მოუხერხებელი გამომძიებელი 6
სამსახურისკენ, ჩემი მაღალქუსლიანებით მივბაკუნობ და თან ლაშას პირადობის მოწმობაზე ვფიქრობ. ნეტავ რას ფიქრობს? ალბათ, საერთოდ არ წარმოუდგენია, რომ მე მაქვს, მის გამომძიებელს. დღეს დიდხანს ვიტრიალე სარკის წინ. ალბათ, ყველა გოგონამ იცის, რომ საყვარელი მამაკაცისთვის ცდილობ რაც შეიძლება, კარგად გამოიყურებოდე. სამსახურში შევდივარ და დიანას ვესალმები: -გამარჯობა! -გამარჯობა! დღეს სამსახურის მერე კაბის ასარჩევად წავიდეთ, ხომ იცი რომ უფროსის ქორწილი ახლოვდება.-ტაში შემოკრა მან. -კარგი, წავიდეთ!-ვთანხმდები მეც. -სოფია, გარეთ ვიღაცას უნდა შევხვდე და ძალიან გთხოვ, ბატონი ლაშას კაბინეტში ეს საბუთები დატოვე.-მეხვეწება ლაშას მდივანი, ელენე. -კარგი, რა პრობლემაა.-სიხარულით ვტანხმდები, მაგრამ ამას არ ვიმჩნევ. რამე ოინი ან რაიმე უნდა გავიგო მის შესახებ. სავარძლიდან ვდგები და ლაშა ამილახვრის კაბინეტში შევდივარ. საბუტებს მაგიდაზე ვდებ და ხელის გულებს ერთმანეთზე ვუსმევ. უჯრებისკენ გამირბის თვალი, მაგრამ სხვის ნივთებში ქექვა არ შეიძლება! ნუ, მანდ საინტერესო არაფერი იქნება. ლეპტობისკენ გამირბის თვალი. აი, აქ კი ისეთი საინტერესო რაღაცეების ნახვა შეიძლებაა! სიხარულისგან თვალებაციმციმებული მივდივარ ლეპტოპისკენ და ლაშა ამილახვრის სავარძელში ვტავსდები. ოჰოო! რა კომფორტული სავარძელი გქონიათ! კომპიუტერის თაგვს, ხელს ვკიდებ და ვაწკაპუნებ. ეკრანი ნათდება და ჰოი, საოცრებავ! მარტო მე კი არ ვყოფილვარ შტერი! ნუ ლაშა არ არის შტერი! რა იცოდა, ახლა იმან, რომ ჩემნაირი გამომძიებელი შევიდოდა კაბინეტში?! ლაშა ამილახვრის, ,,ფეიზბუკია" ჩართული. ფოტოებში შევდივარ და ლაშას ფოტოებს ვათვალიერებ. ვათვალიერებ რაა, ორი ფოტოს დათვალიერება თუ ნახვაა. ცოტა მეტი ფოტო დაგედო გული, რომ გამეხარებინა! ღირსი არ ხარ, რომ გამოგიძიო, მაგრამ რა ვუქნა, ჩემს კეთილ გულს?! ვცდილობ წიტური გოგო, ფოტოს მეშვეობით მაინც ვიპოვო და ვპოულობ კიდეც. ნინია ლორთქიფანიძე. მესიჯებს ვხნი, ნინიას და ლაშასი. ვიცი, ცუდი საქციელი მაგრამ... ეს მაგრამ თქვენ თვითონ გააგრძელეთ, როცა ლაშას ნაირ მამაკაცს შეხვდებით! მესიჯების წაკითხვას ვასრულებ და მინდა, რომ ტაში შემოვკრა, მაგრამ გამოძიება სიფრთხილეს მოითხოვსო. გავიგე, რომ ნინია ლორთქიფანიძე უბრალოდ ლაშას ძმაკაცის და არის და სხვა არაფერი ხდება. მაგიდაზე დადებულ ნივთებს ვათვალიერებ და ლაშას მაჯის საათს ვაწვდები. ხელში ვირებ და ვუყურებ. გემოვნებაც, როგორი ჰქონია! უცბად კარის სახელური იწევა და მე და ლაშა ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. ახლა, იცით რა მინდა? კონკიას კეთილი ნათლია, მოვიდეს და აქედან გამაქროს. -მე.. მე უბრალოდ- ვიტყოდი თქვენმა მოადგილემ მთხოვა თქო, მაგრამ ამით ელენეს შეექმნებოდა პრობლემები. -შენ, უბრალოდ რა? თუ მე გავაგრძელო წინადადება?-მკაცრ მზერას არ მაშორებს. -მე, უბრალოდ... თქვენი კაბინეტის ინტერიერი მაინტერესებდა!-რაც კი სისულელე მომისმენია, ჩემი ტყუილი მათ შორის ყველაზე სულელურია. -ჩვენ დიზაინერები გვყავს სამსახურში?-ვითომ იკვირვებს ის. -არა, მე....-მინდა რამე გონივრული ვთქვა, მაგრამ თავში არაფერი მომდის. ჩემსკენ ახლოს მოიწევს და ჩემი მობილური რეკავს. ვაიმე, დამავიწყდა ზარის შეცვლა. ისევ, ,,გული, გული, რამ ზამ, ზამ" იწყება და ვფიქრობ ცეკვა დავიწყო ამ სიმღერაზე, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. რა გავაკეთო? ლეპტოპისკენ იყურება და ახლაღა ვაანალიზებ, რომ ნინიას მესიჯები ჩართული დამრჩა. -ნინია ლორთქიფანიძესთან რა გინდოდა?-ისევ ისეთი მკაცრი ხმით კითხულობს. -ლამაზი გოგოა და დამაინტერესა.-ისევ და ისევ სისულელები მომდის აზრად. -მე იცი რა მაინტერესებს?-მეკითხება და ჩემთან მოდის. თავი ახლოს მოაქვს და ბაგეებზე მაცხრება. მე რა მემართება? თვალები მეხუჭება და მეც ისნტიქტურად ვყვები. ეკალი მაყრის და სამყაროს ვემშვიდოები, სხეულში სასიამოვნო ტალღას ვგრძნობ. ყველაფერი ცუდი ქრება და მხოლოდ ლამაზი პეპლები რჩებიან. მათ შორის კი ჩვენ ვდგავართ. ჩემს ბაგებს შორდება და თავს ვხრი. თუმცა მეღიმება. კაბინეტიდან გავდივარ და არავის ვაქცევ ყურადღებას. -სად ხარ აქამდე?-მეკითხება დიანა. -არსად!-ვპასუხობ და თავის გამართლებასაც არ ვცდილობ. რამდენიმე საათში, სამუშაო გვისრულდება და დიანა მეკითხება. -აბა წავედით მაღაზიებში? -წავედით!-ვპასუხობ და ცანტას ვიღებ. თუმცა უნდა ვაღიარო გაბრუებული ვარ. მაღაზიებში შევდივარ და კაბებს არც კი ვუყურებ ისე ვდგავარ. -რა გჭირს, დღეს მტელი დღე?-იკვირვებს დიანა. -რა მჭირს?-მხრებს ვიჩეჩ. -რავიცი, არაფერზე ფიქრობ!-მეუბნება დიანა. -ვფიქრობ! აი, იმ კაბაზე!-ახლახან დანახულ კაბაზე ვანიშნებ და კაბას ვიღებ. ------------------------------------------------------------- გმადლობთ ყველას! იმედია მოგეწონებათ და შემაფასებთ, ჩემო კარგებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.