ტკივილგამაყუჩებელი (თავი 1)
თვალების გახელა მიჭირს. ნელ-ნელა ვაშორებ წამწამებს ერთმანეთს,თუმცა სინათლის აღქმისთანავე რეფლექსურად ისევ უწინდელ პოზიციას ვუბრუნდები. ასე ვიმეორებ რამოდენიმეჯერ და საბოლოოდ გვერდსაც ვიცვლი. ახლა პირდაპირ ფანჯარას ვუყურებ. ნათლად ვხედავ მუქ ფერში გაწყობილ ღრუბლებს და შეწუხებული ვკრავ შუბლს. დარწმუნებული ვარ ისევ საშინლად ცივა გარეთ, შემოდგომისთვის შეუფერებლად. ძლივს ვითრევ ტანს და სამზარეულოსკენ ფლარტუნით მივდივარ. გზაში საკუთარ თავს ვლანძღავ და ღმერთმა უწყის უკვე მერამდენედ ვდებ პირობას რომ თმას ხვალ შევიჭრი. არადა საქმე საქმეზე რომ მიდგება, მენანება ასე ნალოლიავები,შვილივით გაზრდილი თმის უცებ თავიდან მოშორება. მთელი ღამე არ ყოფნის გასაშრობად, არადა ძილის წინ მიყვარს აბაზანაში ნებივრობა. საშველს ვაყენებ და როგორღაც ვეტევი სახლიდან. დიდი იმედი მაქვს,რომ დღესაც სირბილით არ მომიწევს უნივერსიტეტამდე მისვლა. ჩემდა გასაკვირად, აუჩქარებლად ავუყევი კიბეებს და დროით შევედი აუდიტორიაში. წინ დარჩენილი რამოდენიმე ადგილიდან ერთ-ერთზე კომფორტულად მოვკალათდი და ზუსტად ამ დროს დაიკავა თავისი ადგილი ლექტორმაც.თუმცა თავიდან დაპირისპირებით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,ახლა მე და ბატონი ზურაბი საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ლექციის დასასრულსაც გამამხნევებლად ჩამიკრა თვალი და ნუ იბღვირებიო მანიშნა. არადა თითქმის ყოველ დღე მხედავს ასე და წესით უნდა მიჩვეოდა დღის ამ მონაკვეთში ჩემს არაადეკვატურად შეწუხებულ სახეს. მხოლოდ მაშინ ვხსნი შუბლს,როდესაც მახსენდება, რომ უკვე სახლში წასვლის დროა. გზად ორშაბათისთვის მოსამზადებელი კონსპექტები ამოვბეჭდე და შაბათ-კვირის სამყოფი საჭმელიც მოვიმარაგე. მთელი დღის უქმედ გატარების ნაცვლად კონსპექტებს ჩავუჯექი და საღამოსთვის ყველაფერი მომზადებული მქონდა უკვე. ახლა მთელი ორი დღე შემიძლია მხართეძოზე წამოგორებულმა გავატარო. ცხრა ხდებოდა უკვე ანამ,რომ დამირეკა ჩემთან გამოდიო. მე და ანამ ერთმანეთი საერთო ნაცნობისგან გავიცანით და უცებ ვიპოვეთ საერთო ენა. ამის მიუხედავად ახლა მასთან გასვლა მესიკვდილებოდა. ბევრი წუწუნის მიუხედავად მაინც დამითანხმა წასვლაზე.ზუსტად ვიცოდი რას გულისხმობდა ბავშვები ვიკრიბებითში და არანაირი სურვილი არ მქონდა ახლა ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი. ხანში შესული ადამიანივით გამუდმებით მარტო, სიმშვიდეში ყოფნისკენ მიმიწევს გული ამ ბოლო დროს. ალბათ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თამაშობს გარკვეეულ როლს ამაში. ალბათ არა, ზუსტად ვიცი, რომ მთვარი მიზეზი ეგაა. არავინ არ იცის და არც მინდა რომ გაიგონ, ჯერ-ჯერობით მაინც. ამ ყველაფერს დამატებული ნიკოლოზის სიახლოვეს ყოფნა ჩემს გონებაში განგაშის სიგნალს რთავდა. ადგილზე მისულს იმისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა,რასაც თავდაპირველად ველოდი. მიუხედავად იმისა,რომ ამ სამეგობროში მარტოხელების რიცხვი ბედნიერი წყვილების რიცხვს რადიკალურად აჭარბებს, ეს საღამო ფაქტიურად მათ ეძღვნებოდათ. ალკოჰოლს დამატებული სასიამოვნო მუსიკა და საყვარელი ადამიანი შენს გვერდით სრული იდილეა იყო მათთვის, რასაც ვერ ვიტყვი შეკრებილთა დაუწყვილებელ ნაწილზე. და მაინც მე ღრმად მწამდა, რომ ყველაზე არაკომფორტული ახლა იქ ყოფნა ჩემთვის იყო. -არ მჯერა,რომ შენ და ნიკოლოზმა იჩხუბეთ.- შევცბი,როდესაც არსაიდან გამოჩენილი ანა ჩემს გვერდით აღმოჩნდა და რაც მთავარია ნიკოლოზზე წამოიწყო საუბარი. როგორც ჩანს ამ თემით დაინტერესებული პირების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, რადგან გარშემომყოფების ყურადღება მარტივად მივიქციეთ. ყოველივე ამას კი ნიკოლზი გარედან ადევნებდა თვალს. ამ საღამოს სულ 1-2-ჯერ გავხედე და მაშინვე ვარიდებდი მზერას, თუმცა ამჯერად ცოტა დიდ ხანს მოგვიწია ერთმანეთის შეთვალიერება. ნათლად ვხედავდი მის მზერაში ჯიბრს, სიამაყეს, სითბოს და დანაშაულსაც კი, არადა ღრმად მწამდა რომ ამ უკანასკნელის შესახებ მას წარმოდგენა არ ჰქონდა. ვეცადე საუბარს სერიოზული სახე არ მიეღო,ამიტომ სიცილით თავის კანტურს მოვყევი. ახლა ყველაზე ნაკლებად ვინმესთან იმის ახსნა მინდოდა, რაც მე თვითონაც არ ვიცოდი. -ხდება ხოლმე. თითქოს ჩემი პასუხი საკმარისად დამაკმაყოფილებელი არ იყო ახლა ბიჭებს გასძახა ანამ ეგეც მოიყვანეთ აქ, უნდა შევარიგოთო. ჩემი ელეთ-მელეთი მაშინ უნდა გენახათ გვერდზე რომ მომისვეს ჩემზე არანაკლებ შეწუხებული ნიკოლოზი. -ჰა ახლა, თქვით რა მოხდა?! - სიტუაციით გაღიზიანებულმა გადმოგვხედა ორივეს ნიკოს ერთ-ერთმა ძმაკაცმა კოკამ,რომელიც არანორმალურად მძაბავდა ყოველთვის თავისი არსებობით და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო. გარდა ამისა, მის სიძულვილამდე არც თუ ისე ბევრი მაკლია და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა,რომ გრძნობა ორმხრივია. -რა გინდათ? -ნიკოს ტონის ცვლილებამ მაიძულა თავი მისკენ მიმეტრიალებინა. ყელზე გამოკვეთილი ძარღვი მიმანიშნებდა,რომ მოთმინების ფიალა ევსებოდა. როგორც ჩანს ბევრის მოთმენა მოუწია ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში. ამის გაფიქრებაზე ირონიული ღიმილი ვერსად დავმალე ამიტომ ისევ საპირისპირო მიმართულებით გავიხედე. -მოყევით რა მოხდა რაა. ფაქტია თქვენს შორის განხეთქილებაა და დეტალების ცოდნაზე მეტად თქვენი შერიგება გვინდა. არა, ისე ნუ გაიგებთ,რომ დეტალები არ გვაინტერესებს, პირიქით! მაგრამ თან შერიგდით რა- როგორც ყოველთვის სიტყვით გამოვიდა ანა. დეტალების ცოდნაზე გამოთქმულმა პრეტენზიამ თვით ჩემი გაღიზიანებაც კი შეძლო და ზუსტად ვიცი ჩემზე არანაკლებ გაბრაზდებოდა ნიკოლოზიც,ამიტომ ჩემდაუნებურად ისევ შევავლე მზერა მის სახეს. -ნიკო! - გამაფრთხილებლად დავუძახე გაღიმებულმა და თან მხარზე ხელი ჩამოვადე. შუბლშეკრულმა ჯერ მე გამომხედა და შემდეგ ისევ იქ მყოფთ მოავლო თვალი. -მე და მაშოს ერთმანეთთან დალაპარაკება,რომ მოგვინდება უთქვენოდაც ვიზამთ რამეს. -არ შვრებით! - ფარ-ხმალს არ ყრიდა ანა და მე უფრო უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. -ვიზამთ თუ დაგვაცდით! - შუბლს არაფრის დიდებით არ ხსნიდა და აშკარა იყო,რომ არც ტონის შერბილებაზე ფიქრობდა. -რაც გინდათ ის ქენით! -ვერ განხორციელებული გეგმით ნირწამხდარმა ანამ აქეთ შემოგვიტია- მე თქვენთვის გეუბნებით, კი არ მეხალისება.- მეც ღიმილად დავიღვარე მის შემოსარიგებლად და როგორც კი ყველასგან გაფანტული ყურადღება ვიგრძენი ჩუმად ვანიშნე ვიცი მეთქი. მანაც თითქოს არაფერი ყოფილიყოს ისევ ბავშვებთან ერთად ჭორაობა განაგრძო. საშინლად მძაბავდა ის ფაქტი,რომ ნიკო უცვლელად იკავებდა ჩემს გვერდით ადგილს, მე კი ახლა ამაზე ფიქრი არ მინდოდა. წუთი-წუთზე უნდა გადმოეგზავნათ ანალიზის პასუხი და ეს ამბავი ნიკოსთან არსებულ პრობლემებზე მეტ ყურადღებას იმსახურებდა ჩემგან. ჩემს ცქმუტვას ალბათ ნიკოლოზიც გრძნობდა და თავს დავდებ ინტერესით კვდებოდა,რომ გაეგო რა ხდებოდა. ან შეიძლება ვცდები და ჩემი მდგომარეობა ჩვენ შორის მომხდარი ამბების შედეგი ეგონა. ძალიან ძნელია,როდესაც ადამიანის მიმართ ნდობა გიქრება. მიუხედავად იმისა,რომ ნიკოს საკუთარი ხელის ხუთი თითივით ვიცნობდი, ახლა მის ნებისმიერ ქცევას ეჭვის თვალით ვუყურებდი და ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მისი ჩემიანობა ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ ზემოთხსენებული უნდობლობა მასთან ბოლომდე გახსნის საშუალებას არ მაძლევდა. ვიგრძენი ჩემი პულსაციის უეცარი ცვლილება ტელეფონის ხმაზე და როგორც კი დავრწმუნდი იმაში,რომ ეს ის იყო,რასაც ამდენ ხანს ველოდი, მზერა ისევ ნიკოსკენ გამექცა. შეიძლება ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია,მაგრამ იმ მომენტში მომეჩვენა,რომ ნიკო ჩემზე არანაკლებ აანერვიულა ამ შეტყობინებამ. ხელის კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი და ვერც ძალას ვიკრებდი საბოლოო პასუხის გასაგებად. -მაშო, რა ხდება? -მაინც არ მეგონა ჩემთან დალაპარაკებას თუ მოინდომებდა და შეცბუნებულ-გაოცებულმა გავხედე- მშვიდობაა? -კი- ათასნაირი ჟესტის,მიმიკისა და რაც მთავარია ტრადიციული ღიმილის თანხლებით ვუთხარი და ნერვიული სიცილით დავაგვირგვინე. -მაშკა! - გამაფრთხილებლად გამომხედა წარბაწევით.მოუთმენლად გადავიხარე მისკენ და როგორც მჩვეოდა ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე. ორივეს ერთნაირად დაგვიარა ჟრუანტელმა და ორივეს ერთნაირად ჩაგვეცინა. მერე მე უცებ წამოვფრინდი და სახლში მეჩქარება-მეთქი გამოვაცხადე. *** მეგონა უფრო მძიმედ გადავიტანდი ამ ამბავს. ახლა კი თითქოს იმუნიტეტი გამომიმუშავდა ისეთ ურეაქციოდ ვზივარ და დავყურებ ჩაის ჭიქას,რომელშიც ჩემი საყვარელი ლიმნიანი ჩაი დიდი ხანია გაცივდა. მაინც მოვსვი სულ ცოტა და რაკი დავრწმუნდი მის უგემურობაში, სამზარეულოსკენ წავედი. ახლის გაკეთება მეზარება, ჭიქის გარეცხვაც მეზარება, ჩემ ოთახამდე მისვლა და მოწესრიგებაც მეზარება და მერე ლოგინში ჩაწოლაც. ვიცი,რომ ჩემ გარდა ვერავინ გააკეთებს ამ ყველაფერს,ხოდა მეც ჯერ ჭიქას ვრეცხავ, მერე ვწესრიგდები და ბოლოს ლოგინამდეც ვაღწევ. ტელეფონის ტვინისწამღები ზუზუნი იძულებულს მხდის ისევ წამოვდგე. ნიკოლოზის ნომრის დანახვაზე გული გამალებით მიცემს, არადა სხვა მხრივ არაფერი მეტყობა. არ ვიცი როგორ უნდა ვუპასუხო. ამის გაფიქრებაზეც კი დანანებით მეცინება და თავს ვაქნევ. -ხო ნიკო- ვიღიმი და ომახიანად ვპასუხობ. ასე ზედმეტ კითხვებს თავიდან ავიცილებ. -მაშკა, როგორ ხარ? -მეჩვენება,რომ დაბნეულია და ეს საშინლად მახალისებს. -კარგად, შენ? -არა მაშკა, მართლა როგორ ხარ. რა მოხდა არ მეტყვი? -არაფერი არ მოხდა.- წეღანდელ ჩემს ფიქრს ძალიან დიდ წითელ იქსს ვუსვამ გონებაში. -მაშკა, ვერ მატყუებ. -არ გატყუებ. -ვერ,მაშკა. ცდილობ,მაგრამ ვერ! მითხარი რა ხდება - ბოლოს თითქოს მუდარა ერევა ხმაში და მე, ისე, როგორც არასდროს მინდა რომ ყველაფერი მოვუყვე. -ნიკო, მე შენ ვეღარ მოგიყვები ამბებს. -მაშკაა -ნიკო -ამოვალ შენთან და ისე მოგვიწევს იცოდე ლაპარაკი! - ისევ ისე მემუქრება,როგორც ადრე. -ნიკო,გთხოვ არ გინდა. არაფერი არ ხდება, უბრალოდ გადაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. -ნუ მატყუებ, მაშკა! -ნიკო, უნდა დავიძინო. ძალიან ვარ გადაღლილი მართლა. -მესმის როგორ ოხრავს ყურმილის მეორე მხარეს და მისი შეკრული შუბლის წარმოდგენისას ისევ უნებლიედ მეღიმება.გაბრაზებული მითიშავს ისე,რომ ტკბილ ძილსაც არ მისურვებს. ამაზე უფრო გაბრაზებული სწრფად ვფარავ მანძილს ლოგინამდე და საბანს ცხვირამდე ვიფარებ. მეფიქრება ნიკოზე, მეფიქრება ჩემს ჯანმრთელობაზე, ძალიან, ძალიან ბევრი მეფიქრება. არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა ვინმესთან, უფრო სწორად უკვე უნდა ვთქვა თუ არა. ურთიერთობებში ყოველთვის მე ვარ ის ადამიანი,რომელიც სხვებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი, ახლა არ ვიცი რა უნდა ვქნა. ვიცი მე მომიწევს სხვების დამშვიდება ისევ, არადა "დაზარალებული" მე ვარ. სხვა დროსაც ვყოფილვარ ამ როლში, მაგრამ მაშინ ასეთი ძნელი არ იყო, მაშინ ასე არ მეშინოდა. ვხვდები,რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,მაგრამ არ ვჩქარობ. ამიტომაც არ მინდა არავისთვის თქმა. ვიცი ჩემთვის მეტყვიან ყველაფერს, თუმცა გამუდმებით ყურადღების ცენტრში სიბრალულის ობიექტად ყოფნა არ მინდა. ამის გადატანაც მომიწევს. ვიცი მართლა ეწყინება ბევრს და მაგიტომ გადავიტან. ამდენი ფიქრისგან თავი მტკივდება უკვე და ექიმის რჩევა მახსენდება. "არ ინერვიულო არავითარ შემთხვევაში! კარგად იკვებე იცოდე და ძილი არ მოიკლო! შემდეგ კონსულტაციაზე მაინც გამოგტეხავ!" თითის ქნევით გამაფრთხილა. მეღიმება ლევანი ექიმის გახსენებისას. ქუთუთებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ თითქოს ასე უფრო მალე დამეძინება. საკმაოდ გვიან მესიჯის ხმა მესმის,მაგრამ ახლა მამა ზეციერიც,რომ მწერდეს ამ ლოგინიდან მაინც არ ავდგები. ------- დავბრუნდი მგონი საბოლოოდ. იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი ისტორია. გამიზიარეთ თქვენი აზრი თუ არ დაგეზარებათ :დ სიყვარულით ნიტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.