შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მეხუთე ნაწილი)


29-08-2016, 23:25
ავტორი lisebeth
ნანახია 3 638

თიკო ჩუმად იჯდაა სავარძელში. კარგად იცოდა როდის უნდა გაჩუმებულიყო და როდის ეთქვა რამე. ხვდებოდა იმასაც , რომ გოჩას მოსმენილის გააზრება და გონზე მოსვლა სჭირდებოდა. ქალთან ამაზე საუბარი გაუძნელდებოდა. თავს უხერხულად იგრძნობდა , მაგრამ თიკომ მის თვალებში უფრო მეტი რამ ამოიკითხა: სინდისის ქენჯნა და სირცხვილი. საკუთარი თავის მიმართ პროტესტი და შეუალობა. არვსურდა ამ ყველაფერში გარევა სანამ თავად არ მოისურვებდა კონტაქტზე გამოსვლას . დაახლოებით 10 წუთი გავიდა ასე უჩუმრად. მერე გოჩა თავისით შემობრუნდა და თიკოს მიაჩერდა. რაღაცის კითხვა უნდოდა , მაგრამ სათქმელს თავს ვერ აბამდა. ბოლოს როგორც იყო ამოილუღლუღა:
-საიდან გაიგე?
სიჩუმე ფარდასავით ჩამოწვა მათ შორის.
-თამუნა ამას ვერ გეტყოდა...
-არც უთქვამს
-აბა?
თიკო გაჩუმდა. გოჩასთვის ცხადი გახდა ყველაფერი.
-შენ მას იცნობ...
-კი
-მისი სახეც კი არ მახსოვს. დღემდე ვერ ვხვდები ამის ჩადენა როგორ შემეძლო.
-შეცდომები რომელიც გვანგრევს-ხმა გაუწყდა ქალს
-თავის გამართლებას არ ვცდილობ. მე ყოველთვის ვიცოდი ის რაც ჩავიდინე. მე ყოველთვის ვხვდებოდი იმას რაც დავაშავე. საკუთარი თავი მძულდა ყოველთვის როცა ამ ამბავს ვიხსენებდი.
-მესმის. მე ვიცი იმ დროს რა მდგომარეობაში იყავი. ასეთ დროს ადამიანებს აზროვნება უჭირთ ან უარესი საერთოდ ვერ აზროვნებენ.
-დანაშაული ჩავიდინე. მიუტევებელი დანაშაული. ყველაზე საშინელი ისაა , რომ მის სახესაც ვერ ვიხსენებ.
-წარსულს ვერ შეცვლი. მომხდარს ვერ გამოასწორებ, მაგრამ შეგიძლია მომავალი შეცვალო.
-რას გულისხმობ? იცი? მე არც კი ვიცი რა უნდა ვქნა. არც კი ვიცი ახლა რას ვგრძნობ. მითხარი რა შემიძლია გავაკეთო. მითხარი რისი გამოსწორება შემიძლია?
თიკომ კაცის თვალებში სასოწარკვეთა დაინახა. ერთი წამით მოეჩვენა ,რომ ჩასვენილ ყვრიმალებზე ცრემლი მოადგა. არაადამიანურად შეეცოდა. თავის მის ადგილას წარმოდგენა სცადა, მაგრამ ამაოდ. შეუძლებელი იყო იმ წამს ეს გეგრძნო თუ გოჩა არ იყავი. თუ ისე არ გტკიოდა ,როგორც მას . თუ ისე არ გაწამებდა წარსულის ჩრდილები, როგორც მას. ენა აებლუკა და ეცადა აზრი დაეწყო.
-როგორია?
-რაა?
-როგორია ის?
თიკომ გაიფიქრა ახლა ,რომ ვუთხრა მისმა ჩადენილმა რად აქცია საბრალო ანა შეიძლება თავს რამე აუტეხოსო და ეცადა მის შესახებ ზედაპირულად ესაუბრა.
-ახალგაზრდა და ლამაზი ქალია. საავადმყოფოს რეგისტრატურაში მუშაობს. ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილია. საერთოდ არ ჰგავს სხვებს. არც თამუნას და...
-რა?
-რამე სჭირს? რამე პრობლემა აქვს?
-ერთი შვილი ჰყავს.
-ჰოო? ანუ ოჯახი ჰყავს? ალბათ მერე გათხოვდა და...
-თოთქმეტი წლის შვილი ჰყავს.
გოჩას სიტყვები ტუჩებზე შეახმა. ისე დარჩა როგორც იმ წამს იდგა. სუნთქვა შეეკრა. ფილტვები დაებერა და გულმა ცემა შეწყვიტა. ცოტა ხანს ასეთ მდგომარეობაში იყო სანამ გაძლება შეეძლო. მერე ღრმად ამოისუნთქა. ისე ხმამაღლა და ისე ღრმად ,რომ ლამის მთელი ოფისი გაიგონებდა. ხელი გულზე მიიჭირა და სკამს დაეყრდნო. თითქოს რაღაც ახრჩობდა. მისმა აკანკალებულმა ხელმა მინის მაგიდა ძლივს მონახა, რომ ჩამოყრდნობოდა და წაქცევას გადარჩენილიყო.
