შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრება, ტკივილი, სიყვარული (სრულად)


4-09-2016, 23:54
ავტორი sophiaa
ნანახია 4 942

უდიდესი კომპანიის მფლობელი ვარ, როგორც დედა ამბობს არისტოკრატული ოჯახიდან ვარ, ძალიან ლამაზი ვარ. მოკლედ რომ ვთქვა 25 წლის გოგოს კვალობაზე ძალიან ბევრს მივაღწიე
-ელეონორ შვილო ერთი წუთით მოდი
პატარაობიდან მასწავლიდნენ რომ უფროსები როდესაც დაგვიძახებდნენ ნებისმიერი რამ გვერდზე უნდა გადაგვედო და მათთვის მიგვექცია ყურადღება. ეს განსაკუთრებით კი მამას ეხება
-დიახ მამა
-ელეონორ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები მოდიან ჩვენთან. აბა შენ იცი საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდე
-კარგი მამა, თუ კიდევ რაიმე საქმე არ გაქვს წავალ
-სად მიდიხარ?
-საქმიანი შეხვედრა მაქვს, ახალი თანაშემწე უნდა ავიყვანო
-კარგი წადი
სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი. როგორ ვიღლები მთელი დღე ამ ფორმალობით რომ იცოდეთ. მანქანა დავქოქე და ჩემი საყვარელი კლუბისკენ წავედი, უფრო სწორედ ჩემი კლუბისკენ წავედი. როდესაც ვახერხებ საღამოობით კლუბებში დავდივარ, თორემ ჩემი ოჯახის და საქმეების შემხედვარე შეიძლება გავგიჟდე
-ოოო ჩვენი მილიონერი ბარბიც მოსულა
კლუბის ბარმეს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია
-ჯაბა თუ შეიძლება მოკეტე და რამე მაგარი დამისხი
-აჰა შენ რამე მაგარი, ისა და ხელფასს არ მომიმატებ?
-რა სიკვდილი გინდა ადამიანო? შენ და კლუბის დორექტორი ერთნაირ ხელფასს იღებთ, გადარეულია კაცი
-ხო კაი ნუ ჯუჯღუნებ
გვერდზე ახალგაზრდა ბიჭი მომიჯდა. კარგად შევათვალიერე, ისეთი ბიჭი იყო ერთი ღამისთვის დაგენანებოდა
-გამარჯობა ძვირფასო
ყურებამდე გაკრეჭილმა შემომხედა. ღმერთო ამას თავი ქოლგეითის რეკლამაში ჰგონია?
-გამარჯობა, გიცნობ?
-არა, მე თენგიზ მოისწრაფიშვილი ვარ შენ?
Seen…. როგორ უნდა დაარქვა შვილს თენგიზი? ამ უპატრონომ ან სახელი გადაიკეთოს ან გვარი. თან რა ამაყად აცხადებს თენგიზი. სიცილი რომ შევიკავო ქვედა ტუჩს კბილებით ვიჭერ
-მე ელეონორ ბაქრაძე ვარ
ჩემი სახელი მის სახელთან შედარებით ძალიან განსხვავებულად ჟღერს.
-ჯაბა ელეონორს ტეკილა დაუსხი, მე გეპატიჟები
უი ჩაქრი შენ, საკუთარ კლუბში მეპატიჟება ბიჭი.
-მადლობა
ანგელოზის თვალებით ვუყურებ. ოხ ელეონორ ოხ. რა მეშველება? ქალი ვაზანზარებ ყველაფერს და ახლა ვიღაც თენგოს თუ თენგიზს ვემაიმუნები. ტეკილა გადავკარი და ფეხზე წამოვდექი
-სასიამოვნო იყო თენგიზ შენი გაცნობა, უნდა წავიდე
კლუბიდან სიცილით გამოვედი. სახლში მისულს ისეთი დაღლილი ვიყავი ეგრევე ჩამეძინა. მეორე დილით დედაჩემის კივილი მაღვიძებს
-ელეონორ, ადექი შვილო 2 საათია უკვე. ნორმალური ხარ გოგო შენ?
-აუუ დედა გუშინ გვიანობამდე ვმუშაობდი
ხოო აბა ვიკლავდი თავს.
-არაუშავს შვილო 5 საათზე სტუმრები უნდა მოვიდნენ, ვერ მოასწრებ
საწოლიდან ფორთხვით გადმოვედი და აბაზანაში შევედი. სარკეში რომ ჩავიხედე გული გამისკდა. გაწეწილი თმები და დასიებული თვალე. ეს მე არ ვარ.
-ელეონორ დიდი იმედი მაქვს რომ დაიხრჩვე. დროზეე გამოეთრიე
ეს დედას ხმა არ იყო. ღმერთო გუკა. აბაზანიდან გიჟივით გამოვარდი. ხალათს გზაში ვიკრავდი. კარი გავაღე თუ არა ეგრევე შევახტი
-როგორ მომენატრე შენ დამპალო, არ უნდა გეთქვა რომ ჩამოხვედი
-ოე საქონელო, ჩამოეთრიე გავიჭყლიტე
გუკა ჩემი უსაყვარლესი ბიძაშვილია. ტოლები ვართ, როგორც ტყუპები ისე ვიზრდებოდით, შემდეგ ეს ვირი სასწავლებლად წაეთრია და მარტო დამტოვა
-გურამ როგორ მომენატრე
-ნუ გავიწყდება რომ მამაშენს შენთვის ბებიაშენის სახელის დარქმევა უნდოდა და დედაშენმა ძლივს გადაარწმუნა
-რა გინდა? არაა ნათელა ცუდი სახელი.
იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლება ნათელა მრქმეოდა სიცილი ამიტყდა. შემდეგ თენგიზი გამახსენდა და ბოლო ხმაზე დავიწყე სიცილი. ვერ ვწყნარდებოდი
-დროზე ჩაიცვი შენ თორე ამოვა თამარი და გადაგაგდებს აქედან
-გეთანხმები დედაჩემს ვერავინ გადაურჩება
გუკა ოთახიდან გავიდა. ნახევარი საათი ვფიქრობდი რა ჩამეცა. ბოლოს მუქი ლურჯი გრძელი კაბა შევარჩიე მარჯვენა ფეხთან შეხსნილი. ოდნავ მაკიაჟი გავიკეთე და ბებიას ნაჩუქარი ბრილიანტის ყელსაბამი. საკუთარი თავი სარკეში რომ შევათვალიერე ნამდვილი ელეონორი ვიყავი. ექვის ხუთი წუთი იყო ქვევით რომ ჩავედი
-აი ჩემი ქალიშვილი ელეონორი
კეეე კაცო ქალიშვილი. სიცილი შევიკავე და უბრალოდ გავიღიმე. სტუმრები საშუალო ასაკის ქალი და მამაკაცი აღმოჩნდა. მათ უკან კი ახალგაზრდა ბიჭი იდგა. ეეე ეს ხომ თენგიზია? შოკირებული წავედი მისკენ
-ელეონორ გაიცანი ეს ეკატერინე და ერეკლე გელბახიანები არიან. ეს კი მათი ვაჟი დემეტრეა
დემეტრეო? ღმერთო ამ დამპალმა მომატყუა გუშინ? აუ მე ელეონორი არ ვიყო შენ თუ ეს არ გაზღვევინო. მას რომ შევხედე შეუმჩნევლად ენა გამომიყო.
-როგორი ლამაზი გოგო გყოლია კახაბერ.
- აბა ერკლე მეშინია ვინმემ არ მომტაცოს
აბა ლეკებმა არ მოგტაცოს ჩემი თავი. აჰჰ უნდა მოვრჩე მაიმუნობას და სერიოზული სახე მივიღო
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ადრე შევხვედრილვართ ერთმანეთს
ვაიმე დემეტრე ხარ თუ თენგიზი როგორ მინდა ახლა გცემო. რა ჯანდაბა ვუპასუხო.
-არამგონია შვილო, ჩემი გოგო კომპანიაშია მთელი დღე შემდეგ კი სახლში მუშაობს. თავისუფალი დრო არ აქვს
დემეტრე სიცილის ძლივს იკავება. ცხოვრებაში პირველად დავარღვიე წესი და საჭმელი არ ვჭამე. რაც დამიდეს თეფშე ხელუხლებელი დავტოვე. ისე როგორი ლამაზი მწვანე თვვალები აქვს
-კარგით საქმეზე გადავიდეთ, მოკლედ ელეონორ და დემეტრე. ჩვენ თქვენს მშობლებს გვინდა რომ შეუღლდეთ
ბატონმა ერეკლემ ეს ისე აუღელვებლად წარმოთქვა თითქოს არაფერი იყოს ამაში განსაკუთრებული. ცუდად გავხდი. ვერც კივილს ავტეხავდი და ვერ სახლიდან გავიქცეოდი.
-უკაცრავად ვერ ვხვდები რატომ უნდა დავქორწინდეთ?
ხმის კანკალით ვიკითხე. დემეტრე გაკვირვებულიც კი არ იყო. ანუ მან იცოდა უკვე
-შვილო ჩვენ ორი უდიდესი კომპანია გვაქვს, გვინდა რომ ერთმანეთს დავუკავშიროთ. თქვენი შვილი კი ორივე კომპანიას ჩაუდგება სათავეში
შოკი მეორედ მივიღე. რაო? თქვენი შვილიო? ეს კაცი საერთოდ ჯანმრთელად თუა? რა ქორწილი რის ქორწილი? ახლა რომ წამოვხტე და სახლიდან გავიქცე ეს ფატქიურად ოჯახის დაკარგვა იქნება. ენაზე კბილებს ვიჭერ რომ არ ავტირდე
-აი შვილო ბეჭედი, ქორწილი 2 თვეში იქნება
დემეტრემ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და გამომიწოდა. ჯანდაბა შენს თავს, ჯანდაბა შენს მწვანე თვალებს.
-აბა რას ეტყვი ელეონორ?
დედაჩემს უცნაური ხმა ჰქონდა. როგორც მივხვდი არ იყო ამ ამბით აღტაცებული.
-თუ თქვენ ყველაფერი გადაწყვიტეთ, თანახმა ვარ
მალევე წავიდნენ, დემეტრეს დიდად ყურადღება არც მოუქცევია. არ მიტირია, მე ხომ არასდროს ვტირი. უბრალოდ საშინელ ხასიათზე ვიყავი. მარტო ის ფატქი მიშლიდა ნერვებს რომ ჩემი ნებით არ ვთხოვდებოდი. ვიღაც დემეტრეზე უნდა გავთხოვდე, მერე მასთან დავწვე, დავფეხმძიმდე და წერეთლების გვარის გამგრძელებელი გავაჩინო. საათს რომ დავხედე ღამის 3 ხდებოდა საწოლიდან წამოვდექი, უბრალოდ ჩავიცვი და კლუბში წავედი
-ჯაბა უძლიერესი რამე დამისხი
-ელე მოხდა რამე?
-მოხდა, მოხდა
დილამდე ვსვავდი. არ ვიცი ასეთი გამძლეობა საიდან მქონდა. მხოლოდ ის მახსოვს რომ დემეტრე მოვიდა ჩემთან. დილით თვალები რომ გავახილე ჩვეულებრივად ვიყავი, თავიც კი არ მტკიოდა
-მეგონა ცუდად იქნებოდი, მშვენივრად გამოიყურები
დემეტრეს ხმამ უეცრად შემახტუნა.
-ჩვენ?
-ძვირფასო მე აქტიური ქალები მომწონს შენ კი გუშინ გათიშული იყავი. ამიტომ არაფერი მომხდარა მაგრამ თუ ახლა გინდა მე თანახმა ვარ
-ხოო მაგ იმედით იცხოვრე შენ. მიდი რა წყალი ან წვენი მომიტანე
-ჯერ საცოლეა და უკვე მეუფროსება, ცოლი რომ გახდება რას იზავს ნეტა მერე
ჯერ შენ დამაცადე. მონად უნდა ვაქციო ეს იდიოტი. არა რა უფლებით წამომიყვანა თავის სახლში? ისე გემოვნებით კი აქვს მოწყობილი.
-აჰა შენ წვენი, ოთახში რაიმე თუ არ მოგწონს როცა დავქორწინდებით შეგიძლია შეცვალო დეკორაცია
საწოლიდან ავდექი და კარის გვერდზე მივედი სადაც ცარიელი ადგილი იყო
-აქანე დავდგამ სტენკას
დემეტრემ იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი შემიძლია დავიფიცო რომ გვერდზე სახლშიც გაიგონეს. დაახლოებით 10-15 წუთი იცინოდა. ბოლოს ცრემლები მოიწმინდა
-ეეე დემე დღეს რა რიცხვია?
-ოჰო დემეც გავხდი, 5 სექტემბერია
-ვუჰუუ ხვალ დაბადების დღე მაქვს
-ვიცი, ხელი უნდა გთხოვო
სახლში მალევე წავედი, როგორც მამაჩემმა მითხრა ყველა ჩემი მეგობარი და ახლობელი დაპატიჟეს რესტორანში.
„მეორე დღეს“
დილიდან ვემზადებოდი. ალბათ100 კაბა მაინც მოვიზომე. ოთახში თავი გუკამ შემოყო
-ჰეი ბარბი საჩუქარი მაქ შენთვის
გუკას უკან რეზი შემოჰყვა. რეზი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ძალიან ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით შევახტი
-ჩემი ბიჭიი. რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი. ოხ შენ და გუკა რა დამპლები ხართ
-კაი რაა ელე, რომ მეთქვა სიურპრიზი აღარ იქნებოდა
„საღამოს (მესამე პირი)
ელეონორის დაბადების დღე არაჩვეულებრივად მიდიოდა. ალბათ ყველაზე მეტად რეზი ნერვიულობდა, რომელიც ჯიბეზე ხელს წამდაუწუმ ისმევდა. როდესაც თითების ნიშნობის ბეჭედს ეხებოდა თითქოს მშვიდდებოდა. დიახ სწორედ მიხვდით რეზიც აპირებდა ელესთვის ხელის თხოვნას. ნერვიულობის დასაფაად ფეხზე წამოდგა და ეზოში გავიდა. უეცრად ორი ქალბატონის საუბრას მოჰკრა ყური
-გოგო აქ იცი ვინ არის? გელბახიანების სარძლო
-გელბაზიანების? დემეტრეს ცოლი მოჰყავს
-აბაა, ჩემი შვილი მუშაობს დემეტრეს მამასთან და იმ კაცს უთქვამს მალე ჩემი ვაჟი ცოლს მოიყვანს და ის გახდება თქვენი უფროსიო
-ნეტავ ვინ არის ის გოგო ასეთ ქერის ორმოში რომ ჩავარდა?
-მოიცა საკითხავი ისაა რომელი ჩავარდა ქერის ორმოში, კახაბერ ბაქრაძე რომაა ბიზნესმენი ხომ იცი? მაგის გოგო მოჰყავს ცოლად ელენეო თუ ელეონორი
-ვაიმეე მაგათი შვილი რა ბედზე დაიბადება. დედა მილიარდელი, მამა მილიარდელი
რეზო შოკირებული იყო მოსმენილით. გეცინა. ჭორიკანა დედაბრები რაღაც ბოდავენ ალბათო. დარბაზში რომ დაბრუნდა ვიღაც ბიჭი ფეხზე იდგა და საუბრობდა
-ელეონორ მინდა ჩემი ცოლი გახდე
რეზიმ უცნობში დემეტრე გელბახიანი ამოიცნო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გული ამოგლიჯეს და გადაუგდესო. ამდენი წელია ელე უყვარს, ვერ ბედავდა ამის თქვას ახლა კი როდესაც გადაწყვიტა უბრალოდ დაგვიანებული აღმოჩნდა

„ელეონორი“
ჩემი დიდი თხოვნის შემდეგ მე და დემემ უბრალოდ ხელი მოვაწერეთ. არ მინდოდა დიდი ქორწილი თავისი თეთრი კაბით და სუფრებით. დემესთან გადავედი საცხოვრებლად.
-ჩემო ელე არ გინდა ბავშვის გაკეთება კიდევ ვცადოთ
-თუ შეიძლება დაახვიე რაა
ჩემი და დემეს ცხოვრება ნამდვილი საგიჟე იყო. უბრალოდ ერთად ვიწექით სხვა არანაირი გრძნობა არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. თითქმის ორი თვეა დაქორწინებულები ვართ და ჯერ კიდევ ვერ დავფეხმძიმდი. ამაზე ძალიან ვნერვიულობდი მეც, დემეც და ჩვენი მშობლებიც
-დემე მე ექიმთან მივდივარ
-მეც წამოვალ
-დაეტიე რა სახლში
გინეკოლოგთან წავედი. უამრავი პროცედურების და ანალიზების შემდეგ უბრალოდ აღმოჩნდა რომ სიმსივნე მაქვს და ბავშვის გაჩენას ვერ შევძლებ. ხომ გაგიგიათ ყველაფერი ერთ წუთში დაინგრაო? აი ასე ვიყავი ახლა ზუსტად. გული ორად მქონდა გაყოფილი, არ მიტირია. მე არასდროს ვტირი. ექიმმა მითხრა შეიძლება სიმსივნე განიკურნოსო მაგრამ არ მინდა უთმოდ ვიარო. არ მინდა ყველამ ჩემზე ისაუბროს, როდესაც დრო მოვა მოვკვდები. სახლში რომ მივედი გადავწყვიტე დემესთან სერიოზულად მესაუბრა
-დემე შეიძლება ერთი წუთით ვისაუბროდ?
-კი რათქმაუნდა, რა გითხრა ექიმმა?
-ახლა ეს არაა მნიშვნელოვანი, მოკლედ გეტყვი ამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ თავიდან მეგონა რომ შეგეჩვიე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ შემიყვარდი. ყოველ საღამოს შენს დაბრუნებას ველოდები, ვდილობ დავიმახსოვრო რა გიყვარს, რა მოგწონს, რას ჭამ.
-ელე მეც მიყვარხარ, მართლა არ მეგონა იგივეს თუ გრძნობდი
კალთაში ჩავუჯექი და მოვეხვიე. საშინელი ადამიანი ვარ მას ვუყვარვარ მე კი ვკვდები. არ მინდა რომ დაქვრივდეს, არ მინდა რომ მარტო დარჩეს
-დემე დამპირდი რომ თუ რამე მოხდება შენ ცხოვრებას გააგრძელებ და იპოვი იმას ვისთანაც ბედნიერი იქნები
-მე უკვე ვიპოვე ის, შენთან ძალიან ბედნიერი ვარ
ავტირდი. ცრემლებს რომელსაც ამდენი წელია ვიკავებ ახლა თავისუფლად ვუშვებ. სიკვდილის წინ ყველაფრის უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს. მტკიცედ გადავწყვიტე რასაც ვიზავდი. დაველოდე როდის დაეძინებოდა დემეს. შემდეგ პატარა ჩანთაში ტანსაცმელები ჩავალაგე და წავედი

(მესამე პირი)
ერთი თვე ხდებოდა რაც ელე მონასტერში ცხოვრობდა. თავს მშვენივრად გრძნობდა. დემე გამწარებული ეძებდა მას მაგრამ ვერსად პოულობდა. შემთხვევით ელეს ანალიზის პასუხი იპოვა და მიხვდა რომ ცხოვრების სიყვარულს კარგავდა. განადგურებული იყო, ეშინოდა იმის დაჯერების რომ შეიძლება მისი გოგო აღარ ჰყოლოდა. დიდი ძებნის შემდეგ გაიგო რომ მონასტერში იყო. ეზოში მჯდომი ქალი დაინახა. არ ვიცი ეს იმ ძაფების ბრალია რომელიც მათ შორის იყო გამბული თუ ღმერთის სურვილის მაგრამ დემემ იგრძნო რომ ეს მისი გოგონა იყო. გრძნობდა მის სიყვარულს
-ელე, ჩემო ელე რამდენი ხანია გეძებ
-დემე აქ რა გინდა?
ისეთი ნაზი და წყნარი გოგო ახლა უფრი მშვიდი იყო. ისე საუბრობდა თითქოს ღრუბლებში იყო. აუღელვებლად ჩახედა დემეს თვალებში. ორივეს ცრემლები მოსდიოდათ, უაზრო სიტყვების ნაცვლად ასე გამოხატავდნენ მონატრებას, სიყვარულს, ტკივილს.
-გთხოვ სახლში წამოდი
გაჰყვა სახლში. უნდოდა მისი ქმრის გვერდით მომკვდარიყო. უკვე გრძნობდა, გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა სიკვდილი. გრძნობდა რომ მისი სული მას აღარ ეკუთვნოდა. გრძნობდა როგორ დაუვლიდა სიცივე. ერთ დილას როდესაც დემე ოთახში შევიდა თითქოს იქაურიბა გაყინული იყო, მიხვდა, მიხვდა მაგრამ დაჯერება არ უნდოდა. საწოლში მისი ულამაზესი მეუღლე იწვა. თვალები დახუჭული ჰქონდა, თეთრი კანი უფრო გაუფერულებულიყო, მისი სითბო კი სადღაც გამქრალიყო. ტკივილმა თავისი ჰქნა და ამხელა კაცი ერთ მუჭად აქცია. ტიროდა დემე, ტიროდა და მთელი ხმით ყვიროდა უნდოდა ელესაც გაეგო მისი ყვირილი იქ სადაც იყო. ელეს უსულო სხეული ჩაიხუტა, იგრძნო რომ ის მისი სიყვარული არ იყო, სადღაც გამქრალიყო პატარა ელე. დაასაფლავეს, დემე ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა და იცინოდა. არ აეს შეუძლებელი იყო. ასე არ გასწირავდა მისი საყვარელი ქალი. შუაღამე დამდგარიყო, სასაფლაოზე გამეფებულ სიჩუმეს კი დემეს ქვითინი არღვევდა რომელიც მიწის გროვის გვერდით იწვა, იმ მიწის გროვის გვერდით რომელიც ელეს სხეულს მალავდა. იწვა და ქვითინებდა. არ ეგონა ღმერთი, ადამიანები, სიყვარული და თვით ელე ასე თუ გასწირავდა.



№1  offline წევრი A14

იმის მიუხედავად, რომ კარგად წერ ბოლოს დამაკლდა. ატირებამდე სულ რამოდენიმე სიტყვა მჭირდებოდა
--------------------
ა.ღ

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

dzalian patara iyo erti mtliani istoriistvis, titqos mifuchechebuli da uemocio, tumca ragac momentebshi maimc kargad gqonda dawerilim ravici es chemi subieqturi azria.. ise normaluri iyo warmatebebi :**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent