შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება (მეორე ნაწილი)


4-09-2016, 20:43
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 880

* * *
ისევ ის ქალი.
ისევ ის ქალი.
მიმეორებს ჩემი მე და შიგნიდან საშინელ ხმაურს გამოსცემს.გულისცემა მემატება და ოფლის ცხელი წვეთები მეღვრება შუბლიდან,მაგიდიდან ხელსახოცს ვიღებ და სახეს ვიმშრალებ.ღმერთო ჩემო,რა მჭირს? არ შეიძლება სრულიად უცხო ქალისკენ მივილტვოდე,როცა სახლში ცოლი მელოდება.რატომ მაძლევს სხეული უფლებას მეგის ვუღალატო? რატომ არ აქვს თავდაცვითი მექანიზმები,რომელთაც იმ შემთხვევაში აამუშავებს,როდესაც საოცრად ლამაზ ქალს დავინახავ? თავს ძლივს ვაკონტროლებ,რომ არ წამოვფრინდე და უკან გავედევნო.ასე ხშირად არავინ მინახავს,ჩემი ყველაზე ახლო ნათესავიც კი,მგონი მეგი მიწყობს გამოცდას,ვუღალატებ თუ არა,თავისზე ლამაზი ქალიც ამიტომ აარჩია.არა,არა და არა,ახლოსაც არ მივალ,ხმას არ გავცემ,მერე წავიდეს მეგისთან და უთხრას რომ წესიერი ქმარი ჰყავს,მაგრამ თუ მოგზავნილი არაა და ასე ხშირად იმიტომ ვხედავ,რომ ოდესმე უნდა გავიცნო,მერე რა იქნება? ცდუნებას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ.
-რატომ გაგიშტერდა თვალი,რას უყურებ ასე დაჟინებით?-ხელი ამიქნია სახესთან კოტემ
-ვფიქრობდი,-მთქნარებით ვუთხარი და სავსე ჭიქა გადავკარი-გვიანია,დავიშალოთ-საათს დავხედე,თორმეტის ნახევარია უკვე.კოტე შეიშმუშნა,მანაც დალია ბოლო ჭიქა და მაგიდიდან წამოდგა.
-როგორც იტყვი,-თქვა და დამეღრიჭა,მეც წამოვდექი,მასთან მივედი და ხელი მხარზე გადავხვიე-რაზე ფიქრობდი ამდენს?-გასასვლელთან მივჩანჩალებდით რომ გამაჩერა და მკითხა.
-არაფერზე,ისე,უაზროდ ჩავფიქრდი,-უცბად ვუთხარი და კარი გავაღე
-რამეს მიმალავ?-ეჭვით მკითხა და ხელი ჩამომაშვებინა მხარიდან
-რა სისულელეა,-შევიცხადე-არც კი ღირს სათქმელად ისეთ აფსურდზე ვფიქრობდი
-კარგი,-დამნებდა,გარეთ რომ გავედით აღარაფერი უკითხავს,ტაქსამდე მივაცილე და მე ფეხით წავედი სახლში. მთელი გზა მეგიზე ვფიქრობდი,მოსვენება დავკარგე,რაც ის ქალი გამოჩნდა,არ მინდა რომ ცოლს ვუღალატო,მაგრამ სხეული ამას არაფრად აგდებს და ურცხვად მიიწევს სხვა ქალის სხეულისკენ,ზედ ეკვრის და აღარ სცილდება,ასეთი შეგრძნება მაქვს,როცა მას ვხედავ,მგონია რომ ჩემი სხეული მტოვებს და მასთან გარბის,უკვე აღარ ვიცი რა უნდა ვქნა.
-დალიე?-ისევ სასოწარკვეთილია მეგი მე კი გაბრუებული ვეყრდნობი გრილ კედელს და სახის ერთი ნაწილი მეყინება.
-ცოტა,-ვდუდღუნებ და კედელსაც ვცილდები,ისევე როგორც ჩემს ცოლს და საძინებელში გავდივარ.ზანტად ვიხდი ტანზე და საწოლში ვწვები.არ მეძინება,მაგრამ თვალებს მაინც ვხუჭავ,თითქოს რაღაცას გავურბივარ.მალევე ვგრძნობ მეგის გათოშილ ,გრძელ,გამხდარ თითებს წელზე და ჟრუანტელი მივლის.მას ხელები ყოველთვის ცივი აქვს და ჩვევად აქვს ამგვარად გაათბოს-დაღლილი ვარ,-ჩურჩულით ვეუბნები და ძალდატანებით ვბრუნდები მისკენ.გული აღარ მიმიწევს.მეგის ტუჩებზე ფერი აღარ აქვს,სიბრაზისგან თვალები უელავს და რომ შეეძლოს მომკლავდა კიდეც.
-მე გთხოვე,-ჩუმად მომიგო მან-შენ კი თხოვნა არაფრად ჩააგდე,იქნებ აღარ გიყვარვარ?-მისმა კითხვამ ტყვიასავით დაიარა მთელ სხეულში და ტვინში გაჩერდა.როგორ არ მინდოდა რომ ჩვენ შორის ამ კითხვის დასმის საბაბი გაჩენილიყო.
-მეგი,-ღრმად შევისუნთქე და ხელები ძლიერად ჩავკიდე-არაფერი ხდება,-ძლივს ვთქვი.ტყვია საფეთლებს აწვება და სადაცაა გამოსკდება,სისხლად დავიცლები და ჩემი ტანჯვაც დასრულდება.
-დემეტრე,-მომმართა მანაც სახელით -უკვე მეშინია,-სიმწრით ჩამეღიმა
-დამშვიდდი,-ხელი სახეზე მოვუსვი და მისი თხელი ლოყა თითებს შორის მოვიქციე-მიყვარხარ,-გაკვირვება ძლივს დავფარე,რადგან სიტყვა ძალიან მსუბუქად ამოვუშვი იოგებიდან.როგორც ჩანს,ჯერ კიდევ შემიძლია ამ სიტყვის დაუმახინჯებლად წარმოთქმა.მეგი მოდუნდა,თავი მკერდზე მომაბჯინა და თვალები დახუჭა,ხელი ძლიერად მომიჭირა და ვიგრძენი მისი თითებიდან გადმოსული შიში,შევცბი და თბილი სხეული წამებში გამეყინა.
-არ მიმატოვებ?-კითხვაში შიშთან ერთად სასოწარკვეთა და იმედგაცურება ვიგრძენი.
-რა გჭირს?-ხელი თმაში შევუცურე-დღეს რა პესიმისტურ განწყობაზე ხარ,-თითები ნაზად ჩავუცურე საფეთქლებთან და წრიულად დავუზილე.უფრო მოდუნდა და დამძიმდა.
-ცუდი სიზმარი ვნახე დილით,-მიპასუხა და ჩაეღიმა,მაგრამ ვიგრძენი სულაც არ ეცინებოდა,ყველაფერს ნაძალადევად აკეთებდა,ისევე,როგორც მე.
-რა ნახე?-დავინტერესდი და თითები გავაჩერე.
-მიღალატე,-მისი საუბარი უფრო აღრმავებს ჩემს ეჭვს,მეგის მოგზავნილია ის ქალი.ცოლისადმი ზიზღის გრძნობა დამეუფლა.
-სიზმარში მაინც ვიყო სხვასთან,-ვითომ ხუმრობით ვთქვი და გადავიხარხარე.მეგის სახე გაუფითრდა და საწოლიდან წამოდგა-რა მოგივიდა ისე ვთქვი,-ხელი მისკენ გავიშვირე-მოდი,გთხოვ,-მაგრამ მეგი ძალიან გაჯიუტდა-ნუ ხარ ბუტია,-წამოვდექი და ხელი წელზე შემოვხვიე-მოგეფერები და მაპატიე,-ვუთხარი და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე,მან კი ხელის ზურგი ზიზღით გადაისვა-როგორც გინდა,-ცივად გავუშვი ხელი და საწოლში შევწექი,საბანში გავეხვიე და თვალები დავხუჭე.აღარც მეგიზე ფიქრი მინდა და აღარც იმ ქალზე.

_ _

სახლში რომ დავბრუნდი დედას ოთახში აღარ შემიხედავს,ვიფიქრე სძინავს და არ შევაწუხებ-მეთქი.ფეხზე გავიხადე და საძინებელში შევედი,ტანზე გავიხადე,ხალათი შემოვიცვი და წყლის გადასავლებად აბაზანაში შევედი.დიდხანს არ შევყოვნდი უცებ გადავივლე და გამოვედი.უკან ვბრუნდებოდი,როდესაც ყვირილის ხმა შემომესმა და შეშინებული მის ოთახში შევვარდი.დედა საწოლის კიდეზე იჯდა და ხელები მუცელზე ჰქონდა შემოჭერილი,ისე ძლიერად რომ ძლივსღა სუნთქავდა.
-რა მოგივიდა?-მივვარდი და ხელები გავაშლევინე.ტკივილისგან სახე დამანჭვოდა და უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.
-საშინლად. . -ძალიან უჭირდა საუბარი-მტკივა,-ლამის პატარა ბავშვივით ატირებულიყო.
-სასწრაფოში დავრეკავ,-ვუთხარი და ტელეფონის ასაღებად ოთახიდან გამოვვარდი.ხელები მიკანკალებდა და ძლივს ვკრეფდი ნომერს-ალო,სასწრაფოს გამოძახება მინდა,დედაჩემს აქვს ძლიერი ტკივილები მუცლის არეში,დაუყოვნებლივ მოდით,გთხოვთ,-სასოწარკვეთილი ხმით ჩავყვირე ყურმილში ქალს,მან კი მშვიდად მკითხა მისამართი და ჩაწერას რომ მორჩა გავთიშე ტელეფონი-მალე მოვლენ,-შევედი თუარა ვუთხარი დედაჩემს გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე-ნუ გეშინია,მე შენთან ვარ,მამა უკვე დავკარგე,არ მოგცემ უფლებას შენც მიმატოვო,-თვალებში ცრემლი ჩამიდგა და ძლივსღა ვიყურებოდი.
-აქ ვარ,-მითხრა და სცადა,მიუხედავად ტკივილისა გაეღიმა.
სანამ სასწრაფო მოვიდა გამაყუჩებელი დავალევინე და ცოტა მოეშვა ტკივილი.საწოლზე წამოვაწვინე და ფეხებთან დავუჯექი.
_ _
-არაფერია,-მითხრა სასწრაფოს თანამშრომელმა-თუ მაინც ვერ დამშვიდდით გადავიყვანოთ საავადმყოფოში და სრული გამოკვლევა გავუკეთოთ,მე კი ვთვლი რომ არაა საჭირო,მაგრამ ნება თქვენია
-რამ გამოიწვია ,კი მაგრამ ,ასეთი ძლიერი ტკივილი?-ვკითხე გაკვირვებულმა-თუ საგანგაშო არაა
-დაღლამ და სტრესმა, დედაშენს დასვენება სჭირდება,-ეგ მეც ვიცი რომ სჭირდება,მაგრამ დაღლა როგორ იწვევს ასეთ საშინელ ტკივილს.
-გასაგებია,დამიწერეთ რეცეპტი,-მივუგე ძლივს დამშვიდებულმა.დედაჩემი ჩურჩულით მეუბნებოდა რომ ყველაფერი რიგზე იყო და სასწრაფო მალევე გამაშვებინა.
-გინდა მთაში,სიმწვანეში,ბუნებაში,სუფთა ჰაერზე?-ვკითხე და თავქვეშ ბალიში ამოვუგე.დედას გაეცინა და ხელი ხელზე თბილად მომკიდა
-მინდა,მაგრამ ამდენი შესაძლებლობა არ გვაქვს,შენი მწირი შემოსავალი რამდენას უნდა გავყოთ,მინდა რომ სწავლისთვის გეყოს,შენ კი დასვენებაზე ფიქრობ
-ნუ ღელავ,დანაზოგი მაქვს შავი დღისთვის,რომელსაც დასვენებისთვის გამოვიყენებ,პროფესორს ვეტყვი რომ ერთი კვირით შემცვალოს,ხვალ შაბათია სახლში იქნება,საყვარელ ტკბილეულს მივართმევ და მის გულს ადვილად მოვიგებ,-კმაყოფილი ვუღიმი და თავს მის მუხლებზე ვდებ.
-ღმერთო,რა შვილი მარგუნე,-აღტაცებით წარმოთქვა და თმაზე მომეფერა.
-დაიმსახურე,-ვუთხარი და გავიტრუნე.მისი მოფერება ძალიან მესიამოვნა.

* * *
საშინლად დაღლილი წამოვდექი საწოლიდან,მოვწესრიგდი და მასთან დაუმშვიდობებლად გავედი სახლიდან.ენერგია ძილშიც კი ვერ აღვიდგინე,მთელი გზა მთქნარებამ მომკლა.ოფისის კარი როგორც კი შევაღე,ჩემს კაბინეტს მივაშურე.
-ჩაი მოგიტანოთ?-ფეხებში მომყვა მდივანი
-რა თქმა უნდა,-ვუპასუხე და სავარძელში ჩავჯექი,მდივანი რომ გავიდა მაგრად დავხუჭე თვალები,ორივე ხელის თითები გადავაჯვარედინე და სხეული დავჭიმე,ამან ცოტა მიშველა. ხელები მალევე ჩამოვუშვი,სავარძლის სახელურებზე ჩამოვდე და ფეხები მაგიდის ქვეშ გავშალე .
-თქვენი ჩაი,-კარი შემოაღო მდივანმა და ხელის კანკალით ძლივს მოიტანა ფინჯანი ჩემამდე
-მადლობ,-ვუთხარი და სანამ მაგიდაზე დადგამდა გამოვართვი-კოტეს და ბექას უთხარი ახალ ნახაზებზე იმუშაონ,-უხმოდ დამიქნია თავი და გავიდა.
ფინჯანი პირთან მივიტანე,ჩაის სული შევუბერე და ცოტა მოვსვი.ზუსტად ისეთია,როგორიც მიყვარს.მეგის აღარ ახსოვს რომ ჩაი მიყვარს და დილაობით სულ ყავას მიკეთებს,მართალია ძალიან გემრიელს,მაგრამ ჩაის ვერ შეედრება,დღეს კი ისე გამოვედი სახლიდან მისი სახეც არ დამინახავს.დასწყევლოს ეშმაკმა,რა აზრები მოზდის ამ ბოლო დროს,ნუთუ წინათგრძნობა აქვს?
მართალია რომ ამბობენ,დადგება დრო,როცა შენთვის ყველაზე ახლობელიც კი უცხო გახდება-ო.რამდენიც არ უნდა უარვყო,ცოლისადმი ინტერესი ყოველდღე მინელდება და მალე საბოლოოდ გაქრება.ძალდატანებითი ურთიერთობა რამდენხანს გასტანს არ ვიცი,მაგრამ სხეულს რომ ბოლო მოეღება ფაქტია.მეგი ვერასოდეს გამიგებს,მე კი არ მინდა ჩემ გამო დაიტანჯოს და მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციო,ამიტომ თავი უნდა ვაიძულო უცხო ქალზე ფიქრს შეეშვას და ცოლს მიხედოს,უნდა გაიგოს რომ ამით ვერანაირ სარგებელს ნახავს და ცხოვრება უკუღმა დატრიალდება.
-შეიძლება?
-შემოხვედი უკვე და რაღას მეკითხები,-სავარძლიდან წამოვდექი
-შეგაწუხე ხომ?-დაღონებულმა მკითხა და დახვეული თაბახი მაგიდაზე დამიდო
-არა,ნახაზია?-ხელში ავიღე და ოდნავ გავშალე
-ავთანდილის ანდერძი,-მიპასუხა და გაიკრიჭა
-რა ლამაზი ანდერძია,-თაბახი მაგიდაზე კარგად გავშალე და დავაკვირდი,ყველა ნახაზი სწორად იყო აგებული-ყოჩაღ,კოტე,ამას ვეღარ დაიწუნებენ,-ისევ დავახვიე და გვერდზე მივდე
-იმედი მაქვს,-თქვა და გვერდით ამომიდგა.



№1  offline წევრი პეპი

Sainteresoa!
Imedia ertgulebis vakuums ar daarghvevs da ar miqaravs.
Da mere magic ar gaisulelebs tavs.
Gavgikdebi icode.

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

პეპი
Sainteresoa!
Imedia ertgulebis vakuums ar daarghvevs da ar miqaravs.
Da mere magic ar gaisulelebs tavs.
Gavgikdebi icode.

ზუსტადაც რომ მიქარავს და თან როგორ მერე :დდ
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რას უპირებ ამ ბიჭს? ისე მეგი საშინლად არ მომწონს და არც გავბრაზდები რომ დააშორო, მაგრამ შენი ნებაა.

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ლორელაი
რას უპირებ ამ ბიჭს? ისე მეგი საშინლად არ მომწონს და არც გავბრაზდები რომ დააშორო, მაგრამ შენი ნებაა.

მეგი არც მე მომწონს დდ არ ვიცი რა იქნება
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline წევრი Imagination

ეს დემეტრე რაღაცნაირი ტიპია რა.მეგი არ მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent