მთელი გრძნობით (4)
**** პირველი დღე. -გამოგეძინა, რავიცი. ასე მგონია, ბალიში აგიფეთქდა. -დილის 7-ზე რომ გამაღვიძე, აბა რა გეგონა?! -სამსახურისთვის რომელზე იღვიძებ, გეხვეწები? -9-ის ნახევაზე. -და გყოფნის მერე საათნახევარი? -დაჟე, 1 საათიც მყოფნის, რა.. გათბობა ჩართე. -რა იყო გცივა? -დიახ, მცივა. -გათბობაზე უკეთესი მეთოდი ვიცი,-თვალი ჩაუკრა რეზიმ. -სანამ წამოხვიდოდი ჰორმონები ვერ დააოკე?! -კი, თან როგორ..-უპასუხა რეზიმ. -ხო, ვამბობ დაუკმაყოფილებელი ხარ-მეთქი. დამცხა, რეზი!-რეზიმაც გამორთო გათბობა და მუსიკა ჩართო. -რა უგემოვნო ხარ.-დაიწუწუნა კატომ. -შენ რას უსმენ ძაან მაინტერესებს. -არ ვაპირებ ჩემი მუსიკალური გემოვნების გაზიარებას. მაინც არაფერი გეშველება,-უპასუხა კატომ. -რატო გრცხვენია? -დამანებე თავი, მეძინება.-უპასუხა კატომ და თვალები დახუჭა. რეზისაც აღარ გაუგრძელებია დიდად ლაპარაკი. არ ეძინა კატოს. ცხვირი ეწვოდა რეზის სუნამოს გამო. არა იმიტომ, რომ ცუდი სუნამო ესხა. პირიქით! სასწაული რაღაც.. კატო, რომელიც კარგად ერკვეოდა მოდურ ტანსაცმელში, სუნამოებში და ბრენდებში ვერ ხვდებოდა, რომელი სუნამო ესხა რეზის. -რა სუნამო გასხია? -რა იყო მოგეწონა? -აუ, წესიერად რო მიპასუხო, არა?! -Tom Ford-ის Venetian Bergamot. -საქართველოში არ იყიდება ეგ სუნამო,-თავდაჯერებულად უპასუხა კატომ. -ვიცი, აეროპორტში ვიყიდე. შენ რა სუნამოს ხმარობ? -ძალიან მიყვარს მარკ ჯეიკობსის დეიზი და შანელის ნომერი 5. ამ ორ სუნამოს ვხმარობ მარტო. -შენი პირადი სუნი ყველა სუნამოს ჯობია,-უთხრა რეზიმ და გაუღიმა კატოს. კატო გაწითლდა. ესიამოვნა და კომპლიმენტად მიიღო, მაგრამ მაშინვე გაახსენდა ვინ ეუბნებოდა და წარბები შეკრა. -წინ იყურე შენ! წინ კი იყურებოდა რეზი, მაგრამ თვალები მაინც კატოსკენ ეპარებოდა. სასწაულად იზიდავდა ეს გოგო. როგორ არ შეეძლო მარტო წასულიყო კახეთში, მარტო მოეგვარებინა ეს საქმე და რთველთან დაკავშირებით ზეპირად ეთქვა ყველაფერი კატოსთვის, მაგრამ არა. უფრო და უფრო, იზიდავდა ეს გოგო. ხო სასწაულად შხამიანი იყო,სასწაულად აუტანელი ზოგჯერ, მაგრამ პირდაპირ სასწაული იყო ეს გოგო! ჯერ კიდევ მაშინ ჩარჩა მეხსიერებაში, როცა წვენი გადაავლო. ძალიან გაბრაზდა თავიდან. ერთი გატუტუცებული გოგო ეგონა, რომელიც მამიკოს გათამამებული გოგოების სიაში მოწინავე პოზიციას იკავებდა. კინაღამ მანქანით რომ გაიტანა ისე ინერვიულა მაშინვე მანქანიდან გადმოხტა. რა თქმა უნდა, ადამიანზე იყო აქ ლაპარაკი, მაგრამ რომ დაინახა ვინ იყო ეს ადამიანი ორმაგად ანერვიულდა. მაშინაც არ დაუთმო და მაშინაც ავი ძაღლივით დაკბინა. ძალიან მოეწონა.. დათუნას სულ არ აქცევდა ყურადღებას, როცა კატოზე ელაპარაკებოდა. კატოსგან განსხვავებით უბრალო შემთხვევითობას არ მიაწერა მათი შეხვედრა და დათუნას უთხრა“ამ გოგოს მესამედ აუცილებლად ვნახავ“-ო. პირველი გოგოა, რომელთანაც ასე უხამსად ფლირტაობს და ძალიან მოსწონს. მოსწონს, როგორ წითლდება კატო და როგორ ეშლება ნერვები და საოცარ „მუღამში“ ვარდება ამ გოგოსთან. ძალიან კარგად ხვდება, რომ ამ დასაყწისს დასასრული არასდროს ექნება. პირიქით, ისე გაგრძელდება როგორც შეეფერება რეზი ნაკაშიძეს. სულ არ გაბრაზებულა საყვარელი პერანგი შავი ღვინით რომ დაუსვარა და გადასადგდები გახდა. არადა, ძალიან „პეწიანი“ ბიჭია რეზი. ტანსაცმელი ისე აქვს დალაგებული ნებისმიერ ქალს შეშურდება. ანი ეუბნებოდა ხოლმე, შენ ხარ გოგო თუ მე ვერ ვხვდებიო. ოთახიც იდეალურად დასუფთავებული და დალაგებულია. ზედმეტი არასდროს არაფერი დევს. დღეში რამდენჯერმე ბანაობს, როგორც წყალში ისე საყვარელ სუნამოში. ძალიან ესიამოვნა, რომ კატოც კარგად გათვითცნობიერებულია ამ საკითხში და გაუხარდა, რომ საერთო მაინც მონახა. მაგრამ ამას დიდხანს არ დაანახებდა. პრინციპისა და სიამოვნების საკითხი იყო ყველაფერში შეწინააღმდეგებოდა კატოს. საოცარ ადრენალინს გრძნობდა ამ გოგოსთან. საოცრად იზიდავდა და გაუცნობიერებლად დგამდა ნაბიჯებს, რომლებსაც არასდროს ნანობდა. -რეზი, ნელა იარე რა..-კატოს ხმამ გამოაფხიზლა რეზი. დახედა და შეცბა თვითონაც რომ 170 მიდიოდა კახეთის გზაზე. -ძალიან დაფრინავ!-უსაყვედურა კატომ. -შენ რა პრეტენზიული ხარ, ტო. -ძალით მიგყავარ და პრეტენზიაც აღარ გამოვხატო? -შენი საქმე და სამსახურია და იძულებით მგონი არ უნდა აკეთებდე საყვარელ საქმეს. -იმას ხომ გააჩნია ვისთან ერთად გავაკეთებ საყვარელ საქმეს! -ესე იყოს?-იკითხა რეზიმ და ტორმუზს დაადგა ფეხი. მოულოდნელი დატორმუზებისგან კატო წინ გადავარდა და საქარე მინას შეასკდა თავით. -შენ ნორმალური ხარ?!-დაიწყო ყვირილი,-გამისკდა თავი! -ნელა ხომ მითხარი?!-არ თმობდა რეზი. -ავადმყოფი ხარ! მეზიზღები!-დაუყვირა კატომ და ცრემლები წამოუვიდა. ძალიან ანერვიულდა რეზი კატოს ცრემლები რომ დაინახა და მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. -კატო, დამშვიდდი რა.. -რა დავმშვიდდე არიბაგები კინაღამ გაიხსნა! ავადმყოფი ხარ.. ეს ვის გადავეყარე, პროსტა! -კაი, რა. დამშვიდდი ხომ არ გახსნილა? კარგად ხარ შენც! -იმის მაგივრად, რომ ბოდიში მომიხადო შენი უაზრო საქციელის გამო დამშვიდდი დამშვიდდის მეუბნები.. ვის დაემსგავსე პროსტა! დედა-მამა სასწაულია, ანი შოკი და შენ პროსტა მონსტრი ხარ!-გაეცინა რეზის. როგორ უნდა აეხსნა კატოსთვის, რომ ასეთი არ იყო და უბრალოდ მასთან ხდებოდა ასეთი „მონსტრი“? ვერა, ვერ აუხსნიდა და ამიტომ გაჩუმდა. ხმა არც ერთს არ ამოუღია ისე მივიდნენ სასტუმრომდე. ბარგი გადაიტანა რეზიმ ორივესი და სასტუმროს ადმინისტრატორთან მივიდა. -ორი ნომერია ნაკაშიძეზე,-მშვიდი ხმით მიმართა ადმინისტრატორს, რომელიც ცოტაც და დადნებოდა მის შემხედვარე. -დიახ.აი, ინებეთ გასაღებები. თქვენი ოთახი 4-ე სართულზეა ერთმანეთის გვერდზე,-უთხრა ადმინისტრატორმა ხუჭუჭა გოგომ და თვალები დაუპაჭუნა,- თუ რამე შეგიძლიათ დარეკოთ. მე ნინა მქვია. -სასიამოვნოა ნინა. ვფიქრობ, აუცილებლად დაგირეკავ,-გაუღიმა რეზიმ და კატოსთან ერთად ლიფტში შევიდა. -სასიამოვნოა ნინა. ვფიქრობ, აუცილებლად დაგირეკავ,-გააჯავრა კატომ და სიცილი აუტყდა. -რა გაცინებს?!-რეზისაც გაეცინა. -არაფერი, ჩვეულებრივი კაზანოვა ხარ. -კეთილგანწყობაა მეტი არაფერი. -კეთილგანწყობა კი არა დაგინახა თუ არა მაშინვე დადნა და დაიღვენთა გოგო,-იცინოდა კატო,-ნინა კი არა იმენა ნინო იყო! -ეჭვიანობ, კატო?-ჩაეღიმა რეზის. -არა, პირიქით ძალიან მიხარია, რომ დაკავებული იქნები ნინო-თი და არ მომაცდენ ხშირად,-გაიცინა კატომ და ჩემოდანი გააგორა ოთახისკენ. -ერთ საათში უნდა გავიდეთ და ნუ იზოზინებ,-თვალი ჩაუკრა რეზიმ და ოთახში შევიდა. იბანავეს, მოემზადნენ და საწარმოსკენ წავიდნენ. ორ ჰექტარზე იყო გაშენებული ყურძენი და საწარმო. თანამედროვე და უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი საწარმო, სადაც ამუშავებდნენ ყურძენს. გულდასმით შეისწავლა კატომ თითოეული კუნჭული და დააგემოვნა ნაკაშიძეების საფირმო ღვინოც. ბევრი სურათებიც გადაიღო თანამშრომლებთან და მათგან საჩუქრად ღვინოც წამოიღო. -ხვალინდელი გეგმა რა არის?-იკითხა დაღლილმა. -ხვალ დილას რამდენიმე ვენახი უნდა ვნახოთ, ასევე, რამდენიმე ჯიშის ყურძენი გამოიყვანეს და ამ ყურძნის ღვინოც უნდა დავაგემოვნოთ. ეს ყველაფერი გაგრძელდება საღამომდე. საღამოს კი შევხვდებით ადგილობრივი, კონკურენტი კომპანიის მმართველებს. -ძალიან კარგი. მაშინ დავიძინებ, თორემ არ მაცადეს ძილი. ძილინებისა რეზი,-მთქნარებით დაშორდა კატო რეზის და კარებში გაუჩინარდა. *** მეორე დღე. დილას ადგა კატო გადაივლო და აივანზე გავიდა. სასწაული ხედი იშლებოდა მისი ფანჯრიდან. აი, რაღაცნაირად რომ გამშვიდებს სივრცე და სხვა სამყაროში გაგდებს, როცა ყველაფერი შენთვის სულერთია. სიცილის ხმა შემოესმა მეზობელი ოთახიდან. გაუჩერებლად კისკისებდა გოგო. „ალბათ, შეყვარებული წყვილია. რა მაგარია! ნეტა, სულ ასეთი ბედნიერები იყვნენ“ გაიფიქრა თავისთვის და მოკალათდა ხის სავარძელში. სიცილით გამოვარდა გოგო აივანზე და კატო გაშრა. ნინა იყო, ადმინისტრატორი. რეზის ოთახიდან! -გამარჯობა,-ხელი აუწია ნინამ კატოს. -გამარჯობა, ნინო.-ცივად უპასუხა კატომ და მიაშტერდა გოგოს, რომელიც სასტუმროს თეთრ ხალათში გამოწყობილიყო. -ნინა,-გაიგო საყვარელი ხმა და აივანზე რეზი გამოჩნდა. -ვა, კატო..-ცინიკურად შეხედა რეზიმ კატოს, რომელიც ცოტაც და გასკდებოდა შუაზე. -მზად ვარ რეზი და რომ მოემზადები ქვემოთ ჩამოდი,-ცივად უთხრა კატომ და ოთახში შევარდა. გიჟივით დადიოდა წინ და უკან. ძალიან გაბრაზდა რეზიზე. „გაერთო ბიჭი მერე შენ რა?“-ჰკითხა მეორე მემ, „არაფერი, მე რა.. ვისთანაც უნდა და სადაც უნდა!“-უპასუხა პირველმა მემ. „ მერე შენ რა კი არა კვდები ეჭვიანობით. რა ეგოისტი ხარ, კატო“-დასცინა მეორე მემ. „ენა დაიმოკლე!“ -უსაყვედურა პირველმა. სასწრაფოდ აიღო თავისი ბლოკნოტი, რომელშიც ყველა საჭირო ინფორმაცია ეწერა და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებში სავარძელში ჩაჯდა და სიმწრისგან თმების წვალება დაიწყო. რამდენ ხანს იყო ესე არავინ იცის, როცა რეზი დაადგა თავზე. -წავედით?-ცინიკურად ჰკითხა რეზიმ. „ოხ, ეს ცინიზმი ამ ბიჭში დევს!“. -კი, წავედით.-მოკლედ უპასუხა კატომ და წამოდგა. მანქანაში ისე ჩაჯდა რეზისთვის არ შეუხედავს. საღამომდე იმუშავეს, მოაგვარეს საქმეები და უკან დაბრუნდნენ სასტუმროში. ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის რეზის და კატოს. ეღიმებოდა რეზის და უხაროდა, კატოს რეაქცია. საღამოს 7 საათი ხდებოდა რეზიმ კატოს კარზე დაუკაკუნა. კარი კატომ რომ გაუღო კინაღამ ცუდად გახდა. მის წინ ჩვეულებრივი სრულყოფილება იდგა. მაღალწელიანი მოტკეცილი შარვალი და თეთრი გიპიურის პრიალა მაისური ეცვა კატოს, რომელშიც თამამად უჩანდა რეზის საყვარელი და საოცნებო ბურთები. თმა გვერდზე გადაეყო და ნახევრად ჩამოშლოდა. მაკიაჟი ჯერ არ ესვა, მაგრამ ასეთიც სასწაული იყო! -შემოდი,-ცივად უთხრა კატომ და შეიპატიჟა ოთახში. რეზი საწოლის გვერდზე მდებარე სავარძელში ჩამოჯდა და უყურებდა კატოს, რომელიც ძალიან მშვიდად და წყნარად ისვამდა ტონალურს სახეზე. ერთი წამით ეგონა, რომ ეს გოგო მისი ცოლი იყო და მოუნდა, რომ ყოველდღე მისთვის ეყურებინა, როგორ უვლიდა თავს და ენახა, როგორ არჩევდა ტანსაცმელს. იმ წუთას მიხვდა, რომ უხამსი ფიქრები სადღაც წარსულში დარჩა და ჩამოუყალიბდა გულწრფელი გრძნობა. აქ კი ნამდვილად მიხვდა, რომ მაგრად დაერხა... -ვსო. წავედით..-უთხრა კატომ რეზის. რეზიც უხმოდ ადგა და გაჰყვა კატოს. -ძალიან ლამაზი ხარ,-ძლივს ამოიდგა ენა რეზიმ. კატომ არაფერი უპასუხა. არადა, როგორ უნდოდა ეყვირა და ეჩხუბა, მაგრამ მიზეზს ვერ დაუსახელებდა რატომ. რესტორანში ჩავიდნენ, სადაც სტუმრები უკვე მოსულიყვნენ. სასიამოვნო საღამო გამოვიდა. კონკურენტ ფირმასთან გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოეს და ჩამოყალიბდნენ ერთობლივ პროექტზე, რომელსაც სათავეში რეზისთან ერთად კატო ჩაუდგებოდა. როდესაც სტუმრები წავიდნენ რეზიმ კატოს შესთავაზა ზემოთ ბარში დამსხდარიყვნენ. -რას დალევ?-ჰკითხა რეზიმ. -რამე ძლიერს..-მშვიდი იყო კატო. -ტეკილა? -ორმაგი.-უპასუხა კატომ ისე, რომ არც შეუხედავს რეზისთვის. -რა მშვიდი და წყნარი ხარ.. -იმ დღესაც ეგ მითხარი,-უთხრა კატომ. -იმედია, დღეს რაიმე სასმელი არ აღმოჩნება ჩემს პერანგზე. -არა, არ აღმოჩნდება პირობას გაძლევ.-უპასუხა კატომ და მიმტანს ტეკილა გამოართვა. რეზიმაც ტეკილა შეუკვეთა თავისთვის. -რაღაც მინდა გითხრა,-უთხრა რეზიმ. -იმედია, სიყვარულს არ მიხსნი. კატო ვარ და არა-ნინა..-უთხრა კატომ. რა სულელი გოგოა! მაინც ვერ მოზომა! რეზის გაეღიმა. ძალიან გაუხარდა.. გული აუჩქარდა. ბედნიერებისგან. -კატო.. კატო.. ყველას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში.. -მართალია. მეც ბერვს ვლაპარაკობ.. შენი საქმეა..-უპასუხა კატომ. -ზოგჯერ შეგიძლია იყო მშვიდი და წყნარი. ზოგჯერ კი-არანორმალური. -ეგ ხომ უკვე მითხარი?-გაეღიმა კატოს. -გამეორება ცოდნის დედააო,-გაეღიმა რეზის,-მოდი, გაუმარჯოს იცი რას? ურთიერთობებს. მე ყოველთვის მეგონა, რომ ურთიერთგაგების საფუძველზე ჩამოყალიბებული გრძნობები ყველაზე ძლიერი იქნებოდა. მეგონა, რომ გაურკვეველი ემოციები მხოლოდ ამ საფუძვლის არსებობისას მოდიოდა, მაგრამ ძალიან მაგრად შევცდი. -რისი თქმა გინდა? -გაუმარჯოს დაუგეგმავ ურთიერთობას. -ურთიერთობებს არ გეგმავენ,-მშვიდად უთხრა კატომ. -გეგმავენ,-გაეღიმა რეზის,-მაგრამ არსებობს მაგალითად შენ და მე. იმ დღეს რო მიკიოდი ვერ წარმოვიდგენდი თუნდაც ეს ურთიერთობა თუ ჩამოგვიყალიბდებოდა. აი, ნინასთან დაგეგმილი ურთიერთობა იყო.. -ხო, კისკისა ურთიერთობა..-წაკბინა კატომ. -კისკისა იქნება თუ მტირალი არ აქვს მნიშვნელობა. მოდი, ჩვენს ურთიერთობებს გაუმარჯოს. რაც ჩემსა და შენს შორისაა. -შენ ამას ურთიერთობას ეძახი, რეზი? -კი, ვეძახი და ძალიანაც მომწონს. იმედია, იცი რომ ეს ურთიერთობა არასდროს დასრულდება. -რატომ გგონია?-გაეცინა კატოს. -რატომ? არ გინდა, გთხოვ. შენც ძალიან კარგად იცი რომ მე და შენ დაუსრულებლები ვიქნებით..-კატომ არაფერი უპასუხა. უბრალოდ, უყურებდა ტეკილას ჭიქას, რომელიც ასე თავმოწონედ იდო მაგიდაზე მარილში ამოვლებლი ლიმონთან ერთად/ -კარგი. მოდი, მე და შენ გაგვიმარჯოს,-თქვა კატომ და ჭიქა ასწია,- და ჯანდაბამდეც გზა ჰქონია იმას, რაც ამ ჭიქის მერე ითქმევა..-თქვა კატომ და სასწრაფოდ გადაკრა სასმელი. ერთს მოჰყვა ორი, ორს სამი და ასე შემდეგ 10-მდე ავიდნენ. კატომ დაიჟინა სეირნობა მინდაო, რეზიც დაჰყვა მის ნებას. გონი არც ერთს ეკითხებოდა.. უბრალოდ, მიდიოდნენ და სად არ იცოდნენ. ეგ არის.. იმ წუთით უნდა იცხოვრო, რომელიც გაგაბედნიერებს. იმ წუთას ხო ბედნიერად გრნობდნენ თავს? მერე რა, რომ აგიჟებდნენ ერთმანეთს. სიყვარული სიგიჟეა, რომელსაც სამუდამო ბილეთი აქვს საგიჟეთის ვი-აი-პი ადგილას.. -იცი, რა მინდა? ცოლს რომ მოვიყვან ხელი სიღნაღში მოვაწერო, მერე გადავფრინდე გერგეთში ჯვარი დავიწერო და რესტორანი ცოლმა აარჩიოს,-გაიცინა რეზიმ. -როგორი თანამედროვე ხარ, -გაეცინა კატოს. -შენ როგორი გინდა? -იცი, აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ. ალბათ, ტრადიციული ქორწილი მექნება თავისი თამადით. ძალიან მომწონს დაწინდვა.. აუცილებლად, ჯვრისწერამდე დავიწინდები.. -ჰო, მაგარია.. კატო.. -ჰო, რეზი.. -შემიყვარებ ოდესმე?-გაეღიმა კატოს და გაეღიმა რეზის. როგორი საღამო იყო სულ ღიმილების! -არასოდეს თქვა არასოდეს-ო ნათქვამია,-თქვა კატომ. მალამოდ მოედო რეზის გულს კატოს სიტყვები.. იყო რაღაც იმედი.. მთვრალი კაცი მართალი კაციო.. გაუხარდა.. თან როგორ? იმედი, სასწაული რაღაც არის! იმედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. როცა გაქვს იმედია, ანუ, ღირს რაღაცისთვის ბრძოლა. -მგონი, წვიმას აპირებს,-თქვა კატომ. -იწვიმოს.. -იწვიმე..-დაიყვირა კატომ. -იწვიმე..-დაიყვირა რეზიმ კატოსთან ერთად. იცინოდა ორი ერთმანეთზე გიჟი ადამიანი და უხაროდათ ერთმანეთი. კატო მღეროდა, ცეკვავდა, ტრიალებდა. უყურებდა რეზი როგორი ბავშვური და კარგი იყო კატო და უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ მათი ამბავი სადღაც ცაში იყო დაწერილი. მართლა წამოვიდა წვიმა. თან როგორი?! აი, აჭარაში რომ იცის ისეთი! ხოშკაკალს რომ ეძახიან.. მაგრამ სულ ერთი იყო მათთვის. -იცეკვე წვიმაში,-უთხრა კატომ რეზის და ხელი მოჰკიდა. რეზიმ დაატრიალა კატო და მიიხუტა. ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ და გრძნობდნენ. გული რითმულად ძგერდა.. აკოცა.. კატომ აკოცა.. იცით, როგორ აკოცა? როგორც შეეფერებოდა. ნაზად ჰაეროვნად. ამ კოცნაში გამოხატა ყველანაირი „არასოდეს თქვა არასოდეს-ო“. ამ კოცნამ ჩამოიყვანა დედამიწაზე ორივე და აზიარა სიყვარულის სიგიჟეს. კოცნაში გამოხატა მთელი გრძნობა, რომელსაც მის მიმართ გრძნობდა. სიბრაზე, სიყვარული, სურვილი, ეჭვიანობა, სიგიჟე და დაუფარავი სურვილი არასოდეს გაჩრებულიყო ეს წამი. *** მესამე დღე. დილას თვალები რომ გაახილა საოცარი არომატი იგრძნო. ქერა თმა ცხვირში ედებოდა, რომელსაც დაუდგენელი სუნი ასდიოდა. გაეღიმა. ან მარკ ჯეიკობსი იქნებოდა ან შანელის ნომერი 5. მშვიდად და უშფოთველად ეძინა კატოს. არ უნდოდა ხელი გაეშვა და არ უნდოდა მალე გაეღვიძა. ეშინოდა, რეზის რეალობის, რომ იმაზე ცუდი იქნებოდა ვიდრე აქამდე იყო. -რეზი..-დაიჩურჩულა კატომ და მწვანე თვალებში შხედა რეზის. -დილამშვიდობისა, ისტერიჩკავ. -რეზი,-ცრემლები წამოუვიდა კატოს და თავი საბანში ჩამალა. -რა გატირებს, ტო? რა გჭირს? ცუდად ხარ? -რეზი.. ჩვენ.. ჩვენ..-ამოილუღლუღა კატომ. -კატო,-გაეღიმა რეზის,-არა, დამშვიდდი. არც ისეთი ნასვამი ვიყავი, რომ შენით მესარგებლა.-ამოისუნთქა კატომ და რა ამოისუნთქა! გაუხარდა, რომ სიმთვრალეში არ ჩააბარა თავისი უმანკოება. -მართლა? -აბა როგორ ფიქრობ ლოგინში ჩაცმულს მძინავს?-გაეცინა რეზის. -ხო, არც მე ..-გაიცინა კატომ როცა ჩაიხედა საბანში და დაინახა, რომ ტანსაცმლიანი იწვა. -მიუხედავად იმისა, რომ ცოტაც და ერთ დღეში დავიმპოტენტდებოდი მაინც შევიკავე თავი,-გაიცინა რეზიმ. -შეიკავე თავი, არა? ეტყობა გუშინ ისე დაკმაყოფილდი არ გაგიჭირდა,-უთხრა კატომ და საწოლიდან წამოდგა. -სად მიდიხარ ერთი,-ხელი ჩაავლო რეზიმ და უკან დააბრუნა,-დიახ, საკმაოდ კარგი გოგო იყო. სასწაული. შენ არ მოგწონს ესეთი თემები და გინდა მაინც რომ მოგიყვე? -ფუ.. გაჩერდი.. ბოდიში, შეცდომა იყო. -რა იყო შეცდომა?-წარბი აწია რეზიმ. -რომ გაკოცე.აი, ეგ..!-უთხრა კატომ და იგრძნო როგორ შეუშვა ხელი რეზიმ. წამოდგა მშვიდად და სააბაზანოსკენ წავიდა. -შეცდომა იყო, არა?-ჰკითხა გამწარებულმა რეზიმ. -კი, ნამდვილად. უბრალოდ, კარგად ნასვამი ვიყავი და თავს ვერ ვაკონტროლებდი. მეტი არაფერი. თორემ, შენ ჩემში ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავ!-უთხრა კატომ და შეიკეტა აბაზანაში. რეზი წამოჯდა საწოლში და მიაშტერდა აბაზანის კარს, რომელიც წამებში გაიღო და კატომ მიაძახა: -გეხვეწები, რომ გახვალ კარი კარგად გაიკეტე. ცუდად იხურება რაღაც.- გამწარდა რეზი! რა უქნა ამ გოგომ? დაამცირა. თან როგორ? წამოხტა და გიჟივით გავარდა ოთახიდან. კარის ხმაზე კატოს ჩაეცინა: - 1:1 რეზი ნაკაშიძე ჩემს სასარგებლოდ!-თქვა თავისთვის და ჭავლს შეუშვირა თავი. ისე ჩამოვიდნენ ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. კატო ყურსასმენებში უსმენდა სიმღერებს და ტკბებოდა თავისი საქციელით, რომლითაც ზუსტად ის აგრძნობინა რეზის რაც მან თავის დროზე. უნდოდა რეზის თამაში? ხოდა, მიიღო ღირსეული მოთამაშე. აბა, რა ეგონა რო იწვევდა ამ გოგოს? ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და არავინ იცის რას უმზადებენ ერთმანეთს რეზი და კატო.:) *** ესეც შემდეგი თავი! იმედი მაქვს მოგეწონებათ. ისეთ ადგილას ვარ, რომ ინტერნეტი მაწვალებს. ვეცდები ძალიან მალე დავდო შემდეგი თავი. მადლობა, რომ კითხულობთ და აფიქსირებთ აზრს!:) ვეცადე მაქსიმალურად:)! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.