ოხ სიყვარულო (სრულად)
სამი ბავშვით ქუჩაში ვიდექი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. საერთოდ რატომ გამაჩინა ღმერთმა? რატომ მოვევლინე ამ წყეულ ქვეყანას? ნუთუ იმისთვის რომ მუდამ მარტოობასა და უბედურებაში ვყოფილიყავი? -დედიკო მცივა ქურთუკი გავიხადე და პატარს მოვახურე. ტირილისგან სახე დამსვივებოდა, სიცივისგან და შიმშილისგან გული მიმდიოდა. 23 წლის გოგო სამი შვილით ვდგავარ გარეთ ყინვაში. მითხარით ეს რომელ კანონს შეესაბამებ? ეს სამართალია? მითხარით ჩემი 3 შვილი რომ იყინება ეს სამართალია? უბრალო გამვლელები ჩვენს დანახვაზე ცხვირს იბზუებენ და ჩაილაპარაკებენ. „ თუ საშუალება არ ჰქონდა რას აჩენდა ამ ბავშვებს“. მათ ხომ არ იციან რა მოხდა სინამდვილეში? მათ არ იციან მე რა გადავიტანე. მათ არ იციან რომ 2 დღის წინ ბედნიერი ოჯახი მქონდა, ყოველ შემთხვევაში მე მეგონა რომ ბედნიერები ვიყავით. „2 დღის წინ“ სამზარეულოში ვფუსფუსებდი. ჩემი უფროსი ვაჟის ვატოს დაბრუნებას ველოდებოდი სკოლიდან. ვატო 7 წლისაა. 16 წლის ვიყავი ის რომ გავაჩნე ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ. ჩემი შუათანა ბიჭი დენიელია 5 წლის. უსაყვარლესი და უსიმპატიურესი ბიჭია. სულ პატარა კი სესილიაა 2 წლის. ყველა მაკრიტიკებდა 23 წლის გოგომ სწავლას უნდა მიხედოს ბავშვები კი არ უნდა ზარდოსო მაგრამ მე ჩემი ოჯახი მიყვარს. მიყვარს ჩემი მეუღლე შაკო. რომელიც არაჩეულებრივი ბიჭია. კლასელები ვიყავით. დაბადების დღე 1 იანვარს მაქვს. ახალ წელს რომ შევხვდით 31ში შაკომ გამომიარა და ცოლობა მთხოვა. მე ყურებამდე შეყვარებული 15 წლის გოგო ვიყავი ამიტომ უარი არ ვუთხარი და იმ ღამეს გავიპარეთ. შაკოს აგარაკზე ავედით მცხეთაში. 1 კვირა იქ ვიყავით. ჩემი მშობლები ძალიან ბრაზობდნენ სანამ ვატო არ გავაჩნე მანამდე არ მელაპარაკებოდნენ. უეცრად მანქანის ხმა გავიგონე. შაკო ასე ადრე რატომ დაბრუნდა? -შაკო? მოხდა რამე? ასე ადრე რატომ დაბრუნდი? -ლიზა უნდა ვილაპარაკოთ ძალიან დაძაბული ხმა ჰქონდა. ასე ხმა მხოლოდ მაშინ აქვს როცა ძალიან გაბრაზებულია. -გისმენ, მოხდა რამე? -მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდეთ, აღარ მიყვარხარ. -შაკო ნუ მაიმუნობ რაღაცას -ლიზა ამის დედა ვატირე, არ ვმაიმუნობ. სხვა მიყვარს. შენ და ბავშვები კი არაფერში მჭირდებით ყოველგვარი წივილის, კივილის, პანიკების და გულისწავლების გარეშე გავედი ოთახში. არაფერი ჩამილაგებია მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩავალაგე და დედაჩემს დავურეკე -დედა შეიძლება მე და ბავშვები შენთან მოვიდეთ? -რა მოხდა ლიზა? იჩხუბეთ ხომ? -ყველაფერი უარესადაა, ვშორდებით -ელიზაბეტ ეს შენი ცხოვრებაა, მე და მამაშენს აღარ გვრხება როცა თხოვდებოდი მაშინ არაფრათ ჩაგვთვალე და ახლა რატომ გაგახსენდით? გაბრაზებულმა ტელეფონი კედელს ვესროლე. დღეს მთელი დედამიწა ჩემს წინააღმდეგაა. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და შაკოსთან გავედი -უბრალოდ მითხარი რატომ გადაგიყვარდი? ოდესმე ცუდი ცოლი ვყოფილვარ? ოდესმე მითქვამს რაიმე ზედმეტი? მთელი ცხოვრებაა გიცნობ, ბაღიდან მოყოლებული. მითხარი რა ჯანდაბა მოხდა ასეთი რომ ოჯახის დანგრევა გადაწყვიტე? -არაფერი ლიზა, არაფერი. 23 წლის ბიჭი ვარ და 3 შვილის მამა. არანაირი გართობა არ მაქვს. მთელი დღე სამსახურში ვარ. -ეს შენი არჩეანი იყო. შენ მთხოვე ცოლობა -ვიცი და ახლა გთხოვ რომ დავშორდეთ ერთმანეთს ირონიულად გავიცინე. ბავშვები კარებთან იდგნენ და გვიყურებდნენ. მათკენ წავედი -დედიკოს სიხარულებო ახლა ცოტას გავისეირნებთ კარგი? ქურთუკები ჩავაცვი. დეკემბერია და ძალიან ცივა. ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. გული ორად მქონდა გაყოფილი. ქმარმა, დედამ, მამამ ყველამ ერთად უარმყვეს. არავის ვჭორდებით მე და ჩემი შვილები. ამიტომ ჩვენც არავინ გვჭირდება. იმ ღამეს ჩემს მეგობართან დავრჩი, მოვატყუე შაკო ერთი დღით მივლინებაში წავიდათქო და მარტო დარჩენის მეშინიათქო. მეორე დილით წამოვედით და იმის შემდეგ გარეთ ვართ. უეცრად ჩვენს წინ მანქანა გაჩერდა. მანქანიდან ახლაგზარდა მამაკაცი გადმოვიდა. საკმაოდ კარგად ჩაცმული. -გამარჯობათ, მაპატიეთ მაგრამ ქუჩაში რატომ ხართ? ტრანსპორტს ელოდებით? რაღაცნაირი განსხვავებული აქცენტი ჰქონდა. ეტყობოდა რომ ქართველი არ იყო. სანამ რამეს ვიტყოდი დენიელმა დამასწრო -იცით არც ჩვენ ვიცით, მამიკომ თქვა წადითო და ჩვენც წამოვედით 5წლის ბავშვის კვალობაზე ზედმეტად ჭკვიანია. ძალიან შემრცხვა, უცხო ადამიანმა ჩემი პირადი არ უნდა გაიგოს. -უკაცრავად, პატარაა და არ ესმის -არა რას ამბობთ, პირიქით მე მაპატიეთ უხერხული კითხვა დავსვი. უზრდელობაში თუ არ ჩამომართმევთ იქნებ სადმე გაგვესეირნა? ხო აი ზუსტად სეირნობის და გართობის ხასიათზე ვარ. როგორ უნდა დავთანხმდე? იქნებ მანიაკია? ან მკვლელი? მაგრამ არც ერთს არ ჰგავს. -აუუუ დედიკო წავიდეთ რაა, გთხოვ 3 ბავშვი ერთდროულად ალაპარაკდა. უცნობს ეცინებოდა ბავშვების რეაქციაზე. იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი. ჯერ ბავშვები ჩასვა მანქანაში, შემდეგ მე გამიღო წინა კარები. მადლობის ნიშნად გავუღიმე. -აბა წავიდეთ? მაპატიეთ არ გაგეცანით მე ვაჩე დემეტრაძე ვარ. ახლა თქვენ გამეცანით -მე ვატო ვარ, ეს დენიელია, ეს ლილიანა. აი ის ლამაზი გოგო კი ჩვენი დედიკოა ლიზა ვატოს სიტყვებზე ცრემლები მომაწვა. არ მინდოდა უცნობთან მეტირა. ღმერთი რა ჯანდაბას ვაკეთებ? უკანასკნელი კახპასავით ვუჯდები მანქანაში უცხოს. -მართლაც ძალიან ლამაზია, რამდენი წლის ხარ ლიზა? -23 -23? სერიოზულად? არა პატარას შეხედულება კი გაქვს. მე 29 წლის ვარ უაზროდ ვმგზავრობდით. შაკოზე ვფიქრობდი რა მოხდა ისეთი რომ ასე მოიქცა? მას ჩე,ს თავზე კარგად ვიცნობ. ძალიან მიყვარს, ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან მიყვარს. ან როგორ არ უნდა მიყვარდეს? ჩემი ქმარია, ჩემი შვილების მამა. როგორ მენატრება, ნეტავ ახლა როგორაა? რამე ხომ არ უჭირს? ვიცი რომ საყვარელი არ ჰყავს, ეს ზუსტად ვიცი. შეიძლება არანაირი მიზეზი არ არსებობს და უბრალოდ გადავუყვარდი. -ლიზა კარგად ხარ? -კი კი მაპატიეთ უბრალოდ ჩავფიქრდი. რამე მითხარით? -ჯერ ერთი თქვენობით ნუ მელაპარაკები და მეორე უკვე მოვედით მანქანა ძალიან დიდი სახლის წინ გააჩერა, რომელსაც წინ დიდი აუზი ჰქონდა. აი ისეთი სახლი იყო კინოში რომ აქვთ მდიდრებს. -რადგან არ ვიცოდი სად წამეყვანეთ გადავწყვიტე ჩემს სახლში მომეყვანე. თუ წინააღმდეგი არ ხარ ბავშვები აუზში იცურავებენ. ზამთრის აუზი მაქვს, თბილი წყლით ეს მეტისმეტი იყო. ეს რომ შაკოს გაეგო..... თუმცა ჩემს ცხოვრებაში შაკო აღარ არსებობს. არასწორად ვიქცევი. ვიღაც უცხოს ავეკიდე. მაგრამ რა ვქნა? არ ვიცი საიდან მაგრამ მოსამსახურემ ბავშვებს საცურაო კოსტიუმი ჩააცვა. -ლიზა შეგიძლია შენზე მომიყვე? -ლიზა კანდელაკი ვარ, 23 წლის. 2 დღის წინ ქმარმა მიმატოვა, მშობლები აღარ მღებულობენ. 3 შვილით მარტო დავრჩი ერთი ამოსუნთქვით ვთქვი ყველაფერი, თითქოს გულზე მომეშვა. საშინლად ვიქცევი, გათხოვილი ქალი ასე არ უნდა მოიქცეს, ეს არასწორია. -და ახლა შენ და ბავშვებმა სად უნდა იცხოვროთ? -არ ვიცი, რაიმე ბინის მოძებნას ვაპირებ -ლიზა შეგიძლია ჩემთან დარჩეთ, მაინც მარტო ვცხოვრობ -არ მესმის უცხოს ასე კეთილად რატომ ექცევი? -უბრალოდ ხომ მხვდები მომეწონე, თანაც ძალიან. შენი შვილებიც მომწონს. მინდა რომ ვცადოთ არ მესმის არ ბიჭის, რად უნდა განათხოვარი ქალი? თუმცა რას გაუგებ ამ მდიდრებს -ვიცი ახლა ფიქრობ შვილებიანი ქალი რად უნდაო. უშვილო ვარ ბოლო ორი სიტყვა ისე თქვა თითქოს მისი მთელი ტკივილი გადმოაყოლა. გულში ისარივით ჩამერჭო მისი სიტყვები. ეს საშინელებაა, ჩემი აზრით ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი -ლიზა, თუ ჩემთან ცხოვრებას მოისურვებ, ყველაფერს ვიზავ იმისთვის რომ ბედნიერი იყოთ შენც და პატარებიც თავი კონკია მეგონა, მინდა ახლა მე შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, თმა გადაწეული ბიჭი? 2 დღის დაშორებული ვარ ქმარს და უკვე სხვა კაცთან დავიწყო შეხვედრა? -ვაჩე უნდა დავფიქრდე -ვიცი ლიზა ვიცი, მე არც გაჩქარებ მინდა რომ ჯერ უკეთ გავიცნოდ ერთმანეთი კარზე ზარი იყო, მოსამსახურემ ოთახში საშუალო ასაკის ქალი შემოაცილა -დედა? აქ რა გინდა? -ვაჩე შვილო შენი ნახვა მომინდა, როგორც ვხედავ მარტო არ ხარ. აბა გამაცანი ეს ლამაზი გოგო -დედა ეს ლიზაა, ლიზა ეს დედაჩემია თამარი -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო თამარ -ჩემთვის შვილო, ვაჩე რატომ დამიმალე ასეთ კარგ გოგოს თუ ხვდებოდი? რამდენი წლის ხარ შვილო? -დედა კარგი რაა დაანებე ლიზას თავი ოოო ამ ქალს ჰგონია რომ მისი შვილის შეყვარებული ვარ. -23 წლის ვარ -ჯერ პატარა ყოფილხარ. შეყვარებული გყოლია აჰჰ ქალბატონო თამარ ახლა ისეთ რამეს გეტყვი გული წაგივა -3 შვილი მყავს მის რეაქციას დავაკვირდი. ჯერ მწვანე ფერმა გადაუარა სახეზე, შემდეგ ლურჯმა ბოლოს ცისარტყელის ყველა ფერი დაედი სახეზე. პირი რამოდენიმეჯერ გააღო მაგრსმ ისევ დამუწა -ხოო...... მაპატიეთ უნდა წავიდე სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. საწყალი ქალი სულ გავაგიჟე. -მაპატიე რაა ლიზა, არ მინდოდა ასე გამოსულიყო -კარგი რა ვაჩე საპატიებელი არაფერია -მგონი ძალიან დაიღალე, წამოდი შენ ოთახს გაჩვენებ. ბავშვებს მე მივხედავ ახლა ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვიყავი, უბრალოდ თავის დადება მინდოდა ბალიშზე. ჩემი ოთახი მეორე სართულზე აღმოჩნდა, ისეთი მყუდრო და ლამაზი იყო რომ გამოსვლა არ მოგინდებოდა -ძილინებისა ლიზა -ძილინებისა ვაჩე თვალები დავხუჭე თუ არა მაშინვე შაკო გამახსენდა. გამახსენდა მისი ზღვისფერი თვალევი, გამახსენდა მისი ღიმილი. როგორ მიყვარს მისი სიცილი, სიცილის დრკს თვალები უწვრილდება და ლოყები უჩუტება. როგორ მიყვარს მისი გრძელი და ლამაზი თითები, მომენატრა ის შეგრძნება მისი თითები ჩემს სხეულზე რომ დასრიალებდნენ. თურმე როგორი დამოკიდებული ვყოფილვარ მასზე. გვერდით ხელს ვუსვამ საწოლს და ცარიელია. ახლა ვხვდები როგორი მარტოსული ვარ. ჩემი შაკო მენატრება. მხოლოდ მისი ჩახუტება მინდა. ბალიშს ჩემი ცრემლები ასველებს. გამთენიას ჩამეძინა, დილით კი ბავშვების სიცილმა გამაღვიძა. ეზოში გადავიხედე და დავინახე როგორ ეთამაშებოდა ვაჩე ბავშვებს. მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა -დილამშვიდობისა, ვაჩე მე ცოტა ხნით გავლ ხომ? -გინდა გაგიყვანო? -არ იყოს, მალე დავბრუნდები გზას ფეხით გავუყევი. სანამ სახლამდე მივედი გული გამისკდა. ვიცი რომ შაკოს ისევ ვუყვარვარ უბრალოდ სხვა რაღაც ხდება. კარებზე მთელი ძალით დავაბრახუნე. ისე ძალიან ვუტყავდი ხელებს ბოლოს სისხლი წამომივიდა -ლიზა? რა მოხდა? შაკოს ჩაწითლებული თვალების დანახვაზე მივხვდი როგორ მომნატრებია. როგორ მომნატრებია მისი ზღვისფერი თვალები. იცით როგორი თვალები აქვს? რომ ჩახედავ ჩაიძირები შიგნით. გინდა რომ მთელი დღე მას უყურო. ეს თვალები მე მეკუთვნის და არ ვაპირებ მის დათმობას. არ ვაპირებ ასე უცებ გავუშვა -შაკო ვივი, ვიცი რომ ისევ გიყვარვარ. მითხარი ნამდვილი მიზეზი თვალები აუწყლიანდა. კედელთან ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩადო, გვერდით მივუჯექი და მხარზე თავი დავადე -ჩემო ლიზა, იცი როგორ მომენატრე? უშენოდ ეს სახლი საშინელებაა -შაკო მეც ძალიან მომენატრე, გთხოვ მითხარი ეს დაწყევლილი სიმართლე ცრემლები გადმოუგროდა, ისევ ვუყვარვარ უბრალოდ რაღაც აკავებს, ისევ ჩემი ქმარია, ისევ ჩემი შვილების მამაა -ლიზა ნარკომანი ვარ, დამპალი და საზიზღარი ნარკომანი ვარ გამეცინა, ამას ნებისმიერ ადამიანზე წარმოვიდგენდი ჩემი ქმრის გარდა. ნებისმიერზე. ყველას ხომ თავისი ანგელოზი ჰგონია? -შაკო ამის გამო მიმატოვე? -ხო, მერჩივნა შენ და პატარებს ახლა გტკენოდათ ვიდრე მერე მუხლებზე წამოვიწიე და კისერშკ ვაკოცე, მისი წვერის ღინღლები სასიამოვნოდ მელამურა ტუჩებზე. როგორ მომნატრებია მისი კანი, მისი სურნელი,მისი წვერი -ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთ კარგი? მე დაგეხმარები შაკო -მეგონა ამას რომ გაიგებდი აღარ მოგინდებოდა ჩემთან ყოფნა მის სიტყვებზე გამეცინა. ეს ხომ წარმოუდგენელი რაღაცაა -როგორ იფიქრე რომ შენი ტუჩების გარეშე გავძლებდი? მის ტუჩებს დავეწაფე. ვკოცნიდი და ვგრძნობდი რომ ეს ბიჭი ჩემი იყო, ის მხოლოდ ჩემი იყო და არავის მივცემდი უფლებას წაერთმია. მითუმეტეს რაღაც სულელურ ნარკოტიკს. არ მაინტერესებს ეა მიზეზით გახდა მასზე დამოკიდებული, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ისაა რომ მას დავეხმარები, დავეხმარები გახდეს ისევ ძველი შაკო. -ბავშვებს წამოვიყვან კარგი? -მეც წამოვალ ვაჩეს სახლის გზას დავადექით. მანქანით ორჯერ სწრაფად მივედით. ბავშვებმა როდესაც შაკო დაინახეს მისკენ გამოიქცნენ -მამიკოო მთელი ძალით მოეხვივნენ. შაკო უცნაური სახით უყურებდა ვაჩეს -ვაჩე ეს ჩემი მეუღლე შაკოა, შაკო ეს ვაჩეა გუშინ ღამით მან შეგვიფარა -გმადლობთ რომ ჩემს ცოლ-შვილზე იზრუნეთ სიტყვა ცოლ-შვილი განსაკუთრებიატ გამოკვეთა -ანუ ისევ ერთად ხართ? -ჩემო ვაჩე მე ჩემი ცოლი და ჩემი შვილები სიკვდილამდე ერთად ვიქნებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.