ირმის ნახტომი -3-
[თავი 3] კარებზე ვაკაკუნებ. სხეულით აქ ვარ, ჩემს სახლთან, გონებით კი ისევ იმ ადგილას, რომელმაც დღეს ძალიან დამთრგუნა და დამამძიმა. იქნებ რა მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ... იქნებ ვინმემ დაინახა გაბო... მან ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ხის ერთადერთი ნაყოფი ამ ტოტზე იყო, ეს ნაყოფი კი პატარა ბავშვს სიცოცხლისთვის სჭირდებოდა. რა უსამართლობაა... გაბოც იმ ბინძურ ჰაერს სუნთქავს, რომელსაც ცალწარბა. შორიდან ყველას ისეთივე ეგონება, როგორიც მისი უფროსია. მორჩა! მეტს ამაზე აღარ ვიფიქრებ. აჯობებს ყველაფერი დავივიწყო. ის დღე ამოვშალო გონებიდან, როდესაც კარზე თვალცრემლიანი ნინო მომადგა. საკეტში გასაღები ჩხაკუნობს. კარები ჩარჩოში მოძრავდება და იღება. როგორც ჩანს, ნინომ ჭუჭრუტანიდან დამინახა. შეშინებული ჩანს. გარეთ გამოდის და თვალებით ათას კითხვას მისვამს. უხალისოდ ვიღიმი და მის ზურგსუკან ვაპარებ თვალს. ის ფეხს ინაცვლებს. მეფარება. ეს რას უნდა ნიშავდეს? რამეს მიმალავს? გაბოს კითხვა მახსენდება, ბავშვი ნამდვილად ცუდადაა თუ არაო... ხო, შეიძლება მე არ მინდოდა ტყუილის თქმა, მაგრამ იქნებ თავად გამახვიეს სიცრუის ბადეში? ფული იმავე ადგილას მაქვს შენახული, სადაც ის ფუთა. ვიძაბები და კვლავ ვცდილობ იმის დანახვას, თუ რა ხდება სახლში. -იყავი იქ? მომიტანე?-ჩემს სიჩუმეს ვეღარ იტანს ნინო და ჟანგისფერ თვალებს აკვესებს.-ლეა, მითხარი რამე. -მოვიტანე? ხო, მოვიტანე. აი, ფული.-გადაწყვეტილებას გონებაში ვამოწმებ, ჯიბიდან ფულს ვიღებ და ვუწვდი.-ლიკო როგორაა? შეიძლება ვინახულო? -უკეთესადაა, მაგრამ სძინავს.-შეშფოთებას ვერ მალავს ქალი და ვერ ხვდება, რომ მისი ეს ემოცია ამ შემთხვევაში ყველაფრის მანიშნებელია. თუ ლიკო უკეთაა, შედარებით დამშვიდებული უნდა იყოს. ის კი ასეთი შეშინებული მაშინაც არ ყოფილა, ჩემი შვილი ავადააო, რომ შემომჩივლა. -კარგი. მაშინ მე...-სხვა მიზეზს ვეღარ ვპოულობ და წასვლას ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად ბინიდან მტვრევის ხმა ისმის. ნინოც იბნევა და შინ შესასვლელად ემზადება, მაგრამ მერეღა ახსენდება, რომ მეც აქ ვარ და სასწრაფოდ მემშვიდობება: -მადლობა, ლეა, ყველაფრისთვის. ახლა შევალ. მგონი ლიკომ გაიღვიძა. -ლიკომ? მაშინ მოვინახულებ.-სიტუაციას საჩემოდ ვიყენებ და წინ გავრბივარ. ნინო ჩემს შეჩერებას ვეღარ ახერხებს, თუმცა უკან კი მომდევს. -მოიცადე, ლეა. მე... უნდა აგიხსნა.-მხარზე ხელს მავლებს, მაგრამ მკლავს ვიქნევ და საძინებელში შევდივარ. შესვლისთანავე ადგილს ვეყინები. ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და უკან ვიხევ. გულისამრევი სანახაობა პირში მძაღე გემოს მიჩენს. აქ ლიკო არ არის. აქ კაცია, თანაც სრულიად შიშველი. მხოლოდ წელს ქვემოთ აქვს გადაფარებული გადასაფარებელი. სიგარეტი ჩემს დანახვაზე ხელიდან უვარდება. ასეთ ვითარებაშიც კი ვამჩნევ, რომ იატაკზე შავი წერტილი ჩნდება. თავს ნინოსკენ ვატრიალებ და ზიზღით სავსე თვალებით ვაჩერდები. იმედგაცრუება ცუდად მხდის. რა სულელი ვარ... მე, მეზობელმა ვიუკადრისე ის, რომ მეცრუა, ჩემი მეზობლის შვილი ავადაა_მეთქი და მან, დედამ... ღმერთო! ნეტავ, ლიკოს დედა უყვარს? ყველა შვილისთვის ხომ იდეალია დედა, მისთვისაც ასეა? -ნინო, ეს როგორ იკადრე? კარგი, მე ჯანდაბას და შენი შვილი ასე როგორ გამოიყენე? რატომ გარიე ამ სიბინძურეში?-ხმა მიწყდება. ნინო კაბას ხელებში ჭმუჭნის. მამაკაცი შეცბუნებულია, მაგრამ საწოლიდან არ დგება. ვერ დავიჯერებ, რომ ასეთ ადამიანს რამე ეუხერხულება. -არ მინდოდა, ლეა... სხვა გზა არ მქონდა. მე რომ წავსულიყავი, ცალწარბა... ცალწარბა...-ლუღლუღებს ქალი. მისი საყვარელი კი მეორე ღერს აბოლებს. არც ცდილობს ნინოს დაცვას. რა დასაცველი ისაა, მაგრამ... -და ხომ შეიძლებოდა იგივე ჩემთვისაც გაეკეთებინა? ასე როგორ გამიმეტე?-იმის გათვიცნობიერებაზე, თუ რას გადავრჩი, უფრო ვცოფდები. -არ გამიმეტებიხარ, ლეა... აი, ხომ ხედავ, საღსალამათი ხარ...-ტირის ის. -საღსალამათი? როგორ არ გრცხვენია, ნინო? ამის გამო გამიშვი ხომ? ამის გამო ხომ?-თითს მამაკაცისკენ ვიშვერ, რომელიც გულგრილი გამომეტყველებით უყურებს ჩვენს კამათს.-ღირს კი ამად? -ლეა... ნუ ამბობ ამას! მოკლავენ... ფული რომ არ მიიღონ ამ ღამით... მოკლავენ...-ტირილს არ წყვეტს ქალი. ნერვები მეშლება. ის კიდევ ამართლებს თავის საქციელს. ვინ იცის, ახლა მისი შვილი სადაა, რას აკეთებს, იქნებ როგორ ენატრება დესდა, თავად კი საყვარელთან ერთად ერთობა და მისი გულისთვის შავ საქმეებშიც არის გარეული. -ხოდა მოკლან!-გაბრაზებისგან სახე მეჭარხლება. ნინოს ფული კომოდზე დაუდია. ხელში ვიტაცებ და კარებისკენ მივდივარ. -მოიცადე!-ჩემს ზურგსუკან ფეთქავს ვულკანი. რამდენიმე წამს ვყოვნდები. ვიმედოვნებ რამეს ჩაიცმევს. მისკენ ვტრიალდები და ირონიული ღიმილით უფრო ვუჭერ ხელს ფულს. -რა იყო?-თეატრალურად ვიკვირვებ. ნინო მის ზურგსაა ამოფარებული. შეიძლება ჯერ ისევ დარწმუნებულია, რომ ადამიანი, რომელიც მის სარეცელს იზიარებს, გმირია და მუდამ ყველასგან დაიცავს. -ეგ ფული ნინოსია. დააბრუნე ადგილზე და წადი. ის კი, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს.-გვრგვინავს ის და ჩემკენ იწევს. კარებს ვეფარები. გაბრაზება სითამამეს მმატებს, მაგრამ მთლად ისეც არ გავგიჟებულვარ, რომ გაბედულად ავესვეტო წინ. -ეს ფული სულ სხვა ადამიანს ეკუთვნის. ცალწარბამ დღეს ფულის გამოტანება არ მოისურვა, ნინოს ხვალ მიუტანენ ბიჭებიო, მე კი სხვისგან ვისესხე, რადგან მეგონა პატარა ლიკო იყო ცუდად.-ცალყბად ვიღიმი.-როგორც ჩანს, მომატყუეს. ნახვამდის, ნინო. ხვალამდე მოცდა მოგიწევთ. ამ სიტყვებით ნინოს ბინას ვტოვებ. საჩქაროდ ვაღებ ჩემი სახლის კარებს, შემოსასვლელში ფაცხა-ფუცხით შევრბივარ, საკეტში გასაღებს ვატრიალებ და დაკეტილ კარს ზურგით ვეყუდები. სუნთქვა ნელ-ნელა მწყობრში მიდგება. ფეხებიც ისე აღარ მიკანკალებს. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი. უბრალოდ ჩავთვალე, რომ გაბოს თუ ეცოდინებოდა, ნინოს რაში სჭირდებოდა ამ ღამესვე ფული, თავს საფრთხში არ ჩაიგდებდა. მას ფული, რაც შეიძლება, მალე უნდა დავაბრუნო, რადგან ცალწარბამ არ აღმოაჩინოს, რომ გარკვეული თანხა აკლია. თუ ეს მოხდება, მაშინ დამნაშავე მე ვიქნები. ^^^ დილა მშვიდობის! დღეს არ მცალია და ასე ადრე იმიტომ დავდე. თან სათქმელიც მაქვს თქვენთვის. როგორც იცით, ისტორიას ისე არ ვდებ საიტზე, თუ არ დაგაინტერესებთ. ასე რომ, საიტზე ამ მოთხრობას არ გავაგრძელებ, თუ მხოლოდ ერთ ადამიანს მოეწონება ისე, რომ კომენტარს დამიტოვებს, თუმცა თუ ასე მოხდება, დიდხანს ვერ მოვახერხებ დაბრუნებას, რადგან მე ეს ისტორია უნდა გავაგრძელო ჩემთვის, რადგან განსაკუთრებით ფაქიზად ვუდგები მის წერას და რაღაც გეგმებიც მაქვს. ხოდა ეს თავი მიმახვედრებს, უნდა დავდო თუ არა შემდეგი... სიყვარულით სოფიკო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.