შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე ორი ცის ქვეშ (თავი 4)


3-09-2016, 23:18
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 938

ძალიან დაბნეული ვარ,ასეთი დაძაბული ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ,ხელისგულებიც კი მიოფლიანდება,არ ვიცი,სად წავიდე..ჰაერი მეცოტავებასავით,რა მინდოდა,რომ ვხვდებოდე ამ რომანტიკოს მანიაკს..ღმერთო,ახლა რას იტყვის,ვინ იცის...
-მოგეწონა?-სახე ეფაკლება ვასილს,მე კი..მკითხოს მაინც,რა შეგრძნებათა კორიანტელში ვიმყოფები...
-შესანიშნავი იყო..-როგორ ვამბობ,მიკვირს..მისთვის პასუხის გაცემაც ხომ მეძნელება.ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მიბმული ვარ სკამზე.
-ყავა დავლოთ..-უბრალოდ ამბობს და შაქარზე მანიშნებს,რამდენი კოვზიო..თავს ვაქნევ,არ მინდა-მეთქი,ეღიმება და მპასუხობს:
-ღმერთი სამობით არის, ამიტომ ჭიქაში ყოველთვის სამ კოვზ შაქარს ვიყრი და სამ ცალ „დონატს“ ვატან...-კოვზს იღებს,სამ ცალს ყრის ყავაში და შემდეგ მაშტერდება.ალბათ ახლა იტყვის,ყოველთვის სამი ქალი მყავს,რადგან ღმერთი სამობით არისო.-ანუ მე ათეისტი გამოვდივარ?-თავს ვაქნევ,სიტყვებს ვეძებ...სიტყვათა ფაღარათის მქონე გოგოს რა მემართება ? სად წავიდა ჩემი უწინდელი გამბედაობა?
-ასე გამოდის...-ეღიმება და ჩაი ტუჩებისკენ მიაქვს...
***
ბოლოს დაძაბული აღარ ვიყავი-მეთქი,ვიხსენებ,როცა დასაძინებლად ვწები..მახსენდება მისი საუბრის ინტონაცია,თითოეული სიტყვა და გულზე ალივით მედება,ის უკვე წავიდა,მე კი აქ საუკუნე უნდა ვიყო.სულ მეკარგება ხალისი,არ მეძინება..
-არ გძინავს?-შემოდის დეა. რომელიც სიცილს ძლივს იკავებს,უნამუსო გოგოა,ნამდვილად.
-ჰო,არ მძინავს..-უკმეხად ვპასუხობ და თავზე გადასაფარებელს ვიმხობ.
ისიც გვერდიც მიწვება,მეხვევა,თავს მადებს მხარზე და ასე გვეძინება,ახლა ნაკლებად ვნერვიულობ,თუმცა სიზმარშიც მას ვხედავ,როგორ მინდა,ისევ აქ იყოს...
მიმოწერისთვის არ მცალია,ისიც ფეისბუქშვებულებაშია,მონატრებული მეგობრები ჰყავს სანახავი..დრო ნელა გადის,ისედაც შავი კიდევ უფრო ვშავდები.მიყვარს რუჯი,უფრო მეტიც,ვგიჟდები მასზე...ერთ დღეს ზედმეტი მომდის და სიცხესაც კი მაძლევს,თუმცა დილას უკვე კარგად ვარ...
მთელ დანაზოგს ვხარჯავთ,კლუბები,ბარები,კაფეები...მოკლედ,როგორც ამერიკელი იტყვის,ჩვენ ვართ „ონლივაილდს“.ასეცაა,დილას დავრბივართ და შემდეგ მთელ დღეს პარაზიტობაში ვატარებთ,ბევრის აზრით..მაგრამ ეს გვახალისებს,განა სხვა რაა არდადეგები...
წავლის დღეს ვასილი მიკითხვას,როდის ჩამოდიხარ,მომენატრეო...მას შემდეგ გახარებული ვარ,სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ..ტელეფონით ხელში დავბრივარ ოთახიდან ოთახში და კარებთან მისულს მგონია,მარათონი გავირბინე..საოცარი შეგრძნებაა..
საღამოს მატარებელს მივყვებით. ბოლო კლასის ადგილებს ვიღებთ უკანასნელი კაპიკებით,ბოლომდე ხომ უნდა შევირგოთ დასვენება...ერთმანეთის გვერდით ვსხდებით და უფასო კოლას ვაგემოვნებთ,კომედიას ვუყურებთ,ბატიბუტს ვატკაცუნებთ და დროც გადის..
ხალხი მზადებას რომ იწყებს.მიკვირს,რა ხდება-მეთქი...ფეხზე ძლივს ვდგები,ფეხები ხომ გაბუჟებული მაქვს და ვერც ვგრძნობ..
კარებთან მივდივართ,ისევ ტრადიციულად ველოდებით ვაგზლის გაჩერებას.ქვემოთ არავის ველოდებით,ამიტომ არ ვფორიაქობთ..
ფიქრები ფიქრებს ახტება,სანამ დაბლა ჩავალ..დრო იწელება..თუმცა,ბოლოს მაინც ვდგამ ფეხს თბილისის მიწაზე და უცნაური გრძნობა მეუფლება,გრძნობა,რომელსაც „ვასილს მალე ვნახავ“ ჰქვია.
ღიმილიანი სახით ვდგავარ და „ტაქსის“ ვეძებ თვალებით,თუმცა ჩემს ყურადღებას ჩრდილი იქცევს,მაღალი ჩრდილი,რომელიც ჩემკენ მოდის.მზერას ვაყოლებ მას და ჩემოდანს ვეყრდნობი.
-ილაიდა...-ჩემი სახელი მესმის,მე ხომ არავის ველოდებოდი...ვკრთები და თვალებს ვაცეცებ.მგონი მაღალი ჩრდილის მხრიდან მესმის.
-ვინაა?-დეა გაშტერებით მიყურებს,თან თვალებს ხუჭავს,როგორც ჩანს,ეძინება.
-ვასილი...-ლამისაა გული ჩამწყდეს,თითქოს უხილავი ძალა ექაჩება მას ხან ზემოთ და ხან ქვემოთ.
-არ რა გინდა?-შოკურ მდგომარეობაში ვარ.ის კი მიახლოვდება,ნელ-ნელა მისი სილუეტიც ჩნდება,ის აღარაა ჩრდილი.
-სიურპრიზი ...-ისტერიული სიცილი მიტყდება,სიუპრიზი,თურმე...ასეთი შოკი,მგონი.ჩარიცხვების დადების შემდეგ არ განმიცდია...
-არ ჩამეხუტები? ახლაც ოფლიანი ჰო არ ხარ?-ძალიან ახლოს მოდის და ორივე ხელს ბეჭებზე მხვევს,ხელები ზომბებივით მაკერია,გაშეშებული ვარ თითქოს და არ შემიძლია იმავე მოქმედებით ვუპასუხო.
რამდენიმე წუთი უსუსრად ვარ მის მკლავებში,შემდეგ რჩევა ეს სასიამოვნო უხერხულობა,მისგან ვთავისუფლდებიბი და სახლისკენ მივდივართ.დეა გახარებულია,რომ „ტაქსის“ ფული შერჩა,ხვალ ნაყინებს ვიყიდიო,ყურში მეუბნება.თუმცა ამის უფლებას არ მივცემ.
მანქანაში რამდენიმე ვასილის მეგობარი ზის.ერთ-ერთს მაშინვე ვცნობ და უხერხულად ვიხედები.თვითონ ვერ იცნობს,ვიცი..ძალიან კაპასი გოგოა,მისი „ტრა*ი დააყენე “ ახლაც მახსოვს,ნევრული სისტემა წესრიგში არ აქვს,ნამდვილად..
მსგავსი სიტუაცია მაბნევს,რა საჭირო იყო სამეგობრო წრესთან ერთად მოკითხვა? ერთი სული მაქვს,სახლში როდის მივალ და როდის დავდებ ბალიშზე თავს..
-რომელ ენას ირჩევ?-მეკითხება ნელი,კაპასი გოგო.
-თურქულს,შენ რომელს სწავლობდი?
-ლათინურს და ძალიან უაზრობა იყო,რთული და გამოუყენებადი...-მგონი,ასეთი კაპასიც არაა-მეთქი,ვფიქრობ,თუმცა ამის თავი სად მაქვს...ძალიან მეძინება..
***
დილა ვასილის მოწერილით იწყება,ანუ შემიძლია ღიღინ-ღიღინით ავდგე.რა მემართება,ვერ ვხვდები,თუმცა ყველაფერი მახარებს რატომღაც.
ცეკვა-ცეკვით ვისხამ რძიან ყავას და ცეკვა-ცეკვითვე მივდივარ საძინებლისკენ,სწრაფად უნდა გამოვიცვალო და სურათის გადასაღებად წავიდე,დღეს რეგისტრაციის ბოლო დღეა.
ეს ჩემი 3/4 -ზე ყველაზე კარგი სურათია,რაც კი აქამდე გადამიღია.ესეც პოზიტივი,ახლა უნივერსიტეტში მისვლა,რეგისტრაცია და დეასთან მივდიავრ.
მე და დეამ ახალი სავარჯიშო პროგრამა შევიმუშავეს.მართალია,რთულია,თუმცა ეფექტური და მისი წუწუნის გაძლებადაც ღირს.
***
დღეები იწელება,ვასილი არ ჩანს.ძალიან ვნერვიულობ.უკვე 20 აგვისტოა..მის ახალ ლექსს ვკითხულობ და ბოლო სტრიქონებზე მეცინება:
„გეუბნები - ჩაიარა, ყველაფერი წავიდა!
რაც ჩამოჰყვა ქარს, ნიაღვარს
ანდა ვინ რას გვაცდიდა?!
შენ ოდესმე გათხოვდები!
შენ ოდესმე... მე კიდევ...
თუ შენს სახლთან ჩამოვჯექი,
ამ ერთხელაც, შემინდე!“
ნადმვილად,შეშლილია,თუმცა არც მე ვარ დალაგებული.თვითგვემა მიყვარსო,რომ იტყვის ადამიანი,წასულია მისი საქმეა..
დღეები მისი ლექსების კითხვაში გადის...არ ვწერ,არ მწერს...მე ასეთი ვარ,მიყვარს,როცა ყურადღების ობიექტი ვხდები,თორემ რომელი სექსისტი გოგო მე ვარ.
საინტერესოა,მისი ლექსები მე მხიბლავს ასე,თუ...
მორიგი დღე,მორიგი რომანტიკა..
„მე არ შემიძლია მოგცე გადამეტებული
დოზა, სანამ მთელი სხეული არ გაგიშეშდება,
სანამ ტუჩებს მეტყველების უნარი არ წაერთმევათ!
ამის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ძვირფასო!
არც იმ შემთხვევაში, თუ სრულიად ჯანმრთელი ხარ.“
***
იოგას ვასრულებთ,ერთი ვარჯიშიც,ბოლო ამოსუნთქვაც და მორჩა...ოფლი წყალივით ჩამომდის სახიდან,სხეულის თითოეული ნაწილი მარიალიან წყალში ცურავს..
-პირველი მე ვარ სააბაზანოში..-წინასწარ იკავებს დეა.
-ჩემის სახლია...-ახალი ვარჯიშის გასაკეთებლად ვწევები,თუმცა ამ დროს ზარი ისმის..ვინ უნდა იყოს,ცბება დეა..
-ყველაფერი ახლა რომ მოუნდებათ...არადა, სულ სველი ვარ..-მივდივარ და მუხლამდე აწეულ ელასტიკს უფრო მაღლა ვქაჩავ,ძალიან მცხელა..
ჭრილში ვიხედები,თუმცა არავინ ჩანს,ისევ ვბრუნდები ოთახში...
-არავინაა..-ვაქნევ თავს უკმაყოფილოდ და ვარჯიშს ვუბრუნდები.თუმცა ორიოდე წამში ზარი მეორდება,ამჯერად დეა მიდის,მე გადავღებო...
ისეც ჩემს სტიქიაში ვარ,არ ვინტერესდები,ვინ მოვიდა....ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში,მიჭირს აღიარება იმისა,რომ თითოეული მათგანი ვასილამდე მიდის..განა ასეთი რა აქვს ამ ბიჭს?
-ილაიდა..-მოულოდნელად მესმის დეას აღტაცებული ხმა.რა ხდება-მეთქი,ვეკითხები,ის კი მპასუხობს,სიუპრიზიო..
-ოფლში ვცურავ,გოგო..ვინ მოვიდა?
-გამოდი და ნახავ..
-გადავივლებ,გამოვიცვლი და კი....-დაბნეული ვპასუხობ,თუმცა ვინ მაცლის,ცოტა ხანში იმ ოთახში,სადაც ვარ,დეა შემოდის და თან ვიღაც ახლავს..მის უკან ბიჭის სილუეტს ვხედავ...
-დეა!-ვასილს ვხედავ თუ არა,ლამისაა შევიშალო,რა უნდა მას აქ?! ეს ბიჭი ძალიან ჩაიძირა თავის რომანტიკულ სულში,მგონი..
-ილაიდა,გამოცვლას გაცლით..მანამდე მე და დეა ვისაუბრებთ-უბრალოდ ამბობს და ოთახიდან გადის..მისი უცნაურობა მკლავს თითქოს..გული,ფილტვები და საერთოდ ყველა ორგანო ერთიანდება..
საშხაპეში შევდივარ და მალევე გამოვდივარ,სწრად ვიცვამ ჯინსის მოკლე შორტსა და შავ ბრეტელებიან მაისურს,თმას ვიშლი და ვასილისა და დეას კამპანიას ვუერთდები..ორივენი სხედან და სასიამოვნოდ საუბრობენ,საერთო ენა უნახავთ...თან ყავას სვამენ,ალბათ თავისი თეორია დეასაც მოუყვა..
-ჰეი.ოლ-ვიღიმი და გვერდით ვუჯდები დეას.
-სამი ცალი ნაყინი მინდაო და უარი ვუთხარი..
-ნაყინი იყიდე?

-ჰო,მხოლოდ ერთი გადამრჩა..-კისკისებს დეა...
-მე შენ რა გითხარი? ნაყინი არაა ჯანსაღი,არ უნდა ჭამო..
-ერთად ვარჯიშობთ?-კითხულობს ვასილი.
-ჩემს გადმობირებას აქტიურად ცდილობს ბოლო დროს...-ეცინება დეას და მაშტერდება ისე,თითქოს მკვლელი ვიყო..
-შენ მკაცრი ყოფილხარ,მეშინია,მეც არ ამიკრძალო რამის ჭამა...-ვასილი მართებულად ასკვნის,ხომ ვგეგმავდი,მისთვისაც დამეწყებინებინა ვარჯიში.
***
-რა კარგი ბიჭი ყოფილა...მისი ლექსები დავგუგლე..-იღიმის დეა,აღტაცებული ჩანს...
-კარგი კი არა,შენნაირი მასხარაა..
-რა მე ცუდი ვარ?-ისევ ბავშვური ტიტინი.
-არ გინდა გაგირიგო,მოგიშორო იქნებ..
-არა,შენ ისე გიყურებს,მბურძგლავს....
ესეც ახალი თეორია..იქნებ,მართლაც,უცნაურად მიყურებს...ვაღიარებ,რომ მინდა,ასე იყოს...დროსთან ერთად ჩემი მისდამი სიმპათია იმატებს....
მე და დეას სწავლის დაწყების წინა დღეს,ანუ 25-ში,მთაწმინდის პარკში გვეპატიჟები,სადაც შესანიშნავ დროს ვატარებთ...მართალია,ორივენი სამ-სამ ნაყინს მიირთმევენ,თუმცა არ ვბრაზობ,შეირგონ თავისუფლების ბოლო დღე...
ვასილი ძალიან გახსილია,თავისუფალი და უბრალო...ეს ის თვისებებია,რომლებიც ადამიანში ყველაზე მეტად მომწონს..
ამბობს,რომ ფუნიკულიორის ამუშავების შემდეგ,არაერთხელ წამოსულა მეგობრებთან ერთად და უყურებია მშვენიერი ხედისთვის,რომელის ტრავმაის მიღმა იშლება,თუმცა ახლა სულ სხვაგვარად ეჩვენება იგი..
ერთმანეთის გვერდიგვერდ მივდივართ ჩვენ სამნი,მე,დეა და ვასილი...როცა ეშმაკის ბორბალზე ვსხდებით,ის 14 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს...
-მას მერე აქ არ ვმჯდარვარ,,იმ შუქის ჩაქრობისა და გაჭედვის შემდეგ ეს არ მომხდარა..მახსოვს,ჩემი ძმა მაშინ პატარა იყო,რძე უნდოდა და დედაჩემი ამსიმაღლეზე აჭმევდაო..მოყოლილზე ყველას გვეცინება,მათ შორის ვასილსაც,თუმცა შემდეგ უცნაური შიში იპყრობს,გაუცნობიერებლად მხვევს ხელს და გულში მიკრავს..მეც ძლიერად ვეკრობი და ხელებს კისერზე ვხვევ..იმედი მაქვს,რომ ეს მხოლოდ ინსქტიქტია და მეტი არაფერი..დეა თვალს მიკრავს და ირონიულად იღიმის.
მისი გულის რიტმი აჩქარებულია,ჩემიც...ჯობია,დავიმშვიდო თავი და მოვიშორო ამდენი ფიქრი...
-რა ლამაზია!-დეა არღვევს ჩვენს მყუდროებას.
-ლამაზი?-ვასილი კითხულობს და უფრო მიკრავს..ღმერთო,მისგან რამდენი სითბო მოდის...
-ჰო,ძალიან ლამაზი..
-და იმ კაცზე რას იტყვი ჩამოძენძილი რომ დადის?-მოულოდნელად კითხულობ ვასილი და ხელს მიშვებს...
-იმ კაცზე?-თვალებს აცეცებს აქეთ-იქით დეა.
-ჰო და კიდევ იმ კაცზე ჯიპიდან რომ გადმოდის შარვალ-კოსტიუმით..
-ლიტერატურული არ გახლავართ!-ეცინენე დეას.
-აშკარად,მუზა მოუვიდა...-ცერემონიულად ვამბობ და მის სახეს ვაკვირდები,თითოეული ნაკვთი უშეშდება,თუმცა მალევე იშორებს დაძაბულობას და გაღიმებული თვალებით მაშტერდება.
-რაღაც მივჯღაბნე გონებაში.
-აბა?-დეა ჩემზე მეტად ინტერესდება,მგონი.
-უკვე სუფთა ხარ, ნელსაცხებლის აგდის სურნელი
და შენს სამოსსაც არაუშავს, გამოგესვლება
ქუჩაში, რადგან, ვერ მიხვდება გამოუცდელი,
რომ გასარეცხი, ერთი მხოლოდ, სინდისი დაგრჩა!

***
თუმცა,როდი გრძელდება დასვენება სამუდამოდ...დგება დრო, როცა უნდა შეშვა თავისუფლად ყოფნას და გახდე რუტინული...
რუტინა ყოველთვის არაა მოსაბეზრებელი,ხშირად ძალზე სასიამოვნოცაა,თუმცა ეს სიტყვა ჩვენში მაინც რაღაც უსიამოვნოსთან ასოცირდება...
ჰოდა,რას ვამბობდი...
უნივერსიტეტი იწყება...26-ში დილას ადრე ვდგები და ვემზადები ლექციისთვის,რომელიც 12-ზე მეწყება..მართალია ჯერ 9-ც არაა,თუმცა ადრე მინდა მოსვლა,კურსელები ასე შევთანხმდით.სანამ დაიწყება პირველი ლექცია,სადმე დავსხდებით და უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.
ძალიან თბილი გარემოაა,ყველა ღიმიალიანი სახით მხვდება,მეორეკურსელი ნელიც კი,რომელიც დანახვისთანავე მიქნევს ხელს...
დახვედრით აღფრთოვანებული ვართ.“ცხობის სახლში“ ვიკრიბებით,ეს სტუდენტთა საყვარელი ადგილია..მართლაც,საოცრად მყუდრო და კომფორტულია...
-ნელი სულ სხვანაირია რეალობაში,არა?-ვკითხულობ და მეღიმევა.
-ნამდვილად,თუმცა ბოლო დროს ხასიათზე ვერაა ხოლმე.
-რატომ?
-ვასილი ჰო,იცი?
-მესამეკურსელი,ჰო?-ვინტერესდები.
-რამდენიმე თვეა,რაც მასთან გაწყვიტა ურთიერთობა.
-შეყვარებულები იყვნენ?-სიცილი მიტყდება,რატომ,ვერ ვხვდები...
___
ხვალ ლეპტოპი მიმაქვს ბათუმში და ახალ თავს არ დავაყოვნებ,უბრალოდ თქვენი გვერდში დგომა მჭირდება.
თქვენ ხართ ჩემი მუზა!



№1  offline წევრი ტანიტა

ბევრი შეცდომა გაქვს, იქნებ დადებამდე გადახედო?

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ტანიტა
ბევრი შეცდომა გაქვს, იქნებ დადებამდე გადახედო?

ამჯერად მაგრად დამეზარა გადახედვა,გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent