შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანის შეყვარება შარია(თავი 12)


5-09-2016, 13:20
ავტორი buterfly
ნანახია 2 569

-სანდრო ძალიან მიყვარხარ
-მეც ჩემო სიხარულო(გვანცას შუბლზე აკოცა).ეხლა მეც უნდა წავიდე.დასვენება გჭირდება
-არა არ წახვიდე.(სუსტად ამოილუღლუღა გვანცამ)და თვალები მიელულა, წამლის ზემოქმედების გამო. სანდრომაც დატოვა პალატა
-როგორ არის?ჰკითხეს ბავშვებმა
-კარგად, მაგრამ მისი ნერვიულობა არ შეიძლება.
-აქედან მაინც წავა სასწავლებლად და მერე საერთოდ აღარ ჩამოვიყვან.მოვაშორებ ამ დაწყევლილ ადგილს(თქვა ნინომ)
-ვიცი ქალბატონო და არც შეგეწინააღმდეგებით, რადგან გვანცას კარგად ყოფნის გამო სიცოცხლესაც დავთმობ და მისი შორს ყოფნისგან გამოწვეულ ტკივილსაც გადავიტან
-ხოდა ძალიანაც კარგი(კმაყოფილმა ამოილაპარაკა)
-ნინო გაჩერდი.ჯერ გვანცასთან არ გვილაპარაკია ამასთან დაკავშირებით
-მას ,რომ ჰკითხო არც წავა ინგლისში და სწავლაზე უარს იტყვის ამ ბიჭის გამო და მე ამას არ დავუშვებ
-გთხოვთ ქალბატონო .ორი წლით ისედაც მიდის და თქვენი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ნუ ეტყვით.სუსტადაა
-მაგის შენგან სწავლება არ მჭრდება.ვიცი ჩემს შვილს ,როგორ უნდა ველაპარაკო.გგონია მასზე შენ უფრო ზრუნავ?მართალია ძალიან მომეწონე ,როგორც სასიძო ვაღიარებ ,მაგრამ მას მერე რაც მას გადახდა თავს.შენის სიცოცხლის გადარჩენის გამო აქ ვეღარ დავტოვებ
-მესმის(თქვა სანდრომ და უხმოდ დატოვა საავადმყოფო)მთელი გზა ფიქრობდა რა ეშველებოდა გვანცას გარეშე,მისი ღიმილისა და ჩხუბის გარეშე.ნუთუ ასე ადვილად უნდა დათმოს საყვარელი ქალი.მაგრამ სწავლაში ხელს ხომ ვერ შეუშლის.ერთადერთი იმედიღა რჩება ,რომ 2 წლის მერე გვანცა უკან დაბრუნდება და ყველაფერი ძველებურად იქნება.არ შეუძლია მისი დავიწყება და არც უნდა .გვანცამ მას ბედნიერება მიანიჭა.სიყვარული ასწავლა და ყველაზე მთავარი მისი გული მიისაკუთრა.ამიერიდან სანდრო ვეღარ იქნება ის, ვინც აქამდე იყო.
გვანცა ერთ კვირაში გამოწერეს საავადმყოფოდან.და ცოტახანს სახლში ისვენებდა.ბავშვების თურქეთში დასვენების გეგმა მისი ავადმყოფობის გამო ჩაიშალა ,ამიტომ ახლა ის რაზეც გვანცას უნდა ეფიქრა ,ინგლისში სასწავლებლად წასვლა იყო.მაგრამ გული ეთანაღრება ,რომ აქ სანდროსა და ბავშვების დატოვება მოუწევს ,მაგრამ იმედი აქვს ,რომ ამ 2 წელიწადში დიდად არაფერი შეიცვლება და მალე გაივლის ,რომ მის საყვარელ მამაკაცს მალე ჩაეხუტოს. მაგრამ იქნება კი ყველაფერი ისე ,როგორც მას სურს?
-დედი ,როგორ ხარ ?(გვანცას ოთახში შევიდა დედამისი)
-კარგად დე.დღეს უკეთესად ვგრძნობ თავს.
-კარგია რადგან ზეგ მიემგზავრები ინგლისში.
-ასე მალე?
-ხო
-კაი ,მაშინ ჩემს მეგობრებს დავურეკავ ,რომ გამოვემშვიდობო
-როგორც გინდა
გვანცამ ყველას დაურეკა ,რომ მასთან ასულიყვნენ და ეს ბოლო ორი დღეს ერთად გაეტარებინათ.
-რეზი.ბავშვებს უთხარი და ჩემთან ამოდით რა.
-რატომ ხომ მშვიდობაა.
-კი მსვიდობაა.რა არ შეიძლება თქვენთან ყოფნა მომინდეს?
-კი როგორ არ შეიძლება.კაი ვეტყვი და ამოვალთ ნახევარ საათში
-კაი დროებით.
გვანცამ ჩემოდნების ჩალაგებაც დაიწყო . დროის დაკარგვა არ უნდოდა,რადგან მშვიდად სურდა,რომ წასულიყო აჩქარების გარეშე.და ამ მზადებაში ბავშვებიც კარს მოადგნენ და გვანცაც ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოაღვიძა
-მე გავაღებ ჩემები არიან
-გამარჯობა ,გამარჯობა(ერთხმად და მხიარულად მიესალმნენ ბავშვები)
-შემოდით(გვანცამ კარებში მდგარ სანდროს ,რომელიც თავს უხერხულად გრძნობდა ,ხელი მკლავში ჩაავლო და სახლში ისე შეიყვანა)
-რა მოხდა სანდრიკო რა სახე გაქვს?
-არაფერი რა უნდა მომხდარიყო?
-რავი ,რაღაც შეწუხებული სახე გაქვს და
-არა არაფერია ჩემო სიცოცხლე(თქვა და შუბლზე ეამბორა საყვარელ ქალს)
ბავშვები მალევე მოკალათდნენ მისაღებ ოთახში(გვანცას მშობლები და დაიკო წასულები იყვნენ ხვალისთვის ელოდებოდა მათ დაბრუნებას)და საუბრობდნენ
-გვანც ასე სასწრაფოდ რატომ შეგვკრიბე(იკითხა მარიმ)
-იმიტომ,რომ ზეგ მივემგზავრები
-ასე მალე ტო?(გაუკვირდათ ბიჭებს)
-ხო ასე მალე.(ნაღვლიანად შეხედა სანდროს)
-გვანც ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ეს არ დაივიწყო კარგი?
-ისე მელაპარაკები თითქოს მემშვიდობები
-რავი.იქნებ აღარ ჩამოხვიდე და.
-რა სისულელეს ამბობ ,ხომ იცი ,რომ 2 წელიწადში აუცილებლად დავბრუნდები.გარდა ამისა არდადეგებზეც აუცილებლად ჩამოვალ.თქვენს გარეშე ვერ გავძლებ.(ღიმილიანი სახით გახედა სანდროს და შემდეგ ბავშვებს)
-კაი ჩემო სიხარულო(გვანცას მთელი ძალით მოეხვია ,ისე თითქოს ეს მათი ბოლო ჩახუტება იყო).
ბავშვები იმ დღეს დარჩნენ გვანცასთან და მთელი ღამე გაათენეს.სხვადასხვა თემებზე ლაპარაკობდნენ.გვანცას კი უცნაური შეგრძნება ჰქონდა თითქოს ,რაღაც ისე არ იყო ,როგორც უნდა ყოფილიყო და რაიმე ცუდის მოლოდინში ნერვიულობას იწყებდა უკვე.ბავშვები წავიდნენ და შეჰპირდნენ გვანცას ,რომ აუცილებლად გააცილებდნენ აეროპორტში.და ასეც მოიქცნენ.მეორე დღეს დილაადრიან ყველა გვანცას სახლის წინ იდგა და მის გამოსვლას ელოდნენ .და ისიც გამოვიდა.მიესალმა ბავშვებს და ცოტახანი სახლის წინ დადგა ,თითქოს ემშვიდობებოდა იმ ადგილს სადაც ამდენი მხიარული და დასამახსოვრებელი დღე ჰქონდა გატარებული.აეროპორტშ მალევე მივიდნენ.და დამშვიდობების დროც დადგა.ყველა გამოეთხოვა მათ საუკეთესო და გიჟ,რთული ხასიათის და ამავდროულად დაუვიწყარ ადამიანს ,რომელიც მათთვის დასავით და სანდროსთვის საყვარელ ქალად იქცა.მისი გაშვება არც ერთს არ სურდა ,მაგრამ გვანცას წინსვლისთვის ასე იყო საჭირო.მშობლები აეროპორტში იყვნენ .დედა გვანცას მიყვებოდა ინგლისში ,ხოლო მამა და მისი საყვარელი დაიკო მისივე სამშობლოში რჩებოდნენ.და დადგა სანდროსთან გამომშვიდობების დროც
-სანდრო მიყვარხარ ძალიან და მომენატრები
-მეც ჩემო გიჟ ხისთავიანო(ორივეს გაგვეცინა)
-იცოდე ჩემს აქ არ ყოფნაში არ იცუღლუტო
-როგორ გეკადრებათ მადამ(დამატყვევებლად გაუღიმა საყვარელ ქალს)ცდილობდა კარგი ხასიათი შეენარჩუნებინა ,რომ გვანცას ეჭვი არ შეპარვოდა და წასვლა არ გადაეფიქრებინა.
-გვანცა წამო დედა წასვლის დროა.ჩასხდომა მთავრდება
-ხო დე მოვდივარ(და სანდროს და ბავშვებს მოუბრუნდა)ყველა ერთად იდგა ჩახუტებული და ცდილობდნენ ცრემლები შეეკავებინათ
-მიყვარხართ ჩემო გიჟებო და მომენატრებით.
-ჩვენც გვიყვარხარ გვანც,..(უთხრა რეზიმ და მაგრად ჩაეხუტა .)
-კაი წავედი.თქვა და გზას გაუყვა თუმცა მალევე მოიხედა უკან და სანდროსკენ გამოიქცა და ისე შეახტა სანდრო სადაცაა წაიქცეოდა.
-არ დამივიწყო
-ვერ დაგივიწყებ.
დაემშვიდობნენ ერთმანემფრინავში და ინგლისისკენ მიმავალ გზას გაუყვა.ბავშვები კი უყურებდნენ ამ თვითმფრინავს და იმედს იტოვებდნენ ,რომ ეს მათი გადარეული გოგო მალევე დაბრუნდებოდა და მათ სიცოცხლეს სიხარულით აავსებდა.მაგრამ ამაში უკვე ეჭვი ეპარარებოდათ.

ესეც შემდეგი თავი.იმედია მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ.



№1  offline წევრი ♥love love♥

მალე დადე შემდეგი თავი და ცოტა დიდ დიდები. ველი შემდეგს წარმატებები. <3

 


№2  offline წევრი buterfly

♥love love♥
მალე დადე შემდეგი თავი და ცოტა დიდ დიდები. ველი შემდეგს წარმატებები. <3



მიხარია ,რომ მოგწონს.შევეცდები გავითვალისწინო

 


№3 სტუმარი etiko

male dade axali tavi a cota didi kargi iyo magram shemecoda sandro , gvancas deda rogori qalia ... sandro ras gvimalavs??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent