ჩემს გარდა არავინ შეიყვარო.(1)
1თავი. ყოველთვის საშინელი ეგოისტი ვიყავი.არასდროს მიყვარდა ვინმეთვის რაიმეს ან ვინმეს გაყოფა.თუ ვიტყოდი,რომ ჩემია იქ მთავრდებოდა.ძალიან ხშირად მომდიოდა ამის გამო კამათი სხვებთან..დედა ყოველთვის მეუბნებოდა,რომ ასეთი ეგოისტობა არაფერში გამომადგებოდა.ზოგი ჩემი ეგოისტობის გამო ავადმყოფსაც მეძახდა,მაგრამ შეცვლას არ ვაპირებდი. ჩემი ჩვეული დილა ბუძილნიკის გამაყრუებელი ხმით იწყებოდა.მეც ზლაზვნით წამოვდგებოდი ხოლმე,სააბაზონოში შევდიოდი და თავს ვიწესრიგებდი.ახლაც ასე ვქენი.აბაზანიდან გამოსულმა კი იმაზე ფიქრი დავიწყე თუ რა ჩამეცვა.თხელი ჯინსის შარვალი ჩავიცვი.ზევით სქელი ძალიან თბილი ჯემპრი და ფეხზე შუზები.სარკეში ერთი-ორჯერ შევავლე ჩემ თავს თვალი და კმაყოფილი გამოვედი ოთახიდან.კიბეები ფრთხილად ჩავირბინე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.დედაჩემი უკვე ფუსფუსებდა.ჩემი შესვლისას გამიღიმა და თვალებით მანიშნა მაგიდასთან დავმჯდარიყავი,მე კი თავი გავაქნიე. -ძალიან მეჩქარება დე.-მასთან მივირბინე და ნაზად ვაკოცე. -მარიამ ასე არ შეიძლება!ნუ მანერვიულებ.-გაბრაზებულმა მითხრა მე კი ძალიან მაგრად მოვხვიე ხელები. -არ ინერვიულო ნატაშა გზაში შევჭამ.-გავუღიმე და ისევ ვაკოცე,შემდეგ კი სამზარეულოდან გამოვედი ჩანთას ხელი დავავლე და სახლიც დავტოვე.მარკეტისკენ ავიღე გეზი და სენდვიჩი ვიყიდე,შემდეგ კი მანქანაში ჩავჯექი და ნიცას სახლისკენ წავედი.15წუთში უკვე ნიცას კორპუსთან ვიდექი.დავურეკე და ვუთხარი,რომ ჩამოსულიყო შემდეგ კი სენდვიჩის ჭამას შევუდექი.ნიცას ჩამოსვლისას სენდვიჩი უკვე დამთავრებული მქონდა.ფრთხილად გამოაღო მანქანის კარები და შიგნით ჩაჯდა.თვალები დასიებული ჰქონდა ეტყობოდა ჩემსავით მთელი ღამე გამოცდისთვის მეცადინეობდა.გავუღიმე და გადავკოცნე.მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია,მშვიდათ და წყნარად მივდიოდით უნივერსიტეტისკენ. ნიცა მეტრეველი. ადამიანი რომელსაც 1-ლი კლასიდან ვიცნობ.ჩემი მეორე მე არის.ყოველთვის გვერდით მყავს როცა მჭირდება და არასდროს მტოვებს მარტო.ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. მაღალი სუსტი გოგოა.ქერა თმით,ცისფერი თვალებითა და დიდი ლამაზი ვარდისფერი ტუჩებით.ვერიტანს,როდესაც ადამიანს რაიმეს სთხოვს და მისგან პასუხად „არას“ იღებს.ყავს ძმა ვაჩე მეტრეველი.ყველაზე თბილი ურთიერთობა აქვთ რაც კი მინახავს და-ძმებს შორის.იქიდან გამომდინარე,რომ ჩვენსა და ვაჩეს შორის ასაკობრივად დიდი განსხვავება არ არის ერთი სასტავი გვყავს. *** -მარიამ დღეს საღამოს გამოხვალ ხო ჩვენთან?-მკითხა ბედნიერმა ნიცამ,როდესაც გამოცდიდან გამოვედით. -არამგონია ნიცა.-ვუთხარი გაუბედავად და შემდეგ მისი კივილ-წივილის მოსასმენად მოვემზადე. -ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა მარიამ ჟვანია!-ხელები გადააჯვარედინა და ცხვირი აიბზუა.სიცილის შეკავება ვერ შევძელი ისეთი საყვარელი იყო. -გთხოვთ ქალბატონო ნიცა ერთი შანსი კიდევ მომეცით.-თან ვეუბნებოდი და თან ვიცინოდი.ის კი სერიოზული სახით იდგა ხელებგადაჯვარედინებული.თავი გააქნია და ამჯერად ზურგი მაქცია.ისეთი საყვარელი და სასაცილო იყო.-მოვალ ხო,ოღონდ შენ არ გაბრაზდე.-ისევ გამეცინა და უკნიდან ჩავეხოტე.გამარჯვებულის ღიმილით გადმომხედა შემდეგ კი სიარული განაგრძო. სახლში ძალიან დაღლილი მივედი.დედა მაშინვე მეცა და სამზარეულოში გამათრია საჭმელად.2ლუკმა შევჭამე და ჩემს ოთახში ავედი.დაღლილი ლოგინზე გადავცეკი.ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე.თვალი რომ გავახილე უკვე ბნელოდა.ტელეფონს დავხედე 15გამოტოვებული ზარი მქონდა.არცკი მინახავს ზარები ეგრევე ნიცას გადავურეკე. -მადლობა ღმერთს!!ცოცხალი ხარ ქალბატონო მარიამ?-ჩაკივლა ტელეფონში,მე კი შიშისგან შევხტი. -რა გაყვირებს ადამიანო.ახლა გავიღვიძე.-ვუთხარი ბუღუნით და თვალები მოვისრისე. -ახლავე აეგდე ლოგინიდან და ჩემთან გაჩნდი!-ეს მიღრიალა და ტელეფონი გამითიშა.მეც სწრაფი ტემპით დავიწყე ტანსაცმლის არჩევა.შავი კონვერსები,შავი ელასტიკი,მოკლემკლავიანი მაიკა,კლეჩატი საროჩკა და ჟილეთი ჩავიცვი.ტელეფონს და პატარა შავ ჩანთას მოვკიდე ხელი,კარები გამოვაღე და კიბეებზე დავეშვი.დედას ვუთხარი,რომ ნიცასთან მივდიოდი შემდეგ კი სახლი დავტოვე.10წუთში უკვე აბაშიძეზე ვიყავი ნიცას კორპუსის წინ.მანქანიდან გადმოვედი.სადარბაზოსკენ ავიღე გეზი,ლიფტში შევედი და მესამე ღილაკს დავაჭირე.ნიცას სახლიდან ისეთი ხმაური გამოდიოდა,ეტყობოდა ყველს თავი მოეყარა უკვე.სწრაფად დავაზარუნე და დაველოდე როდის გამიღებდნენ კარს.ნიცამ გამიღო გადამეხვია და სახლში შემიპატიჟა.მისაღებ ოთახში ისეთი ამბავი ხდებოდა სიცილის შეკავება ვერ შევძელი.ნინა მოსიაშვილი(ასევე ჩემი კლასელი და დაქალი)კარაოკეს მღეროდა და მაგიდაზე იყო შემხტარი.ეტყობოდა მოუსწრია დალევა.ლუკა და საბა ტანგოს ცეკვავდნენ.(არც ესენი უნდა ყოფილიყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში.)აი ვაჩე კი ჩემთვის ერთი შეხედვით უცნობ ადამიანს ელაპარაკებოდა.ნუცამ სასწრაფოდ გამორთო კარაოკე და დაიწყო. -შეეგებეთ ადამიანს,რომელსა უკვე საათებია ველოდებით!-დაიყვირა და ყველამ მაშინვე მე გამომხედა.ნინა სწრაფად ჩამოხტა მაგიდიდან და ისე ჩამეხუტა,მეგონა ცოტაც და გამჭყლიტავდა.ლუკამ და საბამ გადამკოცნეს და ისევ ტანგოს ცეკვას შეუდგნენ,აი ვაჩე და „უცნობი“ კი ჩვენსკენ დაიძრნენ. ჯანდაბა საიდან მეცნობა?ისეთი ნაცნობი თვალებია..ისეთი ნაცნობი ღიმილი.საიდან ვიცნობ?ან ვიცნობ საერთოდ?რატომ მეცნობა?ვინა?აქ რა უნდა? ისეთი სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა.მაღალი,შავი თმით(ძალიან დაბალზე ჰქონდა თმა)სწორი ლამაზი ცხვირითა და ძალიან მკვეთრი წითელი თუჩებით.თვალი მისი თითებისკენ გამექცა.(არვიცი რატომ,მაგრამ ვგიჟდები როდესაც ბიჭებს ლამაზი და მოვლილი თითები აქვთ.)ისეთი ლამაზი თითები ჰქონდა..წვრილი და გრძელი.შავი საროჩკა ეცვა და ჯინსები.ტანში ერთიანად გამცრა,როცა დავინახე როგორ გაიღიმა და ლოყა როგორ „ჩაეჩხვლიტა.“რა ნაცნობი სახეა..რა ნაცნობი. ჩემთვის ფიქრებში გართულს ვაჩეს ხმამ მომიყვანა გონს. -მარიამ..-ხელები თვალებთან ამიფრიალა ვაჩემ. -გისმენ.-მეც სწრაფად მოვედი გონს და გავუღიმე. -ჩვენთან ხარ?თუ ცაში დაფრინავ?-თმები ამიჩეჩა და ხელი გადამხვია. -თქვენთან ვარ,თქვენთან.-გავიცინე და თმები გავისწორე. -მარიამ დათა არ გახსოვს?-მითხრა ნიცამ მხიარულად,რომელიც „უცნობს“(დათას)ჩამოკიდებოდა კისერზე.საპასუხოდ თავი გავაქნიე და დავინახე უცნობ დათას როგორ ჩაეცინა.-ჩემი ბიძაშვილი დათა მარიამ!სკლეროზი დაგეწყო?აშკარად ექიმთან უნდა მიგიყვანო.ამბოლოდროს ხშირ-ხშირად გავიწყდება რაღაცეები. *** -მაშო მოდი ჩემთან.-მიყვირის დათა მე კი უარის ნიშნად თავს ვაქნევ და გავრბივარ.ვიცი,რომ აზრი არ აქვს და ორ წუთში მაინც დამიჭერს მაგრამ მაინც გავრბივარ,თან ვიცინი.-მაშო მოდი ჩემთან თორე დაისჯები.-მასაც ეცინება.მე კი ისევ თავს ვაქნევ უარის ნიშნად.2წუთიც არაა გასული,ისე ვგრძნობ მის ხელს ჩემს მუცელზე.მისკენ მატრიალებს და გამარჯვებული სახით მიყურებს.-მაშო უნდა დაისაჯოს!-ბოროტად იცინის დათა. -მიყვარს ასე,რომ მეძახი.-ხელებს კისერზე ვხვევ და ლოყაზე ნაზად ვკოცნი. -მე კიდე იცი რა მიყვარს? -რა გიყვარს?-ვეკითხები მე და უკვე ვიცი რის გაკეთებასაც აპირებს. ხელში სწრაფად მიყვანს და წამში მე ბალახებში ვწევარ,ის კი ჩემ ზემოდანაა მოქცეული.ისევ ბოროტად იცინის,მე კი თვალებით ვევედრები,რომ ეს არ გააკეთოს. -არ გაბედო! მაინც არ მისმენს და „ღუტუნს“ მიწყებს.ჩემი სიცილ-კივილი უკვე თითქმის მთელ ქალაქს ესმის.დათა კი მაინც აგრძელებს და არ ჩერდება. -გ..გთხოვ გა.აჩერდი.-ძლივს ვამბობ ამ ორ სიტყვას მე. -რომ გავჩერდე მაკოცნინებ?-გამომცდელად მეკითხება დათა. -ნწუ. -ისე გამიშვებ რო ერთხელაც არ მაკოცებ?-ბალახზე ჯდება მე კი მის კალთაში მისვამს. -არ გაკოცებ.. -რო მოგენატრები რას გაიხსენებ?-ისევ ეს გამომცდელი ტონი. -შენ ჩახუტებას.-გადაჭრით ვეუბნები მე. -მ-ა-კ-ო-ც-ე. ზუსტად ამ მომენტში ისე მომინდა მეკოცნდა..ხო და მეც ავდექი და ვაკოცე.ჩემი ნებით,ჩემი ინიციატივით ვაკოცე.ეს იყო ყველაზე მაგარი გრძნობა რაც კი ოდესმე განმიცდია.გულმა ისე სწრაფად დაიწყო ბეთქვა მეგონა საგულედან ამომივარდებოდა..მუცელში კი მთელი ზოოპარკი მყავდა.ისეთი მაგარი და სასიამოვნო გრძნობა იყო.ხელები წელზე შემომიცურა და თავისთან უფრო ახლოს მიმწია.კოცნა არ გაუწყვეტია ისე მითხრა „მიყვარხარ“. აი ამ დროს კი მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.ვუყვარდი ბიჭს,რომელზეც მთელი თბილისი გიჟდებოდა.17წლის ყველაზე მაგარ ბიჭს ვუყვარდი მე,ერთი ჩვეულებრივი 15 წლის გოგო სახელად მაშო(მარიამ)ჟვანია. და იცით რა?საერთოდ არ მაინტერესებდა,რომ ხვალ მიდიოდა.არ მაინტერესებდა ის,რომ წლები მას ვერ ვნახავდი.ამ წუთას მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ეს მისი ბრალი იყო.მე ამ დღით ვცხოვრობდი და არა ხვალინდელით. -ჩემს გარდა არავინ შეიყვარო.-ეს დაიჩურჩულა და კიდევ ერთი ძალიან ნაზი და ტკბილი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე.. *** -როგორ ხარ მაშო?-ნაზად გამიღიმა დათამ. *** დადადადააამ! ესეც ახალი მოთხრობა ტაისიასგან.ისე მომენატრა წერა..და ისე მომენატრეთ თქვენ!ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდი,რომ დამეწერა ისევ.ერთი სული მქონდა როდის დავდებდი,რომ თქვენი კომენტარები წამეკითხა.24მაისი ძალიან მოგეწონათ და იმედი მაქვს ესეც ძალიან მოგეწონებათ.(ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.) თუ რაიმე არ მოგეცონებათ და შენიშვნა და რჩევა გექნებათ აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში!თქვენს კომენტარებს ველოდები. გკოცნით ტაისია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.