''ორმაგი ცხოვრება'' (მეცხრე ნაწილი)
ვიკას თითქოს სხეული გაქვავებოდა. ლუკა სახეზე ხელს უსვამდა, მაგრამ გოგონა არ რეაგირებდა. შინაგანმა კანკალმა აიტანა ისიც. იმ წუთას ყველაზე უარესი წარმოიდგინა. შიშმა გონება დაუბინდა და მხოლოდ ერთი რამის წამოძახება გაიაზრდა. -სასწრაფოს გამოუძახეთ! ადგილიდან არავინ გარყეულა. ლუკამ ოთახს თვალი მოავლო. თორნიკეს ეძებდა, მაგრამ ვერსად იპოვნა -დაუძახეთ ვინმემ სასწრაფოს! ისევ დაიყვირა. ყველამ ტელეფონები მოიძებნა ჯიბეში. -რა დაემართა?_ახლა ლუკას კურსელი მარიც მივარდა გოგონას. ოთახში ფეხის ხმაც გაისმა. თორნიკე იყო. -ლუკა რა მოხდა? -გონება დაკარგა. ცუდადაა. -სასწრაფო ახლავე მოვა. _დაიძახა ვიღაცამ -ძმაო ნუ გეშინია ალბათ გადაიღალა. სხვა რა უნდა მოსვლოდა. არ ინერვიულო. მოდი დივანზე გადავსვათ. ხელში აიყვანა თორნიკემ, რომელიც ლუკასთან შედარებით უფრო მოსული ბიჭი ჩანდა. -ძიძა წყალი მოიტანე_გასძახა ქალს ლუკა ნერვიულობისგან ნირწამხდარი იყო. თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა. თორნიკეს ძიძამ წყალი მოარბენინა. მერე ხელზე გადაისხა და გოგონას სახეზე მოუსვა, მაგრამ ამაოდ. იგი ჯიუტად არ იძვროდა ადგილიდან. -შენი მშობლები ახლა ნამდვილად მომკლავენ_ ამოისლუკუნა ქალმა და თავის გაზრდილ ბიჭს უმწეოდ გადახედა. _ვიცოდი ადრე თუ გვიან ცუდად დამთავრდებოდა. ეს ბავშვი არასრულწლოვანია. იცი რა მოხდება რამე ,რომ დაემართოს? -არაფერი მოუა_გაბრაზებულმა დაუყვირა ლუკამ და მტრულად შეხედა ქალს. -კარგი რა ძიძა... სირენების მოსვლამდე დრო უსაშველოდ გაიწელა. უსუსურ მდგომარეობაში მყოფნი ამაოდ ცდილობდნენ რამის გაკეთებას. აგარაკიდან ყველა წავიდ-წამოვიდა. მხოლოდ თორნიკე, ლუკა და მარი ჩანდა ოთახში. დანარჩენები როგორც ჩანდა გაიქცნენ. ექიმმა, როგორც კი დახედა და თვალის გუგები გადმოუწია შესამოწმებლად მაშინვე მიხვდა რაც სჭირდა. -პოლიცია უნდა გამოვიძახოთ და საავადმყოფოსი გადავიყვანოთ. _დაუყვირა ექიმმა ექთანს. -რა პოლიცია, რის პოლიცია_ ვერ მიხვდა თორნიკე. -ამ გოგონას ნარკოტიკული საშუალება აქვს მიღებული. ვვალდებულნი ვართ პოლიცციას ვაცნობოთ. -რა ნარკოტიკი ეგ აქ არავის ჰქონია. ჩვენ მხოლოდ წვეულება გვქონდა. მუსიკას ვუსმენდით. აქ ნარკოტიკს არავინ მოიხმარს. რაღაც გეშლებათ._ ხმას აუწია შეშინებულმა თორნიკემ ლუკა ადგილზე გაშრა. საერთოდ ვერაფრის თქმა მოახერხა. -მაგას იქ რომ მიგიყვანენ მერე გაიგებენ მოიხმართ თუ არა._ ამრეზით თქვა სასწრაფოს ექიმმა. დანარჩენებმა ვიკა მანქანაში შესვეს საკაცით და წაიყვანეს -მეც მოვდივარ_თქვა ლუკამ. ყველანი წამოხვალთ ოღონდ პოლიციის მანქანით. -რა პოლიცია ჩვენ არაფერი დაგვიშავებია_ანერვიულდა მარიც. -დედას უნდა დავურეკო_ მოიფიქრა ლუკამ და ტელეფონზე ნომერი აკრიბა ზარი რამდენიმე წამს გადიოდა. ბოლოს როგორც იქნა თიკომ ხმა გასცა. -ლუკა სად ხარ? -თორნიკეს აგარაკზე და პრობლემები მაქვს. -რაა? რა პრობლემები? იცი აქ რა ამბავია? ვიკას ყველგან ვეძებთ. ახლა შენ გეძებო? ახლავე სახლში მოდი. -დედა ვიკა ჩემთან ერთადაა. -რაა? ვიკა შენთანაა? თამუნამ სასწრაფოდ წამოჰყო თავი. წუთის წინ მოღუშული იჯდა დივანზე. -დედა ვიკა ცუდადაა და სასწრაფომ წაიყვანა. ახლა კიდევ პოლიცია. მოკლედ იქ მოდით და ყველაფერს აგიხსნით. -რაა? ლუკა რას მეუბნები? ხომ არ გაგიჟდი? -დედა მამას არ უთხრა გთხოვ შენ მოდი მარტო კარგი? მოდიდ ა ყველაფერს აგიხსნი. -სად ხარ? სად მოვიდე? -აგერ ექიმს დაგალაპარაკებ და ყველაფერს აგიხსნის. -ქალბატონო საავადმყოფოში მიგვყავს ეს გოგონა ძალიან ცუდადაა. ნარკოტიკული საშუალება აქვს მიღებული. თქვენს ვაჟს პოლიცია წაიყვანს. მოაკითხეთ და ყველაფერს აქ აგიხსნიან -რა ნარკოტიკი, რა პოლიცია თქვენ საერთოდ ჭკუაზე ხართ? _შეიცხადა თიკომ და ხელ-ფეხი აუცახცახდა. სიტყვა ‘’ნარკოტიკის’’ გაგონებაზე როგორც ცელი ბალახს ისე მოეკვეთა ფეხები თამუნას, მაგრამ ხელი დივანს შეაშველა თიკომ ტელეფონი გათიშა. -თამუ არც კი ვიცი რა ხდება. ეს ექიმი რაღაცას ბოდავდა. -რა ნარკოტიკი თიკო. ჩემს შვილთან ნარკოტიკს რა უნდა? -წვეულებაზე წასულან ერთად ლუკა და ვიკა. როგორც ჩანს იქ რაღაც მოხდა. ვიკა საავადმყოფოში წაიყვანეს. -არა... რაა? არა ჩემს გოგოს რა მოუციდა?_ ტკივილისგან სახე დაეჭმუხნა ქალს -მგონი სჯობს გოჩას დაურეკო. ექიმმა მითხრა ცუდადააო. თამუნამ მუცელზე მიიჭირა ხელი თითქოს ეტკინო და დივანზე ჩაიკეცა. -თამუ კარგად ხარ? თამუ... -მაცადე არ ვარ კარგად... თიკომ ქალს სახეზე შეხედა. ფერი სულ დაკარგვოდა და გაფითრებულიყო. ისეტი მიბნედილი სახე ჰქონდა თითქოს ერთი თვეა არ უძინიაო. &^&^&^&^& გოჩამ ლილის სახლის წინ გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. კარზე ზარი დარეკა და ზუსტად ის მოხდა რასაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა იმ წუთას. კარი ანამ გაუღო. მის დანახვაზე ქალს ისეტი შეშინებული და შემცბარი სახე ჰქონდა გოჩას ეგონა ყვირილს მორთავდა. არ უყვირია ,მაგრამ არც არაფერი უთქვამს. მხოლოდ იდგა და ელოდა როდის ეტყოდა მოსვლის მიზეზს. -გამარჯობა! -გამარჯობა! -მე... მე ლილის ნახვა მინდა. სახლშია? -კი ზევითაა. -შეგიძლია დაუძახო? -მე... _შეყოყმანდა ქალი. რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ არ გამოუვიდა. მხოლოდ თვალებს აცეცებდა აქეთ-იქეთ. ბოლოს თითქოს ხსნად მოევლინა როდესაც ლილიმ თვითონ დაიძახა ზემოდან. -ვინ არის?_კიბეები ჩამოირბინა და კარებში გოჩა, რომ დაინახა გაიღიმა. კაცს ისეთი შეშფოთებული და აფორიაქებული სახე ჰქონდა მაშინვე მიხვდა რაღაც ხდებოდა ვიკას თავს. რაღაცნაირად სინდისის ქენჯნა და სირცხვილის გრძნობა დაეუფლა. -ლილი როგორ ხარ?_თვითონ მიესალმა გოჩამ -კარგად . თქვენ როგორ ხართ? -არამიშავს. მე შენთან დალაპარაკება მინდოდა. გავიგე დღეს სკოლაში რაც მოხდა. -ჰო. ცოტა ცუდად გამომივიდა. მე ვიცი დამნაშავე ვარ. _ თავი საშინლად ცუდად იგრძნო. ანა იქვე იდგა განზე და ისმენდა მათ საუბარს. ჩარევის არც სურვილი ჰქონდა და არც ის იცოდა რაზე იყო ლაპარაკი. -მე უბრალოდ... ძალიან ცუდად მოიქცა და სიბრაზისგან წამომცდა. ვიცი ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ მინდა იცოდეთ არ მინდოდა. გულწრფელი სინანული გამოესახა ბავშვს თვალებში. - ლილი, მართალია ის რაც მოხდა დღეს არასასიამოვნო იყო. ის რაც მოხდა არ იყო სასურველი, მაგრამ ახლა იმის დრო არ მაქვს ვინმეს რამე ვუსაყვედურო. უბრალოდ ვიკა არ გამოჩენილა და მინდა ვიცოდე სად იქნება. სად ვეძებო. რამე ხომ არ უთქვამს სანამ გაიქცეოდა სკოლიდან. -სახლში არ მოსულა? -არა. არ მოსულა. მე უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ -ჰო მესმის, მაგრამ ამს არაფერი უთქვამს. უბრალოდ გაიქცა. -ჩემთვის უნდა დაგერეკა. მაშინვე როგორც კი გაიქცა. ნომერი ხომ გქონდა. მაშინვე უნდა გადმოგერეკა. -ჰოო... ვიფიქრე ,მაგრამ მომერიდა. -რას ამბობ. ნომერი იმიტომ დაგიტოვე ,რომ საჭიროების შემთხვევაში დაგერეკა. -ახლა რა უნდა ქნათ? -არც კი ვიცი. შესაძლოა ჭირვეულობს და ახლა სადმე იმალება, რომ გვანერვიულოს. მაგრამ მე მამამისი ვარ და ასე მშვიდად ვერ დავჯდები სანამ არ ვიპოვნი -მესმის... -კარგი ახლა წავალ უბრალოდ მინდოდა დაგლაპარაკებოდი. შენ არ ინერვიულო ვიკას არაფერი მოუვა. ასე იცის ხოლმე. _თავზე გადაუსვა ხელი გოჩამ. გაიფიქრა ახლა შევხვდით ერთმანეთს და როგორ გავუბრაზდეო. ისედაც იცოდა როგორ უჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. ლილის თითქოს გულზე მოეშვა მისი ნათქვამი და ისევ გაიღიმა. -ისევ თქვენ ხართ? ამ სახლში მოსვლას მოუხშირეთ. -ლილის სანახავად მოვედი. მიდნოდა ჩემს მეორე ქალიშვილზე რაღაც მეკითხა. უკვე მივდივარ. ბოდიში შეწუხებისთვის. -ბებო არაფერია უბრალოდ ვიკა სახლში არ მისულა და... -ახლა თქვენი გატტუცებული შვილის გამო გინდათ ჩემს გოგოზე იყაროთ ჯავრი. ვიცი დღეს რაც მოხდა, მაგრამ ეს ლილის ბრალი არ იყო. ჩემი გოგო სულ ტყუილა განიცდის ასე ამ ამბავს. -ქალბატონო მე თქვენ არ გიცნობთ. ალბათ ლილის ბებია ხართ და არ მინდა ცუდად გამომივიდეს იმიტომ რომ უფროსი ადამიანი ხართ, მაგრამ ჩემს ქალიშვილზე არასწორად ლაპარაკს არავისგან მოვითმენ. გთხოვთ მსგავსი რეპლიკებისგან თავი შეიკავოთ. მით უფრო,რომ მას თქვენ არ იცნობთ. აწი გავითვალისწინებ და თუ ლილის ნახვა მომინდება სხვაგან შევხვდები. ახლა უკაცრავად უნდა წავიდე... -ჩემს შვილიშვილთან... გოჩას ტელეფონმა დარეკა. -უკაცრავად უნდა ვუპასუხო. მზია გაჩუმდა! -თამუ გისმენ! -ახლავე სახლში წამოდი -რა მოხდა ვიკა მოვიდა? -არა, ვიკა საავადმყოფოშია. -რაა? რომელ საავადმყოფოში? -რაღაც უბედურება მოხდა ვიცი. ახლავე მოდი გთხოვ სანამ სულ შევშლილვარ ჭკუიდან. -რომელ საავადმყოფოშია მომწერე და პირდაპირ იქ მოვალ.მძღოლს უთხარი წამოგიყვანოს. -კარგი იქ შევხვდებით. ისედაც აღარ გვაქვს დასაკარგი დრო. ახლავე წამოდი. -არ ინერვიულო კარგი? თამუნამ ტელეფონი გათიშა! -ვიკა საავადმყოფოშია? რა დამეართა? -წარმოდგენა არ მაქვს_სიტყვები ყელში გაეჩხირა კაცს. ლილიმ უფრო მეტად დამნაშავედ იგრზნო თავი და მოიბუზა. -ძალიან ვწუხვარ. -კარგი უნდა წავიდე ახლა ამაზე სალაპარაკო დრო არ მაქვს. სხვა დროს გნახავ _ ნერვიულად თქვა კაცმა და შურდულივით გავარდა კარებში. ლილიმ სევდიანი თვალები გააყოლა. -ნეტა რა აუტეხა იმ ტუტუცმა გოგომ თავის თავს? -ბებო გთხოვ. ვერ ხედავ ისედაც რა ამბავია. როგორ იყო განერვიულებული? -ასე ხდება როცა შვილებს ასეთებად ზრდიან. -ბებო-მეთქი. კარგი რა. -რა ბებო , რის ბებო? შენთან რა უნდოდა. შენ რა დააშავე? -არც უთქვამს, რომ დავაშავე. ასე ნუ ელაპარაკები. რომ წავიდეს და აღარ დაბრუნდეს? -ჰოდა ნუ დაბრუნდეს. მანამდეც მსვენივრად ვიყავით. -როდემდე აპირებთ ჩხუბს?_ როგორც იქნა ჩაერია ანა -შენ რა გენაღვლება? ხმაც არ ამოგიღია შენი შვილის დასაცავად -დედა... -ბებო დასაცავი არაფერი მჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი მაინც თბილად მელაპარაკა. რას ერჩი? -ვერ ვიტან მაგათნაირ უცხვირპირო ხალხს. -უცხვირპირო სულაც არ არის._სერიოზულად იწყინა ლილიმ -ჰო უცხვირპირო ნამდვილად არ არის. თქვენ მაგის ცოლი არ გინახავთ. მზეთუნახავივით დადის. _ჩაიბურდღუნა ანამ -ეჭვიც არ მეპარება_მიაყოლა პასუხი მზიამ -თამუნა კარგი ქალია. ძალიან კარგი ადამიანია. როგორც კი დაინახა რომ ხელი გაჭრილი მქონდა მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანა. სხვათაშორის შენგან განსხვავებით ისე მოიქცა როგორც დედაჩემი უნდა მოქცეულიყო. რამდენიმე საათი დერეფანში იდგა და ელოდა როდის გამოვიდოდი გარეთ. და სხვათაშორის თამუნა გაცილებით უკეთესი დედაა ვიკასთვის ვიდრე შენ როდესმე ყოფილხარ. ასე რომ შეწყვიტე მასზე ასე ლაპარაკი იმიტომ რომ მასზე უკეთესი არაფრით არ ხარ_ ტუჩები აიმრიზა ლილიმ. მიუხედავად იმისა, რომ მიხდა ამჯერადაც მეტისმეტი მოუვიდა თავისი ნათქვამი წუთითაც არ უნანია. იცოდა, რომ სრული ჭეშარიტება იყო რასაც ამბობდა. ანა სახეზე წამოწითლდა და სიბრაზის ტალღებმა გადაურბინა სახეზე. -იმიტომ, რომ იმას იმის მეათედიც არ გამოუვლია ცხოვრებაში რაც მე გამოვიარე. იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებით მას ყოველთვის მოსიყვარულე ქმარი ედგა მხარსი რომელიც მისთვის დასაყრდენი იყო. საერთოდ არაფერზე ფიქრი არ სჭირდებოდა,. იმიტომ რომ არასდროს მდგარა იმ ფაქტის წინაშე ღირდა თუ არა ცხოვრების გაგრძელება. იმიტომ რომ მისთვის ცხოვრება არავის დაუნგრევია. ფუფუნებაში და ნეტარებაში ცხოვრობდა მთელი სიცოცხლე. ყველა ხელის გულზე ატარებდა. იმიტომ რომ გულის ტკენა არასდროს გამოუცდია... აი ამიტომ არის ეგ შენი თამუნა დღეს მასეთი. -ანა გეყოფა_ დაუცაცხანა მზიამ ქალისვილს, რომელიც როგორც არასდროს ისე მისჩერებოდა ლილის თვალებში -რა მეყოფა? როგორ ბედავს და იმ გატუტუცებულ დედა-შვილს მადარებს? თურმე ჩემზე უკეთესი დედა ყოფილა ხედავ? და იმას კითხულობს მე რა გამოვიარე იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი? იცის მე რას ვგრძნობ? -იქნებ მან შენზე მეტი გადაიტანა , იქნებ გულიც შენზე მეტად ატკინეს, მაგრამ არ დავიწყებია შვილი რომ ჰყავს. შენ კი არც არასდროს გახსოვდა. მამაჩემი გუშინ გავიცანი და მან გაცილებით დიდი სიყვარული მაგრძნობინა ვიდრე შენ ამ თოთხმეტი წლის განმავლობაში -ლილი ზევით ადი შვილო_სთხოვა მზიამ -რატომ? იმიტომ, რომ სიმართლე ვთქვი? -ადი საყავრელო. მე და დედა მარტო დაგვტოვე. მიდი დაისვენე და იმეცადინე. ყველაფერი კარგად იქნება ნუ ღელავ. ლილი ამჯერად ბებოს თხოვნას დამორჩილდა და მისაღებიდან გავიდა. ქალი ჯერ ისევ გაცეცხლებული თვალებით უყურებდა ქალიშვილს. -რაა? არასწორი რა ვთქვი?_ არ დანებდა ანა მზიამ მხოლოდ თავი გადააქნია და სამზარეულოში გავიდა. &*&*&*&* გოჩა მთელი გზა ნერვიულობისგან თავს ვეღარ თოკავდა. არც კი იცოდა რა უნდა ეფიქრა. რა უნდა მომხდარიყო ისეთი რის გამოც ვიკა საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისაღებში პაციენტის სახელი და გვარი იკითხა და იმათაც მიასწავლეს სად უნდა წასულიყო. დერეფანი სირბილით გაიარა და დაინახა კედელთან მიდგმულ სკამზე თამუნა მარტო იჯდა თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. -თამუ... -გონზე არ არის_ცრემლები წასკდა ქალს და ქმარს გულზე მიეკრა. გოჩამ იგრძნო როგორ ცახცახებდა იგი შინაგანად. -რა მოხდა? რა დამეართა? სად იყო?_ დააყარა კითხვები -ლუკას წაჰყოლია სადღაც წვეულებაზე და... მერე... მერე არ ვიცი რა მოხდა._თითებში დამალა სახე ქალმა -წამოდი ექიმი ვნახოთ_ ხელი ჩაჰკიდა გოჩამ -არაფერს მეუბნებიან. მარტო ის მითხრეს ყველაფერს ვაკეთებთო. -კარგი დაწყნარდი. შენც რამე არ მოგივიდეს როგორ კანკალებ. მიმღების კარი გააღეს და იქედან შუახნის კაცი გამოვიდა. პირპადე მოიხსნა და გოჩას ხელი ჩამოართვა. -ჩემი ქალიშვილი როგორაა ექიმო?_ხმაში ბზარი გოჩასაც გამოერია. -თქვენი სახელი? როგორ მოგმართოთ? -გოჩა... -ბატონო გოჩა ახლა უკეთააა, მაგრამ ცოტა რომ დაეგვიანა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანდა. ნარკოტიკის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული -რა ნარკოტიკი გაგიჟდით? რა უნდა ჩემს შვილთან ნარკოტის? თამუნას თითქოს აქამდე ჯერ ისევ არ სჯეროდაო. მუხლები მოეკეცა და სკამზე დაჯდომა ძლივს მოასწრო. -შეუძლებელია. ოღონდ ნარკოტიკი არა_ თავი ისტერიულად გადააქნია ქალმა და წარსულის აჩრდილებმა ჩაურბინა თვალწინ_ ოღონდ ნარკოტიკი არა. _სახე უკვე შეშლილს უკგავდა_ რაღაც გეშლებათ. ნარკოტიკი არ იქნებოდა. -თამუ დაწყნარდი -დარწმუნებული ხართ? -სრულებით. სისხლის ანალიზმაც აჩვენა ბატონო გოჩა. ერთ-ორ დღეს დავტოვებთ სანამ ორგანიზმი სრულად არ გაიწმინდება. ახლა გადასხმაზეა. გონს მალე მოვა. უბრალოდ ზედმეტი დოზისგან აგონია დაემართა. ე.წ. ‘’ლომკა’’ -ჰო ვიცი რაც ხდება მასეთ დროს_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოჩამ და თამუნა ინსტიქტურად ჩაიხუტა._ ნუ ნერვიულობ რაღაც გაუგებრობაა მომხდარი. ლუკა სადაა? -პოლიციამ წაიყვანა. თიკო იძულებული გახდა წასულიყო მასთან. ჩემი დატოვება არ უნდოდა, მაგრამ... -დღეს კიდევ ვეუბნებოდი თავისუფლება არ შეუზღუდო ბავშვს-თქო. თურმე რა ხდებოდა -გადავირევი...შევიშლები...გეფიცები თავს მოვიკლავ ვიკა ამ გარემოში, რომ აღმოჩნდეს. მის გარშემო სიტყვა ‘’ნარკოტიკი’’ _ც კი რომ გავიგონო ვერ გადავიტან -შენ ახლა მე მკითხე რას ვგრძნობ. -როდის შეგვეძლება ნახვა? -ცოტახანში. პალატაში გადავიყვანთ. -გმადლობთ ექიმო. მოდი თამუ აქ დაჯექი და დაწყნარდი. ყველაფერი რიგზე იქნება გესმის -ძლივს დასრულდა ეს ყველაფერი ჩვენს ოჯახში. ოღონდ ეს არა. -გაგიჟდი თამუ? რა უნდა ჩვენს გოგოსთან ნარკოტიკს. ბავშვია ჯერ არც იცის ეგ რა არის. -გარდატეხის ასაკშია. აქედან იწყება ყველაფერი. ახლა ჰგონია რომ ყველაფერი იცის. ახლა ჰგონია ,რომ ყველაფერსი მართალია. ახლა ყველაზე რთული პერიოდი აქვს. ეს ყველაფერი რაც ხდება..._ ამოისლუკუნა ქალმა და თვალები მაჯებით მოიწმინდა. შავი ფანქარი გაედღაბნა და წვეთებად ჩამოუვიდა. -ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. ვიკას მე დაველაპარაკები. გპირდები გესმის? შენ არაფერზე ინერვიულო. ის ჩვენი ‘შვილია და ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს გადალახავს. ხომ იცი მოვკვდები და არ დავუშვებ მას რამე დაემართოს. დერეფანში ფეხსაცმლის ხმა გაისმა და თიკოც გამოჩნდა. უკან კიდევ ვიღაცეები მოჰყვებოდნენ, მასაც შეშფოთებული და განადგურებული სახე ჰქონდა. -როგორაა?ვიკა როგორააა? -სად წაიყვანე ჩემი შვილი? დაეტაკა გოჩა ლუკას მაგრამ თიკომ არ გაუშვა და შუაში ჩაუხტა. -გოჩა დაწყნარდი -გოჩა ბიძია ჩვენი ბრალი არაფერი იყო. ჩვენ უბრალოდ წვეულებაზე წასვლა გვინდოდა. არაფერი დაგვიშავებია. _თავი იმართლა ლუკამ -ვიკას წაყვანა აღარ გაბედო აღარსად გესმის?_თითი დაუქნია გოჩამ -გოჩა დაწყნარდი ამათი დანაშაული მარტო ისაა, რომ დაუკითხავად წავიდნენ და მოხვდათ კიდევაც მაგისთვის. -რა მოხდა?_ ახლა თიკოს მიუბრუნდა იგი. თამუნაც ფეხზე წამოდგა. -თორნიკეს აგარაკზე წასულან. ლუკას კურსელია. და იქ მომხდარა ყველაფერი. -მულოდნელად ვიკა ცუდად გახდა. ვერც ჩვენ მივხვდით რა მოხდა. მერე ექიმმა თქვა ნარკოტიკი აქვს მიღებულიო. ჩვენ არ გვქონია გეფიცებით -აბა თავისით გაცნდა?_ისევ ვერ იკავებდა თავს გოჩა. -მე დავინახე რაც მოხდა_ ხმა ამოიღო გოგონამ. ყველამ მისკენ მიიხედა._ თორნიკეს მეზობელია ერთი როცა იქ ავდივართ ისიც გადმოდის ხოლმე. ვიკა და ლუკა წამოსვლას აპირებდნენ ის ბიჭი ვიკას მოუჯდა და ელაპარაკებოდა. დავინახე წვენში ნარკოტიკი ჩუმად ჩაუყარა. ის იყო თორკინესთვის თქმას ვაპირებდი და თან ვიკაც წაიქცა. ამათი ბრალი მართლა არაფერია. პოლიციასაც ვუთხარი რაც მოხდა. -ის ბიჭი სადაა? -ჰო გოჩა სამივე გაშინჯეს ნარკო-ტესტზე არც ერთს არ მიუღია არასდროს ნარკოტიკი. სიმართლეს ამბობენ. აი რომ გაიპარნენ მაგისთვის დაისჯებიან. -ბავშვებო ასე როგორ შეიძლება. უცხოს ენდოთ და..._ ხმა უფრო დაწვრილებული უჩანდა თამუნას. ხომ შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. -ჰო ვიცით, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიფიქრია. არც მე ვიცოდი ის ჩემი მეზობელი თუ მოიხმარდა. პოლიცია უკვე ეძებს_ თავი თორნიკემაც იმართლა -წადით კაფეტერიაში რამე ჭამეთ და მერე წადით სახლებში. -მე არ წავალ . დაველოდები ვიკას გაღვიძებას._იუარა ლუკამ -წადი და ხმალ მოდი ამის დრო ახლა არ არის._სთხოვა თიკომ -თიკო მიდი წაჰყევი და წაიყვანე. გოჩა უკვე აქაა და მეც უკეთ ვარ. -წადით_თქვა გოჩამაც ცოლ-ქმარი იქვე ჩამოსხდა. -კიდევ კარგი თორემ უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. თავი ლამის ფიქრებისგან გამისკდა. -შენ მე მკითხე._ხელი მოხვია გოჩამ და შუბლზე აკოცა. ქალი ახლა უფრო დამშვიდებული ჩანდა. -დედა რეკავს. ეკრანს დახედა თამუნამ. -მაგანაც გაიგო? -რომ დამირეკა ვტიროდი და ვეღარ დავუმალე. გარეთ გავალ თორემ აქ წესიერად არ იჭერს კარგი? თან იქ შემოსასვლელში ხელი მაქვს მოსაწერი რაღაცაზე. -დაამშვიდე არაფერიათქო ნუ ჩავარდება ისტერიკებში, როგორც იცის ხოლმე. -ახლავე მოვალ. დერეფანში წავიდა ქალი. რამდენიმე წუთში ვიკას ექიმიც გამოვიდა და გოჩას ითხრა, რომ შესვლა შეეძლო. ისიც მაშინვე წამოხტა და პალატაში შევარდა. გოგონა საწოლში ისე იწვა როგორც გალეული სანთელი. ფერი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ეღვიძა. გოჩა, რომ დაინახა შეეტყო, როგორ გაუხარდა. კაცმაც გაუცინა და ჩაეხუტა. რომ იგრძნო იმანაც როგორ მოხვია ხელები საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დაწყნარდა. -მამა... მაპატიე გთხოვ არ მინდოდა. -მამიკოს სიხარულო. იცი რა ვიგრძენი დედიკომ რომ მითხრა გაქრაო? წარმოვიდგინე, რომ შენ აღარ მყავდი. _ ცრემლები ისე გადმოცვივდა კაცს ვიკამ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა. -რა გაცინებს? -შენ ტირი? დაუჯერებელია მამიკო -ვტირი? სილაც არა...გეჩვენება... -არაფერი არ მეჩვენება. ცუდად მოვიქეცი არა? -ძალიან. იცი დედიკომ როგორ ინერვიულა? ასე როგორ შეიძლება შვილო... -მეგონა, რომ... -რა გეგონა? -მეგონა, რომ აღარ გიყვარდი. ისე ვიეჭვიანე მინდოდა წყალში გადავმხტარიყავი. მაპატიე. აღარასდროს აღარ მოვიქცევი ასე. მაპატიებ? -ჩემო სიხარულო. რას ნიშნავს აღარ მიყვარდი? შენზე ძვირფასი ამ ქვეყნად არავინ მყავს. ყოველი დილის გათენებას იმიტომ აქვს აზზრი ,რომ ვიცი ჩემი გადარეული გოგო გამიბედნიერებს ცხოვრებას. შენ ხარ ის ვისთვისაც რაიმეს ვაკეთებთ მე და დედაშენი. ჩვენი ცხოვრება და მომავალი შენ ხარ შვილო. ჩემო ცისფერთვალებავ... ბებიაშენიც კი გადარიე... -ბებიამაც გაიგო? გოჩამ თავი დაუქნია.ასე უცებ საიდან გაიგო. -დედაშენი, რომ ტიროდა მიხვდა. -სადაა დედა? -ბებიაშენს ამშვიდებს. დამპირდი, დაიფიცე რომ ასე აღარასდროს მოიქცევი. დამპირდი გთხოვ შვილო. ასე აღარ მანერვიულო -მიყვარხარ მამა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ? -ვიცი შვილო ვიცი. -ახლა რა იქნება მამა? ის...ისიც შენი შვილია...ისიც ჩვენთან იცხოვრებს? -შენ მაგაზე არ იფიქრო ჩემო სიცოცხლევ. მაგ საკითს მე მოვაგვარებ. შენ მხოლოდ იმაზე იფიქრე რომ შენ ხარ ჩემი შვილი და ჩემთვის ყველაფერი. სხვაზე არაფერზე ფიქრი არ გჭირდება გესმის? ამოიგდე თავიდან ყველანაირი სისულელე. ჩემს თავს შენ ვერავინ წაგართმევს _ გაიცინა კაცმა და ხელი ასწია_გეფიცები...! რამდენი შვილიც არ უნდა მყავდეს ამ ქვეყნად ვერავინ ვერ წაგართმევს მამის სიყვარულს შვილო. ასეთ სისულელეს როგორ ფიქრობ. ... ხალხს ათი და თორმეტი შვილი ჰყავს. შენ ვისთან რა გაქვს გასაყოფი. -ვიკა....შვილო..._ ოთახში შემოვარდა თამუნა და ბავშვი გულში ჩაიკრა. -კარგი დაწყნარდი კარგადაა_ მასაც მოხვია ხელი გოჩამ. ქალს უკვე თვალები უბრწყინავდა. -დედა შენც მაპატიე გთხოვ -შენ რომ ასეთს გხედავ აღარაფერი მინდა ქვეყანაზე შვილო. ისევ ისეთს როგორც ადრე. ჩემი ჯიუტი გოგო... -ლუკას ხომ არ გაუბრაზდით? მას მართლა არაფერი დაუშავებია ჩემთვის დედა. -არა საყვარელო. ცოტა გავუბრაზდით, მაგრამ ყველაფერი გაირკვა. არ ინერვიულო ხვალ მოვა და გნახავს. -რა კარგია... თამუნას უცებ თვალები გაუშტერდა. ისევ მუცელზე მოიკიდა ხელი და შეეტყო, რომ ეტკინა. -დედა რა გჭირს? წამიერად სახე ისევ გაუსწორდა. -უცებ მეტკინა. არაფერია. დღეს იმდენი მანერვიულე... -თამუ მარტლა კარგად ხარ? სახლშიც დაგემართა ერთხელ შუადღისით. -არა კარგად ვარ სტრესის ბრალია_ ისევ მოვიდა ქალი ხასიათზე და ვიკას ჩაეხუტა _________ ესეც მეცხრე თავი ვიცი მაგვიანდება ხოლმე მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია მადლობა ყველას სათითაოდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.