ბლა ბლა და კიდევ ერთი მეოცნებე (7)
ოთახში შესულს მათე შოკირებული მიყურებს,მაგრამ ხმას არ იღებს,ვგრძნობ რომ ვიწვი,არ ვიცი გარეგნულად რამდენად მეტყობა მაგრამ შიგნიდან ცეცხლი მიკიდია,ავიხედე,გადავწყვიტე მზერა გამესწორებინა,სრულიად შიშველი და ურცხვი ვდგავარ მათეს წინაშე ეხლა რომ უარმყოს ალბათ ცხოვრებაში ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს ესეთ სითამამეს.ვუყურებ და რატომგაც სახეზე სისველეს ვგრძნობ,ოხ ეს მოღალატე ცრემლები. -მათე,შენ მითხარი სანამ არ მთხოვ არ შეგეხებიო,აი ვდგავარ შენს წინაშე,სულით ხორცამდე გაშიშვლებული,არც კი ვიცი როგორ,ისიც არ ვიცი რატომ,ერთდერთი ის ვიცი რომ მინდა შენი ვიყო. ვდგავარ ვერდიქტის მოლოდინში და ველოდები.მიყურებს და ხმას არ იღებს,უცებ ჭიქას ხელს უშვებს და ჩემსკენ მოდის,მიხუტებს და ტუჩებზე მეწაფება,ერთმანეთს ისე ვკოცნით ალბათ ჩვენი მხურვალება მთელს სახლს გადაწვავს,ხელში მიყვანს და ოთახისკენ მივყავარ,ალბათ ეს არის ყველაზე საოცარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში,ის ჩემშია და მე მთელი არსებით მისი ვარ,ღმერთო როგორ მიყვარს,მინდა რომ ეს წუთი არასდროს დამთავრდეს,მათე,ვჩურჩულებ მის სახელს და უცებ ცისარტყელის სპექტრი,შვიდივე ფერი,ჩემი სხეული ნაწილებად იშლება და მერე ისევ მთელდება.ღრუბლებში დავფრინავ და ალბათ არც არასდროს არ დავეშვებოდი დედამიწაზე.დილით მეღვიძება მათესთან ჩახუტებულს და უბედნიერესი ვარ,ზურგზე მეფერება თითებით,ხმას არ იღებს.ჩემში კი მორცხვი გოგო და საშინლად ვნებიანი გარყვნილი ქალი ებრძვის ერთმანეთს,თან მრცხვენია და თან არ ვნანობ. -მათე,მე -არ გინდა ევა,უბედნიერესი ვარ და ამ წუთებს უაზრო ახსნებით და სიტყვებით მოდი ნუ გავაფუჭებთ. -კარგი,უბრალოდ მინდა იცოდე რომ მეც ძალინ ბედნიერი ვარ. -მართლა? ღიმილისგან სახე უნათდება. -კი მართლა და ვკოცნი -მაშინ ღირს ალბათ კიდევ გამეორებათ.სიცილით მეუბნება და მკოცნის,ისევ თავდავიწყების მორევში ვეშვებით. -ევა, -რა მათე? -მიყვარხარ -... -მინდა იცოდე რომ,შენსავით არასდროს არცერთი ქალი არ მყვარებია,მსგავსი გრძნობა არავის მიმართ არ მქონია,არ მიანტერესებს ჩვენი გაცნობიდან რა დროა გასული,მიცნობ თუ არა ან მე თუ გიცნობ ბოლომდე მინდა იცოდე რომ შენ ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნე და მე შენ აღარასდროს დაგკარგავ,გიპოვე და ჩემი ხარ.მიყვარხარ -მეც მათე,ჩემს და გასაოცრად მეც მიყვარხარ.ბედნიერენისგან ალბათ გული გამისკდება. თბილისისკენ მიმავალ გზაზე სულ გასულ ღამეზე ვფიქრობ,არ ვიცი,არ მჯერა რომ მართლა ვიპოვე ჩემი ბედნიერება.მათეს კოცნა მაღვიძებს -მოვედით პრინცესა -უკვეე,არასდროს დამავიწყდება ეს დღეები.როდის მნახავ კიდევ? -შენ როდესაც მოგინდება სულ შენს გვერდით ვიქნები -მაშინ მე არ მინდა რომ წახვიდე,ამოდი ჩემს დებს გაგაცნობ -არა მოდი დღეს არ გვინდა,დაღლილი ხარ და ალბათ გოგოებსაც ძალინ მოენატრე და ერრთი სული აქვთ გნახონ. -კარგი მაგრამ ხვალ ხომ მნახავ? -კი. მკოცნის ტავდავიწყებით და მიდის,არ მინდოდა რომ წასულიყო,ესევე მოწყენილობა მიტევს,კარგი იყო ჩემს ბიჭთან ერთად ყოფნა.ჩემი ბიჭი ? მართლაც რომ ვერ ვცნობ საკუთარ თავს.სახლში ასულს გოგოები ლოგინში მხვდებიან. -ევაა კივის მირა.მოყევი აბა სად ხარ დაკარგული ეს 5 დღე? -არა ჩვენ კი ვიცოდით რომ კარგად იყავი,მათე გვეკონტაქტებოდა და გვაგებინებდა შენს ამბებს. მეც ვუყვები ყველაფერს,თითქმის ყველაფერს ის ღამე მხოლოდ ჩემი და მათესია. -არა შენ რაღაცას ბოლომდე არ გვიყვები -ხო მეგის ვეთანხმები -ოო კარგით რა გოგოებო ყველაფეირ მოგიყევით. -რაღაც შეცვლილი ხარ -არა უბრალოდ დაღლილი ვარ და თქვენის ნებართვით დავიძინებ.ვიძინებ და საშინელ კოშმარს ვხედავ,შეშინებულს მეღვიძება,ტელეფონს ვიღებ და რა თქმა უნდა ჩემი ბიჭის სმს მხვდება -მენატრები.ნომერს ვკრეფ და ვრეკავ -მეც -რას შვრები -არაფერს,ცუდი სიზმარი ვნახე და შეშინებულს გამეღვიძა,მინდა რომ აქ იყო -კარი გააღე მაშინ. -რაა? -ხო აქ ვარ. სასწრაფოდ გავრბივარ კარის გასაღებდ,ჩემი ბიჭიი.ვეხუტები და ვკოცნი. * * * 1 2 3 კი სამი თვე გრძელდება მსგავსი სიგიჯეები და სურპრიზები,მათესთან გატარებული ყველა დღე საოცრება იყო.დღითი დღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა.აპრილი,მალე ჩემი დაბადების დღეა,დიდად არ მიყვარს მაგრამ ჩემს ბიჭთან ერთად ეს დღეც შემიყვარდება ალბათ.ტელეფონს ვიღებ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათეს სმს არ მხვდება,ალბათ ძინავს გავიფიქრე,ჩვეულებრივად სამსახურში წავედი.შესვენებაზე გასულს კართან მათე დამხვდა,რაღაცნაირად გამოიყურებოდა,და გულიც რაღაც ძალიან ცუდს მიგრძნობდა -ევა მოდი ჩაჯექი დავილაპარაკოთ.მთელი არსებით ვგრძნობდი რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა -ევაა,ძალიან ვწუხვარ,2 დღე ქობულეთში მიწევს წასვლა რაღაც საქმეებზე,ხოდა საღამოს ვერ გნახავდი,გადავწყვიტე მოვსულიყავი და დაგმშვიოდობებოდი.ჩამეხუტა და მაკოცა -2 დღით მიდიხარ ანუ? -კი კი ორ დღეში აქ ვარ. -კარგი მაშინ,მიყვარხარ და აბა შენ იცი.ვაკოცე და გადმოვედი.თუმცა რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სამუდამოდ ვემშვიდობებოდი.საღამოს სახლში მისული ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი,ცუდი წინათგრძნობაც არ მშორდებოდა.ჩემი ბიჭი ძალიან მენატრებოდა და ხმის გაგონება მინდოდა,გადავწყვიტე დამერეკა. ტუ ტუ ტუ ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელია .... ესეც მეშვიდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.