შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი სურვილის სიძლიერეა!


28-08-2016, 22:04
ავტორი mariammeme
ნანახია 1 672

გიორგი,გიორგი,გიორგი...
ერთადერთი სახელი ,რომელიც 3თვლის განმავლობაში პირზე მაკერია.
გიორგი,რომელიც ამ 3 თვლის განმავლობაში არანაირ ყურადღებას არ მაქცევს.
ეს ის გიორგია,რომელმაც შეძლო ჩემ გულში შემოეღწია,როცა ეს ვერავინ შეძლო 20 წლის განმავლობაში.
მოკლედ,ვიწყებ სენტიმენტებით და მთელი გულით წერას.
მარიამი 20წლის.სტუდენტი.ვმუშაობ ერთ-ერთკომპანიაში .და ამ კომპანიის წარმომადგენლად ვარ გაშვებული ერთ-ერთ მეწილე ფილიალში.
სტაფთან ისევე ,როგორც მენეჯერთან იდეალური ურთიერთობა მაქვს.უბრალოდ ვერ დავუმუღამე დირექტორს,ბატონ გიორგის.
დანახვისთანავე ძალიან მომეწონა.ძირითადად არ გამოდის კაბინეტიდან ,მაგრამ თუ გამოვიდა პრეტენზიებით დახუნძლულია.
მოკლედ,ერთი უჟმური ტიპია.
მაგრამ,ასე უცებ და ერთი დანახვით სასწაულად მომეწონა.
28წლის არის ბატონი გიორგი.
არ არის სიმპატიური ,უბრალოდ ისეთი იმიჯი აქვს ნებისმიერის ყურადღებას მიიქცევს.
ვერავინ იტანს სამსახურში.
არასდროს არ მესმოდა,როგორ შეიძლება ისეთ გარემოში იმუშაოს ადამიანმა,სადაც არავის უყვარს.
მაგრამ ალბათ ეს პრობლემა მას სრულებით არ აწუხებს.
ჰოდა ასე მივედი და საგონებელში ჩამაგდო.
ადგილი,სადაც ჩემი თაყვანისმცემლებით იყო სავსე,ის სრულიად ურეაქციოდ იყო.
ნერვები მეშლებოდა,ამ ყველაფერზე.
რაღაც უნდა გამეკეთებინა,თორემ არასრულფასოვნების კომპლექსი მიტევდა.
ის პერიოდი იყო გადავწყვიტეთ,ჩვენი ოჯახის ბიზნესი,რომელიც ამერიკაში გვქონდა,მიგვეყიდა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის.
ყველას ოცნება არის.რატომღაც ამერიკაში ცხოვრება,მაგრამ დამერწმუნეთ მოსაბეზრებელია მუდმივად ამერიკაც.
ვერ ვაქცევდით დიდ ყურადღებას მამის გარდაცვალების მერე,ამიტომ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება.
გვერჩივნა საქართველოში რაც გვქონდა იმისთვის მიგვეხედა.
ამ ფულის რაღაც ნაწილით კი ჩემი ბინა მეყიდა.
მანქანა ჩემი ხელფასით მყავდა ნაყიდი.მიუხედავად იმისა,რომ არასდროს გვიჭირდა და აუცილებლობას არ წარმოადგენდა,რომ მემუშავა,მაინც მინდოდა ჩემით მიმეღწია ყველაფრისთვის.
ამიტომ მხოლოდ ბინას დავთანხმდი.
ყველაზე ძალიან "ვიტრიპაჩე"მაშინ,როცა გიორგის მოპირდაპირე კორპუსში ვიყიდე ბინა.
არ ვმალავ,სასწაულად მინდოდა მისი ყურადღება ჩემკენ ყოფილიყო მომართული.
დავბზრიალდი.
ახალი ბინისთვის ,რაღაცეები ვიყიდე და დავიწყე გადაბარგება.
ჩემი და გიორგის აივანი ერთმანეთის პირდაპირ იყო.
ათას ეშმაკურ გეგმას ვსახავდი.
დილით ბედნიერმა გავიღვიძე.როგორც ყოველთვის ყავა დავლიე და უნივესიტეტში გავვარდი.ლექციების მერე კი სამსახურში.გვიან გამოვედი სამსახურიდან.
იმ დროს დავემთხვიეთ,რომ გიორგიც მორჩა მუშაობას.
დავქოქე მანქანა,გიორგი ჩემ წინ მიდიოდა მანქანით
რამდენჯერაც ვცადე გასწრება შუა ზოლში დგებოდა და არ მატარებდა.
შუქნიშანთან ვაპირებდი გასწრებას,მაგრამ ისევ ჩემ წინ დადგა ყვითელზე გაჩერა და არ გამატარა.
ამან კი ჭკუიდან ამჭრა.
მთელი იმ პერიოდის განმავლობაში,რაც წითელი ენთო სიგნალიდან ხელი არ ამიღია.
რეაქცია კი ნოლი
თითქოს ვაფშე არ ესმოდა.
ერთადერთხელ შეეცვალა სახე,როდესაც მის ეზოში გავაჩერე მანქანა.
ამჯერად კი მე ურეაქციოდ დავკეტე მანქანა და ბედნიერი ნაბიჯებით ავედი სადარბაზოში.
როგორც კი სწავლას მოვრჩი ყავა ნაყინით მოვამზადე და გავედი აივანზე.წინ რომ გავიხედე,როგორც ჩვევია არაფრისმთქმელი სახით იდგა აივანზე.
მეც ტელეფონი ვიდეო გადაღების რეჟიმზე დავაყენე,დავდე ისეთ ადგილას,რომ მის აივანს იღებდა და მუსიკები ჩავრთე ბოლო ხმაზე,ისე რომ მისკენ არც გამიხედავს.არაფერს რომ არ მიმხვდარიყო.
ცოტახანში სახლში შევედი,ტელეფონი ავი|ღე და ვიდეოს ყურება დავიწყე.
კადრები ჩემზე დაკვირვებით იწყება,ღმერთო როგორ მიყვარს მისი ასეთი მკაცრი გამოხედვა.
მიყვარს?
ხო ალბათ ,რამე მაგდაგვარი.
ვიდეო სრულდება,როგორ ტეხავს ტუჩის კუთხეს.
ვიდეოს იქამდე ვუყურებ,სანამ არ მეძინება.
დილით,ჩვეულებისამებრ ბედნიერი ვიღვიძებ.
ტრადიციულად ყავას ვსვამ და სახლიდან გავრბივარ,რადგან ვხვდები,რომ უნივერსიტეტში ვაგვიანებ.
სადარბაზოს კიბეებზე ჩავრბივარ და მანქანისკენ მივექამები.
ვხედავ,გიორგიც სადარბაზოდან გამოდის.
მომწონს ის ფაქტი,რომ პარკინკის ადგილი გვერდიგვერდ გვაქვს.
ასევე მომწონს,რომ ერთმანეთს ვემთხვევით დროში.
ის სამსახურში მიდის.
მე ჯერ უნივერსიტეტში,შემდეგ სამსახურში.
ერთხელ თვალს ვავლებ ჩემზე 2თავით მაღალ სხეულს ,ისიც ალმაცერად მიყურებს .
უცებ გონს ვეგები და ადგილიდან ვწყვეტ მანქანას.
ჩემთვის იდეალური დღის დასაწყისია,გიორგის ნახვა.
მთელი დღე მეღიმება,ჩემთვის.
ასე უბრალოდ.
ლექციები სრულდება და ამჯერად სამსახურში მივდივარ.
დღე,როგორც ყოველთვის,ჩვეულად გადის.
დაღლილ-დაქანცული მივდივარ სახლში.
აივანზე გავდივარ,იმ იმედია,რომ გიორგი აივანზე იქნება ,მაგრამ სახლში არ არის.
არც მანქანა დგას დაბლა.
დაახლოებით 9საათისკენ მანქანას ვხედავ დაბლა.
ზლაზვნით გადმოდის მანქანიდან და ჩემი აივნის მიმართულებით აპარებს მზერას.
მე,რა თქმა უნდა ,ამას უბრალო დამთხვევად აღვიქვამ.
ველოდები,როდის მოეფარება თვალთახედვას ,ბედნიერი ვთავსდები დივანზე და ვრთავ ფილმს.
დილით,ისევ ისე,როგორც ყოველთვის....
მოკლედ ეს საინტერესო აღარ არის.
დღეს ვერ ვნახავ.
ის ისვენებს,მე არა.
სამსახურიდან მოვდივარ და ვხედავ,რომ გიორგის მანქანა გვერდულად ჰყავს დაყენებული.
მე მანქანას ვერ ვაყენებ.
ჩემი ადგილის ასფალტს აწერია
"ჩემზე წინ წასვლის ამბიცია.ეს სიგნალისთვის,შუმახერ."
გამეცინა.
გულიანად გამეცინა.
-თევზი ანკესს წამოეგო.გავიფიქრე.
ასე ხო?ჰმ.
გენიოსი ვარ.
მეც ზუსტად ანალოგიურად დავაყენე მანქანა,მის მანქანის გვერდზე.
დილით ჩემზე წინ მიდის ხო სამსახურში?
აბა ვნახოთ როგორ წავა.
წინ და უკან მანქანები დგას.
გვერდითაც ვერ წავა.
მოკლედ,გზა ჩავუკეტე.
ფერადი წებოვანი ქაღალდები ამოვიღე ჩანთიდან,დავწერე.
"შუმახერ."
კმაყოფილი ავედი სახლში.
ძალიან მაინტერესებდა ხვალ,როგორ წავიდოდა სამსახურში.
გულში ვზეიმობდი.
დილით ტაქსი გამოვიძახე და უნივერსიტეტში წავედი.
მაქანა რომ წამეყვანა,გეგმა ჩამივარდებოდა.
გიორგის კი არ ვაფიქრებინებდი ,რომ "გაიმარჯვა"
სამსახურში არ მინდოდა წასვლა და უფროსს დავურეკე.
-აუ ლაშა.
-გოგო წუწუნით ნუ იწყებ ლაპარაკს.ამჯერად რა ხდება?
-ლაშა გეხვეწებიდღეს არ ვიმუშავებ,გთხოვ.გთხოვ უარი არ მითხრა,ძმობაში.
-გადაგიწყვეტია უკვე ჩემ გარეშე.კარგი ოღონდ აანაზღაურე დასვენების დღეს.
-ჯიგარი ხარ.
-მიდი ჭკუით.
ბედნიერი ავედი სახლში და დაველოდე გაბრაზებული გიორგის დაბრუნებას.
მთელი ხმით ვხარხარებდი ,როცა დავინახე ტაქსიდან,როგორ გადმოვიდა.
გეზი პირდაპირ ჩემი სადარბაზოსკენ აიღო.
მეც ვითომ არაფერი,სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი და დაველოდე კარებზე ზარს.
2წუთსი გაბმულმა ზარის რეკვამ გამომაფხიზლა.
ცოტახანი ვაცადე და აუჩქარებლად წავედი კარის გასაღებად.
უდარდელი სახით გავაღე კარი.



№1  offline წევრი buterfly

ძალიან მომეწონა .დავინტერესდი heart_eyes
არ დააგვიანო

 


№2  offline წევრი nini31323

Shinaarsi dzaan magaria.sasacikocaa magram ragacnairad gadmoscem ai ragac aklia.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent