ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (2)
თითქმის სულ გადასანსლა ყველა როლი, ვიცინი და ვუყურებ, ვხვდები, რომ მიყვარს, და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ეს ერთი თვე ნამდვილი საოცრება იყო ჩემს ცხოვრებაში. როცა გიყვარს სულ სხვა ფერებში ხედავ სამყროს, ყველაფერი ბედნიერებას განიჭებს და ცდილობ სამყროსაც გაუზირო შენი ბედნიერება.სამწუხაროდ ჯერ არაფერს ამბობს სიყვარულზე, მგონი სწორიცაა, პირველი ნაბიჯის გადადგმას კი ნამდვილად არ ვაპირებ.დახლოებით 15 წუთში რესტორნიდან გავდივართ და მანქანაში ვსხდებით, დედამისი სწერს ვაიბერში -მწერს ერთად გდაიღეთ ფოტო და გმომიგზავნეო-იღიმის და ფოტოს გადასაღებად ჩემსკენ იხრება და ფოტოს ვიღებთ, შემდეგ კი დედამისს უგზავნის. ტელეფონს დებს და მე ვიღებ რომ ჩვენი ფოტო ვნახო, ამ დროს მის messenger-ში მოდის შეყტობინება ვიღაც მარიამისგან, მომენტალურად ვხსნი და მინაწერებს ვნახულობ, გული გამალებით მიცემს და არ მჯერა რომ მომატყუა. იმ წუთას თავს საშინლდ ვგრძნობ. ტელეფონს ვდებ -მოაბრუნე მანქანა-ვცდილობ არ დამეტყოს სიბრაზე -რა ხდება? -უტიფრად მეკითხება -არფერი, უბრლოდ სახლში მინდა წასვლა-ნერწყვებს მძიმედ ვლაპავ და თავს გვერდით ვატრიალებ -კატო რა მოხდა?-მაიძულებს მისკენ მივტრიალდე -წასვლა მინდა,საქმე მაქვს -ეგ ეხლა გაგხსენდა? -ხო ეხლა გამახსენდა!-მკაცრად ვპასუხობ და თავს გვერდით ვატრიალებ -აქამდე გინდოდა და ახლა წასვლა გინდა?-მაცივდება და მანქანა გზიდან გადაყავს, აჩერებს-შეგძლია ამიხსნა რა მოხდა ასე უცებ? თვალებში მიყურებს -არაფერი, უბრალოდ აღარ მინდა შენთან ურთიერთობა-არ მინდა ვუთხრა, რომ ვიღაც გოგოსთან მინაწერები ვნახე, ასე არასოდეს დავიმცირებ თავს -მიზეზს არ მეტყვი? -იცი რა? თვითონ წავალ! - ვცრი კბილებში და კარის გაღებას ვცდილობ, თუმცა სწრაფად კეტავს -რა ნახე მაგ ტელეფონში ეგეთი??! -არაფერი! უბრალოდ წასვლა მინდა, გააღე კარები თვითონ წავალ -გეყოფა კატო! სანამ არ მეტყვი მიზეზს აქედან ფეხს ვერ გაადგამ! რა ნახე აქ რა?! -ტელეფონს იღებს და მესენჯერს ხსნის -მგონი შენ რომ იგივე გენახა არ მოგეწონებოდა ხომ? -კატო ამ გოგოს არც ვიცნობ, თვითონ მომწერა, თუ გინდა თავიდან წაიკითხე მოდი, ამის გამო ბრაზობ? -ეგღა მაკლია! ვისაც გინდა იმას მიწერე რა ჩემი საქმეა, ჩვენ ხომ ისედაც არავინ ვართ ერთმანეთისთვის.-გამომეტყველებას ვიცვლი, ვითომ მართლა სულერთია ჩემთვის. -ამაზე არ უნდა ბრაზობდე კატო! ეს გოგო საერთოდ არ ვიცი ვინაა, თვითონ მომწერა და მეც ვუპასუხე, სულ ეს იყო.ნუ ბრაზდები გთხოვ -გააღე კარები!-ჩემსას არ ვიშლი და კარებს ვეჯაჯგურები -არა! არ გაგიშვებ ამ სისულელის გამო!-არც ის თმობს და ხმა უმკაცრდება -არ მჭირდება ესეთი ურთიერთობა! ვინ ვარ შენთვის? ერთი რიგითი გოგო?! რატო არ მიღებ კარებს?! -იმიტო რო მიყვარხარ! ვჩუმდები, ხმას ვერ ვიღებ, ერთდროულად ორი გრძნობა მეუფლება, სიხარულისა და სიბრაზის. ნათქვამი ქონდა, რომ იცოდა რა არის სიყვარული და სანამ არ დარწმუნდებოდა არაფერს მეტყოდა. -დარწმუნებული ხარ?-დაბნეული ვპასუხობ -დარწმუნებული იმაში ვარ რომ უშენოდ ყოფნას ვეღარ შევძლებ, რაც გაგიცანი მას შემდეგ სულ შეიცვალა ყველაფერი კატო, სხვა არ მჭირდება გესმის? მეხვევა და მეც ვხვევ უხმოდ ხელებს, ბედნიერი ვარ, ბრაზმა გადამიარა. -მიყვარხარ-ლოყაზე მკოცნის და ისევ მეხვევა -მეც მიყვახარ-ძლივს ვხერხებ ხმის ამოღებას-მიღიმის და შუბლზე მკოცნის, შემდეგ ხელებზე -ჩემი მახინჯი-ამაზე ორივეს გვეცინება -ნუ მეძახი მახინჯს-ისევ ვიცინით. -ჩემი გოგო, ძაან მიყვარხარ მართლა-თვალებში მიყურებს და ჩემს ხელებს ეფერება. ნელა იხრება და ტუჩებთან ჩერდება, შემდეგ კი ნელა მეხება ქვედა ტუჩზე, ნაზად ცდილობს მაკოცოს, ამჯერად თავს არ ვწევ და მეც ვყვები, თუმცა რ ვიცი როგორ გამომივა. ნელა ვკოცნით ერთმანეთს, აუჩქარებლად, სული მეხუთება და თავს ვწევ -კარგი გოგო ხარ-მიღიმის და ტუჩებზე ხელს მისვამს. -პირველი კოცნა იყო-მეცინება და თავს გვერდით ვწევ -მერე? მოგეწონა?-თვალს მიკრავს და თმებზე მეფერება. -კი-მეცინება სიყვარული აშტერებსო მართალი ყოფილა, ისე დამაშტერა საღად აზროვნების უნარიც კი დავკარგე. სახლში გვიან დავბრუნდი, როგორც ყოვლთვის დედაჩემმა დამტუქსა. -როდემდე აპირებ ასე შუა ღამემდე გარეთ ყოფნას?!- ჩემს ოთახში შემოდის და კარს კეტავს, რომ მამამ არ გაიგოს ხმა -დედა, შეყვარებული მყავს -რა? ვინ?-სახეზე ღიმილი ეფინება და საწოლზე ჯდება -კარგი ბიჭია, 2 თვეა უკვე ვიცნობ მოკლედ მაიამ როგორც ხდება ხოლმე ყველაფერი გამომკითხა, ყველაფერი მოვუყევი გარდა იმისა, რომ ცოლი ჰყავდა. დედას აღარ ვუმალავდი ნიკასთან შესახვედრად რომ მივდიოდი. დროს მხიარულად ვატარებდით, ისე აღარ ციოდა და გარეთ სეირნობასაც ვახერხებდით, თუმცა რამდენიმე დღეში უკან უნდა დაბრუნებულიყო. -როდის მიდიხარ? -ხვალ საღამოს წავალთ -ცუდია -არც მე მინდა, მაგრამ ხომ გესმის არა? -კი მესმის -მიყვარხარ -მეც მიყვრხარ-ერთმანეთს ვუღიმით. ცოტახანს ერთმანეთს ვეხუტებით და შემდეგ სახლში მოვყავარ. ბედნიერი შევდივარ მისაღებში, ლიკუნა მიღიმის ეშმაკურად აშკრაა რომ ან ტანსამელი უნდა ან კიდევ ფული ან ორივე ერთად. -რა გინდა?-თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ და დივანზე ვჯდები. -100 ლარი და შენი ტყავის ქურთუკი-მიღიმის ეშმაკურად -რათ გინდა 100 ლარი? -ჩექმები უნდა ვიყიდო -მამამ ხომ მოგცა უკვე მაგისთვის ფული? თანც უკვე გაზაფხულია რაღა დროს ჩექმაა? -რა იყო გენანება?-შუბლს ჭმუხნის -არ მენანება ლიკუნა, ხომ იცი შენთვის არაფერი მენანება, უბრალოდ მინტერესებს რათ გინდა -მოკლედ რა! მაძლევ თუ არა? -ჯერ ხელფასი არ ამიღია, თვის ბოლოს დამერიცხება და მოგცემ -რომ ისესხო მანამდე? სასწრაფოდ მჭირდება-ცქმუტავს და ტუჩებს იჭამს, ხვდები, რომ რაღაც ისე ვერაა -ლიკუნა რა ხდება? რამე პრობლემა გაქვს? -ახალი ფეხსამლები მინდა! შენ ყოველ თვე ყიდულობ ტანსცმელს! მე?! -თუ ასე გინდა შეიგიძლია ჩემი კარადიდან აიღო ნებისმიერი ფეხსაცმელი ლიკუნა, ოდესმე რამეზე მითქვამს უარი? -მოკლედ მაძლევ თუ არა? ჩემს წინ დგას და ტუჩებს პრუწავს. -მამას რომ თხოვო?ახლა ბარათზე მოლოდ 45 ლარი მქვს მეტი არა -მამასთვის თხოვნა რომ მდომოდა შენ არ გეტყოდი! შენ გამოართვი მოგცემს -კარგი-თვალებს ვატრიალებ და მამას ვურეკვ, უარს არ მეუბნება დ ბარათზე მირიცხავს ინტრნეტ ბანკის საშულებით, ლიკუნას ვაძლევ ბარათს, სწრფად მაცლის ხელიდან და სახლიდან გარბის. ვფიქრობ, რომ რაღაც ისე ვერ არის, თუმცა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. სააბაზანოში შევდივარ, მეცადინეობის შემდეგ ნიკასთან ვმესიჯობ, გვიან ბრუნდება ლიკუნაც და ვიძინებ. როგორც მოსალოდნელი იყო მომატყუა, არანაირი ფეხსაცმელი არ უყიდია, არ მინდა მისი გაღიზიანება და ამის შესახებ არაფერს ვეუბნები. დილით უნივერსიტეტს ვაცდენ და ნიკასთან ერთად მივდივარ მთელ დღეს ერთად ვატარებთ. -როგორ არ მინდა წასვლა-სახეზე მეფერება -არც მე მინდა რომ წახვიდე -მალე ჩამოვალ, ისედაც ვერ გვძლებ უშენდ დიდხანს-იხრება და ცხვირზე მკოცნის. დღეს ერთად ვატარებთ, თურმე სიყვარულს რამხელა ბედნიერების მოტანა შესძლებია, ვფიქრობ ყველაფერზე და მეღიმება. -კატო -ჰო ნიკა -ხო არ გამაბრაზებ აქ რო არ ვიქნები? -რას გულისხმობ?-მეღიმება -გვიან არ მიხვალ სახლში და ტელეფონს დროულად უპასუხებ კარგი? -არის ბოს! -მეცინება და მეხვევა -მე იქ ვიქნები და არ მეცოდინება შენ აქ რას გააკეთებ, სად ივლი, ვისთან ერთად, ხომ ხვდები? -ვხვდები ნიკა და მეც ანალოგიურ სიტუაციაში რომ ვიქნები არც ეგ დაგავიწყდეს. ერთმანეთს ვემშვიდობებით და სახლში ავდივარ. დიდი ხანია სტუდიაში არ ვყოფილვარ, მალე რეპეიციები და კონცერტებიც დამეწყება. მომიწევს ისევ ფორმაში ჩადგომა. ხელმძღვანელი მირეკავს და მეუბნება, რომ მომდევნო კვირიდან ვარჯიშები იწყება.ამდენ რამეს რანაირად მოვაგვარებ არ ვიცი. სამსახური, უნივერსიტეტი და კიდევ რეპეტიციები. გადაღლილი ვწები საწოლში. ნიკაზე ვფიქრობ და სახეზე ღიმილი მეფინება. მთელ ღამეს მასთან მესიჯობაში ვატარებ, ვგრძნობ, რომ ყურებამდე ვარ მასზე შეყვარებული. დილა ჩვულებრივ იწყება, სამზარეულოში შევდივარ, სწრაფადბვსვამ ყავას და სამსახურში გავბრივარ, დილა მისი მესიჯით იწყება და უკვე ვბედნიერდები. ზოგადად ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი სოციალური ქსელით დაწყებული ურთიერთობის მიმართ,თუმცა ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს როგორ ან სად გაუცნობ ადამიანს, მთავარია როგორ შეეწყობი მას. დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, ნიკამ დამირეკა წამოსვლისას -წახვედი უკვე? -ახლა გამოვედი ბანკიდან, შენ რასაკეთებ? -სახლში ვარ, საღამოს ბიჭებთან გავდივარ, პირდაპირ სახლში წადი კარგი? -სხვაგან სად უნდა წავიდე? -არსად გადაუხვიო-იცინის -ნუ იცი ესე უაზრო კონტროლი -სახლში რომ მიხვლ მომწერე -კარგი. უკვე აპრილია, ისე აღარ ცივა, ხეებიც აყვავილდნენ, ირგვლივ გაზაფხულის სურნელი იგრძნობა. ბედნიერი ვბრუნდები სახლში.ცოტახანში მირეკავს -მიხვედი? -ჯერ არა -კატო, ამდენი ხანი რით ვერ მიხვედი?!-ხმა უმკაცრდება -ვაიმე ნიკა! გატყუებ?!!-საშინლად ვბრაზდები, თუმცა ვცდილობ ხმა ვაკონტროლო -ეგ არ მითქვამს,უბრალოდ არ მომოწონს ღამე უჩემოდ რომ დადიხარ-ორივეს გაგვეცინა -გიჟი ხარ -შენს ბიჭს მაგრად მოენატრე უკვე და უყვარხარ -მეც,მეც ძალიან, 5 წუთში მივალ და დაგირეკავ ვაიბერში. ტელეფონს ვუთიშავ და სახლისკენ მივდივარ,გზაში ჩემი კლასელი ნინო მხვდება. საუბარში ისე გადის დრო ვერც ვამჩნევ, ტელეფონი ჩანთაში მაქვს. 15 წუთის შემდეგ ნინოს ვემშვიდობები და ტელეფონს ვიღებ ჩანთიდან. ნიკას 4 შეტყობნება და 6 ზარი მხვდება. -მიხვედი? -კატოო!! -სად ხარ კატო ამდნ ხანს!!! -გირეკავ მგონი!!! მაშინვე ვურეკავ თუმცა არ მპასუხობს. არ შეტყობინებაზე. ვხვდები რომ გაბრზდა, თუმცა ასეთი უაზრობის გამო რომ ბრაზდება უაზრობად მიმაჩნია და არ ვაქცევ ყურადღებას.ცოტახანში ისევ მირეკავს -მიაღწიე სახლამდე? -ნიკა, ასეთ უაზრობაზე ბრაზობ? -მომატყუე კატო -რა მოგატყუე?-თავს ვერ ვიკავებ და ვიცინი -10 წუთში სახლში უნდა ყოფილიყავი! -შენ ესეთებზე თუ ჭედავ მაშინ ურთიერთობა არ გამოგვივა! -ღამე სახლში უნდა იყო!! -გიჟი ხარ!! შემეშვი ეხლა!-ტელეფონს ვთიშავ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.