-გოჩა_ფეხზე წამოიჭრა თიკო და ხელი შეაშველა.
-შეუძლებელია...შეუძლებელია..._ ამოიხავლა კაცმა. თიკომ წყალი დაასხა და მიაშველა. ისე სწრაფად დალია ყლუპებმა ლამის ყელი გაუგლიჯა. მანამდე ცახცახებდა სანამ მისი სხეული თავისით არ დაწყნარდა.
-უკეთ ხარ?_მშვიდად ჰკითხა თიკომ
-არა, უკეთ არ ვარ. მგონი გული მისკდება_ კისრამდე აბნეული პერანგი შეიხსნა და სავარძელზე გადაწვა.
თიკომ ფანჯარა გამოაღო.
-ღმერთო, შვილი ჰყავს? ამაზე რატომ არასდროს მიფიქრია. ეს რატომ არასდროს დამიშვია.რატომ? რატომ?
წამის წინ თიკოს დადგმულ ჭიქას ხელი ჰკრა და ათას ნამსხვრევად მიმოიბნა ოთახში. ისტერიკული ქვითინი აუარდა კაცს და მთელი სახე გაუწითლდა.
-დაწყნარდი ახლა და გეყოს. არაფერი შეიცვლება შენი თვითგვემით_ ტონი გაიმკაცრა თიკომ
-ახლა რაღა შეიცვლება. ახლა რა უნდა შეიცვალოს? ჩემი არაკაცობის სიმბოლო სადღაც აქვე დადის.
-რომ იცოდე როგორია. საოცარი ბავშვია. ულამაზესი და უჭკვიანესი. ნამდვილი ანგელოზია, მაგრამ ცხოვრებაში არ გაუმართლა. ყველაზე დაჩაგრული არსებაა რაც კი შეიძლება არსებობდეს.
თიკოს სიტყვებმა ერთი-ასად დაამზიმეს გოჩას გულზე დაწოლილი უზარმაზარი ლოდი.
-სად არის?
-შორს არ ცხოვრობს ჩვენგან. ერთ უბრალო უბანში ცხოვრობს. დედასთან და ბებიასთან ერთად. კიდევ დეიდა ჰყავს ამერიკაში. მაგრამ შენი შვილი უბედურია და მიუსაფარი. ბებია ყველანაირად ცდილობს რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ...
-მაგრამ რა? ალბათ ძალიან უჭირთ არა?
-მატერიალურად იმდენად არა რამდენადაც სულიერად.
-რაა?
-მან ვერ შეძლო... და...
-რა?
-ვერ შეძლო მისი შეყვარება. საბრალო ბავშვი მარტოსული და მიუსაფარია. მშობლების სიყვარული აკლია. ურთიერთობები აკლია... ადამიანების ყურადღება აკლია. დროთა განამვლობაში დეპრესიულ და ნერვიულ ბავშვად იქცა.
-ღმერთო ამას რას მეუბნები.ღმერთო ეს რა ჩავიდინე...
-გეყოფა-მეთქი. არაფერს ცვლის შენი თვითგვემა. ყველაზე მთავარი ჯერ არ მითქვამს...
-რა. კიდე რაღა სასინელება ხდება ჩემს თავს?
-ის და ვიკა ერთმანეთს იცნობენ.
-რაა?
ლამის წამოიყვირა კაცმა.
-ვინ? ის და...
-ვიკას კლასელია. დეიდამისმა გადმოიყვანა მაგ სკოლაში. გადასახადს ეგ უხდის. უნდოდა ,რომ ლილისთვის რაღაც მაინც გაეკეთებინა რაც ბედნიერ ბავშვად აქცევდა.
-ლილი? ლილი ქვია? მას ლილი ქვია?...
გონება დაძაბა გოჩამ და ეცადა გაეხენებია. საავადმყოფოში ხომ მან წაიყვანა,მაგრამ წესიერად არც ახსოვდა რა უთხრა იმ ბავშვმა სახელი. ის და თამუნა განერვიულებულები იყვნენ და დეტალებს არ ჩაღრმავებიან.
-ლილი...ლილი...ხელი რომ გაიჭრა ... ის იყო ნამდვილად. ახლა გამახსენდა როცა ვკითხე მშობლებს თუ დავურეკო-თქო მითხრა ბებიას დაურეკეთო. გრძელი წაბლისფერი თმა აქვს არა?
-კი ეგ იყო. ლუკაც იცნობს ლილის. ჩემთან სეანსებზე დადის. მე მას ვეხმარები ,რომ დეპრესიული და რთული პერიოდიდან გამოვიდეს.
-ის... ის ... ის არაჩვეულებრივი ბავშვია _ თავი ხელებში ჩარგო გოჩამ და ლილის სახის აღდგენა სცადა. _ ის ისე ახლოს იყო ჩემთან და მე არც კი ვიცოდი. მე მისი ხელი მეჭირა. მე შემეძლო მას შევხებოდი და არც კი ვიცცოდი, რომ ...
-ის შენი შვილი იყო. _ხელზე მოჰკიდა ხელი თიკომ
-დაუჯერებელია
