ჩამჭიდე ხელი -1-
...... - ალექსანდრე დღეს ცისია ჩამოდის - უკვე მერამდენედ უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარს და სცადა მის სახეზე რაიმე ემოცია წაეკითხა.. - და მერე რა?.. - ისევ არანაირი ემოცია.. - რა მერე ბიჭო, ჩამოდის - მეთქი, ამდენი ხნის შემდეგ და უბრალოდ "მერე რა".. - და რა ვქნა მე?.. სალიუტები გავისროლო თუ შამპანიური გავუხსნა ყოფილ ცოლს და ისე დავხვდე.. - მაგიდაზე მუშტი დაარტა, აფორიაქებული წამოდგა და კარი ლამის გაანგრია... ... საპირფარეშოში შევიდა, იგრძნო, როგორ ხუთავდა ჰალსტუხი, ორივე ხელით მოიგლიჯა და ისროლა.. ნიჟარას დაეყრდნო და სარკეში თავის ანარეკლს შეხედა... რას გრძნობდა? - თავადაც ვერ გაეგო.. ქაოსს მოეცვა ახლა მთელი მისი პიროვნება.. ვის ატყუებდა, რომ არ ენატრებოდა ცისია.. მშობლებს, ნათესავებს თუ მეგობრებს, იქნებ საერთოდაც საკუთარ თავს.. ფაქტი ერთია, ამ სამი წლის მანძილზე სამი დღე არ სძინებია მშვიდად მის გარეშე.. რა საშინელებაა დაკარგო საყვარელი ადამიანი და თან იცოდე, რომ ეს შენი ბრალია, მხოლოდ და მხოლოდ შენი.. ერთ წამს მოეჩვენა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო.. მთელი ორგანიზმი აეწვა, ონკანი გასხნა და წყალი სახეზე შეისხა.. შვება ვერ იგრძნო, თუმცა საკუთარ თავს ემოციების კონტროლისკენ მოუწოდა.. სულ ეს იყო რაც შეეძლო, კარგად დაემალა ყველა გრძნობა, იქნებ თავადაც ვეღარასოდეს ეპოვა.. სახე შეიმშრალა და საპირფარეშო დატოვა, უნდა გაშორებოდა ოფისის კედლებს, თორემ მეტი აღარ შეეძლო... უჩუმრად ჩაიარა დერეფანი.. ახერხებდა და სახეზე არანაირ ემოციას არ იტყობდა, თუმცა თვალები მაინც ყიდდა.. მიუყვებოდა ვიწრო ქუჩებს და ისევ წარსულზე ფიქრობდა.. ადრე, როდესაც ცისიაზე დაფიქრდებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მასთან ურთიერთობა ასე დამთავრდებოდა.. ცისია ცეკვის სტუდიაში გაიცნო, როდესაც ჯერ მხოლოდ თორმეტი წლის იყო, გოგონა კი ცხრის.. სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავდნენ... იმ დღიდან მოყოლებული, რაც მასწავლებელმა წყვილში დააყენა, პარტნიორი არასოდეს შეუცვლიათ, მეტიც, ცისიას მის გარდა არც არავისთან უცეკვია, ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე ასე იყო.. ნელ-ნელა დაიკავეს ერთმანეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი.. ახსოვს ალექსანდრეს, როგორ არ უნდოდა ხოლმე სამეჯლისო ცეკვებზე სიარული, მაგრამ მაინც დადიოდა, მხოლოდ ცისიას სანახავად... ახსოვს, როგორ აუხსნა სიყვარული.. მაშინ ცხრამეტი წლისა იყო, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ უკვე სიგიჟემდე უყვარდა ცისია, მაგრამ რამდენჯერაც რაიმეს თქმა დააპირა, თავი ვერ მოაბა.. ჯგუფში შეყვარებულებად როდესაც მოიხსენიებდნენ, გოგონა ბრაზდებოდა ხოლმე და ეს აბრკოლებდა ალექსანდრეს, არ იცოდა, რა პასუხს მიიღებდა მისგან და ცოტა ეშინოდა კიდეც.. იმ დღესაც ცეკვის სტუდიიდან ნაადრევად გაიყვანა, უნდოდა თავისი გრძნობების შესახებ ეთქვა, თანაც წვიმდა და იცოდა, როგორ უყვარდა გოგონას ასეთი ამინდი.. მაგრამ საშინლად დაიბნა და მას სიყვარულის ახსნის მაგიერ საკუთარი ოთახის ინტერიერი აუღწერა.. ცისია გაუბრაზდა და შუა გზაზე მიატოვა ალექსი.. ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს სიჩქარის მომატება სთხოვა, მასაც არ შეეძლო ასე ყოფნა, უყვარდა ალექსი, თანაც უსაზღვროდ და პირველ ნაბიჯს მისგან ელოდა.. მაგრამ , ის ყველა სერიოზულად დაწყებულ საუბარს ასე სულელურად ამთავრებდა... ალექსანდრე ფეხით გაეკიდა.. სამი ქუჩა ალბათ ასე მისდევდა, მის ბედად შუქნიშანზეც კი არ აანთო წითელი ფერი.. საოცარ ენერგიას გრძნობდა, შეეძლო მთელი დღე ერბინა, რომ დასწევოდა, მაგრამ უეცრად ტაქსი გაჩერდა და შეშინებული ცისია გადმოვიდა.. ალექსმა ახლოს მიირბინა, სუნთქვა გახშირებოდა და მთლიანად დასველებულიყო.. - ალექს, რას აკეთებ, გაცივდები... - უთხრა გოგონამ.. . - ცისი მე უნდა გითხრა, რომ მე... - შეიძლება გაცივდე, ხომ ხედავ, როგორ წვიმს.. - გაღიმებას ეცადა გოგონა.. - მე მიყვარს წვიმა.. არა მე მზე უფრო მიყვარს.. ჯანდაბა, რა შუაშია - ბუტბუტებდა თავისთვის.. - მე, მე მიყვარს მზე, წვიმა და შენ.. მე შენ მიყვარხარ- ძლივს მოაბა სათქმელს თავი და ძლივს ძლივობით გაუღიმა - მეგონა არასოდეს მეტყოდი - წყლიანი თვალებით შეხედა გოგონამ და მკლავები ძლიერად მოუჭა, იმდენად, რომ ალექსს სუნთქვაც კი გაუჭირდა.- . მეც მიყვარხარ - დაიჩურჩულა მან ალექსის ყურთან და ბიჭმა მალევე კისერში ცრემლებიც იგრძნო... იმ წამს კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ ეს პატარა გოგო მითვის ყველაფერზე ძვირფასი იყო... ამის გახსენებაზე სევდიანად გაეღიმა, იქვე მდგარ გრძელ სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.. ისევ ფიქრებში გადაეშვა.. ახლა ის დღე მოაგონდა, როდესაც ხელი სთხოვა.. ცისიას დაბადების დღე იყო, მეცხრამეტე წელი შეუსრულდა.. სამეგობრომ გადაწყვიტა, რომ მისთვის სიურპრიზი მოეწყოთ.. ცისიას გართობა და სახლიდან გაყვანა კი მას დაავალეს.. ალექსანდრემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო.. მისი ყველა კაპრიზი აასრულა.. მისთვის ფუმფულა სპილოც კი მოიგო.. ბოლოს ნაყინებით და ფუმფულა სპილოთი ხელში პატარა სურვილების ჭასთან მოხვდნენ.. - სურვილები ჩავიფიქროთ რა - თითქმის ძალით წაათრია ცისიამ.. - მე მინდა ყოველი დღე ასეთი იყოს - დაიყვირა გოგონამ და მონეტა მთელი ძალით ისროლა ჭაში.. - მე კი მსურს, რომ ეს ქალბატონი, ჩემ გვერდით რომ დგას ჩემი ცოლი გახდეს - ახლა მანაც მთელი ხმით იყვირა და გოგონა ხელით ახლოს მიიზიდა.. - გამომყვები ცოლად? - თითქმის მის ბაგეებთან დაიჩურჩულა - გოგონამ გაიღიმა და თავი თანხმობის ნიშნად დააქნია.. - ნამდვილად - აღტაცებას ვერ მალავდა ბიჭი.. - ნამდვილად - დაამოწმა გოგონამ.. - ახლავე?.. - კისერში აკოცა ცისიას.. - ახლავე... ეს დღე ორივესთვის უბედნიერესი იყო... მათ ღვთისა და ერთმანეთის წინაშე დადეს ფიცი, რომ ერთად იქნებოდნენ ჭირსა თუ ლხინში... რომ უერთგულებდნენ ერანეთს, სიცოცხლის ბოლომდე.. თუმცა ვერ შეძლო.. ალექსანდრემ ფიცი ვერ შეასრულა... საკუთარი ცხოვრების ყველაზე საშინელი და სამარცხვინო მომენტის გახსენებაზე გადავიდა მამაკაცი.. მათი ქორწინების მესამე წლისთავი ახლოვდებოდა.. ბოლო პერიოდში საოჯახო ბიზნესის გამო ცისიას ბევრ დროს ვეღარ უთმობდა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე დაძაბულობის ან შეკამათების მიზეზი.. ცისია რამდენიმე დღე მეგობართან იყო აგარაკზე და ისვენებდა.. ალექსმა გადაწყვიტა, რომ ქორწინების მესამე წლისთავი აღენიშნათ, თუმცა ცისიამ უთხრა, რომ ჩასვლას დროულად ვერ მოახერხებდა (როგორც ჩანს თავად გეგმავდა სიურპრიზს).. მეორე დღეს მათი.ქორწინების წლითავი უნდა ყოფილიყო, ცისიას უარის გამო კი ალექსი საშინლად გაბრაზდა, უფრო სწორად ძალიან ეწყინა.. მისთვის ამ დღეს ხ ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა.. ძმაკაცებს დაურეკა და მათთან ერთად ბარში წავიდა.. გონის დაკარგვამდე სვეს.. ბოლოს კი, როდესაც მან გაიღვიძა, გვერდით სხვა ქალი ეწვა.. საშინლად შეზიზღდა საკუთარი თავი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ოთახში ცოლიც დაინახა.. პირველად შენიშნა მის სახეზე ამხელა იმედგაცრუება და ასეთი ტკივილით სავსე მზერა... არაფერი ახსოვდა, საერთოდ არაფერი.. მხოლოდ ის, რომ სახლამდე საბამ მიიყვანა, შემდეგ იყო.კარზე ზარი, მეტი არაფერი ახსოვდა, საერთოდ არაფერი... წამით არ დაუცდია ცისიას.. ალექსანდრე, რა თქმა უნდა, ცოლს დაედევნა და ის ქალი.ისე გაიპარა, ვერც გაიგო მასზე ვერაფერი.. ვერ შეძლო ცისიასთან ლაპარაკი, გოგონამ არ მოისურვა.. სისასტიკე იყო ქმრის მხრიდან ამგვარი საქციელი.. ორი დღის მერე იპოვა ალექსმა ის უცნობი გოგონა.. აღმოჩნდა, რომ ის უბრალოდ დაქირავებულიეძავი იყო, სცენა კი უბრალოდ წინასწარ დაგეგმილი და გათამაშებული.. დიდძალი ფული გადაუხა, რომ ცისიასთვის სიმართლე ეთქვა, თუმცა დაგვიამებული იყო.. გოგონა საქართველოში აღარ იმყოფებოდა.. ცოტა ხანში მისგან განქორწინების საბუთები მიიღო.. ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ.. ვერ იპოვი მას, ვისაც არ უნდა, რომ იპოვონ.. ბრაზდებოდა ყველაზე და ყველაფერზე.. საკუთარ თავზე, რომ ასეთი გაუგებრობის მსხვერპლი.გახდა და ცისიაზეც, რომელმაც არ მოუსმინა და უბრალოდ წავიდა.. და იცით რა ქნა?.. ასე ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერა... დიდ ხანს არწმუნა ყველა და ასევე საკუთარი თავიც, რომ ყველა გრძნობა გაუნელდა, თუმცა სულ ტყუილად.. ახლა ზუსტად იცოდა, რომ მას ვეღარ გაუშვებდა.. რომ დრო იყო ემოქმედა.. ******* ველოდები თქვენს შეფასებებს.. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.. გავაგრძელო?.. რას ფიქრობთ?. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.