დაუნდობელი გრძნობა (მეორე თავი)
ქალს თვალები აუცრემლიანდა და ანისიასთან მივიდა : -როგორ გავხარ შვილო დედაშენს. მასსავით ნამდვილი ფერია ხარ. რა დასანანია, რომ ეს წლები შენთან არ ვიყავი. შეცდომა დავუშვი,დიდი შეცდომა. მაპატიე, რომ მიგატოვე. დაბნეულმა ანისიამ მამას შეხედა და ცრემლებავსილი თვალებით ჰკითხა: -მამა, რაზე ლაპარაკობს? -მისმინეთ,-უთხრა გაბრიელმა ანისიას ბებიას აღელვებით, რადგან შეეშინდა რომ იგი ანისიას დედაზე სიმართლეს ეტყოდა.-ახლა ამის დრო არ არის. -სწორედ რომ ამის დროა. წლების წინ შვილიშვილი მივატოვე, რადგან ის დავადანაშაულე დედამისის სიკვდილში. ლოლა ხომ მასზე მშობიარობას გადაჰყვა. და ანისიამ ბებიას გაფართოვებული თვალებით შეხედა. მან ხომ არ იცოდა, რომ დედამისი მასზე მშობიარობის დროს დაიღუპა. გაგონილს ვერ იჯერებდა. საშინელ დღეში ჩავარდა. არ ესმოდა რა ხდებოდა მის თავს. გაბრიელიც ძლიერ დაღონდა,რადგან იცოდა, რომ ანისია ამას ადვილად ვერ გადაიტანდა. -მე კი ის ვერ მივიღე.-განაგრძობდა ანისიას ბებია.-შვილის დაღუპვის გამო, მასზე უარი ვთქვი და წავედი. შეცდომას რომ მივხვდი, აღარ ვიცოდი თქვენთან როგორ მივსულიყავი და ბოდიში მომეხადა. მართლა ძალიან ვნანობ. გთხოვთ, ორივემ მაპატიეთ. -დედა,-თქვა ანისიამ ტირილით.- დედა მე მოვკალი? -ანისია,-უთხრა გაბრიელმა.-ასე არ არის. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, საკუთარი ნებით. -რატომ არაფერი მითხარი მამა. რატომ მომატყუე? შენ ხომ მითხარი 3 თვის იყავი, როცა დედაშენი ავარიაში დაიღუპაო. -მე არ მინდოდა რომ გენერვიულა. -გაბრიელ,-შეშფოთდა ბებია.-მან არ იცოდა? გაბრიელმა კი მწუხარებით გაუქნია თავი. -რა? ღმერთო, ეს რა ჩავიდინე? რომ მცოდნოდა არაფერს ვეტყოდი. -ეს თქვენი ბრალი არაა. თქვენ ხომ არ იცოდით. -ანისია,მაპატიე გთხოვ. -მარტო დამტოვეთ.-თქვა ანისიამ. -არა, ვერ წავალთ. -მამა გთხოვ, დედასთან მარტო დამტოვეთ. -რაც გინდა მთხოვე, ოღონდ ეს არა. -მაგრამ მე ეს მინდა. თუ გიყვარვარ წადი. -არა,ვერ დაგტოვებ. -მამა გთხოვ.-უთხრა შემაღლებული ხმით.-შენ არ იცი ახლა რა დღეში ვარ. გავიგე, რომ დედა ჩემს გამო მომკვდარა. ჩემი ბრალია, გესმის? მარტო ყოფნა მინდა. ძალიან გთხოვთ, წადით. გაბრიელმა მძიმედ ამოიხვნეშა. არ უნდოდა ანისიას დატოვება, რადგან ეშინოდა რომ ცუდად გახდებოდა, მაგრამ უკვე უარის თქმაც აღარ შეეძლო. -ანისია,-უთხრა მან ბოლოს.-თუ თავს ცუდად იგრძნობ, აუცილებლად დამირეკე. გესმის ჩემი? დამირეკე. ამის შემდეგ გაბრიელმა სიდედრს ხელი მოჰკიდა და სახლში წაიყვანა. ანისია კი ძირს ჩაჯდა და მწარედ ტიროდა. -მაპატიე დედა, მაპატიე რომ სიცოცხლე წაგართვი. ჩემს გამო თავი გაწირე. ჩემი ბრალია ყველაფერი,ჩემი. ამას ვერასდროს შევეგუები. იცი? ყოველღამე ვარსკვლავებს ვუყურებ და მათგან გამორჩეულ, ყველაზე დიდ და მოციმციმე ვარსკვლავს ვეძებ, მაგრამ ამაოდ. ამბობენ, როცა ვარსკვლავი წყდება, ვიღაც კვდებაო. ის ვარსკვლავი ალბათ მაშინ გაქრა ჩემთვის, როცა შენ წახვედი. ნეტავ ახლა ჩემი თუ გესმის? თუმცა როგორ შეიძლება დედას შვილის არ ესმოდეს. ნეტავ არ გაგეჩინე, ნეტავ ჩემი გულისთვის შენ არ მომკვდარიყავი, მამაც აღარ დაიტანჯებოდა. მაშინ მხოლოდ 16 წლის იყავი. მთელი ცხოვრება წინ გქონდა. ასე რატომ მოიქეცი? განა ჩემი გაჩენით კარგი რა მოხდა? მამასთვის მხოლოდ ტკივილი მომაქვს და მეტი არაფერი. ამ დროს ანისიას მობილურის რეკვის ხმა მოესმა. მობილურს დახედა. მაიკლი ურეკავდა. -ალო!-გააგონა ტირილით ანისიამ. -ანისია, ტირი? ანისიამ პასუხი ვერ გასცა, მაგრამ მაიკლისთვის ნათელი იყო, რომ ანისია თავს კარგად ვერ გრძნობდა. -რა დაგემართა? მითხარი, სად ხარ? -არა, არ მოხვიდე. -სად ხარ? -დედაჩემის საფლავზე. -ახლავე მოვდივარ. -მაგრამ მაიკლ... თუმცა მაიკლს უკვე გაეთიშა და ძალიან მალე მივიდა კიდეც მასთან. იგი მიუახლოვდა და აღელვებით ჰკითხა: -რატომ ტირი? რა მოხდა? მაგრამ ანისიამ არაფერი უთხრა,მხოლოდ ტიროდა. მაიკლმა მას ხელები მოჰხვია და გულში ჩაიკრა, თან თვალები დახუჭა. დაუვიწყარი წუთები იყო ეს მისთვის. მის თავს უცნაური რამ ხდებოდა. ასეთი რამ ჯერ არ დამართნია, ასეთი რამ ჯერ არასდროს ეგრძნო. უნდოდა ანისია სულ გვერდით ჰყოლოდა. დიდხანს ოცნებობდა მასთან ჩახუტებაზე და ოცნებაც აუხდა. იმ მომენტში მაიკლი ისე გაძლიერდა, შეეძლო მთელ სამყაროს შებრძოლებოდა ერთად. მთელი მსოფლიო თავისი ეგონა. მაგრამ მას ერთი რამ ხელს უშლიდა სრულ ბედნიერებაში, ანისიას ცრემლები, იგი მას გულს უკლავდა და გულზე სევდის უხეშ ძაფებივით ეხვეოდა. აღარ იცოდა რა ექნა, როგორ დაემშვიდებინა იგი და მისი ცრემლები როგორ შეეშრო. ძალიან დაიბნა. -ნუ ტირი. დამშვიდდი და მომიყევი რა მოხდა. თუ შენს დარდს გამიზიარებ, თავს უკეთ იგრძნობ. -მე...მე საშინელი რაღაც გავიგე. -მითხარი, რა გაიგე? -მამა სულ მეუბნებოდა...რომ დედაშენი ავარიაში დაიღუპაო, მაგრამ დღეს გავიგე...-თან ანისია ისე ტიროდა რომ ლაპარაკი უჭირდა.-დღეს გავიგე რომ თურმე ის ჩემს გამო მომკვდარა.. -ეს როგორ? -მან მე სიცოცხლე მაჩუქა, მაგრამ თავისი გაწირა. ჩემს გამო დაიღუპა. -არა, არა. ამას რატომ ამბობ? შენი ბრალი არ არის. -ჩემი ბრალია. ის მე მოვკალი, მკვლელი ვარ. -ანისია, გაჩუმდი! ეს მეორედ არ თქვა. განა არ იცი როგორია დედის გული? ნებისმიერი დედა შვილის გამო, ყველანაირ მსხვერპლზე წავა.ეს შენც ხომ იცი? -მაგრამ ძალიან მიჭირს ამ აზრთან შეგუება. დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს. ნეტავ საერთოდ არ გავეჩინე. ასე რომ მოქცეულიყო ახლა მამასთან ერთად ბედნიერი იქნებოდა და სხვა შვილები ეყოლებოდათ. -მაგრამ მან შენ აგირჩია. გაგაჩინა არა იმისთვის, რომ ამის გამო ასე დაიტანჯო, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. განა დედაშენს მოეწონებოდა ასეთ დღეში რომ ენახე? ამისთვის ნუღარ იტირებ. წარსულს მაინც ვეღარ შეცვლი. ანისიაზე მაიკლის სიტყვები ძალიან მოქმედებდა. გრძნობდა, ყოველი მისი სიტყვა გულზე წამლად როგორ ედებოდა და სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარებოდა. მას უყურებდა თვალებში და მთელი გულით უსმენდა, უსმენდა და უკვირდა, რატომ ანაღვლებდა მაიკლს ასე მისი ბედი. იგი ნელნელა რწმუნდებოდა იმაში რომ მაიკლი მის მიმართ გულგრილი არ იყო. თითქოს მისგან საოცარ ძალას იღებდა. მაიკლის თვალებიც თითქოს რაღაცას ამბობდნენ, თითქოს ისინი არც ტყუოდენ, რადგან თვალები სულის სარკეა და ისინი არასდროს იტყუებიან. -გმადლობ მაიკლ. გმადლობ, რომ ჩემს გვერდით ხარ და მითანაგრძნობ. -სხვაგვარად არც შემიძლია. -რატომ? -რას ნიშნავს რატომ? -ჩემზე ასე რატომ ზრუნავ, ასე რატომ ღელავ ჩემს გამო? -იმიტომ, რომ...-და მაკლი გაჩუმდა. ამ მოულოდნელმა კითხვამ თავგზა აუბნია. არ იცოდა რა პასუხი გაეცა. მოეტყუებინა თუ სიმართლე ეთქვა.-ანისია, შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც შემიყვარდა. ჰო ანისია, შემიყვარდი. მე შენ მიყვარხარ. ვერ ვიტყვი რომ ანისიასთვის ეს მოულოდნელი იყო. უბრალოდ გაუკვირდა რომ მაიკლი მას ასე ადვილად გამოუტყდა,ამას არ ელოდა. ახლა კი როცა მაიკლმა მას თავის გრძნობებზე უთხრა, ანისიას გულზე რაღაც დაეცა, თვითონაც ვერ მიხვდა რა იყო ეს, მძიმე და უბედურების ლოდი, თუ სასიყვარულო გრძნობა, რომლისაც მას უკვე აღარ სწამდა. ანისიას მაიკლისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ უკან გაბრუნდა და მას ზურგი აქცია. თან ცუდად იყო. თავბრუ ესხმოდა და გულის არე მთლიანად, ძლიერ შემაწუხებლად სტკიოდა. თავის ტკივილიც აწუხებდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს გული მისდიოდა, თავსაც ძლივს იმაგრებდა. -ანისია ზურგს ნუ მაქცევ. ვიცი გეგონა მეგობრები ვიყავით, ასეც იყო, მაგრამ უბრალოდ შემიყვარდი. შენ პირველი ხარ გესმის? შენ გამაგებინე რა არის სიყვარული. შენი წყალობით განვიცადე ასეთი საოცარი რამ. მაიკლმა შენიშნა რომ ანისია წაბარბაცდა. მასთან მივარდა და ხელი შეაშველა. -რა დაგემართა? ანისიას ჰაერის უკმარისობა საშუალებას არ აძლევდა მაიკლისთვის პასუხი გაეცა. იგი ნელნელა ჩაიკეცა და მაიკლის მკლავებში მოექცა. -მე...-თქვა ისტერიკულად შეშინებულმა მაიკლმა.-მე ახლავე სასწრაფოში დავრეკავ. და მაიკლმა სასწრაფო გამოიძახა. ანისიამ მალევე გონებაც დაკარგა და მაიკლი ახლა უფრო შეშინდა. სულ ბურძგლავდა ანისიას გონებადაკარგულს რომ ხედავდა. შეეშინდა რომ მოკვდებოდა, ამიტომ გულზე დაადო თავი და როგორც კი მისი გულის ცემის ხმა გაიგონა, ცოტა დამშვიდდა. სასწრაფო რომ მივიდა, ანისია ხელში აიყვანა და საკაცეზე დააწვინა. ანისია სასწრაფო დახმარების მანქანაში შეიყვანეს, მაიკლიც იქ ავიდა და მათ გაჰყვა. იგი ანისიას მობილურში გაბრიელის ნომერი ნახა და მას დაურეკა. გაბრიელი და მისი სიდედრიც საავადმყოფოში გაიქცნენ. ანისიას ექიმებმა დახმარება გაუწიეს და პალატაში დააწვინეს. იგი ჯერ კიდევ უგონოდ იყო. გაბრიელმა ჯერ ექიმს გამოკითხა მისი ამბავი, შემდეგ კი მაიკლთან მივიდა. -გმადლობ რომ დაგვეხმარე.-უთხრა მაიკლს. -არა, მადლობა საჭირო არ არის. ანისია ჩემი მეგობარია. -და შენ მასთან როგორ აღმოჩნდი? -მობილურზე დავურეკე, რომ მომეკითხა.ატირებულმა გამაგონა. მეც მასთან მივედი. მის დამშვიდებას ვცდილობდი, მაგრამ რადგან საქმე აქამდე მივიდა, ესე იგი არ გამომივიდა. -მთავარია შენ ცადე. -ანისიამ გონება რატომ დაკარგა? -მან დიდი სტრესი მიიღო. ბუნებრივია ასე რომ მოხდა. დღეს ან ხვალ გაწერენ კიდეც. ექიმი ანისიას პალატაში იყო და მის მდგომარეობას ამოწმებდა. გაბრიელი მასთან შევიდა. -როგორ არის ექიმო? ანისიას გაბრიელის ხმაზე გაეღვიძა, მაგრამ თვალები არ გაუხელია,რადგან არავისთან საუბარი არ სურდა. მაიკლმაც გააღო პალატის კარები, რადგან ანისასთვის შორიდან შეეხედა, მაგრამ გაიგონა თუ არა ექიმის სიტყვები: -მდგომარეობა გართულდა.- იქვე გაშეშდა, კარები ოდნავ მიიხურა, რადგან არავის შეემჩნია და ჩუმად ყური დაუგდო. ამ სიტყვებმა ანისიაც გააკვირვა და ცნობისმოყვარეობამ მოიცვა -ეს რას ნიშნავს?-შეშფოთდა გაბრიელი. -ანისიას დაავადება ერევა. მას ასუსტებს. იგი დღითიდღე უფრო უძლური ხდება. -გთხოვთ, ნუ მაშინებთ. -სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ გაბრიელ. გულის მანკი სერიოზული დაავადებაა. თუ გზას გავუხსნით, ჯერ დაგვტანჯავს, შემდეგ კი მოგვკლავს, სააქაო ცხოვრებას სამუდამოდ მოგვწყვეტს. არავინ იცის ის ადამიანზე როდის იყრის ჯავრს...ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამის გაგონებაზე მაიკლსაც და ანისიასაც უბედურების ზარი დაეცათ. გული შეუკუმშათ. ამ ამბავმა წუთიერად ცხოვრება ჩამოუბნელა ორივეს. ეს რაღაც დაუჯერებელ ამბავს გავდა, რომელსაც თვალს ვერ უსწორებდნენ. თუმცა მაიკლი უარესად იყო განადგურებული ვიდრე ანისია. იგი ძლიერმა შიშმა აიტანა. ანისიას დაკარგვის შიშმა, რომელიც გაბრიელს წლებია აწუხებს. შეეშინდა და უნებურად ცრემლები წამოსცვივდა. კარები უხმოდ მიიხურა, იქვე დაეყუდა და გაბრიელის გამოსვლას ელოდა. გაბრიელს ექიმის სიტყვებმა გული მოუკლეს. წამიერად ყოველგვარი იმედი გაუქრა. ცხოვრებამ ფერი დაკარგა და სულ ნისლით აივსო, რომელშიც გზის გაკვალვა მეტად რთული იყო. მაგრამ უცბად გაბრიელში ცეცხლმა იელვა. იმედი მიეცა. იმის იმედი, რომ საკუთარი შვილის გადარჩენას თვითონ აუცილებლად მოახერხებდა. ყველა ღონეს იხმარდა ამისთვის. იგი თვალებში ცრემლები ჩაუდგა და პალატიდან გავიდა. მაკლმა მას მაშინვე ხელი მოჰკიდა და ცალკე გაიყვანა. -როგორაა ანისია? -უკეთესად. -მატყუებთ. -რას ნიშნავს გატყუებ? -დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენი და ექიმის საუბარი მოვისმინე. -ყველაფერი გაიგონე? -მითხარით, ახლა რა მოხდება, ანისია როგორ იქნება? დაღონებულმა გაბრიელმა რამდენიმე წამით თვალები დახუჭა და მალევე გაახილა. -ანისიამ არაფერი იცის ამის შესახებ. გთხოვ, ნურაფერს ეტყვი. -მას რამე მოუვა? -სანამ ცოცხალი ვარ, ამას არ დავუშვებ. -ანისია მიყვარს.-და გაბრიელმა გაოცებული თვალებით შეხედა.-სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. მას რომ რამე მოუვიდეს, გეფიცებით, თავს არ ვიცოცხლებ. -ანისიამ ეს იცის? -იცის, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს. -ანისიას გულს ასე ადვილად ვერ მოიგებ. მან პირველი სიყვარულიდან დიდი იმედგაცრუება განიცადა, დაიფიცა, რომ აღარავის აღარ შეიყვარებდა. -მე არ ვიცი, ის ბიჭი რას ფიქრობდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ანისია მართლა მიყვარს. ცხოვრებაში მის გარდა არავინ მყვარებია. მას ასე უბრალოდ ვერ დავთმობ. მირჩევნია მოვკვდე,ვიდრე მას ვატკინო გული. ამას სიკვდილი მირჩევნია. გაბრიელი მაიკლს თვალებში უყურებდა და მათში უსაზღვრო სიყვარულს ხედავდა, გულწრფელ სიყვარულს. ხედავდა თუ რა დიდ ტკივილით წარმოთქვამდა მაიკლი ამ სიტყვებს და ხედავდა იმასაც თუ როგორ გარმწარებინა იგი ანისიას ამბავს. გაბრიელს იმედი კიდევ უფრო გაუძლიერდა. იფიქრა თუ ანისიასაც შეუყვარდება მაიკლი და ისინი ერთად იქნებიან, ანისია ბედნიერად იგრძნობს თავს და აღარაფერზე აღარ იდარდებსო. საღამოს ანისიასთან მისი ბებია შევიდა. ანისიას თვალები გახელილი ჰქონდა და ბალიშს იყო მიყუდებული. იგი ისე იქცეოდა, თითქოს თავის ავადმყოფობაზე არაფერი იცოდა, რადგან არ უნდოდა ამით ბებია და მამაც აეღელვებინა. -როგორ ხარ შვილო? ჩემო ლამაზო? და ანისიას ხელით სახეზე მოეფერა. ანისიამ მას ხელზე ხელი დაადო და გაუღიმა. -კარგად ვარ. -შენ რომ რამე მოგსვლოდა, თავს ვერასდროს ვაპატიებდი. -არა ბებია. შენ ხომ ეს განგებ არ გაგიკეთებია. -ეჰ, ჩემო გოგო. ნეტავ არ მიმეტოვებინე, ნეტავ მეყურებინა როგორ იზრდებოდი, როგორ იწყებდი სიარულს, ლაპარაკს. რა ტყუილად დავკარგე მთელი ეს წლები. -ახლა ხომ აქ ხარ. ის წლები,მომავალი წლებით ავინაზღაუროთ. ამის შემდეგ ბებია და შვილიშვილი ერთმანეთს მოეხვიენ. განუსაზღვრელი იყო მათი სიხარული. ანისია მეორე დღეს გაწერეს. სულ მაიკლზე ფიქრობდა. სულ მისი სიტყვები ახსენდებოდა ,,მე შენ მიყვარხარ" და გული გამალებით უცემდა. მასზე ფიქრების მოშორებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ძალიან უნდოდა მისი ნახვა და მისი ხმის გაგონება. იგი ამჩნევდა ყოველ წვრილმანში ის რომ ახსენდებოდა. ,,რა მემართება? სულ მასზე რატომ ვფიქრობ? ნუთუ მეც შემიყვარდა?" ფიქრობდა იგი და პასუხს ვერ პოულობდა. წვიმიანი დღე იყო. გაბრიელმა სიდედრი ერთ ნათესავთან წაიყვანა, ანისია კი მარტო დარჩა. ფანჯარასთან დაჯდა და წვიმას უყურებდა, თან მის ხმას დიდი სიამოვნებით უგდებდა ყურს. მოგვიანებით მაიკლი შენიშნა. იგი წვიმაში იდგა და ანისიას უყურებდა. ანისია აფორიაქდა. ქოლგა გაშალა და გარეთ, მაიკლთან გავიდა. -წვიმაში რატომ დგახარ? აქ რას აკეთებ? -არ შემეძლო, რომ არ მოვსულიყავი. იმ დღის შემდეგ არ მინახიხარ რაც გული წაგივიდა. არც შენი ხმა გამიგონია. შენთან დარეკვას ვერ ვბედავდი, მეგონა ჩემზე გაბრაზებული იქნებოდი. -ვერც მე დაგირეკე. ამისთვის გამბედაობა არც მე მეყო. -ანისია,ვერც კი ვხვდებოდი როგორ მიყვარდებოდი. ეს ისე უცბად მოხდა, რომ ვერც მე გავიგე. მე ვეღარასდროს დაგივიწყებ. უშენოდ გატარებული თითოეული წამი, ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. -მე ვერავის შევიყვარებ. არ შემიძლია. ანისია ამას რომ ამბობდა, თავი დახრილი ჰქონდა და სახეს მალავდა. -გამოდის არ გიყვარვარ, ასეა? -ჰო...-უპასუხა კვლავ თავდახრილმა, არადამაჯერებლად. -მაშ თვალებში რატომ არ მიყურებ? თუ მართალს ამბობ, მაშინ თვალებში შემომხედე. ანისიამ თავი ასწია, მაგრამ ძალიან უმძიმდა მაიკლისთვის თვალის გასწორება. მაიკლს თვალებში შეხედა, მაიკლმა კი მას სიყვარულით აღსავსე მზერა მიაპყრო. ანისიას უჭირდა მისი მზერის გაძლება და თვალები იქით-აქით გაურბოდა. -შენი ტუჩები სხვას ამბობენ,-უთხრა მაკლმა.-თვალები კი სხვას. მასში შიშით დატყვევებულ სიყვარულს ვხედავ. მითხარი, რისი გეშინია? იმის, რომ მეც გული არ გატკინო? ანისიამ ტუჩები ერთმანეთზე გაახახუნა, თითქოს ამით ტირილის შეკავებას ცდილობდაო. თვალებს ხან იქით ატრიალებდა, ხან აქეთ. ეტყობოდა, რაღაცის მართლა ეშინოდა. მაგრამ ამჯერად ეს არ იყო შიში მაიკლისადმი უნდობლობის, ეს იყო შიში იმისა რომ მაიკლისთვის უბედურება არ მოეტანა თავის ავადმყოფობის გამო. როგორ უნდოდა მაიკლს მოჰხვეოდა და მისთვის ეთქვა ,,მართალი ხარ, მეც მიყვარხარ და მინდა სულ ერთად ვიყითო", მაგრამ არა. ანისია მაიკლს ასე ვერ ექცეოდა. ვერ დატანჯავდა. არ უნდოდა, რომ მის გამო მაიკლს შიშში ეცხოვრა, არ უნდოდა მისი სიკვდილის გამო ცხოვრება განადგურებოდა -თუ ასეა,-გააგრძელა მაიკლმა.-პირობას გაძლევ, რომ არასოდეს გაწყენინებ. დაე, მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, თუ ოდესმე ეს დღე დადგება. ჩემი სიყვარული გულწრფელია. შენ პირველი და უკანასკნელი ხარ ჩემს ცხოვრებაში. ანისიას ხელები მოდუნებოდა და ქოლგა გადაეწია. ისე სველდებოდა, რომ ვერც კი ხვდებოდა. მასაც და მაიკლსაც ცრემლები გაუჩერებლად სდიოდათ, მაგრამ წვიმა მალევე ურეცხავდათ მათ. ანისია მზად იყო მაიკლს დამორჩილებოდა და წაჰყოლოდა ყველგან, სადაც წაიყვანდა, მაგრამ საკუთარი თავი ამის უფლებას არ აძლევდა. -სველდები,-უთხრა მაიკლმა როცა შენიშნა.-ქოლგა კარგად დაიჭირე. თმები დაგისველდა. და მისი თმები ხელში დაიჭირა და თავი ახლოს მიიტანა. თვალები დახუჭეს და ერთმანეთის სიახლოვე ბოლომდე შეიგრძნეს. -გთხოვ ნუღარ მაწვალებ, წადი...თუ ღმერთი გწამს. -თვალებში შემომხედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ. თუ ამას გააკეთებ, გპირდები,დღესვე წავალ აეროპორტში და ესპანეთში დავბრუნდები. ,,-მაპატიე მაიკლ,-ფიქრობდა ანისია.-მაპატიე, რომ ასე გექცევი. სჯობს წახვიდე,ჩემგან შორს. არ მინდა რომ ჩემდამი სიბრალულის გრძნობა გქონდეს არ მინდა, რომ გეცოდებოდე. გთხოვ, გევედრები მაპატიე." ანისიამ მთელი თავის ძალები მოიკრიბა,მაიკლს კვლავ თვალებში შეხედა და უთხრა: -არ მიყვარხარ!..მე შენ არ მიყვარხარ! მაიკლს ამის მოსმენაზე გულის ყველა ძაფი ჩასწყდა. ეს პასუხი მისთვის მოულოდნელი იყო. ასე მწარედ გული ჯერ არასდროს ტკენია. ეს მისთვის ცხოვრების დასასრულს ჰგავდა. ვეღარცერთი სიტყვა ვეღარ თქვა, უკან გაბრუნდა და უსიტყვოდ წავიდა. ანისიამ მაშინვე პირზე აიფარა ხელი და თავისუფლად დაიწყო ტირილი. ქოლგა ხელიდან გააგდო და მუხლებში ჩაიკეცა. თვალები ცას მიაპყრო და ხმამაღლა, გაჯავრებით თქვა: -რატომ, სულ ასე რატომ მემართება? საყვარელ ადამიანებს რატომ ვკარგავ? რისთვის ვისჯები? ასეთი რა ცოდვა მაქვს?! არ შეიძლება მეც ვიყო ბედნიერი? თუ მხოლოდ უბედურებისთვის ვარ გაჩენილი?! ამ დროს ცამ ძლიერ დასჭექა და გაიელვა. ანისია შეხტა და ფეხზე წამოვარდა. -რა გავაკეთო?-ჰკითხა თავის თავს.-მაიკლი როგორ გავუშვა? მის დაკარგვასაც როგორ გავუძლო? ანისია სახლში შევიდა ,ვერ ისვენებდა. იქით-აქით დადიოდა. არ იცოდა რა ექნა. შეეჩერებინა მაიკლი თუ გაეშვა. ვერ წყვეტდა. მის გონებაში ორი პირი სასტიკად კამათობდა და ორივე სხვადასხვა აზრს ემხრობოდა. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, მიბილური აიღო და მაიკლს დაურეკა,მაგრამ ვერ დაუკავშირდა. შემდეგ გაბრიელს დაურეკა. -მამა. -გისმენ. -მამა, შენი დახმარება მჭირდება, სასწრაფოდ. -ცუდად ხარ? -გთხოვ, ახლავე სახლში მოდი, ძალიან გთხოვ. გაბრიელი მაშინვე სახლში მივიდა, შეშინებული იყო. -ანისია,ხომ კარგად ხარ? -მამა, მაიკლი მიდის. -სად მიდის? -ესპანეთში. -რატომ? -გული ვატკინე. ამისკენ მე ვუბიძგე. გთხოვ, აეროპორტში დარეკე და გაიგე რომელ საათზე აპირებს გაფრენას. გაბრიელმა აეროპორტში დარეკა და მაიკლ ბისბალის სახელზე დაჯავშნული ბილეთის საშუალებით გაიგო გაფრენის საათი. -7 საათზე მიფრინავს. -ახლა ხომ 7-ის ნახევარია? -რამე მოიცვი,მივდივართ. ანისიამ მოსაცმელი მოიცვა და მამამისსთან ერთად აეროპორტისაკენ გასწია. ძალიან ჩქარა მიდიოდნენ, რადგან მაიკლისთვის მიესწროთ. ორივე ღელავდა. სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი თვითმფრინავში ჩასხდომამდე. ანისია და გაბრიელი მანქანიდან გადავიდნენ და შიგნით შევიდნენ. ბევრი ხალხი იყო. ანისია მათ შორის ძლივს გარბოდა. სიჩქარეში ბევრს ადამიანს დაეჯახა კიდეც. მაგრამ მას მხოლოდ მაიკლი ადარდებდა. როგორც კი თვალი მოჰკრა, დაუძახა: -მაიკლ! და მაიკლი გაჩერდა. ეგონა თუ ანისიას ხმა მოესმა,ამიტომ მისკენ მიბრუნდა. გული ბედნიერებით აევსო, როცა ანისია დაინახა. ბარგს ხელი გაუშვა და ანისიაკენ გაექანა, ბედნიერებისგან ატირებული ანისიაც მისკენ გაიქცა. ერთი სული ჰქონდათ ერთმანეთთან როდის მივიდოდნენ და ერთმანეთს გულში ჩაიკრავდნენ. და აი, ეს ნანატრი წუთიც დადგა. შეყვარებულები ერთმანეთს მთელი თავიანთი არსებით მოეხვიენ. ყველა მათ უყურებდა და იღიმოდა, ზოგიც ფოტოებს უღებდა. -არ გაგიშვებ.-უთხრა ანისიამ.-წასვლის უფლებას არ მოგცემ. მე შენ ძალიან მიყვარხარ. შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ. -ჩემო ერთადერთო. უთხრა მაიკლმა და ცრემლები წამოუვიდა. ანისიას მთელი ძალით ეხვეოდა. მათი ბედნიერებით გახარებული გაბრიელი მათთან მივიდა და უთხრა: -ვფიქრობ, ეს უნდა აღვნიშნოთ. მაიკლი და ანისია მას მიაჩერდნენ. -ჰო, რას მიყურებთ. მაიკლის დარჩენა უნდა აღვნიშნოთ. -დიდი მადლობა,-უთხრა მაიკლმა.-მაგრამ არ არის საჭირო. -საჭიროა. რესტორანში ახლავე დავჯავშნი მაგიდას. მაიკლ დედაშენმა იცოდა რომ მიდიოდი? -არა, მისთვის რომ მეთქვა, ან არ გამიშვებდა, ან თვითონაც წამოვიდოდა. მე კი მარტო მინდოდა ყოფნა. -ძალიანაც კარგი. მასაც დაურეკე და უთხარი მოემზადოს. ჩვენ ჯერ ჩემთან გავივლით,შემდეგ დედაშენს გავუვლით და რესტორანში ყველა ერთად წავალთ. მაიკლმა დედამისს დაურეკა. გაბრიელმა კი რესტორანი დაჯავშნა. ამის შემდეგ სახლში წავიდნენ, მაიკლიც მათ გაჰყვა. ანისია თავის ოთახში ავიდა. ლამაზი, ლურჯი მოკლე კაბა ჩაიცვა, ფეხზე კი ლურჯი მაღალქუსლიანები. თმები კარგად ჩამოივარცხნა, მაკიაჟი გაიკეთა და ფრჩხილებზეც ლურჯი ლაქი წაისვა. ძალიან ლამაზი იყო. მის სახეს კი ბედნიერებისა და სიხარულის გამომასხივებელი თვალები უფრო ალამაზებდა და ამშვენებდა. ანისია ოთახიდან გავიდა, კიბეზე რომ ჩადიოდა, მაიკლმა და გაბრიელმა მისკენ მიიხედეს. მაიკლის გულს ძალზედ ეამა ამ სილამაზის ხილვა, რომელიც მის გულს ასე ნაზად და საოცრად ხვდებოდა. ეგონა თუ მის წინ მიუწვდომელი ლამაზი ოცნება იდგა,ვერც კი იჯერებდა რომ ამ ოცნებას უკვე მიაღწია. იგი გაშეშდა, ენა ჩაუვარდა. გაღიმებაც კი ვერ მოახერხა. -შვილო!-უთხრა ბედნიერი ღიმილით გაბრიელმა.-ნამდვილი პრინცესა ხარ. დედოფალივით გამოიყურები. ანისიამ მამას მადლობა ღიმილით მოუხადა. მაიკლი მას მიუახლოვდა მისი ხელი ხელში აიღო და ჰკითხა: -შეიძლება ხელზე გემთხვიოთ თქვენო უდუდებულესობავ? და ხელზე აკოცა. ანისიამ გაუღიმა, თანაც ისე რომ მხოლოდ მისი პირი კი არა, თვალებიც იღიმოდა, ბედნიერებისაგან ბრწყინავდა. -ჩემო ცის ვარსკვლავო,-დაიწყო მაიკლმა. და დილის მნათობო, ხელი ჩამკიდე და აღარ მიმატოვო. ამის შემდეგ კი ანისიას ხელი მაგრად ჩაჰკიდა. -მაიკლ,-უთხრა გაბრიელმა.-ყველასათვის ნათელი იყო რომ ნიჭიერი მომღერალი ხარ, მაგრამ თურმე კარგი პოეტიც ყოფილხარ. მალე მაიკლის სახლისაკენ გასწიეს. გზაში კი საუბრით ერთობოდნენ. -მუსიკები ჩავრთო?-ჰკითხა გაბრიელმა მაიკლსა და ანისიას. -როგორც თქვენ გინდათ.-უპასუხა მაიკლმა. -არა,არა. ეს არ მომწონს. -რა?-გაკვირდა მაიკლი და ანისიას დაბნეული თვალებით გადახედა. -ასე რამ შეგაშინა?-გაეცინა გაბრიელს.-უბრალოდ არ მომწონს ასე ოფიციალურად რომ მომმართავ. -მაგრამ თქვენ ჩემზე უფროსი ხართ. -სულაც არა. მხოლოდ 34 წლის ვარ. ჯერ ახალგაზრდა ვარ. მთელი ცხოვრება წინ მაქვს. ანისიას და მაიკლს გაეცინათ. -სიმართლე გითხრა, უფრო დიდი ასაკის მეგონე. -აი ეს მომწონს, შენობით ლაპარაკი სჯობს. რაც შეეხება ასაკს, უფრო დიდი ალბათ იმიტომ გეგონე რომ ამხელა ქალიშვილი მყავს. თორემ კაცი რომ შემომხედავს 20 წლის ბიჭივით გამოვიყურები. -ჰო,-ჩაერთო საუბარში ანისია.-მე მსოფლიოში ყველაზე კარგი და სიმპათოური მამა მყავს. -რათქმაუნდა, მაგრამ ის თუ იცი, რომ მე მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ქალიშვილი მყავს? -ეგეც ვიცი. ასე ლაპარაკსა და სიცილში მაიკლის სახლამდეც მივიდნენ. მაიკლის დედა მაშინვე გარეთ გავიდა, როგორც კი მანქანის ხმა გაიგონა. მაიკლი,გაბრიელი და ანისია კი მანქანიდან გადავიდნენ და მაიკლის დედასთან მივიდნენ. ჯერ ერთმანეთს მიესალმნენ, შემდეგ კი დედამ მაიკლს ჰკითხა: -შვილო ეს სიმპათიური მამაკაცი და ლამაზი გოგონა,ვინები არიან? -დედა,-უთხრა მაიკლმა და ანისიას ხელი ჩაჰკიდა.-ეს გოგო ჩემი შეყვარებულია, ანისია. -მართლა?-გაეხარდა ქალს.-ჩემს ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და მე ეს არ ვიცოდი?თანაც ასეთი ბრილიანტივით გოგო. ანისიამ მორცხვად გაუღიმა და თავი დახარა. -თქვენსავით მეც დღეს გავიგე.-უთხრა მაიკლის დედას გაბრიელმა და ხელი გაუწოდა.-მე გაბრიელი ვარ,ანისიას მამა. ქალი გაბრიელის გარეგნობამ მოხიბლა, ამიტომ გაიპრანჭა და თმა შეისწორა. გაბრიელს ხელი ჩამოართვა. -მე კი ლილუ ვარ,მაიკლის დედა. ანისიას ასე ახალგაზრდა მამა ჰყავს? -ჰო, გზაში ბავშვებს სწორედ მაგას ვუხსნიდი. ჯერ მხოლოდ 34 წლის ვარ და თქვეზე ნაკლებად ახალგაზრდა არ ვართქო. და ყველამ თავისთვის გაიცინა. -ახლა წასვლის დროა. წავიდეთ. ამ დროს ლილუმ თვალების ცეცება დაიწყო. -და...თქვენი მეუღლე? ჰკითხა მან გაბრიელს გაბრიელს მაშინვე სახე შეეცვალა. აღელვებულმა ანისიამ კი მას გადახედა. -იცით..-დაიწყო გაბრიელმა, მაგრამ მაიკლმა დაინახა, რომ ამ საკითხის გამო სიტუაცია გაუარესდა, ამიტომ გაბრიელს შეაწყვეტინა. -დედა, ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა კი წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება. ყველა მანქანაში ჩასხდნენ და რესტორანში წავიდნენ. იქ შევიდნენ და თავთავიანთ ადგილებზე დასხდნენ. საუბარი დაიწყეს, თან ვახშამს მიირთმევდნენ. ბევრს ხუმრობდნენ და იცინოდნენ. ცოტახნის შემდეგ გაბრიელმა ლილუს თვალებით ანიშნა ერთ მაგიდაზე რომელიც გაშლილი იყო,მაგრამ მასთან არავინ იჯდა. ლილუმ ვერ გაიგო და თვალებითვე ანიშნა ეს. გაბრიელმა პირზე სანახევროდ ხელი აიფარა და ჩურჩულით უთხრა: -იქით გადავჯდეთ და ბავშვები მარტო დავტოვოთ. -რა ხდება?-იკითხა ანისიამ. გაბრიელი და ლილუ ფეხზე ადგნენ. -შვილებო,-უთხრა ლილუმ.-ჩვენ იქით მაგიდაზე გადავალთ. ვისაუბრებთ და ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ. თქვენ კი აქ დარჩით და ილაპარაკეთ. ალბათ ბევრი გაქვთ ერთმანეთისათვის სათქმელი. და ისინი გადასხდნენ. ანისიამ კი თავი უხერხულად იგრძნო მაიკლთან მარტო რომ დარჩა. -რა კარგია,-უთხრა მაიკლმა.-მარტო დავრჩით. ახლა უფრო თავისუფლად ვისაუბრებთ. -ჰო.-უთხრა მორიდებით ანისიამ. -რისი გრცხვენია? პირველად ხომ არ ხარ ჩემთან ერთად. -ეს სხვაა. -მართალია, ეს სხვაა. ეს ხომ ჩვენი პირველი პაემანია. პაემანზე პირველად ხარ? -ჰო.-უთხრა ანისიამ და უცბად გაჩერდა. მაქსიმი გაახსენდა. გაახსენდა მასთან ერთად გატარებული ლამაზი, მაგრამ ყალბი დღეები და მოიწყინა. -რა? რამე ცუდად გითხარი? -არა. -აბა? -არაფერია, არაფერი მომხდარა. -ანისია,-და მაიკლმა მას ხელზე ხელი დაადო.-მე შენ გულს არასდროს გატკენ. ყოველთვის ვიზრუნებ რომ ბედნიერი იყო. სულ მეყვარები და ამას ქვეყანაზე ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის. მითხარი, ხომ მენდობი? -ჰო, გენდობი. ანისიამ კი უთხრა გენდობიო, მაგრამ მასში ეჭვი მაინც ეპარებოდა. უნდოდა ეს ეჭვი მოეშორებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. -მაშინ გაიღიმე. -მაიკლ შენ...შენ რაღაც არ იცი. -შენზე საკმაოდ ბევრი რამ ვიცი. -ამას რომ გაიგებ, შეიძლება ჩემთან ყოფნა აღარ მოგინდეს. ანისიას უნდოდა მაიკლისთვის თავის ავადმყოფობაზე ეთქვა,მაგრამ უჭირდა. -არა! მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ. თუ არ გსურს არაფრის თქმა არაა საჭირო. ყველაფერს შენი ლამაზი თვალები მეტყვიან. სიტყვები ყოველთვის საჭირო არ არის. ანისიას ასეთ თბილ სიტყვებზე გული აუჩუყდა და ცრემლები წამოუვიდა. მაიკლმა მას ხელით ცრემლები შეუმშრალა და სახეზე ეფერებოდა. ანისიამ თვალები დახუჭა, რადგან ის წუთები უკეთესად შეეგრძნო. მისთვის იმ მომენტში აღარ არსებობდა ტკივილი, აღარ არსებობდა ბოროტი და აღარ არსებობდა ტანჯვა. გაქრა ყველა და მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულით დატყვევებული და გამთბარი ორი ადამიანი დარჩა, რომლებიც ერთმანეთს შეტრფოდნენ და თვალებში შესციცინებდნენ ისეთი მზერით, რომ მათი თვალებიდან გამოსხივებული ბედნიერება, ერთმანეთის გულებში აღწევდა და მთელ გულს სიყვარულის ალს სდებდა. თითქოს ისინი ერთ მთლიანობად იქცნენ და ერთმანეთის ტკივილსაც და სიხარულსაც ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარს. -არ მინდა ეს წუთები დასრულდეს.-თქვა ანისიამ. -კიდევ ბევრი ასეთი და ამაზე უფრო ლამაზი წუთი გველოდება. წინ ხომ მთელი ცხოვრება გვაქვს. -ჰო,მთელი ცხოვრება გვაქვს,-ცოტახანს ანისია გაჩუმდა, თითქოს რაღაცის თქმას ვერ ბედავდა და ყოყმანობდა, მაგრამ მაინც თქმა გადაწყვიტა.-მე...მე მეშინია მაიკლ. -რისი? -შენი დაკარგვის. -არ დამკარგავ. -მაგრამ გული სხვას მეუბნება.ეს აუტანელი გრძნობაა. ვგრძნობ, რომ ერთად დიდი ხანი არ გვიწერია. -იცი ეგ რა არის? შიში,რომელიც პირველი სიყვარულის დაკარგვის დღიდან დაგეუფლა. გგონია, რომ იგივე განმეორდება,მაგრამ არა,ჩვენ სულ ერთად ვიქნებით. არასდროს დავშორდებით -შენ ესპანეთში ცხოვრობ. ოდესღაც დაბრუნება მოგიწევს. -ჯერ წასვლაზე საუბარი ადრეა. მაგრამ თუ საჭირო გახდება, შენი გულისთვის მთელი ცხოვრება აქ დავრჩები. -მერე შენი კარიერა? -აქ გავაგრძელებ. განა საქართველოში ცოტა თაყვანისმცემელი მყავს? შენ ამაზე ნუ იდარდებ. ყველაფერი კარგად იქნება. ამასობაში გაბრიელმა და ლილუმაც ისაუბრეს და ერთმანეთი კარგად გაიცნეს. ღამის 1 საათი იყო სახლებში რომ დაბრუნდნენ. მეორე დილით, გაბრიელი ანისიას ოთახში შევიდა გაზეთით ხელში. -უკვე ადექი? -შენ სახლში ხარ? სამსახურში მეგონე. -დღეს ვისვენებ. -ჰო დამავიწყდა. ბებია გუშინ სად იყო? -ერთი ნათესავი მოინახულა და იქ დარჩა. ახლა სახლშია. მე კი შენთვის ახალი ამბავი მაქვს. -რა ამბავი? -თურმე მაიკლი და ანისია შეყვარებულები ყოფილან.- და ღიმილით ანისიას გაზეთი უჩვენა.-შენ იცოდი? ანისიამ გაზეთი გამოართვა და დახედა. იქ მისი და მაიკლის ფოტო იყო, აეროპორტში ერთმანეთს რომ ეხვეოდნენ. -ეს ფოტო სად ჰქონდათ? -აეროპორტში ბევრი ხალხი იყო. ალბათ რომელიმემ იმარჯვა და გადაგიღოთ. -ჭორიკნები. ჟურნალისტების მიკვირს, რა საჭირო იყო ამის გამოქვეყნება? -რატომ გაბრაზდი? ეს ბუნებრივია. მაიკლი ცნობილი პიროვნებაა. მასზე ახალი ამბების გამოქვეყნება ყველას სურს. სამაგიეროდ შენც მოხვალ სარგებელში. -როგორ? -გოგოები გაიგებენ მაიკლს შეყვარებული რომ ჰყავს და კუდში აღარ სდევენ. -ისე მართალი ხარ. -ესე იგი მართალი ვარ არა? ერთი აქ მოდი. გაბრიელმა ანისია საწოლზე დააგდო და მოუღუტუნა. ანისიამ სიცილი დაიწყო და ისიც შეტევაზე გადავიდა, მაგრამ გაბრიელი გაიქცა. მიიხურა თუ არა ოთახის კარები, ისევ გააღო და უთხრა: -მე მოგიგე!-და წავიდა. ანისია თავს ძალიან კარგად გრძნობდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაუთენდა ასეთი მხიარული დღე. იგი ტელეფონი აიღო და მაიკლს დაურეკა. -არ მითხრა რომ ამიერიდან ჩემი მაღვიძარა უნდა იყო.-უთხრა მაიკლმა ნამძილარევი ხმით. -რას იზამ ძილისგუდა. უნდა მიეჩვიო. -თუ ეს მაღვიძარა შენ იქნები, თანახმა ვარ. -მართლა? -როცა დილით გაღვიძებისთანავე შენს ხმას გავიგონებ, ზუსტად მეცოდინება რომ ბედნიერი დღე მექნება. -აფერესტო. -არ გინდა დღეს შევხვდეთ? -რომ წვიმს? -მერე რა, ჩვენი შეხვედრა უფრო რომანტიკული იქნება. -რომელ საათზე შევხვდეთ? ან სად? -3 საათზე ქალაქის პარკში. -კარგი, მაშინ მაგ დროისთვის მოვემზადები. -იცოდე არ მალოდინო. და მობილურები გათიშეს. ანისია ქვემოთ ჩავიდა. ბებიამისმა მაშინვე გაბრაზებული ხმით დაუძახა: -ანისია! -გისმენ ბებია. -მოდი აქ! ანისიამ ბებიას ბრაზი შეატყო და გაუკვირდა. ჩუმად გაბრიელს გადახედა. თვალებით ჰკითხა ,,რა ხდებაო?", გაბრიელმაც ეს მინიშნება გაიგო და თავი დაუქნია. ანისია ნელი ნაბიჯებით მივიდა ბებიასთან, თითქოს დროს წელავდაო. -დაჯექი!-უთხრა ბებიამ. ანისია დაჯდა, ბებია კი წინ დაუჯდა. -ბებია რაზე გამიბრაზდი? -მეკითხები კიდეც? და ბებიამ და გაბრიელმა სიცილი ვეღარ შეიკავეს. ანისიამ ორივეს შეხედა და იკითხა: -რა გაცინებთ? -არ უნდა გეთქვა ვარსკვლავი თუ გიყვარდა?-ჰკითხა ბებიამ გახარებით. -ჰო,-დაიბნა ანისია.-ვარსკვლავები მიყვარს, მაგრამ ამაში სათქმელი რა იყო? -სულელო! მაიკლზე გეუბნები. და ანისიამ შვებით ამოისუნთქა. -ბებია, თავიდანვე გეთქვა გული გამისკდა. -რა იყო? გეგონა ბებიაშენი გაგიჟდა? არა, ჯერ არც ეგეთი მოხუცი ვარ. -არა ბებია, მოხუცი სულაც არ ხარ. -ტყუილს რა აზრი აქვს? განა მე ვერ ვხედავ? სახე სულ დამინაოჭდა და დავმახინჯდი. -არა, შენ ძალიან ლამაზი ხარ. -ნამდვილი სილამაზის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე. სილამაზით ვერავინ გჯობნის.დედაშენს გავხარ. შენი ასაკის იყო როცა დაიღუპა. შენ უფალმა გაშოროს ყველაფერი ცუდი. დედაშენი ცოცხალი რომ იყოს, შენით იამაყებდა. -ბებია გთხოვ, ნუ მოიწყენ. -ჰო, ჰო მართალი ხარ. მიდი მაიკლზე მომიყევი. გუშინ რაზე ისაუბრეთ? ანისიამ გაბრიელს გახედა. ბებია მას განზრახვას მიუხვდა, ჩაახველა და გაბრიელს უთხრა: -შვილო,შენ საქმე გექნება. ქალებს სალაპარაკო გვაქვს, ცოტახანს წადი. -გასაგებია. ესე იგი ხელს გიშლით ხომ ასეა? კარგი, წავალ, მაგრამ შემდეგ მეც მომიყვებით. გაბრიელი წავიდა. ანისიამ კი ბებიას მაიკლზე ყველაფერი უამბო. ბებიაც მას უსმენდა და მის სიხარულს გულით იზიარებდა. უხაროდა, რომ სიძესთან და შვილიშვილთან დაბრუნდა. უხაროდა ასევე ისიც რომ ჰყავდა შვილიშვილი, რომელთან ერთადაც თავს ძალიან კარგად გრძნობდა და რომელიც შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს უმსუბუქებდა. ამ ყველაფრით იგი ძალიან ბედნიერი იყო. შუადღისას ანისია და მაიკლი ერთმანეთს შეხვდნენ და წვიმაში, პარკში დასხდნენ. -რა უცნაურია ცხოვრება.-თქვა ანისიამ.-ერთ დღეს რომ უბედური ხარ, შეიძლება მეორე დღეს ყველაფერი იაე შემობრუნდეს რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო. -მართლა ბედნიერი ხარ?-ჰკითხა მაიკლმა. -ძალიან. -შენამდე სიყვარული არც კი ვიცოდი რა იყო. შენ მასწავლე სიყვარული და ცხოვრების ნამდვილი აზრი დამანახე. -იცი? ახლა ვხვდები, მაქსიმი ისე არასდროს მყვარებია როგორც შენ მიყვარხარ. შენ ხარ ჩემი ნამდვილი სიყვარული. -შენ კი ჩემი. ხელს ჩაგკიდებ,-და მაიკლმა მას ხელი ჩაჰკიდა.-და აღარასდროს გაგიშვებ. -ერთი სცადე გაშვება და ნახავ რაც მოგივა. -მაინც რა? -მწარედ მოგხვდება. და ორივემ გაიცინა. მაიკლმა ანისიას ხელები მოჰხვია. ანისიამ კი მას ახედა და უთხრა: -რა კარგია წვიმაში შენთან ერთად ყოფნა. -წვიმა გიყვარს? -წვიმა ძალიან მიყვარს. -ჩემზე მეტად? -რა ვიცი, დავფიქრდები და მერე გეტყვი. -იცოდე არ გამაბრაზო. მაიკლმა მას გაუღიმა და ისევ ჩაიხუტა. ასე დიდხანს იყვნენ. მათ სრული ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი სჭირდებოდათ. მხოლოდ ერთმანეთი და ირგვლივ სიმშვიდე. სხვა არაფერი. ანისია სახლში სულ სველი დაბრუნდა. სახლში რომ შევიდა ბებია შეეგება, გაბრიელიც იქვე იყო. -უკვე მოხვედი?-ჰკითხა ანისიას ბებიამ. -ჰო, მოვედი. -სულ სველი ხარ. წადი, სწრაფად გამოიცვალე, თორემ გაცივდები. -კარგი. -იცოდე თბილად ჩაიცვი. -კარგი ბებია. ანისიამ გამოიცვალა და ქვემოთ ჩავიდა. ბებიამ რომ დაინახა უთხრა: -ეს რა ჩაგიცვამს. -რა?-გაუკვირდა ანისიას. -მოკლემკლავიანის ამინდი არ არის. ხომ გითხარი თბილად ჩაიცვითქო. -არ მცივა. -როგორ არა გცივა. ნეტავ ვიცოდე ვის ეპრანჭები. წამოდი მე ჩაგაცმევ. -მაგრამ ბებია! მამა, უთხარი რამე. მაგრამ გაბრიელი მხოლოდ თავისთვის იცინოდა. -წამოდითქო! ბებიამ ანისია ისევ ოთახში აიყვანა. გაბრიელმა კი მათ მხიარულად გააყოლა თვალი, უხაროდა რომ მის ოჯახში ბედნიერება სუფევდა და არ უნდოდა რომ ეს ბედნიერება გამქრალიყო. ასე კარგად მიდიოდა დღეები. ანისია და მაიკლი მობილურზე ბევრს საუბრობდნენ და ერთმანეთსაც ხშირად ხვდებოდნენ. დადიოდნენ გასართობად, ფოტოებს იღებდნენ, სასუსნავებსაც ყიდულობდნენ და ერთმანეთს აჭმევდნენ. ერთი სიტყვით კარგად ერთობოდნენ. ერთხელ ანისია და მაიკლი ზოოპარკში იყვნენ და სეირნობდნენ. ანისიამ მაიმუნი დაინახა და მაიკლს უთხრა: -შეხედე! ძალიან გგავს. ნამდვილად შენი ტყუპისცალია. -მაიმუნს ვგავარ? -ჰო, ადამიანი ერთმანეთისგან ვერ გაგარჩევთ. -მაშინ მიდი, იმ მაიმუნს ჩაჰკიდე ხელი და მასთან ერთად ისეირნე. -მერე შენ ასე ადვილად შემელევი? -როგორმე გავძლებ. -ეგ არ უნდა გეთქვა. -რატომ? -იმიტომ, რომ უჩემოდ ვერ უნდა ძლებდე. -ჰმმ...ესე იგი უჩემოდ ვერც შენ ძლებ. -ვინ გითხრა რომ ვერ ვძლებ? -ტყუილი ძალიან არადამაჯერებლად გამოგდის. ამის შემდეგ ეშმაკის ბორბალზე დასხდნენ და ნელნელა ზემოთ მიიწევდნენ.ანისიამ მაიკლს ჰკითხა: -გიყვარვარ? -ჰო. -მაშინ დამიმტკიცე. -როგორ უნდა დაგიმტკიცო? -როგორ და...აქედან ბოლო ხმაზე უნდა იყვირო რომ გიყვარვარ. -რა?ამას სერიოზულად ამბობ? -რატომაც არა. თუ არ შეასრულებ, ვიფიქრებ რომ არ გიყვარვარ. -კარგი.-თქვა თავის მოფხანით მაიკლმა. -მაშინ მიდი. მაიკლმა გამბედაობა მოიკრიბა და ოდნავ შემაღლებული ხმით იყვირა: -მიყვარხარ! -რა? ვერ გავიგონე. -მიყვარხარ!-შეუმაღლა ხმას მაიკლმა. -არ მესმის, უფრო ხმამაღლა. ახლა კი ბოლო ხმაზე იყვირა: -მიყვარხარ! და ყველამ მათ შეხედა ვინც ქვემოთ იყო. -ახლა გაიგონე? -კი გავიგონე. -საფასურის გადახდა მოგიწევს. -რა საფასურის? -შენი სიყვარულის დასამტკიცებლად იგივე გააკეთე. -მაგრამ ეს ჩემი თხოვნა იყო. -ახლა ჩემიცაა. ანისიამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და თავიდან მანაც ხმადაბლა იყვირა: -მიყვარხარ! -მაპატიე,მაგრამ არც მე არ მესმის. -სამაგიეროს მიხდი? -როგორც გინდა ისე იყოს. ანისიამ ეშმაკურად გაიღიმა და მანაც ბოლო ხმაზე იყვირა: -მიყვარხარ! ძალიან ბედნიერები იყვნენ.მათი სიხარული სხვებზედაც ვრცელდებოდა. ერთ მოწყენილ სახეს ვერ დაინახავდით. საოცრება იყო ასეთ გარემოში ყოფნა. ეშმაკის ბორბლიდან რომ ჩამოვიდნენ, ნაყინები იყიდეს,მაგრამ როდი დააკარეს პირი. ანისიამ გახსნა თუ არა, მაიკლს მოუსვა სახეზე და გაიქცა. მაიკლი მას დაედევნა, ბევრი სდია.ბოლოს დაიჭირა და წააქცია. დაუვიწყრად ერთობოდნენ და ბევრს ხალისობდნენ. მეორე დღეს საღამოსაკენ შეხვდნენ ერთმანეთს. ლამაზად ამწვანებულ გარემოში განმარტოვდნენ და ხელიხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ. ანისია უცბად შეჩერდა და მაიკლს ხელზე ხელი მოუჭირა. -ანისია... რა მოხდა? -არაფერი. -როგორ თუ არაფერი, ფერი დაკარგე. მითხარი, რამე გტკივა? -უცბად გულმა გამჭვალა და თავბრუ დამეხვა, მაგრამ არაფერია. გამიარა. -დარწმუმებული ხარ? -ჰო. -ანისია, თავს უნდა მოუფრთხილდე. შენს ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო, თორემ... -თორემ რა? შენ რამე იცი?-დაეჭვდა იგი. მაიკლი თითქოს მიხვდა ანისიამ რაზეც ჰკითხა, მაგრამ პასუხი რომ დაეზუსტებინა, კითხვა შეუბრუნა: -რა უნდა ვიცოდე? -მაიკლ, მე...მე...ავად ვარ. -ეს საედან იცი? -ესე იგი იცოდი. -ჰო ვიცოდი,მაგრამ შენ როდის გაიგე? -საავადმყოფოში რომ ვიწექი, მაშინ მოვისმინე. მაგრამ მამასთვის არ მითქვამს. იმ დღეს, რესტორანში, შენთვის სწორედ ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. შემეშინდა რომ ... -რისი?-გაბრაზდა მაიკლი.-რისი შეგეშინდა?! ანისია, მე შენ მიყვარხარ, ნამდვილად მიყვარხარ გესმის? მე შენზე უარს არაფრის გამო არ ვიტყვი. -მაიკლ... -რა? -შენ მართლა გიყვარვარ, თუ უბრალოდ გეცოდები და ჩემთან იმიტომ ხარ? -რა თქვი? სრულ ჭკუაზე ხარ? გონზე მოდი. სისულელეს ნუ ამბობ. -მე მხოლოდ სიმართლე მაინტერესებს. ანისიაზე მაქსიმის ტყუილმა, რომ ვითომ უყვარდა, იმხელა გავლენა მოახდინა რომ მაიკლშიდაც შეიტანა ეჭვი. ვერც კი ხვდებოდა რას ამბობდა. -შენ მგონი ის გიყვარს როცა ვბრაზდები და ამას განგებ ამბობ. -არა. -როგორ არა. შემომხედე, თვალებში შემომხედე!-და ანისიას მკლავებში ხელი ჩაავლო.-რას გეუბნებიან? რას კითხულობ ჩემს თვალებში, სიყვარულს თუ სიბრალულს?!-ანისიას თავი ჰქონდა დახრილი და ტიროდა, არაფერს ამბობდა.-ხმას რატომ არ იღებ? ჩუმად რატომ ხარ? პასუხი გამეცი.-მაგრამ ანისია ისევ დუმდა.-ნუ მაგიჟებ! თავი ასწიე და რამე მითხარი. ნუთუ გგონია, რომ შენთან სიბრალულის გამო ვარ?! ასეთ მატყუარას ვგავარ? თურმე ჩემზე როგორი წარმოდგენა გქონია -მაიკლ...ხელები გამიშვი. -ჯერ მითხარი! მეუბნებოდი შენი მჯერა და გენდობიო. თუ არ მენდობოდი,მაშინ ეს ყველაფერი რა საჭირო იყო? -მაპატიე, ამის თქმა არ მინდოდა. -მაგრამ თქვი. შენი ავადმყოფობის ამბავი მეც საავადმყოფოში გავიგე შენთან ერთად. მე კი მანამდე გამოგიტყდი ჩემს გრძნობებში. ასეც რომ არ ყოფილიყო, შენთან სიბრალულის გამო როგორ ვიქნებოდი,როცა შენ სიყვარული ჩემთვის არასდროს გიჩვენებია, სანამ ამას მე არ გავაკეთებდი. -შეცდომა დავუშვი. გთხოვ მაპატიე. -ამაზე მანამდე გეფიქრა სანამ ჩემში ეჭვს შეიტანდი. ანისია ცდილობდა მაიკლისაგან თავის დახსნას, მაგრამ ამაოდ. თუმცა მაიკლმა თვითონ გაუშვა ხელის კვრით და მაშინვე ზურგი აქცია. თმებზე ხელები გადაისვა, შემდეგ ისევ ანისიას მიუბრუნდა და მკერდზე მიიკრო. -მაგრამ რა ვქნა რომ შენი გაშვება არ შემიძლია. რა ვქნა რომ სიგიჟემდე მიყვარხარ? ნეტავ შენნაირი სულელი ადამიანი რამ შემაყვარა. ჯიუტი ხარ, სხვისი არაფერი გესმის. რაც არ უნდა გითხრა, მაინც შენსას გაიძახი. ამას რატომ აკეთებ? რატომ მაიძულებ რომ ასე მოგექცე?! ანისიამ მაიკლს ახედა და უთხრა: -შენი ღირსი არ ვარ. შენს თავს არ ვიმსახურებ. -პირობა მომეცი, რომ ჩემში ეჭვს აღარ შეიტან. -მაპატიე. -პირობა მომეცი. -გპირდები. მაიკლმა ანისიას თმები გადაუწია და მისი სახე ხელებს შორია მოიქცია. ორივე ერთმანეთს უყურებდა. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ისეთი გრძნობა დაეუფლათ, რაც აქამდე არ განუცდიათ. ისინი ხომ ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ისე ახლოს, რომ ამ სიახლოვით გამოწვეულ ერთმანეთის ძლიერ აჩქარებულ გულისცემასაც კი გრძნობდნენ. ანისიას მხოლოდ ის უნდოდა, რომ მთელი ცხოვრება ასე ესმინა მაიკლის გულისცემისთვის. კვლავ გაუჩნდა მისი დაკარგვის შიში და ამან უარესად აუჩქარა გული და სუნთქვა შეუკრა.იგი მაიკლს უყურებდა და გრძნობდა როგორ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს მათი ტუჩები. ორივემ თვალები დახუჭა და ერთმანეთს აკოცეს. ეს ანისიასთვის პირველი კოცნა იყო, მაიკლისათვის კი პირველი სასიყვარულო კოცნა. ორივეს გული გამალებით უცემდათ და იმდენად დიდი იყო მათი მღელვარება, რომ სუნთქვაც უჭირდათ. ისინი უსასრულო სამყაროში გადაეშვნენ, სადაც მათი სიყვარულის გარდა არაფერი იყო. მათ ერთად ერთ ოცნების სამყაროში შეადგეს ფეხი, საიდან გამოსვლასაც სიცოცხლის ბოლომდე არცერთი არ აპირებდა. ორ დღეში ერთმანეთს კვლავ იმ ადგილას შეხვდნენ და ერთად მზის ჩასვლას უყურებდნენ. -რა ლამაზად ჩადის მზე.-თქვა ანისიამ. -უფრო ლამაზად ამოდის. -ჰო? -შენთან ერთად მზის ამოსვლას აუცილებლად შევხვდები. -მე პრობლემა არ მაქვს. ანისიამ მაიკლს მკერდზე თავი დაადო, მაიკლმაც მას ხელები მოჰხვია და ასე იყვნენ კარგა ხანს. სიმშვიდეში, რომელსაც ორივენი სიამოვნებით უგდებდნენ ყურს. იყვნენ მხოლოდ ორნი, მათი სიყვარულივით უსასრულო ცასთან და ხმელეთთან ერთად. თითქოს ორივეს ეშინოდა ამ საამო სიმშვიდის დარღვევის და განგებ გაჩუმდნენ. ანისია კრიალა ცას უყურებდა. ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და სიჩუმე დაარღვია. -ცა და ზღვა ყველაზე მეტად მიყვარს და იცი რატომ? -რატომ? -იმიტომ, რომ შენი თვალების ფერია.-და მაიკლს შეხედა.-როცა მათ ვუყურებ, მგონია რომ შენს თვალებში ვიძირები. მინდა სულ ასე გაგრძელდეს. -აუცილებლად გაგრძელდება. -იმის შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, ჩემთვის კიდევ აინთო ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი და ეს უკანასკნელია.თუ შენ წახვალ, ისიც ჩაქრება და ცხოვრებას აღარასდროს გამინათებს. -შენთან დაშორებას, სიკვდილი მიჯობს. და ცოტახნით ისევ გაჩუმდნენ. მალე მაიკლმა ანისიას უთხრა: -4 დღეში დაბადების დღე მაქვს. -მართლა? რა კარგია. -დიდ წვეულებას ვმართავ. ესპანეთიდან ჩემი ნათესავები და მეგობრები ჩამოვლენ, მათ შორის მამაჩემიც. აქაური მეგობრები და ნათესავებიც იქნებიან. მაგრამ შენ თუ არ იქნები, წვეულება არ შედგება. -ანუ დაბადების დღეზე მპატიჟებ? -უარს არ მივიღებ. -ვინ გითხრა რომ უარს ვამბობ. და მაიკლს ლოყაზე აკოცა. -გმადლობ რომ არსებობ. -შენც გმადლობ. ანისია სახლში რომ მივიდა, ელენეს დაურეკა. ელენე კარგა ხანი იყო დასასვენებლად იყო წასული, ანისია მას ვეღარ ნახულობდა, ამიტომ მობილურზე ელაპარაკებოდა და მაიკლზეც ყველაფერს უყვებოდა. ამჯერადაც ესაუბრა ელენეს და უთხრა რომ მაიკლის დაბადების დღეში აპირებდა წასვლას და კაბის არჩევაში დახმარება სთხოვა. ელენემ კი ინტერნეტით ორი კაბა შეურჩია და ფოტოები გაუგზავნა. ანისიას კაბები მოეწონა და მეორე დღესვე იყიდა. 4 დღეში მაიკლის დაბადების დღეც დადგა. ანისია,გაბრიელი და ანისიას ბებია მის დაბადების დღეში წასასვლელად ემზადებოდნენ. ანისიამ დილით შხაპი მიიღო და ბებიასთან ერთად სალონში წავიდა. ანისიას თმები ძალიან ლამაზად დაუხვიეს და მაკიაჟიც გაუკეთეს. სახლში რომ მივიდნენ, ანისია თავის ოთახში ავიდა და გარდერობიდან ახალი, ულამაზესი შავი კაბა გამოიღო. ამ დროს მასთან გაბრიელი შევიდა. -ემზადები პრინცესა? -ჰო,მამა. -ეს კაბა აირჩიე? -ჰო, ეს უფრო დახვეწილია ვიდრე მეორე. -კარგი არჩევანია. მიდი ჩაიცვი. -ჯერ გადი თორემ როგორ ჩავიცვა? -ჰო რათქმაუნდა. -ბებიას უთხარი ამოვიდეს, ჩაცმაში დახმარება დამჭირდება. გაბრიელი გავიდა. ანისიამ კი კაბა საწოლზე დადო და საწოლის კარადასთან მივიდა. უჯრა გამოაღო, იქიდან თავისი და მაიკლის ფოტო გამოიღო ერთად გადაღებული, ჩარჩოც ამოიღო და ფოტო შიგ ჩასვა. -დაბადების დღეს გილოცავ. უთხრა ფოტოზე მაიკლს და აკოცა. შემდეგ ფოტოს კარადაზე დადებას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ბებიამისმა მოულოდნელად შეაღო მისი ოთახის კარები, ანისია კი შეხტა და ფოტო ხელიდან გაუვარდა. ჩარჩო სულ გატყდა. -ეს რა ქენი?-შეშფოთდა ბებია. -არაუშავს, სხვა ჩარჩოში ჩავსვამ. -ფოტო რომ ტყდება კარგი არაა. ანისიამ ფოტო აიღო და ჩარჩო შეუცვალა. ბებიამ კი მინები აიღო და გადააგდო. შემდეგ ანისიას კაბის ჩაცმაში დაეხმარა. ანისია ძალიან ლამაზი იყო. ალმასივით ბრწყინავდა, მთვარესავით ანათებდა და ვარსკვლავივით კაშკაშებდა. ძნელი იყო მისთვის თვალი მოგეწყვიტა. 5 საათისთვის ყველა მანქანაში ჩასხდნენ და მაიკლთან გასწიეს. მალევე მივიდნენ იქ. სამივენი მანქანიდან გადავიდნენ და შიგნით შევიდნენ. უკვე ბევრი სტუმარი იყო მისული და უკვე მაიკლსაც ჰქონდა მიცემული ინტერვიუ ჟურნალისტებისათვის. მაიკლმა ანისია რომ დაინახა, მაშინვე მასთან მივიდა. -ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილხარ როგორიც ახლა ხარ. -ეს კომპლიმენტია? -რაც გინდა ის იყოს. -დაბადების დღეს გილოცავ. -გმადლობ. -ეს შენი საჩუქარია. და ანისიამ მაიკლს საჩუქრის ყუთი გაუწოდა. მაიკლმა გამოართვა, გახსნა და ამოიღო მცირე ზომის,კოხტა ნამუშევარი: მთაწმინდის მოციმციმე ანძა, მის წინ პატარა ბაღი და იმ ბაღში გოგო და ბიჭი ჩახუტებულები იდგნენ. აღფრთოვანებულმა მაიკლმა ანისიას შეხედა. -მთაწმინდის პარკი.-თქვა მაიკლმა. -გახსოვ? ერთმანეთს პირველად იქ შევხვდით. ორივემ გაიხსენა პირველი შეხვედრა და გაეღიმათ. -მახსოვს, სასტიკად მეჩხუბე. -ხედავ მაგ დღემ სადამდე მიგვიყვანა? -ერთმანეთი სიგიჟემდე შეგვაყვარა. -ისე დაგვაკავშირა,რომ ვერავკთარი ძალა ვეღარ დაგვაშორებს. -ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე აღარ შეგვიძლია. -და თუ განგება მაინც დაგვაშორებს,ჩვენი სიცოცხლეც იქ დასრულდება. -შენი ტკბილი ხმის მოსმენა, შენი ლამაზი თვალების ყურება და შენს ნაზ თმებზე შეხება,ჩემთვის მთელი სამყაროა. -ნეტავი ეს ყველაფერი უსასრულო იყოს,ნეტავი არ დასრულდეს... -და შენთან განშორება არ მომიწიოს. -დაბადების დღეს გილოცავ მაიკლ,კიდევ მრავალს დაესწარი. -მხოლოდ შენთან ერთად. ამდენ ხალხშიც კი ეს ორი ადამიანი, ერთმანეთთან მაინც განმარტოვდნენ, ისე რომ ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდნენ. ისინი უძლიერესმა სიყვარულმა დააკავშირა და ახლა ამ კავშირის გარეშე აღარცერთს აღარ შეელო. მალე გართობაც დაიწყო. ხალხი მუსიკებზე ცეკვავდა და მხიარულობდა. ამასობაში დაღამდა კიდეც. მაიკლმა წყნარი მუსიკა ჩართო და ანისია გამოიცეკვა. შეყვარებულებს კიდევ მიეცათ საშუალება რომ ერთად ყოფნით და ერთმანეთის სიახლოვით დამტკბარიყვნენ. ერთად ძალიან ლამაზად ცეკვადნენ. ყველა მათ შესქრეროდა და ამჩნევდნენ თუ როგორ ძლიერ უყვარდათ მათ ერთმანეთი. ისე იყვნენ გატაცებულები ერთმანეთთან ცეკვით, რომ ხმასაც კი არ იღებდნენ და არც არსად იხედებოდნენ. მხოლოდ ერთმანეთის სახეს უყურებდნენ და იმ წუთებს მთელი არსებით შეიგრნებდნენ. ცეკვა რომ დაასრულეს, მაიკლმა ანისიას უთხრა: -ასეთი კარგი ცეკვა სად ისწავლე? -არსად. უბრალოდ შენთან ერთად გამომივიდა. -მშვენიერია. წამოდი, მამაჩემს გაგაცნობ. ოღონდ მან ქართული არ იცის. -აბა როგორ გავიცნობ? -მე ვიქნები თქვენი თარჯიმანი. მაიკლმა მამასა და ანისიას ერთმანეთი გააცნო. შემდეგ კი გვერდზე გავიდნენ. -ახლა ცოტახნით დაგტოვებ. მალე მოვალ. მაიკლმა წასვლა დააპირა, მაგრამ უცბად ანისიამ ხელზე ხელი მოჰკიდა და გააჩერა. -სად მიდიხარ? -ძმაკაცებთან. -იმედია ერთმანეთს კიდევ ვნახავთ. -რათქმაუნდა. ამას თქმა რად უნდა. -კარგი. მაშინ წადი. მაიკლი წავიდადა ანისიას ხელი გაუშვა. მათი ხელები ერთმანეთს დაშორდნენ. ანისიამ ტანში სიცივე იგრძნო და ხელები მხრებზე გადააჯვარედინა, თან მაიკლს უყურებდა, სანამ თვალს მოეფარებოდა. შემდეგ კი კვლავ მამასთან და ბებიასთან ერთად დაჯდა. მაიკლი კი ძმაკაცებთან ერთად გარეთ გავიდა. -ანისია მართლა გიყვარს?-ჰკითხა ერთ-ერთმა ძმაკაცმა მაიკლს. -რათქმაუნდა მიყვარს. ამ დროს ანისიას მობილურმა დაურეკა, ელენე იყო. -ალო!-გააგონა ანისიამ. -ანისია,-უთხრა ელენემ.-როგორია მაიკლის დაბადების დღეში? კარგად ერთობი? -ელენე, არ მესმის ხმაურია. 2 წუთით გავთიშავ, გარეთ გავალ და გადმოგირეკავ. ანისია ადგა და გარეთ გავიდა. მაიკლი და მისი ძმაკაცებიც იქვე იდგნენ. გარეთ გასვლისთანავე ანისიამ გაიგონა მაიკლის ერთ-ერთი ძმაკაცის ნათქვამი: -არ მეგონა თუ ანისიას ასე დაუახლოვდებოდი. ანისიამ თავისი სახელი რომ გაიგონა,გაჩერდა და ყური დაუგდო. -რატომ არ გეგონა?-ჰკითხა მაიკლმა. -მაგ გოგოს, ისევე როგორც ყველას,ხომ გასართობად მიიჩნევდი. სიყვარული ხომ შენთვის არაფერს წარმოადგენს. შენ არ იყავი რომ იძახდი: ,,ანისიასთან ცოტას გავერთობი და რომ მომბეზრდება მივატოვებო?" ანისიამ ეს რომ გაიგონა, შოკში ჩავარდა. მოსმენილის დაჯერება უჭირდა,ამას სიკვდილი ერჩივნა. თავი კოშმარულ სიზმარში ეგონა. კოშმარში, რომელიც ყოველთვის მალე მთავრდება. ანისიამ სცადა გაღვიძება, მაგრამ არ გამოუვიდა. რასაკვირველია, რა მწარე და მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ეს რეალობა იყო და არა კოშმარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.