შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბრალია!(14)


31-08-2016, 18:02
ავტორი Behandice
ნანახია 2 460

-საბა შენ ხარ?რასაკეთებ აქ?შემაშინე.გაუღიმე და მისკენ წავედი,ის კი ისეთივე ცივი მზერით მიყურებდა ხმას არ იღებდა.
-ჰო მე ვარ.
-რასაკეთებ აქ?იცი..აქეთ იქეთ ვიხედებოდი..ჯობია აქიდან წახვიდე ვიღაცას ველოდები და..
-ვის?
-საბა ჯობია აქიდან წახვიდე საშიშია კრიმინალია არვიცი რას მოიმოქმედებს არმინდა დაშავდე. ის ისევ დუმდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.საბა არ გესმის?პასუხად სიცილი მივიღე,იდგა და გულიანად იცინოდა,დიდი ირონიით გაჟღენთილი იყო ეს სიცილი,თითქოს მე დამცინოდა,მააშკარავებდა რომ დიდი შეცდომა დაუშვი და სწორედ მაშინ მივხვდი ჩემ შეცდომას,რათქმაუნდა ის იყო,საბა იყო ყველაფერი რაც მოხდა მან ჩაიდინა,ყველაფერი იცოდა ჩვენს შესახებ შეეძლო ამ ინფორმაციის გაგება,მხოლოდ იმას ვერ ვიგებდი რატომ?მიზეზი რა იყო?მე რა შუაში ვიყავი ამ ყველაფერთან,მარა უცებ მივედი დასკვნამდე სავარაუდოდო მიშოსთან გაასწორა საქმე იმით რომ მე მაზარალებდა როგორც მის საყვარელ ქალს,დანარჩენს ახლა გავიგებდი,არ ვაპირებდი ფეხის მოცვლას თუნდაც მოვეკალი სანამ ყველაფერს არ გავიგებდი.
-რა გულუბყვილო ხარ ანა!უცებ უშვი ხელი და დიდი მანძილით დავიხიე უკან.
არვიცი ეს რა იყო,გაოცება?იმედგაცრუება?სხვა ადამიანის მოლოდნილი?შიში?არვიცი მარა მთელი სხეულით ვკანკალებდი.
-არ მელოდი არა?დამცინავ ხმას არ იშორებდა.
-შენ?როგორ რანაირად?ეს როგორ გააგიკეთე?
-ძალიან მარტივად,ჩემი ბრალი არაფერია შენმა საყვარელმა ქმარმა დაიწყო.ხელები აწია ზემოთ და უდარდელი ორი წლის ბავშვის სახე დაკერა,თან ადგილზე დადიოდა.
-რა დაიწყო?
-ოო ნუთუ შენთვის არაფერი უთქვამს რა საბრალო ხარ.
-რა უნდა ეთქვა იქნებ შენ მითხრა?!
-ჩემი არ გეშინია ასე თამამად რომ მელაპარაკები?
-შენი რატომ უნდა მეშინოდეს?მეცოდები!ასეთი მანიაკი ადამიანი როგორ უნდა იყოს!თუმცა შენ ბუნების შეცდომა ხარ!
-სასაცილოა,უნდა გეშინოდეს,იქნებ შენც გაგისტუმრო იმ ქვეყნად.
-მიფრთხილდი იგივეს გაკეთება მეც შემიძლია.
-ძალიან შემაშინე.
-რატომ გინდოდა ჩემი ნახვა?
-აჰჰჰ..სახე დამანჭა..იცი რა არის ჩემო ანაკო მომწყინდა დამალობანას თამაში და ასპარეზზე გამოსვლა ვამჯობინე.
-ვერ ვხვდები საერთოდ რა გინდა ჩემგან და მიშოსგან,ეს როგორ გაუკეთე მიშოს.
-ვერ ხვდები???!ხმას აუწია მე კიდე უკან დავიხიე ის ჩემსკენ მოდიოდა.
-ამიხსენი!
-მოდი მოკლედ გეტყვი შენი ქმარი მაგარი ა*ვარია!
-სიტყვები შეარჩიე ლაპარაკის დროს!! არ დაგავიწყდეს ვისზე ლაპარაკობ!
-მშვენივრად ვიცი ვისზეც ვლაპარაკობ!მოღალატე ძმაკაცზე,ძმაზე.
-საბა რაზე ლაპარაკობ??????
-ოიიი..ღმამაღლა დაიყვირა,ხელები უკანკალებდა და თან ხმას უმატებდა,დოზა ჰქონდა მიღებული..ჩემსკენ წამოვიდა და ხეზე მიმანარცხა...შენ მაქციე იმათ რაც ვარ!
-ხელი გამიშვი!საცოდავად ვფართხალებდი და თავის დაღწევას ვცდილობდი.
-არ გაგიშვებ მან შენი თავი წამართვა!!!უთხარი რომ მიყვარდი,ადგა და ცოლად მოგიყვანა ვითომაც არაფერი!!
-გაგიჟდი??რას ქვია გიყვარდი?ამიტომ ხოცავდი ყველას ეჭვიანობის გამო?!
-ოო შენ არ იცი ეჭვიანობა რამხელა იარაღია ადამიანისთვის,იმდენად დიდი რომ ხელაუღებელ მკვლელადაც კი გაქცევს!
ხმას ვერ ვიღებდი ისევე მის მკლავებში ვიყავი ხეზე აკრული,ის კი აგრძელებდა.
-შენ ჩემი იყავი!იმ დღეს სავადმყოფოში რომ დაგინახე მის მერე ჩემად მიგიჩნიე!!მან რა გააკეთა????ამიხსენი რა გააკეთა!ხმას უწევდა და პირიდან დორბლები მოდიოდა..იცოდა ყველაფერი იცოდა და მაინც მილიონ გოგოში შენ მოგიყვანა ცოლად!ეს ამბავი რომ გავიგე იცი რა დამემართა?ის შეგეხებოდა,დაგისაკუთრებდა,ჩაგეხუთებოდა,შენს გვერდით დაწვებოდა!სულ ერთად იქნებოდით სულ!ჩემს სახეზე თითებს დაატარებდა და კონტურებს ხაზავდა მე კიდე დაღწევას ვცდილობდი,უმატებდა ხმას და მეშინოდა,სერიოზულად მეშინოდა და ვწუხდი,ის ხომ ასეთი არ იყო,გარემოებამ აქცია ასეთად,ახლა კი ეგ გარემოება მე ვიყავი,ისეთი ეგოისტი აღმოჩნდა რომ ვერ გადაიტანა ჩემი სხვასთან ყოფნა,სადაცაა ტირილს დავიწყებდი,მთელი სხეულით ვკანკალებდი,არვიცი ძალა როგორ მოვიკრიბე მაგრამ ფეხებშუა წიხლი ამოვარტყი და ძირს გავაგორე,ის კიდევ იცინოდა.
-გგონია მტკივა?იმაზე მეტ ტკივილს არ განვიცდი დამიჯერე რაც უშენობით განვიცადე!
უკვე ნერვიულობისგან სულს განუტევებდი,არვიცი ძალა როგორ მოვიკრიბე.
-მანიაკი ხარ!შენ რასაც ყვები აბსურდია!დიდი სისულელა შენ უბრალოდ შეგეძლო გაგეშვი შენი გულიდან და სხვა შეგეყვარებია,ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის კი ბედნიერების უფლება მიგეცა,შენ როგორც მოიქეცი ეს გაუმართლებელია!!ასეთი რამ მიუღებელია,მანდამაინც ცუდ გზას უნდა დადგომოდი?შეგეძლო ნორმალური ადამიანივით მოგეგვარებინა მაგრამ შენ თავს შეხედე შენ ადამიანური აღარაფერი შეგრჩენია სხეულის გარდა,არც გრძნობები არც ადამიანობა,არც სინანული,არც სიყვარული!შენ მე არ გიყვარდი!შენ უბრალოდ მანიაკად იქეცი და ამომიკვიატე და ამას უძახი სიყვარულს!
-ბრავო!ფეხზე წამოდგა და ტაშს მიკრავდა,მაგარი ლექცია ჩამიტარე დედიკო!ახლა ჩემი ჯერია,უცებ შეეცვალა მზერა და გაავებულ აფთარს გავდა რომელიც მსხვერპლს მისდევდა დასაჭერად მერე რომ დაეჯიჯგნა,უცებ უკან წავიღე ხელი და იარაღი ამოვიღე.
-ნაბიჯი აღარ გადმოდგა!
-ოპს!ადგილზე გაჩერდა და ხელები აწია ზემოთ,მემგონი მისი საყვარელი ჩვევა იყო ეს ხელების ზევით აქაჩვა...გნებდებით ქალბატონო!მაგრამ არა! ისევ გააგრძელა ჩემსკენ გზა.
-გაჩერდი თორე გესვრი!
-სასაცილოა!ვერ მესვრი!
-გინდა დავრწმუნდეთ?
-არა საჭირო დარწმუნება ვერ მესვრი,არასოდეს გისროლია თან არამგონია იმ ქვეყნად ჩემი მკვლელობით სულ დამძიმებულს გინდოდეს წასვლა!
-ჭკვიანი ხარ მარა მაინც შემიძლია გესროლო!
-ან იქნებ მე დაგასწრო!უკნიდან იარაღი დააძრო და დამიმიზნა,შემეშინდა.
-1*1.
-იარაღი დააგდე!
-იგივეს თქმა შემიძლია მეც!თან შენ ვერ მესვრი მე კი გამოცდილი ვარ მერწმუნე!
-ვნახოთ!უთხარი და გაუბედავად მარა ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა ჩახმახს თითი გამოვკარი და ფეხში დაუმიზნე,ამითო დავარწმუნებდი რომ მისი არ მეშინოდა და გაქცევასაც ვეღარ შეძლებდა მტკივანი ფეხით.შებარბაცდა და ხეს მიეყდნო,სახე დამანჭა ეტყობა ძაან ტკიოდა.
-მოდი ვითამაშოთ შე კახ*პა!
გასროლის ხმა გავიგონე რომელიც ჩემი მიმართულებით იყო,მკვრივი ტკივილი ვიგრძენი.ძირს ჩავიკეცე,ის კი მომიახლოვდა.
-ასეც ვიცოდი!დაიხარა და ტანზე დამეჯაჯგურა ჯავშანის გახდას ცდილობდა გახსნა მაგრამ ვერ გამხადა.ძაღლების ყების ხმა გავიგონე,ხმაური ისმოდა ჩემ სახელს იძახდნენ.
საბა უკან მიტრიალდა და ერთი ჩაიცინა მე მანამდე წამოვდექი და ხეს დავეყდენი.
-რატომ არ გარბიხარ?უყურებდი ადგილიდან არ ინძრეოდა და მიყურებდა.
-შენ რა გგონია გაქცევას ვაპირებდი?რატომ მოვიოდი აქ მაშინ?იმის მიუხედავად რომ ვიცოდი შეიარაღებული გადაცმული პოლიციელების და გამომძიებლების მთელი ბრიგადა იყო გარეთ.
-ანუ შენ ყველაფერი იცოდი?როგორ?
-ისიც ვიცი მიკროფონი რომ გაქვს დამონტაჟებული აი მანდ,მკერდისკენ გადმომხედა და გააგრძელა ლაპარაკი...ყველაფერი რაც ვთქვი ჩაწერილი იქნება,ფაქტიურად ვაღიარე დანაშაულებები,ის თუ როგორ მოვკალი შენი საყვარელი ვაჟიკო,ნიკუშას მკვლელობა არ გამომივიდა,ცოტა ნასვამი ვიყავი და ავაცილე..იცინოდა..აი მიშიკოს მკვლელობას კი საერთოდაც არ ვაპირებდი,ის მაინც გადარჩებოდა შენ რომც არ მიგესწრო.
-რა..რა?საიდან ამდენი?აგენტი გყავს განყოფილებაში?
-იმაზე მეტი შემიძლია მაგ განყოფილებაში ვიდრე შენ როდესმე იფიქრებ ა ნ ა კ ო. ხმაური გამძაფრდა გვიახლოვდებოდნენ.
-იარაღი დააგდეთ ალყაში ხართ!გავიგონე ნაცნობი ხმა,არ მეგონა უფროსი თვითონ თუ წამოვიდოდა საქმეზე,არც ახლოს იყვნენ მაგრამ არც შორს.
-ოო ოღონდ ეს არა..სახე დამანჭა საბამ.
გაკვირვებული სახით უყურებდი,მან ხომ ისედაც იცოდა რომ მოვიდოდნენ რატომ შეიცახა.
-არ მეგონა ისიც თუ მოვიოდა.
-ვინ ისიც?
-ოო რამდენი რამე არ იცი..ჩემ საყვარელ მამიკოს ვგულისხმობ.
-მამიკოს?შენ ხომ არც გაგიხედავს უკან ზურგით დგახარ როგორ დაინახე!
-არცა დანახვა საჭირო ხმა ხომ გავიგონე.
-მოიცა რა?? თვალები გადმოვკარკლე მარტო ბატონი დიმიტრის ხმა გაისმა ანუ რა გამოდიოდა ახლა.
-მართალი ხარ!
-რაში ვარ მართალი?
-იცი ბევრი დრო აღარ მაქვს უკვე ახლოს არია დროა აღვასრულო ის რისთვისაც აქ ვარ!ზიზღით თქვა და იარაღი დამიმიზნა,მერე თავისკენ შეატრიალა.
-არა ეს არ გააკეთო!
იარაღი ძირს დაუშვა და ისევ მე გამისწორა.
-რათქმაუნდა არ გავაკეთებ,ვნახავ შუბლში მოხვედრილი ტყვიით როგორ გადარჩები,რა სამწუხარო იქნება მიხეილისათვის,მაგრამ ან ჩემი იქნები ან მკვდარი!პირველი გამორიცხულია მეორეს გეგმას შეუდგეთ.ჩახმახს ხელი გამოკრა და ხის უკან დავიმალე,მერე კი მთელი ძალით გავიქეცი,მესმოდა ხმები მარა მხოლოდ ჩემი ქოშინის ხმა მესმოდა ნათლად.ხესთან შევისვენე და გაქცევას ვაპირებ გასროლის ხმა და ტკივილი რომ ვიგრძენი,გვერდიდან მომხვდა ტყვია იქ სადაც ჯავშანი არ მიცავდა,ხელი მივიდე და გზის გაგრძელება ვცადე,ყველაფერი ბრუნავდა,ვეღარაფერს ვარჩევდი,ვერც გამოსახულებას,ვერც ფერებს საერთოდ ვერაფერს,ყურებიც დამიბუგდა და ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო,მერე თვალებში შუქმა შემომანათა საიდანღაც და უკან რომ შევტრიალდი მომღიმარი გამოსახულება დავინახე,მერე გასროლის ხმა და სხეული დამეცა ზემოდან,გავითიშე მერე აღარაფერი მახსოვს,საერთოდ არაფერი.

*მიშო*
ანას მესიჯები რაც ვნახე მის მერე დავრწმუნდი რომ საბას ხელი შეიძლება ერიოს ამ საქმეში,დარწმუნებულიც ვიყავი მაგრამ არმინდოდა დამეჯერებინა რომ ბავშვობის საუკეთესო მეგობარი,ძმა,ძმაკაცი ამას გამიკეთებდა,არმინდოდა ანას ამის შესახებ ჯერ რამე გაეგო და საბას ნახვა გადავწყვიტე,სჯობდა ანა რომ წავიდოდა სამსახურსი მერე გავსულიყავი სახლიდან თორემ ჩხუბს ვერ ავცდებოდი ასე,ამიტომ დავიმშვიდე თავი.
რომ გავიღვიძე პალატაში ვიწექი,თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი,გაბრუებული ვიყავი.მერე გამახსენდა რაც მოხდა,მხოლოდ ის მახსოვდა წვენი რომ დავლიე წამოვდექი და ნაბიჯი ვეღარ გადავდგი,ძირს დავეცი და ვიხჩობოდი,ყელი მეწვოდა,ვცადე ანასთვის დამეძახებინა მაგრამ არ გამაგონა,მუსიკების ხმა მესმოდა,ვიგუდებოდი,ყველაფერიმა ტრიალი დაიწყო და ვეღარაფერს ვხედავდი,მერე გავითიშე,აზრზე არ ვარ რამოხდა,წამოვჯექი და ჩემს წინ მჯდარი ბიჭი დავინახე ფურცლებით ხელში.
-გაიღვიძე?ექიმს დაუძახებ.
-კი მაგრამ შენ ვინხარ?ბიჭი კარებისაკენ მიდიოდა და ექიმიმს დაუძახა,მალე ექიმიც მოვა.
-მე ანას პარტნიორი ვარ,მან გამომიშვა შენთან.
მე ექიმს გადავხედე
-ექიმო რამჭირს?
-მოწამლული იყავით,კუჭი ამოგირეცხეთ და ახლა ყოველი შემთხვევისათვის გადასხმას გაგიკეთებთ,რამოდენიმე საათში გაგწერთ.მითხრა და დაგვტოვა,მე ბიჭს მიუბრუნდი.
-ნიკა ხარ?ანა სადა?
-კი ნიკა ვარ..ანა..იცი მან გამომიშვა რომ მეჩვენებინა შენთვის რაღაც.
-აქ რატომ ვარ ჩემი მოწამვლა შემთხვევითი არ იყო ხო?
-მართალი ხარ,აი ეს არის იმ ბიჭის ფოტორობოტი რომელიც პირველად დავაკავეთ ვაჟა ჯიშკარიანის მკვლელობის გამო და გვეგონა მორჩა ყველაფერი მარა მთავარი მკვლელი თავისუფალი იყო,სწორედ მან დამჭრა მე.
-ეს ხომ ბექა ამაღლობელია?!ფურცელი უკან გაუწოდე.
-კი ეგა საიდან იცნობ?კიდევ მაქვს თვალისფოტორობოტი მთავარი მკვლელის,მაგრამ რამდენად გამოგვადგება არვიცი იქნებ მაინც გენახა.
-ჩემი მეგობრის მეგობარ...უცებ ყველაფერი დატრიალდა და სიტყვა შუა გზაში გამიწყდა,ბექა ხომ საბას მეგობარი იყო,მერე გამახსენდა დილად მომხდარი საბაზე ეჭვები რომ გამიმტკიცდა და უნდა მენახა,თავზე ხელი მივიჭირე და ნიკას ფურცელი გამოვგლიჯე.
-ეს შეუძლებელია!!!ნიკა ანა სადააა??
-ისს...
ხელიდან გადასხმის ნემსი მოვიძვრე და წამოვფრინდი ფეხზე.
-სადაა მეთქი??მითხარი რომ უსაფრთხო ადგილასააა!!!!
-კუს ტბაზეა.
-რა?რაუნდა იქ?
-იმ კრიმინალს უნდა შეხვდეს.
-რაა????დავიღრიალე გაგიჟებულმა და ნიკას ყელში ვწვდი.
-მიშა მიშა გამიშვი დავიხჩვი!ნუ ნერვიულობ არაფერი მოუვა დაცვა არის თან დაიცავენ!
ხელი გაუშვი.
-საბა გოგრიჭიანი.
-რა?
-საბა გოგრიჭიანი ის არის მთავარი მკვლელი.
-რა?გაოცდა ნიკა..ვინ საბა გოგრიჭიანი?ბატონი დიმიტრის ვაჟი?
-მალე დარეკე და შეატყობინე ეს ამბავი.
ნიკამ ტელეფონზე ნომერი აკრიბდა და დარეკა.
-დათო სად ხართ?გესმის ჩემი?მკვლელი საბა გელოვანია.
-ვიცით,ის დაჭრილია.
-რა?სად ხართ?ხმიანზე ჩართო ტელეფონი და ნეტა არ ჩაერთო.
-რესპუბლიკურში მოვდივართ.
-მეც მანდ ვარ ვინ დაიჭრა კიდე საბას გარდა?ანა სადა?
-ანა..ის ძალიან მძიმედა დაჭრილი,საკაცე გაამზადებიე ორ წუთში მანდ ვართ.
ეს როგორ გავიგონე როგორ გავვარდი პალატიდან არვიცი,კლინიკის გარეთ ვიდექი და მალე მანქანების ხროვაც მოვიდა,დიმიტრის მოყავდა ანას ნახევრად უსულო სხეული,უკან ბიჭებს კი საბა,მე ანას მივვარდი,საკაცეზე რომ დააწვინეს საოპერაციომდე მივყვებოდი,უყურებდი სისხლში ამოსვრილ სხეულს და გული მეკუმშებოდა,ჩემ გამო მოხდა ეს ყველაფერი,საერთოდ არ უნდა გამოვჩენილიყავი მის ცხოვრებაში,ახლა ისეთივე ლაღი და ჯამრთელი იქნებოდა,საოპერაციოში აღარ შემიშვეს,მოსაცდელი ხალხით ივსებოდა,მე ვერავის იქ ყოფნას ვერ ვგრძნობდი,მხოლოდ ანაზე ვფიქრობდი,ის უნდა გადარჩენილიყო!ჩემი ბრალია თვი დროზე არ უნდა გამეშვა გვერდით უნდა მყოლოდა,უნდა დამეფასებია მისდამი სიყვარული,არუნდა მეცადა ამდენი!როგორ წავიდა ჩემთან შეუთანხმებლად ჭკუიდან ვიშლები.მალე ნაცნობი სილუეტები დავინახე.ლანა და მარიამი ცრემლებად იღვრებოდნენ,ალექსანდრე და გიორგი კი გაცოფებული მომვარდნენ და კითხვები დამაყარეს.
-რამოხდაა???კითხვაზე გადმოვიდა გიორგი პირდაპირ.
-არვიცი,არაფერი არვიცი.ძირს ჩავიკეცე და ხელებში ჩავრგე თავი,გულზე მეყრებოდა ჩემი უუნარობის გამო ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება შემეძლო,შეიძლება ანა იქ საოპერაციო მაგიდაზე მომკვდარიყო მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო სულ არაფრის!სანდრო და გიორგი გვერდიდან მომიჯდენ,ორივე ჩემ დღეში იყვნენ,გიორგი უარესშიც ალბათ.
ოპერაცია ძალიან დიდხანს გაგრძელდა,არავინ არაფერს ამბობდა,ექთნები აქეთ-იქეთ დარბოდნენ,ორ უმძიმეს ოპერაციას ატარებდნენ ექიმები და მათ ადგილას თავის წარმოდგენა არც შემეძლო ამ წუთას,უკვე ვნერვიულობდი მთელი სხეული მიცახცახებდა,ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი,თავს ნერვიულად ვიქექავდი,მალე ნიტა და ალქსანდრე გამოჩდნენ,ჩვენსკენ მორბოდნენ ნიტა ტიროდა,ალექსანდრე კი ასეტი გაბრაზებული არ მინახავს ჩემსკენ მოდიოდა.ჩამოფრენა მოასწრეს მათ და ანა ისევ საოპერაციოში იყო,ურეაქციოდ ვიდექი,ალექსანდრე ყელში მწვდა.
-მე შენ ჩემი შვილი,ჩემი ქონება ჩაგაბარე შენ კი მას არ მიხედე!იცოდე რამე რო მოუვიდეს არ გაცოცხლებ!დედას გი*ირებ!თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა ალექსანდრე,ვგრძნობდი რომ ვიხრჩობოდი,გიორგი ეცა მამამისს ხელში და გააშვებია.
-მამა დამშვიდდი რა დღეშია ვერ ხედავ?შენ უმატებ!ყველაფერი კარგად იქნება,დიდ ალექსანდრეს თვალებში დიდი სევდა ამოვიკითხე,მხარზე ხელი მომიჭირა გამხნევების ნიშნად თავი დამიკრა და მის ცოლთან წავიდა რომელიც გოგოებთან იჯდა და სავარაუდოდ მეტ ინფორმაციას იღებდა,მალე დედაჩემი და მამაჩემიც გამოჩდნენ,გულის სიღრმეში გამიხარდა რომ მოვიდნენ და გავბრაზდი კიდეც მარა ამისთვის არ მეცალა ექიმი გამოვიდა და იქეთკენ გავვარდი.
-ანა ავალიანთან ბრძანდებით?
-დიახ!მე უპასუხე და წინ გავიწიე.
-როგორ არის ანა?მარიამი წამოიწია გაბერილი მუცლით.
-პაციენტი ძალიან მძიმედა,სიკვდილს გამოვაცალეთ ხელებიდა,ჯერ კიდევ არ ვიცით რა იქნება,მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, მამას ვთხოვ წამომყვეს რომელია?ინტერესიანი მზერა მოგვავლო.
-მე ვარ!ალექსანდრე წამოიწია წინ და ექიმისკენ წავიდა,ექიმმა კი ინტერესიანი მზერა მოავლო სანდროს.
-ბატონო მე ბავშვის მამა ვიგულისხმე,ქმარი რომელია?
ინტერესიანი თვალებით უყურებდი ვერ გავიგე რას გულისხმობდა.
-მე ვარ მაგრამ რას გულისხმობთ?გაკვირვებით უთხარი და ექიმი წინ წავიდა.
-წამობრძანდით.
მეც უკან გავყევი და კაბინეტში შევედით....

ესეც ახალი თავი ჩემო საყვარლებო,ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით,დაახლოებით 2 თავში დავამთავრებ ალბათ.ველოდები თქვენს შეფასებებს და მოსაზრებებს ამ თავთან დაკავშირებით. heart_eyes სიყვარულით თქვენი მარიამი.



№1 სტუმარი inga

zaaalian magariaa,rogor velodi da rogor ar meyoooo.gana patara tavia,magram mainc ar meyo.sainteresod vitardeba movlenebi da dadzabulad.najgabni araa es,mshvenieri istoriaa chemo kargo da wamatebebs gosurveb.mxolod am istorias ki ara,momdevno istoriebsac siamovnebit davelodebi da wavikitxav.

ai isetia,rom kitxulob da rom ar ginda damtavrdes (anu gawydes naweri)

 


№2  offline მოდერი Behandice

inga
zaaalian magariaa,rogor velodi da rogor ar meyoooo.gana patara tavia,magram mainc ar meyo.sainteresod vitardeba movlenebi da dadzabulad.najgabni araa es,mshvenieri istoriaa chemo kargo da wamatebebs gosurveb.mxolod am istorias ki ara,momdevno istoriebsac siamovnebit davelodebi da wavikitxav.

ai isetia,rom kitxulob da rom ar ginda damtavrdes (anu gawydes naweri)

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო!შენი თითოეული სიტყვა ჩემს გულს როგორ ახარებს ვერც აგიღწერ!ეს თავი სხვა თავებთან შედარებით პატარა არის მარა ვეცდები მომდევნო დიდი დავწერო,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის. heart_eyes

 


№3  offline წევრი Nessa

vaime chemi cxovreba mishooooooo ❤️

 


№4 სტუმარი A

vau asec vicodi saba iqneboda da aseve orsulobazec vxvdebodi mara ver warmomedgina tu saba baton dimitris shvili iyo. Moutmenlad velodebi axal tavs......

 


№5  offline მოდერი Behandice

Nessa
vaime chemi cxovreba mishooooooo ❤️

შენ და შენი მიშო რა. joy heart_eyes

A
vau asec vicodi saba iqneboda da aseve orsulobazec vxvdebodi mara ver warmomedgina tu saba baton dimitris shvili iyo. Moutmenlad velodebi axal tavs......

მიხარია თუ გავამართლე შენი მოლოდინები. ხვალ დავდებ ახალ თავს. heart_eyes

სალომე დიდი მადლობა რომ კითხულობ,მოგწონს,მიცდი და შეფასებებს მოტოვებ ყოველ ახალ თავზე!ძალიან მახარებ. heart_eyes

 


№6 სტუმარი Guest mariamii

Vaime gavgijdiii ramagariiiko. Aujer ar daamtavro raa

 


№7  offline მოდერი Behandice

Guest mariamii
Vaime gavgijdiii ramagariiiko. Aujer ar daamtavro raa

დიდი მადლობა!მიხარია რომ მოგეწონა,რაც შეეხება ჯერ არ დამთავრებას 4თავზე მეტს ვერ გავწელავ სამწუხაროდ. heart_eyes

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე შენ გულს გამიხეთქავ როგორც ვატყობ.ძალიან მაგარია , უმაგრესი ყოჩაღ შენ..მალე დადე .

 


№9  offline მოდერი Behandice

lalita
ვაიმე შენ გულს გამიხეთქავ როგორც ვატყობ.ძალიან მაგარია , უმაგრესი ყოჩაღ შენ..მალე დადე .

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა,უღრმესი მადლობა. heart_eyes ვეცდები მალე დავდო.

სალო ალბათ ხვალ დავდებ საღამოსკენ.

 


№10  offline წევრი lamazmani

esec vicodi ra ro saba iqneboda da magitoc vambobdi magas tu gaaketebda ar megona mase tu moiqceoda kaia male dade imedia bavahvs rame problemebi ar sheeqmneba da gadarcheba orive❤❤❤

 


№11  offline მოდერი Behandice

lamazmani
esec vicodi ra ro saba iqneboda da magitoc vambobdi magas tu gaaketebda ar megona mase tu moiqceoda kaia male dade imedia bavahvs rame problemebi ar sheeqmneba da gadarcheba orive❤❤❤

ვეცდები მალე დავდო,ჯერ არ დამიწერია ახალი თავი თორე ამ წუთას დავდებდი. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent