შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი გრძნობა (მესამე თავი...დასასრული)


4-09-2016, 14:08
ავტორი miraaa
ნანახია 1 814

-ჰო ეგრე იყო მაგრამ...-მაიკლმა მეგობარს კიდევ უთხრა რაღაც მაგრამ ანისიას თანხმობის მეტი აღარაფერი გაუგონია და არც უნდოდა გაგონება, რადგან ეშინოდა, რომ კიდევ უფრო უარეს რამეს გაიგონებდა. იგი თვალებით კიბეს დააჩერდა...რა ხდება? ეს რა მესმის? ღმერთო რა მემართება, ნუთუ იმაზე უარესი ხდება რაც მაქსიმის დროს მოხდა? ნუთუ მაიკლიც მატყუარა აღმოჩნდა? შეუძლებელია, ღმერთო, ნეტავ ეს უბრალოდ ჰალუცინაცია იყოს. ვერ გავუძლებ. ფიქრობდა ანისია და ცრემლები მოსდიოდა. გონება სულ გაეთიშა, მომხდარის გააზრება ძლიერ უჭირდა. ვეღარ ფიქრობდა, ვეღარ აზროვნებდა. ამ დროს ის მაიკლის ერთმა ძმაკაცმა დაინახა.
-ანისია.-თქვა მან და მაიკლმა მაშინვე ანისიასკენ მიიხედა. მაიკლს შიშის ზარი დაეცა. შეეშინდა რომ ანისიას მათი საუბარი ექნებოდა მოსმენილი. იგი მას შიშით, ნელა მიუახლოვდა და ჰკითხა:
-ანისია, ასე რამ დაგაღონა?
მაიკლმა ანისიას ხელზე ხელის შეხება სცადა, მაგრამ ანისიამ მას ხელი უხეშად გააწევინა და ბრძანებითი კილოთი უთხრა:
-არ მომეკარო!
მაიკლი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ იმის იმედით რომ მისი ვარაუდი სიცრუე იქნებოდა,ჰკითხა:
-რა მოგივიდა?
-თავს ნუ იკატუნებ, ვითომ ვერ ხვდები.
-ანისია,-უთხრა მაიკლის ძმაკაცმა.-ჩვენ..
-გაჩუმდი!-უყვირა ანისიამ.-ხმა არ ამოიღო.
მაიკლი საშინელ დღეში ჩავარდა. უდიდეს სასოწარკვეთილებას მიეცა. იფიქრა: მორჩა, ანისია ამას არ მაპატიებს, ყველაფერი დამთავრდაო,..და უნებურად თვალებზე ცრემლები მოადგა.
-ანისია,-უთხრა მან აკანკალებული ხმით.-შენ არასწორად გაიგე.
-ყველაფერი სწორად გავიგე. ძალიან კარგი რომ შენი ნამდვილი სახეც დავინახე. ახლა ერთით ნაკლები პრობლემა მექნება ცხოვრებაში.
ანისია ჩქარი ნაბიჯებით წავიდა და სახლიდ ეზოს გაცდა. მაიკლი კი ადგილზე დარჩა. ერთი შეხედვით მშვიდად იყო, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი ძნელია რა ხდებოდა იმ დროს მის გულში. ეს ყველაფერი ისე უცბად და მოულოდნელად მოხდა, რომ მაიკლი უბრალოდ გონს ვერ მოდიოდა, ვერ იჯერებდა რომ ეს დაემართა. თითქოს ყველაფერს ნელა, მაგრამ კარგად აანალიზებდა და ნელ-ნელა ერკვეოდა იმაში, რაც მოხდა.
-ძმაო,-უთხრა მეგობარმა, მაგრამ მაიკლმა იყვირა:
-ანისია!
და მას გაეკიდა. იგი ისიც ეზოს გარეთ გავიდა და ირგვლივ მიმოიხედა. ანისია არსად ჩანდა. მაიკლმა მას ძებნა დაუწყო. ამ დროს ანისია ხესთან იყო და ტიროდა, თანაც ისე რომ ამოსუნთქვას ვეღარ ახერხებდა. სულ კანკალებდა, მაიკლისგვარად მასაც უჭირდა მომხდარის გააზრება. ტიროდა ბოლო ხმაზე, რადგან სხვაგვარად არ შეეძლო. სევდა ყელში აწვებოდა და ახრჩობდა. აღარ იცოდა რაზე ეყარა ჯავრი. ბოლოს თმებში მოიკიდა ხელი და ძლიერ მოქაჩა, თან ერთი დაიწივლა. შემდეგ კი ხეს ურტყავდა ხელებსა და ფეხებს. ბოლოს ძალა გამოეცალა და ძირს დაეცა.
-მეზიზღები მაიკლ!..მეზიზღები..
-ანისია!
შემოესმა მაიკლის ხმა და დაინახა თუ არა ის, მაშინვე ფეხზე წამოხტა.
-რატომ მოხვედი?-უყვირა.-რომ ისევ გამაცრუო, შემირიგო,სამყაროს დამპირდე და შემდეგ ისევ გული მომიკლა?! რა გინდოდა?!
-გთხოვ მომისმინე...
-რატომ მოდოდი ჩემს ცხოვრებაში?! შენ თუ არ გიყვარდი, მე რატომ შემაყვარე თავი?!
-არა, მე შენ მიყვარხარ.
და ანისიაზე შეხება კვლავ სცადა მაგრამ ანისიამ ისევ უხეშად მოიშორა.
-არ მომეკარო, ჩემზე შეხება არ გაბედო! რა სინდისით ამბობ რომ გიყვარვარ! ესე იგი გართობა გინდოდა არა?-მაიკლს თვალები სულ ჩაუწითლდა და ცხარე ცრემლები გადმოსცვივდა.-ხომ გაერთე? კარგი იყო ჩემს გრძნობებზე თამაში? მოგეწონა? ალბათ ზურგს უკან დამცინოდი, როცა ჩემს სიყვარულს ხედავდი. ფიქრობდი: ,,საცოდავი, როგორ ადვილად ვაცრუებო."
-არა...არა...
-გართობა გინდოდა და ხომ მიიღე. მითხარი, ახლაც კარგად ერთობი ასეთ დღეში რომ მხედავ?! შენი მჯეროდა, მაგრამ ისევ იმედი გამიცრუვდა. მეუბნებოდი, მპირდებოდი გულს არასდროს გატკენო, მაგრამ არა, თურმე ამ დროს შენი პირობა არც გადარდებდა. ერთი რამ მითხარი! ყველა მე რატომ მატყუებთ? ისეთი რა დაგიშავეთ რომ პასუხს ასე სასტიკად მაგებინებთ?!
-საკმარისია!..
თქვა მაკლმა და ყურებზე ხელები ძლიერ მიიჭირა.
-რა არის საკმარისი?-გამწარდა ანისია, მაიკლს პიჯაკში ესცა და ორივე ხელი ჩაავლო.-შენთვის საკმარისია და ჩემთვის არა? შენ იტანჯები და მე არა?! ვინ გგონივართ? მე არ ვარ ადამიანი? მე არ მაქვს გული? მითხარი, ჩემზე ექსპერიმენტებს ატარებთ?!
-საკმარისია გაჩუმდი!
-მიპასუხე!
-გაჩუმდიმეთქი!-უყვირა მაიკლმა, ხელები გააშვებინა და თავიდან მოიშორა.-მეტის მოსმენას აღარ ვაპირებ.
-მოგიწევს! ჩემი მოსმენა მოგიწევს. არ გავჩუმდები. უნდა მომისმინო!
-არა! ვიცი რომ შევცდი, მაგრამ იმის საშუალება მაინც მომეცი რომ აგიხსნა.
-რა უნდა ამიხსნა. ყველაფერი ჩემი ყურით მოვისმინე.
-ზოგჯერ საკუთარ ყურებსაც არ უნდა ენდო. შენ ყველაფერი არ იცი. მართალია თავიდანვე არ მყვარებიხარ. თავიდან ცუდი თვალით გიყურებდი, შენც სხვებისნაირი მეგონე, მეგონა თუ...
-რა გეგონა?! მითხარი რა გეგონა?! ხედავ? ჩემზე ასეთი შეურაცხმყოფელი წარმოდგენა გქონია და კიდევ მე მთხოვ მოსმენას. ისეთი რა გავაკეთე რომ ამ ფიქრებისკენ გიბიძგე?
-ანისია, მე შენ შემიყვარდი. როცა გაგიცანი მივხვდი რომ სხვებს არ ჰგავდი. მართლა შემიყვარდი.
-არ მჯერა. შენი არცერთი სიტყვის აღარ მჯერა. აქამდე თუ მჯეროდა რა მოვიგე? მხოლოდ ტკივილი,მარამ ეს სიტყვა არ არის საკმარისი ჩემი გრძნობების გადმოსაცემად. არც კი ვიცი რავთქვა. იმ ყველაფრის შემდეგ რაც ცხოვრებაში გადამხდა როგორღა ვიცხოვრო? სამყაროსადმი ნდობა დავკარგე. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა.
და ანისია კიდევ უფრო ატირდა.
-ანისია, ნუ ტირი გთხოვ. დამშვიდდი.
-მშვიდად ყოფნის საშუალება მომეცი?! წყეულიმც იყოს ის დღე როცა შენ შეგხვდი, გენდე და შეგიყვარე.
-დამნაშავე მხოლოდ მე არ ვარ. მხოლოდ ჩემი კი არა, შენი დანაშაულიც უნდა დაინახო.
-მე? მე რა დავაშავე? მითხარი, რა დავაშავე?
-ამბობ გენდობოდიო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. შენ ჩემში სულ ეჭვი გეპარებოდა, ჩემი არ გჯეროდა.
-შენ არ იცი რა ძნელია,როცა გღალატობენ. რათქმაუნდა არ გეცოდინება, შენ ხომ აქეთ ღალატობ.
-შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ჩემს საწინააღმდეგოდ ერთი სიტყვაც აღარ თქვა.
-გაოცებული ვარ მაიკლ. არ მეგონა თუ ასე დაეცემოდი. ჯერ ცხოვრებას მინგრევ, შემდეგ კი სიმართლის თქმას მიკრძალავ. რას იზამ, სიმართლე მწარეა.
მაიკლი გააცოფა იმან რომ ანისიას უხსნიდა, მაგრამ ის არ უჯერებდა და მაინც იგივეს ამბობდა.
-ჩემს ნერვებზე თამაში ძალიან გიყვარს. ყოველთვის ასეთი ჯიუტი და სულელი იყავი. ჩემს სიყვარულსა და სიმართლეს ვერასდროს ხედავდი.
ანისიას მისმა სიტყვებმა გული კიდევ უფრო მოუკლეს.
-რა? ესე იგი მევარ დამნაშავე. მეზიზღები!-უყვირა მან.-მეზიზღები გესმის? ბოლო დონის ნაძირალა ხარ.
ანისია მაიკლს ხელს ჰკრავდა. მაიკლი მის გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ ანისია განსაცდელს ისე გაეგიჟებინა, რომ ძნელი იყო მისი დამორჩილება.
-გაჩერდი!
-უსინდისო! მანიაკი ხარ. საკუთარი თავისთვის ყველაფერზე წახვალ. შენი მეგობრებიც შენნაირები არიან.
-მათ ნუ ეხები.
-რატომ? მათ თუ შეუძლიათ ჩემზე რაც უნდათ ის თქვან, მე რატომ არ შემიძლია? ეს არის შენი სიყვარული? მე თუ მიკრძალავ,მათ რატომ არ უკრძალავ ჩემზე ცუდად საუბარს? იმიტომ რომ ერთნაირები ხართ. ყოჩაღ, ერთმანერთი კარგად გიპოვიათ.
-მოკეტე!
და გაცეცხლებულმა ანისიას სახეში გაარტყა. ანისიამ თვალები დახუჭა და ნელ-ნელა თავი გაასწორა. თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაიკლისგან ასეთ საქციელს არ ელოდა. ქვეყანა თავზე დაემხო. გული მწარედ ასტკივდა. სუნთქვა შეეკრა. ,,ნეტავ ახლავე მოვკვდეო" იფიქრა. ამით იგი საბოლოოდ განადგურდა. ცხოვრება საბოლოოდ დაენგრა. ერთი მწარედ ამოიკვნესა. მაიკლი შეცდომას მაშინვე მიხვდა და მიხვდა იმასაც რომ ანისია უკვე საბოლოოდ დაკარგა. ვერაფერი თქვა. ხმა ვეღარ ამოიღო. თავი დახარა და ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა.
-მაპატიე!-თქვა ბოლოს ძლივს.
-არაფერია. ეს ისე არ მტკენია როგორც გული მატკინე. მერწმუნე, ამიერიდან თვალით ვეღარასდროს მნახავ.
და ანისია წავიდა. მაიკლმა ის ვერ გააჩერა. ნახევრადმკვდარმა სახლისკენ გასწია.
გაბრიელი ანისიას გიჟივით ეძებდა. მაიკლი რომ დაინახა, მას მივარდა.
-მაიკლ, ანისია არ დაგინახავს? არ იცი სად არის?
-წავიდა.
-სად წავიდა?
-ალბათ სახლში.
-მე რატომ არ მითხრა,რატომ წავიდა?
-ანისიასთან წადით და დაამშვიდეთ.
-რატომ, რა მოხდა?
-სხვას ნუღარაფერს მკითხავთ.
მაიკლი წავიდა. გაბრიელი კი მიხვდა რომ მათ შორის რაღაც რიგზე ვერ იყო. ისე აღელდა, რომ სიდედრი სულ გადაავიწყდა, მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდა. ხოლო მაიკლმა სასმელის ბოთლებს ხელი დაავლო და გარეთ განმარტოვდა. სვამდა და ანისიას მისტიროდა. თავის დანაშაულს აცნობიერებდა და ხელებს თავში ირტყამდა.
-ჩემო დედოფალო,-ამბობდა და თან სვამდა.-შენ წახვედი და მიმატოვე.ახლა რა ვქნა? უშენოდ როგორ ვიცხოვრო? ჰაერივით მჭირდები, უშენოდ სუნთქვა მიჭირს. ამას ვერ გავუძლებ. მოვკვდები. ჩემი გული შენს დაკარგვას ვერ გაუძლებს. უშენოდ ამ ცხოვრებას აზრი აღარ ექნება.-მაიკლმა დაცლილი ბოთლი გადააგდო და ახალი აიღო.-მაგრამ შენ მაინც წახვედი. ჩემი ბრალია. მე ვარ დამნაშავე და მაინც შენ დაგადანაშაულე. ანისია მართალი იყო, ბოლო დონის ნაძირალა ვარ. მე შენს გარეშე სიცოცხლე არ მინდა.
მაიკლმა კიდევ ორი ბოთლი დალია, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და გზას გაუდგა.
რაც შეეხება ანისიას, სახლში ტაქსით მივიდა. სახლის კარები გააღო და შინ შევიდა. ჯერ ერთ ადგილას იდგა და გარემოს ათვალიერებდა,შემდეგ კი ერთიანად იფეთქა , ყვირილი დაიწყო და ყველაფერს ლეწავდა რაც ხელში მოჰყვებოდა. გაბრიელიც მალე მივიდა და შვილი რომ ასეთ დღეში დაინახა, გული მოუკვდა. ანისიასთან მივარდა და ხელები გაუკავა.
-დამშვიდდი, შვილო! ანისია!
-ხელი გამიშვი. გამიშვი.
-არა ანისია. დამშვიდდი,გთხოვ დაწყნარდი.
-რატომ ვარ ასეთი უბედური მამა?რატომ? სიკვდილი მინდა.
-ამას ნუ ამბობ! გულს ნუ მტკენ.
-გთხოვ, დედას უთხარი რომ წამიყვანოს, გთხოვ უთხარი.
-სულ გეუბნებოდი, რომ ყველაზე რთულ დროსაც კი ძლიერი უნდა იყო, ფარხმალი არ უნდა დაყარო, სულით არ უნდა დაეცემეთქი.
-არ შემიძლია...საკმარისად ძლიერი არ ვარ. მე ამას ვერ გადავიტან.
-შენ ყველაფერს გაუძლებ. ძალიან ძლიერი ხარ, იმაზე ძლიერი ვიდრე გგონია.ახლა უბრალოდ ძალიან განერვიულებული ხარ და სწორად ვერ ფიქრობ. შენ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი რომ ყველაფერს გადაიტან, ყველაფერს გესმის?
-არ მჯერა.აღარავის აღარ მჯერა.-და ანისია გაბრიელს მოსცილდა.-ყველა მატყუებთ და ჩემი ნდობით სარგებლობთ.
-შვილო, ხვდები რას ამბობ?
-კარგად ვიცი რასაც ვამბობ. არავინ არ მჭირდება, არავის დაანხვა არ მინდა.
ანისია თავის ოთახში ავარდა და კარები ჩაკეტა. მამამისმა ბევრი ეძახა მაგრამ ამაოდ. ანისია სარკესთან მივიდა და თავის თავს უყურებდა. შემდეგ თავისსა და მაიკლის ფოტოს დააჩერდა, რომელიც დილით ჩასვა ჩარჩოში.იგი აიღო და სარკეს მთელი ძალით ესროლა. სარკე არა მაგრამ ფოტოს ჩარჩო ნამსხვრევებად იქცა. ანისიამ მინის ნამსხვრევი აიღო, საწოლთან ჩაჯდა. გაბრიელი გიჟივით იყო და კარების შემტვრევას ცდილობდა. ანისიამ ნამსხვრევი ვენაზე დაიდო, მაგრამ გასმას ვერ ბედავდა. იგი თვალები დახუჭა და გამბედაობა მოიკრიბა. მინა უცბად გადაისვა ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე ხელზე. სისხლის წვეთები მაიკლის ფოტოს დაეცა და სულ დაფარა.ამ დროს გაბრიელმა კარები შეამტვრია და ანისიასთან მიირბინა.
-რა ჩაიდინე? ეს რა გააკეთე?ახლავე ხელები უნდა შეგიხვიო და საავადმყოფოში წაგიყვანო.
-არა, არსად წამოვალ.
-ანისია, ნუ სცოდავ. საკუთარი თავის დაღუპვა გინდა მაგრამ ჩემზე და ბებიაზე რატომ არ ფიქრობ?
გაბრიელმა საწოლის გადასაფარებელს ნაჭერი მოახია და ხელები გადაუხვია. ანისიამ გონება დაკარგა. გაბრიელმა ის ხელში აიყვანა, მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოსაკენ გასწია. ანისია ექიმებმა რომ წაიყვანეს, გაბრიელს სიდედრი მაშინ გაახსენდა და დაურეკა.
-ალო!-უპასუხა აღელვებით სიდედრმა.
-სად ხართ?
-შვილო, ისევ მაკლის სახლში ვარ. აქ ერთი ამბავია.
-რა ხდება?
-მაიკლი დაიკარგა. მანქანაც თან წაუყვანია. მობილურს არ პასხობს. ყველგან ეძებენ, მალე ალბათ პოლიციაშიც დარეკავენ. შენ და ანისია სად გაქრით?
გაბრიელი დარწმუნდა რომ მაიკლსა და ანისიას შორის სერიოზული კამათი მოხდა.ახლა მაიკლზეც ანერვიულდა. ვერ ხვდებოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მობილური გათიშა, მანქანაში ჩაჯდა და მაიკლის საძებნელად წავიდა. ეშინოდა რომ მაიკლიც თავს რამეს აუტეხავდა. ბევრი იარა, ყველგან გაფაციცებით ეძებდა მაიკლის მაქანას და ბოლოსდაბოლოს დაინახა კიდეც. გაბრიელმა მანქანა მოაბრუნა და მას დაედევნა. თან ურეკავდა, მაგრამ მაიკლი არ პასუხობდა. გაბრიელი ცდილობდა მაიკლის მანქანისთვის გადაესწრო, მაგრამ მაიკლი ისეთი სიაწრაფით მიდიოდა გაბრიელი მას ვერც კი ეწეოდა,გადასწრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოულოდნელად მაიკლმა მაქანა გააჩერა და იმ წუთასვე დაქოქა. მანქანა გზაზე გვერდულად დააყენა და უკან დაიხია სანამდეც შეძლო. პოლიციას ეს არ გამოპარვია და მისკენ გაემართა.
-რას აკეთებს?-იკითხა გაბრიელმა და გაჩერდა.
მაიკლმა კი მანქანა კვლავ დაძრა, ბოლო სისწრაფით წინ წავიდა და პირდაპირ ხრამში გადაეშვა. გაბრიელს ამის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და თავში ხელები შემოირტყა. ყველამ გააჩერეს მაქანები, გარეთ გადავიდნენ და ხრამში გადაიხედეს. პოლიციამ სამაშველო რაზმი და სასწრაფო გამოიძახა. გაბრიელიც გადავიდა გარეთ და ქვემოთ ჩაიხედა. მაიკლის მანქანა ისეთ დღეში იყო რომ მანქანას სულ აღარ ჰგავდა. გაბრიელმა საზარელი სახე მიიღო. სახეზე ხელები მოისვა და თავთან გააჩერა. თვალები დახუჭა, თუმცა მალევე გაახილა, ალბათ იმიტომ რომ იფიქრა:..იქნებ გამიმართლოს და თვალებს რომ გავახელ,სხვაგან აღმოვჩნდეო,.. მაგრამ არა. გაბრიელი თვალების გახელის შემდეგაც იქ იყო, სადაც თვალების დახუჭვამდე.
ამასობაში მაშველები და სასწრაფოც მივიდნენ. მაიკლის მანქანა იქიდან ამოიყვანეს. მაიკლი მანქანიდან გადმოიყვანეს და ძირს დააწვინეს. იგი სულ სისხლიანი იყო, მის სახეს სიცოცხლის ნატამალიც კი არ ეტყობოდა. გაბრიელი მასთან მივიდა.
-ცოცხალია?-ჰკითხა მან იქ მისულ ექიმს.
-ვწუხვარ მაგრამ გარდაიცვალა.
და ექიმმა მაიკლს თეთრი ნაჭერი გადააფარა. გაბრიელი ადგილზე გაქვავდა. ძლიერ გამწარდა. მთელი სხეული ასტკივდა. თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო. ბოლო დღეებში დაგროვილი ბედნიერება ერთ წუთში ჩაშხამდა და უბედურ ადამიანად იქცა. გული უსკდებოდა როცა ახსენდებოდა რომ ამ ამბავს ანისია აუცილებლად გაიგებდა. სუნთქვა ეკვროდა, როცა ახსენდებოდა რომ შეიძლებოდა მის შვილს რამე მოსვლოდა...ეს რატომ ჩაიდინე, რატომ?..ფიქრობდა იგი.ახლა მხოლოდ ისღა დარჩენოდა რომ ანისიასთან წასულიყო და მას გვერდიდან არ მოშორებოდა. მაგრამ ჯერ სიდედრს მიაკითხა და ისიც თან წაიყვანა. რაც შეეხება მაიკლის ოჯახს, მათ პოლიციამ შეატყობინა მისი გარდაცვალების ამბავი. შემთხვევის ადგილზე უამრავი ჟურნალისტი იყო და გადაღებულ კადრებს, ტელევიზაში აშუქებდნენ. ყველა სატელევიზიო არხი მაიკლის დაღუპვაზე საუბრობდა. ამან ყველა ააფორიაქა. ეს ყველასათვის დაუჯერებელი ამბავი იყო. მოგვიანებით ესპანეთშიც დაიწყო მითქმა-მოთქმა. ყველა მაიკლზე საუბრობდა და წუხდნენ მასზე. ამ ტრაგედიაზე სოფელში გადახვეწილმა მაქსიმმაც გაიგო. რამდენიმე კვირის წინ მან ინტერნეტით შეიტყო მაიკლისა და ანისიას ერთად ყოფნის ამბავი,ახლა კი როცა გაიგო რომ მაიკლი გარდაიცვალა, ძლიერ დაღონდა, რადგან მიხვდა რომ ანისიათვის ეს ადვილი გადასატანი არ იქნებოდა. მაქსიმს ხომ ანისია სიგიჟემდე უყვარდა. სწორედ ამ სიყვარულის დასავიწყებლად გადაიხვეწა სოფელში მაგრამ ვერ შეძლო. ანისია კვლავ თავდავიწყებით უყვარდა. ის მთელი თვეები ითმენდა მის გარეშე ყოფნას, ახლა კი ვეღარ მოუთმინა გულმა. არც უცდია მოთმენა. მობილური ხელში აიღო და ანისიას დაურეკა. გაბრიელმა გააგონა, რადგან ანისია ჯერ კიდევ უგონოდ იყო.
-გისმენთ.
მაქსიმი დაიბნა როცა გაბრიელის ხმა გაიგონა.
-მე...ანისიასთან მინდა საუბარი.
-რომელი ხარ?
-მაქსიმი ვარ.
-რატომ რეკავ?
-გავიგე რაც მოხდა,მაიკლს ვგულისხმობ. ანისიას მდგომარეობა მაინტერესებს.
-შენ ჩემი შვილის სახელის ხსენებაც კი აგიკრძალე.
-ვიცი...
-თუ ასეა, კარგად.
-არა, არ გათიშოთ. ძალიან გთხოვთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა საშინელ დღეში ვარ. რაც ანისია მივატოვე, იმის შემდეგ მოსვენება დავკარგე. მანდედან წამოვედი, რადგან ანისია დამევიწყებინა, მაგრამ ის და მისი გულწრფელი სიყვარული მაინც ვერ დავივიწყე.
-თავის დროზე შენ ეს გულწრფელი სიყვარული არ დააფასე.
-მართალი ხართ და ამის გამო ყოველდღე ჯოჯოხეთს გავდივარ. ანისიას ნახვა ძალიან მინდა. უკვე ვეღარ ვძლებ. მზად ვარ მისი ერთი ნახვისთვის, მთელი დარჩენილი ცხოვრება დავთმო.
-ანისიას შენი ნახვა არ გაეხარდება.
-დაველაპარაკები. ვიცი მომისმენს. მისგან არაფერს მოვითხოვ, მხოლოდ მინდა ამ მძიმე მდგომარეობაში, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი, მის გვერდით ვიყო.
-ანისია საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია.
-უგონოდ? ხომ გამოჯანმრთელდება?
-ექმები ამბობენ დღეს ან ხვალ გონზე მოვაო.
-ალბათ მძიმე დარტყმა იყო მისთვის მაიკლის სიკვდილი.
-არა, მან ეს არ იცის.
-როგორ თუ არ იცის? აბა საავადმყოფოში რა უნდა?
- სცადა.
-რა? რატომ?
-როგორც ჩანს მან და მაიკლმა მეტად სერიოზულად იჩხუბეს.
-ღმერთო ჩემო!.. ძალიან გთხოვთ უფლება მომეცით რომ მანდ მოვიდე. გპირდებით, ანისია თუ მეტყვის წადიო, აუცილებლად წავალ.
გაბრიელს უკვე წინააღმდეგობის ძალაც აღარ ჰქონდა. იფიქრა:..იქნებ მაქსიმმა ანისიას დახმარება შეძლოსო... იგი ერთი ღრმად ამოიხვნეშა და მაქსიმს უთხრა:
-კარგი, მოდი.
-დიდი მადლობა. ამას არასოდეს დაგივიწყებთ.
მალე ელენემაც გაიოგო ანისიაზე და ისიც თავის მშობლებიანად საავადმყოფოში მივიდა. მეორე დღეს კი მაქსიმი ჩავიდა. გული ეკუმშებოდა როცა ანისიას უგონოდ ხედავდა.
დაღამდა. მაქსიმმა ექიმისა და გაბრიელისგან ნებართვა აიღო და ანისიას პალატაში შევიდა. ანისიას გვერდით მიუჯდა და სახეზე მოეფერა.
-როგორ მიჭირს ასეთ მდგომარეობაში შენი ყურება. ხედავ? მე ისევ აქ ვარ. ისევ შენთან მოვედი. აღარ მიგატოვებ, არაფრის ფასად. ეს რა ყოფილა სიყვარული. როგორ დაგვტანჯა და გაგვაწამა.მაგრამ რა ვქნათ რომ გულს ვერ ვუბრძანებთ? მე...ნახევარი წელია შენს წინაშე დაშვებული შეცდომის გამო ვისჯები. მთელი ეს დრო მარტოობასა და შენს მოგონებებში გავატარე. ეს იყო ძალა, რომელიც მაცოცხლებდა, შენთან შეხვედრის იმედი. -მაქსიმს ტირილი ეძალებოდა და ძლივსღა საუბრობდა.-გულის ტკენასთან ერთად, გამეხარდა კიდეც შენი და მაიკლის ერთად ყოფნის ამბავი რომ გავიგე. გამეხარდა, რადგან ვიფიქრე რომ მასთან მაინც იქნებოდი ბედნიერი, მაგრამ უარესი მოხდა. ეს არის სიყვარული? ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს? არა, მან ჩვენ მოგვკლა და გაგვანადგურა. საბრალო მაიკლი, მას ხომ უყვარდი. სიყვარული კი მას დაუნდობლად მოექცა და სასიკვდილოდ გაწირა. ის აღარ არის, მაგრამ გპირდები წარსულის ყველა ტკივილს დაგავიწყებ, ოღონდ კიდევ ერთი შანსი მომეცი.
მაქსიმმა თავი ჩაღუნა და ტიროდა, მაგრამ უცბად ხმა შემოესმა. თავი ასწია და დაინახა, რომ ანისიას გულის აპარატი იყო. ხაზები სწორად მიდიოდა და ანისიას გული უჩერდებოდა. მაქსმი ფეხზე წამოხტა და გარეთ გავარდა. ექიმს დაუძახა. ექიმებიც მაშინვე იქ შევარდნენ და პალატის კარები მიიხურეს. იქიდან მალევე გამოიყვანეს და სასწრაფოდ საოპერაციოში გადაიყვანეს. ყველა გარეთ იდგა და თავზარდაცემულები და სასტიკად შეშინებულები იცდიდნენ. გაბრიელი ადგილს ვერ პოულობდა, ხან წინ დადიოდა,ხანაც უკან. 7 საათი გავიდა და მთავარი ექიმი, მხოლოდ მაშინ გამოვიდა საოპერაციოდან. ყველა ფეხზე წამოვარდა და მასთან მივიდნენ.
-ექიმო,-უთხრა გულის კანკალის გაბრიელმა.-ჩემი შვილი როგორ არის?
-ახლხანს მას გულის ოპერაცია გავუკეთეთ.
-გულის ოპერაცია?-იკითხა მაქსიმმა.-ხომ თქვით გონს მალე მოვაო.
-არ ვიცით. ეს მოულოდნელად მოხდა. ანისიას გული გაუჩერდა. ოპერაცია ძალიან მძიმე იყო. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.
-მერე?-იკითხა ტირილით ბებიამ.-როგორ არის?
მაგრამ ექიმმა არაფერი თქვა.
-ექიმო,-უთხრა ელენემ.-როგორ ჩაიარა ჩემი მეგობრის ოპერაციამ?
-პაციენტი გადარჩა.-თქვა ექიმმა და ყველას სახეზე ღიმილი გადაეფინა.-მაგრამ...-და ყველას კვლავ სახე შეეცვალა.-ის კომაშია...ჯერჯერობით ცოცხლობს, მაგრამ ის აპარატზეა შეერთებული. სიცოცხლის შენარჩუნებაში ჩვენ ვეხმარებით. მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგაიმედებთ. ახლა მისი სიცოცხლე ღმერთის ხელშია. სჯობს მისთვის ილოცოთ.
ექიმი წავიდა. ყველა ადგილებზე იდგნენ და არ ინძრეოდნენ, ხმასაც კი არ იღებდნენ. თითქოს ენა ჩაუვარდათო. ბოლოს მაქსიმი ნელი ნაბიჯებით მივიდა სკამთან, სახელურს დაეყრდნო და ძირს ნელა დაჯდა. თვალწინ დაუდგა ანისიასთან დაკავშირებული ყველა მოგონება. გული ყოველწამს მისი დაკარგვის შიშით უფეთქამდა და ამას იგი ჭკუიდან გადაჰყავდა. საბრალო ბებიას გული შეუწუხდა და პალატაში დააწვინეს. ახლა ყველას იმედი აძლებინებდა და მხოლოდ ის იყო მათი მაცოცხლებელი ძალა,ანისიას დაბრუნების იმედი.
მეორე დღეს მაიკლი დაკრძალეს. დაკრძალვას გაბრიელი და მაქსიმიც დაესწრნენ. ერთი ამბავი იყო. მხოლოდ დედის გულისდამწველი ტირილის ხმა მოისმოდა. მაიკლის დედა შვილის საფლავზე ხელებს ურტყამდა და მთელ თავის ენერგიას ყვირილსა და ტირილში დებდა. იგი ცოტახნით ჩუმდებოდა და საფლავს ეხუტებოდა. შემდეგ კი წამოჯდებოდა და ისევ ყვირილს აგრძელებდა. გაბრიელმა ამ სცენას ვეღარ გაუძლო და ლოლას საფლავთან მივიდა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯში იყო. გაბრიელი ჩამოჯდა და მეუღლეს თავის დარდს უზიარებდა.
ძალიან მალე მაიკლის მამამ ესპანეთში დაბრუნება მოინდომა, რადგან საქართველო შეძულდა, შვილი იქ მოუკვდა, იქ დაატყდა თავს ყველაზე დიდი უბედურება და უნდოდა საქართველოს რაც შეიძლება მალე გასცლოდა. მაგრამ ლილუ უარს ამბობდა, ის შვილის საფლავს ვერ ტოვებდა. ქმარს არაფრით არ მიჰყვებოდა. ამიტომ მათ შორის დიდი ჩხუბი მოხდა, ქმარი წავიდა ცოლი კი დარჩა. რამდენიმე დღეში, ქალაქში ლილუ და გაბრიელი ერთმანერთს შეხვდნენ შემთხვევით. კაფეში დასხდნენ და ისაუბრეს. ერთმანერთს თავიანთი ტკივილი გაუზიარეს. ლილუმ არ იცოდა რომ ანისია კომაში იყო. რომ გაიგო,ძალიან შეწუხდა. ანისიასთან წავიდა და მოინახულა.
გადიოდა დღეები. ერთ ჯოჯოხეთურ დღეს, მეორე მისდევდა, მეორეს_მესამე და ამასობაში გავიდა სამი თვე. სამშაბათ დილას ანისიამ თვალები გაახილა. გაუკვირდა როცა დაინახა რომ საავადმყოფოში იწვა. თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ბოლო ღამე გაახსენდა, მაიკლთან რომ იჩხუბა და შემდეგ ვენები რომ გადაიჭრა. გაახსენდა და ცოტახნით თვალები დახუჭა, რადგან მის თვალწინ იმ საშინელ წუთებს არ გადაევლო. ყველაფერი მოიხსნა და ფეხზე ადგა, მაგრამ მაშინვე ძლიერ დაეხვა თავბრუ და საწოლზე დავარდა. შუბლზე ხელი მიიდო და თვალები ერთმანერთს მოუჭირა. როცა თავბრუსხვევამ გაუარა, ადგა და კარები გააღო, თუმცა წინ ექიმი შეეჩეხა და გასვლის უფლება არ მისცა. ექიმმა ეს ამბავი ყველას ახარა. ყველა სიხარულით ცას ეწია. ანისია პალატაში რომ გადაიყვანეს, გაბრიელი მასთან გაიქცა და შვილი გულში ჩაიკრა.
-მადლობა ღმერთს შვილო! როგორ გამახარე. მგონია თუ მეორედ დავიბადე.
-მამა, რამდენხანს მეძინა?
-3 თვე.
-3 თვე?-გაოცდა ანისია, რადგან მისთვის ყველაფერი ისე იყო, თითქოს ერთი დღეც არ გასულა.-მამა,.. მაიკლი...არ მოსულა?
გაბრიელი მაიკლის სახელის გაგონებაზე. სულ გაფითრდა. ანისია კომიდან ახალი გამოსული იყო და მაიკლზე ჯერ ვერაფერს ეტყოდა.
-შვილო მაიკლზე ნუ იფიქრებ, ახლა დასვენება გჭირდება გესმის? ტვინს ფიქრებით ნუ გადაიღლი.
-ჰო მაგრამ...
-არავითარი მაგრამ. ახლა მხოლოდ სიმშვიდე და დასვენება გინდა. ნურაფერზე იდარდებ და საკუთარ თავს ზიანს ნუ მიაყენებ.
-კარგი.
უთხრა მოწყენით ანისიამ და თავი დახარა.
ანისია სხვებმაც მოინახულეს. ბოლოს ანისია პალატაში მარტო დარჩა და მაიკლზე ფიქრობდა. ფიქრობდა:..ნეტავ ახლა სად არის, ესპანეთში ხომ არ დაბრუნდა? ნეტავ საერთოდ დამივიწყა? საერთოდ აღარ ვახსოვარ? ნუთუ ყველაფერი ასე ადვილად დაივიწყა?...და ამ დროს მისი პალატის კარები მაქსიმმა შეაღო და შიგნით შევიდა. ანისიამ მას მიხედა. მისი დანახვა ძალიან გაუკვირდა. თვალებს არ უჯერებდა. ანისიას გული აუჩქარდა და საწოლზე წამოჯდა.
-ანისია,ვიცი გიკვირს ჩემი დანახვა. შეიძლება ბრაზობ კიდეც, მაგრამ მე აქ ცუდი განზრახვით არ ვარ. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხნის შემდეგ გონზე მყოფს გხედავ.
ანისიას ცრემლები წამოუვიდა და თავი დახარა. მაქსიმი მას მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა.
-ანისია, გთხოვ ნუ გამაგდებ. მხოლოდ ერთს გთხოვ, უფლება მომეცი რომ ამ მძმე დროს შენს გვერდით ვიყო.
-ამ მძიმე მდგომარეობაში შენს გამო ჩავვარდი. ყველაფერი შენით დაიწყო, მაგრამ მაიკლით დამთავრდა.
-შენგან ყველაფრის ღირსი ვარ. რაც არ უნდა მითხრა მართალი იქნები.
-ჰო, მართალი ვიქნები,-და იგი ატირდა.-მაგრამ იქნებდა თქვენ ტყუილად გადანაშაულებთ. იქნებ საკუთარ დანაშაულს ვერ ვხედავ. მითხარი, ჩემი ბრალია? გთხოვ მითხარი, სიმართლე მითხარი. იქნებ ვცდები.
-არა, არა ანისია. დამნაშავე შენ არ ხარ. არაფერი დაგიშავებია. გთხოვ ნუ ტირი. არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა.
-თუ ჩემი ბრალი არ არის, მაშინ მაიკლმა რატომ მითხრა, ის ყველაფერი რატომ მითხრა?
-ალბათ განერვიულებული იყო და იმიტომ. შენც ხომ იცი სიბრაზის დროს ადამიანს თავის მოთოკვა უჭირს და ვერ ხვდება რას ამბობს. მაგრამ მაიკლსაც ნუ დაადანაშაულებ. დამნაშავე არცერთი არ ხართ გესმის?
-აღარ შემიძლია, ცხოვრებამ ძალიან დამღალა. ძალიან დავიღალე.
-ასეთ რამეებზე ნუ ფიქრობ. ექიმებს რაც შეეძლოთ შენთვის ყველაფერი გააკეთეს ახლა კი შენი ჯერია. ახლა საკუთარი თავის დახმარება მხოლოდ შენ შეგიძლია. ემოციებს ნუ აჰყვები. ეცადე კარგზე იფიქრო, თორემ თავს დაიღუპავ. ეშმაკს შენზე გამარჯვების უფლებას ნუ მისცემ.
-ხომ ამბობენ, რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის იმარჯვებსო. თუ ასეა ჩემი სიყვარული რატომ დამარცხდა? მე უკვე დავმარცხდი. ბოროტმა ძალამ ჩემზე უკვე გაიმარჯვა.
-რატომ არ გესმის რასაც გეუბნები?
-მაპატიე,მაგრამ არ შემიძლია.
-ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.მთავარია შენ ირწმუნო ამის.
-მე მაგ ადამიანთა კატეგორიაში არ ვარ. ჩემთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა.
მაქსიმმა დაღონებით თავი გააქნია. გული სტკიოდა, რომ ანისიას ვერაფერს აგნებინებდა. თვითონაც იტანჯებოდა მის საშინელ განსაცდელს რომ ხედავდა. ანისიას შეხედა და თვითონაც თვალებზე ცრემლები ადგებოდა, როცა მის ცრემლიან თვალებს ხედავდა. არა, მაქსიმს თავის შეკავება არც უცდია, ანისიას მთელი ძალით მიეხვია. გაბრიელი კი მათ ჩუმად უყურებდა და ისიც ტიროდა. ,,როგორ შეიძლება სიყვარული ასეთი დაუნდობელი იყოს?" ფიქრობდა იგი და ცრემლებს აღარ იკავებდა.
5 დღეში ანისია სახლში გაწერეს. იგი თავის ოთახში იყო და საწოლზე იწვა. ფარდები გადაეწია და მზეს უყურებდა სევდიანი თვალებით. ასე რომ მოსწყინდა, თავის ლეპტოპი აიღო და ინტერნეტში შევიდა. უნდოდა იუთუბში მაიკლი მოეძებნა და მისი ხმა მოესმინა, მაგრამ ამ დროს მასთან გაბრიელი შევიდა და იმის შიშით რომ ანისია ინტერნეტში მაიკლის დაღუპვის ამბავს გაიგებდა, ანისიას ლეპტოპი ხელიდან გამოჰგლიჯა.
-მამა, რას აკეთებ?
-მე...მე მინდა რომ დაისვენო. რა დროს ინტერნეტია.
-მაგრამ სხვას ვერაფერს ვაკეთებ.
-რა საჭიროა ინტერნეტი. თუ ვერაფერს აკეთებ, მე მესაუბრე.
-მაშინ დედას საფლავზე წავიდეთ.
-საფლავზე?-და გაბრიელი კიდევ უფრო შეშფოთდა რადგან მაიკლიც ხომ იქ იყო დასაფლავებული.
-ანისია, ექიმმა ხომ გითხრა უნდა დაისვენოვო. ცოტახანს გარეთ ნუ გახვალ, სახლში იყავი.
-დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ, წასვლა მინდა.
-ხომ გითხარი...
-იცოდე მარტო წავალ.
-ღმერთო, რატომ ვერაფერს გაგებინებს ადამიანი.
-მამა, შენ თუ არ წამოხვალ, მარტო წავალ.
-წავიდეთ,..ოღონდ დამპირდი რომ მე არ მომშორდები, მხოლოდ ჩემთან ერთად ივლი.
-კარგი.
გაბრიელი და ანისია სასაფლაოზე წავიდნენ. ანისიამ დედამისს ყვავილები მიუტანა და სანთელიც დაუნთო. ცოტახანს გაჩერდნენ, შემდეგ კი წასვლა დააპირეს, მაგრამ ამ დროს ანისიამ მაიკლის დედა დაინახა. ქალი მაიკლის საფლავზე ყვავილებს დებდა.
-ის ქალი...-თქვა ანისიამ.-მაიკლის დედაა.
-შვილო...
-აქ რა უნდა? ვის საფლავზეა?
და ანისია ნელა მისკენ გაემართა. გაბრიელი მიხვდა, რომ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა, ანისია მომხდარს მაინც გაიგებდა, ადრე იქნებოდა ეს თუ გვიან. ანისია უახლოვდებოდა მაიკლის საფლავს და თან სულ ოფლი ასხამდა იმის მოლოდინში თუ ვინ იყო იქ დასაფლავებული. მაიკლის დედამ ის რომ დაინახა, აღელდა და ფეხზე წამოდგა. მას ანისია ძალიან უყვარდა, რადგან ის მისი ვაჟის საყვარელი ადამიანი იყო, ამიტომ არ უნდოდა რომ მას ასეთი სისუსტის დროს ასეთი მძიმე დარტყმა მიეღო. ლილუს სულ დაეკარგა ფერი. ანისიას უთხრა:
-ანისია? აქ რა გინდა?
ანისიამ მისკენ ნაბიჯის გადადგმა სცადა მაგრამ ლილუმ დააკავა.
-ანისია, აქ რატომ მოხვედი?
-გთხოვთ, გამიშვით.
-ანისია, მისმინე...
-გამიშვით.
ლილუმ გაბრიელს შეხედა, მისი გამომეტყველების მიხედვით მიხვდა რომ ანისიას გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ლილუ ანისიას გზიდან ჩამოშორდა. ანისიამ საფლავთან მიირბინა და როცა საფლავის ქვაზე ,,მაიკლ ბისბალი" წაიკითხა, ძარღვებში სისხლი გაეყინა. გულმა რამდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა და ცივმა ოფლმა დაასხა. გონებაში აზრები აერია. საშინლად შესცივდა და კანკალმა აიტანა. გრძნობდა, როგორ ეყინებოდა სხეულის ყველა ნაწილი და საშინელ ტკივილს გრძნობდა. თავი სადღაც, არარეალურ სამყაროში ეგონა. ძალიან შეუძლებლად ეჩვენებოდა მაიკლის გარდაცვალება. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის გრძნობა, რაც მას დაეუფლა იმ მომენტში.
-შეუძლებელია.-თქვა ანისიამ ძალიან დაბალი ხმით.-შეუძლებელია.
ლილუმ ტირილი ვეღარ შეიკავა. შავი თავსაფარი პირზე მიიფარა და ტირილი დაიწყო.ანისიამ მიხედა და მასთან მივიდა.
-ეს ხომ არ არის ჩემი მაიკლი? ეს ხომ სხვა მაიკლია? ჩემი მაიკლი ასე არ მომექცეოდა, უჩემოდ არსად წავიდოდა. ჩვენ ერთმანერთს შევფიცეთ რომ სადაც არ უნდა იყოს ეს, ყველგან ერთად ვიქნებოდით. ის ასე არ მიმატოვებდა. გთხოვთ მითხარით რომ იქ მაიკლი არ წევს, მითხარით.-ეუბნებოდა და სულ კანკალებდა.
-ანისია, მაიკლმა ვერ გაუძლო და იმ ღამეს თავი მოიკლა.
ანისიას ტკივილმა ახლა უფრო უმატა. უმძიმესი მოსასმენი იყო ეს მისთვის. თავი დამნაშავედ იგრძნო მის სიკვდილში. თითქოს ცა ორად გაიყო და ორივემ დიდი ჭექა-ქუხილი დაატეხა თავს.
-არა,-თქვა ანისიამ და ისევ მაიკლის საფლავთან მივიდა.-მაიკლი ასე როგორ მომექცა? მაიკლ, რა გააკეთე? ნუთუ ასე გადამიხადე სამაგიერო. მითხარი. ასეთი რამ იმიტომ ჩაიდინე რომ მე დაგეტანჯე?-ანისია მუხლებით ძირს დაეცა და ძლიერ ატირდა.-ღმერთო რატომ? რატომ? მის მაგივრად მე წაგეყვანე. ნეტავ მე მოვმკვდარიყავი. მაიკლ, ჩემი გესმის? გევედრები მაპატიე, გული ძალიან გატკინე. შენი სიკვდილი მხოლოდ ჩემი ბრალია. ვიცოდი, ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. სწორედ ამიტომ მეშინოდა, ამიტომ არ მინდოდა შენი გაშვება. შენ ხომ მითხარი შენთან ერთად მზის ამოსვლას შევხვდებიო, მაგრამ ახლა შენთვის მზე აღარასდროს ამოვა. შენ ჩემი ცხოვრებიდანაც გააქრე ყოველგვარი სინათლე, შენ ჩემი უკანასკნელი ვარსკვლავი ჩააქრე, შენთან ერთად გაქრა ჩემი ოცნებებიც. მეუბნებოდი მთელი ცხოვრება წინ გვაქვსო, თურმე რა ხანმოკლე ყოფილა მთელი ცხოვრება. ნუთუ აქ არის შენი ადგილი, ამ გაყინულ მიწაში უნდა იწვე? არა, ამას ვერასდროს შევეგუები. დამიბრუნეთ, გევედრებით ჩემი მაიკლი დამიბრუნეთ. მის გარეშე მოვკვდები. სიცოცხლის ძალა აღარ მაქვს. აღარ შემიძლია.
და მწარედ ატირებული საფლავზე დაწვა და მას ჩაეხუტა. ისე ტიროდა, რომ ბოროტსაც კი გულს მოულბობდა და გაუჩენდა იმის სურვილს, რომ მისთვის თანაგრძნობა გამოეცხადებინა. როცა გაბრიელმა ანისია ასეთ მდგომარეობაში დაინახა, მასთან მივიდა და აყენებდა, მაგრამ ანისია ჭირვეულობდა.
-ანისია, ასე თუ გააგრძელებ...
-ხელი გამიშვი! როგორ უნდა მოვიქცე?! სახლში წამოვიდე და ცხოვრება გავაგრძელო?! რატომ არ მითხარი მამა, რატომ?
-ტირილით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ. მას ვერ გააცოცხლებ.
-ჩემს თავს ხომ დავსჯი. ის საფლავში ჩემს გამო წევს. დედაც მე მოვკალი და ისიც. მკვლელი ვარ.
-არა ანისია.
-ვერ ვუძლებ. სიკვდილი მინდა.
ანისია ბედნიერებამაც მიატოვა და სიკვდილმაც. ოჰ, როგორი უფერული გახდა მისი ცხოვრება. როგორ დაბნელდა ყველაფერი. ანისია ცოცხალს აღარ ჰგავდა. აღარც ფერი ედო სახეზე და აღარც მისი თვალები ანათებდა ბედნიერებით. მთელი დღეები ოთახში, საწოლზე იწვა და ერთ წერტილს უყურებდა. დრო საშინლად იწელებოდა მისთვის. მას ვერც ბებია და ვერც გაბრიელი ვერ შველიდა, ვერც მეგობრები და ვერც მაქსიმი. ბებია და გაბრიელი ხმას ვეღარ სცემდნენ, რადგან ეშინოდათ, მისი ნათქვამი ყოველი სიტყვის ეშინოდათ. გაბრიელს უკვე ანისიას გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაეწურა. იგი ცხოვრებაზეც ხელი ჩაიქნია და ძლიერ უბედურ და უიღბლო ადამიანად იქცა., რომელსაც ცხოვრებამ ზურგი აქცია და მისთვის ტანჯვის მეტი ვერაფერი გაიმეტა.
მიუხედავად ყველაფრისა, მაქსიმი სულ ანისას გვერდით იყო. მართალია ხშირად მთელი დრო ისე გაივლიდა რომ არცერთი არაფერს ამბობდა, მაგრამ მაქსიმისთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ანისია გვერდით ჰყავდა.
ერთ დღეს მაქსიმმა ანისია გარეთ, ბუნებაში გაიყვანა. იქ სკამზე ჩამოსხდნენ.
-ვიცი ძალიან გიჭირს,-უთხრა მაქსიმმა.-საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე ძნელი არაფერია, მაგრამ ეს მისი ბედის წერა იყო. არავის აქვს მისი შეცვლის ძალა. ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ. ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა
-მას მთელი ცხოვრება ჰქონდა წინ, მაგრამ სიცოცხლე მე მოვუსწრაფე.
-რა შენი ბრალია თუ მისი ბედის ფურცლებზე ასე ეწერა.
-მაგით ვერ დამამშვიდებ.
-ანისია, ეს ცხოვრების დასასრული არ არის. ცხოვრება უნდა...
-მე რომ მოვკვდე რას იზამ? რას გააკეთებ?
მაქსიმი ამ კითხვას არ ელოდა. ეს მისთვის ჩამჭრელი კითხვა იყო.
-უბრალოდ, არ მიგატოვებ.-უპასუხა მან.
-ხედავ? შენი აზრები ჩემისგან არ განსხვავდება.
-ჰო მაგრამ მე ვკვდები. ვკვდები როცა შენს დატანჯულ თვალებს ვუყურებ.
-მაპატიე რომ შენც გტანჯავ. შენც ხომ ხედავ, ყველასთვის მხოლოდ უბედურება მომაქვს და მეტი არაფერი.
-სისულელეებზე ნუ ფიქრობ. შენს თავს უნდა დაეხმარო.
-არ მინდა! არ მინდა რომ უკეთესად გავხდე. მინდა მანამდე ვიტანჯო სანამ არ მოვკვდები და მაიკლთან არ წავალ.
-ასე ცხოვრება არ შეიძლება.
-მერე ვინ გითხრა რომ ცხოვრება მინდა.
-ანისია...რაც არ უნდა მოხდეს, სულ შენს გვერდით ვიქნები, ყველგან წამოგყვები სადაც წახვალ.
-წადი!
-რა?
-გთხოვ, წადი და აღარ მოხვიდე. არ მინდა რომ შენც მაიკლის ბედი გაიზიარო.
-მე ეს არ მადარდებს.
-მე მადარდებს. მე განვიცდი.
-არა გთხოვ. ნუ გამაგდებ.
-არ შემიძლია. თუ გიყვარვარ წადი და აღარ დაბრუნდე.
-მხოლოდ ერთი დღე...
-აღარცერთი წამი. ახლავე წადი.
მაქსიმს გულზე ეკლებივით ერსობოდა მისი სიტყვები. იგი საყვარელ ადამიანს მეორედ ვეღარ აწყენინებდა და უარს ვერ ეტყოდა. ადგა და უკანმოუხედავად წავიდა. ანისიამ მას ისე შეხედა, თითქოს არ უნდოდა რომ წასულიყო, მაგრამ მისი ფიქრით ორივესთვის ასე სჯობდა, ამიტომ არ გააჩერა. ანისია იქ დარჩა. ახლად დაწყებული წვიმის წვეთები თმებს ძალიან ნელა უსველებდა, თვალებზე კი ცრემლებად ეცემოდა. გაწვიმდა, ძალიან გაწვიმდა. თითქოს ანისიას ბუნებაც კი უთანაგრნობდა. იგი ადგა და დადიოდა. გზას ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა. იხსენებდა მაიკლსა და მასთან გატარებულ თითოეულ წუთს, რომელმაც ცხოვრება გაულამაზა. მას სულ არ ანაღვლებდა რომ სველდებოდა, რომ ირგვლივ წვიმდა. სიცივეს, რომელიც გარემოში სუფევდა, ვერც კი გრძნობდა, რადგან მაიკლის დაკარგვის შემდეგ მის გულს ისედაც არ მოშორებია სიცივე. იმ დღიდან ის იქ დასახლდა და გულს ყოველდღე ყოველდღე უფროდაუფრო უყინავდა. ანისია საათები იყო ცივ წვიმაში. სახლში გვიან დაბრუნდა. ბებიის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, სველი ტანსაცმელი მაინც არ გამოიცვალა. საწოლზე დაწვა, მაიკლის ფოტო ჩაიხუტა და თვალები დახუჭა. ბებია მას გვერდით უჯდა და ტანჯული სახით უყურებდა. ძალიან ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. სახლს სულ აზანზარებდა. ბებია ანისიას სახეზე მოეფერა და დიდი სიმხურვალე იგრძნო. სასწრაფოდ თერმომეტრი მოიტანა და სიცხე გაუზომა. 40 გრადუსი ჰქონდა. ქალმა სიცხის დამწევი მოიტანა და ანისიას გაღვიძება დაუწყო.
-ანისია, ანისია. გაიღვიძე, წამალი დალიე. ანისია.
-არ მინდა.-უთხრა თვალებდახუჭულმა ანისიამ.
-არა, უნდა დალიო. უარესად გახდები.
-უარესად ვერ გავხდები. ვგრძნობ, რაღაც უცნაურს ვგრძნობ. რაღაც უცნაური ხმები ჩამესმის. ჩემი წაყვანა უნდა.
-ანისია ნუ მაშინებ.-ატირდა იგი.-გინდა გული გამიხეთქო?
ბებია ეცადა, მაგრამ ანისიას ვეღარ გააღვიძა. ამიტომ ანისიას ხელ-ფეხი დაუზილა. თან შუბლზე სველ ნაჭერს ადებდა, რომელიც ყოველ წუთს საოცრად ხურდებოდა. ახლა ქალს მხოლოდ ისღა დარჩენოდა რომ მოეცადა, სანამ ანისიას სიცხე დაუწევდა. იგი ქვემოთ ჩავიდა და დივანზე, გაბრიელს გვერდით მიუჯდა.
-არ ვიცი ამ გოგოს რით დავეხმარო, რა გაავკეთო?
-არაფერი.-იყო გაბრიელის პასუხი.
-რა თქვი?
-მე ჩემი შვილის სიკვდილს უკვე შევეგუე, შენც იგივეს გირჩევ.
გაბრიელი ადგა და ნახევრადმკვდარი თავის ოთახში გავიდა. მთელი სახლი უბედურებას მოეცვა. არავის სახე აღარ უღიმოდა. არავის გულში, სულ პატარა სიხარული და სიცოცხლის სურვილიც კი არ იდო.
გათენდა და ანისიამ თვალები გაახილა. ოთახში მარტო იყო. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მაგრამ მაინც ადგა და მაშინვე აბაზანაში გავიდა. აბაზანა მიიღო შემდეგ კი თავისი გარდერობი გამოაღო და იქიდან, თეთრი, გრძელი ლამაზად გაშლილი კაბა გამოიღო. ანისიას ასეთი კაბები ძალიან უყვარდა, ამიტომ მრავლად ჰქონდა. ის კაბა ჩაიცვა და თმები დაივარცხნა. სახლიდან ისე გავიდა რომ არავის შეუმჩნევია, რადგან ბებიამისიც და მამამისიც თავიანთ ოთახებში ჩაკეტილიყვნენ. ანისია მაიკლის საფლავზე წავიდა. იქ ჩაჯდა და უთხრა:
-მე მოვედი. შენთან მოვედი. ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით. ადამიანები ამბობენ სიკვდილი ვერ დაგვაშორებსო, ჩვენს შემთხვევაში კი პირიქითაა. სიკვდილი ახლა ჩვენი დამაკავშირებელი ერთადერთი ძალაა. ჩვენ მხოლოდ სიკვდილი დაგვიბრუნებს ერთმანერთს.
ანისია საფლავზე დაწვა და თვალები ნელა დახუჭა, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ. მისი გულიც გაჩერდა და ძგერა შეწყვიტა. ის თავის დროზე მხოლოდ მაიკლისთვის ძგერდა და თუ ახლა შეწყვიტა, ესეც მხოლოდ მაიკლისთვის. მის ძარღვებში შეჩერდა სისხლის დინება და თბილი სხეული სულ გაუცივდა, წამებში ყინულად იქცა. მისი ერთ დროს მხიარული და სიცოცხლით სავსე არსება სრულიად გაქრა და მოისპო. საყვარელი ადამიანის საფლავზე, ესვენა უსიცოცხლო სხეული რომელმაც სიკვდილით მხოლოდ შვება ჰპოვა.
უცბად იქ მაქსიმი გაჩნდა, ანისიასთან მიირბინა, ძირს მასთან დაიხარა და სახეზე ჩამოშლილი თმები გადაუწია.
-ანისია,-და ცრემლები წამოსცვივდა.-როგორ დაგიკარგავს ფერი. სიცოცხლის ნიშან-წყალიც კი აღარ გააგჩნია. მე შენ გითხარი, რომ არ მიგატოვებდი და ყველგან წამოგყვებოდი. დროა ჩემი პირობა ავასრულო. აქამდე მხოლოდ შენი დაბრუნების იმედით ვცოცხლობდი, ახლა კი აღარ მაქვს მიზეზი, რისთვისაც შეიძლება რომ სიცოცხლე გავაგრძელო.
მაქსიმმა ეს თქვა და იარაღი ამოიღო, საფეთქელზე მიიდო და ჩახმახს თითი დაადო.
-და თუ ეს დასასრულია, მაშინ ერთად დავასრულოთ.
და ჩახმახს თითი გამოჰკრა. ტყვიამ მის ტვინში გაიარა, ჯერ დიდი ტკივილო მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმა. ანისიას მაქსიმიც გვერდით მიუწვა და მის მსგავსად, მანაც საბოლოოდ დახუჭა თვალები.
ქარმა დაჰბერა ხიდან ფოთლები მოსწყვიტა და მიცვალებულებს დააყარა. ჩიტები საამურად ჟღურტულებდნენ. პატარა, სუსტი სიო ნაზად არხევდა ხეებზე ფოთლებს, მიწაზე კი ლამაზად გაფუქრჩქნულ ყვავილებს. წვიმის ცვარი ეტყობოდა, ირგვლივ ბალახებს. ცა სრულიად მოწმენდილიყო და ახლად ამომავალი მზე თავის მოკაშკაშე სხივებით ამშვენებდა. ბუნებას ნათელი მწვანე ფერი გადაჰკვროდა. თითქოს საზეიმო ტანსაცმელი ჩაიცვა, თითქოს ჩიტებიც სპეციალურ სიმღერას მღეროდნენ რომ ეს ორი ახალგაზრდა ამ ქვეყნიერებიდან, სათანადოდ გაეცილებინა. თბილოდა, სასიამოვნოდ თბილოდა.
ორი დღის შემდეგ გაბრიელმა ანისია და მაქსიმი დაკრძალა. საკუთარი ხელით მიაბარა ერთადერთი ქალიშვილი მიწას. შეუძლებელია იმის წარმოდგენა რასაც ის, იმ მომენტში განიცდიდა. ანისია მაიკლის გვერდით, მაქსიმი კი ანისიას გვერდით დაასაფლავა. ირგვლივ ყველა დამწუხრებული იყო. ტელევიზიით ეს ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. ამ საზარელმა ამბავმა ყველა შეაძრწუნა და დაამწუხრა. ყველა მათზე და მათ ძლიერ სიყვარულზე საუბრობდა.
ბუნება დუმდა...



გამარჯობათ. ეს ჩემი პირველი მოთხრობის დასასრულია. იმედია მოგეწონათ. კარგი იქნება თუ თქვენს აზრს კომენტარებში დააფიქსირებთ. kissing_heart heart_eyes



№1 სტუმარი Guest მარიამიი

იმდენად მაგარი იყო რომ არვიცი რავთქვა მეგონა ყველა ბედნიერი იქნებოდა მაგრამ ისეთი ტრაგიკული ფინალი ქონდა რომ გულუ ძალიან მეტკინაა ყველა ძაან შემეცოდაა

 


№2  offline წევრი miraaa

დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა

 


№3  offline წევრი nini :)

dzaliaan kargi iyooo.... ko.entars vwer da vtirivar.... erti txovna maqvs.... aseti dasasrulit agar daweroooo... mesmis yvela happy end ar iqneba magram mainc

 


№4  offline წევრი miraaa

რა ვქნა ტრაგიკული დასასრულები ძალიან მიყვარს :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent