შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე ორი ცის ქვეშ (თავი 2)


30-08-2016, 23:31
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 256

“დილამშივიდობის“-ვკითხულობ და მეღიმება,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ეს მისალმება კი არა რაღაც საოცარი რამ იყოს.წელში ვიმართები და ვხტები,ლამისაა ჭერს მივწვდე.სასაცილოა,ალბათ...რომელი პათეტიკური მე ვარ?!-ვეკითხები საკუთარ თავს,თუმცა ფიქრის დრო აღარ მაქვს,უნდა ვუპასუხო ვასილს...
„ვიფიქრე,რაღაც ეწყინა..ვსო,ვეღარ მიტანს-მეთქი“-მის მოწერილზე მეცინება..რა სისულელეა-მეთქი ვპასუხობ...
მალე ვემშვიდობებით ერთმანეთ,სამწუხაროდ..
„მოკლედ,წავედი ახლა...მერე მოგწერ,ან შენ მომწერე,ან რა ვიცი..თავისუფლები ვართ ყველაფერისგან და ყველაფერში...დროებით,აბა“-ბოლოს გულის სმაილი და მიმოწერა სრულდება..
რა ვიცი,აბა რას ნიშნავს?-ვეკითხები საკუთარ თავს,შემდეგ ვცდილობ,ზედმეტი ფიქრი მოვიშორო..ეს ხომ უბრალო „ჩატია“..განა ადრე ვირტუალურად არავის დავუინტერესებივარ?! მას არ აქვს ფიტნესფორმები,ცხოვრებაში ერთხელაც არ უვარჯიშია ალბათ..ის მე არ მომწონს,ჩემი კრიტერიუმები სულ სხვანაირია,მას არ მივწერ,თუ მომწერა,თავს ავარიდებ...გადაწყვეტილებას ვიღებ და ღიმილით ვაერთებ ტელეფონს დასატენად..სამზარეულოში გავდივარ,რამეს შევჭამ-მეთქი,დილას საზამთროს მეტი არაფერი მინდა,მაგიდას ვუჯდები და თან საათს ვუყურებ,დღეს კლასელებმა შეხვედრა დავთქვით,ორ საათზე ვიკრიბებით,წყნეთში უნდა ავიდეთ,სადაც ერთ-ერთ მათგანს აგარაკი აქვს.დიდად არ მიყვარს მსგავსი შეკრებები,თუმცა უარს არ ვამბობ,ურთიერთობებისთვის ესეც საჭიროა.
ფიქრებს თავს ვანებებ,როცა დედაჩემი შემოდის.ლია მაცივრის კარს აღებს,მაწონი გამოაქვს და წინ მიჯდება,მეკითხება,რომელ საათზე დავბრუნდები წყნეთიდან,მეც ვპასუხობ,ღამის ორზე დავიშლებით-მეთქი,ის თავს მიქნევს და აგრძელებს ჭამას.
თავს ვიწესრიგებ და შემდეგ დედაჩემს ვადგები,მანქანა მათხოვე,დღეს არსად მიდიხარ-მეთქი...ძლივს ვითანხმებ და გასაღებით ხელდამშვენებული გავდივარ სახლიდან.მინდა,ახალი სპორტულები ვიყიდო,დროც მაქვს..დეას მაინცდამაინც არ უყვარს :შოპინგი“,ამიტომ ხშირად მარტო მიწევს წოწიალი,ეს მომწონს კიდეც...
სიამოვნებით დავწოწიალობ ერთი მაღაზიიდან მეორეში,ვათვალიერებ ყველაფერს და ბოლოს ვირჩევ..სპორტულ შორტსა და მაისურს ვყიდულობ „ნაიკის“ მაღაზიაში,მიყვარს ეს ფირმაც,ბოტასებსაც ვაყოლებ,ვინაიდან ფასდაკლებაა და დარჩენილი ფულით დეასთვის ვყიდულობ ე.წ გასახდომ შარვალს,ოფლი კარგად გამოდის..იქნებ ივარჯიშოს და საკუთარ ორგანიზმს ოფლის გახშირებული გამოყოფილის უფლება მისცეს..იმედია,ტყუულად არ დამახარჯინა 50 ლარი-მეთქი,ვფიქრობ და მაღაზიიდან გავდივარ..ცხელა და ნაყინი მინდება,თუმცა უარს ვამბობ,ჯანსაღი ცხოვრება არ არის გლუკოზაში.
მანქანაში ვჯდები და ვქოქავ..ნელ-ნელა სახლისკენ მივდივარ,დრო ბევრი დამრჩა,არ მეჩქარება...რამდენიმე წუთში შიმშილი მიტევს,მანქანას ვაჩერებ და მაღაზიაში ორ ცალ ბანანს ვყიდულობ.
ვჭამ და თან ვმართავ ერთდროულად,ლიას რომ დავენახე,მომკლავდა..ცოტა ხანში მდგომარეობა იცვლება,საჭესთან დეა ზის და ახლა ის ილუკმება,ჩიფსებს იყრის მუჭებით პირში და თან სიცილით სკდება,არ დაგვღუპო-მეთქი,ვეუბნები,თუმცა არაფერი ესმის.უკან რამდენიმე ბავშვი ზის,ისინიც ხარხარებენ..
-გოგო,რა გაჩუქე გაიხსენე..-ვეკითხები დეას,რომელიც გამოტენილ პირს ძლივს ამოძრავებს.
-რა მაჩუქე?-სიცილს ისევ ვერ იკავებს,შეშლილი იუმორი აქვს ამ გოგოს.
-შარვალი,რომლითაც უნდა ჩამოირეცხო ეგ ცხიმები..
-აჰ,შენ მაგისი გჯერა?!-მიყურებს და თვალს მიკრავ..არა,გავგიჟდები,50 ლარი ტყუილად დამახარჯინა ჩემნაირ ეკონომიკურად მცხოვრებ ადამიანს...მერე დაველაპარაკები ამაზე,დილას ჩემთან ერთად წავიყვან ხოლმე სავარჯიშოდ.
მუსიკას ვუსმენ გზაში და ვასილზეც მეფიქრება..სოციალურ ქსელისკენ გამირბის ხელები,შევდივარ და „თაიმლაინზე“ მის ლექსს ვაწყდები..უდავოდ ნიჭიერი ბიჭია,მე კი მინდა,გულქვა ვიყო,აშკარაა,საშინლად მიზიდავს..
მისი ახალი ლექსის პირველ სტროფს ვკითხულობ: და ვბურძგლავს..
„მინდვრებმა შეგმოსეს, კესანე,
ცვარია, თუ მართლა ტირიხარ?
ღრუბლები ამინდებს კემსავენ,
მე, შენკენ მოვილტვი, ირიბად.“
რა იყო,ლექსი არ წაგიკითხავს,ილაიდა?!ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ვიღაც გულში მიყოფს ხელს და ნაზად მეფერება...პარადოქსული ფიქრები მიპყრობს,ხან რას ვედები და ხან რა..ამასობაში შეჩერებას ვგრძნობ,აი,მოვედით კიდეც...
დიდი ხანია არ დამილევია.ახლა ჩემი ზეობის ხანა მოვიდა,ნუთუ,სხვა ვერაფერსზე ვფიქრობ? მეგობრებს სათითაოდ ვკოცნი,დიდი ხანია არც ერთი მათგანი მინახავს,ეროვნულებმა ხომ გადამიყოლა,თუმცა,რაც მთავარი,ახლა სტუდენტი ვარ.
მეორე სართულზე ავდივართ,რაღაცები იყიდეს და მაგიდა უნდა გაშალობ,ალბათ მეც დავეხმარები,თუმცა ჯერ მეორეჯერ უნდა წავიკითხო ვასილის ლექსი,რომელიც ელექსირად მექცა...
ნოსტალგიები იღვიძებს..მახსენდება დრო,როცა მოსწავლე მერქვა და ამ ბავშვებს ყოველ დღე ვხედავდი...რა მალე გადის დრო..
ამდენი ხნის მერე ვხედან ჩემს კლასელს,რომელიც სამართალზე სწალობს;ართალია ისტოიულზე არ ჩაუბარებია,თუმცა ჩემთვის ის მაინც ისტორიკოსია...ვიცი,საუბარს გამიბამს,საუკუენა,არ გვინახავს ერთმანეთი,მაგიდის გაშლაზე ხელს ვიღებ და მის წინ ვჯდები..ერთმანეთს ვუყვებით წაკითხული წიგნებიდან დარჩენილ შთაბეჭდილებებს და კვლავ ვრწმუნდები იმაში,რომ ბედნიერი წლები გავატარე სკოლაში..მართალია,ყოველთვის ასე არ იყო,თუმცა დადებითი მაინც წონის უარყოფითს...
დედაჩემის მოწერილს გამოვყავარ ლიტერატურული კომფორტიდან,შვილო,მშიერი არ დამრჩეო..ეს ქალი შეშლილია.ჩვემს მეზობელს ანორექსია სჭირდა წლების განმავლობაშიო,სულ ამას მახსენებს და შეშინებულია,შენც არ დაგემართოსო,თითქოს ეს უკანასკნელი ჰაერიდან გადადიოდეს..
ყველანი ვსხდებით თუ არა,მაშინვე ვიწყებ სმას..დიდი ვერაფერი სასმელი ვერაა,ერთი ჩვეულებრივი ლუდი აქვთ მოტანილი,თუმცა ეგ არაფერი,მთავარია,ალკოჰოლია..ყველაფერი სხვა უკანა პლანზე იწევს,თავიდან ყელს მიწვამს სასმელი,შემდეგ კი მსიამოვნებს..თითქოს სასიამოვნო ზონა იხსნება-ყოველ მომდევნო ჭიქა უფროდაუფრო მსიამოვნებს...მადა სმაში მოდის-მეთქი,ჰო ვამბობდი...
საჭმელს პირს თითქმის არავინ აკარებს,ენად ვართ ქცეულნი,ათას რამეს ვყვებით,მოგონებათა მორევი გვითრევს და ნოსტალგიები გვეხვევა გარს...რა დრო იყო,რა დრო...თუმცა,თუმცა ახლანდელიც შესანიშნავია...
ღამისკენ სხეულს ენით ვიწყებთ საუბარს,ცეკვა,ცეკვა და ისევ ცეკვა!
სავსე მთვარე ჩანს ფანჯრიდან,ჩემი ჭიქაც სავსეა,ექსტაზში ვარ,თითქოს...თითქოს ეს რაღაც ნირვანაა..სოციალურ ქსელში შევდივარ და თან ვცეკვა,ერთი ხელი ტელეფონზე მაქვს,ხოლო მეორე ზევით,თეძოებს ვარხევ და აჩეჩილ თმებს კიდევ უფრო ვწეწავ..ეს სხეულის უცნაური ენაა,როცა ადამიანის თითოეული ნაწილი ერთ მთლიანობაში იღებს რიტმს..რიტმი,რიტმი,თუმცა სადღაა რიტმი?! ახლა უფრო ურიტმოა გულიც და მეც...ვასილის ლექსის ერთ-ერთ სტროფს ხმამაღლა ვკითხულობ:
„მოგწყვეტ და წაგიღებ კესანე,
მიწაზე, ხომ მაინც ლპებიან?!
შენ, ისევ, აგრძელებ წეღანდელს,
მე მოვრჩი. ავყევი ლელიანს.“
ლელიანს?! როგორ მინდა,აქ იყოს...ახლა ძლიერი აფექრია,ილაიდა! საკუთარ თავთან საუბარი ვითომ გამოსავალია?
ასე არეული ვცეკვავ,თეძოები და საჯდომიც გამომწვევად მოძრაობს,მხრები,ხელები...თითქოს ერთი მთლიანობა ნელ-ნელა იშლება...სწრაფი,ჩქარი,სწრაფი,ჩქარი ...ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და ხელს წელიდან დაბლა ვაცურებ,ისეთი სანახავია,თითქოს სხვისი ხელია და ჩემს სხეულს ეალერსება...თეძოებზე ჩერდება ორივე მტევანი,თუმცა წელზეც ვგრძნობ მატერიას...ეს ვიღაცის ხელია,უკან ვიხედები,თუმცა დაბინდული თვალებით ვერავის ვხედავ..შანსი არაა! ვინაა? როგორი სასიამოვნო თითის ბალიშები აქვს,მისი შეხებაც არაა უსიამოვნო...წელზე მხვევს ხელს და თავისკენ მიზიდავს...დაბნეული ვარ და რას ვცეკვავ,არ ვიცი..თუმცა,მის ხელებს სხეულზე სასიამოვნოდ ვგრძნობ...
არეული ვარ,სადღაც მივდივართ,მეც მივყვები..კიბეებზე ასვლაში მეხმარება,მეც მივყვები,ხელს ვაყრდნობ მხარზე,რომ არ დავეცე.შემდეგ პატარა ოთახში შევდივართ,უკვე ვხედავ,მასაც ვხედავ..ის ტატოა,ტატო,ჩემი კლასელი ტატო ..შანსი არაა.მასზე ამბობდნენ ბოლო წელს,გიჟდება შენზეო...თუმცა,მე ამას არც კი დავუშვებდი..ახლა კი ლამისაა კისერზე ჩამოვეკიდო,მისი ტუჩები მიახლოვდება,მთელი სხეულით ვთრთი,სხეულის ენა კი არა მისი ენა მიდგას თვალწინ..
-შენ ? ტატო შენ?-ხმას ძლივს ვიღებ,ნადირისგან დამფრთხალი უმწეო ცხოველივით უკან ვხტები და პირზე ხელს ვიფარებ...
-მთავარია ფრანგულად კოცნა,ესპანურად ქალთან მოქცევა და იტალიურად სიყვარული შემეძლოს ქართული დახვეწილობებით არა?-ვნებიანად საუბრობს,მე კი ამქვეყნად არ ვარ,ისევ ნირვანაში ვფარფატებ...
-შემეშვი,ტატო..
-შეგეშვა?-მგონი,ისიც მთვრალია,ჩემკენ ზომბივით მოდის...ოღონდ ეს არა..ხელებს ხელებზე ძლიერად მჭიდებს,ისე ახლოს მოდის,რომ მისი სუნთქვაც მესმის...ტუჩებს ტუჩებთან მიახლოებს და ცდილობს,მაკოცოს,თუმცა წინააღმდეგობას ვუწევ,ხელს ვკრავ ძლიერად და კიბეებისკენ მივდივარ,ვყვირი..
ბოლოს რაღაცნაირად თავს ვაღწევ ისე,რომ ჩემს ტუჩებს ვერ ეუფლება...ხასიათი მიფუჭედება,ნუთუ ყველაფერი ასე უნდა დასრულდეს...ბედნიერი „ენდი“ სადაა,ნეტა?! იქნებ არც არსებობს ან იქნებ ჩვენთვის,ადამიანთათვისაა,მიუწვდომელი?
სახლში დეას მივყავარ და ისიც ჩემთან რჩება..მთელი ღამე ვერ ვიძინებ და მასაც არ სძინავს..დილას მეხუჭება თვალი,თუმცა რად გინდა....ისეთ კოშმარებს ვხედავ,ძალა მეცლება..საწოლიდან გიჟივით ვხტები და კედლებს გაცოფებული ვუყურებ.
-მაგისი დედაც...ნაბი*ვარი!!!-ვყვირი და სავარცხელს ძირს ვაგდებ.
ძალაგამოცლილი ვარ,ვეშვები საწოლზე და საათის ისრების მოძრაობას ვუყურებ..შესანიშნავია! დრო თავისას მიერეკება..
-ილაიდა,რამეს შეჭამ?-დეა შემოდის ოთახში.
-ყავას დავლევ მხოლოდ,უშაქროს..
-კარგი-ფინჯანი ფოდნოსით შემოაქვს და გვერდით მიჯდება..-ამდენს ნუ ფიქრობ,გთხოვ..მთვრალი იყო,მეტჯერ ვეღარ ნახავ..
-ჰო,მაგრამ..
-მოდი,სავარჯიშოდ გამოგყვები საღამოს...-იცინის დეა და მეც მეცინება,ძლივს გამოვდივარ მდგომარეობიდან...
დეას ვარჯიშის პირველი დღე ცუდად არ მთავრდება,პირიქით,ძალიან დამჯერი და მონდომებულია..ესეც გუშინდელი ფიასკოს პლუსი...
სახლში მისული მაშინვე შხაპს ვიღებ.ჩემს ძმას არ ვასწრებ შესვლას და კარებს ვკეტავ.გიორგი ყვირის,თუმცა არ ვუსმენ,მომწონს,როცა ვაბრაზებ.
ვგრძნობ,რომ წყალის შხეფები სასიამოვნოდ მედება სხეულზე,თითქოს რაღაც რომანტიკულს წამოვიდგენ,თუმცა მალე ვეშვევი უაზრო ფიქრებს,ვიხვევ პირსახოცს და გარეთ გავდივარ,ახლა გიორგის ჯერია.
-ჩემი გოგო სტუდენტია!-ისევ იმეორებს ჩვეულად და კარს აღებს.
-დიდი ამბავი-აგდებით ვპასუხობ და ოთახისკენ გავრბივარ,ჩაუცმელად ვწები საწოლზე,სოციალურ ქსელში შევდივარ და „ესემესს“ ვხსნი..ოღონდ ვასილი არააო,გონებამ,გულმა კი,ოღონდ ვასილიო...
გულმა გაიმარჯვა! ვასიალია..მოწერილს ვხსნი:
„შენ აღარ საუბრობ ძველებურ რუტინით,
მიმტკიცებ, თუ როგორ არ ჰგავხარ სხვას!
შენ ახლა ბავშვი ხარ, ცელქი და ბუტია,
ნერვებზე მიპირებ ღერების თვლას...“
ოჰ,მეღიმება...საინტერესო ლექსია-მეთქი,ვწერ და „ფეისბუქიდან“ გამოვდივარ,უნდა დავისვენო..არ მინდა,ვუპასუხო,თუმცა მაინც მიმდის ხელები გულითურთ ტელეფონისკენ..ისევ შევდივარ და მოწერილს აჩქარებით ვკითხულობ.
„აუ, ძალიან დავიღალეე..რას შვრები? ნასვამი ვარ,დაბოლილი არ გეგონო“-აჰ..კი ვერ ვხედავ,ამან კი,ნასვამი ვარო...
„რატომ უნდა მეგონო?!“-ვეკითხები.
„იმიტომ,რომ უნდა გითხრა,როგორ მომენატრე...აუ,იცი,რა ვნახე?“-დახტის ჩემი ფიქრები..ხტუნვა-ხტუნვა ზემოთ-ქვემოთ..უცნაური ბიჭია,ნამდვილად...
„რა ნახე?“
„შენი ნაწარმოები რომ წავიკითხე,ჩემი ეროვნულები გამახსენდა...“-დასქრინულ პოსტს მიგზავნის,რომელიც 2014 წლის 25 ივნისით თარიღდება..ეგ მე პირველში მქონდა..ერთი კვირა იქით-აქეთ დახტუნავს?! ვკითხულობ სქრინს და მეღიმება:
„ჩემი გადამწყვეტი ნაბიჯი,
ჩემი უმთავრესი სვლა,
მიწას ვეხვეწები - გამიშვი!
მზეო გააცინე ცა... ”
არა,უდავოდ,საინტერესო პიროვნებაა,თუმცა მეგობრობა ხომ შეიძლება...მას მეტი უნდა,როგორც ჩანს...აფექტის მდგომარეობაშია..
საუბარს ისევ ვაგრძელებთ..აი,ახლა გამოვალ,აი,ახლა-მეთქი ყოველი საათის გასვლის შემდეგ ვფიქრობ,თუმცა არ გამომდის,მიმოწერაში გვათენდება..
ესეც დროის ცვალებადობა..ღამეს დღე ცვლის,მთვარეს-მზე...
დგება დრო,როცა უნდა გეძინოს,მაგრამ არ გძინავს....მირბის წამები და მაინც არ გეხუჭება თვალი,რადგან აფორიაქებული ხარ,რადგან შენს ფიქრებს ეპატრონება სხვა...და ხვდები,რომ ნელ-ნალა კარგავ გულზე ავტონომიას...
სექტემბერიც მალე დგება..შემოდგომა ჩემი საყვარელი წელიწადის დროა.იმის გააზრებაც,რომ დღეს პირველი სექტემბერია დიდ სიხარულს მგვრის.ამას ემატება ვასილის მოკითხვა..
ჩვენი საუბრები გრძელდება,თუმცა ვერასდროს ვემთხვევით თბილისში..როცა ის ისვენბედა,დედაქალაქში ვიწვოდი,როცა ჩამოვიდა მე წავედი კვარიათში,ზღვის გარეშე არ შემიძლია..
მე და დეამ დავქოქეთ დეას დედის მანქანა და მოვშორდით ჩახუთულ თბილისს..ეს დედაქალაქი უკვე მახრჩობს,ცხელი ბორკილებით მედება და კვალსაც მიტოვებს..
აჭარაში ზღვა მაინც არის-მეთქი..თუ იწვიმა,წვიმაც მიყვარს..ის ხომ რომანტიკის სათავეა,რომანტიკის წყარო,რომელიც ამ უკანასკნელს არ აძლევს დაშრეტის საშუალებას....
„cold water“-ს ვუსმენ და თვალები მაქვს დახუჭული..ერთი სული მაქვს,როდის ჩავალთ და როდის ჩავხტები წყალში...
მცხელა,მცხელა,მცხელა! ვიხრჩობი!
სასტუმროში შესული ჩამოდანს განზე ვდებ,ვეძებ საჭირო ნივთებს და ზღვისკენ მივექანები...დეაც მომყვება,ეგეთი ზარმაციც არაა.
ვდგავარ სასტუმროს ეზოში და წინ ვიხედები..რა ლამაზია..ზღვა,ჩემს წინაა...პატარა ბავშვივით მივრბივარ ნაპირისკენ,ესეც ბედნიერი ილაიდა...ზღვას რაც უფრო ვუახლოვდები,ვასილი მახსენდება..გუშინ მითხრა,ხვალ ჩამოვდივარ თბილისშიო...
ნაპირთან მივდივარ,ვგრძნობ წყლის შხეფებს და ის მახსენდება..გული მეუბნება,ნეტავ აქ იყოს,იქნებ წასვლამდე გნახოსო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent