მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 15)
-აუ ლიკა არ დაიწყო -ეე მოიცადე ლიკა ანკა არ მოკლათ ერთმანეთი(აჩი) -არ დავიწყებ. ნიკამ მომიყვა ყველაფერი უბრალოდ არ მესმის რატომ არ მითხარი -იმიტომ რომ დავიღალე ყველასთან ყველაფრის ახსნით. ნიაკოსთან არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი ნელ-ნელა ყველაფრის გაგებას იწყებს, -კარგი უბრალოდ აღარაფერი დამიმალო -ეხლა უკვე ყველამ ყველაფერი იცის. ტყუილს კი აზრი არ აქვს. -კაი, კაი. აი ნიკაც ნიკა მოვიდა. -რაღაც უნდა გთხოვოთ ვიცი ცუდად გამომივა მაგრამ ერეკლესთან ცუდად გამომივიდა რაღაც და წავალ დაველაპარაკები და მანამდე რომელიმემ გიორგის მიუყვანეთ ბავშვი -სამივე წავალთ (ნიკა) -დიდი მადლობაა(ანკა) ანკამ ნია აჩის მისცა და წავიდა. ოთახში ავიდა და რას ხედავს ერეკლე ვიღაც გოგოსთან ერთად ზის და ლაპარაკობს. ხან იცინიან, ხან ეხუტებიან ერთმანეთს და თან სვამდნენ. ანკამ კარი გამოიჯახუნა მთელი სიმწრით და გიორგისთან წავიდა. ნიაკოსთან ერთად იყო საძინებელში არწევდადა აძინებდა. ანკა ჩუმად შევიდა ოთახში. -არ იხმურო ბუსუნა ძლივს ვაძინებ ამას მე-ჩურჩულით თქვა გიორგიმ -არ ეტყობა რომ ძლივს 20წუთის უკან მოიყვანეს და მე ამას 1საათი ვერ ვაძინებ ხოლმე(ანკა) გიორგიმ საწოლში ჩააწვინა, ანკა ხელში აიყვანა და მისაღებში გაათრია -შენც ხო არ გეძინება ჰაააა? -გიორგი დამსვიი!!! -ნწ. არ გახსოვს როგორ მიყვარდა შენი წამება? -მახსოვს მეც არ გაკლებბდიიი დამსვიი! -გეყო. ჩშშ! ანკამ გიორგის აკოცა. გიორგმაც აკოცა. ორივე ერთმანეთს უყურებდა თვალებში. მერე გიორგიმ დასვა ძირს. -რა ჩაქრა შენს თვალებში ის მზე აღარ ამოდის რაც ერეკლეზე ამოდიოდა -ხო. გითხარი არ მიყვარს თქო -არ ვიცი იმედი მაქვს ამაზე შენ არ ინანებ. -სინანულით ამას არასდროს ვინანებ ჩემო სიცოცხლე -ეე ჩუმად არ გაიგოს ნიაკომ და არ დაჭყიტოს თვალები. მერე ვილაპარაკოთ მაგაზეეე -გიო შენზე ყველამ იცის -საყვარელია ეს ტიპი აჩი მაგრამ ზედმეტად ჭორიკანააა -არაა ძაან მიყვარს აჩიკო -ვიეჭვიანო? -არა -ანკა დაიმახსოვრე პრობლემებს ვერ გაექცევი მე შემაცდინე და აგყევი მიუხედავად იმისა რომ ვიცი ერეკლე გიყვარს -გულს ნუ მტკენ. ვიცი რო შენც გტკივა მაგრამ არ აჩენ -ეჰ ანკა ხო იცი რა უდარდელი ვარ გიორგიმ გაუღიმა და ჩაიხუტა. გიორგი ერთ-ერთი ყველაზე უემოციო მაგრამ ყველაზე მხიარული ადამიანი იყო ვისაც ანკა იცნობდა. პოზიტიური და ამავდროულად რეალისტი. გიორგი ადამიანია რომელიც ანკას ცხოვრებაში პირველ ადგილზე იდგება, იმ ადამიანზე წინ ვინც უყვარს. ამ დროს ანკას ტელეფონზე დაურეკა დაცვამ. -ვინ არის -სახლის დაცვა. უცანურია ანკამ აიღო -ალო? -ქალბატონო ანკა სად ბრძანდებით -სხვაგან -ანკა ბატონმა ერეკლემ გადმოგცათ 15წუთში სახლში არ იქნება და ყველაფერს დავანგრევ და რომ გიპოვი კარგ ბედს არ გაწევო. -ახლა გადაეცით რო აა ანკამ გათიშა -ანკა წადი და რატო არ უთხარი რო აქ ხარ -მინდა ნერვები ავუშალო -კაი რა. -შენ ხო ჩემი უდარდელი ხარ არ დამაძალო იქ წასვლა -არ გაძალებ შენთითონ მიხვალ იმიტომ რომ სინდისი შეგაწუხებს. ნიაკო მე დამიტოვე რა ღამით -კაი ხვალ მოიყვანე ანკამ აკოცა გიორგის და სახლში მივიდა. ერეკლე გიჟივით გამოვარდა ოთახიდან კარი ჩაკეტა და ანკას ხელი ჩაავლო მერე ოთახში შეაგდო, თვითონაც შევიდა და კარი დაკეტა -რას მეთამაშები ანკა?!! შენ ხარ საფრთხეში მე კი არა. თუ ესე წავიდა საქმე ამიერიდან სახლიდან საერთოდ არ გახვალ თუ მე ან გიორგი არ გამოგყვებით. ესე გაწყობს? -ვერ ჩამკეტავ პოლიციას გამოვიძახებ -ჩემი ცოლი ხარ რასაც მინდა იმას ვიზამ -ერეკლე არ გაქ უფლება -გამომცადე. მორჩა თუ თამაში გინდა ბეზ პრაბლემ, მე მოვიგებ. ნია სად არის -გიორგისთან -ანუ მანდ იყავი. გავედი -სად მიდიხარ -გარეთ სადაც შენ დიდიხანი ვერ გახვალ ერეკლემ ოთახის კარი გარედან ჩაკეტა. -რას აკეთებ გამიღე!!!! გამომიშვი შე არაკაცო!!! ანკამ თმისამაგრი აიღო და კარებს დაუწყო წვალება მაგრამ უშედეგოდ. ტელეფონი აიღო დედამისისთვის უნდა დაერეკა მაგრამ ერეკლეს გამოეთიშა მისი ნომერი. -ჯანდაბა! ანკა ფანჯარასთან მივიდა მაგრამ იქ ჟალუზები იყო ჩარჩა სხვა გზა არ ჰქონდა დაწვა და დაიძინა. გვიან მოვიდა ერეკლე, კარი გააღო. გასაღები ანკას გვერდით დადო. სამზარეულოში გავიდა. ვისკი აიღო, ჩამოასხა და გადაკრა. სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო. -არაუშავს მე შენ გასწავლი ჭკუას, მაგ სიჯიუტეს მოგაშორებ.ვნახავთ ვინ გაიმარჯვებს. მე არასდროს არ ვაგებ. ისწავლი როგორ უნდა ჩემი ნერვების ათხრა. დავიწყოთ თამაში ანკა. მერე თავის ოთახში გავიდა და დაიძინა. დილით ანკას ადრე გაეღვიძა მაგრამ არ ადგა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა გიორგი არ ჩანდა, რა უნდა ეკეთებინა გარეთ არ უშვებდნენ. ნანული დეიდა რამოდენიმეჯერ შევიდა მის ოთახში და საჭმელი შესთავაზა მაგრამ ანკა უარზე იყო. ერეკლემ 1ზე გაიღვიძა და სამზაარეულოში გავიდა. -დილამშვიდობის ნანული დეიდა -რაღა დილაა შვილო. ყავას დალევ? -არა. ანკა სად არის -ოთახშია შვილო დიდიხანია ღვიძავს და არ ჭამს. -რას ქვია არ ჭამს -არ მინდაო და უბრალოდ წევს -აღარ შემილია გამაგიჟებს ეს გოგო!! -სიყვარულისგან ბატონო ერეკლე-ჩუმად თქვა ნანული დეიდამ -რა თქვით? -არაფერი შვილო. -მომეცით საჭმელი მე შევუტან ერეკლემ გამოართვა ფოდნოსი, ანკას ოთახის კარი შეაღო და მიეყრდნო კედელს -rise and shine beautiful. -გაქრი -ესე? მე საჭმელი მოგიტანე და შენ მეუზზრდელე. ხოდა იყავი მარტოო -რაც გინდა ის ქენი -მაგ სიჯიუტით შორს ვერ გახვალ. დაიხრჩობი -დაჟე უკვე მწყევლი? -გეყოფა ეგ ცინიზმი ერეკლე გავიდა ოთახიდან ანკა ადგა და კარი ჩაკეტა. მერე ისევ დაწვა. საჭმელი გვერდით ედო. პირი არ დაუკარებია. ცოტახანში გიორგი მოვიდა ნიაკოსთან ერთად. კარი ერეკლემ გაუღო. -ანკა სახლშია? -კი. მოდი ჩემთან ნიაკოო -მოიცა ჯერ ანკას მივუყვანო არ უნახავს გიორგიმ ერეკლეს გვერდი აუარა. კარზე დაუკაკუნუა -არ გაგიღეებ ერეკლე -ერეკლე არ ვარ მე -გიორგი? კარს მივარდა, გააღო და ჩაეხუტა. -მომაშორე ამ ცხოველს -რა ქნა რა არი! -აქ ჩამკეტა და არ გაგიშვებ სანამ არ მომინდებაო წამიყვანეე -ერეკლე!! ერეკლე წყნარად მოვიდა. -რაარი -რა რა არი რა უფლებით კეტავ ანკას -და ის არ უხსენებია ორასჯერ რომ გაიქცა და არ შემატყობინა სად იყო -მაინც ეს არ გაძლევს ამის უფლებას რომ ჩაკეტო დაცვა მაინც გააყოლე, კიდე ერთხელ იზამს ეგრე და მერე მე ვიცი რასაც ვიზამ -როგორც გინდა მე ამას ამ სულელი გოგოს გამო ვაკეთებდი ერეკლე გავიდა -ცოტაც და მეგონა ცემდი-იცინოდა ანკა -გეხვეწები ესე ძაან ნუ უშლი ნერვებს დაინდე. -ნიაკო მოდი დეე-ხელში აიყვანა ანკამ ნიაკო -ეჰ არასდროს არავის არ უსმენ და არავის არ ეთანხმები -ვინაა დედას ბუუშტი -რამე სიტყვა ხომ არ უთქვამს -ვბუავავვ თქვა -ესეც რაღაცაა იქნებ ბუას ამბობდა -ოჰ ანკა. -სადმე გამიყვანე რა გთხოოვ -დიდი სიამოვნებით მაგრამ მეჩქარება. -არაა არ თქვა რომ აქ მტოვებ სანდროსთანაც კი არ მიშვებს ეს არაადამიანი -შეურიგდი ჩემო ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება. ნიაკოს ეძინა ამიტომ მთელი დღე საღამომდე შეგილია ეთამაშო. -ესე ადრე დააძინე? -ეძინებოდა და -კაი. აჭამე? -არა. წავედი და აბა შენ იცი გიორგიმ აკოცა ანკას, მერე ნიაკოს და წავიდა. ანკამ ნიაკო სამზარეულოში გაიყვანა. ხელი ეკიდა და ისე მიყავდა. ნიაკო თვითონ უკვე კარგად დადიოდა. ხელი გაუშვა და დაიწყო ნიაკოს საჭმლის კეთება. შემოვიდა ერეკლე. -შენთითონ არ აპირებ ჭამას? -არა ანკამ გააგრძელა საჭმლის კეთება. ერეკლეც იქვე იდგა და ყავას იკეთებდა. ანკამ ხელში აიყვანა ნიაკო და დასვა სკამზე. -დეე უკვე დიდი გოგოების სკამზე ზიხარრ?... მიიიდი პირი გამიღე. ყოჩააღ ვხედავ მამიკომ გასწავლა კაპრიზების მოშორება რა კაია დედიკო ეხლა აღარ მაწვალებ? -შენ კი მაწვალებ მე -ერეკლე შენ არავინ გეკითხება... მიდი დეეე კიდე ერთი და მორრჩააა.აუ კაი რა ნიაკო არ დაიწყო ისედაც ცოტა დაგიდეეე. გთხოვ ნიაკოო ერეკლე მივიდა გამოართვა კოვზი და ნიაკოს უპრობლემოდ დაამთავრებინა ჭამა. -არ მჭირდება შენი დახმარება -მე შენ არც გეხმარები ნიას ვეხმარები ანკამ ნია ხელში აიყვანა და ოთახში გავიდა. ნიაკოს ეთამაშებოდა მალე დაიღალა და ანკამ დააძინა (ანკას ოთახში). თვითონ მისაღებში გასვლას აპირებდა მაგრამ თავბრუ დაესხა და წამით შეჩერდა. საწოლში დაწვა და ტელეფონი აიღო. ამ დროს ნანული დეიდა შემოვიდა და ჩურჩულით ჰკითა -ანკა, შვილო რამე მიირთვი გთხოვ -არ მინდა მადლობა ნანული დეიდა ანკა ფიქრობდა: ღმერთო როგორ მიშლის ეს ქალი ნერვებს. უეჭველი ერეკლეს გამოგზავნილია, ვასწავლი ამ არაადამიანს როგორ უნდა ჩემთან მოქცევა მერე კიდე სად არის მისი მანერები რა უფლება აქვს ოთახში რომ მკეტავს დებილი! მეზიზღება. მორჩა დაერხა ჩემი გაბრაზება რთული საქმეა და თუ გამაბრაზა დაერხა. ანკას ისე ჩაეძინა ვერც მიხვდა ტელეფონში ყურებით. ტკბილად ეძინა და კარგ სიზმრებსაც ხედავდა სანამ ნიაკოს ხელების ტყაპუნმა არ გააღვიძა. ნიაკო ეჯდა და სახეზე უტყაპუნებდა ხელებს. -არა ნიაკო დაიძინე დეე -აააააააააააააააააააა-კივილი მორთო ნიაკომ -შშშ!!! რომელი საათია-საათს დახედა საღამოს 9საათი იყო -ვაიმე შენ ეხლა უნდა იძინებდე!!! არ არსებობსს!! სულ აგირიე გრაფიკი და მეც.... დამაძინე რა დეეე -ააააააავვვვ-არ ჩერდებოდა ნია -კარგი ვდგები. ოღონდ ჩუმად შეაწუხებ ბატონ ერეკლეს! ნეტა გიორგი სადაა ამდენ ხანს. ანკა წამოდგა საწოლიდან უცებ თავბრუ დაეხვა და დავარდა. ნიაკომ ტირილი მორთო, ამ ხმაურზე ერეკლე შემოვარდა ხელში აიყვანა და საწოლში ჩააწვინა. სპირტი მოიტანა მალე მტირალი ნიაკო საწოლში ჩასვა სხვა ოთახში და ანკა გონზე მოიყვანა. უსიტყვოდ მოიტანა თოკი და საჭმელი დაჯდა საწოლზე და კარი ჩაკეტა. -ჰა რას იზამ დაგაბა და ისე შეჭამ? -არ მშია -ანკა ნუ მაიძულებ ძალით ჩაგთხარო იცი რომ ყველაფერზე წამსვლელი ვარ -გევედრები არ მშია -ანკა თავს მოიკლავ ესე არ შეილება ანკამ საწყალი ბავშვის თვალები მიიღო -ესე ანორექსიას დაიმართებ!! -რასაც დავიმართებ -ანკაა! ნერვებს ნუ მიშლი იცოდე დაგაბამ თქო. -მაინც არ შევჭამ და ვსიო!! -ჯანდაბა რასაც გინდა გავაკეთებ ოღონდ ხეთქე რამე გულს ნუ მიხეთქავ -გამშორდები? -არა -სხვა არაფერი არ მინდა -ანუ ყველაფერს მაგიტომ აკეთებ? -არა იმიტომ რომ... არ ვიცი არ მშია და არ დამაძალო -შენ... შენ და გიორგი ერთად ხართ ხომ -და შენ და ვიღაც გოგო -ხო... ანკა ნუ მაწამებ მიდი -არა თქო ერეკლე გიორგის ურეკავდა მაგრამ არ იღებდა -აბა გადასხმა გირჩევნია? ერთ კარგ ექთანს ვიცნობ მოვა და გაგიკეთებს -არ მინდა -ესე იგი გადასხმა. ვრეკაააავ -არა. არა! არ ქნა -ანუ შეჭამ? -კი. ოღონდ არ დარეკო -აბა პირრრიი გააააღეეე მიდიიი ჩემი გოგო -ძაღლი არ ვარ -ექთანი მოვიდა!! ანკამ პირი გააღო ერეკლემ სულ ბოლომდე აჭამა -ისე შენ მემგონი მოგწონს მე რომ გაჭმევ სუ ესე ხდება. -ხო. ხო. -ანკა რატო ატყუებ შენ თავს თქვი რომ გიყვარვარ -ცხოველები არ მიყვარდება -მე ვარ გოგო ცხოველი? -ჰო არა მე -შენ ნამდვილად არ ხარ ცხოველები იკვებებიან მაინც. შენ ვამპირი ხარ და ჩემ სისხლს მიშრობ!!! და მოსვენებას არ მაძლევ -კაი გეყო ეხლა წავედი ნიასთან -მოიცადე. 1საათი იწექი ჯერ სუსტად ხარ და მერე -არა კარგად ვარ -ოო რაც გინდა ის გიქნია ანკა ადგა და ნიაკოს ოთახში შევიდა და ხელში აიყვანა. -დეე შეგეშინდა? კარგად ვარ დე ნუ ტირი ნიაკო არ ჩერდებოდა და ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები. ანკამ რა არ გააკეთა არწევდა, უმღერა, გულზე მიიკრა არაფერმა არ უშველა. ერეკლე კართან იდგა და უყურებდა. -ანკა მთხოვე და მორჩა -არა არასდროს -როგორც გინდა ნიაკომ კიდე მოუმატა ტირილს. -კარგი გთხოვ ერეკლე მივიდა ნიაკო გამოართვა, გულზე მიიკრა. 2წუთში გაჩუმდა. -როგორ... -ჩვეულებრივად ერეკლემ ჩააწვინა საწოლში ნიაკო. -მადლობა -ხედავ ენა არ გტყდება -ვინ იყო ის გოგო შენ კაბინეტში მაშინ -ჩემი მამიდაშვილი სიხარულო. -ააა... -ანნკა დიდი დიდი იმედი მაქვს მალე აღიარებ რომ გიყვარვარ თორე დამღალე -ვნახოთ ანკამ ნიაკოს აკოცა და გავიდა მის ოთახში დაწვა და დაიძინა. *** ორმა კვირამ ჩვეულებრივად გაიარა. ანკა და ერეკლე ისევ სულ ჩხუბობდნენ მაგრამ იყო მომენტები როდესაც ერთობოდნენ ნიაკოსთან ერთად სახლში. გიორგი და ანკა ერთად აღარ იყვნენ რადგან ბოლო დროს გიორგი ნერვიული გახდა მისი საქმეების გამო, ოჯახის დაცვა უნდოდა. ერთ დღესაც გახარებული მოვიდა ანკა აიყვანა დააბზრიალა და ჩაეხუტა. ნიაკო ჰაერში აიტაცა და სიხარულისგან ხტუნაობდა. -ანკა ყველაფერი მოვაგვარე შეგილია აღარ იყო ერეკლეს ცოლი -რა? როგორ... ესე მალე? მე მეგონა ერთი თვე -არა ყველაფერი მოვაგვარე სიხარულო აღარანაირი საფრთხე შენ და ნიას არ გემუქრებათ -როგორ ამ კითხვაზე გიორგის სახე ისევ უემოციო მდგომარეობას დაუბრუნდა -მე მივყვები სამუშაოდ რომ მოპარული ფული დავუბრუნო -სად -ჰოლანდიაში -მტოვებ? -არა შენ და ნიაკო წამოხვალთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.