თაღლითი და მატყუარა 10
*** დილით უხალისოდ ვდგები და სამზარეულოში ჩემი თავის ლანძღვით გავდივარ. მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ და ვსვამ. იქნებ ყველაფერი არასწორად გაქიგე, დია? უცბად გონებაში ვიძახი, მაგრამ რა უნდა გამეგო არასწორად?! იმედის ნატამალი გაგაიჩნდა?! სასაცილო ხარ დია! *** -როგორ ხარ?-მესალმებიან გოგონები, სამსახურში მისვლისას. -კარგად, თქვენ როგორ ხართ?-ვეკითხები მეც. -მოდი, სოფია კობლიშვილის ქორწილის სურათებს ვათვალიერებთ.-მეუბნება მაიკო. მეც მივდივარ და სურათებს ხნის. -ძალიან ლამაზი პატარძალია!-იძახის ქალბატონი თამუნა. -ეს ლაშა ამილახვარია, სოფიოს ქმარი!-ამბობს მაიკო. -ძალიან უხდებიან ერთმანეთს!-ვეუბნები მათ. *** სამსახურიდან ყოველთვის პროფილაკტიკაში მივდიოდი და ახლა ვუვლი, ზედაც არ ვუყურებ. მოკლე მანძილის გავლის შემდეგ, მანქანას ვაჩერებ და საჭეს თავს ვადებ. თვალები მემღვრევა და ვცდილობ მლაშე სითხემ არ დამისველოს სახე. არ მინდა ცრუ იმედები! ფანჯარაზე კაკუნის ხმა მესმის, თუმცა ალბათ მომესმა. კიდევ მეორდება და მომღიმარ დადას ვხედავ. -დადა?!-ვიძახი და მანქანის დაძრას ვაპირებ, რომ კარებს აღებს. -რა იყო, არც მინახულებ?-იძახის ნაწყენი ხმით. მისკენ ვატრიალებ თავს და ჩემს ნამტირალევ თვალებს ხედავს.-კარგად ხარ, დია?-მეუბნება სერიოუზული სახით. -კი, კარგად ვარ!-ვპასუხობ მოკლედ. -გუშინ ისე წახვედი, არაფერი გითქვამს!-ამბობს დადა. -გვანცა როგორ არის?-ვეკითხები მას. ალბათ მოსალოდნელი კითხვისგან რა მჭირდა უცბად ეს ვთქვი, მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს, რომ ძალით ვკითხე. -და მე რატომ მეკითხები?-დაეჭვებული მეკითხება. არაფერს ვპასუხობ ან რა ვუპასუხო?! -მე, რატომ მეკითხები თქო?-მიმეორებს მკაცრად კითხვას. -რა ვიცი, ერთად არ ხართ?-ვეკითხები თვალებდახუჭლი და რომ ვასრულებ წამსვე ვახელ თვალებს. -საიდან მოიტანე?!-ეტყობა, რომ ისიც გაბრაზდა. -ერთად რომ მოხვედით ვიფიქრე ერთად იყავით და თან ბიძაშენი უნდა გაგეცნო.-ვამბობ მე. ისევ ერთხელ გაიმეორა გვანცას ნათქვამი, ჩემმა გონებამ: ,,დადა ბიძაშენი გამაცანი!“ -რახან რეზოს პროფილაკტიაკში მოვიყვანე, ესეიგი ერთად ვართ?!-უკვე ნათლად იგრძნობა მის ხმაში, გაბრაზების ნოტები. არაფერს ვპასუხობ. ვხვდები, რომ უკვე ზედმეტი მომდის და წეღანდელი ჩემ ფიქრშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სხვაგვარად გავიგე. -გამაგებინე, დია!-იძახის ის. დადას მობილური ურეკავს და ყურადღებასაც არ აქცევს. რამდენჯერმე მეორდება ზარი და მინდა აიღოს, იმიტომ რომ ჩემს პასუხს თავი ავარიდო. რატომ? პასუხი არ მაქვს და ვხდები, რომ დამნაშავე ვარ. დადა ჯიბიდან მობილურს იღებს და ისევ ჯიბეში აბრუნებს. მობილურის სიმღერა არ წყდება და პასუხობს: -გვანცა არ მცალია!-ეუბნება და მეც წამსვე უკუვაგდებ ჩემს ფიქრებს, რომ ყველაფერი არასწორად გავიგე. -ყველაფერი სხვაგვარად გავიგე არა?-ვეკითხები მე. -ნუ სულელობ დია!-მეუბნება მკაცრი ხმით. -იმაშიც კი დავრწმუნდი, რომ არასწორად ვიფიქრე!-ვამბობ მე. -მართალი ხარ, უნდა დარწმუნდე!-მეუბნება დადა. -გვანცას მოსწონხარ და გასაკვირი არ არის, რომ შენც მოგწონდეს და ერთად იყოთ!-ვეუბნები დადას. -ვინ გითხრა, რომ გვანცას მოვწონვარ?!-მეუბნება გაბრაზებული ხმით. -კარგი რა, დადა!-ვამბობ მე. -რა კარგი, რა კარგი?-თვალებში გაბრაზება უღვივდება. -ნუთუ ვერ ამჩნევ?!-ვამბობ მეც და გვერდზე ვიყურები. -ყველაფერს ძალიან კარგად ვამჩნევ და დარეკვა და უბრალოდ მანქანის გასაკეთებლად მიყვანა ბიძაჩემთან, არაფერს ნიშნავს!-მპასუხობს ის. -ანუ ყველაფერი არასწორად გავიგე? ხოო? ის რაღას ნიშნავდა ,,გვანცა მერე დაგირეკავ“!-ისევ განვაგრძობდი მე. უკვე ზედმეტებში გადავედი, მაგრამ ენას არ ვაჩერებ. -დია, აზრზე მოდი!-მეუბნება დადა. -აზრზე რომ მოვედი და ვფიქრობდი, არასწორად გავიგე თქო, მაშინ შევიცვალე ჩემი აზრი, რომ ყველაფერი მშვენივრად გამიგია!-ვამბობ მე. -დია, ზედმეტები მოგდის და დაფიქრდი!-მეუბნება ის. -მე მომდის ზედმეტები და შენ არა?! -დადას აზრზაც ვადასტურებ, რომ ზედმეტი მომდის, მაგრამ უკან არ ვიხევ.-წავედი!-ვამბობ და მანქანის კარს ვაღებ. -არა მაგით არ წახვალ!-მკლავში მკიდებს ხელს. -აბა, რითი წავალ?-ვიბნევი უცბად. -სწრაფად ივლი და ამიტომ არ წახვალ შენი მანქანით!-მეუბნებნება მკაცრად. -შენ წაყვანა, არ მინდა!-ვამბობ მე. -არც ვაპირებ!-მეუბნება და მომავალ ტაქსს ხელს უქნევს. -დადა, ხელი გამიშვი!-ვეუბნები და ავტომობილი, ჩევნს ფეხებთან ჩერდება. -დაჯექი!-კარებს მიღებს და მსვავს.-სახლის მისამართს ის გეტყვით და სხვაგან არსად მიიყვანოთ!-ეუბნება და ქაღალდის კუპიურას აწვდის. -შენ ვინ გეკითხება?!-ჩავილაპარაკე, როცა მოშორდა მანქანას. ზადმეტები მომივიდა, ვიეჭვიანე, მაგრამ რა ვქნა ჩემს გაბრაზებას მაინც ვერ ვინელებ! --------------------------------------------------------- ვერ შერიგდენ რა! უღრმესი მადლობა ყველას და ველი შეფასებებს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.