შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირმის ნახტომი -2-


5-09-2016, 15:57
ავტორი sopiko
ნანახია 1 687

[თავი 2]
მაგიდასთან მჯდომი ადამიანი სულაც არ ჰგავს ისეთ მონსტრს, როგორიც წარმომედგინა. მართალია ცალი წარბი არ აქვს, მაგრამ ცისფერი თვალები ისე მნუსხავს, რომ მის გარდა ვეღარაფერს ვხედავ. დაურღვეველი დუმილი მაფხიზლებს და ცალწარბას სახის ნაკვთების დათვალიერებას ვაგრძელებ. ტუჩები ისეთი თხელი აქვს, ძლივს უჩანს. ყვრიმალები წინ წამოწევია. მაღალ შუბლს წინ ჩამოფხატული შავი, სლიპინა თმა ფარავს. მომხიბვლელს და სიმპათიურს ვერ დავარქმევთ, თუმცა ნორმალური გარეგნობისაა. არაფერს რომ არ მპასუხობს, ეს ცუდის ნიშანია, მაგრამ სიჩუმე ყურში მიგუგუნებს და ისევ მე ვიღებ საუბრის ინიციატივას საკუთარ თავზე.
-ალბათ გითხრათ გაბომ, მე ვინც ვარ.-მორიდებით გადამაქვს მზერა გაბოზე. თვალებით მსაყვედურებს. ვიცი, ცუდად მოვიქეცი, მას რომ არ დავუჯერე, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ არის. ძალიან დაიგვიანა. ხუთი წუთი ცოტა არაა, როცა სულ ორი სიტყვა გაქვს სათქმელი.
-ნინომ გამოგგზავნა?-როგორც იქნა, ხმას იღებს ცალწარბა და დაჟინებით მაცქერდება.
ვიშმუშნები. გულამოღებული მაისური მკერდთან მომღეღვია. როგორ გავისწორო ისე, რომ მან ვერ შეამჩნიოს, აზრზე არ ვარ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვეღარაფერს ვიტყვი. ნაბიჯს უკან ვდგამ, სინათლე რომ აღარ მეცემოდეს და სასწრაფოდ ვიწევ მაღლა მაისურს.
-ნინომ გამომგზავნა და ეს ფუთა გამომატანა.-მანტოს შიგნით შეყოფილ ხელს გარეთ ვწევ და ფუთას ვანახებ.
ცალწარბა გაბოს რაღაცას ანიშნებს. ის ფუთას მართმევს და თავის უფროსს აძლევს.
-შემიძლია წავიდე?-ერთი სული მაქვს, რომ აქაურობას თავი დავაღწიო და კითხვა თავისით გამორბის ჩემი პირიდან.
-დამელოდე.-გადაჭრით ამბობს ის და მეც სხვა რა გზა მაქვს, ვნებდები.
ოთახის ცენტრში ფეხზე რომ ვდგავარ, უხერხულობას ვგრძნობ და თავს მაღლა ვწევ. ჭაღის გარშემო ირმის ნახტომია მოხატული. მისი დამხატავი აშკარად ძალიან ნიჭიერი ყოფილა, რადგან გინდ ამისთვის გიყურებია და გინდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის. მხატვრობას თვალს ვერ ვაშორებ. ძალიან ლამაზია. დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი ასეთ ტატუს მხარზე, თუ გაკეთდება. ასეც მოვიქცევი. აბა, თვრამეტ წლამდე მშობლები არ მაძლევდნენ სვირინგის გაკეთების უფლებას, მერე შეყვარებული, სამაგიეროდ ახლა მარტო ვარ და ვერავინ ვერაფერს დამიშლის.
-ეს ვინ მოხატა?-თავს ვერ ვიკავებ და ვკითხულობ. ცალწარბა გახსნილ ფუთაში იქექება, მხოლოდ გაბო იგებს ჩემს კითხვას.
-ეს დიდი ხნის მოხატულია. ჩვენ აქ მაშინ არ ვიყავით.-მპასუხობს ის.
-გასაგებია.
ცალწარბა ამასობაში ფუთაში წერილს პოულობს და კითხულობს. მერე სხვა კონვერტებსაც იღებს იქიდან და ცარიელ ქაღალდს გვერდით ისვრის.
-შეგიძლია წახვიდე. ნინოს კი გადაეცი, რომ ხვალ ჩემი ბიჭები ფულს მიუტანენ.-გვიანღა ახსენდება ჩემი არსებობა. აშკარაა, რომ კმაყოფილია იმით, რაც ფუთაში ნახა.
-კი, მაგრამ ნინოს ფული დღესვე სჭირდება. ამიტომაც გამომგზავნა მე.-ძლივს ვბედავ და ვეწინაამღდეგები. ნინო ჩემი მეზობელია. დიდად არ ვმეგობრობთ და ძალიან გამიკვირდა დღეს თვალცრემლიანი რომ მომადგა კარზე. ბავშვი ავად ყოლია და მთხოვა, ეს ფუთა ამა და ამ მისამართზე წაღეო. მხოლოდ პატარა ლიკოს გამო წავედი ასეთ რისკზე და გამბედაობას სწორედ ეს მმატებს.
-დღესვე არ ვიცი მე, ფული ხვალ იქნება.-მკაცრად მიჭრის და თვალებს მიბრიალებს.
-მაპატიეთ, მაგრამ ასე ვერ წავალ.-გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ პატარა ლიკოს რაღაც მოუვა მხოლოდ იმიტომ, ვიღაცას ერთი დღის გამო ფული რომ ენანება.-ნინოს პატარა გოგონა ჰყავს, ის კი ავადაა. ექიმთან ვიზიტის და წამლების ფული არ აქვს. მეც ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ ამ თანხით დახმარება არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი და რა მელოდა იქ, მაინც წამოვედი აქ. თქვენ მხოლოდ პრინციპის გამო აცხადებთ, რომ ფულს ვერ გამატანთ და ამ თქვენი თვისების გამო შეიძლება ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ. ახლავე წაათრიე ეს ქალი აქედან, გაბო.-ხმას უწევს ცალწარბა. მხრები მიცახცახდება. მეშინია, მაგრამ წასვლას არ ვაპირებ. გაბო ჩემკენ მოდის, ალბათ უნდა, რომ დამიყოლიოს, მაგრამ არა! მე ასე წასვლა არ შემიძლია იმის შემდეგ, რაც აქ ვნახე.
-გთხოვთ, ნუ იზამთ ამას. რა მნიშვნელობა აქვს დღეს მიიღებს ნინო ფულს, თუ...-მუდარაზე გადავდივარ და ჩემს თავმოყვარეობასაც კი ვივიწყებ, მაგრამ კაცი ღრიალებს და სიტყვას მაწყვეტინებს.
-რა გითხარი, გაბო? თუ სიცოცხლე არ მოგძულებია, ამას გაყევი.
სიმართლე რომ ვთქვათ, მართლა არ მაქვს მოძულებული სიცოცხლე, ამიტომ თავზემოთ ძალას რომ ვეღარ ვხედავ, გაბოს მივყვები. ოთახიდან რომ გამოვდივართ, ლოყებზე უკვე შემშრალი მაქვს შიშით, ზიზღით და სიბრალულით წამოსული ცრემლები. გაბო უცნაურად მიყურებს. ვინ იცის, რა აქვს გეგმაში.
-სიმართლე უთხარი ცალწარბას?-ლმობიერი ტონით მეკითხება ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
-რა თქმა უნდა. ასეთ რამეს როგორ მოვიტყუებოდი?-წარბებს ვკრავ. არ მესმის, როგორ უნდა იფიქრო ასეთი რამ.
-წამომყევი.
-სად მივდივართ?-გაბოსთან გაშინაურებული კითხვების დასმას აღარ ვერიდები.
-წამომყევი_მეთქი.
მისი არ მეშინია. ცოტა ხნის წინ გაცნობილს ასე როგორ ვენდობი, არ ვიცი, მაგრამ რაც მთავარია, მასში ეჭვი არ მეპარება და თანაც იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩემი დახმარება უნდა. როგორ, ამას ჯერ ვერ ვხვდები, მაგრამ ყველაფერი წინაა.
ცალწარბას ოთახიდან მოშორებით ბნელ ოთახში შევდივართ. ველი, როდის აანთებს გაბო შუქს, მაგრამ როგორც ჩანს, ამას არ აპირებს. ასანთს კრავს და იქაურობაც შუქდება. საწყობში ვართ. ოთახის ბოლოში კიბეა, რომელსაც სადღაც დაბლა ჩაყავხარ.
-შენ აქ დარჩი და იგივე არ გაიმეორო.-მაფრთხილებს და კიბეზე ჩადის.
დიდხანს ლოდინი არ მიწევს. ამჯერად ხუთი წუთიც არ სჭირდება. მაღლა რომ ამოდის, ხელში ფულის შეკვრას მაჩეჩებს და ჩემს გაოცებულ სახეს აიგნორებს.
-მე გაგიყვან. ამ ამბავზე კრინტი არავისთან დაძრა, თორემ ორივე დიდ შარში გავეხვევით.-ჩურჩულებს გაბო და საწყობიდან გახევებული გავყავარ. ის მეხმარება. ნინოს ეხმარება. სრულიად უცნობ ადამიანებს გვეხმარება და უფროსს ღალატობს. უდიდესი პატივისცემით ვინმსჭვალები. მინდა ბევრი, ძალიან ბევრი მადლობა გადავუხადო და შევპირდე, რომ ჩემი იმედი ჰქონდეს, მაგრამ ენას პირში ვერ ვატრიალებ. მხოლოდ სანამ შენობიდან გავიდოდე, თბილად ვუღიმი და ხელს ვართმევ.
-შენ მათ არ გავხარ. აქ არ უნდა იყო.-დანანებით ვამბობ და უკამოუხედავად გავრბივარ.
ვიცი, აქ აღარ დავბრუნდები, გაბოსაც ვეღარასოდეს ვნახავ, ცალწარბას ვერ ვეტყვი, რომ უგულო, ამაზრზენი ადამიანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს დამავიწყდება, როგორ დამეხმარა ერთი სხვებისგან გამორჩეული ადამიანი, როგორ დაუფიქრებლად ჩაიგდო თავი საფრთხეში და რამდენად ღირსეული იყო მისი ეს საქციელი.

^^^
ესეც მეორე თავი.
არ ვიცი, რამდენად ელოდით ამას ან რა გგონიათ, როგორ გაგრძელდება... თუ შეფასებასთან ერთად ამასაც მეტყვით, ძალიან გამახარებთ.
გული გამითბა, ჩემი მონატრებული მკითხველების კომენტარები რომ წავიკითხე. ჩემი დილის, შუადღის თუ საღამოს პოზიტივები ხართ.
შემდეგ თავში გაოცდებით, შეგზიზღდებათ, გაცოფდებით...
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. არ ვიცი, ამ პოსკრიპტუმში რა ჩავწერო, მაგრამ ისე მიყვარს ამის დაწერაც, რომ რა ვიცი... :დ



№1  offline წევრი mimimimo

ოუ, ჩემო სოფიო რა კარგი ხარ!
ისე ძალიან დამაინტრიგე.
"ორაზრივანი ეჭვები" მაქვს.
ვერ გადავწყვიტე საბოლოოდ რომელი იქნება.
მოუთმენლად გელოდები.

წარმატებები!

 


№2  offline მოდერი sopiko

mimimimo
ოუ, ჩემო სოფიო რა კარგი ხარ!
ისე ძალიან დამაინტრიგე.
"ორაზრივანი ეჭვები" მაქვს.
ვერ გადავწყვიტე საბოლოოდ რომელი იქნება.
მოუთმენლად გელოდები.

წარმატებები!

მარიამ, ჩემო უთბილესო, დიდი მადლობა heart_eyes
ორაზროვან ეჭვებზე გამეცინა :დ
მარტო შენი ხათრით დავდე შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent