ლილი ! 6
არასოდეს ყვარებია შემოდგომა, ზაფხულის ბოლო დღეებს ცვეულებრივად გლოობდა, როგორ ვერ იტანდა ქარს, წვიმას, მერე იმ წვიმას მოყოლილი ფანტელებიც სძულდა, მისი ნება რომ ყოფილიყო სექტემბერში დაიძინებდა და მაისში გაიღვიძებდა დათვივით, თუმცა დათვსაც არ სძინავს ამდენ ხანს.. წვიმიანი ამინდი იყო, მთლად არც წვიმა, სცრიდა დაქარი უბერავდა... ჟაკეტი უფრო მაგრად შემოიხვია და ეზო ჩქარი ნაბიჯებით დატოვა, გეგებერის მანქანის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, თუმცა ახლა ყველაზე კარგი მანქანაში ჯდომა იქნებოდა, სწრაფად დაიძრა და წინა სავარძელზე მოთავსდა. -გამარჯობა -გაუღიმა გეგემ. -გამარჯობა-ლილიმაც ღიმილით უპასუხა და ჟაკეტი შეისწორა. -ვერ იტან ხომ შემოდგომას.. ასეთ ამინდში ერთადერთი რაც მინდა ძილია- გულწრფელად უპასუხა ლილიმ და საქარე მინიდან ამინდს შეწუხებულმა გახედა. -მერე ჩვენც ვიძინოთ- გაუღიმა გეგემ და მანქანა დაძრა.. იქამდე ეგონა ხუმრობდა სანამ წყნეთის სახლში კომფორტულ, მუქფერებში გაწყობილ საძინებელში არ შეიყვანა გეგემ. -რა მყუდროა- მოეწონა ლილის. -ნოგწონს? -კი... -მოდი ახლა შენ ესე ჩაიცვი-სპორტული შარვალი და თხელი სვიტრი მიაწოდა გეგემ-მე ლექტოპს და ცხელშოკოლადს მოვიტან .. ყოველთვის ასე იყო ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, იცოდა ლილის მდიდრულ რესტორანსი საძილზე მეტად ეს გარემო მოეწონებოდა.. კმაყოფილმა ამოიცვა სპორტულები და ოთახის თვალიერება დაიწყო, გეგეს სურათი იყო ერთ გოგონასთან ერთად რომელიც ძალიან არა მაგრამ გავდა გეგეს.. მერე ოჯახთან ერთად, მერე ბავშვთან .. ვიღაც ბიჭთან.. -მოგეწონა ჩემი ოჯახი?-კარში გეგებერი იდგა, ოთახში შემოვიდა ლექტოპი მაგიდაზე დადო, ცხელი შოკოლადით და ფუნთუშებით სავსე ლანგარი კი კარადაზე შემოდო.. -ლამაზი ოჯახი გყავს.. -ხო, ამბობენ-თბილად გაეღიმა გეგეს.-რას გინდა რომ ვუყუროთ? -შენ აარჩიე-შემობრუნდა ლილი და ორი თავით მაღალ გეგებერს ღიმილით ახედა.. -შენ რომ მოგეწონოს ისეთი?-ჩაფიქრდა გეგე-კარგი ჯანდაბას იყოს დისნეი.. -ეე..-გაბრაზებულმა მიარტყა ლილიმ ხელი. -კაი კაი- სიცილით აკოცა თავზე გეგემ და საწოლზე დაემხო... ლილიმაც მიბაძა, ფილმი ფსიქოლოგიური დრამა იყო, ქალზე რომელიც საზოგადოებაში თაავისდამკვიდრებას და ნამდვილი სიყვარულის პოვნას ცდილობდა საბოლოოდ კი ვერ იპოვა.. -ძალიან პესისმისტური ფილმია-უკმაყოფილო იყო გეგე.. -რატომ? ყველა ვერ პოულობს თავის მეორე ნახევარს..-შეედავა ლილი.. -ანუ გჯერა რომ ადამიანები თავისი მეორე ნახევრით იბადებიან?-ლეპტოპი გადადო გეგემ. -რათქმაუნდა, ყველას ყავს მეორე ნახევარი .. -და მერე ყველა პოულობს? -არა ყველა ვერა, რათქმაუნდა ვერა ზოგს წარმოსახვითი ბედნიერება აქვს .. -ეგ როგორ?-ეღიმებოდა გეგეს. -ზოგი ხვდება ადამიანს და ჰგონია რომ ის ისაა, აი წარმოიდგინე შეხვდი ქალს, რომლისაც ყველაფერი მოგწონს, მოგწონს მისი ღიმილი, ჩვევები, ხასიათი, თუნდაც მოწყენილი სახე, ლაპარაკი, მანერები, სახის და სხეული ნაკვთები, შეირთავ ცოლად გავა დრო და ნელნელა მოგბეზრდება, აღარ იქნება მისი სიცილი ლამამაზი, მისი ნაკვთები მიმზიდველი, მისი ჩვევები შენთვის გამაღიზიანებელი იქნება, აღარც მისი სურნელი მოგიტანს სიმშვიდეს, ერთ დილასაც კი გაიღვიძებ და ჰოპ.. მიხვდები რომ ეს ადამიანი აღარანაირ გრძნობას არ იწვევს შენში, დაცარიელდები გესმის? მერე შეიძლება შეხვდე იმ ერთადერთს მაგრამ უკვე გვიანი იქნება.. -რატომ იქნება გვიანი?-ისე ისე ამოუცნობად იღიმოდა გეგებერი. -იმიტომ რომ შენ ცარიელი იქნები, აღარაფერი გექნება რომ შესთავაზო, არანაირი გრძნობა, შენი ცხოვრება რუტინა იქნება... -საინტერესო თეორიაა.. -მე ამის მჯერა..-უკვე მისგვერდით იყო მიყუდებული ლილი.. -და შენ ? შენ იპოვი შენი აზრით? -აუცილებლად, უფროსწორად უკვე ვიპოვე, უბრალოდ მე და ჩემი მეორენახევარი ცოტა მეტი წლებით ავცდით ერთმანეთს..-თავი შეაბრუნა ლილიმ .. -მაინც რამდენი ცხრა?-გაეღიმა გეგეს. -ხო ცხრა... -და შენ არ მოგბეზრდება? -მეორე ნახევარი ვერასდროს მოგბეზრდება, შენთვის მისგარეშე ყოფნა იქნება მოსაბეზრებელიც და საშინელიც -ჯიუტად არ აბრუნებდა ლილი თავს .. -ლილი!-დაბალი ხმით დაუძახა გეგემ.. -რა?-ნელა შებრუნდა ლილი, პასუხად კი გეგებერის ტუჩები მიიღო მის ტუჩებზე, გაშრა არ ელოდა, არც ამ საღამოს ასეთ განვითარებას ელოდა..-მე ვარ შენი მეორე ნახევარი-ტუჩებთან დასჩურჩულა გეგემ და კიდევ ერთხელ აკოცა... ბედნიერდებოდა, გეგე აბედნიერებდა, ყოველდღე, მისით იწყებდა დილას და მისითვე ამთავრებდა, ზუკა ეჭვიანობდა, ცოტას ბიჭებიც მაგრამ ყველაფერი იდეალური იყო, იმდენად იდეალური რომ არც კი იჯერებდა, ანაც ბედნიერი იყო, ზუკაც და ახლა სწამდა რომ ცხოვრება მშვენიერია ! ................................................................................................................... -ლილი ნახე გვირილები-იკივლა ანამ დილით.. -რა?-ფეხზე წამოხტა ლილი-რა გვირილები გოგო დეკემბერია... მთელს მისაღებში, სადარბაზოში, კიბეებზე, ეზოში ყველაგან მინდვრის ყვავილები იყო, ლილი პიჟამას შარვალსა და მაისურში ბედნიერი იყინებოდა ეზოში, ყველა მას უყურებდა, გეგე დაურეკე . -გაიღვიძე-მიხვდა იღიმოდა. -გეგე! ეს როგორ ვაიმე მადლობა- ყვავილებს ეფერებოდა ლილი.. -ზამთარს გილამაზებ, შენთან სულ ზაფხულია... -მიყვარხარ.... -მეც მიყვარხარ, გაემზადე და უნივერსიტეტში გაგიყვან.. ვერ იჯერებდა რომ ასეთი ბედნიერი იყო, მთელი ზამთარი გეგემ გაულამაზა, სახლში მუდამ ჰქონდა მინდვრის ყვავილები, ივსებოდა ბედნიერებით და სხვებსაც ახარებდა, ახალიწელი ჯერ ბავშვებთან აღნიშნა, მერე გეგესთა ერთად წავიდა გუდაურში, ლამაზ სასტუმროში უბრალოდ ისხდნენ და საუბრობდნენ, ლილის სიცივე და თოვლი არ უყვარდა ამიტომ არსად წასულა.. გეგე ადამიანი იყო რომელიც აბედნიერებდა.. აი ისეთი იყო რომ იტყვიან ბედნიერების სურნელი აქვსო.. გეგებერს ჰქონდა ლილის ბედნიერების სურნელი.. სასწავლო წელი მთვარდებოდა და უკვე გეგმებს აწყობდნენ, პირველი გეგესთან ერთად დასვენება იყო გეგმაში, დაპირდა რომ მთელს საქართველოს მოატარებდა, ლილიმ პირველი ხევსურეთი აირჩია, მერე სამეგრელო, დადიანები სასახლეში არასდროს ყოფილა, იმდენად ლამაზი ეჩვენებოდა ეს ზაფხული სიხარულისგან ჟრუანტელი უვლიდა... ზუკას ბარში ისხდნენ, ბჭობდნენ სად უნდა წასულიყვნენ, ანა ლევანის ეხუტბოდა და მშვიდად უსმენდა, მშვიდი იყო კატოც, ალექსანდრე, ზუკა და დემეტრე კამათობდნენ მე პირველი ორი კვირა მათთან ერთად არ ვიქნებოდი და ჩუმად ვუსმენდი... მაღალი სილუეტი ნელა მოუახლოვდა მაგიდას და მხარზე ხელი დამადო, ოდნავ შევკრთი, უცნობს ავხედე და შემდეგ ბიჭებს დაძაბულები რომ იყურებოდნენ, მზერა ხელზე გადავიტანე და მხარი ოდნავ გავამოძრავე მაგრამ უცნობმა უფრო მომიჭირა.. -საძმოს გაუმარჯოს-გაისმა ირონიული ხმა. -გაუშვი-ფეზე წამოდგა ზუკა... -თორემ მამაშენს ეტყვი? -დათა..-დაიგრგვინ ლუკამ. -რა?-თავხედურად გაიღიმა და ჩემკენ დაიხარა-ლილიკო არ გახსოვარ ხო? -არა- თავი გავაქნიე და ისევ ვცადე ხელის მოშორობა... -მე დათ ამილახვარი ვარ, სულ სულ სულ არ გახსოვარ ? ხუჭუჭა ექვსი წლის ბიჭი არ გახსოვს? ძალიან მოგწონდი როცა სამი წლის იყავი, მის მერე აღარ მინახიხარ.. უი მარინამ მოგიშორა.. -საკმარისია დათა გაუშვი-ხელი აუკრა ლუკამ. -თქვენს მოსანახულებლად მოვედი, რამდენი წელია არ მინახიხართ? ოთხი? იქნებ ხუთი? მოდი დავითვალოთ, ერთი წელი ჩემი სასამართლოები იყო, მერე ხუთი მომისაჯეს, ორი თვის უკან გამოვედი, მთელი ექვსი წელია, ჩაგეხუტებოდით ტქვენსგამო რომ ჯოჯოხეთი არ გამომევლო-ისევ ისე იღიმოდა .. -ჩვენსგამო არ გამოგივლია და ეგ კარგად იცი- დასერიოზულებული ალექსანდრეზე მიხვდა ზედმეტად ცუდად იყო საქმე.. -ყველაფერი დავკარგე, კარიერა რომელიც მწვერვალამდე მიმიყვანდა, მეგობრები, ოჯახი, ფინანსები და რისთვის? -იღრიალა ბიჭმა. -დათა ცალკე ვილაპარაკოთ-ხელი წაიღო დემეტრემ მაგრამ დათამ აუქნია. -თქვენთან საჭორაოდ არ მოვსულვარ, უბრალოდ უნდა მენახა თქვენი ცხოვრება რომ გამეგო რა დავკარგე... უი შენ ანა არ ხარ ? -ახლა ანას მიუბრუნდა ის.-ზუკას ლამაზი ბიძაშვილი.. -არაფერი შეგეშალოს-ფეხზე წამოდგა ლევანი. -ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი?-გადაიხარხარა დათამ- მე მაგ დონეს მაშინ მივაღწიე როცა 16 ის ვიყავი ტყუილად ნუ მეჭიმები.. - ლილის ხელი მოაშორე-კბილებში გამოსცრა ზუკამ და წაიწია მაგრამ დემეტრემ ხელით გააკავა, გართულება უარესი იქნებოდა. -გამარჯობა- გაისმა გეგებრის მშვიდი ხმა და ლილიმ იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა. -თვით გეგებერი?-იგივე ცინისმი იგრძნობოდა ბიჭის ხმაში. - დათა, პირველ რიგში ლილის ხელი გაუშვი-სუსხი შეერია გეგეს ხმას. -ანუ მართალია? შენ და ეს ლაწირაკი? -დათა!-სულ ოდნავ აუწია გეგებერმა ხმას-გაუშვი ხელი... -მუდამ გაწონასწორებული მშვიდი ყოვლისშემძლე გეგებერი და პრინცი ზუკას და ვაუუ... ლილიკო იცი?-უდარდელი გამომეტყველებით დამხედა ბიჭმა- ბევრი რამ გამოვტოვე ცხოვრებაში, შენი გაზრდაც ... -კარგი საკმარისია-ნელა დაიძრა გეგებერი, დათას ჩემს მხარზე დადებულ ხელზე ჩაავლო და ისე სწრაფად გადაუგიხა გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, ორ წამში გაჩდა ვიღაც ორი ტიპი და ამილახვარი ბარიდან გაათრიეს, ფეხზე წამოვხტი და გეგეს ჩავეხუტე.. ხმა არავის ამოუღია.. სიჩუმემ რომ გული შეუღონა და მიხვდა თავისით არავინ მოყვებოდ ფრთხილად იკითხა: -ბიჭებო ვინ იყო ეს? -ეს? დათა ამილახვარი, ჩვენი ბავშობის ძმაკაცია, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა.. შენ არ გემახსოვრება-თავდახრილი ლაპარაკობდა ზუკა... -მოყევით ვინმე- დაბალხმაზე ჩაილაპარაკა კატომ.. -დათა ზუკასგან გავიცანი, კლასელები იყვნენ, ზუკა რომ ჩვენთან გადმოვიდა ისიც გადმოყვა, ფეხბურთზე ჩვენთანე რთად დადიოდა, განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, ძლიერი მოთამაშე იყო, განსაკუთრებული გარეგნობა, არც მატერიალურად აკლდა არაფერი, ჯერ კიდევ თავადური ქონება მოსდევდათ, ყველაფერი ჰქონდა იმ დროს ჩვენც მაგრად გვიქროდა, თავში გვქონდა ავრდნილი, დათა ამ მხირავაც ბოლომდე მიდიოდა, დიდები გვეგონა თავი, უბნებშორის მუდმივი ომი იყო, ჩვენ ჩვენი პალაჟენიე გვეჭირა, დათა ნელნელა წამალზე შეჯდა წოტახანი ჩვენც მაგრამ მალევე შევეშვით , მერე ჩვენთან ერთად აღარ იყო, ვერელებთან ჰქონდა განსაკუთრებული ომი, ჩვენ არა დათა ვერ ურიგდებოდა ვიღაცას და ჩვენც როგორც მისი ძმაკაცები გვერდოთ ვუდექით, მერე იარაღი იყიდა დღემდე არ ვიცი ვინ მიყიდა 17 წლის ბიჭს იარაღი, ერთერთი ჩხუბისდროს კი დათან ის ტიპი მოკლა, მაშინ თამაში გვქონდა და ყველა იქ ვიყავით, დათა დასჯილი იყო მწრთვნელმა გაიგო რომ წამალზე იჯდა, იმაზე გაიგო ჩვენზე ვერა, დათამ კი მარტივი დასკვნა დადო, მისი თავინმოსაშორებლად ჩვენ ჩავუშვით, იმ გარჩევის წინ ვნახეთ, ზუკამ უყვირა ხელიც კი გაარტყა აზრზე მოდი და შეეშვი იმ ყველაფერსო, დათა წაყოლას გვთხოვდა იმიტომ იყო მოსული, არ გავყეით გვეგონა მარტო ვერ გაბედავდა მაგრამ წავიდა, თამაშის დროს გავიგეთ რომ დაიჭირეს, თამაში ჩავშალეთ, განყოფილებაშიც მივედით და მთელი წელიც ვცდილობდით მის დახმარებას მაგრამ დოლიძეები იმდროს საკმაოდ გავლენიანები იყვნენ, ერთადერთი შვილის მკვლელობას არავის აპატიებდნენ, ვერც ლადოს გავლენამ გვიშველა და ვერც ჩვენი მშობლების, დათა ციხეში ჩავევს, საბოლოოდ ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალა, მართალიც იყო მაშინ რომ გავყოლოდი არ მივცემდი სროლის უფლებას-მძიმედ გადაუშვა სასმელი ყელში ლუკამ-არ დავუშვებდი მკვლელი ყოფილიყო... მოკლედ აი ესაა.. -ახლა რა უნდა?-შეშფოთდა ანა. -ახლა? ახლა შურისძიება და ის ცხოვრება უნდო რომელზეც ფიქრობს რომ ჩვენ წავართვით...-გვიპასუხა ზუკამ. -მე რა შუაში ვარ?-გავხედე ზუკას. -შენ ძალიან უყვარდი, პატარას გეთამაშებოდა ხოლმე, მერეც ხშირად მეკითხებოდა შენზე, მეჩხუბებოდა რომ იქ დაგტოვე... -შენ ამბობ რომ ლილი დათას ბავშობის სიყვარულია?-ჩაეძია ანა და გეგებერს გახედა. -სისულელეა-თავი გააქნია ზუკამ-მაშინ ლილი სამის იყო.. -ზუკა სულელი შენ ხარ, შენი აზრით მე საიდან მიცნო? ამილახვარი ზაფხულში ხშირად ჩამოდიოდა სოფელში მე და ლილი ცამეტისები ვიყავით, მაშინ გავიცანით.. -დათას სოფელი არ ქონდა.. -სამაგიეროდ მანქანა ჰყავდა-გახედა ლუკამ. -სისულელეა-არ იჯერებდა ზუკა. -ნებიემისერ შემთხვევაში ვერაფერს იზამს-გეგას ხმამ გაიჟღერა-ლილი გავისეირნოთ... გეგეს მანქანაში იჯდა და ისევ იმ ბიჭზე ფიქრობდა ახსოვდა ცამეტისამ რომ გაიცნო ვიღაც ბიჭი სოფლის ბირჟაზე, მაგრამ მასზე ყურადღება არ გაუმახვილებია, დათა ახალი პრობლემა იყო რომელიც ლილის ძლივს მოპოვებულ სიმშვიდეს არღვევდა... -გეგე... -ხო? -ახლა რა იქნება? -არაფერი, მოგვარდება ყველაფერი, დათა უბრალოდ გაბრაზებულია... -მედა შენ შენს საზღვრებზე ვილაპააკეთ.. -ხო.. გპირდები ზღვარს არ გადავალ, დაველოდები ბიჭების ქმედებას, ეს ჩემი საქმე არაა ლილი, ჩემი საქმე შენი დაცვაა ჩავერევი მაშინ როცა შენ შეგეხება.. -ვნერვიულობ... -სულ ტყუილად... გეგემ მანქანა გააჩერა, მთაწმინდა, უყვარდა ეს ადგილი ლილის, გეგეს მუხლებზე იჯდა ცხვირი ყელში ჰქონდა ჩაყოფილი და გათიშული იყო სამყაროსგან, გეგე მისი სიმშვიდე იყო, სიმშვიდე რომელსაც ბედნიერების სუნი ასდიოდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.