შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით (7)


7-09-2016, 13:36
ნანახია 2 388

***
-არა, დედიკო არ მესმის ასე უცებ როგორ გადაწყვიტეთ. მე და შენ ხომ ვმეგობრობდით? ამდენ ხანს თუ ხვდებოდით ერთმანეთს, რატომ არ ვიცოდი?-უსაყვედურა ირმამ კატოს.
-კაი რა, დე..
-რა გინდათ ხალხო, ძლივს კატოს ვიშორებთ თავიდან. ეშველა, რა..-ხითხითებდა ნიკუშა.
-არ მიბრაზდები, ნიკუშ?
-არა, რატო უნდა გაგიბრაზდე? ვიცოდი, რომ გიყვარდათ ერთმანეთი. რეზი კარგი ბიჭია და რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო?-უპასუხა ნიკუშამ და შამპანიური ჩამოისხა. მხოლოდ უფროსი მეტრეველი იყო ჩუმად. ირაკლი ხმას არ იღებდა და უბრალოდ აკვირდებოდა ოჯახის წევრების საუბარს.
-მა..-ხმა ამოიღო კატომ.
-შენ ყოველთვის ჩემი გოგო იყავი და იქნები. ძალიან მატკინე და გული დამწყვიტე საქმის კურსში რომ არ ჩამაყენე, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდებს ვერაფერი გაგიგეთ. არაუშავს, ჩემი შვილი ხარ და ვიცი, რომ დარწმუნებული რომ არ იყო ამ ნაბიჯს არ გადადგამდი,-უთხრა ირაკლიმ და ერთი ღრმად ამოისუნთქა,-მაგრამ თუ გაწყენინებს რეზი იცოდე, ფეხებით დავკიდებ ამ ჭაღზე!

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.. რომ იცოდეს კატოს ოჯახმა რეალურად რატომ მიყვებოდა რეზის ცოლად, ალბათ მარტო რეზის კი არა კატოსაც დაკიდებდნენ მისაღების ჭაღზე ფეხებით. გადაწყვიტეს რეზიმ და კატომ, რომ სიმართლე არავისთვის არ ეთქვათ სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა. არადა, მთელი ბავშვობა ოცნებობდა სანატრელ პრინცზე თეთრ ცხენზე ამხედრებულზე თუ არა რამე კაი თეთრი ფერის მანქანაზე ამხედრებული რომ მოაკითხავდა, აუცილებლად, მოუტანდა დიდი თეთრი ვარდების თაიგულს. ეცმეოდა ვერა ვანგის თეთრი საქორწინო კაბა დიდი შლეიფით და აუცილებლად, სასურველ სტუმრებთან ერთად აღნიშნავდა გაბედნიერებას.

მაგრამ...
რა ცუდი რამეა „მაგრამ“.
ყველაფერი ხომ ისე არ ხდება, როგორც გვინდა.

-სიძე კაცი მოვიდა!!-წამოიყვირა ნიკუშამ და კარებისაკენ გაიქცა.
-ნუ, ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება,-უთხრა ლიზამ კატოს და ნაზად აკოცა. რეზი შემოვიდა და კატოს იმ ოცნებიდან ერთი მაინც აუხდა.. უზარმაზარი თეთრი ვარდების თაიგული ეჭირა. უკან ლიკუნა და დათუნა მოჰყვებოდნენ. მიხვდა კატო.. ლიკუნას ხელი იყო ჩარეული ამ ყველაფერში, მაგრამ ხო უნდოდა და ერთი მაინც აუხდა?

რადგან არ იცოდნენ მშობლებმა რეალურად რა ხდებოდა თავი აარიდეს აყალ-მაყალს და მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრთან ერთად წავიდნენ იუსტიციის სახლში. ლიკუნას, ლიზას და ანის უხაროდათ რომ კატო და რეზი დაოჯახდნენ. რეალურად, ხომ მხოლოდ ამ სამმა იცოდა მათი სიმპათიების შესახებ. იუსტიციიდან გამოსულები კი რეზის სახლში წავიდნენ, სადაც ნანუკა ელოდა სტუმრებს.

-დაწინდვა?-ჰკითხა რეზიმ კატოს.
-ხელმოწერა სიღნაღში და ჯვრისწერა გერგეთზე?-კითხვა შეუბრუნა კატომ.
-ეგეც იქნება..-ჩაილაპარაკა რეზიმ.
-ასეა, საჭირო.. ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ რამეს ძალით ვაკეთებ.
-კატო, მოგიწევს როგორც ნადმვილი ცოლი ისე მედგე გვერდზე.
-ვიცი, მაგრამ ხომ იცი ყველასთვის ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენ მხოლოდ ფიქტიურად, ქაღალდზე დაქორწინებულები ვართ?
-შვილიშვილებს რომ მოიკითხავენ შენი მშობლები?-ჩაიცინა რეზიმ.
-არსად გვეჩქარება,-უპასუხა კატომ და თავი აარიდა რეზის.


***


სახლში შესულებს სიურპრიზი დახვდათ. ლევანი მისაღებში ელოდა ახალდაქორწინებულებს. სიხარულით ანიმ იტირა მამის დანახვაზე. არ ეგონა ასე მალე თუ გამოწერდნენ ოპერაციის მერე.

-იმდენი იწუწუნა იმდენი, რომ ფაქტობრივად პატარა პალატა მოვუწყვე თავის ოთახში,-გაიცინა დათუნამ.
-მამა, კარგად ხარ?-ჰკითხა რეზიმ ლევანს.
-მე კი კარგად ვარ.. კატო, გილოცავთ!-უთხრა ლევანმა და ჩაეხუტა კატოს,-წამოდი, მე და შენ დავილაპარაკოთ.-კატომაც თავი დაუქნია და ლევანს გაჰყვა. იმ კაბინეტში შევიდნენ, სადაც კატომ რეზის მისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. სავარძელში ჩაჯდა ლევანი და დაღლილმა შეხედა კატოს.
-ბატონო ლევან, ცუდად ხომ არ ხართ?-შეშინდა კატო.
-არა, მადლობა კარგად ვარ უკვე. უბრალოდ, გთხოვ ბატონო მოაშორე ასე თუ ისე მამამთილი ვარ შენი და ლევანი დამიძახე.
-დიახ, კარგი.-მორცხვად უპასუხა კატომ.
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო,-თქვა ლევანმა, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა,-შენი უზომოდ მადლიერი ვარ. სხვა ვერც კი წარმომიდგენია რეზის გვერდით ამ დროს. არ ვიცი შენ რატომ, მაგრამ რომ გავიგე შენ იქნებოდი „ის“ ძალიან გამიხარდა. ვიცი, რომ ჩემი შვილი ცუდად არ იქნება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. უბრალოდ, ერთს გთხოვ მაპატიო.
-რა უნდა გაპატიოთ?-გაოცდა კატო.
-ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. არაკაცი ვარ. ვერ ვუთხარი რეზის სიმართლე.. მამამ რა საბუთებსაც ხელი მოაწერა ჩემი ბრალია. მე წავაქეზე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით წინდახედული ადამიანი იყო რეზო და ერთი ნაბიჯი დაიტოვა უკან. საქმე ძალიან დიდ ფულს ეხებოდა და ამან დამაბრმავა. გარიგება დავდე მალხაზ კორკოტაძესთან, რომ თუ ეს გარიგება შესრულდებოდა ორივე ვიხეირებდით. თუ არადა ყველაფერი მის სახელზე გადავიდოდა. რეზოს სიკვდილმა მეორეს შეუწყო ხელი და შესაბამისად ეს გარიგება ჩავარდა. გარდაცვალებიდან 6 თვე გაიწელა ქონების გადმოფორმება. დანარჩენი კი შენც იცი.. უბრალოდ, გთხოვ 1 წელი მაინც გაჩერდე რძლად, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და ის საბუთები, რითაც მალხაზი შეიძლება იმუქრებოდეს.
-გასაგებია ლევან. მე არ მეგონა 1 წელი თუ მომიწევდა თქვენი რძლობა. კი, ვიცოდი რომ რაღაც დროის განმავლობაში იქნებოდა, მაგრამ ამდენი არ მეგონა. არც მაგაზეა პრობლემა.. თქვენ არ ინერვიულოთ..-უთხრა მოჩვენებითი სიმშვიდით კატომ.-ლევან, ჩემმა ოჯახმა არ იცის რეალური მიზეზი რატოც დავქორწინდით და ჯვრისწერაზეც თუ რამე იკითხეს სეზონს დააბრალეთ. სიცივეა და ამიტომ არ გვინდა ჯერ ქორწილი.. ასე ვუთხარით ჩვენ.
-კატო, სასწაული გოგო ხარ შენ..-უთხრა ლევანმა და გაუღიმა რძალს. კატომაც გაუღიმა ლევანს და ოთახიდან გავიდა. აფორიაქებული იყო რაღაცნაირად. არ სჯეროდა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე იყო და არ სჯეროდა, რომ რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი.


-არა, მაინც ვერ ვხვდები რატომ არ დაიწერეთ ჯვარი ან ქორწილი რატომ არ გადაიხადეთ,-თქვა ნიკუშამ,-კატო, შენი ოცნება იყო ქორწილი და სულ ოცნებობდი ყველაფერი ჯადოსნური ყოფილიყო.
-მალე ანის და ზაზუკას ქორწილია. ეს ქორწილი დიდიხანია დაგეგმილია და ძალიან დიდი ხარჯი იქნება ორი ქორწილი ერთად. ჩვენ კიდევ რომ დათბება მაშინ გადავიხდით ქორწილს,-უპასუხა კატომ.
-მამა, ხომ იცი რომ ფულზე არ არის პრობლემა?-შეახსენა ირაკლიმ შვილს.
-გასაგებია ირაკლი, მაგრამ კატომ ასე გადაწყვიტა. ხელის მოწერას ისედაც მანამდე ვაპირებდით. როგორც კატო გადაწყვეტს ისე ვიზამთ. მე პირადად არ მაქვს პრობლემა,-უთხრა რეზიმ და ხელი გადახვია კატოს.

სტუმრები გვიან წავიდნენ. იმ დღესვე ნაწილი ტანსაცმლისა გადმოიტანა კატომ. შეთანხმებისამებრ რეზის გვერდზე ოთახში დაიკავებდა ადგილს კატო. უემოციოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს და შევიდნენ თავიანთ ოთახებში. აივანზე იჯდა რეზი და არა თითზე მორგებულ ბეჭედს უყურებდა. ჯერ ხომ საერთოდ ვერ იფიქრებდა ცოლს თუ მოიყვანდა და მით უმეტეს, ასე. ყველაზე სასურველი ყველაზე შორეული გახდა მისთვის. ნერვები ეშლებოდა შექმნილ სიტუაციაზე. როგორი უსუსური ჩანდა.. რომ კატოს დასახმარებელი გახდა. არადა, ყოველთვის თვითონ ჭრიდა პრობლემებს. უბრალოდ, არ დასცალდა ამ ეტაპზე და ბედს მიენდო. იქნებ, ეს ქორწინება ნამდვილ ქორწინებაში გადასულიყო.

ისევ იმედი..
არა, ნამდვილად ღირს ცხოვრება თუ რაღაცის იმედი გაქვს.
ხავსს რომ ეჭიდები მაშინაც გეიმედება ის ბალახის პატარა ნაგლეჯი.
გასაოცარია, მაგრამ იმედი სტიმულს გაძლევს და მართლაც ღირს რაღაცისთვის ცხოვრება.


***


-ანი, ძალიან ლამაზი ხარ!-აღმოხდა ლიკუნას ანის დანახვისას. საოცრად ლამაზი იყო ანი.. სწორი კაბა ეცვა, კორსეტი სულ თვლებით იყო მორთული, თმა აწეული ჰქონდა და გრძელი ფატა ეკეთა.-გული ამიჩუყდება ეხლა!
-კარგი არ იტირო,-გაეცინა ანის,-შენც ძალიან ლამაზი ხარ!
-მე რას მიყურებ გოგო! შენ ხარ დედოფალი. მე ჩემს ქორწილშიც მეყოფა სილამაზე,-თავი ასწია ლიკუნამ.
-ხო, რო ჩამირძალდები, არა?
-რა ცუდი გოგო ხარ, პროსტა!-გაიცინა ანიმ,-დიახაც.. მაგრამ ამ ექიმებს რას გაუგებ? სწავლასავით აქვთ ცხოვრება მოწყობილი. ჯერ აბიტურიენტები ვართ ჩვენ ურთიერთობაში,-გაიცინა ლიკუნამ.
-რა გიჟი გოგო ხარ,-გადაიხარხარა ანიმ.
-აბა, რას შვებით?-კარი კატომ შემოაღო.
-ვაიმე, კატერინა! რა ვიდზე ხარ?! თვალი დაუდგეთ ბიჭებს, რა!-წამოიძახა ლიკუნამ. ლიკუნა წითელ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც წინ ამოჭრილი იყო საკმაოდ და მუხლამდე ჩადიოდა. სადა ყელსაბამი ეკეთა და საყურე კი მასიური. თმები აეწია ეგრეთ წოდებული „პრიჩოსკა“ ჰქონდა. კატოს კი გრძელი შამპანიურის ფერი კაბა ეცვა. წინა მხარეს პრარეზით, რომელიც სიარულში იხსნებოდა. თმები დატალღული ჰქონდა და სადა მაკიაჟით იწონებდა თავს.
-ისეთი ლამაზი რძალი მყავს და სარძლო,-თვალი ჩაუკრა ანიმ ლიკუნას,-რაღა უნდა მიჭირდეს?!
-შენ მორჩი ამ დედაკაცურ საუბრებს ნუ გადახვედი ლიკუნას ყაიდაზე,-გაიცინა კატომ,-მზად ხარ? გზაშია შენი ქმარი.
-და შენი ქმარი სად არის?
-ჩემი ქმარი სავარაუდოდ ლევანთან არის ქვემოთ,-უპასუხა კატომ.
-აჰა, გასაგებია.. აუ, გოგოებო! ძაან ვნერვიულობ!-დაიწუწუნა ანიმ.
-რა განერვიულებს? ზაზუკა მშვენიერი ბიჭია. ბოლოს და ბოლოს ჩემს ხელში გაიზარდა და როგორ ფიქრობ მე ცუდად აღვზრდიდი?-დაქაჩა თვალები ლიკუნამ.
-აუ, რავიცი.. ძაან მეშინია ისე მალე დადგა ეს დღე!
-ა, შე მაიმუნო! გადაკარი ერთი ჭიქა სასმელი და ეგაა,-დაამშვიდა ლიკუნამ,-რძალს კითხე მოგიყვება რა უნდა ქნა,-სიცილით გახედა კატოს, რომელიც გასუსული უსმენდა.
-ლიკა!-გაბრაზდა კატო.
-რა ლიკა რა ლიკა? რატომ ხარ ესეთი მორცხვი, რა!
-გაჩერდი, რა.. რა არის მოსაყოლი? არაფერს არ სჭირდება მოყოლა.-თქვა კატომ და ანის მიუახლოვდა,-არ ინერვიულო ჩემო საყვარელო! დღევანდელ საღამოს ნუ იფიქრებ მაინც და მაინც. მთელი დღეა წინ.. ულამაზესი პატარძალი ხარ და ყველაფერი იქნება კარგად დღეს!
-ვაიმე, შენ რომ არ გამეცანი და ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილიყავი რა მოხდებოდა?-თქვა ანიმ და გაუღიმა კატოს.
-ვაიმე, დავიღვენთები ეხლა,-აკაკანდა ლიკა,-ჩავედი მე ქვემოთ. თქვენი ატანა ერთად არ მაქვს.. სქელი ლიზა მოვიდოდა და იმას მაინც დავეკონტაქტები..-თქვა ლიკუნამ და ოთახიდან გავიდა.

კატო ანის უყურებდა და უხაროდა მისი ბედნიერება. არა იმიტომ, რომ ზაზუკა ბედნიერდებოდა ამ გოგოთი. ანი შეიყვარა და მიიღო თავისიანად. ყველანაირად ცდილობდა ეს გოგო ჩაერთო ყველაფერში კატო და გაეხალისებინა. სიცილში ხანდახან რძალსაც ეძახდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ რომ დარჩებოდნენ მარტოები. ყველანაირად ხელს უწყობდა, რომ კატოს თავი კარგად ეგრძნო. უყურებდა და უხაროდა, რომ ასეთი ახლობელი ადამიანი შეიძინა ანის სახით.

-კატო, შენც გექნება ისეთი ჯადოსნური ქორწილი, როგორიც გინდა და იმსახურებ..-უთხრა ანიმ.
-ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ არის ახლა..-თქვა კატომ მშვიდად.
-ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა, რომ შენ.. შენ და რეზი ასეთ დიდ ქორწილს გადაიხდით და შენ თეთრ კაბაში გამოეწყობი.. შენთან ერთად ვივლი კაბაზე და ქორწილის სამზადისზე. ყველაფერში დაგეხმარები იმიტომ, რომ საოცრად კარგი ხარ, კატო! მადლობა..-უთხრა ანიმ და ჩაეხუტა კატოს.
-მაკიაჟი, გოგო!-გაუწყრა ანის კატო,-გაგიფუჭდება!

ქვემოთ შეკრებილიყვნენ უკვე და ელოდებოდნენ სიძის მოსვლას, რომ
ლევანს გამოეყვანა ანი ზაზუკასთვის.

-რა იცი რომ მოვლენ?
-პირადად დავპატიჟე რეზი ორი თვის წინ როცა ქორწილი დაიგეგმა. ძალიან გთხოვ არაფერი უთხრა და შენს დას ნუ ჩაუშლი ქორწილს,-ხმადაბლა უთხრა ლევანმა რეზის.
-სისულელეა! არაფერს არ ვეტყვი. ორი წლის ხო არ ვარ? შეგიძლია მშვიდად იყო..-უთხრა რეზიმ მამას და კიბისკენ გაიხედა, საიდანაც კატო ჩამოდიოდა.

გააცია.
გააცხელა.
თითქოს ადუღებული წყალი გადაასხეს.
გული აუჩქარდა და რამდენჯერმე დახუჭა თვალები.
არ ჯეროდა, რომ ეს კატო იყო!
ყოველთვის მოსწონდა კატო გარეგნულად, მაგრამ ახლა? სასწაული იყო კატო.
გულის სიღრმეში რამდენიმე წამით ეს ქორწინება მართალი ეგონა და გაეღიმა.
მაგრამ...
კიდევ ეს მაგრამ!
არასდროს დაანებებს თავს!

-კატო! რა ლამაზი ხარ,-უთხრა ლევანმა.
-დიდი მადლობა, ლევან.-მორცხვად უთხრა კატომ და რეზის გახედა, რომელიც ხმას ვერ იღებდა.
-არაფერს მეტყვი?
-ა.. ხო.. ულამაზესი ხარ!-გამოფხიზლდა რეზი. კატოს გაეღიმა.. მოეწონა რეზის რეაქცია.

სიძე მოვიდა, დაილოცნენ და წავიდნენ ეკლესიაში. ჯვარიც დაიწერეს, სურათებიც გადაიღეს და რესტორანშიც მივიდნენ. ანი ბრწყინავდა ბედნიერებისგან. საოცრად ლამაზი პატარძალი იყო.. უყურებდა კატო და ეღიმებოდა. ხომ შეიძლებოდა მასაც ასეთი ქორწილი ჰქონოდა? არაუშავს, გაშორდება რეზის და როცა იქნება იქორწინებს. ხელმეორედ? აბსურდია! იქნებ, არც დაშორდნენ.

ყველაზე დიდი პრობლემა სიყვარულის იცით რა არის?
გაუბედაობა..
ვერ ბედავ შენი გრძნობების გამჟღავნებას და ასე, ჯიუტად მიჰყვები დინებას.
მართალია ლიკუნა. უნდა გარისკო , თორემ სადამდე გაიწელება დინება არავინ იცის..

-შეიძლება ვეცეკვო ულამაზეს ქალბატონს?
-ბათუ! რა სიურპრიზია.. შენ აქ საიდან?-გაიოცა კატომ.
-თბილისი პატარაა ხომ, იცი? არ მეცეკვები?
-კი,-გაუღიმა კატომ და გამოწვდილ ხელს ხელი შეახო. ნელა ცეკვავდნენ.
-რას შვები როგორ ხარ?-ჰკითხა ბათუმ ყურთან ახლოს. არ ესიამოვნა კატოს.. რეზისი სულ სხვა იყო..
-არაფერს, გეცეკვები..-გაიცინა კატომ.
-შენი სილამაზე დროსთან ერთად უფრო იფურჩქნება, როგორც ვარდი..-უთხრა ბათუმ. გაეცინა კატოს..
-ისევ ისეთი ხარ?
-კი, ისევ ისეთი. რა შემცვლიდა? და ისევ ისეთი უგონოდ შეყვარებული შენზე..-უპასუხა ბათუმ. უხერხულად შეიშმუშნა კატო და დარბაზს თვალი მოავლო, რომ რეზი დაენახა.
-ბათუ, მე გავთხოვდი..-უთხრა კატომ. ბათუ ადგილზე შედგა და თვალებში ჩახედა კატოს. ერთად ამოიკითხა გაოცება და სიბრაზე.. გულმა წამით ნელა დაიწყო ფეთქვა.
-მართლა?
-ჰო, გავთხოვდი.. მაშინ რომ გნახე უკვე გათხოვილი ვიყავი.. უბრალოდ, იმდენი ხანია არ მინახიხარ ერთიანად ყველაფერი ვეღარ გითხარი,-მოიბოდიალა კატომ.
-ბედნიერი ხარ?-ჰკითხა ბათუმ.
-კი, ბედნიერი ვარ..
-რომ არ გეტყობა?-გაეღიმა კატოს.
-ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა იმის გვერდზე ხარ, ვინც გიყვარს..
-ხო, მე ამას ალბათ ვერასდროს გავიგებ,-გულდაწყვეტილმა უთხრა ბათუმ და დაატრიალა კატო.
-აუცილებლად, გაიგებ..-გაუღიმა გოგონამ და თვალი მოკრა მწვანე თვალებს.
-შეიძლება ჩემს მეუღლეს ვეცეკვო?-გაისმა ცივი ხმა.
-დიახ, რა თქმა უნდა. მადლობა კატო,-გაუღიმა ბათუმ, ხელზე აკოცა კატოს და გაშორდა. რეზიმ მიიხუტა კატო და ხელზე ისე მაგრა მოუჭირა სიმწრისგან ხელი, რომ ძლივს ამოისუნთქა მეტრეველმა.
-გააფრინე? მეტკინა..-ცრემლები მოადგა კატოს თვალზე.
-იცი, ვინ არის ეგ? იცი?
-ჩემი და ლიკუნას ბავშვობის მეგობარი. რა პრობლემას ქმნი?
-იცი, ვისი შვილია? აი, იმ იურისტის ვინც ეს საქმე გააკეთა და დღეს შენ ჩემი ცოლი ხარ!-დაუღრინა რეზიმ.
-მართლა? გოჩა ბიძია ამას არ იზამდა!-გაოგნდა კატო.
-უარესებიც ქნა..-ხმადაბლა უთხრა კატოს რეზიმ.
-გასაგებია, მაგრამ ბათუმ რა დააშავა?
-იმის შვილია!-გამოსცრა რეზიმ.
-მაგისნაირი არ არის, რეზი! ყველა მშობელს ხომ არ ემსგავსება?
-რა მნიშვნელობა აქვს?! იმ ადამიანის შვილია, ვინც ხერხემალია იმისი, რომ ყველაფერი წაერთვა. დარწმუნებული ვარ მალხაზ კორკოტაძე უზარმაზარ თანხას შესთავაზებდა!
-არ შეიძლება ასე ლაპარაკი, რეზი. ის ჩემი მეგობარია და ხელს მაგის გამო ვერ ვკრავ, როცა არაფერი დაუშავებია..-ამოილუღლუღა კატომ.
-უყვარხარ მაგ ბიჭს!-დაიღრინა რეზიმ.
-ესაა პრობლემა?-გაეღიმა კატოს.
-რა გაცინებს? წამოდი..-არ შეიმჩნია რეზიმ ნათქვამი და მაგიდისკენ წავიდა. კატო უღიმოდა. ესიამოვნა.. ძალიან ესიამოვნა რეზის ეჭვიანობა. ბათუ მართლა კარგი ბიჭი იყო. უბრალოდ, სიგიჟემდე უყვარდა ბავშვობიდან კატო და ლიკუნას რომ ბიჭი მოსწონდა ის ცემა ბავშვობაში. იმის მერე ვერ იტანდა ლიკუნა ბათუს. არადა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. უჭირდა კატოსთან მეგობრობა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.. ყველაფერს ეცადა საჩუქრები, სიურპიზები, მაგრამ კატო მხოლოდ მეგობრობაზე იყო თანახმა. სკოლა რომ დაამთავრეს ბათუ წავიდა და წავიდა.. ბანკეტის მერე არ უნახავთ ბათუ კლასელებს.

-რეზი, გაიცანი მალხაზ კორკოტაძე,-მიმართა რეზის ლევანმა.
-გამარჯობა, ბატონო მალხაზ..-მიესალმა რეზი და ხელი ჩამოართვა მალხაზს.
-სასიამოვნოა რეზი შენი განცობა. ბაბუას გავხარ ძალიან,-გაუღიმა მალხაზმა.
-კომპლიმენტად მივიღებ,-შეიფერა რეზიმ,-გაიცანით, ჩემი მეუღლე კატო..-სახე წაეშალა მალხაზს. გაჩუმდა და კატოს შეხედა, მერე კი-რეზის. არა თითზე მბზინავ ოქროს ბეჭდებს და ნაძალადევად გაიღიმა:
-სასიამოვნოა კატო,-ხელი გაუწოდა კატოს. კატომაც შეაგება თავისი ხელი.
-დიდიხანია დაქორწინდით?-ჰკითხა ინტერესით.
-კი, საკმაოდ.-უპასუხა თავდაჯერებულად რეზიმ და კატოს ხელი მოხვია წელზე.

დენის დარტყმას გავდა რეზის ხელი..
არა, კი გადაუხვევია, მაგრამ წელზე?
შეცბა კატო..
როგორ ესიამოვნა...! ცაში აფრინდა.. თვითონაც მისკენ მიიწია და გაუღიმა მალხაზს.

-კი, მაგრამ თქვენი ქორწილი გამომაპარეთ?-ჰკითხა მალხაზმა ახალგაზრდებს.
-ბატონო მალხაზ, ქორწილი არ გვქონია. საქორწინო მოგზაურობაში ვიყავით.. მერე ანის ქორწილისთვის ვემზადებოდით.. ჩვენ ვაპირებთ შვილი მოვნათლოთ და იქვე დავიწეროთ ჯვარი,-გაუღიმა კატომ. რეზიმ გაოცებულმა შეხედა და კატოს თვალებს რომ შეეჩეხა თავი დაუქნია და მალხაზს შეხედა.
-არაჩვეულებრივი გოგოა, ლევან! მომილოცავს..-ორაზროვნად და მოჩვენებითი სიხარულით ჩაილაპარაკა მალხაზმა და ლევანთან ერთად გაეცალა ორივეს. კატომაც ღიმილით დაიკავა კუთვნილი ადგილი და ღვინო მოსვა:
-ესეიგი შვილი, არა?-ცინიკურად გახედა რეზიმ.
-ხო, რამე ცუდად ვუთხარი?
-შვილი რომ არ გვეყოლება თვეებში რას ვაპირებთ?
-იქამდე სანამ მალხაზი ჩვენი შვილით დაინტერესდება დავშორდებით,-ღიმილით უპასუხა კატომ და თვალები აარიდა.

ორი კვირაა ეს გოგო რეზის ცოლია და სიხარულით მეცხრე ცაზეა.
რომ ჰკითხოთ როგორია თანაცხოვრებაო ვერაფერს გიპასუხებენ ვერც ერთი. ცალ-ცალკე სძინავთ, სხავადსხვა აბაზანა აქვთ, ზედმეტად არ აწუხებენ ერთმანეთს..
მაგრამ.. (აუ, ისევ ეს მაგრამ!)
ფიქრები ხომ აწუხებდათ ერთმანეთზე?
გვერდი გვერდ ოთახებში იყვნენ და ვერც ერთი ბედავდა ზედმეტად ხმა გაეცათ ერთმანეთისთვის.
რა სასაცილოა, არა?!
რამდენიმე თვის წინ ლამის დახოცეს ერთმანეთი და ახლა, ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ერთად საუზმობდნენ და საღამოს ერთად უყურებდნენ ტელევიზორს.
გგონიათ საუბრობდნენ?! არა, ასეთი არაფერი ყოფილა..
შორიდან უყურებდნენ ერთმანეთსდა ამით კმაყოფილდებოდნენ.
ერთმანეთის შესწავლის იყვნენ დაკავებულები და აქ სიტყვები უკვე ზედმეტი იყო..

-აუ, რეზი რამდენი დალიე, რა!-აწუწუნდა კატო.
-შენც ეხლა არ გაწუხებდეს, რა.. რომელი ჩემ გვერდზე გძინავს?!
-რა შუაშია ეგ?!-აღშფოთდა კატო,-როცა სვამ ამდენს მეორე დღის შედეგებზე ვეღარ ხარ პასუხისმგებელი.
-რა ვინ თქვა რომ მინდა ვიყო?-უთხრა რეზიმ და ნაბიჯი მისკენ გადადგა.
-აღარ ხარ პატარა!-ეცადა კატო თავი აერიდებინა რეზისთვის, მაგრამ რეზი მაინც მისკენ მიიწევდა და დისტანციას ამცირებდა. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არც ლევანი და არც ნანა არ იყვნენ სახლში.
-შენ რომ ხარ პატარა ხო რას ამბობ. ზემდეტად უკვირდები შენს ნაბიჯებს..
-რომ არ დავუკვირდე შედეგზე რა პასუხი გავცე თავს?!
-კატო, რატომ არ გინდა მოეშვა და თავისუფლად იყო..?-ჰკითხა რეზიმ ხმადაბლა და ყურის ბიბილოზე აკოცა. კატომ თვალები მინაბა.. საყვარელი ადამიანი რომ გკოცნიდა, თვალებს მინაბავდი კი არა მიწა იქვე ჩაგიტანდა!-რატომ არ შეგიძლია უბრალოდ შენს გრძნობებს მიენდო? აი, ამას მიენდო?-გულზე ხელი დაადო რეზიმ.
-გაჩერდი, რა..-ამოილუღლუღა კატომ.
-მიენდე.. ნახე, როგორ ფეთქავს?-უთხრა რეზიმ და გაურკვეველი ფიგურრების დახატვა დაიწყო კატოს მკერდზე.
-არ შემიძლია, რეზი.. არ შემიძლია..
-შეგიძლია კატო.. ვიცი, რომ გინდა ჩემთან და რატომ არ შეგიძლია შენს გრძნობებს და სურვილებს გასაქანი მისცე?-არ ჩერდებოდა რეზი და კატოს მკერდზე ეფერებოდა. რეზი ხო სასმლისგან იყო ნასვამი?! კატო კი-რეზითი იყო მთვრალი!
-ჯანდაბა...!-წამოიძახა კატომ და რეზის აკოცა.

აკოცა და იქ დატრიალდა ყველაფერი.
იქ გასკდა მიწა და ორივე ჩაიტანა
ან პირიქით..
სადღაც ზემოთ ააფრინა.
კი, ზემოთ ნამდვილად.
რეზის ოთახში.


***

რამდენიმე თავი და ისტორიაც მორჩება:)

გაბრაზებებს არ ვართ!:)



№1  offline წევრი milangirl

აუ ძაან მომწონს... გუშინ წავიკითხე ყველა თავი და დღეს მივამატე ახალი. მომწონს ამათი წყვილი ძალიან. ეშველათ მგონი ხო? შენ ძალიალ კარგად გადმოცემ ყველაფერს.
მალე დადებ ხო? დაველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

milangirl
აუ ძაან მომწონს... გუშინ წავიკითხე ყველა თავი და დღეს მივამატე ახალი. მომწონს ამათი წყვილი ძალიან. ეშველათ მგონი ხო? შენ ძალიალ კარგად გადმოცემ ყველაფერს.
მალე დადებ ხო? დაველოდები ახალ თავს


დიდი მადლობა!:)
კი, კი ვეცდები ხვალ დღის განმავლობაში დავდო:)

 


№3 სტუმარი papastatekulosi

ნანანანანააააა, კატოს მართლა ეგონა რომ დიდხანს გაძლებდა რეზის გვერდით ოთახში რეზის გარეშე? ჰეჰეე,ვერ მივართვით! ესეიგი,ვფიქრობდი,ვფიქრობდი და ვერ მივხვდი,რატომ მომწონს ეს ისტორია განსაკუთრებით,მერე მივხვდი იმიტომ,რომ ყოველდღე დებ :DDDD ანუ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება მოვლენები და მე ვბედნიერდები. სხვათაშორის ამ ადგილას გაწყვეტა იქნებოდაა?? რა მოითმენს ეხლა ხვალამდე :((( ლიკა და დათუნა სტუდენტები მალე გახდებიან? :D :D მაგათაც ვგულშემატკივრობ მე,მაგრამ რეზი და კატო უმთავრესიაა <3 მალე მინდა რომ უთხრან ერთმანეთს "მიყვარხარ" <3 <3 ოიიი,რამაგარი იქნებაა!!! მოკლედ რა,ვგიჟდები ამ ისტორიაზე,მიყვარს უკვე <3 <3

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
ნანანანანააააა, კატოს მართლა ეგონა რომ დიდხანს გაძლებდა რეზის გვერდით ოთახში რეზის გარეშე? ჰეჰეე,ვერ მივართვით! ესეიგი,ვფიქრობდი,ვფიქრობდი და ვერ მივხვდი,რატომ მომწონს ეს ისტორია განსაკუთრებით,მერე მივხვდი იმიტომ,რომ ყოველდღე დებ :DDDD ანუ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება მოვლენები და მე ვბედნიერდები. სხვათაშორის ამ ადგილას გაწყვეტა იქნებოდაა?? რა მოითმენს ეხლა ხვალამდე :((( ლიკა და დათუნა სტუდენტები მალე გახდებიან? :D :D მაგათაც ვგულშემატკივრობ მე,მაგრამ რეზი და კატო უმთავრესიაა <3 მალე მინდა რომ უთხრან ერთმანეთს "მიყვარხარ" <3 <3 ოიიი,რამაგარი იქნებაა!!! მოკლედ რა,ვგიჟდები ამ ისტორიაზე,მიყვარს უკვე <3 <3


ჰაჰაჰა შენ არ იცი მე
როგორ მიხარია ყოველდღე
რომ ვახერხებ დადებას :))) შემდეგს ხვაალ დავდებ აუცილებლად! ვეცდები, ადრევე დავდო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent