ჟურნალისტი ერთი თვით (დასასრული)
კანი მეწვოდა,სხეული დაბრუჟებული მქონდა. იმდენად მტკიოდა ყველაფერი თვალსაც ვერ ვახელდი. შევეცადე გვერდი მეცვალა ,მაგრამ ვიღაც მთელი ძალით იყო ჩაფრენილი ჩემს სხეულზე. ისე უცებ ვჭყიტე თვალები მაშინვე ამეწვა. ...მეგონა მეჩვენება,მაგრამ არდ აშკარად არ მეჩვენება. ნუ თუ ეს ილიაა... კი მაგრამ ჩემთან რა უნდა,ან რატომ ვწევარ მის საძინებელში... არაფერი მითქვამს არ მინდოდა გამეღვიძებინა ისე მშვიდას ეძინა. უკვე მერამდენედ ვიღვიძებდი მის მკლავებში,მაგრამ ეს სულ სხვა ვითარებაა... ახლა ალბათ თვალებშიც ვერ შევხედავ. სახეზე ნაზად ჩამოვუსვი თითები, ო ღმერთო ჩემო... რა სიმპატიურია,ვერასდროს ვერ ვწვყვეთ თვალებს მის სახეს. ⁃ ლიპო,- მთელი გრძნობით ვთქვი მისი მეტსახელი,- რა გიჟურად შემიყვარდი ნეტავ იცოდე, ამას ალბათ რომ არ გეძინოს ვერასდროს გეტყვი. არ შემიძლია ...ვერ ვხვდები შენს გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო. აქამდე ყოველი დღე შენით იწყებოდა,ნეტავ ახლა რა იქნება... პრინციპში ვიცი რაც იქნება... არ ვიცი სიმართლე როგორ მოგიყვე. მეზიზღება ვერ ვიტან თავს , ვერც სამსახურს ვიტან.ბოდიში რა... შენ ყველაზე ნათელი წერტილი ხარ ჩემ ცხოვრებაში,- ხმადაბლა ვეჩურჩულებოდი, ახლოს მივწიე თავი მის სახესთან და ნაზად ვაკოცე კისერში. შეაჟრჟოლა ,ან უბრალოდ მომეჩვენა, - რა უფლება მაქვს რომ გეხები ,მაგრამ სხვანაირად მართლა არ შემიძლია, -ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი,ჯერ ხმადაბლა ვტიროდი მერე ისტერიული ტირილი ამიტყდა. უკვე ვეღარ ვჩერდებოდი,ძლიერი მკლავები ვიგრძენი ჩემს სხეულზე. გავხედე,ილია მიყურებდა , ვგრძობდი რომ მასაც ტკიოდა.მთელი ძალით ჩამეხუტა ,ძვლების ტკაცუნიც კი ვიგრძენი. ⁃ რატომ მეხუტები?- თავს ისევ ვერ ვაკონტროლებდი. ჯერ ლოყაზე მაკოცა,მერე ყელში... გავიტრუნე,აღარ ვტიროდი ,არც არაფერს ვამბობდი.გული ამოვარდნას მქონდა,თავს ისევ ისე მშვიდად ვგრძნობდი. მერე ბაგეებს წაეტანა...ავყევი. ასე მომთხოვნად არასდროს უკოცნია. ⁃ მაპატიე გთხოვ,- მის ტუჩებს მოვშორდი. მაგრამ ისევ სხეულზე ამეკრო და კოცნა განაგრძო. ისევ ზღაპარში გადავეშვი... ⁃ ილია ,იცი მე... ⁃ ვიცი,- უცნაურად გავხედე,ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,- ყველაფერი ვიცი ნინე. ⁃ არა ,არ იცი,-თავი ძირს დავხარე. ⁃ ლიკამ მომიყვა,- შემეშინდა,მისი დაკარგვის შემეშინდა... ⁃ მერე? ⁃ რა მერე? გაჩუმდი და მაკოცე,- გამეღიმა,მერე გამეცინა და ისტერიულ სიცილში გადამივიდა... ამ ბოლო დროს მგონი ვგიჟდები. ისე მიყურებს როგორც ადრე,ახლაც სიყვარულის ნაპერწკლები აქვს თვალებში.ვერ ვიჯერებ რომ მაპატია ამდენი რამის შემდეგ. ⁃ გელოდები ნინე,- ავკისკისდი ,ხელი ვკარი და საწოლზე დავაგდე თან ვიცინოდი,თვითონაც ამყვა. ზემოდან მოვექეცი ,ჯერ ნაზად ვუკოცნიდი ყელს,მერე ტუჩებს,თვალებს... და ვეღარაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა ,რომ ილია საუკეთესოა. ერთმანეთს დიდხანს ვეხუტებოდით და ხმას არ ვიღებდით. ⁃ აღარასდროს არ დამიმალო არაფერი! - მკაცრად ჟღერდა მისი ხმა. ⁃ არასდროს! ყველაზე კარგი ხარ , - კისერზე ხელები შემოხვიე,გაეცინა. ცოტახანში ილია ადგაც,მეც ავდექი მაგრამ ისე მტკიოდა მუხლები ისევ საწოლში დავბრუნდი. ⁃ აუ,ილია,- დავიძახე ხმამაღლა,სააბაზანოში იყო გასული. კბილების ხეხვით გამოიხედა კარებიდან. ⁃ ჰოუ, - სასაცილოდ ჟღერდა მისი ხმა. ⁃ მალამო არ გაქვს რამე რომ წავისვა? ⁃ წყალს გამოვივლებ და ამოგიტან. ჩემით არ წამასმევინა მალამო,თვითონ მისმევდა. ისე ნაზად მეხებოდა თავი პატარა ბავშვი მეგონა. არც ფეხზე ადგომის ნება მომცა. ცოტახნით დამტოვა. ათას რამეზე ვფიქრობდი,თავს ცოტათი უხერხულადაც კი ვგრძნობდი. მერე ლანგრით ხელში შემოვიდა სამზარეულოში,ერბო კვერცხი, ძეხვის და ყველის ტოსტი და ფორთოხლის წვენი შემოიტანა. ⁃ უმ ,რა კარგია,- ნერწყვი მომადგა. გვერდით მომიჯდა ერთად ვისაუზმეთ. ⁃ დღეს რას აპირებ? - როგორც კი დავასრულეთ მაშინვე მკითხა. ⁃ აბა რა ვიცი. ჩემები ალბათ ძალიან გაბრაზებულები არიან ,თან სახლში ღამით არ ვყოფილვარ და გააფრენენ,- ავნერვიულდი მათი გახსენებისას. ⁃ ყველაფერი მოვაგვარე,იციან აქ რომ ხარ. დღეს მთელი დღე ჩემთან რჩები, გარეთ მაინც ვერ გახვალ მარტო ისეთ დღეში გაქვს მუხლები. ფილმებს ვუყუროთ, აუზში ვიბანაოთ ან რავი რაც გინდა. ⁃ რა ყურადღებიანი ხარ, ჯერ ვიწვეთ რა. *** კომედიური ჟანრის ფილმებს ვუყურეთ,ახლა ნამდვილად ვერ ვუყურებდი სხვა ჟანრს. მერე ეზოში ჩავედით საცურაოდ. თეთრეულით ვიბანავე, საცურაო კოსტუმი არ მქონდა. ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიყავით, ილია ცდილობდა ოდნავადაც არ მეფიქრა გუშინდელზე.ყველაფერს აკეთებდა თავისუფლად რომ მეგრძნო თავი. ზურგზე მოვაჯექი და ისე დაიწყო ცურვა. ⁃ გუშინდელ შემოთავაზებაზე რა აზრის ხარ? - მითხრა თუ არა ეს უაზროდ ამიტყდა ხველა,თვითონ იცინოდა, - იმისთვის არ მითქვამს რომ გაგუდულიყავი. ⁃ მეღადავები? ⁃ ნინე,მაბრაზებ!- უცებ გაუმკაცრდა ხმა. ⁃ ვაიმე,ილია,- ზურგიდან ჩამოვახტი და ისე მოვეხვიე, თან უაზროდ ვფართხალებდი. ხელი რომ გაეშვა შეიძლება წყალი მეყლაპა . ⁃ ნეტავ იცოდე როგორ გამიმართლა, -ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. ⁃ ანუ ? - ეშმაკურად იღიმოდა. ⁃ დიახ,დიახ, თანახმა ვარ,- სულელებივით ვიცინოდით. *** წყლიდან ამოვედით თუ არა მისი ხალათი მომახვია, მერე საძინებელში ავედით. -აუ,ლიპო რამე მაისური მათხოვე რა. ⁃ ტრუს რას უშვები? - ირონიულად ჩაიცინა. ⁃ ვერაფერს. ⁃ არაა პრობლემა,მაიკით იარე,-ეშმაკურად ჩაიცინა და ტუჩი მოიკვნიტა. ⁃ ფუ, გარყვილო. კარადასთან იდგა და მაისურს ეძებდა. ვერ გავიგე ამდენი ძებნა რაში სჭირდებოდა. მერე თეთრი მაისური მომაწოდა,არც დამიხედია ისე გამოვართვი. სააბაზანოში შევედი და გამოცვლა დავიწყე. აი ,თურმე ამდენხანს რას ეძებდა. მუხლებამდე მწვდებოდა მაისური ,მაგრამ ბოლომდე ლანდავდა. ოხ... რა ტუტუცია ... მაგრამ მე შენ განახებ, უკანალის ქნევით დავბრუნდი საძინებელში,ერთი გამომხედა და ადგილზე გაშეშდა , მე ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი. ⁃ თმის საშრობი მომეცი რა,- მალევე აიღო და შეაერთა. ⁃ რას აკეთებ?- ვერ გავიგე რას აპირებდა. ⁃ მოდი დაჯექი,- სარკესთან მდგარ სკამზე მიმითითა. მეც მაშინვე დავჯექი,ნაზად აასრილა თითები ჩემს თმებში და მერე ცხვირთან ახლოს მიიტინა და შეისუნთქა. ⁃ მმ,ვგიჟდები ამ სუნზე,-თმების გაშრობა დაიწყო, ღიმილი შემეპარა სახეზე. *** ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება როგორსაც ვერც კი ვინატრებდი. *** ზარი შემოვიდა,სახელი რომ წავიკითხე მთელი სხეული ამიკანკალდა. ოღონდ ეს არა. ⁃ გამარჯობა ქალბატონო მაგდა. ⁃ გავიგე შენი ამბები,ღრმად შეგიტოპავს.სტატია ხვალ უნდა მომიტანო, - ნუ თუ მას ეგონა რომ ამ ყველაფერს სტატიისთვის ვაკეთებდი. ⁃ იცით,სტატია აღარ იქნება.ბოდიშს გიხდით, სამსახურიდანაც მივდივარ. ვწუხვარ ქალბატონო მაგდა,- ბოლო სიტყვები ბლუყუნით წარმოვთქვი. ⁃ შენ თავი ვინ გგონია? ან ხვალ მოიტან ან იცოდე გაგანადგურებ. გამითიშა,აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ნაბიჯების ხმა გავიგე, მაგრამ თავის აწევა არ მინდოდა. -ნინე ,რა ხდება? -გვერდით მომიჯდა ილია, ერთი კვირაა რაც მასთან გადავედი. მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ფაქტს. ქორწილი ორ კვირაში გვექნება... ⁃ მაგდამ დარეკა, მემუქრება ხვალ სტატია თუ არ იქნება გაგანადგურებო,- ხმა ამიკანკალდა ,- რა გავაკეთო? ⁃ შენ ნუ ნერვიულობ, დავიჯერო არ მიცნობ? ვერავინ ვერ გაგიბედავს ზედმეტს. მე თავში წამოსაკრავი ლაწირაკი არ ვარ, ჩემს გვერდით არაფრის შეგეშინდეს. მაცადოს მაგ ქალბატონმა აქეთ არ გავანადგურო... ისე მოაგვარა ეს საქმე არც კი ჩავრეულვარ. ჩემს გვერდით ისეთი მამაკაცია მასთან ერთად არაფრის რომ არ უნდა შემეშინდეს. ჯერ-ჯერობით უმუშევარი ვარ. ვცდილობ ბლოგერობას მივყვე ხელი, უცხოურ ბლოგზე ვარ მოდერი. როგორც მარწმუნებენ მალევე საკმაოდ კარგ ხელფას ავიღებ. ვცდილობ ილიას ყველანაირად გვერდში დავუდგე,ათას რამეს ვაკეთებ ოდნავ მაინც რომ ვასიამოვნო. ყოველდღე სიუპრიზებს ვუწყობ. *** არ ვიცი რა მჭირს ,რამდენიმე დღეა გული მერევა,ათას რამეს გადავაბრალებდი ასე დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო. აფთიაქში წავედი ტესტის გასაკეთებლად. სახლში სულ სირბილით მივედი. ძალიან ვნერვიულობდი,მაგრამ ვგრძნობდი რომ დადებით პასუხს გავიგებდი. და ასეც მოხდა... ცოტახანს გაშტერებული ვიჯექი სააბაზანოში, მერე ხტუნვა და კივილი დავიწყე. მუცელზე ხელი მოვისვი,უკვე ვგიჟდებოდი პატარა წერტილზე. საღამოსთვის ულამაზესი კაბა ჩავიცვი.მისაღებში ულამაზესი სუფრა გავაწყვე, წითელი სანთლებიც დავდე. ზარის ხმა გავიგე თუ არა ჯერ სანთლები ჩავრთე და მერე სირბილით წავედი კარისკენ. დაღლილი იდგა ილია კართან. დამინახა თუ არა გამიღიმა და ტუჩებში მაკოცა. ⁃ წამოდი მისაღებში,- მოსაცმელი გამოვართვი და საკიდზე დავკიდე. მისაღებში გაშრილი სუფრა დაინახა თუ არა გაეღიმა. -ჩემი მზურნველი ქალბატონი. ⁃ დაჯექი ბატონი ილია,-თბილად გავუღიმე. ⁃ მომწონს დღევანდელი სიუპრიზი,მაგრამ მე რომ ვერაფრით გაგახარე დღეს? ⁃ პირიქით ,საოცრება გააკეთე, - გაკვირვებულმა შემომხედა. სასაჩუქრე პარკი მივაწოდე,ყუთი ამოიღო და უცნაურად გამომხედა. ⁃ ეს რა არის? ⁃ წინა საქორწილო საჩუქარი,გილოცავ მამობას. ტესტი ხელში ეკავა და ერთ ადგილზე იყო გაშეშებული, ადგილიდან არ იძროდა. ხან მე მიყურებდა,ხან ტესტს ხანაც მუცელს. მერე სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა და მთელი ძალით მომეხვია . ⁃ ჩემი სასწაულები ხართ, - მკოცნიდა და თან მუცელზე წრიულად დაასრიალებდა თითებს... *** ⁃ რას შვები ასრულებ მოთხრობას? ⁃ კი, ავტვირთავ ახლა. ⁃ როდის წამაკითხებ? - გვერდით დამიდგა და ინტერესიანი მზერა მომავლო. ⁃ რა წაკითხვა უნდა ჩვენზე დავწერე,- თვალები გაუფართოვდა... ⁃ ჰო და მითუმეტეს ახლავე წამაკითხე. რა დაარქვი? ⁃ ჟურნალისტი ერთი თვით.. არ ვიცი როგორია, მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიაზე.იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.