შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 13)


30-08-2016, 16:10
ავტორი სატი
ნანახია 2 078

დილით ერეკლე სახლში არ დახვდა ანკას, რომ გაიღვიძა 11საათი იყო. ოთახში გიორგი შემოვიდა ნიაკოსთან ერთად, ნიაკოს გიორგიმ აჩუქა ფეხსაცმელები და ისინი ეცვა. ცალი ხელი ჰქონდა მოკიდებული გიორგისთვის, ნიაკომ ანკასკენ გასწია მაგრამ გიორგიმ ხელში აიყვანა და მან ტირილი მორთო.
-არა დეე აქ ვარ ნიაკოო
ნიაკო არ ჩერდებოდა, მაშინ პირში სოსკა ჩაუდო.
-გაიღვიძე მინდვრის თაგვო
-კაი რაააა
-მე ბოდიში ეგრე ნიკა გეძახის-სიცილს არ წყვეტდა.
ანკა ადგა.
-რას აკეთებ!!-შეიცხადა გიორგიმ ნიაკო დასვა ანკა ხელში აიტაცა და მის საძინებელში გაიყვანა და საწოლში ჩააწვინა.
-აუ კაი ადგომა მინდა
-აბაზანაში გინდა?
-არა
-მაშინ ეგდე სადაც ხარ. საჭმელს აქ მოგიტან. ტუტ!
გიორგი გავიდა ოთახიდან. ანკამ ტელეფონი აიღო და ლიკას მიწერა.
/რას შვები?/
/მე და ნიკას გვეძინა :/
/უი სორრიიი/
/არაუშავს რამე ხო არ გინდოდა?/
/არა/
/კაი მაშინ შევიბრუნებთ ძილს/
ანკა უსაქმურობისგან საბანზე ყვავილებს ითვლიდა. როგორც იქნა შემოვიდა გიორგი ფოდნოსით ხელში იქ ბლინები და ვაფლები იყო ჩაისთან და სიროფთან ერთად. დაუდო მუხლებზე და ჩამოჯდა.
-შენ იცი როგორ მიყვარს ვაფლიიიი!!
-ხო მაგრამ 1საათში სტაფილოს ბორჯომის და რაღაც ჯანდაბის ნარევი უნდა დალიო ვიღაცა ნანულიმ თქვა
ანკამ გადაიხარხარა
-ნანული დეიდა
-ხო ეგ
-ჩემი უდარდელი
-ჩემო ცხოვრება თავს ნუ იტყუებ ერეკლე გიყვარს
-და იქნებ ჯერ შენ მინდიხარ
-სხვისი ცოლი ხარ ეგრე არასწორი იქნება
-მხოლოდ კონტრაქტით
-არა ჩემო ცხოვრება ჯერ ერეკლე გიყვარს და მერე ვნახოთ მე მაინც ყოველთვის მეყვარები
ანკას გული ჩაწყდა, გიორგი მართლა უყვარდა მაგრამ ალბათ გულის სიღრმეში ერეკლეც უყვარდა. იმ მომენტში სიგიჟემდე უნდოდა გიორგის მოხვეოდა. ამას გიორგი მიხვდა აიღო საჭმელი და ტუმბოზე გადადო. მერე მივიდა ანკას მიუწვა და მოეხვია.
-მიყვარხარ(ანკა)
გიორგიმ კისერში აკოცა. ერეკლეს ხმა გაისმა
-ხო ნანული დეიდა ანკას მოსანახულებლად მოვედი სადაა?
-....
-კარგით მადლობა
ერეკლე ანკას ოთახში შევიდა და გიორგისთან ერთად რომ დაინახა უკანვე გავიდა სევდიანი თვალებით და ისევ სამსახურში გაბრუნდა. იმ მომენტში გიორგის გარდა ანკას არავინ არ ადარდებდა
-ანკა ესე წოლა კი კარგია მაგრამ უნდა ჭამო სანამ იმ ნანულიმ რაღაც შეგთხარა პირში
-აუ კაი რააა
-ეჰ მე არ გაძალებ არაფერს თუ არც გინდა. მე ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა
-კაი ხო ვაფლი მიყვარს. მეზიზღება როცა ეგრე უდარდელად მელაპარაკები შენ მაგივრად მე ვნერვიულობ
-შენ თავზე რათქმაუნდა შენ უნდა ინერვიულო
ანკამ ჭამა დაიწყო. მერე წამალიც მიაყოლა.
-ეე გინდა ნიაკოს კალიასკაში ჩაგსვა და გარეთ გაგასეირნო
-აუუუ მართლა მინდა
-ეე, იდეა მაქვს თუ პატარების კალიასკით ვერა დიდებისით? ინვალიდებისთვის რომ არის. გადაგაფარებ ფეხებზე და არც გაცივდები.
-ხო მარა ერეკლე მომკლავს
-ოო მოიცა რა. წავიდეთ
-კაი
გიორგი გავიდა აიღო ეტლი, შემოუყვანა ანკას დასვა ის იყო უნდა გასულიყვნენ რომ გიორგის დაურეკეს ანკას ბოდიში მოუხადა და წავიდა. ანკამ გადაწყვიტა თვითონ წასვლა. თბილად ჩაიცვა და კართან მივიდა.
-უკაცრავად სად მიდიხართ?
-მეგობარი მელოდება
-რომელი
-ლიკა
-ერთი წუთით ბატონ ერეკლეს უნდა დავურეკოთ
-ააა.... მე ველაპარაკე ეხლა შეხვედრაზეა ნუღა შეაწუხებთ
-კარგით ქალბატონო ანკაა
ანკა გამოვიდა. ფუ რა დებილია ეს ტიპი არც გადაამოწმა გაიფიქრა თავისთვის. მერე საფულეში ჩაიხედა ფული არ ჰქონდა ბანკომატთან მივიდა და კარტიდან გამოიტანა. მერე უბრალოდ სეირნობდა პარკში. ერეკლე ლიკას ელაპარაკებოდა.
-ლიკუშ რას შვებით?
-რავი მე და ნიკა ვერთობით
-შენ და ნიკა? ანკა?
-მეც ეგ უნდა მეკითხა რას შვებით შენ და ანკაა?
-რავი ეხლა სახლშია სიცხე აქვს
-ხო კაი წავ.... ნიკა!!! მოიცადე ველაპარაკები! აუ ნიკააა-სიცილი ისმოდა ტელეფონიდან
-ვხედავ დაკავებული ხარ-ერეკლესაც გაეცინა და გათიშ
ამ დროს დაცვამ დაურეკა.
-ხო ანდრია?
-ბატონო ერეკლე თქვენი ცოლი ლიკასთან ერთად გავიდა სახლიდან
-რაააა?!!! ლიკასთან ერთად არ არის და მეორე სიცხე აქვს!!!!!!
ერეკლემ ტელეფონი კედელს ესროლა მალე მოიცვა ქურთუკი და ჩავიდა ქვემოთ. მანქანა დაძრა და სახლისკენ რომ მიდიოდა პარკში დაინახა. გიჟივით მოასრიალა მანქანა და გააჩერა ანკას ცხვირწინ ანკა გაიქცა არ უნდოდა სახლში დაბრუნება ერეკლე ვერ დაეწია ისევ მანქანაში ჩაჯდა და ძებნა დაუწყო. ისევ იპოვა ამჯერად მოასწრო მისვლა და მანქანაში ჩასვა და მერე ჩაკეტა.
-გოგო გინდა?!!! 39ით ვინ დადის დებილო ქუჩაში თან დასეირნობ გიჟივით მარტო.
-და რატო არ შემილია მარტო სიარული
-იმიტომ რომ საფრთხეშ...
-მე ვარ? მე რა შუაში ვარ
-არანაირ! სანამ მე ცოცხალი ვარ
-აუფ ჩემი გმირი
-ანკა ნუ ცდი ჩემ მოთმინებას
-თორე?
-თორე ისეთ... არაფერი გაატარე
-რა ისეთ
ერეკლეს მთელი გზა ხმა არ ამოუღია ანკა სახლში მიიყვანა და ოთახში აიყვანა. დააწვინა და კარი ჩაკეტა. ჩამოჯდა სკამზე
-და რა ეგრე დებილივით უნდა მიდარაჯო ეხლა მეე?
-არ გენდობი და
-აუ კაი რა მოხდა სადმე რო გავიდე უბრალოდ
-მარტო და თან მითუმეტეს სიცხე რომ გაქვს ვერსად გაგიშვებ
-სამსახური?
-დადამ იცის რაც გააკეთე და შემცვლის
-აუ ერეკლე გთხოოოვ
-გიორგი წავიდა?
-შენ საიდან იცი რომ აქ იყო?
-დაიმახსოვრე მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი.
-წავიდა. ერეკლე გთხოოვ მისაღებში მაინც გამიშვი
-არა დასვენება გჭირდება და იქ ნიაკო დადის. ეხლა სიცხეს გაგიზომავ
10წუთის მერე
-გოგო დალაგებული ხარ? 39.2გაქვს!
-მერ..-ანკას ხველება აუტყდა
-ოხ ანკა!! თავში რა გიდევს! ნანული დეიდა ანკას მაღალი სიცხე აქვს ჯამი მოიტანეთ იმითი აი მაღალი სიცხე რომ აქვთ და თავზე და ხელებზე რომ უსვამენ მოიტანეთ რაა!
-ვერახ...არ შენ... არ დაგაზელინ...ებ ჩემ... თავს....-ანკა ძლივს იკავებდა სიცილს ერეკლეს ახსნილზე
-რამე არჩევანი გაქვს?
-კ-კი მაკას და...უ.რ...ეკე
-ანკა ნუ ჯიუტობ.
ერეკლემ თავზე დაადო პირსახოცი მერე ხელებზე და ბოლოს ფეხებზე. მთელი დღე გვერდიდან არ მოცილებია ანკას ეძინა იმდენად სუსტად იყო. გიორგი საღამოს 8საათზე მოვიდა. ანკას საყვარელი ყვავილებით თეთრი ვარდებით ხელში. ოთახში შევიდა.
-ძინავს-ჩურჩულით უთხრა ერეკლემ
-არ... მძინავს-ანკამ გაახილა თვალები
-ანკა რავა ხარ მინდვრის თაგვო
-როგორ ვიქნები კარ...გად
-რაა
-რა გოგო და შენი საყვარელი ყვავილები
-გიუშ მარტო შენ მიცნობ ეგრე
-რა გიუშ გოგო რეებს ბოდავ გიორგი მქვია.
-ხო კაი გიორგი.
-ეგრე უკეთესია
-მე დაგტოვებთ-ერეკლე გავიდა
-გოგო მადლობა მაინც გეთქვა
-ნუ მაჭანკლობ შენ გიორგი
-ანუ უკეთესად ხარ
-ხო დღეს გარეთ გავედი და ერეკლემ დამაბრუნა ძალით უკან
-გოგო რა ქენი?? გამაგიჟებ ისე მაინც დამალულიყავი რომ ვერ ეპოვე ბოთე შენა
-მე მეგონა ეხა მეჩხუბებოდი დებილო რატო გახვედიო-ანკამ სიცილი დაიწყო
-არა ჩემო ცხოვრება მე ხო იცი როგორი უდარდელი ვაარ
-აუ გიო აქ აღარ მინდა ვერაფერს ვაკეთებ
-ცოტაც მოითმინე სიხარულო და აი ნახავ მალე მოგვარდება ყველაფერი სულ 27დღე დაგრჩა
-ბევრია ეგ
-თუ იწუწუნებ ნელა გავა
-ხო
-ჭამე რამე?
-კი რაღაც სუპი ჩამთხარეს
-ეჰ ჩემ შემწვარ კარტოფილზე გაზრდილო ბუსუსა
-აუ რა ბუსუსა რა სახელებს იგონებთ ვაჰ შენ და ნიკა, მქვია ანკა!
-ჩემი უჟმური! გაგიკეთო კარტოფილი ავადმყოფო?
-კიი მაგრამ ის ნანული და ოხერი ერეკლე?
-დედოფალი ჩაჯექით ეტლში
გიორგიმ ჩასვა ეტლში და სამზარეულოში გაიყვანა
-გიორგის რას აკეთებ
-პამ პარა პაააამ. ანკას კარტოფილი უნდა
-რა კარტოფილი ყელი ტკივა ვერ შეჭამს
-ეეეე? გაიგე რა თქვა ანკა შენზე? ვერ იზამსო.
-კიი გავიგე შე მოკვდავო ერეკლე! როგორ ბედავ
-გეყოთ თამაში გიორგი დააბრუნე თუ შეილება ანკა საწოლში დასვენება სჭირდება
-გეყოთ ბაბუა, დაანებეთ საცოდავ არსებას თავი
-როგორც გნებავთ მეფეო. მე გავედი კაბინეტში. ნანული დეიდა შეხედეთ ხოლმე არ დაწვან სამზარეულო
-კი კი გენაცვალე
ერეკლე გავიდა. მერე ნანული დეიდაც მიყვა
-აბა დავიწყოთ თუ გახსოვს როგორ უნდა გიორგი?
-არა რა კარტოფილი გოგო. ნამცხვარი მოგიტანე. ვიცი როგორ გიყვარს
მაგიდაზე დადო შოკოლადის ნამცხვარი. ორივე ბარის მაღალ სკამებზე მოთავსდნენ და დაიწყეს ჭამა.
-ჰე მოიფიქრე ეხლა როგორ შეურიგდე იმას
-გიორგი გულს მტკენ ეგრე რომ ლაპარაკობ
-კარგი გავჩუმდი
-იცავ იმ ადამიანს რომელმაც შენი თავი წამართვა
-ეჰ ანკა იცი როგორ მიყვარხარ მინდა რომ ბედნიერს გხედავდე. ჩემთან ბედნიერი ვერ იქნები
-ნუ ლაპარაკობ ეგრე
-სიცხე გაიზომე ჩემო ცხოვრება
გიორგიმ თერმომეტრი მისცა და 10წუთში ამოუღო. 37.4 ჰქონდა
-ეე დაგივარდა სიხარულოოო თითქმის არ გაქვს
-ხვალ ვაფშე გავალ გარეთ-პატარა ბავშვისავით თქვა ანკამ
ანკამ სიგარეტი აიღო და მოწევა დაიწყო, გიორგიც არ ჩამორჩა.
-ეჰ, გახსოვს? სკოლიდან რომ გამოვდიოდით მოსაწევად და დებილი ფისკულტურის მასწავლებელი დაგვსდევდა ყველგან ნუ ეწევითო, ერთხელ მოდიოდა ჩვენთან მაგის სათქმელად რომ დაგვინახა და შენ რო მაკოცე გაწითლდა და წავიდა-გაიცინა გიორგიმ
-როგორ არ მახსოვს, მაშინ ისე მეცი კინაღამ თავით გავაპე სტოლბა
-ეე შენ სულ ცუდი ნუ გახსოვს ჩემო ანგელოზო შეცვლილი მეჩვენები
-ტკივილმა იცის
-ოჰ ნუ ბოდავ ვიცი რომ არ გიყვარს ესეთი ბანალურობები. უბრალოდ თემას ცვლი არ გინდა აღიარო რომ ვიღაცამ შეგცვალა ცოტათი
-გიორგი ეხლა გავბრაზდებიი
-ჩემი ბუტია-გიორგიმ ლოყებზე უჩქმიტა ანკას
ერეკლე გამოვიდა
-არ ინერვიულოთ ყავას მოვიდუღებ და გავალ
-სწორს იზამ
-ერეკლე დარჩი რა ანკამ შემჭამა გარეთ გამიშვიო ცოტაც და ვერ მოვითმენ ისე მიყურებს და გავუშვებ.
-არ ქნა ეგ
-ხოდა დაჯექი და დამეხმარე მე ამ საწყალ ბავშვს უარს ვერ ვეტყვი
-ძალიან ცუდი-ერეკლემ სიგარეტი ამოიღო მაგრამ ანკა რო გაახსენდა ჩაიდო ისევ
-მე გავალ ნიაკოს ვნახავ იქნება და გაიღვიძა
გიორგი ნიაკოს ოთახში გავიდა. ანკა აგრძელებდა ჭამას და თან ტელეფონში იქექებოდა. ნათიას წერდა.
/აუ სად ხართ შენ და ივა არ ამოხვალთ?/
/როგორ, ივა იმ თააააამუნასთააან არის/
/და რატო ეძახი ესე თაააააამუნაას/
/არ მომწონს ეგ გოგო, რას შვებიიით შენ და ერეკლეე/
/აუ რავი არაფერს/
/რა არაფერს გოგო მომიყევიი/
/რა მოგიყვე გოგო სიცხე მაქ და ცუდად ვარ/
/უი. გახსოვს გიორგის გარეთ რო გაყავდი სიცხე როცა გქონდა და სულ რო გშველოდა, ეჰ ნეტა ეხლა შენთან იყოს/
/ხო/
ამ დროს გიორგი ნიაკოთი შემოვიდა
-გიო წაიკითხე-ტელეფონი აჩვენა
-ეე ნათია როგორ მომენატრა, სულელი ესა იცოდეს მაინც რო ცოცხალი ვარ
-აუ გამიყვანე ისევ გარეთ და იქნებ ვაფშე დამივარდეს სიცხე
-მე კი დიდი სიამოვნებით მაგრამ ამ ჯარისკაცს რა ვუყოთ
-თქვენ ხალხო სულ გაგიჟდით? ამის გაყვანა ღირს ეხლა?
-ერეკლეეე გთხოოოვ
-არა ანკა, ხვალ სადაც გინდა იქ წახვალ ვინმესთან ერთად
-მა, როგორ ხარ ნიაკო? როდის გამახარებ მამას რო დამიძახებ?
-ჯერ მე ვიქნები-ჩუმად ჩაიბუტბუტა ერეკლემ
გიორგიმ ძირს დასვა და ნიაკო აქეთ იქით დადიოდა. გიორგიმ ღობეები ჩაკეტა ნიაკო რო არ წასულიყო.
-ანკა ნიკა მწერს მოდიო ეგ და თემო მელოდებიან შემილია უარი ვუთხრა
-არა გიო თუ გინდა წადი
-კაი მიდი მინ...
-არ თქვა!!!
გიორგიმ გაიცინა შუბლზე აკოცა ანკას მერე ნიაკოს და წავიდა.
-რამდენი გაქ სიცხე
-37.4
-ხვალ ჩემი მშობლები მოდიან შენ გასაცნობად. გთხოვ წესიერად მოიქეცი
-ნუ ნერვიულობ უზრდელი არ ვარ. კაი მსახიობი დადგება ჩემგან
-დიდი იმედი მაქვს. კაბა გიყიდე ხვალ მოგიტანენ.
-მადლობა
ანკა ადგა და ოთახში გავიდა. ერეკლე ნიაკოსთან მივიდა და კალთაში ჩაისვა
-ჰა ეხლა მე თუ გიორგი?... ნუ რათქმაუნდა გიორგი მამაშენია მაგრამ რომელი უფრო შეეფერება დედიკოს მე თუ ის...
ნიაკომ ხელი კარებისკენ გაიშვირა.
-კაი რა მე არ გირჩევნივარ? რა გიორგი... ეჰ კაი კაი. წამო ეხლა მე და შენ ვიბანაოთ
ერეკლემ ნიაკო საბანაოდ შეიყვანა. საღამოს ანკას სიცხე საერთოდ აღარ ჰქონდა. სამზარეულოში ნამცხვარს უკეთებდა ნიაკოს. ამ დროს ერეკლე შემოვიდა.
-ნია სადაა
-აქ დადის, ღობეები ჩავკეტე. რას აკეთებ
-ნამცხვარს
-ვისთვის
-ნიაკოსთვის და ჩემი მეგობრები მოდიან მოემზადე მსახიობობისთვის მაგრამ პრინციპში შენ ეგ მაგრა გამოგდის ამდენი ხანი გიორგის მიმალავდი
-ანკა
-რა ანკა
-არაფერი. კარზე კაკუნია
ერეკლე მივიდა კართან და იქ ნათია, ივა და სანდრო იყვნენ. ნათია ნიაკოსკენ გაექანა და ხელშ აიყვანა.
-ეეე დადიხხარ ბარტყოო? გეუბნებოდი ანკა
-გილოცავ ერეკლე-ერთი ეს უთხრა სანდრომ და ანკასთან გავიდა
-გილოცავ დიდი იმედი მაქვს მალე არ დაშორდებით-თვალი ჩაუკრა ივამ
-მადლობა
-ქორწილი როდის იქნება?-წარბები აათამაშა ნათიამ
-1თვეში-მოჭრით თქვა ანკამ
ყველა სამზარეულოში გავიდა. ნამცხვარი დაჭრეს და დაიწყეს ჭამა. ნიაკო ერეკლეს ეჯდა კალთაში.
-საყვარელო ყავას გამიკეთებ?-საწყალი თვალებით შეხედა ანკას ერეკლემ
-რათქმაუნდა ჩემო ცხოვრება-კბილებში გამოსცრა ანკამ
-მე რომ ბევრი შაქრით მიყვარს
-ვიცი ჩემო სიცოცხლე!!
-შეხედე ერთი ამათ როგორ უყვართ ერთმანეთი-ნათია ტკბებოდა ამ სანახაობით
-ხო ვხედავ გეგონება ცოტაც და სიყვარულისგან ერთმანეთს გაგლიჯავენო-ირონიულად თქვა სანდრომ
-ხო მე მიყვარს ერეკლე ისე რომ ზოგჯერ მისი მოკვლად მინდა!-ანკა ჩაეხუტა
-აკოცე რააა-ნათია არ ცხრებოდა
-ნათია დაანებე(ივა)
-მიდიიი(ნათია)
-ხო გიყვართ ერთმანეთი აკოცე(სანდრო)
-ბავშვს ხელებს ააფარებთ(ნათია)
-კაი მიდით აბა(ივა)
სხვა გზა არ ჰქონათ, ანკამ აკოცა და წამში მოშორდა.
-ოო ეს რა იყო მიდი წესიერად(ნათია)
-ყავა გადმოვა. მერე
ანკამ ძლივს მოიშორა თავიდან
-ისე სად თხოვე ხელი ერეკლე?(სანდრო)
-ისა, ჯერ პარიზში ვთხოვე და იმის მერე დიდხანს ფიქრობდა რომ ჩამოვედი დამთანხმდა.
-ააა, რა რომანტიულიააა(ნათია)
-ნათია ბავშვს ყურებს გაუხეთქავ(ერეკლე)
-ეჰ გიორგი იყოს ეხლა აქ როგორ გაუხარდებოდა ანკას ბედნიერება(ნათია)
-ხო შენ ეგა თქვი-ანკამ ჩაიბუტბუტა
ამ დროს ნიკა თემო და გიორგი შემოვიდნენ. როცა ყველა დაინახეს გაშეშდნენ არ ელოდნენ მათ.
-ეს... ეს... ეს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent