შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 17)


6-09-2016, 15:43
ავტორი სატი
ნანახია 2 135

დილას ნიაკოს ბურდღუნმა გააღვიძა. ბოლო ხმაზე კიოდა
-დეეეედაა
-რაო? გაიგე რა თქვა? ჩემმა ცხოვრებამ დედაო დედაააააა. გესმისს?
-კი ანკა გავიგებ თუ არ დამაყრუებ
-დედააა მააამაააა
ერეკლეს ეტყობოდა რომ წყინდა ნიაკო მას რომ არ ეძახდა მამას მაგრამ არც იყო მამამისი და რატომ უნდა დაეძახა.
-კაი დე მოვდივარრ
ანკა მივიდა და აიყვანა ხელში ნია.
-ანკა მე და შენ თაფლობის თვე არ გვქონია არ წამოხვალ?
-ხო რავი
-უი სულ დამავიწყდა უნივერსიტეტში წასვლის დროა
-ნიაკოს შენთან ვერ დავტოვებ იქნებ ისევ სიცხემ აუწიოს არსადაც არ მოვდივარ-დასვა ნიაკო საწოლზე და აბაზანაში შევიდა. ამ დროს ერეკლემ ივას დაურეკა.
-ალო?
-ივა ანკა უნივერსიტეტში მე არ გამომყვება და მერე რო დავაძალო გაბრაზდება ჩემზე და მოდი რა კარგად ეჩხუბე და წაათრიე სანამ შემომაკვდა ხელში
-ხარაშო მოვდივარ
ივამ გათიშა, მართლაც ათ წუთში მისი შავი ჯიპით მოვიდა. მაღლა ამოვიდა და ანკას ოთახში შევიდა.
-მიდი პირველ ლექციაზე გვაგვიანდება-ანკას ჩაანთა აიღო და კარისკენ დაიძრა
-არ მოვდივარ
-ვიღაც იდიოტი ლექტორის გამო რომელმაც გითხრა ტელეფონი არ აიღოო? რა ბავშვისავით იქცევი რომელსაც სკოლა არ მოეწონა ადრე არ მოგსვლია სკოლაში ეგეთი რამე? და თუ თანახმა არ ხარ სუ ფეხებზე შენი თანხმობა გიორგიმ დაგიბარა რომ უნდა ისწავლო ეხლა დროზე მანქანაში
-როდიდან გახდი ეგეთი
-ანკა დროზე მანქანაში
-სად წავიდა ჩემი ბუნჩულა ივააა-სიცილით უთხრა ანკამ რადგან არაფერი არ წყენია ივას სიტყვებიდან
-ანკა თქო!-ამ ყვირილზე ცოტა არ იყოს ანკა დაიბნა და გაყვა ივას.
მანქანაში ანკას სიცილი აუტყდა.
-აუ კაი აღიარე რო ერეკლემ დაგაბარა რა თორე აღარ შემილია არ გიხდება გაბუშტული სახე-იხეოდა ანკა და ვერ ჩერდებოდა ისე ეცინებოდა
-ხო ერეკლემ მთხოვა-ივამაც არ დააკლო ისიც ხარხარებდა
-გამოკეთდა ნათია?
-რავიცი მე
-აუ დღეს უნდა ვნახო
-არამგონია გამოგივიდეს წასულია საზღვარგარეთ მამამისმა წაიყვანა მაგის მშობლები ხო დაშორებულები არიან და არავის არ გვეხმიანება წესიერად სანდრომაც არ იცის სად არის
-ეე რა ბანძი მამა ყავს
-თვითონაც ეზიზღება
-აუ ივა იცი რა სასაცილო იყავი?
-რატო
-არასდროს არ გიყვირია და ყველაზე მეტად მაგიტო მიყვარხარ
-ოჰ ანკა ანკა ვინ მიგაჩვია ესეთ სიჯიუტეს ნანა დეიდა არ იზამდა ამას. ესეთ ტკივილში მაინც ჯიუტი გაიზარდე. მიუხედავად იმისა რომ თავი დახარო-ამას სიცილით ამბობდა ივა და არც ანკას სწყინდა მისი სიტყვები რადგან ივა და ანკა ყველაფერს გულწრფელად ეუბნებოდნენ ერთმანეთს
-აუ კაი რა მამიკო გეხვეწები გეყოო
-ეე შე დებილო მე რო მამაშენი ვიყო აქამდე კედელს აგაკრავდი.
-ისე მართალი ხარ, შვილი მყავს, ქმარი რომელიც დიდად არ მიყვარს, ბავშვის მამა მიყვარდა მკვდარი მეგონა ცოცხალი აღმოჩნდა. მეთითონ დიდიხანი აშლილობა მქონდა ნერვული რაზეც ერეკლემ არ იცის და არც უნდა იცოდეეეეს
-რატო ვითომ
-იმიტომ წამლებს აღარ ვსვამ და რო გაიგოს ტვინს წაიგებს
-გიომ იცის?
-არა არავინ და გთხოვ არ თქვა
-კაი რა ანკა ისევ რო დაგემართოს
-არ დამემართება. მოვედით
მთელმა დღემ მოსაწყენად ჩაიარა. მხოლოდ აჩი ვნახე 1-2საათით ისევ კაფეებში დავეთრეოდით და მისი მეგობრის ბარში. სახლში 5ზე მივედი. ერეკლე არ იყო. ნიაკოს ეძინა. შევედი ჩემ ოთახში გამოვიცვალე და რო დავბრუნდი საწოლზე ფურცელი იდო გასაღებთან ერთად.
,,ქვემოთ ჩამოდი ბოთე რას უყურებ გასაღებს-შენი არაადამიანი’’
-აუ რა უნდა ეხლა ამას
ანკა ჩავიდა ქვემოთ ერეკლე იდგა.
-ერეკლე რა გინდა
-გოგო თავს იდებილებ თუ ესეთ ბოთე მყავხარ, გასაღები მე ეგ წერილი არაფერს არ გაგონებს? რის გასაღებს გავს ეგ
-მანქანის
-მერე?
-რა მერე ოოოო ბოთეეეე მანქანა გიყიდე
-ჰაა?? არ მივიღებ
-და ბოლოჯერ გეუბნები ამ ცხოვრებაში შენ ვინ გეკითხება მე ხომ გითხარი ეს ერთი კვირა მე დამიჯერე თქო
-ჯანდაბას მანახეეე
ერეკლემ ეზოში შემოიყვანა თეთრი კაბრიოლეტი.
-დადააააამ
-არ არსებობს!!!1 კაბრიოლეტიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!-იმხელაზე იყვირა ანკამ სახლში ნიაკო გააღვიძა და თვითონაც ხმა ჩაეხლიჩა ყვირილს გააგრძელებდა ერეკლემ რომ არ აეფარებინა პირზე ხელი
-გეყო ყელს მოისპობ. არ გავიკატაოთ?
-ერეკლე ეხლა ვერ...ა ნიაკ...ო გავაღვიძ..ე
-ხო ხედავ ხმა აღარ გაქ უკვე მისი გაღვიძების დრო იყო?
-ნახევარი საათით ადრეა მაგრამ არაუშავს
-ხოდა ძაან კაი მე შენ და ნიაკო გავისეირნებთ
-ოღონდ შენ არ ჩააცვა წინაზე შენ რაც ჩააცვი იმით რო გავიყვანეთ ხელი გვაშტერდებოდა ბავშვი პინგვინს გავდა ლეოპარდის ქუდით და ზებრის ტაპკებით
-რა ლამაზ ფერებში ეცვა
-ბავშვი პინგვინს ლეოპარდს ზებრას და ჰო კიდე პანდას გავდა
-ისე პანდა კაი სიტყვაა ვასწავლოთ ნიაკოს მისი თქმა
-ზოგჯერ როგორ მინდა მოგახრჩო
-და რა გაჩერებს
-დამიჭერენ
-სუ მაგიტო. შემთხვევით ხო არ გიყვარვარ
-შემთხვევით. კაი გეყო წავედით
ანკამ ჩააცვა ნიაკოს, თვითონ შავი ზედა და თეთრი მოკლე შორტები ჩაიცვა, ფეხებზე გრძელი ფუმფულა ფეხსაცმელი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
-ეგრე არ წამოხვალ ანკა ყველაფერი გიჩანს ბავშვთან არ დავაკონკრეტებ
-ოო მოიცა რა
-ანკა არა და ვსიო ადი ზემოთ და გამოიცვალე სანამ მე დაგეხმარე.... ააა თუ შენც ეგ გინდა რო მე დაგეხმარო ჰაა?-ერეკლემ წარბები აათამაშა
ანკამ ხელები ააფარა ნიაკოს ყურებზე და თქვა-გარყვნილო!!!-მერე გაუშვა ნიაკო და თვითონ ავიდა და ჯინსები ჩაიცვა. მთელი ქალაქი შემოიარეს. ბოლოს ერთ კაფეში მივიდნენ. დასხდნენ ნიაკოს იმდენი ნამცხვარი აჭამეს რომ ბოლოს მთლიანად შოკოლადში იყო ბავშვი. ბოლოს დაღლილ დაქანცულებს ჩაეძინათ.
5დღე უმნიშვნელოდ გავიდა. დადგა გაშორების დღეც. ერეკლე არ მივიდა ადვოკატთან საერთოდ არ გამოჩენილა თურმე წინა დღეს შეხვედრაზე წასულა კახეთში. ანკა გაცეცხლდა. ერეკლეს ტელეფონი აუფეთქა და როგორც იქნა მანაც აიღო.
-გისმენ ჩემო ცოლო
-ჩვენ ესე არ მოვლაპარაკებულვართ მე დღეიდან შენი ცოლი არ უნდა ვიყო
-ანკა, მე გადავიფიქრე. მიყვარხარ და არ გაგიშვებ ჩემი სახლიდან გასვლა არც იფიქრო წამებში მოგაბრუნებენ დღეს 5საათზე ჩამოვალ. გთხოვ არ გეწყინოს.
-რა არ მეწყინოს ერეკლე ვერა ხარ?!!! რა დროს ჩემი ქმარია გევედრები გამიშვი მაინც ერთად ვიქნებით
-თუ ერთად ვიქნებით რაღატო გაგშორდე
-ერეკლე გევედრები ქმარი არ მინდა მე აქ მოვკვდები ჩაკეტილი ვარ როგორც ჩიტი გალიაში ერეკლე გთხოვ!
-არა ანკა გულს ნუ მიკლავ ვერ გაგიშვებ. ჩამოვალ და დავილაპარაკებთ ეხლავე წამოვალ და 1საათში მანდ ვიქნები.
ერეკლემ გათიშა. ანკამ ტელეფონი კედელს ესროლა(არ გამტყდარა :დ). ნიაკოს ოთახში შევიდა.
-დე, უნდა გავიქცეთ ეხლა ერეკლე მოვა ცოტახანში და არ მინდა აქ დავხვდეთ. შენ ჩუმად იყავი და ხმა არ ამოღო.
ანკამ ყველაფრის ჩალაგება დაიწყო, ზედმეტად დიდი დრო მოანდომა. აიყვანა ნიაკო ხელში ბარგი ფანჯრიდან გადააგდო, მერე თვითონ ნელა დაჯდა ფანჯარაზე, ნიაკო კარგად დაიკავა ხელში ის იყო უნდა გადამხტარიყო რომ ვიღაცის ხელებმა უკან გამოსწიეს ნია საწოლზე დასვა და ანკას ხელს არ უშვებდა.
-გოგო ვერა ხარ? რას აპირებდი!-ნაცნობი ხმა, უბრალოდ ზემოთ ახედვას ვერ ბედავდა ანკა რადგან ეშინოდა რომ ერეკლე იყო. შეცდა ეს გიორგი აღმოჩნდა მალე ნიაკოს დაბადების დღე მოდიოდა და ამისთვის ჩამოვიდა.
-ვინ ხარ
-ამომხედე და ნახავ, სიკვდილს გადაგარჩინე ბოთე
-გიორგიიი?? გიორგიიიი!!!!!!
-ხო გიორგი რა გიქნა ეხლა მოგკლა?
-გიორგი ერეკლე არ მშორდება, რა ვქნა? არაო და აქ მტოვებს
-ეე თქვენი საქმეები მოაგვარეთ თქვენ გევედრები რა.
-შენ აქ ნიაკოს დაბიდუბის გამოხარ?
-კი. მერე ისევ მივდივარ. ოღონდ დღეს მთელი დღე ვერ მნახავ რაღაც საქმეები მაქ ნიკა და თემო უნდა ვნახო, მერე ნათიაზე გავიგო მამამისმა სად დაამწყვდია და კაროჩე რა... არ გაბედო და თავი არ მოიკლა
-არც ვიკლავდი-გაეცინა ანკას
-მაშ რას შვებოდი ბოთე?
-მივრბოდი ერეკლესგან
-და კარში გასვლა არ გიფიქრია?
-დაცვა
-დააა... ესეთი დებილიზმის განსახიერება არ მინახავს უკანა კარი რისთვის არის? იქ დაცვა არ დგას
-უი... თან მანქანა მაქვს. აუ რა დებილი ვარრრრრ
-ხო.
ანკას უეცრად ისტერიული სიცილი აუვარდა.
-რა გაცინებს
-აჰაჰაჰაჰა. მე....-ვერ ჩერდებოდა ისე ეცინებოდა
-რა შენ გოგო ხმა ამოიღე ანკაა
-მე...
-ანკა გეყო რა გაცინებს
მერე ანკას ცრემლები წამოუვიდა. ტიროდა, ამაზე ნიაკოსაც გული გაუსკდა და მანაც ტირილი დაიწყო. ანკა დასვა გიორგიმ და ეხლა ნიას დაწყნარებას შეუდგა მაგრამ უშედეგოდ დედა-შვილი არრ ჩერდებოდა. ბოლოს ნია დააძინა. მერე ანკას მიუბრუნდა.
-ეე ანკა კაი რა. რა დაგემართა
ბოლოს გაჩერდა.
-არაფერი ისეთი უბრალოდ დავიღალე
-ზუსტად იცი? ცუდად ხომ არ ხარ... მაშინდელის გამო....
-არა საერთოდ უბრალოდ დასვენება მინდა, ეს ყველაფერი იმ იდიოტის გამოა
-უი.. სულ გადამავიწყდა-გიორგიმ ცოტა მკაცრი სახე მიიღო-წამლებს სვამ?
-კი კაცო. აბა როგორ
-კაია. კაი წავედი მე რო რამე დამირეკე
გიორგი წავიდა. იფიქრა ანკამ დავისვენებო, დაწვა ლოგინში მაგრამ რად გინდა მოხუჭა თვალი თუ არა ერეკლე მოვიდა. ჩემოდანი შემოათრია და ანკას გაბრაზებულმა შეხედა.
-ეს ეგდო ეზოში ამიხსნი რატომ
-გადამივარდა
-სავსსე ჩემოდანი
-ხო
-თვალები რატომ გაქვს დასიებული
-ცუდად მეძინა
-ანკა არ მინდა ვიჩხუბოთ და არც ის მინდა რამე დაგაძალო გთხოვ შანსი მომეც და ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. მე მხოლოდ შენი სიყვარული მინდა.
-შენ მე მზღუდავ გარეთ გასვლის საშვალებას არ მაძლევ
-მოგცემ
-მპირდები?
-კი.
-მარტო მაგიტომ არა... ერეკლე არ ვარ მზად
-არც მე. ერთად მოვემზადოთ-გაეცინა ერეკლეს
-კარგი. ისე გიორგი ჩამოვიდა ფანჯრიდან ვხტებოდი შენგან რომ გავქცეულიყავი
-ბავშვით გოგო სუ გააფრინე?
-დებილო დაბალი მეორე სართულია. მეტრანახევარი იყო ჩემ ფეხქვეტ და ვსო. ფეხებით დავდგებოდი
-რამე რო მოგსვლოდა
-არაფერი არ მომივიდოდა.
-კაი. აი არ გზღუდავ სად მიდიოდი
-ააა, ბარში აჩისთან ერთად?
-ჯანდაბა ოღონდ მანქანით არა.
-როგორც ყოველთვის მე ვსვამ აჩიც მაგრამ ის მალე გამოდის არაფერი მოგვივა
-კარგი ოღონდ ფრთხილად
-სეეეენკ იუუუუუუუუუუუუუ
-ბოჟე მოი.
ანკა ჩავიდა ქვემოთ და ჩაჯდა მანქანაში. აჩისთან მივიდა, ის დაჯდა რულთან ანკას მაგივრად. ორივეს შავი მზის სათვალე ეკეთა ღრუბლიან ამინდში ძალიან აკლდათ მემგონი.
-რომელ ბარში?
-აუ რავი მე წინიდან გამოგვაგდეს შენ რომ მაგიდაზე ცეკვავდი
-უუ, ეგ ცუდია. აი ის იქ რო არი, რა ქვია იმას. დიღომში
-მანდ არა გეშლება ვიცი რომელზე ც ამბობს მანდედანაც გამოგვაგდეს იმდენი დალიე ბარმენს ეკაჩავებოდი ნიაკო მომიყვანე თუ არადა საფულეთი ემუქრებოდი დაგჭრიო
-ესე დავთვერი?-სიცილი დაიწყო ანკამ
-აი იქ სადაც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს წავედიიიით ჩემი მეგობრის ძველ ბარში
-პაშლიიიი
-რა პაშლიი
-რუსულად წავედით თქო
-სორრრიი აი ემ ამერიქან
-ოჰ თუ ამერიქან ბოდიში რააა...
-ოქეეეი
მიადგნენ იმ ბარს. შევიდნენ როგორც ყოველთვის მაგრა ერთობოდნენ. მერე ნიკამ დაურეკა.
-სად ხარ თაგვუნა-ცოტა სერიოზული ხმით
-აჩისთან ერთად ბარში
-შენმა იდიოტმა ასე ვთქვათ ყოფილმა მოინდომა შენთან დაუყონებლივი საუბრაი მისამართი მომე და მოვიდვართ
-კაი
ანკამ გათიშა
-ანკა არ გაგიტყდეს სალი მოვიდა და საქორწინო რაღაცეებზე მივყვები 3დღეში გვაქ ხო მოდიხარ
-კი მივიღე მიპატიჯება
-ხო სალისაც იცნობ ხო?
-კი. ჰე ნუ ალოდინებ მიდი
აჩი დაემშვიდობა ანკას და წავიდა. ანკამ სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ის იყო უნდა მოეწია რო გიორგი შემოვიდა, მას ეზიზღებოდა სიგარეტის ბოლო და ანკამ მაშინვე ჩაწვა. გიორგიმ ანიშნა ნიკას გადიო. დაჯდა ანას პირისპირ სკამზე, სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა სახეზე და უყურებდა ანკას.
-არაფერს მეტყვი?
-რ-რა უნდა გითხრა
-რავი არის რამე რაც არ ვიცი?
-მე და ერეკლე ერთად ვართ
-სხვა? რამეს მიმალავ?
-რას უნდა გიმალავდე
-მაგალითად იმას რომ ჩემი ვითომ გარდაცვალების მერე წამლებისთვის პირი არ დაგიკარებია
-კარგად ვარ და იმიტომ
-არ მაინტერესებს კარგად ხარ თუ არა. შენ ექიმთან და ფსიქოლოგთან ვიყავი და მოგიტანე. დალევ. არ დალევ და ისე რო იცოდე მე გამოსავალი ვიპოვე და აქ ვრჩები ოღონდ მთელი დღე საღამომდე სამსახურში ვარ. ეხლა დალიე.
-ეხლა არაა დრო... თან გიორგი არ მინდა გეფიცები თუ რამე ისეთს შეამჩნევ რო კარგად არ ვარ მერე დავლევ ოღონდ ეხლა არა გთხოვ
-რატო იბრძვი ესე ძაან ყველას და ყველაფრის მიმართებაში რომ შენი გაიტანო?? შენის გატანით ყოველთვის შორს ვერ გახვალ. შენზე მეტად არ მინდა რომ ისევ ისეთი დაზომბირებული იყო როგორც მაშინ იმ დამაძინებლებით. კარგი თუ შევამჩნიე რომ იგივე დაგემართა ჩემი ხელით ჩაგტენი ხო გახსოვს ეგ კარგად გამომდიოდა
-და კიდე ერთი თხოვნა მაქვს ერეკლემ
-არ უნდა იცოდეს მივხვდი მაგრამ თუ მაგანაც რამე შეამჩნია პირდაპირ მე მეტყვის ამიტომ ტყუილა უმალავ კაი წავედით მე მიგიყვან
-არა მანქანა მყავს კაბრიოლეეეეტ
-კაია. გილოცავ, ოღონდ ნიაკო არ დამიმტვრიო შიგნით-გაიცინა გიორგიმ, ანკაას ხელი მოკიდა და გაიყვანა ბარიდან.
-ნასვამი ხარ?
-არა საერთოდ სად მოვასწარი
-კაია-გაიცინა და თავის მანქანაში ჩაჯდა
***
ანკა მივიდა სახლში, მისაღებში იჯდნენ ნიაკო და ერეკლე და თამაშობდნენ, ანკას დანახვაზე ნია წამოხტა და დედას მივარდა. ანკამ ხელში აიტაცა და აკოცა.
-რას შვები დეეე?
-სად იყავით ამდენი ხანი
-გიორგის რაღაც საქმე ჰქონდა და ბარში გამოიარეს მაგან და ნიკამ და მერე აჩი გაყვა საცოლეს მაღაზიებში ქორწილი აქვს და დაგვპატიჟა მე და შენ
-როდის
-3დღეში
-აუ მე მაგ დროს არ ვარ აქ, გადამავიწყდა მეთქვა მაგ დღეს ისევ კახეთში მაქ შეხვედრა
-რას გადაეკიდე ამ კახეთს
-რა ვქნა. გიორგი გაიყოლე მარტო არ მინდა მაინც წახვიდე
-კაი. ნიაკო?
-რა ნიაც წაიყვანე
-ქორწილში? ძილი რო მოუნდეს
-იქ სახლი არ ეექნებათ? შეიყვან დააძინებ გამოხვალ
-არ ვიცი. მოვიფიქრებ ან დედაჩემს დავუტოვებ.
-ხო. ნიაკოს ეძინება დააძინებ თუ მე?
-არა, იცი რა ვიფიქრე იქნებ უკვე სჯობს რომ შუადღეს ააღარ ეძინოს ხოლმე
-გააფრინე გოგო? 1ისაც არაა ჯერ. მინიმუმ 2წლამდე მაინც ეძინოს.
-კაი, კაი. წამო დე
ანკამ ნიაკო შეიყვანა ოთახში, გამოუცვალა, პიჟამო ჩააცვა, დააწვინა და გამოვიდა.
-ესე მალე დააძინე?
-არა ხელით ძილს ძაან მიეჩვია და ესე დაიძინოს
-მართალი ხარ ოღონდ ტირილს რო დაიწყებს არ მიხვიდე თორე მაინც ხელით დაიძინებს.
ნიამ მართლაც ტირილი დაიწყო, ანკა კარისკენ მიიწია. ერეკლე გადაეღობა და ხელები გადააჯვარედინა
-არ გაბედოთ ახალგაზრდავ
-კია ნახე რა ცოდოოააა ტირიიის დეეე მოვდივარ დეე
-არ მოდის დაიძინე ნიაკო. წამო სამზარეულოში არაფერი არ გაქ ნაჭამი ალბათ.
-მმმმ რაა გვაააქ?
-არ ვიცი ნანული დეიდა შვებულებაშია
-ეეე. ჯანდაბა მე რო არ ვიცი საჭმლის კეთება?
-მე მარტო კარტოფილის შეწვა და სალათის გაკეთება მაგრამ არცერთი არ მინდა. სუპი?
-არა ავუფეთქებთ ამ ქალს ყველაფეს
-ყიყლიყოოოო!!!!
-ჩუუუ, ძლივს გაჩუმდა აღარ აატირო
-მოდი ანკა ყიყლიყო ვხეთქოთ
-კაი შენ აკეთებ
-მოიცა რა მაგის გაკეთებაც არ იცი?
-შენ?
-დავრჩით მშივრები
-რა ბავშვობაში არ გაგიკეთებია?
-ხო სულ 16წლის ბიჭი ვიდექი და ყიყლიყოებს ვაკეთებდი შენ?
-არა, არც ვიცოდი რა იყო მაშინ. ნათიასთან გავსინჯე პირველად და იმის მერე დედაჩემს ყოველდილით მაგას ვაკეთებინებდი. ჯანდაბას კვერცხი გვინდა მარილი და პური, ჰო ზეთი
-აი გცოდნია
-ეს მხოლოდ ინგრიდიენტებია მერე რა ვქნა გარტყმაში არ ვარ
-არ დაიწყო
ერეკლემ კამერა მოიტანა
-ჰა მიდი
-ოოო გამორთე
-ჩშშ! ნუ კომპლექსდები მიდი
ანკამ ჯერ კვერცხი გატეხა, მერე მარილი ჩაყარა და ათქვეფა დაიწყო, მერე ტაფა გაახურა ზეთი დააასხა და დაიწყო გაკეთება. ერეკლე ამ ყველაფერს იწერდა.
-დადაააამ აბა გავსინჯოთ თუ მოვიწამლე ხალხო ამ ვიდეოთი მიხვდებით ვინ არის დამნააშაავეეე-ერეკლემ მაგიდაზე დადო კამერა.
-ვაბშეტა მე მომწონს
-მემგონი მეც ცუდი გემო არ ააააქვს
-ძლიივს რამის გაკეთება შემილიაააა
-ნუ გიხარია დიასახლისი ყიყლიყოთი ვერ გახდები.
-ქათმის შეწვა ვიცი
-აქამდე რატო არ თქვი
-იმიტო რო არ მიყვარს
-ოოოოო!!! მტენის ამხელა კაცს ყიყლიყოს ქათმის მაგივრად
-ოჰ ამხელა არა კვახი 22ის ხარ
-ჰმ თითქმის 23ის!
-ჰა? 3წელია ჩვენ შორის განსხვავება?
-ჰო აბა რატო გეძახი პატარას?-ერეკლემ გადაიხარხარა
-ბაბუა ხარ!
-ნწ. შენ ხარ ბავშვი.
-კაი გვეყო, დაღლილი ვარ და დავწვები
-წამო გავისეირნოთ გარეთ
-არ მინდა
-მიდი რაა
ერეკლემ ხელში აიტაცა ანკა და დააბზრიალა, ანკამ დაიყვირა ბოლო ხმაზზე
-არა თქო!!
ერეკლე გაშეშდა ანკა დასვა და გაკვირვებულმა შეხედა, მისი სახე სუ წითელი იყო, ხელები შეკრული ჰქონდა მუშტივით. მერე საძინებელში გავარდა და დაწვა. ერეკლე ისევ იქ იდგა და ფიქრობდა ანკას ესეთ მკვეთრ რეაქციაზე, მერე იფიქრა გამეღადავაო და კაბინეტში შევიდა.
მეორე დღეს ანკას გვიან გაეღვიძა, ნიაკო ანკას ქუსლებიანით თამაშობდა და ერთი მოტეხა.
-ნიაკო რას აკეთებ!!!!!
ანკამ იმხელაზე იყვირა, ნიამ ტირილი დაიწყო.
-რას აკეთებ ანკა რატო უყვირიხარ ბავშვს-ერეკლე გამოვარდა კაბინეტიდან და ნიაკო ხელში აიყვანა
-ნახე რა გააკეთა ქორწილში ამეებს ვიცვამდი და სულ გამიფუჭა
-ანკა ოღონდ დაწყნარდი და ათასს ეგეთს გიყიდი.
-ოჰ ნიაკო!!
-ანკა მშვიდად მეთქი რა გემართება
-არაფერი გადი რო გამოვიცვალო გაიყვანე
ერეკლე გავიდა. კიდე უფრო აოცებდა ანკას რეაქცია ყველაფერზე მაგრამ ყველაფერი მაინც ნერვიულობას დააბრალა აჩის ქორწილამდე. ანკა შევიდა სამზარუელოში ყავას აკეთებდა ჭიქა ეჭირა ხელში, ხელი უკანკალებდა და უცებ გაუვარდა და გატეხა.
-ანკა რა ხდება შენს თავს
ერეკლე მივიდა და აკრიფა ნამსხვრევები.
-არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი. ნია სადაა
-ოთახში. დაანებე ეხა თავი
-არა პროსტა დამაინტერესა
ანკა აბაზანაში გავიდა.
-რა დაემართა ამ გოგოს??
საღამოს მათთან გიორგი მივიდა. ნიაკო აიყვანა ხელში.
-მამა
-ხო მამას სიცოცხლე ანკა სადაა ერეკლე
-ოთახშია
-რამე მოხდა?
-არ ვიცი მთელი დღეა ყვირის და ნიაკოს ტყუილად ეჩხუბება მერე სამზარეულოში ჭიქა გაუტყდა და იმის მერე წევს ვერ ავაყენე.
-აა არაფერია ეგ. ნიაკო დამიჭირე.
გიორგი კარადასთან მივიდა ერთი ნემსი აიღო, დამამშვიდებელთან ერთად და ანკასთან შევიდა. შპრიცი უკან დამალა.
-ჰე ბოთე
-გიორგი მოხვედი?
-ხო. რას შვები?
-ა.. რავი მეძინება და დავწექი
-აა. მისმინე წამო გარეთ გავიდეთ
-არ მინდა
-არა წამო რა გავერთობით
-არა იყოს
-ჰეეე ანკა წამო
-არ მინდა თქო!!!!-დაიყვირა ანკამ
-გასაგებია ასეც ვიცოდი
გიორგი მივიდა, ცალი ხელით ანკა დაიკივა მეორეთი დამამშვიდებელი გაუკეთა
-რას აკეთებ გიორგი!!!!!
ამ ყვირილზე ერეკლე გამოიქცა მაგრამ გიომ კარი ჩაკეტა.
-ენა ანკა. ერეკლე კარგად არის უბრალოდ ვერთობით
-კაი რამე არ ატკინო რა
-არაა.
ერეკლე გავიდა. შპრიცი ნელა ამოაძრო
-ეხლა წყნარად ვილაპარაკოთ. ისევ დაგეწყო ანკა სანამ გვიანი გახდა უნდა დაიწყო წამლების მიღება თუ არადა იძულებულს მხდი ერეკლეს ვუთხრა და ექთანი აგიყვანო
-არ მინდა, მერე ზომბირებული ვხდები და სულ მეძინება
-იმიტომ რომ მაშინ ცუდად იყავი ეხლა არაა ეგრე ცუდად ყველაფერი.
-არ ვიცი.
-მე ვიცი. მე გიტოვებ წამლებს ეხლა დამამშვიდებლის გამო ჩაგეძინება და ხვალ ვეცდები შესვენებაზე მოვიდე.
-გიო ერეკლე ვერ ახერხებს და ზეგ მე და შენ სალის და აჩის ქორწილში მივდვიართ
-აჩი ის ტიპი შენი მაგარი მეგობარი
-ხო ეგ
-ხარაშო. ოღონდ იქაც წამლებით ანუშკებიი
-კაი.
გიორგიმ აკოცა ანკას და გავიდა.
-ძინავს, გადაღლილია ამ უნივერსიტეტით მესმის მაგისი. ხვალ თუ უნდა არ წავიდეს. ქორწილისთვის მოემზადოს. მოდი მა ჩემთან
გიორგიმ ნიაკო აიყვანა.
-არაფერი არ ჭირს? რაღაც უცნაური მომეჩვენა დღეს
-არა. თუ კიდე იგივეები მოროშა ხვალ მერე ექიმთან წავიყვანოთ მაგრამ ეს ყველაფერი იმ ქორწილის გამო იქნება
-მეც ეგრე ვფიქრობ აჩი და ანკა ძაან დამეგობრდნენ მემგონი ნათიაზე უფრო ახლოს აჩისთანაა
-ისე სანდრო და ივა სად არიან
-რავი ივას დაყავს ანკა ხოლმე და სანდრო ხშირად არ ჩანს მემგონი ნათიას ეძებს
-აა. ისე სანდრო ხშირად ანკაზე კარგად მოქმედებს. იმას ვგულისხმობ რო რასაც მე და შენ ვერ ვაკეთებინებთ იმას სანდრო ან ივა წამებში აკეთებინებენ. ორივე მაგრა მოქმედებს ანკაზე და ძმებისავით უყვარს ორივე ტაკ შტო მაგრა დაიხმარებ მაგათ შენ რო დაგჭირდეს.
-ვიიცი მაგრამ მეთითონაც გავუმკლავდები. ანკა არ არის უკვე ისეთი ჯიუტი როგორიც ადრე იყო
-შევამჩნიე მასწავლე ესეთი რა გაუკეთე ერეკლე?
-ზოგჯერ ნელ-ნელა ვაპარებდი რაღაცეებს და ისე აკეთებდა და მერე თვითონ შეეჩვია მემგონია რომ აღარავის ენდობა და იმიტომ არ უჯერებს არავის. ნდობა აქვს დაკარგული ხალხის მიმართ.
-ხო. ზეგ რატო ვერ მიყვებბი ქორწილში
-აა...შეხვედრა მაქვს კახეთში ისევ
-იყოს ეგრე. მა ნიაკო არ გააბრაზო ერეკლე ბაბუა
-ეეე რა ერეკლე ბაბუა. კაი რა
-კაი ერეკლე მამა
-მამა შენ ხარ
-ერეკლე შენ იცი ანკასგან რომ მე ყველაფერი ისიც სუ რო ნიაკო შენც მამა დაგიძახოს ტაკ შტო გეყო შენც ოჯახის წევრი ხარ ანკას უყვარხარ და დიდ პატივს გცემ. მეც მყავს ვიღაც მაგრამ ჯერ ანკას არ ვეუბნები.
-ოოო ვინ?
-ერთი გოგოა
-ეგ მივხვდი-გაიცინა ერეკლემ
-ხო, ნატალია ქვია. შარშან მეხმარებოდა სანამ ვიმალებოდი ეხლა ერთად ვართ ნიაზეც იცის ანკაზეც და შენზეც და მაინც ჩემთან ერთად არის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
-ვაუ. კაია. არ გაგვაცნობ მერე?
-არ ვიცი. გააჩნია ანკა როგორ მიიღებს ამ ამბავს.
-კარგად ოღონდ ჯერ არაა დრო გადაუაროს ამ უცნაურ ხასიათებმა და მერე
-მართალი ხარ. ნიას წავიყვან რა დღეს
-კაი. მოიცა ჩანთას მოგიტან
ერეკლე გავიდა და ანკას ოთახიდან ნიას ჩანთა გამოიტანა. გიორგი წავიდა. ერეკლე ანკასთან ოთახში შევიდა, ანკა კალთაში ჩაიწვინა. მის თმებს ეთამაშებოდა, მერე დაიხარა და ყურთან ჩასჩურჩულა.
-ანკა მე ვერ გამომაშტერებთ ვერც გიორგი და ვერც შენ. ვიცი რაც ხდება
მერე აკოცა და თვითონაც დაიძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent