის კარადის უჯრა გამოაღო და იქიდან მაქსიმის ფოტო ამოიღო, ფოტო რომელსაც ერთ დროს დიდი სიხარულით უმზერდა და რომელთან ერთადაც ჩახუტებული იძინებდა. -შენ ჩემი წარსულის უდიდესი შეცდომა ხარ.-უთხრა მან ფოტოს.-თუმცა ახლა აღარ არსებობ. ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი აღარ არის. ამის შემდეგ კი ანისიამ მაქსიმის ფოტო დახია. სწორედ ამ დროს მას კარებზე გაბრიელმა მიუკაკუნა. ანისია შეცბა, მაქსიმის ფოტოს ნაგლეჯები უცბად საწოლის ქვეშ შეყარა. დამალა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაბრიელი მიხვდებოდა, რომ ანისიას მაქსიმი ჯერ კიდევ არ დავიწყებია და ისიც დანაღვლიანდებოდა,ანისიას კი ეს არ სურდა. იგი ფეხზე წამოხტა და საწოლის აშლა დაიწყო. გაბრიელმა მისი ოთახის კარები შეაღო და შიგ თავი შეჰყო. -რას აკეთებ პრინცესა? -საწოლს ვშლი, დავიღალე და უნდა დავწვე. ანისია შიგ უცბად ჩაწვა. გაბრიელი კი მასთან მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა. -თავს ხომ კარგად გრძნობ?-ჰკითხა მან. -ჰო, ცუდად რატომ უნდა ვიყო? -კარგი, მაშინ დაიძინე...ძილინებისა. ანისიამ გვერდი იბრუნა და თვალები დახუჭა. გაბრიელმა კი ეს-ეს იყო წასვლა დააპირა, რომ იატაკზე ფოტოს ნაგლეჯი დაინახა. გაბრიელი ძირს დაიხარა და ხელში აიღო. ზედ მაქსიმის სახე ჩანდა სანახევროდ. გაბრიელმა საწოლის ქვეშ შეიხედა და ფოტოს ნაწილები იქ დახვდა. იგი გული ეტკინა, რადგან მიხვდა, რომ ეს ანისიას ტკივილის დავიწყების სურვილზე მიანიშნებდა, ეს კი იმას ნიშნავდა რომ იგი ისევ განიცდიდა. გაბრიელის გულში დიდიმა ტკივილმა გაიარა, რადგან იფიქრა, რომ ვერ შეძლო ანისიასთვის იმის გაკეთება, რაც საჭირო იყო და მართლაც დიდმა მწუხარებამ მოიცვა. ფოტოს ნაგლეჯი საწოლქვეშ შეაგდო დანარჩენებთან ერთად, რადგან ანისია არაფერს მიმხვდარიყო,შემდეგ კი თავის ოთახში წავიდა, დღიური აიღო და შიგ წერდა: ,,უკვე 3 თვე გავიდა. მეგონა, ჩემი გოგონას გახალისება შევძელი, მაგრამ დღეს მივხვდი რომ ასე არ ყოფილა. ის ისევ განიცდის და ისევ ტკივა. მეშინია რომ რამე მოუვა, რომ მისი ავადმყოფობა მას ბოლოს მოუღებს. მერე მე რა ვქნა? ცხოვრება როგორ გავაგრძელო? ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილია. ის ერთადერთი სინათლეა ჩემს ცხოვრებაში. როგორ დავუშვა ამ სინათლის ჩაქრობა? ეჰ, ჩემო ლოლა, ჩემო საყვარელო. შენმა სიკვდილმა ჩემს გულს უდიდესი უბედურების დაღი დაასვა. რაც შენ წახვედი, ჩემს ცხოვრებაში კარგი არაფერი მომხდარა. ჩვენი შვილი, ჩვენი ერთადერთი შვილი ავადაა,ვინ იცის როდის დავკარგავ. მირჩევნია მანამდე მე მოვკვდე. ნეტავი შენც აქ იყო იქნებ ანისიას შენ უფრო დახმარებოდი, იქნებ მას დედა და მისი სითბო სჭირდება. მის ასეთ მდგომარეობას ვეღარ გავუძლებ, ვეღარ." და გაბრიელის ცრემლები დღიურის ფურცლებზე დაეწვეთა.ხელი აუკანკალდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ცრემლები თვალებს უბინდავდა. კალამი გააგდო და ხელები თავზე გადაისვა. ასე იყო კარგა ხანს. დილით გაბრიელი ადრე ადგა და ინტერნეტში ნახული რეცეპტის დახმარებით, პიცის მომზადებას შეუდგა. რომ გააკეთა დაჭრა და ანისიასთვის ერთ თეფშზე ბევრი ნაჭერი დააწყო, შემდეგ ჭიქაში ფირთოხლის წვენიც დაუსხა, ორივე ლანგარზე დადო და ანისიას აუტანა. -პრინცესა! გაიღვიძე, რაღა დროს ძილია. -მეძინება. უთხრა ანისიამ და მეორე მხარეს გადაბრუნდა. -უკვე 9 საათია, სკოლაში დაგაგვიანდა. -რა? და ანისია მაშინვე წამოჯდა, გაბრიელს კი გაეცინა. -სიურპრიზი! და ლანგარი უჩვენა. -პიცა? შენ გააკეთე? -საგანგებოდ შენთვის. -რა კარგია...მაგრამ სკოლა? -ჯერ 8 საათია. -მომატყუე? -აბა სხვაგვარად ვერ გაგაღვიძებდი. ანისიამ მამას ლანგარი გამოართვა და პიცა შეჭამა. მამასაც გაუწოდა და თავისი ხელით აჭამა. შემდეგ კი წვენიც დააყოლა. -მადლობა მამა, ძალიან გემრიელი იყო. გაბრიელმა გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. -ახლა კი გაემზადე. მალე სკოლაში უნდა წახვიდე. ხომ იცი მალე გამოცდები უნდა ჩააბარო. კარგად უნდა იმეცადინო. -ვიცი. ანისია გაემზადა და გაბრიელმა სკოლაში წაიყვანა, შემდეგ კი თვითონაც სამსახურში წავიდა. ანისიამ ელენე და სხვა კლასელები სიხარულით ნახა და მათთან ბევრიც ისაუბრა. სკოლის შემდეგ კი ცოტახნით ელენესთან წავიდა. ელენემ ყავა მოადუღა და ორივე მაგიდას მიუსხდნენ, თან საუბრობდნენ და ხანაც ყავას მიირთმევდნენ. -ანისია, -უთხრა ელენემ.-იცი? რამდენიმე დღეში საქართველოში მაიკლ ბისბალი ჩამოდის. -მერე? -რა მერე? კონცერტზე ჩემთან ერთად ხომ წამოხვალ? -კარგი რაა. სულაც არ მომწონს ეგ მომღერალი, რა მინდა რომ წამოვიდე? -როგორ თუ რა გინდა? მე წამომყევი. -მარტო ვერ წახვალ? -დედამ იცის რომ ჩემი შეყვარებულიც მოდის იქ, ამიტომ მასთან ერთად მარტო არ გამიშვებს. -რატომ? -ხომ იცი დედაჩემი როგორია? -კარგი რა განეწყობა. წამოვალ. -აბა, როგორ გაერთე ამ 3 თვეში? -კარგი იყო. მე და მამა ძალიან ბევრს ვხალისობდით. სახლში არ ვჩერდებოდით. -კარგი იქნებოდა. თან მთელი 3 თვე სკოლიდანაც დაისვენე. მე კი აღარ ვიცი სად გავიქცე, რომ სკოლას მოვშორდე -ზარმაცო. ზემოთ ხსენებული მაიკლ ბისბალი, მამის მხრიდან ესპანელი იყო, დედის მხრიდან კი ქართველი. იგი მდიდარი ოჯახი ჰყავდა. როცა მაიკლი 1 წლის იყო, მის მშობლებს შორის დიდი უთანხმოება მოხდა, რადგან ქმარმა ცოლს უღალატა,ამიტომ ერთმანეთს დაშორდნენ. სასამართლომ მაიკლი დედას დაუტოვა მანაც შვილს ხელი მოჰკიდა და საქართველოში ჩამოვიდა. 6 წლამდე მაიკლი საქართველოში იზრდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ მისი მშობლები შერიგდნენ და დედაც და შვილიც ესპანეთში დაბრუნდნენ. მაიკლმა მომღერლის კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გაიჩინა ორი წლის განმავლობაში. მას სურვილი გაუჩნდა რომ ჩასულიყო საქართველოში, სადაც იგი იზრდებოდა და კონცერტი გაემართა ქართველებისათვის. მან რათქმაუნდა ქართულიც მშვენივრად იცოდა და ჩვეულებრივად საუბრობდა. მაიკლი დედასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, მამამისმა კი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გამო, წასვლა ვერ შეძლო. და აი მისი კონცერტის დღეც დადგა. ამ დილით ანისიამ ქალაქში გაისეირნა. მარტო იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მას მაინც იმედი ჰქონდა, რომ მაქსიმს შორიდან მაინც დაინახავდა, მაგრამ მაქსიმი არსად ჩანდა. ანისია მთაწმინდაზე ავიდა (იქ ხვდებოდნენ ხოლმე ყველაზე ხშირად ის და მაქსიმი), სკამზე ჩამოჯდა და მაქსიმის გახსენება დაიწყო. ამ დროს ვიღაცამ, უკნიდან მხარზე დაადო ხელი. ანისია შეხტა, ფეხზე წამოვარდა და უკან მიბრუნდა. მის წინ მაქსიმი იდგა. ანისია გაშეშდა, მეტყველების უნარი დაკარგა. მან მაქსიმი 3 თვის შემდეგ პირველად ნახა. მაქსიმი ხომ ის ადამიანი იყო,ვინც მას ძლიერ უყვარდა, მაგრამ ამავე დროს ის იყო ადამიანი, ვინც დიდი სიმწარე ანახა. ანისია ბრაზმა მოიცვა. ეს მის თვალებშიც ნათლად ჩანდა. -ანისია,-უთხრა მაქსიმმა.-მინდა ბოდიში მოგიხადო. დამნაშავე ვარ. საშინლად მოგექეცი. დიდი ხანია გეძებ. -შენი დანახვა არ მინდა, მომშორდი! უთხრა ანისიამ გადაწყვეტით. -ანისია... -არა, არაფერი თქვა! -მე მინდოდა... ანისია გამწარდა, როცა მაქსიმს ვერაფერი შეაგნებინა და უყვირა მას: -ვერ გაიგონე? არ მინდა შენი ხმის მოსმენა და არც შენი სახის დანახვა. რაც გამიკეთე, იმას ვერასოდეს დავივიწყებ. წადი ჩემი ცხოვრებიდან...სამუდამოდ! მაქსიმისთვის ეს სიტყვები ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. მართალია მას ანისია არ უყვარდა და იმიტომ მიატოვა, მაგრამ შეცდომას მალევე მიხვდა. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ანისიას გულის მანკი ჰქონდა, უცნაური და საშინელი შეგრძნება დაეუფლა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს კაცი მოეკლა. ანისიაზე ფიქრები, დღედაღამე არ ასვენებდა. მის წინაშე დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა. მთელი სამი თვე, რაც ანისია და გაბრიელი მოგზაურობდნენ, მაქსიმი სულ ანისიას ნახვის წადილში იყო. თითქოს მისი სახით, ძალიან დიდი რამ დაკარგა. მისი წასვლის შემდეგ რაღაც ძალიან მოაკლდა და ეს ძალიან აწუხებდა. უკვე ძალიან უჭირდა ამის გაძლება. ნანობდა თავის საქციელს. მასაც უნდოდა დროის უკან დაბრუნება, რომ კვლავ ანისასთან ერთად ყოფილიყო. იგი ეძებდა მას და როგორც იქნა იპოვა. მაგრამ პატიება ვერ მიიღო. გული ძლიერ ეტკინა და ანისია მეტად აღარ შეაწუხა. ამიტომ წავიდა. ანისიამ მისი წასვლის შემდეგ, ძლივს ამოისუნთქა. სული შეეხუთა. ლამის წაიქცა, მაგრამ თავი შეიმაგრა. ბრაზიც და ტკივილიც ერთიანად დასტყდომოდა თავს, რაც სუნთქვას უკრავდა და ძალზე აწამებდა. იგი გზას ნელი ნაბიჯებით გაუდგა. მიდიოდა ისე რომ, ირგვლივ სრულიად ვერაფერს ამჩნევდა. არჩია განმარტოვებულიყო, ამიტომ იქვე, ახლოს შეჩერდა, რადგან იქ არავინ ჩანდა. არავინ ჩანდა, იმიტომ რომ ყველას ერთად მოეყარა თავი მაიკლ ბისბალთან, რომელიც იმ დროს იქ იყო. მას თაყვანისმცემლები გარს მოჰხვეოდნენ და არ უშვებდნენ. მაიკლი მათ ძლივს გაექცა. მირბოდა, მაგრამ როცა ანისია დაინახა, გაჩერდა. მაიკლს გაუკვირდა ანისია რატო განმარტოვებულიყო და სხვებსავით მას არ დასტრიალებდა თავს. იგი შეაფიქრიანა მისმა მწუხარე სახემაც. მაიკლი ანისიასთან მივიდა და გვერდით დაუდგა. -რას ვიზამთ?-უთხრა მან და ანისიამ გაკვირვებით მიხედა.-ცხოვრება მწუხარების გარეშე არ იქნებოდა. -და შენ რა გინდა? ჰკითხა ცივად ანისიამ, მაიკლი კი მისმა უხეშობამ გააკვირვა. -რამე არასწორად ვთქვი? -არა, მაგრამ არასწორად მოხვედი. მისამართი შეგეშალა. მე იმ გოგოთა რიცხვში არ ვარ, რომლებიც შენზე ჭკუას კარგავენ. -რას ამბობ? ანისიას დაგროვილმა ბრაზმა სძლია და მაქსიმის ჯავრი, მაიკლზე იყარა. -რას და იმას რომ შენც სხვებს ჰგავხარ. ყველა ბიჭი ერთნაირები ხართ. გოგოების სახით კარგი გასართობი იპოვეთ და გინდათ თქვენს სათამაშოებად აქციოთ. ყველაზე სულმდაბალი ადამიანები ხართ. თქვენი არცერთის ნდობა არ შეიძლება. -რა ცოფიანი ძაღლივით იკბინები!-ბრაზი შეეტყო მაიკლს.-მე რა დაგიშავე? ანისია უკან გაბრუნდა და მიდიოდა, მაგრამ მაიკლმა მიაძახა: -არანორმალური ხარ თუ ვინ ხარ? ცოფიანო. -ეს თქვენ ხართ ცოფიანები-მიუბრუნდა კვლავ მაიკლს.-და დაუნდობლები! -მე არ ვარ ის,ვისაც მაგას უნდა ეუბნებოდე. წადი და ჯავრი სხვაზე იყარე! მე თავი დამანებე! -რატომ? რადგან ცნობილი და მდიდარი ხარ, თავი გამორჩეული გგონია? -მისმინე... -არა, შენ მისმინე! რადგან ერთი-ორს მოსწონხარ, ნუ გგონია რომ ყველა კისერზე ჩამოგეკიდება. სამყარო შენს ირგვლივ არ ბრუნავს. -ზედმეტი ხომ არ მოგდის? ჰკითხა მაიკლმა და ანისიას საკმარისზე მეტად მიუახლოვდა. ანისიამ თავი ძალიან უხერხულად და შეურაცხყოფილად იგრძნო, ტირილი მიეძალა, მაიკლს ხელები ჰკრა და გაიქცა. მირბოდა და თან ცრემლებს იწმენდდა. იგი გაანალიზა რომ მაიკლთან მიართებაში, შეცდომა დაუშვა რადგან ეჩხუბა, თანაც სულ ტყუილად. ,,რას იფიქრებს ჩემზე?" ფიქრობდა და ხელებს თავში ირტყამდა. სახლში მამამისსთან მომხდარზე არაფერი შეუმჩნევია. იგი თავის ოთახში ავიდა და მეცადინეობა დაიწყო. მაიკლის კონცერტი სულ აღარ ახსოვდა. ელენემ რომ გაახსენა,თავიდან შეყოყმანდა მაგრამ მერე იფიქრა: ,,იქნებ მიკლთან პირისპირ შეხვედრა და მობოდიშება შევძლოვო" და წასვლაზე დათანხმდა. ანისია გაემზადა და ელენესთან ერთად მაიკლის კონცერტზე წავიდა. იქ ყველა ბედნიერი და გახარებული იყო მის გარდა.იგი ძალიან ღელავდა. თავს კარგად ვერ გრძნობდა. ხმაური და ხალხმრავლობა აღიზიანებდა. მაიკლმა ის სცენიდან შეამჩნია და ძალზედ ძალიან გაუკვირდა მისი იქ ყოფნა, დილის ჩხუბის შემდეგ. სამწუხაროდ მათ ამ დღეს ერთმანეთი ვერ ნახეს. მაგრამ სამაგიეროდ მეორე დღეს,ქალაქში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. მაიკლმა ანისია შეამჩნია და ჰკითხა: -ისევ შენ ხარ? ანისია მის დანახვაზე დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -მე...გუშინ დილით არასწორად მოვიქეცი. უბრალოდ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და... -და ჯავრი ჩემზე იყარე არა?-შეაწყვეტინა მაიკლმა. -ვიცი, ცუდად გამომივიდა, მაგრამ... -ცუდად კი არა საშინლად. ანისია გაბრაზდა მაიკლი ლაპარაკს რომ არ აცდიდა და ყოველ წინადადებას აწყვეტინებდა, თან არც მისი გულგრილობა მოეწონა. ამიტომ ცივად უთხრა: -მაპატიე. -ამას ვალდებულების მოხდის მიზნით აკეთებ? -რა? -ეს რაღაც ბოდიშის მოხდას არ ჰგავდა. -შენ...შენ ღირსი ყოფილხარ რაც გუშინ გითხარი. გამვლელმა ხალხმა ყური მოჰკრა მათ კამათს და ვიდეოების გადაღება დაუწყეს. -ხომ ვთქვი.-ჩაიცინა მაიკლმა. -ერთი კარგად შემომხედე, მე ვერ გამასულელებ! -თუ ასე არ მოგწონვარ,მაშინ გუშინ ჩემს კონცერტზე რატომ მოხვედი? -იმიტომ, რომ მეგობარმა მთხოვა,უარი ვერ ვუთხარი. -თუ იმიტომ რომ მოსვლა შენ გინდოდა? -შენ ერთი თავქარიანი ბიჭი ხარ. შენი წარმატება თავში გაქვს ავარდნილი. შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ. -ჰო არა?იცი? შენნაირ გოგოებს კარგად ვიცნობ. ასე იმიტომ მესაუბრები, რომ ჩემი ყურადღება მიიქციო. ამის გაგონებაზე, ანისიას ბრაზის ცეცხლი მოეკიდა, თავი აღარ შეიკავა და მაიკლს სახეში გაარტყა. ყველამ მათ შეხედა, ეს სცენა მათ მიერ გადაღებულ ვიდეოებშიც აისახა. მაიკლმა ანისიასაკენ გაიწია, მაგრამ ანისია კვლავ გაიქცა. მათი ჩხუბის ვიდეო კი ერთმა ინტერნეტში გაავრცელა. მაიკლმა ეს რომ ნახა, არ გაბრაზებულა. უბრალოდ ანისიაზე დაფიქრდა. მისი პიროვნება მაიკლს წინ წარმოუდგა, როგორც ტუტუცი და თამამი გოგო, რომელიც ასე იქცევა რადგან ბიჭების ყურადღება მიიქციოს, თანაც ისე რომ მათ ეს არ აგრძნობინოს. ამის შემდეგ მაიკლმა იფიქრა: ,,ეს გოგო ადვილად ხელში ჩასაგდებია, თანაც ძალიან ლამაზია. აშკარად ჩემი ყურადღების მიქცევა უნდა. კარგი იქნება თუ მასთან ცოტახნით რომანს გავაბავ და გავერთობი, ხოლო როცა ის მომბეზრდება,მერე სხვაზე გადავალო". როგორც ხედავთ მაიკლს მასზე საშინლად მცდარი და ანისასთვის შეურაცხმყოფელი წარმოდგენა შეექმნა, რის გამოც მომავალში პასუხი იმაზე მწარედ აგო, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თუ რა მოხდა, ამას ბოლოსკენ გაიგებთ, ახლა კი მოთხრობა გავაგრძელოთ. ინტერნეტში ატვირთული ვიდეოს გამო, ყველა ანისიასა და მაიკლზე საუბრობდა. როცა ანისიას ქუჩაში იხედებოდნენ, მასზე ჭორავს იწყებდნენ. ანისიას ეს სიტუაცია ძლიერ თრგუნავდა, აღიზანებდა და გულს ძალიან ტკენდა. სკოლაშიც ყველა მასზე საუბრობდა. წარმოიდგინეთ როგორ უჭირდა იმ დროს ანისიას. გარეთ გახედვაც კი აღარ უნდოდა. სკოლაში ბევრს ეჩხუბა კიდეც ამის გამო, რადგან ძალიან უჭირდა ამის ატანა. რაც შეეხება გაბრიელს, ძალიან ბრაზობდა იმის გამო, რომ მის შვილს ასე ექცეოდნენ, ამიტომ იმ ადამიანს უჩივლა, ვინაც ვიდეო გაავრცელა. ის ადამიანი დიდი თანხით დააჯარიმეს და ვიდეოც წააშლევინეს. ამის შემდეგ ქალაქიც უფრო მიწყნარდა. მიდიოდა დღეები, თანაც ისე, რომ ანისიას მაქსიმი საერთოდ აღარ ახსენდებოდა. ვერც ვეღარსად იხედებოდა. მაქსიმი არსად ჩანდა. იგი წავიდა. ქალაქში ყველაფერი მიატოვა და სოფელში წავიდა, სადაც მხოლოდ მისი ბაბუა იყო. მაქსიმი იქ გადაიხვეწა, რადგან ქალაქში ვეღარ გაძლო. არ უნდოდა ანისიას კიდევ დანახვებოდა და გაენერვიულებინა. თანაც მისი დავიწყებაც უნდოდა, რაც მეტად რთული აღმოჩნდა მალე ანისიამ გამოცდები ყველა საგანში წარმატებით ჩააბარა და მამა გაახარა. საზაფხულო არდადეგები დაიწყო. ახლა ანისია უფრო თავისუფლად იყო და მეგობრებთანაც მეტ დროს ატარებდა. ერთ დღეს იგი ელენესთან იყო. მოგვიანებით ძალიან გაწვიმდა. გაბრიელი იმ დროს სამსახურში იმყოფებოდა, ამიტომ ანისიამ ის ვერ შეაწუხა. თუმცა მას წვიმაში სიარული ძალიან უყვარდა, ამიტომ გზას ფეხით დაადგა. ისე წვიმდა რომ გზის პირებზე ტბები იდგა. გარეთ ფეხით არავინ დადიოდა, როგორც ჩანს ყველა წვიმას გაექცა. მანქანები კი ბევრი მოძრაობდა. ანისიას გარემოება ძალიან მოსწონდა. უყვარდა წვიმა და მისი ხმა. ნატრობდა ნეტავ გზა კიდევ დაგრძელდესო. იგი გზის გადაკვეთამ მოუწია და ტროტუარიდან გზაზე ჩავიდა თან ცდილობდა დაგუბებული წ....ბისთვის თავი აერიდებინა. ანისიამ ერთი ნაბიჯი გადადგა გზისკენ და მეორის გადადგმას აპირებდა, როცა ერთმა მანქანამ გუჟივით ჩაუქროლა და წყალი შეასხა. ანისიამ სახეზე ხელები აიფარა და უკან დაიხია, მაგრამ წაიქცა და გუბეში ჩავარდა. იმ მომენტში, ანისიას გვერდით ერთი მოტოციკლეტი გაჩერდა, მას მაიკლი მართავდა. როცა ანისია დაინახა გააჩერა და ანისიასთან ფეხით მიირბინა. ანისია ამ დროს ილანძღებოდა: -სულელი! გიჟივით დაქრის. სხვები სულ არ ადარდებს. ნეტავ მართვის მოწმობა ვინ მისცა. იგი ფეხზე დგებოდა, როცა მაიკლმა ხელი შეაშველა. ანისიამ მას ახედა და მისი დანახვისას ძალიან აღელდა. იმ ყინვაშიც კი რატომღაც ძალიან დაცხა. -შენ აქ რა გინდა?-ჰკითხა წყნარად მაიკლს. -შენს დასახმარებლად მოვედი. აბა ასე როგორ მიგატოვებდი? -არა.-თქვა ანისიამ ამაყად.-მე არავის დახმარება არ მჭირდება, მითუმეტეს შენი. -კარგი, პრობლემა არაა. მაიკლმა მას ხელი გაშვა და კვლავ გუბეში ჩააგდო. -გაგიჟდი? უყვირა ანისიამ და წყალი შეასხა. -ის გავაკეთე, რაც მითხარი. -მე შენ გიჩვენებ. ანისია ფეხზე ადგა და გაქცეულ მაიკლს დაედევნა. მაიკლი მოტოციკლს უცბად მოაჯდა და სწრაფად წავიდა. ანისია გაჩერდა და მაიკლს ბრაზით გააყოლა თვალები. ჯერ ირგვლივ მიმოიხედა, შემდეგ კი კვლავ წინ გაიხედა და დაინახა, რომ მაიკლი ისევ იქ მივიდა თავისი მოტოციკლით. -ასეთ წვიმაში მარტო წახვალ?-ჰკითხა მაიკლმა. -რატომაც არა. -დაჯექი, მე წაგიყვან. -არასოდეს! ანისია წინ მიდიოდა, მაიკლი კი მას ნელა მიჰყვებოდა. -ასე რატომ ბრაზობ? -მომშორდი! -უარი რომ გითხრა? -ნუ მომყვები! -მაშინ მე წამომყევი. -გითხარი არამეთქი. -მისმინე, სულ ასე ხომ არ გავაგრძელებთ? ჩემი აზრით, სჯობს ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და უთანხმოებაც მოვაგვაროთ. -შენი აზრები შენთვის შეინახე. -სერიოზულად გეუბნები.-და ანისია გაჩერდა.-ასე როდემდე უნდა ვიჩხუბოთ? კარგი იქნება თუ საერთო ენას გამოვნახავთ. ანისიას მისმა სიტყვებმა გული მოულბო და წყნარად ჰკითხა: -საერთო ენა? ჩვენ? -ჰო, რა იყო. -უბრალოდ, გამიკვირდა. -დაჯექი სახლამდე მიგიყვან. -არა, მარტო წავალ. -შენ თუ ჯიუტი ხარ, მეც ჯიუტი ვარ. იცოდე არ მოგეშვები. ანისია მასთან მივიდა და მორცხვად უკან მიუჯდა. -ხომ არ გეშინია? -მოტოციკლეტზე არასდროს ვმჯდარვარ. -ხელები ჩამჭიდე, საშიში არაფერია. ანისიამ მაიკლს ხელები მოჰხვია და რაღაც გაურკვეველი იგრძნო. რატომღაც გულიც აუჩქარდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. უნდოდა სადღაც სხვაგან გაქცეულიყო და შვებით ამოესუნთქა. მაიკლი კი არხეინად იყო, რადგან ანისასკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. ახლა რადგან ანისიას გული უკვე მოიგო, მისთვის ეს საქმე გაცილებით ადვილი იყო.იგი მოტოციკლი დაძრა და გზას გაუდგა. -რა გქვია? -ანისია. -როგორც იქნა შენი სახელი მაინც გავიგე. ისე, არც ისეთი ცოფიანი ყოფილხარ როგორიც მე მეგონე. -გთხოვ, ეგ მეორედ აღარ დამიძახო. -კარგი, კარგი.-გაეცინა მაიკლს.-რამდენი წლის ხარ? -16_ის. -მე 17_ის, მაგრამ მალე 18_ის გავხდები. -დარჩენას როდემდე აპირებ? -რა იყო, არ გინდა რომ წავიდე? -რა სისულელეა, მე ეგ არ მითქვამს. მაიკლს კვლავ გაეცინა. -ჯერ არვიცი რამდენხას დავრჩები. -სკოლაში არ დადიხარ? -გამომაგდეს. -რატომ? -2-ებზე ვსწავლობდი, თანაც სკოლაში ყველას ვცემდი. გამეხარდა კიდეც რომ გამომაგდეს. -გიჟი ყოფილხარ. -ახლა რომელ მხარეს წავიდე? -მარჯვნივ. მალე სახლამდეც მივიდნენ და ანისია ჩამოვიდა. -გმადლობ, რომ მომიყვანე. -არაფერს. იმედია კიდევ შევხვდებით...ცოფიანო! მიაძახა მაიკლმა და მაშინვე გაქანდა. -მატყუარა! დაუძახა ანისიამ და თვითონაც გაეცინა. როცა მაიკლი თვალს მოეფარა სახლში შევიდა. ორ დღეში ანისია და მაიკლი ერთმანეთს კაფეში შემთხვევით შეხვდნენ. მაიკლიც და ანისიაც მეგობრეთან ერთად იყვნენ. მაიკლი ანისიას უყურებდა და უღიმოდა, ანისიაც მას ღიმილით პასუხობდა. მაიკლის ძმაკაცებმა შეამჩნიეს მისი ანისიასადმი ყურადღება და ჰკითხეს: -იმ გოგოს ასე რატომ უყურებ? მის ხელში ჩაგდებას ხომ არ აპირებ? -განზრახვას მიმიხვდი.-უპასუხა მაიკლმა. -კარგი არჩევანია მაგრამ იმედია მართლა არ შეგიყვარდება. -არა, რას ამბობ. ჯერ ვინ მყვარებია, რომ ის შემიყვარდეს. უბრალოდ ცოტახნით მასთან გავერთობი,შემდეგ კი თავს დავანებებ. სიყვარული ჩემი სტილი არაა. ანისიას მობილურზე მამამისმა დაურეკა. კაფეში გოგინები გაუჩერებლად საუბრობდნენ, ამიტომ ანისია გარეთ გავიდა. -ჰო, მამა. -სად ხარ? -გოგონებთან ერთად კაფეში ვარ. -არ გინდა საღამოს საყიდლებზე წავიდეთ? -რათქმაუნდა მინდა. -კარგი,მაშინ არ დაიგვიანო. -კარგი მამა, გკოცნი. -მეც ჩემო პრინცესა. ანისიამ მიბილური გათიშა და უკან გაბრუნდა. წინ მაიკლი შეეჩეხა. -ფრთხილად!-უთხრა მაიკლმა. -შენ, რატომ გამოხვედი? -იმიტომ რომ შენ იყავი აქ. -ეგ რა შუაშია. -ვერ ხვდები? შენთან დაახლოებას ვცდილობ. მინდა რომ მეგობრები ვიყოთ. -მეგობრები? -ჰო. -კარგი, წინააღმდეგი არ ვარ. -მაშ ასე, მეგობრები ვართ? და მაიკლმა ანისიას ხელი გაუწოდა. ანისიამაც ხელი ჩამოართვა და ღიმილით უთხრა: -მეგობრები ვართ. ანისიას გულწრფელი ღიმილი მაიკლს გულზე ძალიან ნაზად და სასიამოვნოდ მოხვდა. მის გულშიც გაიღვიძა უცნაურმა გრძნობამ, მაგრამ მაიკლი ვერაფრით ვერ მიხვდა რა დაემართა. მითუმეტეს რომ მათი ხელები ერთმანეთს შეეხო. თითქოს ხელი სულ გაუხურდა და გაუოფლიანდა. მაგრამ იგი ცდილობდა გარეგნულად არაფერი შეემჩნია. საღამოს ანისია და გაბრიელი საყიდლებზე წავიდნენ. ბევრი იშოპინგეს და სახლში დიდი შენაძენით დაბრუნდნენ. როცა ანისია დასაძინებლად დაწვა, მობილურზე მესიჯი მიუვიდა უცხო ნომრიდან. ,,-საღამო მშვიდობისა". ,,-უკაცრავად, მაგრამ რომელი ხარ?"-მიწერა ანისიამ. ,,-ვერ მიცანი?" ,,-ვერა". ,,-მაშ ჩვენ როგორი მეგობრები ვყოფილვართ?" ,,-მაპატიე, მაგრამ მგონი ნომერი შეგეშალა". ,,-მე კი ვიცი, რომ არ შემშლია". ,,-თუ ასეა, ნუღარ მაწვალებ". ,,-კარგი ჰო, მაიკლი ვარ". ,,-მაიკლი? ჩემი ნომერი საიდან გაიგე?" ,,-კაფედან რომ წახვედი, შენს დაქალს ვკითხე". ,,-რომელს?" ,,-არ მინდა ჩავუშვა, თორემ ვიცი, შავ დღეს დააყრი". ,,-რა მიხვედრილი ხარ". ,,-იმედია არ გეძინა". ,,-არა მაგრამ ვაპირებდი". ,,-მაგით იმას მეუბნები, ნუ მაწუხებო?" ,,-მაგასაც მიხვდი". ,,-შენ კარგად არ მიცნობ. ჩემი თავიდან მოშორება, ძალიან ძნელია". იგი დიდხანს იმესიჯეს. ანისიას უხაროდა, რომ ახალი მეგობარი ჰყავდა. უხაროდა, რადგან მან მაიკლის საშინელი განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა. ერთ დღეს ანისიას დედამისის საფლავზე წასვლა ძალიან მოუნდა. ამიტომ ყვავილები იყიდა და გზას გაუდგა. გზად ელენე შეხვდა და გადაკოცნა. -როგორ ხარ?-ჰკითხა ელენემ. -არამიშავს შენ? -კარგად. ყვავილებით სად მიდიხარ? -სახლში მოვიწყინე და ვიფიქრე, დედას საფლავზე წავალთქო. -გასაგებია. თუ გინდა წამოგყვები. -არა, საჭირო არ არის. მარტო მირჩევნია. ამ დროს მაიკლმა შენიშნა ისინი. მათკენ გაემართა, მაგრამ ანისიას ვერ მიუსწრო. იგი მალე წავიდა. -გამარჯობა!-უთხრა მაიკლმა ელენეს. -მაიკლ? გამარჯობა. -ვიფიქრე ანისიასაც ვნახავდი, მაგრამ ვეღარ მოვუსწარი. -ჰო. -ყვავილებით ხელში სად წავიდა? -დედის საფლავზე. -რა? ანისიას დედა არ ჰყავს? -სამწუხაროდ არა. მაიკლი ამ ამბავმა შეაშფოთა. მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ძალიან ეწყინა. რატომღაც იმ დროს ანისიას გვერდით ყოფნა მოუნდა, მოუნდა მასთან საუბარი. იგი ელენეს ჰკითხა მისამართი სადაც ანისია მიდიოდა და ისიც იქ წავიდა. რომ მივიდა,ანისია დაინახა დედის საფლავზე და მისკენ გაემართა, მაგრამ როგორც კი გაიგონა, რომ საუბრობდა, იქვე შეჩერდა და არ შეაწყვეტინა. -დედა,-ამბობდა ანისია.-ბოლო დროს ცუდად აღარ ვყოფილვარ. მაქსიმიც საერთოდ აღარ მინახავს, ამიტომ ეს დღეები კარგად მიდის. იცი? შევძელი და ის დავივიწყე. მან მე მომატყუა. არასდროს ვყვარებივარ, მე კი ამას ვერ ვაპატიებდი. ახლა კი მის თავსაც აღარაფერი მახსენებს. რატომ უნდა ვღვარო ცრემლები ადამიანისათვის,ვინც მე არ მაფასებს?ის ხომ ამის ღირსი არაა. მეგობრებიც გვერდში მიდგანან, მოწყენის უფლებას არ მაძლევენ. ახლა ახალი მეგობარიც მყავს_მაიკლი.ის ძალიან კარგი ადამიანია. ამის გაგონებაზე მაიკლს თავის სიტყვები გაახსენდა ,,ანისიასთან გავერთობი და მერე თავს დავანებებო", იგი ცხოვრებაში პირველად ინანა თავის სიტყვები. -მე ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ,-განაგრძობდა ანისია.-იცი რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მშობლები და მეგობრები მყავს. მაგრამ გული მტკივა იმის გამო, რომ შენ ჩემთან არ ხარ. ნეტავ ერთხელ მაინც შემძლებოდა შენთვის ,,დედა" დამეძახა, ერთხელ მაინც მოგხვეოდი და შენი სითბო მეგრძნო.მაგრამ ვიცი, რომ შენ სულ ჩემს გვერდით ხარ, დედა ხომ შვილს ვერასდროს მიატოვებს. მამაც ძალიან განიცდის. მე არ მაჩვენებს, მაგრამ ვიცი,რომ ყოველღამე შენს გამო ჩუმად ტირის. მაიკლი უსმენდა მას და მის ტკივილს მთელი გულით განიცდიდა. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ,მაიკლი მიხვდა, რომ ანისია სხვებს არ ჰგავდა და რომ ის წესიერი და პატიოსანი გოგო იყო. მიხვდა რომ არ შეიძლებოდა მას ასე ცუდად მოქცეოდა. თავის სიტყვების ძალიან შერცხვა და მწარედ ინანა. ძალა მოიკრიბა და ანისიას დაუძახა: -ანისია! ანისია ფეხზე ადგა და მისკენ მიბრუნდა. -შენ...აქ? -გავიგე, რომ დედა გარდაცვლილი გყავდა და შენთან მოსვლა მომინდა. -გმადლობ. მაგრამ სჯობდა არ შეწუხებულიყავი. -რატომ არ მითხარი? -არ მინდოდა ჩემი პრობლემები შენთვის მომეხვია. -რისთვისაა მეგობარი თუ შენი დარდი არ გაუზიარე? -შენ... მართლა კარგი მეგობარი ხარ. -შენც კარგი მეგობარი ხარ. -მგონი... სჯობს წავიდეთ. ანისიამ წასვლა დააპირა, მაგრამ მაიკლმა მკლავში ხელი მოჰკიდა და გააჩერა. -ანისია, შემთხვევით შენი საუბარი მოვისმინე.-და ანისიამ თავი დახარა.-თურმე ბევრი რამის გადატანა გიწევს. -რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება. -მაგრამ მე არ მინდა, რომ იტანჯებოდე, არ მინდა მოწყენილს გხედავდე. მაიკლმა ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, რომ თვითონაც ვერ მიხვდა რა დაემართა და ეს რამ ათქმევინა. თანაც მისი სიტყვების გაგონებაზე ანისიას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მას ისეთი თვალებით შეხედა, რომ მაიკლი მისმა მზერამ დაატყვევა და გული აუჩქარა. ძლიერ მოუნდა ანისიას მოჰხვეოდა და ეთქვა იმ უცნაურ გრძნობაზე, რომელიც მის მიმართ გაუჩნდა, მაგრამ ამისათვის გამბედაობა აღარ ეყო. ამ დღის შემდეგ მაიკლი სულ ანისიაზე ფიქრობდა. როცა მეგობრებთან იყო,მაშინაც კი, ითიშებოდა და ანისიაზე ფიქრებში იძირებოდა. მეგობრებს მისი ასეთი საქციელი უკვირდათ, მაგრამ მაიკლი არავის უტყდებოდა. მიხვდა, რომ ცხოვრებაში პირველად, სიყვარული ეწვია, ამის გამხელის კი რცხვენოდა, რადგან ყოველთვის ყველასთან იძახდა რომ არასდროს არავინ შეუყვარდებოდა. თუმცა სიტყვები საპირისპიროდ აუხდა. რაც შეეხება ანისიას, სულ მაიკლზე არ ფიქრობდა, მაგრამ მასზე ფიქრები ძალიან ხშირად ახსენებდა თავს. უნდოდა თავიდან მოეშორებინა მაგრამ არ გამოსდიოდა. იგი როცა მაიკლს ხვდებოდა,მის თვალებში სიყვარულის ნაპერწკალს ამჩნევდა, რომელიც ანისიაზეც დიდ გავლენას ახდენდა, მაგრამ თვითონ ამის აღიარება არ სურდა. მან ხომ თქვა: ,,არასდროს არავის აღარ შევიყვარებ და უფლებას არ მივცემ გული მატკინოსო", ეს სიტყვები კი იმდენად ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, რომ ვერც კი ამჩნევდა თანდათან, ყოველ ნახვაზე მაიკლის მიმართ გრძნობა რომ უჩნდებოდა. ერთ დღეს ანისია თბილისის წყალსაცავზე მარტო წავიდა. იქ ბევრი ხალხი არ იყო,ანისია კი ისეთ ადგილას დაჯდა, სადაც არავინ ჩანდა. იჯდა და ცისფერ წყალს გასცქეროდა. არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ გარემოებით ტკბებოდა. თბილი სიო უბერავდა და თმებს ნაზად უშლიდა, მთელ სხეულს უთბობდა. ანისიას ძალიან მოსწონდა იქ ყოფნა. თითქოს იქ კი არა, სხვა სამყაროში იყო, სადაც კარგის მეტი არაფერი ხდებოდა. ღრმად იყო ამ სამყაროში წასული, როცა მაიკლისაგან მესიჯი მიუვიდა მობილურზე. ,,-დილა მშვიდობისა". ,,-დილა მშვიდობისა". ,,-როგორ ხარ?". ,,-კარგად შენ?". ,,-მეც. რას შვები, სად ხარ?" ,,-ზღვასთან ვზივარ". ,,-მარტო?". ,,-ჰო, მარტო". ,,-ისე, უცბად შენთან მოწერა მომინდა". ,,-რატომ? რამე ცუდი ხომ არ მოხდა?". ,,-არა. ყველაფერი კარგადაა, შეიძლება გნახო?." ,,-კი, როგორ არა". ,,-მაშინ დამელოდე და მალე მოვალ". ,,-კარგი". მაიკლის მოლოდინში ანისია ღელავდა. მის გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ცდილობდა, მაგრამ ვერ წყნარდებოდა. მაიკლი იქ მართლაც მალე მივიდა. მის დანახვაზე ანისია ფეხზე წამოდგა. -იმაზე მალე მოხვედი, ვიდრე მეგონა.-უთხრა ანისიამ. -ჰო, ახლოს ვიყავი და...აქ მარტო რა გინდოდა? -მხოლოდ დასვენება. აქ ყოფნამ სულიერად დამამშვიდა. -ჰო, ასეთ გარემოში კარგია. -ჰო. ამის შემდეგ ორივე გაჩუმდა და იქით-აქით ყურება დაიწყეს. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ და ელოდებოდნენ სიჩუმეს რომელი დაარღვევდა. -დღეს კარგად გამოიყურები.-უთხრა მაიკლმა. -გმადლობ. -ღმერთო ჩემო,-გაიცინა მაიკლმა და შუბლი მოიფხანა.-ასე დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. -არაუშავს,-თქვა ანისიამ ღიმილით.-ხდება ხოლმე. -მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა. -რა? მაიკლს უნდოდა ანისიასთვის თავის გრძნობებზე ეთქვა. გონებაში ბევრს ყოყმანობდა, გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ვერც ძალას იკრებდა ამისთვის, ამიტომ სათქმელი მაინც ვერ თქვა და სხვა წინადადებით შეცვალა. -დღეს კარგი ამინდია. და ორივეს გაეღიმა. -ამის თქმა გინდოდა?-ეჭვი შეეპარა ანისიას. -ჰო. -თუ ასეა მართალი ხარ. კარგი ამინდია. -მგონი სჯობს დავსხდეთ. და ორივენი ძირს დასხდნენ. -ზღვა გიყვარს?-ჰკითხა მაიკლმა. -ჰო, მიყვარს. მე და მამა ზღვაზე სხვადასხვა ქალაქებში ხშირად დავდივართ ხოლმე. ჩემთვის ზღვა განსაკუთრებული მაშინაა, როცა რეალური სამყაროსაგან ცოტახნით წასვლა მინდა. -ჰო, ზოგჯერ რეალობა არც თუ ისე სასურველია. ბევრი ისაუბრეს. ერთმანეთზე კიდევ უფრო ბევრი რამ შეიტყვეს და ამან მათი გრძნობაც უფრო გააძლიერა. მალე ანისიას დედის_ლოლას დაბადების დღე მოვიდა. ტრადიციისამებრ გაბრიელი და ანისია მის საფლავზე წავიდნენ და სანთლები დაუნთეს. შემდეგ ადგნენ და უკან გაბრუნდნენ, რომ წასულიყვნენ.მაგრამ წინ ერთი შავებში გამოწყობილი ქალი დახვდათ და ორივე გაჩერდა. გაბრიელმა იმ ქალის დანახვაზე ისეთი სახე მიიღო, რომ ეტყობოდა იმ ქალს იცნობდა. ანისიას კი წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო. -გამარჯობა, შვილო.-უთხრა იმ ქალმა გაბრიელს. -თქვენ?-გაოცდა გაბრიელი. -ჰო, მე ვარ... მე დავბრუნდი. -მამა,-უთხრა ანისიამ და გაბრელს შეხედა.-ვინ არის ის ქალი? -ის... -მე შენი ბებია ვარ. ანისია ამ სიტყვებმა გააოცა. ძალზედ გააკვირვა. მას როგორც მამამისმა უთხრა,ეგონა რომ არც ერთი ბებია არ ჰყავდა ცოცხალი, ახლა კი იგი მის წინ იდგა ანისია საგონებელში ჩავარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.