შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისარტყელა (2 თავი)


7-09-2016, 13:12
ავტორი teddy))
ნანახია 2 721

***
მანქანას ვაჩერებ და მე და ნეა ავტომობილიდან გადმოვდივართ. ნარინჯისფერ შენობაში შევდივარ და იქ მოტრიალე ქალს ვეძახი:
-უკაცრავად, ქალბტანო!
-დიახ!-ბრუნდება უკან მაღალი, კეხიანი ცხვირით, ლამაზი ნაკვთებით დამშვენებული მანდილოსანი.
-ბავშვთა სახლის მოწესრიგება ვისაც ევალება მოხალისედ, სად უნდა ჩაეწერონ?-ეკითხება ჩემი დაიკო, რომელსაც ერთი სული აქვს საქმეს შეუდგეს.
-აი იქ მიბრძანდით!-ხელით გვანიშნებს კარებისკენ. მორიდებულად ვაკაკუნებ და ხმაც გვესმის:
-შემობრძანდით!-ნეას ვუღიმი და პირველი მე შევდივარ.
-გამარჯობა!-ვესალმებით ჩვენ.
-მოხალისედ გსურთ ჩაწერა ხომ?-გვეკითხება დაახლოებით ოცდაათი წლის გოგონა.
-დიახ თუ შეიძლება!-ვუღიმით და ფურცელზე რაღაცის შევსებას იწყებს.
-სახელი და გვარი?-მაღლა სწევს თავს.
-ნუცა ჯაველიძე!-ვპასუხობ მას.
-თქვენ?-ეკითხება ჩემ დას.
-ნეა ჯაველიძე!-აწერინებს ის.
-დები ხართ?-იღიმის ის.
-დიახ!-ეუბნება ნეა და ხელს ვაწერთ ფურცელზე.
-რაც მალე დასრულდება ეს ყველაფერი მით უკეთესი, ბავშვები სხვა შენობაში გვყავს გადაყვანილი!-გვაცნობს და წინ გვიძღვება. თავის კაბინეტის კარს აღებს და დიდ ოთახში შევყავართ, სადაც ახალგაზრდები ტრიალებენ.
-აი, ესენიც თქვენსავით მოხალისეები არიან, მიდით და დაგაკვალიანებენ, თქვენც მიხვდებით... წარმატებები!-გვიღიმის და უკან ბრუნდება.
-გამარჯობა!-ვიძახით მე და ნეა.
-გაფუჭებული მანქანა...-მესმის ხმა და ბიჭისკენ ვიხედები, რომელიც კიბეზე დგას და ხელში შესაღები ფუნჯი უჭირავს.
-ბართლომე?-ვიკვირვებ მე.
-ხო, ჩვენც ჩავეწერეთ, გადავწყვიტეთ კეთილი საქმე ვაკეთოთ!-მიგვანიშნებს თავის მეგობრებზე, რომლებიც მაშინაც ახლდნენ ბათუს.
-კარგია!-ვიძახი და ამ დამთხვევისგან გაურკვეველი და გაღიმებული მეც მასავით კიბეზე ავდივარ. ჩვენი შეხვედრები სულ გაურკვეველი რატომ არის?! ჯერ იყო და ავტომობილები, შემდეგ ეს... იისფერ საღებავს ვუსვამ კედელს და თან გაღიმებული ბართლომესკენ ვაპარებ თვალს.
-ეგრე ნუ აპარებ თვალს, თორემ შემრცხვება!-განაზებული ხმით მეუბნება ის.
-მასხარაც ყოფილა, ჩვენი ბათუ!-ლოყებ აწითლებული ვამბობ მე.
-ყურადღებით იყავი, შეხედე მწვანე საღებავზე გადახვედი!-იღიმის ბართლომე. მას თვალს ვაცილებ და მწავნე კედელს ვუყურებ, რომელსაც იისფერი შეერია.

***
დაღლილი დაბლა ვჯდები და ბათუც ჩემკენ მოემართება და გვერდზე მიჯდება.
-ისე მცხელა, ნეტავ ახლა ვინმემ წყალი გადამასხას!-ვამბობ და თმას უკან ვიწევ. რამდენიმე წამში, ჩემ თავს ვუყურებ, დასველებულს.
-ნორმალური ხარ?-ფეხზე ვდგები მე.
-წესით გოგოებს უყვართ, როდესაც ბიჭი ოცნებას უსრულებს!-გაღიმებული ამბობს ის და წყლის ბოთლს ფანჯრის რაფაზე დგამს.
-ოცნებასაც გააჩნია!-ვეუბნები მას.
-ჩევნი შეხვედრა წყლით ავღნიშნე, არ შეიძლება?!-წყნარად მეუბნება ის.
-კარგი არჩევანია!-ვიძახი და გერეთ გამოვდივარ.

შარვალზე ხელებს ვისვამ. ვაშლის ხეს ვხედავ, რომელიც ჩემს ყურადღებას იქცევს.
-კარგი რა, მართლა გეწყინა?-მესმის ბართლომეს ხმა.
-ის ვაშლი მომიწყვიტე და წყენას გამოისყიდი!- ვუღიმი მას. ეცინება და ხეზე ასვლას იწყებს.
-დაიჭირე!-ვაშლს მესვრის და ხელებს ვამზადებ დასაჭერად, რომ თავში ვგრძობ რომ რაღაც მძიემე მხვდება. ნატკენ ადგილას ხელს ვიკიდებ და ბათუს შევყურებ:
-აღარ მინდა ვაშლი! ნორმალურად რომ მოგეცა ვაშლი და თავში არ გესროლა, არ შეგეძლო?!
-შემთხვევით მომივიდა, ბოდიში!-იცინის ის.
-რა სასაცილოა?!-სიცილს ვეღარ ვიკავებ მე. ხიდან ჩამოდის და წინ მიდგება.-რა გინდა?-ვეკიტხება მას.
-ეს შენ ყველაზე მწვანე და დიდი ვაშლი!-უკან წაღებული ხელი, ჩემკენ მოაქვს.
-მასხარა!-ვაშლს ვართმევ და შენობაში ვბრუნდებით.
ცისარტყელა (2 თავი)

--------------------------------------------------------------
დიდი სიყვარულით ნუცას და ბათუს! რეალური ამბავია ეს ისტორია და იმედია მოგწონთ! უღრმესი მადლობა შეფასებებისთვის! ფოტოზე ბართლომეა! პატარა თავებს ვერ ვცდები...



№1  offline წევრი mimimimo

ოუ, ეს რა კარგია!
ოღონდ ვერ გავერკვიე ნუცა ყვება ხომ?

 


№2  offline წევრი teddy))

mimimimo
ოუ, ეს რა კარგია!
ოღონდ ვერ გავერკვიე ნუცა ყვება ხომ?

გმადლობ, საყვარელო! heart_eyes კი, ნუცა ყვება! blush heart_eyes kissing_closed_eyes

 


№3  offline წევრი (((end)))

მეორე თავიც მომეწონა heart_eyes
კარგი გოგო ხარ kissing_heart
შენს ძველ ნაწერებს ჯერ არ გავცნობივარ,მაგრამ მალე გავეცნობი და უფრო კარგად " შეგისწავლი" joy stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes აუცილებლად გააგრძელე heart_eyes წარმატებები !!! heart_eyes

 


№4  offline მოდერი bibo

chemi pawuka gogo vgijdebi me shenze chemo alubaloo :*nucazec ki vgijdebi agas ro daeca mexi eg dampali egaa :*miyvarxart bartyebo orivenicaaa vgijdebi me tqvenzd guls da suls mitbobt.shen chemi pawuka guls mitbob mitkbob suls moferadeb da mikokloziineb chemo ertaderto vgijdebi shenzeo

 


№5  offline წევრი teddy))

(((end)))
მეორე თავიც მომეწონა heart_eyes
კარგი გოგო ხარ kissing_heart
შენს ძველ ნაწერებს ჯერ არ გავცნობივარ,მაგრამ მალე გავეცნობი და უფრო კარგად " შეგისწავლი" joy stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes აუცილებლად გააგრძელე heart_eyes წარმატებები !!! heart_eyes

შენს შეფასებას ველოდებოდი, საყვარელო! ♥ უღრმესი მადლობა! გამიხარდება! ♥♥

bibo
chemi pawuka gogo vgijdebi me shenze chemo alubaloo :*nucazec ki vgijdebi agas ro daeca mexi eg dampali egaa :*miyvarxart bartyebo orivenicaaa vgijdebi me tqvenzd guls da suls mitbobt.shen chemi pawuka guls mitbob mitkbob suls moferadeb da mikokloziineb chemo ertaderto vgijdebi shenzeo

ჩემო სიყვარულო, დიდი მადლობა! ძალიან მიყვარხარ, საყვარელო! ჩემი ტკბილი და თბილი ხარ! ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent