ეველინი(სრულად)
თავქუდმოგლეჯილი გარბოდა,მაგრამ სად თვითონაც არ იცოდა,რაც მთავარია შორს,მისი ოჯახისგან ,ნუ ეგონა რომ მისი ოჯახი იყო მაგრამ მწარედ შემცდარა..მთელი 18წელი ტყუილში უცხოვრია,მაგრამ ამ ტყუილში ბედნიერებაც იყო რომელიც მის დასთან ერთად გაატარა..მაგრამ ხანმოკლე ყოფილა ცხოვრება არ აცადა ბედნიერება არც ერთს..ახლა კი ზურგჩანთა მოკიდებული გარბოდა,გული ერეოდა უკვე ამ ადგილზე,ეზიზღებოდა თბილისი,ყველა ის ადგილი სადაც განავლელი ჰქონდა...ფიქრობდა სად წასულიყო...განა სად უნდა წასულიყო?ჰქონდა კი სადმე წასასვლელი?არსად!ფულიც არ ჰქონდა,მაგრამ რა ფული უნდა ჰქონოდა მის მშობლებზე იყო დამოკიდებული ისინი აძლევდნენ ფულს...ახლაც ჯიბეში სულ ბოლოს მონაცემი ფულიდან შემორჩენილი 20 ლარიანი ეგდო...ახლა მარტო იდგა ცხოვრების გზაზე..საქართველოს ვერ გასცდებოდა ამჯერად და გადაწყვიტა ბათუმში წასულიყო,ზაფხული ახლოვდებოდა და უფრო ნახავდა სამუშაოს,ან ოფიციანტათ იმუშავებდა ან რაღაცას ნახავდა...დამღლელი მგზავრობის შემდეგ ჩავიდა ბათუმში,მშიერი იყო მთელი დღის განმავლობაში არაფერი ჰქონდა ნაჭმი ან როდის მოასწრებდა ჭამას ისეთი ამბები დატრიალდა ერთად მის ცხოვრებაში...ქუჩა-ქუჩა დადიოდა შუაღამეზე,წვიმდა ციოდა მაინც ზაფხული იყო ჯერ,მას კიდევ სიფრიფანა მაიკა ეცვა..ერთ-ერთ ბარში დაინახა აბრაზე გამოკრული განცხადება სამუშაოზე...ბარში შევიდა..ბარი უნდა გენახათ...5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მიგიქარავდა. -გამარჯობათ. -გისმენთ!რით შემიძლია დაგეხმარო გოგონა?გზა აგებნა?აგდებულად უთხრა მამაკაცმა.. -იცით,სამუშაოზე ვარ. -გასაგებია..შენი სახელი? -ეველინი. -უცხო სახელია..ღამე უნდა იმუშაო..ბარის უკანა მხარეს პატარა ოთახია იქ დარჩები.თუ თანახმა ხარ ფორმას მოგცემ აწი იწყება მუშაობა ლამაზო კლიენტები მოვლენ. -კარგით. ეველინმა ფორმა ჩაიცვა და პასტა და ფურცელი მოიმარჯვა,იწერდა კლიენტების შეკვეთებს,ერთი ორმა უხამსი სიტყვებიც კი უთხრა..გამთენიისას დაიშალა საზოგადოების ნაწილი,ნაწილი კიდევ იყო და სვამდა,ეველინი ისეთი დაღლილი იყო,მშიერი,უძილარი,იმდენი რამე აწუხებდა სულიერადაც და ფიზიკურადაც. დილის რვა საათი იქნებოდა რომ დაიძინა მშიერმა..რომ გაიღვიძა პირი უშრებოდა,ადგა და წყალი დალია,რაღაც საჭმელს მიაგნო ბარში და ერთი ორი ლუკმა ჩაიგდო პირში..მერე ისევ დაწვა და ფიქრი დაიწყო,საღამოსთვის მოემზადა და მუშაობა დაიწყო...კვირა ნახევარი მუშობდა ასე მაგრამ ეს იმდენად აუტანელი იყო მისთვის,იმდენ დამცირებას იტანდა,მაგრამ ბოლო დღეს მომხდარმა ყველაფერს გადააჭარბა..ღამის 3 ან 4 საათი იქნებოდა ბარში სასტავი რომ შემოვიდა,4 ბიჭი იყვნენ...მათგან ერთი სხვანაირად უყურებდა და უხამს სიტყვებსაც არ იშურებდა მაგრამ ეველინი შეეჩვია უკვე ამ ყველაფერს და ყურადღებას აღარ აქცევდა. -უკაცრავად იქნებ მორჩეთ ჩემს თვალიერებას და მითხრათ რას ინებებთ?თქვენ გარდა სხვა კლიენტებიც არიან აქ და მიცდიან! ბიჭი კი აგრძელებდა მის სხეულზე თვალების ცეცებას.. ეველინი ძალიან კარგი აღნაგობის გოგონა იყო...სუსტი,მაღალი,გრძელი ფეხებით,კარგი ფორმებიც ჰქონდა 18 წლის ბავშვის პირობაზე...მხრებამდე ქერა თმები,ღია ფერის მწვანე თვალები,კურნოსა ცხვირი,ტუჩების ულამაზესი ფორმა...ნუ რაგინდა მეტი.. -შენ გინებებ ლამაზო!სამსახურის შემდეგ რასაკეთებ! -მემგონი შემოსვლის ადგილი შეგეშალათ..აი იქით გაიხედეთ რა აწერია..ბიჭი შემოსასვლელი კარებისკენ გაახედა რომელიც განრისხებული მზერით უმზერდა მწვანე თვალებიდან...’’ღამის ბარი’’...ჰოდა ეს არის ღამის ბარი და არა ბორდელი და არც მე მაწერია რომ ბო*ზი ვარ..ამიტომ შეკვეთა შეგიძლია მომცეთ! -არ გაწერია მაგრამ ხარ!პირდაპირ ახალა პირში ბიჭმა ეველინი ამაზე აენთო..იქიდან გაიქცა და საპირფარეშოში შევიდა..იქიდან რომ გამოვიდა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ამ ადგილიდან წასვლა,უფროსთან მიდიოდა ახლა გასამრჯელოს გამოართმევდა და სამუდამოდ გაქრებოდა ამ ადგილიდან... კარებზე დააკაკუნა,შემდეგ კი კაბინეტში შევიდა... -ეველინ შენ გეძებდი.. -იცით საქმე მაქვს თქვენგან...მე წა...აღარ აცადა კაცმა დამთავრება.. -ძალიან მნიშვნელოვანი კლიანტისგან შემოგვივიდა საჩივარი შენზე,ითხოვს გაგანთავისუფლოთ ამიტომ აი შენი ხელფასი! -მეც მაგის სათქმელად ვიყავი მოსული!კარგად!უთხრა და კარები გაიხურა და სამუდამოდ წავიდა ამ ადგილიდან... მომდევნო 2 კვირა ზღვის პირა ბარში მუშაობდა მიმტანად,მაგრამ რადგან ჯერ ბანაობის სეზონი გახნილი არ იყო,მუშაობაც არ იყო კარგი..იქ ერთი გოგონა გაიცნო სახელაც ნუცა რომელსაც ძალიან დაუახლოვდა...კარგი გოგონა ჩანდა...კარგი სამსახურიც იყო მანამ სანამ ბანაობის სეზონი არ გაიხსნა და დაიწყო მიმოსვლა კლიენტების,იგივე სიტუაცია შეიქმნა,უტიფარი,უკულტურო,უნამუსო ხალხი გამოჩნდა,ეველინმა ვერც აქ აიტანა ეს სიტუაცია და ნუცასთან მივიდა იმის სათქმელად რომ მიდიოდა... -ეველინ რო რამე ოჯახში იმუშავებდი? -კიი...ბარებში მუშობას ყველაფერი მირჩევნია..რამე გაქვს? -კიი კიი..ოჯახის მეგობარი ეძებს ვინმეს,სახლი რომ დაულაგოს და როცა სახლში არ იქნება სადილი მოამზადოს.. -აუუ კარგიაა... -ჰოდა წადი გასაუბრაბაზე ნახე..მისამართს მოგცემ.. -მოიცა შენ რატო არ მიდიხარ?არ გირჩევნია აქ მუშაობას? -ეველინ იციი.. -რამოხდა? -ეს ბარი ჩემია...ნუ ჩემი ოჯახის საკუთრებიაა..მე აქ ისე ვარ თვალყურსაც ვადევნებ და ფულსაც ვშოულობ დამატებით..არ გაბრაზდე ადრე უნდა მეთქვა.. ევა გაბრაზდა თავიდან მარა გადაუარა,ძალიან უყვარდა ნუცა,სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო,მის დას ახსენებდა..წასვლისას ჩაეხუტა და გამოემშვიდობა და წავიდა იმ მისამართზე რომელიც ნუცამ მისცა... კარებზე ზარი დარეკა და უცდიდა როდის გააღებდა კარებს მაგრამ არავინ აღბდა,მერე ჩანთიდან მისამართი ამოაძვრინა რომ ენახა სწორად თუ მივიდა,ამდროს კარების ხმა გაიგონა და უცებ შეეშინდა და ქაღალდი ძირს დაუვარდა,მის ასაღებად დაიხარა და თავი ნელ-ნელა მაღლა ასწია,ჯერ ფეხები დაინახა,მერე დაკუნთული სიშველი სხეული აი ტუჩებიც გამოჩნდა,ცხვირიც და აი თვალები...მოიცა სტოპ აი აქ გავჩერდეთ...ეველინი გაშეშებული იდგა..ისეთი სიმპატიური ბიჭი იდგა კარებში მოიხიბლა და თვალებგაშტერებული უყურებდა მის დაკუნთულ სხეულს..მემგონი ჯობდა დალაპარაკებოდა მაგრამ ბიჭმა დაასწრო... -რა გნებავთ გოგონა? -იცით მე სამსახურის თაობაზე ვარ.. -ჰმ მეთქი ამ დილაუთენია ვინ არის თქო.. -შეიძლება შემოვიდე? -კი რათქმაუნდა...მოხიბლა ბიჭის ზდილობიანობამ. სახლში შევიდა,ფანტასტიკური სახლი იყო,ძალიან კარგად მოწყობილი..ეტყობოდა ქალის ხელი. -შენ აი აქ დაჯექი და დაელოდე მოვლენ.. -კარგი..ეველინიც დაჯდა იქვე მდივანზე და უცდიდა როდის მოვიდოდა ვინმე...მალე ცოლ-ქმარი გამოჩნდა.. -გამარჯობათ. -გამარჯობა გენაცვალე..შენ ალბათ გასაუბრებაზე ხარ.. -დიახ,დიახ.. -შენი სახელი? -ეველინი. -კარგი სახელია.მე ნინი ვარ ეს კი ჩემი ქმარია სანდრო..ერთი ვაჟი გვყავს,არ მიაქციო ყურადღება რაც არუნდა თქვას,აჰა ალბათ ის სიმპატიური ბიჭია ამათი შვილი,გაიფიქრა ეველინმდა მერე კი ქალბატონი ნინი მოსმენა განაგრძო..შენ მხოლოდ გევალება სახლი დაალაგო და სისუფთავე იყოს,როცა არ ვიქნები სახლში საჭმელს თუ გაამზადებ ხოლმე კარგი იქნება,თორე არც ეგ არა პრობლემა შეუკვეთავთ,კვირაში ერთი დღე დასასვენებლად გაგიშვებთ რომელ დღესაც გენდომება,თვეში 600ლარი გექნება ხელფასი..აბა თანახმა ხარ? -კი თანახმა ვარ..ეველინს არც უფიქრია ისე დასთანხმდა. -ძალიან კარგი წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ..ქალბატონი ნინი წინ მიდიოდა ეველინი უკან მიყვებოდა,ხმაურიან ოთახს ჩაუარეს გვერდი,ლაპარაკის ხმა ისმოდა მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება..მის გვერდით ოთახთან შეჩერდნენ.. -ესეც შენი ოთახი,შეგიძლია დაისვენო და მერე შეუდგე საქმეს. -კარგით დიდი მადლობა ქალბატონო ნინი. -აპპ აპპპ ქალბატონო არ გამაგონო უბრალოდ ნინი.. -კარგი ნინი.. -ეგრე არ ჯობია.აბა მიდი დაისვენე.. ეველინი ოთახში შევიდა და საწოლზე გაწვა,სიჩუმემ რომ დაისადგურა გაიგონა ორი ბიჭის საუბარი,გაუკვირა ნინიმ ხომ უთხრა ერთი ვაჟი გვყავსო..როგორ მოატყუებდა,მერე იფიქრა ალბათ ვინმეს ელაპარაკება და სპიკერზე აქვს ჩართულიო...ოო რაკაია აივანიც აქვს ოთახს,გარეთ გავიდა და სარწეველა სკამში ჩაჯდა და თვალები დახუჭა...მკაფიოდ ესმოდა მათი ხმა და ახლა ნამდვილად იცოდა რომ ორი იყვნენ.. -გეუბნები მე შენ. -შანსი არა ამ დილაუთენია რა დაგესიზმრა,არ უთქვიათ დედას და მამას არაფერი მოსამსახურეს თაობაზე... ოჰო ეველინს ეს ხმა რაღაც ძალიან ეცნობოდა მაგრამ საიდან ვერ გაიხსენა,ყურის დაგდება გადაწყვიტა... -ვახ მე გაუღე კარები.. -ძალიანაც კარგი,ანუ გავერთობი აწი.მადლობა დედიკოს და მამიკოს.. -კაი რა დემეე..ბავშვია რა უნდა გაერთო არაფერი მიქარო იცოდე.. -მიზიდავს ბავშვები სანდრიკ.. -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს რაიქნება არ გააქციო ბავშვი.. -საბავშვო ბაღი კი არ მაქვს აქ!წამოდი ერთი ვნახო ვინაა.. სანდრო და დემეტრე ოთახიდან გავიდნენ და ქვემოთ ჩავიდნენ,მისაღებში ნინი იყო.. -დედა სადა ახალი გოგო?ნახვა მინდა.. -გაანებე თავი ისვენებს!არგადამირიო როგორც წინა თორე გისვრი შენი წიკებით გარეთ! -ეს გაფრთხილებაა დედა? -არა დემეტრე!ბრძნება! -ოოო კაიი ხო...წამოდი სანდრიკ წავიდეთ დაგვაგვიანდა.. -ნახვამდის ნინი დეიდა... -ხშირად გვესტუმრე ნუ იცი დაკარგვები სანდრო.. -აბა რას ვიზამ..გაუღიმა და ჩაკოცნა ქალი და წავიდნენ სახლიდან.. ეველინი კი ისევ აივანზე იყო და ფიქრობდა ვისი ხმა ეცნობოდა ასე ან ორი ვინ იყო...მერე მიხვდა რომ დიდი დრო გავიდა და შერცხვა...ისეთი სიცხე იყო იწვებოდა ყველაფერი...შორტები და მოკლე მკლავიანი გრძელი მაისური გადაიცვა და ქვემოთ ჩავიდა..სამზარეულოში მოფუსფუსე ნინი რომ დაინახა.. -ქალ..ნინიი..ხომ არ დაგეხმარო? -არა ჩემო კარგი შენ სახლის საქმეებს მიხედე ჯობია,საჭმელს მე მოვამზადებ...არა რა შეუყვარდა უკვე ეს ქალი.. -ნინი ასე რომ ვიარო სახლში პრობლემა ხომ არა? -არა ჩვენთვის არა მაგრამ ჩემმა ვაჟმა რამე უხამსი თუ გითხრა არ მიაქციო ყურადღება.. -კარგით,წავალ მე საქმეს შეუდგები.. ეველინი წავიდა თან ფიქრობა ასე რატომ ეუბნებოდა ნინი მის ვაჟზე,არადა საერთოდ არ ჩანდა მასეთი ბიჭი,ან იქნებ არ იყო ის ვინც დიალას ნახა ამათი ვაჟი...ნუ საღმოს გაიგებდა..ახლა კი ამდენ ფიქრს დრო იყო ემუშავა..მთელი დღე ალაგებდა,მტვერი აიღო,დაასუფთავა,დაგვა,ყველაფერი ბრწყინავდა...ერთი იმ ვაჟბატონის ოთახში არ შესულა,შესვლას რომ აპირებდა ნინიმ უთხრა არ შეხვიდე არ უყვარს მის ნივთებს ხელს რომ კიდებენო..ეველინმაც მაგას რა ჯობია სამუშაო მომაკლდებაო გაიფიქრა და შეეშვა,7საათი იქნებოდა რომ მორჩა ყველაფერს,ნინი აღფრთოვანებული იყო,მერე სააბაზანოში შევიდა,ჩამოიბანა მტვერი და ჭუჭყი,მალევე გამოვიდა,ჩაიცვა,თმები არ გაუშვრია ისე აიკრა და ქვემოთ ჩავიდა...სამზარეულოში ნინი დაინახა რომელიც ჩაფიქრებული იდგა...მერე ეველინი დაინახა და გაუღიმა.. -მოხვედი ეველინ?დაღლილი იქნები.. -არა..არც ისე..რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? -არვიცი..ვფიქრობ რა მოვამზადო დესერტათ.. ეველინს ერთმა აზრმა გაუელვა თავში... -იცით...მე ვიცი პატარა ორცხობილების დაცხობა,დედამ მასწავლა...სევდიანად ჩაილაპარაკა რაც ნინის არ გამორჩენია..ნუუ რამნიშვნელობა აქვს...გამოვაცხო? -როგორც გინდა..თუ დაღლილი არხარ.. -ცოტა ვარ..სულ ცოტა...ხელით აჩვენა.. მიყვარს რაღაცეების გამოცხობა...წინსაფარი გაიკეთა და საჭირო ინგრედიენტები გამოაწყო კარადიდან...მალევე მოამზადა ცომი მერე მრგვალ თეფსზე დააწყო..ნუ დაწყობის პროცესში იყო,კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა.. -იკადრა დემეტრე ბატონმა სახლში მოსვლა... აჰა ანუ დემეტრე ქვიებია..ძალიანაც კარგიი.. ნინიმ კარები გააღო და ეველინს სმოდა ნაბიჯების ხმა და ნინის სიტყვებიც გაიგონა. -დემეტრე გოგო არ გადამირიო ახლა.. ბიჭის ხმა არ გაუგონია... -ეველინ მოდი ჩემ შვილს გაგაცნობბ..ეველინი იღიმოდა და ისე შემოტრიალდა მაგრამ დახედე ბედის ირონიას...ესეც მათი შვილი...აიი ახლა მართლა სად გაიქცეს...ხელში ფქვილიანი კოვზი ეკავა რომელიც უცებ ხელიდან გაუვარდა და ძირს დავარდა.. -ეველინ.. -უკაცრავდ არმინდოდა.. -არაუშავს გაიცანი ეს დემეტრეა..დემეტრე ეს ეველინია.. ეველინს რა ექნა აღარ იცოდა წინსაფარზე ხელები გაიწმინდა და დემეტრეს გამოწვდილ ხელს შეაგება. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც.. ასე უყურებდნენ ერთმანეთს და ხელებს არ უშვებდნენ..ნინი გაკვირვებული უყურებდა.. -აქვარ მეც... -ჩემ ოთახში ვიქნები..იმედია ეს ბინძური არ შეხებია ჩემ ნივთებს... -დემეტრე!მე შენ რა გაგაფრთხილე?!სად მიდიხარრ რომ გელაპრაკები!დემეტრეეეეე!!! მაინც წაკბინა და წავიდა..ეველინს ეწყინა მაგრამ დაფარა მისი გულის ტკენა და ნინის მიუბრუნდა.. -არაუშავს შეეშვით.. -რავქნა შვილო ასეთი უხეშია..ორცხობილები რომ გამოცხვება აუტანე იქნებ მორიგდეთ.. -კარგი.. კარგი უთხრა მაგრამ როგორი იყო იმ ტირანის ოთახში ასვლა...ნუ როგორღაც როდესაც ორცხობილები გამოცხვა,ლამაზად დააწყო სინზე და ოთახისკენ წავიდა...აკაკუნა მაგრამ კარი არავინ გააღო..ბოლოს იფიქრა ალბათ აქ არ არის შევალ დაუტოვებ და გამოვალო..ასეც აპირებდა,იქვე საწოლის გვერდზე მდგარ ტუმბოზე დადო სინი...ლოგინთან იდგა და აივნისკენ იყურებოდა იქ ხომ არ არისო..ამდროს ყურთან ხშირი სუნთქვა იგრძნო და უცებ შემოტრიალდა და როდესაც მის წინ მდგარი პირსახოც შემოხვეული დემეტრე დაინახა დაიკივლა და ლოგინზე გაიშოტა,დემეტრე მისკენ მიიწევდა...ეველინი კიი შეშინებული ბაჭიასავით უკან უკან მიიწევდა..ბოლოს ადგილი აღარ იყო ლოგინიდან გადავარდებოდა რომ არ გაჩერებულიყო,ამიტომ გაჩერდა და თვალები მაგრად დახუჭა რამე ცუდის მოლოდინში..დემეტრეს ეველინის ასეთ საქციელზე ჩაეღიმა მერე კი დასერიოზულდა და მკაცრი ბარიტონი გაისმა.. -კარებზე დაკაკუნება არ უსწავლებიათ შენთვის? ეველინმა თვალები ნელ-ნელა გაახილა და შეშინებულმა აქეთ იქეთ მიმოიხედა.. -აა..ისაა..მეეე...ვაკაკუნებდი და არავინ გააღო და შემოვედი.. -ჰმ...კიდევ უფრო უახლოვდებოდა ეველინის ტუჩებს დემეტრეე...-მერე არ იცი ჩემ ოთახში დაუკითხავად რომ არ უნდა შემოხვიდე?უთხრა და წამოდგა.. რა დაკუნთული სხეული ქონდა...ეველინმა ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ფეხზე წამოხტა.. -ბოდიში მე არვიცოდი...აი ეს მოვიტანე..თითი ლანგარისკენ გაიშვირა..ახლა წავალ თქვენი ნებართვით..თქვა და შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით კარებისაკენ წავიდა მაგრამ ვინ აცადა დემეტრემ ხელი გაუკავა და მისკენ შეატრიალა... -სად გეჩქარება ცოტა არ გავერთოთ? -ბატონო დემეტრე იქნებ გამიშვათ მეტკინა..დემეტრე კი არ უშვებდა და უფრო და უფრო უჭერდა სადაცა ხელი გადატყდებოდა... -არგიშვებ!უთხრა და ტუჩებზე ეტაკა...ეველინმა ხელი გამოგლიჯა და სილა გააწნა..ოთახიდან გავარდა და ტირილით მის ოთახში შევიდა... დემეტრე განრისხებული დატოვა ** დილას სანდრომ გააღვიძა.. -ბიჭო ახალი მოსამსახურე მოვიდა... -რა მოსამსახურე დამაძინე! -იცი რა კარგი გოგოა..ნუ ბავშვი... იმდენი ელაპარაკა ბოლოს მაინც გააღვიძა,ვინა ასეთიო გაუკვირდა და ქვემოთ ჩავიდა სანახავად მაგრამ იქ არ დახვდა...საღამოს უცდიდა აი სახლში რომ მოვიდა და ხელში ის უტიფარი გოგო შერჩა ბარიდან გაგიჟდა სიხარულისგან...მემგონი ერთადერთი გოგო იყო ვინც დემეტრე დევდარიანს უარი უთხრა თანაც შეეპასუხა..იმ დღეს ისე ჩაუვარდა ის ჯიუტი გოგო გულში რომ დაიფიცა მისი გახდებოდა...მაგრამ ხელიდან გაუშვა,ვეღარსად იპოვა თითქოს მიწამ ჩაყლაპა ახლა კი აგერ იყო მის სახლში..ღმერთმა საჩუქრად გამოუგზავნა...აწი თვითონ იცოდა რას გააკეთებდა მაგრამ აი ახლა იჩქარა და მიქარა მარა ღირდა მისი ტუჩების დაგემოვნების ფასად მაგრამ სამსახური რომ დაეტოვებინა..და დარწმუნებულიც იყო ასე მოიქცეოდა..სააბაზანოში იყო რომ გამოვიდა ეველინი ოთახში დახვდა,კუთხეში მიიმწყვდია და ხელი ატკინა კიდეც მემგონი,ბოლოს რა ეტაკა არვიცი მაგრამ ტუჩებზე დაეძგერა და სახეშიც მოხვდა...ახლა რა იქნებოდა კიდევ გაუშვა ხელიდან ნეტა... ** ეველინი ოთახში იყო და გაბრაზებულზე ჩანთას ეცა და ჩალაგება დაიწყო,წასვლას აპირებდა....გაუზდელი,პირველყოფილი როგორ გაბედა და აკოცა,თანაც პირველი კოცნა მოპარა...გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა მაგრამ მერე დაფიქრდა,სად წასულიყო,თან პირველი დღეა აქაა...ჯობდა დარჩენილიყო და კარგი რამე მოეფიქრებინა დემეტრეს გასამწარებლად...ასეც მოიქცა..ჩანდა ამოალაგა და დაწვა..მერე ნუცა გაახსენდა და დაურეკა.. -ევეეე რაშვები როგორ მორწყვე? -რავიი კარგი ცოლ-ქმარია.. -ბიჭი?ხოა ფანტასტიკა? -ვაიმე ნუ მიხსენებ მეზიზღება!!! -რა მოხდა მოახერხა უკვე შენი სულის გამწარება? -ვერ ვიტან ვერ ვიტან!!არმქონდა მაგის ბედნიერება პირველად აქ მენახა....მანამდეც მყავს ნანახი... -ეეე მე რატო არვიცოდი? -რავი აღარ გითხარი თან რავიცოდი შენი ნაცნობი თუ იქნებოდა... -არა ცუდი პიროვნება მაგრამ წიკები აქ ბოლო წლებია..რაღაც მოხდა და... -სულ ფეხებზე მაგის წიკები როგორ გაბედა...გაბრაზებული ლაპარაკობდა ეველინი... -რა გაბედა ????არმითხრა რო.. -მაკოცა.. -საღოლ დემეს.. -ნუცა მოგკლავ! -კარგი ხო... -წავედიი ახლა მეძინება დაღლილი ვარ ხვალ დაგირეკავ კიდე... ეველინმა ტელეფონი გათიშა და დაიძინა...დილას ადრე გაეღვიძაა.. ადრიანად ადგა და სამზარეულოში იყო...ხელი ეწვოდა საშინლად.მერე გუშინდელი გაახსენდა და ხელს დახედა...სისხლი ჰქონდა ჩაქცეული... -ნადირი....თქვა ცოტა ხმამახლა,თან ხელზე ეჭირა მეორე ხელი,შეტრიალდა და ვიღცას შეასკდა,ეს ვიღცა დემეტრე იყო...დემეტრე მიხვდა ნადირი მასზე რომ თქვა მაგრამ რატო ის ვერ გაიგო.. -ლამაზო არ გაიქეცი?!ეგ ხო ყველაზე კარგად გამოგდის? -გამატარე!გაბრაზებულმა მხარი გაკრა და წავიდა სადაც ბინტი ეგულებოდა..მალამო წაისვა და გადაიხვია ხელი და უკან დაბრუნდა...დემეტრემ დაინახა შეხვეული ხელი და მიხვდა მისი ნამოქმედარი რომ იყო და თავის თავზე გაბრაზდა...კარებზე ზარი იყო..ეველინი კარების გასაღებად წავიდა..გააღო და დემეტრემ გაიგონა ყვირილის ხმა..გავიდა რომ ენახაა რამოხდა და კარებში მდგარი ნუცა დაინახა რომელსაც მარიამი ჰყავდა შემოხვეული,უკან კი სანდრიკას თავი მოჩანდა... -რამაგარია..აქ რასაკეთებ?შემოდი...მერე სანდრო გამოჩნდა..შენ? -ჰო მე..გაუცინა ბიჭმა და გადაკოცნა..სასიამოვნოა შენი ნახვა.. -ჩემთვისაც. -ნუცი რასაკეთებ აქ? -ხომ გითხარი ოჯახი მეგობრები არიან თქო..ხოდა სანდრიკა მოდიოდა დემესთან და წამოვყევი სიურპრიზს გაუკეთებ თქო.. -როგორ? -რა როგორ ნუ შტერდები ხოლმე...სანდრო არის ჩემი ძმა..დემეტრეს ძმაკაცი..მე შენთან ვარ რაგინდა მეტი... -გავიგე გავიგეე...დაგტუქსო ახლა რატო არ მითხრა ძმა რომ გყავდა თქო? -ჰმ განსხვავდება ეს და ის სიტუაცია.. დემეტრემ ჩაახველა.. -მეც აქვარ ისე!! -დემუსიიიიიი როგორ ხარ ბიჭო?ნუცა მოეხვია დემეტრეს... -რავიცი აბა ალქაჯი მყავს სახლში და... -აპპ აპპ ევეზე ცუდი არაფერი თქვა თორე მოგაჭრი მაგ შხამიან ენას..წავედით ევე..ხელი ჩაკიდა და საღაცა წაარბენია.. -აბა მოყევი რამოხდა? -აქ არა წამო ჩემ ოთახში... გოგონები ოთახში ავიდნენ ბიჭები კი მისაღებში დასხდნენ...დემეტრემ ლუდი გამოიტანა.. -აბა რახდება? -ვერც კი წარმოიდგენ ვინ აღმოჩნდა.. -ვინ ბიჭო? -აი ის.. -ვინ ის? -აუ ის გოგო ბარიდან..შენ რო არ იყავი ვერ იცანი ალბათ მაგიტო.. -შანსიი არაა.. -არის არის.. -აუ კაი რა ძმაო კაი გოგო ჩანს ცუდი არაფერი გააკეთო...არმიქარო გაფთხილებ! -წამო გავიდეთ.. დემეტრემ და სანდრიკამ სახლი დატოვეს..გოგოები კი ოთახში ჭუკჭუკობდნენ..ეველინმა ნუცას მოუყვა ყველაფერი დაწყვრილებით ნუცამ კი გახარებულმა წმაოიძხა.. -შენი ბედია!ხომ უყურებ ღმერთმა აქ მოგიყვანა სადაც შენი საბედო ეგულებოდა.. -ვაიი რას ბოდიალობ ნეტა თუ იცი? -ვიცი ვიცი დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი შენ!აი რო შეგიყვარდება და მე მომადგები რა ვქნაო მერე გაგახსენებ! -შენც დაიმახსოვრე!მძულს ეგ ხისთავიანი არსება და რატო უნდა შემიყვარდეს?!დავაგროვებ ფულს ცოტას და სხვაგან წავალ! -ვნახავ მაგასაც! კიდევ ბევრი იჭუკჭუკეს...მერე ნუცა წავიდა...ეველინმა სახლი მიალაგა და წამოწვა.. მომდევნო 2 კვირა განსხვავებულად გავიდა..სახლში დემეტრეს თითქმის ვერ ხედავდა..ნინის და სანდროს კი მაგრამ დემეტრე არ ჩანდა სად წავიდა ნეტა...მაგრამ ასე მისთვის უფრო უკეთესი იყო ხელს არავინ შეუშლიდა მუშაობაში...კიდევ გავიდა ერთი კვირა მაგრამ ვაი ამ ერთ კვირას..ყველა რაღაცნაირად იქცეოდა უცნეურად..ეველინსაც უცნაურად ექეოდნენ და ვერ გაიგო რა ხდებოდა...დემეტრესაც ხედავდა ეს ერთი კვირა და მის იორნიულ მზერად ვერ გაურბოდა... დილას ქალბატონი ნინის ხმამ გააღვიძა...ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა ჯერ კიდე ეძინა.. -ეველინ გაიღვიძე!გაიგონა ნინის მკაცრი ხმა..ბარგი ჩაალაგე მიდიხარ!.......... ეველინი გაურკვევლობაში იყო,ვერ გაეგო რატომ თხოვდა ქალბატონი ნინი ბარგის ჩალაგებას,გააგდეს?არც გაუკვირდება ბოლო კვირა ისე უცნაურად ექცეოდნენ..იქნებ სიზმარია,მაგრამ რაღაც ძაან რეალურია.. -ეველინ გესმის? -კიი კი მესმის ნინი რახდება სადმე მივდივართ? -ჩვენ არა შენ მიდიხარ.. -რა..რატო?ნინიმ ეველინის თვალები რომ დაინახა იმწუთას მიხვდა რასაც ფიქრობდა და გაიცინა.. -არა ჩემო კარგო არ გაგდებთ,უბრალოდ დემეტრე ახალ სახლში გადადის და მასთან ერთად მიდიხარ.. -შანსი არა!მე მასთან?ხომ იცნობთ თქვენ შვილს ვერ გავძლებ თანაც მე თქვენთან სამუშაოდ ვარ აქ. -ეველინ გთხოვ...დემეტრე შემპირდა რომ არაფერს გაწყენინებდა..მხოლოდ სახლი უნდა დაულაგო და საჭმელი მოუმზადო..თუ რამე არმოგეწონება იმ წუთას დამირეკე და წამოდი ჩვენთან.. -მე არვიცი.. -გთხოვ მაგისთვის ახლა ნუ მაძებნიებ ახალ გოგოს,რომც ვიპოვო გააქცევს და შენ იცნობ უკვე და მოუხერხებ რამეს. -ასე დარწმუნებული რატომ ხარ რომ რამე მოუხერხებ?ან თქვენ რა გეშველებათ მერე.. -ჩვენ ვნახავთ ვინმეს არ ინერვიულო მაგაზე..კარგი? -კარგი. -ანუ წაყვები? -კი. -მიდი ქვემოთ გიცდის გაუხარდება.. -კი გაუხარდება..ჩაფიქრებულმა თქვა ეველინმა და ქვემოთ წავიდა.. დემეტრეს გვერდი ჩაუარა და მანქანაში ჩაჯდა.დემეტრე უკან მიყვა გაკვირვებული და მანქანაში ჩაჯდა...ეველინ უყურებდა.. -კიდე დიდხანს მიყურებ თუ წავიდეთ?! დემეტრემ მანქანა დაძრა..გზაში იყვნენ..ეველინი არც უყურებდა. -მალადეც დედაჩემს. -რა? -სიმართლე გითხრა არმეგონა თუ დაგითანხმებდა. -რატომ? -იმ ინციდენდის შემდეგ.. -რომელი ინციდენტი? -თავს ნუ ისულელებ..კარგი რა მნიშვნელობა აქვს რადგან ჩემთან იქნები აწი ჯობს დავივიწყოთ ყველაფერი და მოვაგვაროთ ურთიერთობა,როგორც უყურებ გჭირდება ეს სამსახური და მეც მჭირდება მოსამსახურე.. -კარგი..ეუხეშა მისგან ნათქვამი მოსამსახურე და გულიც დაწყდა მეტად რომ არ თვლიდა. მერე აღარ ულაპარაკიათ..გზაში იყვნენ ეველინს ჩაძინებია,თვალები გაახილა და თითქმის პანიკაში ჩავარდა,შეკითხვა უნდოდა მაგრამ ხმას ვერ იღებდა.. -დეე...დემეტრე... -რამოხდა რასახე გაქ? -სად ვართ? -თბილისში რაიყო.. -რაიყოოოოოო??!!!მე არვიცოდი სახლი თბილისში თუ გქონდა..ბათუმში მეგონა.. -შენთვის რამნიშვნელობა აქვს.. ეველინი დამშვიდდა თანდათან. -არანაირი ისე. არადა მის გულში ახლა რა ხდებოდა ვინ იცის,ძულდა ეს ადგილი..აქიდან გაიქცა და კიდევ აქ დაბრუნდა..თან რისთვის..ღმერთო სად გაიქცეს ახლა ან რაქნას...სადმე მის ‘დედას და მამას’ რომ შეხვდეს...ეს არ აწყობს..მაგრამ რო შეხვდენ მერე რა თვითონ არ გამოაგდეს და ჩამოუნგრიეს ცხოვრება თავზე..ისედაც უკვე დანგრეული...ბოლოს იმდენად გადაეშვა ფიქრებდი და მოგონებებში გაითიშ,თურმე დემეტრე უძახოდა.. -ეველინ! -ააა...ჰოო..რამოხდა? -გიძახოდი..აიღე..სალფეთქი გაუწოდა.. -რათ მინდა ეს? დემეტრემ სახისკენ მიუთითა..თურმე ტიროდა და მთელი სახეზე ცრემლებს გაეკვლია გზა..ხმა არ გაუღია ეველინს ისე გამოართვა და ცრემლები მოიწმინდა. -კარგად ხარ?კითხა დემეტრემ. -კი.ამის მეტი აღარ ულაპარაკიათ სახლამდე..სახლში რომ მივიდნენ ეველინს ეძინა ამიტომ დემეტრემ ატატებული აიყვანა მის ოთახში და დააწვინა..მერე თვითონაც ჩაეძინა..დილას თვალები რომ გაახილა და თანზე რაღაც ეხვეოდა შეეშინდა..ქვემოთკენ გაიხედა და შეხედა როგორ იყო დემეტრეს ხელები შემოხვეული მის მუცელზე..მერე თავი მიატრიალა და დაინახა დემეტრე როგორ ფშვინავდა..დაავიწყდა რა მდგომარეობაში იყო და დემეტრეს ყურება დაიწყო.ცოტახნის ყურების შემდეგ მწვანე სფეროებს წააწყდა რომელიც მას უყურებდა..მერე ხმაც. -კიდევ დიდხანს აპირებ რომ მიყურო? ეველინი წამოხდა და დემეტრეს ხელები მოიშორა. -მე..მეძინა.. დემეტრემ გადაიხარხარა. -ასეთი სასაცილო ტყუილი ჯერ არავინ უთქვამს!თვალებში მიყურებდი და რანაირად გეძინა? -თვალებ გახელილი მეძინა!ხელები გადაიჯვარედინა ეველინმა და დემეტრეს შეაცქერდა თვალებშო.. -ჰო? -კი!ახლა შეგიძლია ჩემო ოთახი მაჩვენო! დემეტრემ ოთხი აჩვენა,სახლიც დაათვარიელებია..უჰ ცოტა დიდი სახლი კი იყო რა დაალაგებდა ამას..დიდი ეზოთი და აუცზით.რამდენი ხანია აუზში არ უცურავია...არადა ადრე სულ ერთად დაცურავდა ლინდასთან ერთად.დემეტრე სახლიდან გავიდა და დაიბარა საღამოს რამე მოამზადეო. ეველინმა სახლი დაალაგა,ნუ ახალი სახლი იყო და ბევრი დასალაგებელი არაფერი იყო..მერე გაახსენდა საჭმელი...მოსამსახურეები უკეთებდნენ სულ საჭმელს,არაფრის მომზადება არ იცოდა...კარტოფილი შეწყვა,სალათა გააკეთა და ორცხობილები გამოაცხო.მერე დემეტრეს უცდიდა და როგორც ჩანს ამ ცდაში ჩაეძინა რადგან მოსულ დემეტრეს ასე დახვდა...საწოლში ჩააწვინა მერე თვითონაც დაიძინა,საჭმელი არ უჭმია. დილას რომ გაეღვიძა და საწოლში იყო გაუკვირდა..ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა,საჭმელი ხელ უხლებელი რომ დახვდა გაბრაზდა და ალაგება დაიწყო თან ბუთბუტუბდა. -ვირი რას გამაკეთებიაა თუ არ ჭამდა აწი გაუკეთებ არუნდა ისედაც ძლივს შევწვი! -ჰო?!საინტერესოა ვინ მოამზადებს აბა?! ეველინი უცებ შემოტრიალდა და შეეშინდა არავის მოელოდა იქ. -მე... -ზურგს უკან ბუტბუტს რო მითხრა არ შეგიძლია?!და საერთოდ რამდენს წუწუნობ ამხელა ქალი საჭმლის მომზადება არ უნდა იცოდე?!ოჰ ეს ირონი მოკლავს ამას.. -აჰაჰააჰა...ეველინმა სიცილი დაიწყო.. -რაგაცინებს? -არაფერი გამეცინა საერთოდ იცი რამდენის ვარ? -არა რა საჭიროა ასაკის ცოდნა.. -მე მაინტერესებს რამდენის ბრძანდებით ბატონო დემეტრე? -26.. -ჰა?ყბა ჩამოუვარდა ეველინს..რა 26 მეხუმრები არა? -არა..რატო? -ვაა ბაბუ.. -რა ბაბუ გოგო წესიერად მელაპარაკე!შენ რამდენის ხარ ერთი? -18.აიი აქ კი დემეტრე მართლა გაოცდა ნუთუ მართლა თვრამეტი წლის იყო თუ უბრალოდ ეხუმრებოდა. -მატყუებ პატარა ქალბატონო? -არა მართლა 18 ის ვარ.. -სასაცილოა..დემეტრემ სიცილი დაიწყო...ეველინი ამაზე აენთო..ბავშვი მყავს მოსამსახურედ? -რა არის აქ სასაცილო??!!ის რომ 18 ის ვარ თუ ის რომ მანდამაინც შენი დამლაგებელი ვარ?!თუ არ მოგწონს შეგიძლია სხვა აიყვანო მე კი წავალ შენნაირ ხეპრესთან ყოფნა არმისიამოვნებს დიდად რომ გითხრა.. -შემახსენე ერთი შენი სახელი.. -ეველინი.. -ეველინი...რასახელია ჯერ ეველინი რადასარქმევი იყო...მისმინე ქალბატონო ეველინ ეს სამსახური რომ არ გჭირდებოდეს აქ არ იქნებოდი..თუ წახვალ აღმოჩნდები ქუჩაში იმიტომ რომ ფულის მოცემას არ ვაპირებ..აქ მხოლოდ რამოდენიმე თვე იქნები და მერე სადაც გინდა იქ წადი!ახლა კი ენა დაიმოკლე! ეველინმა სილა გააწნა! -არგაბედო გესმის??ჩემმა დამ შემარქვა თუ არ მოგწონს შეგიძლია ნამდვილი სახელი ევა დამიძახო ახლა კი კარგად მომისმინე!ყელში ამომივიდა შენი უაზრო ქცევები ამხელა კაცი ხარ იქნებ ბავშვივით მოქცევას შეეშვა და ხო მჭირდება ეს სამსახური ამიტომაც ვერსად ვერ წავალ შენსავით ყველაფერი ხელში არ მივარდება რაც მომინდება..გაბრაზებულზე უთხრა და ოთახიდან გავარდა..კარები მაგრად მიიკეტა და ლოგინთან ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო...უზომოდ ენატრებოდა ძველი ცხოვრება მისი დის გვერდით რომელსაც ალბათ ვეღარასდროს ნახავდა ნუ ალბათ არა ვეღარასოდეს ნახავდა..კარების გაღების ხმა გაიგონა და ცრემლები მოიწმინდა რათქმაუნდა დემეტრე იყო.. -ეველინ მე მაპატიე არმინდოდა მეწყენინებინა.. -აბა არ მომწონს შენი სახელიო? -გაგეხუმრე სახელიც ძალიან მომწონს და ის გოგოც ვისაც ქვია! - რას მელაპარაკები! -ხო მაპატიებ?ისე შენი დაც შენნაირი გიჟია ალბათ რამ მოაფიქრებინა ეს სახელი...გაიცინა დემეტრემ. გაღიმებული ეველინი ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა და დემეტრე ოთახიდან გააგდო რასაქვია..დემეტრეს გაუკვირდა მისი ასეთი ქცევა..უნდა გაეგო რა ხდებოდა მაგრამ ჯობდა არ გაეგოო...ეველინთან აპირებდა მისვლას და ამის შესახებ კითხვას როცა დაინახა მისკენ მომავალი ეველინი ჩანთით ხელში. -სად მიდიხარ?არმახსოვს ნებართვა აგეღოს! -სასწრაფოდ უნდა გავიდე მალე მოვალ! დემეტრე ხმას არ იღებდა.. -დემეტრე..წავალ რა მნიშვნელოვანია...ჩემთვის.. -კარგი ჯერ საქმე მაქვს.. -რომ მოვალ მერე რომ ვილაპარაკოთ? -არა ესეც სასწრაფოა რამოდენიმე კითხვას დაგისვამ.. -კარგი მალე.. -ვაჟას და თეონას შვილი ხარ?ანუ ლინდა შენი და არის? -რა..რა...ეველინი ამ სახელების გაგონებაზე გაფითრდა.არაა..საიდან მოიტანე არ ვიცნობ მასეთს არავის. -ეველინ რატომ მატყუებ? -არ გატყუებ ნამდვილად!ახლა კი მეჩქარება.. ეველინმა სახლი დატოვა და ტაქსი გააჩერა..გაუკვირდა როგორ გაიგო დემეტრემ ყველაფერი..მაგრამ რა გაგება უნდოდა მაგან მოინდომოს და...მაინც მოუშალა ნერვები ამ წამოსვლის წინ რაა..იდიოტი ვინ ეკითხებოდა ახლა...მოკლედ ეველინმა რადგან თბილისში იყო გადაწყვიტა მისი და ენახულებინა.დემეტრე კიდე უკან გაყვა ასე სასწრაფოდ სად მიდიოდა აინტერესებდა...გაუკვირდა ყვავილებთან რო გაჩერდა მაგრამ მაინც გააგრძელა გზა მასთან ერთად და მაში შუბლზე აუვიდა თვალები ეველინი სასაფლაოზე რომ მივიდა...რასაკეთებდა აქ..თავში ათასმა აზრმა გაუარა ბოლოს კი მანქანიდან გადმოვიდა და ჩუმათ გაყვა უკან,იქვე ხესთან დაიმალა და ეველინს უყურებდა რომელიც საფლავთან ჩაიკეცა და მემგონი ტიროდა,ვის საფლავზე იყო ნეტა..ცოტა მიუახლოვდა და დაინახა ვისი საფლავიც იყო...ისეთ გაურკვევლობაში იყო დღეს მთელი დღე დემეტრე რომ არვიცი..ჯერ ეველინი ვაჟას და თეონას შვილი აღმოჩნდა,მერე ის ვერ გაიგო მათთან თითქმის მილიონერი ადამიანების შვილი რატომ მუშაობდა მოსამსახურედ და ახლა ეს ეველინი ლინდას სასაფლაოზეა..ნეტა რამოუვიდა 16 ან 17 ის იქნებოდა ჯერ...ნუ ამას მერე გავიგებთ.. ** ეველინი სახლიდან როგორც გავიდა მის მეყვავილესთან მივიდა და მისი დის საყვარელი ყვავილები თეთრი ვარდები იყიდა და წავიდა იქ სადაც მისვლა ყველაზე მეტად ძულდა მაგრამ რა ექნა ენატრებოდა მისი პაწაწუნა დაიკო.მის საფლავთან ჩაიმუხლა და ყველაფერი მოუყვა როგორც ბავშვობაში იცოდნენ საიდუმლოებების გაცვლა მაგრამ ახლა მხოლოდ ეველინი იყო მთხრობელი...იმდენიხანი იყო სასაფლაოზე თითქმის შეამოაღამდა..დემეტრე უყურებდა არ დაუტოვებია..მერე ტელეფონი აიღო და მანქანისკენ წავიდა თან ეველინს დაურეკა..ეველინი თავიდან არ პასუხობდა მერე უპასუხა. -ეველინ სადხარ? -მოვალ10 წუთში. -კარგად ხარ რა ხმა გაქ? -კი! მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა და სახლისკენ წავიდა მალევე.კარები გააღო და სიბნელე იყო,ეგონა დემეტრეს უკვე ეძინა და მისი ოთახისაკენ წავიდა როდესაც შუქები აინთო და ეველინმა ყვირილი მორთო. -ჩუ გოგო რა გაყვირებს? -შემეშინდა იდიოტო რა ფოკუზებს მიწყობ აქ??! -შეეშინდა!სად იყავი ამდენი ხანია ესაა მალე მოვალო? -მე...იქ ვიყავიი... -სად იქქ ?? -მმმ ნუცასთან ერთად ვიყავი ბარში.. -ჰო არა? -ჰო. -იცი ევაჩკა ტყუილს მოკლე ფეხები რომ აქვს? -არ ვიტყუები?! -რამოუვიდა ლინდას?ეველინს ფერი ეცვალა..მაგრამ შეძლო თავის გაკონტოლება. -ვინა ლინდა?რას გადამეკიდე მთელი დღეა...ჯერ ვაჟას და თეონას შვილი ხარო...არ მყავს მშობლები არა დამეღუპნენპატარა რო ვიყავი.. -ვახ ჩემი რა ფანტაზიის უნარი აქვს ამბავშვს...ევა ავალიანი..18წლის..არხარ ეს შენ? -არა მე არვარ ავალიანი.. -აბა? -მე ვარ...ქალდანი.. დემეტრე ბოლო ხმაზე ხარხარებადა. -რატომ მატყუებ ევა? -არ გატყუებ! -გაილახები! -მაგასაც ვნახავთ. -მოდი ვიაზროვნოთ დიდი ადამიანებივით..არგვინდა მოტყუებები აქ აპირებ ცხოვრებას მუშაობას და ჯერ არამგონია წახვიდე ასე არც ერთს არ გვაწყობს...ამიტომ იქნებ სიმართლე მითხრა.. -რა სიმართლე? -გამოიქეცი სახლიდან?რატომ მატყუებ ან ლინდას რა დაემართა? -რას გადაეკიდე ჩემ დას იცნობდი საერთოდ. -აჰა ჩემ დასო!კი ვიცნობდი და შენს ოჯახსაც ვიცნობ! -არ არიან ჩემი ოჯახი..ნუ დედაჩემი და მამაჩემია მაგრამ არ არიან ანუუ სინამდვიეში არ არიან თორე ისე კი არიან.. -ვაიმე ეველინ რაებს ბოდიალობ..ლინდას რამოუვიდა? -იქნებ არგვინდა მაგაზე ლაპარაკი ჰა? -გვინდა...მაინტერესებს..ეველინს არუნდოდა ყველაფრის თქმა ამიტომ მოკლედ თქვა.. -ავარიაში დაიღუპა. -ეგ როგორ? -ხომ მითხარი რამოუვიდა მეც გითხარი აღარ მინდა ლაპარაკი ძილინების წავედი.. -არ დაგვიმთავრებია ლაპარაკი ეველინ.. ეველინს მისი უკვე აღარ ესმონდა ოთახში შევიდა და წამოწვა მალე გვერდით ვიღაც მიუწვა დემეტრე იყო.. -ევეე..მომიყევი რა მაინტერესებს არმინდა ტყუილები ასე ძნელია? -კი ძნელია მაგრამ გეტყვი და არანარიი კითხვა აღარ დამისვა ამის აქეთ.. -კარგი გისმენ..ეველინმაც დაიწყო მაგრამ მაინც მოკლედ თქვა არუნდოდა ჩაღრმავებოდა და ეთქვა რა როგორ და რატომ მოხდა.. -ვაჟა და თეონა ჩემი მშობლები არ არიან..ნუ არ ყოფილან..სახლიდან არ გამოვქცეულვარ უფრო გამომაგდეს...იმიტომ მოგატყუე ნუცასთან ერთად ბარში ვიყავი თქო რომ არმინდოდა გცოდნოდა სადაც ვიყავი სინამდვილეში...მაგრამ კიგცოდნია და ბოლოს ლინდას რაც შეეხება..მასზე 3 თუ 4 წლით უფროს ბიჭს ხვდებოდა ურჩევდი ჩამოშორდი თქო მაგრამ აიტეხა მიყვარსო..ეს ბიჭი მრბოლელი იყო და ერთ-ერთ რბოლაზე ჩემი ლინდუსიც წაყვა...ძალიან ჩქარა მიდიოდნენ და....ლინდა ვერ გადარჩა...ის..არვიცი მემგონი სამუდამოდ ეტლში იჯდება...აღარ გამიგია მის შესახებ...ეს უცებ ჩამოასხუპუნა ეველინმა და თითქოს გულს მოეშვა...მაინც არ უთქვია ყველაფერი მაგრამ მისი გულის ტკივილის მცირედი რომ გათქვა რაღაცნაირად გულს მოეშვა..დემეტრემ გულზე მიიხუტა და ჩაეძინათ. სამი თვის შემდეგ.... -ეველინ მოიცადე გთხოვ არ წახვიდე არასწორად გაიგე!იმ ნაბ*იჭვარმა მოგატყუა ეგრე არ ყოფილა... -არ მაინტერესებს დემეტრე!დაივიწყე ყველაფერიი შეცდომა იყო ის ღამე...ძალით დაშვებული შეცომა შენს მიერ!უკან არ გამომყვე გაფრთხილებ დამივიწყე! -არშემიძლია ეველინ! -ჩემი საქმე აღარა...კარგად!თავ აწეული წავიდა კარებისკენ ჩანთებით ხელში...მაგრამ ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა და გაშორდებოდა აქაურობას რომ ეტირა.. ალბათ ყველად გაინტერესებთ რამოხდა ამ სამი თვის განმავლობაშიი...ძალიან ბევრი რამე მოხდა...იმდენი რომ ეველინი როგორ გაუძლებდა ამ ყველაფერს არ იცოდა მაგრამ მთავარია ახლა ნამდვილი ოჯახი ჰყავდა გვერდით...ყველაფერი შეიცვალა უკეთესობისაკენ..იმ ღამეს მათი ლაპარაკი ალბათ ნაპერწკალი იყო და ეველინის გურწრფელობა,მას შემდეგ დაიწყო მათი ურთიერთობა..მეორე დღეს ჩვეულებრივად იყვნენ ერთმანეთში,თითქოს აღარ ჩხუბობდნენ,დატკბნენ..მაგრამ მაინც იყო შიდა ჩხუბები...ხანდახან კინკლაობდნენ,ზოგჯერაც ძალიან იჩხუბებდნენ რაღაც წვრილმანზე,გარეთ გადიოდნენ ერთად საჭმელად,ისე დაახლოვდნენ ვერც იაზრებდნენ რომ მათ შორის გრძნობები გაჩნდა..ამასობაში გავიდა 2თვეც...მეტი იქ ყოფნა არც იყო საჭირო ნინიმ თხოვა რომ 1 ან 2 თვე დარჩენილიყო...წავიდა,ფული უკვე საკმაოდჰქონდა და ბინა იქირავა,ნუცამ კი თხოვდა ბევრი რომ ჩემთან გადმოდი ფული რატო უნდა გადაყარო თან ეს ბინა არ მომწონსო მაგრამ სულ ტყუილად...დატოვა დემეტრეც ასე..მაგრამ განა არ ხვდებოდნენ ერთმანეთს?სკოლის მოსწავლეებივით იყვნენ ხან ერთი ურეკავდა მეორეს ხან პირიკით...პიკნიკს აწყობდნენ ის ნუცა,სანდრო და დემეტრე და ერთ ამბავში იყვნენ...ერთხელ ბარში იჯდნენ ნუცა და დემეტრე სანდრომ რომ დაურეკა დემეტრეს.. -დემე მიდი რა მოდი ძმურად ჩვენთნ,შენებიც აქ არიან და საქმე აქვთ რაღაცა... -ეველინთან ერთად ვარ რა საქმეა არ მოიცდის? -აუ რავიციი...ამ დროს ნუცამ გამოდღლიზა ტელეფონი მის ძმას და ჩაყვირა ყურმილში.. -ჩემი ევეც მანდაა?წამოდით დროზე ორივე თან ჩემებს გავაცნობ ეველინს არ იცნობენ... -კაი მოვდივართ. დემეტრემ გაიღიმა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. -სად მიდიხარ? -ანდრეასთან და ლიკასთან.. -ვისთან? -ნუცას და სანდროს დედმამა..მიდი გვიცდიან.. -ჰო მაგრამ სირცხვილია? დემეტრემ ხელი ჩაკიდა და წავიდნენ...სახლში ყველა კარგად შეხვდა ეველინს..ნუცა დაქალს მოეხვია,სანდრომაც გადაკოცნა დამოეხვია..ნინი და ალექსანდრეც არ ენახა დიდიხანი ისიცნიც ნახა და ჯერ მოვიდა ნუცას დედ მამის გაცნობაზე. -დედიკო მამიკო გაიცანით ეს ჩემი სათაყვანებელი ეველინია! -სასიამოვნოა.. -ჩემთვისაც გაუღიმა ეველინმა..ქალს სახიდან ფერი გაუქრა თითქოს მოჩვენება დაინახა...სახეზე სულ გათთრდა და მოწყვეტით დაეცა ძირს...ეველინი მივარდა უცებბ რამოუვიდაოო....მოასულიერეს ძლივს როგორ იქნა..ქალმა მოიმიზეზა არაფერი მიჭამია დღეს და მაგის ბრალიაო..საღამომდე იქ იყვნენ მერე კი ყველა დაიშლა...დემეტრემ ევა სახლში დატოვა და მერე სანდროს გაუარა და კლუბში წავიდნენ..ნუცა დედამისთან მივიდა.. -დედიკო რადაგემართა დღეს... -რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? -რახდება? -არაფერი მკითხო ჯერ უბრალოდ თუ გააკეთბ ჩემთვის ერთ რაღცას? -კიი მითხარი დეე..ნუცა დედას ჩაეხუტა.. -ეველინთან ბინაში რომ მიხვალ მისი სავარცხელიდან თმა მინდა რომ აიღო და მომიტანო.. -მაგრამ რათ.. -ხომ გითხარი არაფერი მკითხო თქო... -კარგი ხო... ** დემეტრემ ეველინს გაუარა საღმოს და ბარში წასვლა შესთავაზა..გვიანი იყო...იმხიარულეს...ბევრი იცეკვეს..დალიეს..მერე მათ ნუცა და სანდროც შეუერთდა..ეველინდა ბევრი დალია...დემეტრემაც..მერე ისე მოხდა რომ ეველინმა დემეტრეს სახლში ამოყო თავი... -როგორ მომნატრებია ეს სახლიიიი........ -ჰოოოო?მე არ გენატრები ხო სულ? -დეეეემეე...შენ სულ მენატრები ისე ვთქვი ოო...ტუჩებიიდაბრუშტა და დემეტრე დააცხრა ამ დროს ტუჩებზე... -მმ როგორ მომნატრებია შენი ტუჩებიი...ევა კოცნაში აყვა ასე ამოყვეს თავი დემეტრეს საძნებელში შემდეგ კი საწოლში და ინებივრეს კიდეც...დილას ეველინს ყველაფერი ტკიოდა...დემეტრემ მხურვალედ აკოცა.. -დემე...სახე დამანჭა ეველინმა... -რა...ნანობ ხო?ხომ გითხარი თუ არგინდა... -არა ჩუ!ხელი მიადო ტუჩებზე...არ ვნანობ პირიკით..საუკეთესო ღამე იყო ჩემ ცხოვრებაში...უბრალოდ ყველაფერი მტკივა...ტუჩები დაბრიცა ეველინმა.. -მაგას უშველი ახლავე!უთხრა და მთლი სხეული დაუკოცნა..შემდეგ ერთად იბანავეს და ისაუზმეს... -ჩემთან გამოდიხარ! -რა?რატო? -იმიტო რომენატრები სულ!აწი გვერდით მეყოლები ვსიო გადაწყვეტილია!ეველინმა ვერც გაასაჩივრა..ბინიდან წამოიღეს მისი ნივთები და დემეტრესთან გადაბარგდა.. ** 1თვის შემდეგ.... ეველინი კარებზე ზარს რეკავდა...კარები გაიღო.. -შვილო რამოხდაააა????ევა კარგად ხარ?? -არა დედა არ ვარ კარგად!!!!ეველინი ლიკას ჩაეხუტა.. -შემოდი ფერი არ გადევს!რამოხდა გასკდა გული! -მომატყუა!ყველაფერი ფულის გამო ყოფილა!გესმის?!!ფულში გამცვალა.... -დამშვიდდი...იქნებ გაგერკვია...ის უთხარი?? -არა! და ვერც ვერასოდეს გაიგებს! -ევა...იქნებ... -მამა სადა?უნდა გელაპარაკოთ... -დაუძახებ... მალე ყველა მისაღებში იჯდა... -მივდივარ! -შვილო სად მიდიხარ?რამოხდა?დემეტრე სადა გუშინ ნიშნობიდან სად გაუჩინარდი?მეგონა სახალხოდ აპირებდი თქმას რომ.... -მამა....გთხოვ არ გვინდა...უნდა წავიდე აქ ვერ გავჩერდებიი...სანდრო!სანდროს დაუძახა.. -ჰო დაიკო... -გაფრთხილებ!დემეტრესთან რამე რომ წამოგცდეს პირადად შენ ჩემზე და ჩემ ადგილსამყოფელზე ჩემი არსებობა დაივიწე,შენც და ყველამაც!ვსო!საბოლოოა!ცოტახნით უნდა წავიდე გთხოვთ მერე აგიხსნით ყველაფერს! -კარგი შვილო როგორც გინდა.. 2კვირის უკან... ნუცამ მეორე დღესვე გააკეთა დედამ რაც უთხრა...ეველინს არც გაუგია...რამოდენიმე კვირაში პასუხები მზად იყო..ქალბატონი ლიკა და ბატონი ანდრეა მოსაცდელში იყვნენ..პასუხებიც მოვიდა და ლიკამ სულ ხელის კანკალით გახსნა და თვალებიდანცრემლები წმაოუვიდა.. -ანდრო ისაა..ისაა!!! -ღმერთო არ მჯერა ამდენი წლის შემდეგ ვიპოვეთ... ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეხუტებოდა...შემდეგ ლიკამ ცრემლები მოიწმინდა დანუცას დაურეკა.. -შვილო სად ხარ? -ეველინთნ რაიყო დედა? -კარგია,წამოიყვანე და სასწრაფოდ მოდით სახლში..მე სანდროს დაურეკავ.. -რამოხდა დედა მშვიდობა?იცი ეველინი არც ისე კარგადა რაღაც შეუძლოდ გრძნობს თავს -კიიი.. ეს სასწრაფოა მალე მოდით რა..მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში... ნუცამ ტელეფონი გათიშა.. -დედაჩემი იყო... -რამოხდა? -მოდით ორივეოო.. -მეშინია მაშინდელივით არ დაემართოს ჩემ დანახვაზე... -აჰაჰაჰ ნუ გეშინია წამო წამოო.. სახლში რომ მივიდნენ მისაღებში იჯდნენ ლიკა და ანდრეა და ალექსანდრე... -მოდით? -ჰო დედა რახდება... -დასხედით სერიოზული საქმე გვაქვს მე და მამას... -ჰო მაგრამ მე რა შუაშივარ?ჯობია დაგტოვოთ...მორიდებით თქვა ეველინმა! -შენ ხარ თავში!მე...არვიცი საიდან დავიწყოო...იმედია მაპატიებ როდესმე! -რაუნდა გაპატიოთ ქალბატონო ლიკა?ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ კარგის მეტი არაფერი გინდათ...ლიკამ ტირილი დაიწყო ეველინი კიდე მას ჩაეხუტა მერე მოშორდა და უყურებდა...მისი თვალებიი.. -ლიკა ჯობია დაიწყო..ანდრომ ჩაახველა.. -ჰოო..მე არვიცი როგორ დავიწყოო... -გისმენთ დედა.. -18 წლის უკან მე და მამათქვენი ასეთები არ ვყოფილვართ როგორბიც ახლა ვართ...უბრალო გლეხები ვიყავით,უფროსწორად გავხდით მას შემდეგ რაც ოჯახებმა და ბედმა ზურგი გვაქცია..18 წლის ვიყავი რომ გავიპარე და ანდროს გავყევიი..ჩემმა მშობლებმა ეს არ მაპატიეს..ანდროს კიდე მისმა მშობლებმა უბრალო გოგოს ცოლად მოყვანა არ აპატიეს და ასე დავრჩით ბედის ანაბარა...საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობდით თავაუღებლად ფული რომ გვეშოვა..მერე ცუდად ვიყავიი..ანდრო აბრალებდა სულ გადაღლილიხარ,მუშაობ,კარგადაც არ იკვებებიო..მაგრამ მერე გავიგეთ რომ ორსულად ვიყავი...თავიდან გამიხარდა მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებოდი რა შეიძლება მომხდარიყო,ბავშვს ვერ გავზდიდით ჩვენთვის არ ქვნონდა საჭმელი,ხომ არ მოვკლავდი,საერთოდ როგორ გადარჩა სიკვდილს არვიცი მუცელშივე,საშინელი ორსულობა მქონდა,როგორღაც გავაჩინე,პირველად ხელში რომ დავიჭირე და მისი სურნელი შევიგრძენი ამ ქვეყანაზე აღრაფერი აღარ გვინდოდა არც მე და არც ანდროს მაგრამ რა გვექნა იძულებულები გავხდით მისი მომავლისთვის თავშესაფარში დაგვეტოვა..იქ კარგად მაინც მოუვლიდნენ... წელიწადში ყველაფერი შემოტრიალდა არვიცი ბედი დაგვცინოდა თუ რას გვერჩოდა,ყველაფერი ისე აეწყო ახლა სად ვართ ხედავთ რამდენს მივაღწიეთ..რაღაც გამოჩნდა,ბიზნესი ავაწყვეთ და ცოტა შეძლებულები გავხდით თავშესაფარში წავედი....მაგრამ არ დამხვდა ჩემი პაწაწუნა გოგო იქ...გავიგე რომ ვიღაც ცოლ-ქმარს უშვილებიაა..როგორ არ ვთხოვე მაგრამ არ გვითხრეს ვინ კონფიდენციალურიაოო..რა ადვოკატები არ დავიქირავე თითქოს გაქრა...ისევ დავორსულდი...ტყუპებზე..ნუცა და სანდრო მეყოლა...რამოდენიმე წლის შემდეგ კი გავიგე იმ ადამიანების სახელი და გვარი ვინც იშვილა...ვაჟა ავალიანი და თეონა კვარაცხელია....ეველინს ფერი ეცვალა სახეზე და წამოიყვირა... -რააააა????????????!!გაკვირვებული იყურებოდა.... -მაცადე გთხოვ ბოლომდე დავამთავრო..ეველინი გაჩუუმდა ლიკამ გააგრძელა... -მათთვის არაფერი მითქვია...ფოტომასალაც მქონდა...ისეთი გაზდილი იყო აბა რა იქნებოდა 9 წლის იყო უკვე ...სახლთან მივედი და ეზოში მოთამაშე ორი პატარა გოგონა დავინახე...მეორე 6 ან 7 წლის იქნებოდა....ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთსს..ვერ შევძელი მისვლა...მშობლებთან მოვაგვარებდი მაგრამ ბავშვი?რაიქნებოდა?როგორ მეთქვა მე დედაშენი ვარ წამოდი ჩემთან თქო!მისთვის ძნელი იქნებოდა იმის გააზრებაა რომ ვისთან ერთადაც ამდენი წელი ცხოვრობა მისი მშობლები არ იყვნენ არ ის გოგონა იყო მისი და ვისაც ახლა ეთამაშებოდა...ამიტომ ანდროს უთხარი აქაურობას მოშორებოდა და წავსულიყავით...არვიცოდი რამექნა ბოლოს ვეღარ მოვითმინე ისევ მივედი საბოლოო იყო უკვე ჩემი გადაწყვეტილება უნდა წამომეყვანა...განა არ მყავდა ჩემი ნუციკო და სანდრო მაგრამ ის მაინც სულ სხვა იყო....ბედი?კიდე მეთამაშება არ დამხვდა...გაქრნენ!მიწამ ჩაყლაპაა!!ბოლოს იმედიც დავკარგე რო ვეღარასოდეც გნახავდი!უკვე ეველინის მიმართულებით დაიწყო ლაპარაკი...მაგრამ რომ დაგინახე მაშინ....სულ არ შეცვლილხარ ისეთივე ხარ როგორც 9 წლის ასაკში უფრო დაქალებული....მე არ ვიცოდი რა გამეკეთებია...ნუცას ვთხოვე შენიდან თმის ღერი აეღო რათა ჩემი ეჭვები განემტკიცებინა და დღეს მოვიდა პასუხი დადებითია...დაასრულა და ცრემლებს გასაქანი მისცა... -მოიცააა რას ნიშნავს ეს ყველაფერი??!სანდრომ დედას მიმართულებით იკითხა..ეველინი გაშტერებული იჯდა.... -ჩლუნგოოოოოოო რა ვერ გაიგე ანუ ეველინი ჩვენი დაიკოაა!!რამაგარიაა სულ მინდოდა უფროსი და მყოლოდა.....იესსსსსს....ეველინს ჩაეხუტა ორივე დაძმა ის კიდე გაშეშებული იყო და არ ინძრეოდა...სიზმარში იყო თუ სერიალშიი...ის ნანატრი ოჯახი იპოვა სულ რო ოცნებობდა რას მისმა ‘ნამდვილმა’ ოჯახმა კინწისკვრით გამოაგდო...რამდენჯერ წარსდგომია თვალწინ მისი ნამდვილი დედ-მამა...ხო მან იცოდა რომ ნაშვილები იყოო...ზუსტად ასე ახალეს პირში წამოსვლის წინ მისმა სანაქებო დედმამამ! -შენ აღარ გვჭირდები!ლინდა აღარ გვყავს და შენ ლინდას გამო არ გაგდებიდით!ჩვენი შვილიც არ ხარ,არც ჩვენი სისხლი გაქ!არგვჭირდები საიდანაც მოდი იქ წადიო!აი ასეე იყო...ახლა ყველაფერს მიხვდა...მაგრამ რა ექნა არ იცოდა...ნელ-ნელა თვალებში დაუბნელდა და ვეღრაფერს ხედავდა....თვალები რომ გაახილა საავადმყოფოში იყო... -რამოხდა?თვალებს ძლივს ახელდა ეველინი... -არვიცით გული წამივიდა... -შენ დედა...დედაჩემი ხარ?არ დამსიზმრებია?ცრემლები წამოუვიდა ეველინს...ეს კი მამაჩემია ის გიჟები ჩემი და და ძმა არიან?სინამდვილეა? -კი შვილო კი სინამდვილეა!!ყველა ერთად ჩაეხუტა ეველინს და ექიმიც მოვიდა.. -რა მოუვიდა ექიმო ხო ყველაფერი რიგზეა? -კი ორივე კარგად არიან... -რას ნიშნავს ორივე? -ჰო რა ორივე?ეველინი წამოიწია... -გოგონა ორი კვირის ფეხმძიმე ხართ... ეველინი წყალს სვამდა და გადაცდა...ხველება აუტყდა.. -რაა..რავარ? -ორსულად ხართ..თავს უნდა მოუფრთხილდეთ... ექიმმა კაბინეტი დატოვა... -ბებია გავხდები...ლიკა იმეორებდა...ეველინი კი მუცლიდან ხელებს არ იშორებდა და ტიროდა.. -დემეტრეს არ უთხრათ....ორ კვირაში ნიშნობას ვგეგმავთ... -უკვე? -რაღ უკვე მალე მამა გახდება ვაჟბატონი!ცოტა ადრე კი უვაჟკაცია მაგას ვანახებ სეირს!სანდრომ ჩაილაპარაკა! ეველინი სავადმყოფოდან გაწერეს..დემეტრესთან წავიდა და მოუყვა გახარებულმა ყველაფერიი...ბავშვზე არ უთქვია ოღონდ სიურპრიზის მოწყობა უნდოდა....დემეტრე შოკში ჩააგდო ეველინის მონაყოლმა .ვერ იჯერებდა...მაგრამ გაუხარდა...2კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა...ეველინმა შავი მაღლები და თეთრი მოტკეცილი კაბა ჩაიცვა...მუცელზე ხელებს ისმევდა დემეტრე რომ შემოვიდა ოთახში.. -რა იყო მუცელი გტკივა? -არა...ისა მემგონი რაღაცა აცხია და... დემეტრე დაიხა და მუცელზე შეეხო..ევამ კი წარმოიდგინა როგორ აქვს მუცელი გამობერილი და დემეტრეს ხელი უდევს...ეჰ რა იცი გასვიანო მაგ მუცელში შენი ბიჭი ან გოგო რო ზის ახლა... -არა..არაფერი გაცხია ჩემო ტკბილო..წამო გვიცდიან.. ქვემოთ ჩავიდნენ..ნიშნობამ ჩვეულებრივად ჩაირა..ბეჭდები გაიკეთეს..მერე რესტორანში წავიდნენ...იქ ნაცნობებიც იყო ზოგი ეველინისთვის უცნობიც....უკვე გვიანი იყო..ეველინი უკვე აპირებდა ყველაზე მთავარი განცხადების გაკეთბას და სცენაზე ასვლა ვიღც გოგო რომ მივიდა მასთანნ... -შეიძლება ვილაპარაკოთ... -უკაცრავად ვიცნობთ ერთმანეთს? -არა მაგრამ სალაპარაკო მაქვს...ეველინი და ის გოგონა გარეთ გავიდნენ.. -აბა გისმენ! -შენ გგონია დემეტრეს მართლა უყვარხარ? -რა? -ჰო რა რა!ეს ყველაფერი ფულის გამოა... -ბატონო? -არ გითხრა დემეტრემ?ან რატო გეტყოდა?სასაცილოა...გამომწვევად გადაიკისკინა გოგონამ... -რაღაც გეშლებათ...ევამ წასვლა დააპირა და გოგონამ გააჩრა.. -მოდი მე გეტყვი...დემეტრემ ნიძლავი დადო ერთთან რო 3 თვეში შეგაბამდა...2 მილიონზე დანიძლავდნენ.. -რა სისულელა?რაღაც ხუმრობა ხო? -არა..შემიძლია დაგიმტკიცო..ასეთი გულუბყვილო როგორ ხარ?!ჯიბიდან მობილური ამოიღო და დაინახა გამოსახულება სადაც დემეტრე და ვიღც ბიჭის ზის..თვიდან ჩანდნენ მერე მარტო ხმა ესმოდა.. -3 თვეში ლოგინში ჩავიგორებ კიდეც და ცოლადაც შეიძლება წამომყვეს ისე შეუყვარდე!გამომწვევად ხათხათბდა დემეტრე... -რაღაც არამგონია.. -კაი რა ტო..პატარა ღლაპია ადვილად მოვიგებ მის გულს..შეუყვარდები კიდეც და მერე ხო ვაბშე ადვილად შევიტყუებ საწოლში...თან სახლში მყავს..მალე ჩემი სახლში გადავალ დედაჩემთან მოვაყომარებ და იქ წავიყვან... -აბა შენ იცი...არამგონია..მეორეს სიცილიც ისმოდა.. -ბოლო რამდენია? -კაი იყოს 2 მილიონი...2მილიონიო?ანუ ორ მილონის გულისთვის ეს ყველაფერი..ეველინი მუცელზე იჭერდა ხელებს..ცრემლებიც მოდიოდა..იქაურობას გაეცალა და სახლში გავარდა...იმწუთას ჩანთებს სთაცა ხელი და შიგნით ტანსაცმელი ჩაყარაა...დემეტრემ რომ ვერსად იპოვა,ტელეფონსაც არ იღებდა ანერვიულდა და სახლში წავიდა...დაინახა კიბეებზე ჩანთებით როგორ ჩამოდიოდა ეველინი... -ეველინ რახდება ეს რა ჩანთებია???მისკენ წაიწია! -არმომიახლოვდე!როგრო გაბედე?!ამიხსენი როგორ გაბედე?დამშვიდდი ეველინ არაფერს არ აქ აზრი...არ ინერვიულო ბავშვს ავნებ..ბოლო სიტყვები თვისთვის გულშითქვა... -რამოხდა ამის დედაცც ამოღერღე! -ყველაფერი ვიცი...აზრი აქ აქვს! -რა იცი!!!!!! -2 მილიონზე და ნიძლავზე!უთხრა და კარებისკენ წავიდა დემეტრე უკან დაედევნა.. -ეველინ მოიცადე გთხოვ არ წახვიდე არასწორად გაიგე!იმ ნაბი*ჭვარმა მოაგატყუა ეგრე არ ყოფილა... -არ მაინტერესებს დემეტრე!დაივიწყე ყველაფერი შეცდომა იყო ის ღამე...ძალით დაშვებული შეცდომა შენს მიერ!უკან არ გამომყვე გაფრთხილებ დამივიწყე! -არ შემიძლია ეველინ! -ჩემი საქმე აღარა..კარგად!თავ აწეული წავიდა კარებისაკენ ჩანთბით ხელში...მაგრამ ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა და გაშორდებოდა აქაურობას რომ ეტირა...კარებში იყო რომ შემობრუნდა...დემეტრეს იმედი მიეცა მომისმენს და ვეტყვი რომ იმ კახპამ ჩვენ დასაშორებლად უთხრა ეს ყველაფერი და სინამდვილეში სხვანაირად იყოო..დემეტრემ რომ ვერ ნახა ეველინი ანის შეეჯახა იმ გოგოს და რამოდენიმე სიტყვა წამოაყრანტალა და მიხვდა რომ ეველინს დაელაპრაკა მაგრამ არ იციოდა ეველინს რა უთხრა და ამიტომ გავარდა სახლში.. -ბეჭედი საჭინებელში დავტოვე!ბოლო სიტყვები იყო დემეტრე კარებისაკენ წავდია მაგრამ ცხვირ წინ მოუხურა ეველინმა და წავიდა..როგორც უკვე ვიცით ამ ყველაფრის შემდეგ იყო ის რომ ევა მივიდა დედასთან და მამასთან რომელიც სულ 2 კვირა შეიძინა..მაგრამ უკვე შორდებოდა...მიდიოდა..საფრანგეთი..ცოტახანი გულს გადაყოლებდა...მერე იქნება და რამოხდებოდა...ახლა ასე აჯობებდა მისთვისაც და ბავშვისთვისაც.. ** დემეტრე ოთახში ავიდა და ლოგინზე მძიმედ დაეშვა..შუქები ჩამქვრალი ჰქონდა...ფიქრობდა ეველინი როგორ დაებრუნებინა..განა არ უყვარდა სიგიჟმდე შეუყვარდა...ნიძლავი კი დადო მაგრამ 3 თვის უკან მაშინ როდესაც ეველინი მის ნერვებზე უკრავდა და აგიჟბდა..ჯერ ბარის ინციდენტის გამოც..მერე რომ გაიცნო მართლა შეუყვარდა და რაქნას..მის მერე იმბიჭთანაც კი იყო მისული და გააუქმეს ნიძლავი..ძმაკაცია ისიც შორეული და უთხრა რო შეუყვარდა სერიოზულად და არ აპირებდა მსგავსი რამის გაკეთბაც იმანაც კაი ბრატო და ასე შეთანხმდნენ...მერე გაახსენდა ეველინის ნათქვამი ბეჭედზე და ხელი გადაწია მის გვერდით მდგარ ტუმბოზე და ბეჭედი აიღო სურათთან ერთად..რადან ღამე იყო ვერ შეხედა სურათს მისი და ეველინის სურათი ეგონა ალბათ ეგეც დატოვაო...ისევ უკან დააბრუნა და დაიძინა..დილას თვალები რომ გაახილა ფეხზე წამოხტა...სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლოო..ჯინსები და მაისური ჩაიცვა და ტელეფონის ასაღებათ ტუმბოსთან მივიდა,ტელეფონი აიღო და ბეჭედისკენ წაიჭია,ბეჭედი აიღო და გაბრუნებას აპირებდა სურათმა რომ მოჭრა თვალი...ეს რა იყო...უცებ აიღო ხელში და ლოგინზე მძიმედ დაეშვა.. -ეესს...ესს რა არის ღმერთოო..მერე უკნიდან გადმოატრიალა და წარწერა წაიკითხა..’ჩვენი პატარა პრინცესა 2 კვირისაა’...გაგიჟდა....გასულელდა...სიხარულისგან სად გაქცეულიყო არიცოდა....ნუუ როგორ არ იცოდა გავარდა იქ სადაც ეველინი ეგულებოდა...მაგრამ ეველინი უკვე საფრანგეთში იყო...სახლში ეველინი რომ არ დახვდა ამაზე სულ გადაირია... -ღმერთო სად წავიდა?ბავშვიი...ჩვენი ბავშვიი.. -მოიცა გითხრა?არმითქვიაოო...საერთოდ რამოხდა არაფერი უთქვია... -გაუგებრობა მოხდა ძაან დიდი...უნდა ვნახო ახლავე...აიი ეს დამიტოვა ბეჭედთან ერთად..ფოტო აჩვენა. -დემეტრე ძალიან ანერვიულებული იყო...ჯობია ცოტახანი მოიცადო...რაც არუნდა მომხდარიყო ასე აჯობებს ორივესთვის...დამშვიდდება ყველაფერს გაიაზრებს..ბავშვისთვისაც უკეთსი იქნება რამე არმოუვიდეს...ახლა რომ მიხვიდე ინერვიულებსს..იკივლებს.იწივლებს,არშეგირიგდება და არც წამოგყვება... -მართალი ხართ ქალბატონო ლიკა..მაგრამ კარგად ხომ იქნება... ის სადაცა.. -კი არ ინერვიულო... რამოდენიმე თვის შემდეგ დემეტრემ გაიგო სადაც იყო ეველინი და სახლში მიაკითხა..კარები მოსამსახურემ გააღო... -ეველინი სახლშია? -კი მობრძანდით..თქვენ ალბათ დემეტრე ხართ.. -საიდან იცით ჩემი სახელი? -ფოტო მანახა თქვენი... -აჰაა...ერთი რაღაც რომ გთხოვოთ შემისრულებთ? -კი შვილო.. -ეველინი სადა ახლა? -ბაღშია...ტორტი უნდოდა წეღან მიუტანე და ჭამს ახლა მემგონი... -ეს ყუთი გადაეცით და უკან წამოდით... -კარგი..ქალმა ყუთი გამოართვა და ეველინთან წავიდა.. -ეს შენ მოგიტანეს ჩემო გოგო... ეველინმა ყუთი გამოართვა და მაგიდაზე დადო კითხვას აპირებდა ვინ მოიტანაო მაგრამ წასული იყო უკვე ქალი... -ხო ხედავ რა არ გვაცდიან ჭამას..უფფფ არადა რა კაი ტორტი იყო....პატარა გამობურცულ მუცელზე ისმევდა ხელებს ეველინი...ამას დემეტრე უკნიდან უყურებდა..ეველინმა ყუთი გახსა და დაინახა ნიშნობის ბეჭედი..ამოიღო,შემდეგ სურათო... -ღმერთოო...ჩემო პაწაწუნა....საიდან გაჩნდა ესენი აქ..ჩუმად ამბობდა თვისთვის..მერე კი ბოლოს ფურცელი იდო..ამოიღო და წაიკითხა.. -ძალიან მოენატრე შენს მომავალ ქმარს და შვილის მამას და არ შეურიგდები? და ბოლოში მოწყენილი სმაილი... -ნანაააააააააააააააააააააააააა!!!იმხელახმაზე დიაყვირა ევამ დემეტრეს შეეშინდა და შეხტა...ვინნნ მოიტანა ესენიიიიიიიიიი?????? -მე მოვიტანე!ბოხმა ბარიტონმა დასჭექა..ეველინს უცებ წამოვარდა ფეხზე და შეტრიალდა,მის წინ მდგარი დემეტრე რომ დაინახა ხელიდან დაუვარდა ბეჭედიც და ყველაფერი...გაშეშებული იყო დემეტრე კიდე მის მუცელს უყურებდა დაჟინებით.. -აქ რასაკეთებ? -ჩემო საცოლის წასაყვანად ვარ აქ! ** მუზა გამიფრინდა და ისევე ჩემს ძველ ნაჯღაონ ისტორიებს ვდებ.შემიფასეთ,ვიცი რო იდიალურობა არა მარა არც ძალიან კატასტროფა არუნდა იყოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.