-შენ არ შეგიძლია წარსული შეცვალო, მაგრამ შეგიძლია მომავალი შეცვალო. ლილის მომავალი, რომელიც ახლა ბუნდოვანია. დედამისს პრობლემები აქვს და მას ახლა საკუთარი თავის პოვნა სჭირდება. ამ ძიებაში კი ლილი უფრო და უფრო მეტად ზარალდება. ის იზრდება და მას კითხვები უჩნდება რაზე პასუხიც არავის არ აქვს. მას გვერდით ოჯახი სჭირდება რომ სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდეს. მის გარშემო კი მხოლოდ ხანშიშესული ბებიაა და დეიდა ოკეანის გადაღმა. აი რა შეგიძლია შენ შეცვალო. ლილის ცხოვრება...
-ყველაფერი რაც მოხდა ჩემი ბრალია. მე გავანადგურე ყველაფერი, მაგრამ როგორ შეუძლია დედას შვილი არ უყვარდეს? რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა ჩვენს შორის, ბავშვმა რა დააშავა?
-არაფერი, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია შეუცნობელია გოჩა. ყველას გონება დამოუკიდებელი და ინდივიდუალური მექანიზმია და მას ჩვენ ვერ ვმართავთ. თუ რაიმე ჩვენს ძალებს აღემატება ეს იმასს ნიშნავს ,რომ აღემატება და მორჩა. ამას ვერავინ აკონტროლებს. ამის კონტროლი წარმოუდგენელია. ბუნების კანონებს ცდება. არც ეცადო , რომ ანა დააადანაშაულო. შენ არ იცი მას რისი გადატანა მოუხდა. შენ არ იცი რა ხდება მის გონებაში. მას დახმარება სჭირდება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი ვიპოვნო. ლილის დაეხმარე, რომ ცხოვრება უფრო კარგი მოეჩვენოს ვიდრე მას ჰგონია.
-შენთან როდის მოვა?
-ლილი?
-ჰო
-დღეს იყო. ხვალ ანა მოვა და ზეგ ლილი.
-მე ხვალ შენთან მოვალ და ანას ვნახავ.
-არა, არავითარ შემთხვევაში მე ის უნდა შევამზადო.
-არც ერთი გეგმა არ მუშაობს როდესაც საქმე ასეთ დელიკატურ საკითხს ეხება თიკო. თოთქმეტი წელი გავიდა და კიდევ დროა საჭირო თიკო? არანაირი დრო. ხვალ შენთან მოვალ. მანამ შენ მას უთხარი რომ იცნობ კაცს ,რომელმაც მას ცხოვრება დაუნგრია. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ მხოლოდ ის მითხარი რომელ საათზე უნდა მოვიდეს.
- ხვალ ორზე მოვა პერერივის დროს. ასე შევთანხმდით. ორი საათით გამოვა სამსახურიდან.
-ძალიან კარგი. ხვალ ბოლოს და ბოლოს დაესმება წერტილი ყველაფერს რაც წარსულში მოხდა. ეს საიდუმლო უკვე ისედაც მახრჩობდა.
-ხვდები, რომ ახლა მხოლოდ შენი გადასახედიდან საუბრობ? გიფიქრია რა რეაქცია ექნება ამაზე თამუნას? როდესაც გაიგებს რა ჩაიდინე და უკანონო შვილი გყავს?
-თამუნას მე დაველაპარაკები და ამას დღესვე გავაკეთებ. არც ერთი დღე აღარ გადავდებ. თამუნამ იცის, რომ ის ჩემთვის ყველაფერია. ეს ფაქტი ვერაფერს ვერ შეცვლის ჩვენს შორის. ჩვენ აღარ ვართ ის რაც თოთხმეტი წლის წინ.
-შენ უკეთ იცი. ახლა უნდა წავიდე. სახლში ალბათ უკვე მელოდებიან. ძალიან გვიანია.
-რათქმაუნდა.მე წაგიყვან...
-არა პირიქით მე წაგიყვან. ახლა შენი საჭესთან დაჯდომა არასწორად მეჩვენება.
-მგონი მართალი ხარ
თავი დაუქნია გოჩამ. ქალი წამოდგა, მაგრამ მას არ მოუჩქარებია. ფეხს ითრევდა. ახლა მართლა შეეპარა ეჭვის და შიშის ნაპერწკალი გულში როცა წარმოიდგინა თამუნასთან შეხვედრა და ამდენი რამის ახსნა მოუწევდა. მიუხედავად ამისა ყოყმანი გვერდზე გადადო და წასასვლელად მოემზადა. ახლა უკან ვერ დაიხევდა. წინ უნდა ევლო და რაღაცის გამოსწორება უნდა ეცადა.
თიკო წინ მოდიოდა. ტელეფონი ამოიღო და თეონას მხოლოდ ერთი სიტყვა მისწერა. ‘’ვუთხარი’’. ბევრის მოყოლის და ახსნა განმარტებების ნერვები აღარც ჰქონდა შერჩენილი.

თეონას ეკრანზე გაუშტერდა თვალი. ვერაფრით იჯერებდა ,რომ მისი საუკეთესო მეგობრის ამდენ წლიან საიდუმლოს ბოლოს და ბოლოს ფარდა ეხდებოდა. სიტუაციის განვითარების თითქმის ყველა ვერსიამ ჩაურბინა თვალწინ. იმწამსვე გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს ანას თიკოსთან მარტო არ გაუშვებდა და მესიჯი გაუგზავნა ხვალ ერთად წავიდეთო. იცოდა, რომ მისი დახმარება აუცილებლად დასჭირდებოდა ქალს.

&&&

თიკომ მანქანა ჭიშკართან გააჩერა. გოჩამ ცოტა ხანს შეიცადა. ძალების მოკრებას ცდილობდა, რომ გამბედაობა ჰყოფნოდა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. კარი გააღო და უყოყმანოდ გადმოვიდა ძირს. თიკოს მხოლოდ ხელი დაუქნია და თავისი სახლისკენ შებრუნდა. ჭიშკარზე მიაკაკუნა და მასინვე გაუღეს.
მძიმედ, მაგრამ გაბედულად აიარა ჯერ გარე, მერე შიდა კიბეები. მხოლოდ კართან შედგა ერთი წამით. ჯერ კიდევ გარედან დაინახა საძინებელში სინათლე ენთო. თამუნას არ ეძინა. სახელურს დააწვა და შიგნით შევიდა. ქალი უკვე საწოლში ჩაწოლილიყო და წიგნს კითხულობდა. ქმარი, რომ დაინახა მაშინვე დაკეცა და გაუღიმა.
-დაგაგვიანდა.
-ბევრი საქმე მქონდა. _ნაძალადევი ღიმილი აიფარა კაცმა სახეზე
-გინდა ვთხოვო და რამე მოვატანინო? თუ გინდა მე გაგიკეთებ რამეს.
-არა არაფერი არ მინდა.
პერანგი ბოლომდე შეიხსნა და გაიძრო
საყვარელო რაღაც დაძაბული ჩანხარ. მოხდა რამე? _ისევ გაუღიმა თამუნამ, საწოლიდან წამოდგა და კისერზე მოეხვია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომელი გამომეტყველების უკან როგორი გოჩა იმალებოდა. იმაზე კარგად იცნობდა მას ვიდრე თვითონ საკუთარ თავს. ქალმა სცადა ქმრისთვის ეკოცნა, მაგრამ გოჩან მაჯებში ხელი ჩაავლო და მოიცილა.
შეშფოთებული, დაღლილი და ლამის ხაზგადასმული სახე ჰქონდა. თამუნა იცნობდა ამ გამომეტყველებას, ამ თვალებს, ამ გრძნობებს. იმას აგონებდა რისი გახსენებაც თავად არ სურდა. ვაი, რომ იმ წარსულის გადმონაშთი აერეკლა გოჩას თვალებში და ქალმაც იმ წამსვე ამოიკითხა იგი . გრძნობდა, რომ არ უნდოდა იმაზე ესაუბრათ რაზეც კაცი აპირებდა ლაპარაკს. გრძნობდა ,რომ ამ საუბრის მერე აღარაფერი აღარ იქნებოდა ისე, როგორც ადრე...
-რა მოხდა? _შიში გამოერია თამუნას ხმასი და ტონი მიენავლა
-დაჯექი. უნდა ვისაუბროთ
-რაზე? ნუ მაშინებ გოჩა_ ხმა სულ გაეპარა ქალს
-იმაზე უნდა ვისაუბროთ რაზე საუბარსაც წლებია თავს ვარიდებ.
-რას გულისხმობ?
-ამასწინათ გახსოვს რა მომაგონე? შენი ლორდობის ამბავი გახსოვსო?
-შენ ხომ მაგ ამბის გახსენება არ გინდოდა? ვგრძნობ, რომ აღარც მე მინდა. გთხოვ აღარ გააგრძელო. უბრალოდ გაჩუმდი ... მოსმენა არ მინდა ...
ქალურმა ინტუიციამ მთელი სიმძაფრით შემოუტია. თითქოს გულის წვრზე გაჰკრა იმ რეალობამ რის მოყოლასაც მისი ქმარი აპირებდა.
-გაჩუმდი და მომისმინე თამუ. თოთხმეტი წლის წინ როდესაც მე შენი სახლიდან ბათუმში წავედი იქ რაღაც მოხდა. მაგ წარსულის გახსენებაც არ მინდა. მაგ წარსულს არაფერი აქვს მოსაგონარი. უბრალოდ გაჩუმდი და დაივიწყე. ვგრძნობ ,რომ ეს ამბავი ისევ ჩადგება ჩვენს შორის. რატომ გინდა, რომ სიმშვიდე დამირღვიო? რატომ გინდა, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ილუზია გაააქრო? არ მინდა ... არ მინდა მაგის მოსმენა... _ყურებზე ხელი აიფარა ქალმა და თავის ქნევას მოჰყვა.
-ვეღარ გადავახტებით თამუ.
ყურებზე აფარებულ ხელებს ახლა საკუთარი მოხვია და თავისკენ მოიზიდა ქალი. მის ზღვისფერ თვალებში მძიმედ ჩაკიდებულიყო შიში და ძრწოლა. კაცს იგი ისე შეებრალა ამ სისასტიკისთვის, რომ ლამის სისხლი გაეყინა ძარღვებში, მაგრამ უნდა ეთქვა ... სხვა გზააღარ იყო. იცოდა, რომ ეს ყველაფერი დაღს დაასვამდა ორივეს ცხოვრებას.
-მე შვილი მყავს ...
ზარივით ჩაესმა ყურებში ქალს და და იმის მერე ყოველი სიტყვა, რომელიც წარსულის ამბის მოყოლისას წარმოთქვა სადღაც სივრცეში ჩაიკარდა და თამუნამდე არ მიუღწევია. იგი მხოლოდ თავს აქნევდა და ცდილობდა მოსმენილი გადაეფერთხა. გოჩას თავისი ხელებით ჯერ ისევ ეჭირა თამუნას თავი და ცდილობდა მისთვის თვალებში ჩაეხედა, მაგრამ ამაოდ. იგი ზემოთ არ იყურებოდა.
როგორც იყო მთელი სიმართლის მოყოლა დაასრულა გოჩამ. თითქოს საუკუნე გავიდა მას მერე. არა და არ სრულდებოდა ამაბვი. ბოლო არ უჩანდა არც თამუნას ტანჯვას.
ბოლოს ორივე გაჩერდა.
ბოლოს ყველაფერი დასრულდა.
გოჩამხელები უშვა ქალს, რომ სუნთქვის და ფიქრის საშუალება მიეცა.
თამუნა არაფერს ამბობდა. მხოლოდ იჯდა საწოლზე და მისი ცრემლები წვიმასავით ჩამოდიოდა და ლაქებად აჩნდებოდა კრემისფერ ქვეშაგებს.
გოჩა იცდიდა. დროს აძლევდა, რომ ბოლომდე გაეაზრებინა მომხდარი.
-ეს როგორ გამიკეთე? _ ხმა ისეთი გაწვრილებული და გალეული ჰქონდა ქალს თითქმის არც ისმოდა. _ ასე როგორ მომექეცი.
-თამუ...
-გამიშვი... შენი ბინძური ხელებით აღარასდროს შემეხო.
-თამუ შენ ხომ იცი მე ვინ ვიყავი წლების წინ?
-ვიცოდი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ მოძალადე და დამნაშავე იყავი. ღმერთო ნუთუ ეს შესაძლებელია? ამდენი წელი ... ამდენი წელი მოძალადის გვერდით მეძინა და თავს ბედნიერ ქალად ვთვლიდი.
-შენ არიცი მე რას ვგრძნობ ახლა, როცა შენ ასეთ მდგომარეობაში გხედავ. არც კი იცი რას გავიღებდი რომ ის არ განგეცადა რასაც ახლა განიცდი, მაგრამ მე არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია.
-მეგონა იმის შემდეგ რაც გამოვიარეთ ჩემთან გულწრფელი იყავი. მეგონა ჩვენს შორის საიდუმლო არ იყო. მეგონა ერთმანეთისთვის დასამალი აღარაფერი გვქონდა ... ღმერთო რამდენი რამე მეგონა და ამ დროს ჩემს ზურგს უკან ამ საშინელებას მალავდი. მშვიდად როგორ გეძინა ამ ყველაფრისშემდეგ?
-და ვინ გითხრა, რომ მშვიდად მეძინა?
ხმას აუწია კაცმა. ეტყობოდა, რომ უკვე პიკზე იყო.
-თამუ ..._ლოყაზე მოკიდა ხელი და თავისკენ მოაბრუნა_ თამუ ეს ვერაფერს ვერ შეცვლის ჩვენს შორის. შენ ხომ იცი ჩემთვის რა ძვირფასი ხარ?
-მე არაფერი ვიცი. მე უკვე აღარაფერი ვიცი გოჩა _ხელი მოიცილა და ფეხზე წამოხტა. კარი გაარო და დერეფანში გავარდა.
-თამუ..._უკან აედევნა გოჩაც,მაგრამ ვერ დაეწია. ქალი ვიკას ოთახში შევარდა და კარი მოხურა.
ბავშვს ბალიშებში ჩაფლულს მშვიდად ეძინა. კარს ზურგით მიაწვა და გადაკეტა. იცოდა, რომ აქ აღარ გამოედევნებოდა, მაგრამ მაინც. ტკივილი სადღაც მუცელში მოაწვა და ზემოთ გულისკენ დაიძრა. ნერვებმა ლამის კისრის ძარღვები სათითაოდ გაგლიჯა და გარეთ გამოვიდა.
მთელი სხეული კანკალმა მოიცვა და ლამის ძირს დაეცა, მაგრამ თავი შეიმაგრა. კარის სახელურს ჩამოეყრდნო და ერთხანს ასე იყო. მერე საბანი ასწია და ვიკას შეუწვა.
ბავშვს ქერა თმაზე საოცარი ჟასმინის სურნელი ასდიოდა. კანი დედასავით ნაზი და მკრთალი ჰქონდა. ცხვირიც დედის მსგავსად პატარა და კოხტა. ყველაფერი რაც ღმერთს მისთვის კარგი გამოემეტებინა თამუნასი იყო უცვლელად განმეორებული ბავშვის სახეზე და ტანზე.
ხელები წელზე მოხვია და ცხვირი მის თმაში ჩარგო. მხოლოდ მას შეეძლო ახლა დაემშვიდებინა.
არ ჩასძინებია, მახოლოდ თვალები დახუჭა და წარსულზე ფიქრებში ჩაიძირა. ვიკა რამდენჯერმე შეიშმუშნა მაგრამ არ მოფხიზლებულა.
გოჩა საძინებელში შევიდა. საწოლზე ჩამოჯდა. იცოდა, რომ თამუნას გაბრაზება შეუალი იყო. ამ დროს მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. მას თავის თავთან დარჩენა და დაფიქრება სჭირდებოდა.
თვალი ტუმბოზე დალაგებულ სურათებზე გაუშტერდა. მისი და ვიკას სურათი დისნეილენდსი რომ გადაიღეს 12 წლის რომ გახდა ოქროს დაბადების დღეზე. ლამის ზურგზე შემჯდარი ატარა მთელი გზა. ამ სურათშიც ზურგზე ყავდა შემოსმული და ტუჩები მის ლოყაზე ჰქონდა მიდებული.
ვიკაზე დაფიქრდა. ამ ამბის მიღება მისთვის წარმოუდგენელი იყო. ოჯახში სადაც სრულ ავტონომიას ფლობდა მეორე მისნაირი და მისი მსგავსი უფლებებით რამდენად რეალური წარმოსადგენი იყო.
წარმოსადგენი კი არა სრულიად წარმოუდგენელი იყო. ცალსახა იყო, რომ ის ამას არ შეეგუებოდა. უფრო მეტიც ალბათ ჭკუიდან გადადგებოდ ამას, რომ გაიგებდა.
მერე მეორე ფოტოს გახედა. ქორწინების 10 წლის თავზე საბერძნეთში რომ იყვნენ ის და თამუნა. ვიკა მაშინ 8 წლის იყო. მშობლებთან დატოვეს და ორი კვირით წავიდნენ სამოგზაუროდ.
ამ დღეების მოგონება განსაკუთრებლად უყვარდა თამუნას. ამ ფოტოსაც განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში. სულ თავთან ედო და გახედავდა ხოლმე როცა რამე კარგზე უნდოდა ეფიქრა. იმ სურათში სანაპიროზე იდგნენ. გოჩას მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და ხელი კისერზე შემოხვეული. თამუნა სულ იცინოდა ხოლმე ამ ფოტოზე მგონი დახრჩობას მიპირებდიო.
კარგად მოსაგონარი ბევრი ჰქონდა, მაგრამ არა მხოლოდ კარგი.
ხვალ ახალი დღე გათენდებაო გაიფიქრა. ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევსო. ქარიშხალი ყოველთვის ჩადგება და მზე გამოანათებსო... ასე აიმედებდა თავის თავს და მომავალი დღის საბედისწერო შეხვედრაზე ფიქრობდა.
ლილი გაახსენდა!
ისევ სცადა მისი სახის ნაკვთების არდგენა და თითქოს გამოუვიდა კიდევაც,მაგრამ მისი თვალები გაახსენდა. წამით მოეჩვენა რომ თავისას ჰგავდა. მასთან შეხება გაახსენდა მთელი გზა ხელით,რომ ეჭირა და წამით მოეჩვენა ,რომ იგრძნო... მოეჩვენა, რომ მისი ხელების შეხება იგრძნო!
აღელვებლმა ხელზე დაიხედა ,მაგრამ იქ მხოლოდ სიცარიელე იყო.
დრო გასულიყო, ოცნებებში და მოგონებებში, ბევრ წარმოსახვაში თუ რეალობაში! ფანჯარას თვალი გაუსწორა. უკვე თენდებოდა. ცამ ძირისკენ მოთეთრება დაეწყო!
სადაც იყო მზეც ამოწვერავდა!


____
ჩემო აკრგებო ესეც მეხუთე თავი. იმედი მაქვს მოგეწონებათ.
მიყვარხართ და მოუთმენლად ველი თქვნს შეფასებებს რაც ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი <333



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარიააა <3

 


№2  offline წევრი (((end)))

დაპატარავდა თავებიო disappointed ცუდიაო cry აუუ ეხლა ტირილი მინდა((((((((გარდატეხისასაკში ვარ და აი ესე დებილურად მივარდება ზოგჯერ არაფერზე ტირილი და ეხლაც მეწყება შენს გამო cold_sweat joy სიპატარავეზე მინდა ვიბღავლო და თან ასეთ ემოციურ ნაწერზე, რასაც აი ძალიან მაგრად გადმოსცემ :scream უმაგრესია ხხარრ heart_eyes

 


№3  offline წევრი lisebeth

uchveulo
ძააან მაგარიააა <3

nia12nia
დაპატარავდა თავებიო disappointed ცუდიაო cry აუუ ეხლა ტირილი მინდა((((((((გარდატეხისასაკში ვარ და აი ესე დებილურად მივარდება ზოგჯერ არაფერზე ტირილი და ეხლაც მეწყება შენს გამო cold_sweat joy სიპატარავეზე მინდა ვიბღავლო და თან ასეთ ემოციურ ნაწერზე, რასაც აი ძალიან მაგრად გადმოსცემ :scream უმაგრესია ხხარრ heart_eyes

მადლობა ❤️❤️❤️
ნუთუ ასე კარგად გამომდის? მინდა რომ ასე იყოს. გამომდიოდეს და თქვენც გასიამოვნოთ
მადლობა და მიყვარხართ თითოეული თქვენგანი ❤️❤️❤️❤️

უო ხო არ დაპატარავებულა ყოველთვის ვორდის ფაილის 7 გვერდს ვდებ

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყოოო შენი ისტორიაა შენიდან გამომდინარეე ასე კარგად რომ წერ არ ვიცი ძალიან კარგი ხარ ყოჩაღ ♡♡♡შენიშვნაც კი არ მაქვს შენთან♡♡

 


№5  offline წევრი (((end)))

nia12nia
დაპატარავდა თავებიო disappointed ცუდიაო cry აუუ ეხლა ტირილი მინდა((((((((გარდატეხისასაკში ვარ და აი ესე დებილურად მივარდება ზოგჯერ არაფერზე ტირილი და ეხლაც მეწყება შენს გამო cold_sweat joy სიპატარავეზე მინდა ვიბღავლო და თან ასეთ ემოციურ ნაწერზე, რასაც აი ძალიან მაგრად გადმოსცემ :scream უმაგრესია ხხარრ heart_eyes

მე მეცოტავება ძალიან joy

 


№6  offline წევრი lisebeth

ნიტა♡♡
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყოოო შენი ისტორიაა შენიდან გამომდინარეე ასე კარგად რომ წერ არ ვიცი ძალიან კარგი ხარ ყოჩაღ ♡♡♡შენიშვნაც კი არ მაქვს შენთან♡♡
დიდიიმადლობა საყვარელო მიხარიხარ
nia12nia
nia12nia
დაპატარავდა თავებიო disappointed ცუდიაო cry აუუ ეხლა ტირილი მინდა((((((((გარდატეხისასაკში ვარ და აი ესე დებილურად მივარდება ზოგჯერ არაფერზე ტირილი და ეხლაც მეწყება შენს გამო cold_sweat joy სიპატარავეზე მინდა ვიბღავლო და თან ასეთ ემოციურ ნაწერზე, რასაც აი ძალიან მაგრად გადმოსცემ :scream უმაგრესია ხხარრ heart_eyes

მე მეცოტავება ძალიან joy
ვეცდები მეტად გავზარდო თუ დრო მომეცა მეტი. მადლობა რომ ჩემს ნაწერს მნიშვნელობას ანიჭებ
შენ და დანარჩენები
ჩემთვის ეს ძაან ბევრს ნიშნავს

 


№7  offline მოდერი Behandice

ვაიმე შენ რა ოქრო ხარ ხო არ იცი! ისეთი მაგარი თავი იყო არმინდოდა რომ დამთავრებულიყო! heart_eyes მოუთმენლად ველოდები ისე მინდა ახალი თავის წაკითხვა,მაინტერესებს რამოხდება ძალიან ძალიან ვეღარ ვითმენ უკვე pensive

 


№8  offline წევრი Diosa Dela Tristeza

არაა რაა ეს ისტორიაა მკლავს მე :( ძააალიააან ძლიერიაა ემოციურაად აი ძალიან❤❤❤❤ისე ნათლად განვიცდი მათ ტკივილს :( არ ვიცი რა იქნება როგორ წარმართავ მოვლენებს :( ყოჩაღ ძალიაან მაგარი გოგო ხარ ასეთ რაღაცას რომ წერ❤❤❤❤❤❤
განსაკუთრებულიი ისტორიაა❤❤❤
რაღაც წამით მეგონა თამუნა შეეგუებოდა პირველივე ჯერზე არა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, მეგონა გაუგებდა გოჩას,მაგრამ ეხლა ის ეგოისტურად იმაზე ფიქრობს როგორი ტკივილი მიაყენა გოჩამ ამით. ნუ არ ვეთანხმები, მაგრამ თან მესმის მისი :( საერთოდ ამ მოთხრობაში მთავარი პერსონაჟები ყველანი მსხვერპლნი არიან გოჩაც მსხვერპლია რაღაც მხრივ :(
❤❤❤❤❤❤
ის იშვიათი ისტორიაა რომლის დადებას მოუთმენლად ველი და ვამოწმებ დაიდო თუ არა ❤❤❤
და ეს არ მიყვარს,როცა იდება ვკითხულობ ამ შემთხვევაში კი ერთი სული მაქვს ხოლმე❤❤❤რეალობასთან ძალიან ახლოსაა და ძალიან კარგად დაწერილი❤❤❤ბრავოო რა❤❤❤საშინლად საინტერესოა და ველოდები ახალ თავსაც❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent