შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანის შეყვარება შარია(თავი 17)დასასრული


10-09-2016, 00:05
ავტორი buterfly
ნანახია 3 524

გათენდა მეორე დღეც.და სადნრო გაღვიძებისთანავე გვანცას ოთახისკენ გაეშურა და კარზე დააკაკუნა.მარიამმაც მაშინვე გააღო და გარეთ გავიდა ,რომ გვანცა არ გაეღვიძებინათ.
-ხო სანდრო რა მოხდა?(იკითხა მარიმ და მთქნარებ მთქნარებით გავიდა ოთახიდან და კარი მიიხურა)
-როგორ არის ?(იკითხა და ფანჯარაში შეიხედა და ჯერ კიდევ მძინარე გვანცას შეხედა)
-არ გაუღვიძია იმის შემდეგ.ჩემი საწყალი გოგო.ძილში სულ შენ გახსენებდა და მერე ყვიროდა თავი დამანებეო.რამოდენიმეჯერ გავაღვიძე ,მაგრამ იგივე ხდებოდა.იტანჯება(თავადაც ფანჯარას მიაჩერდა)
-ჩემი გოგო.ნეტავ მომესწრო უფრო ადრე(ცამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო)
-შენ ,რომ არ მიგესწრო ,ვინ იცის რა მოხდებოდა.როდემდე უნდა იყოთ ასე ჩემამდე არ დადის.არ შეგიძლია სიმართლე უთხრა .და დაიბრუნო.ერთი აქ იტანჯება მეორე იქ.იცოდე შენ თუ არ ეტყვი მე ვეტყვი გაიგე?
-მარი გთხოვ ხომ იცი რომ მამაჩემის გამო შური საძიებელი მაქვს .
-გვანცას რას ერჩი?უთხარი მაინც რომ იცოდეს და აღარ დაიტანჯოს
-ხო იცი ,რომ ,როცა მაგას გაიგებს არ დამანებებს და გეგმაც ჩამეშლება
-აბა ის გირჩევნია ასე იტანჯოს?ან შენს თავს რას ერჩი.გეფიცები დღესვე თუ არ დაელაპარაკები ნატალიასაც და გვანცასაც ორივეს მე ვეტყვი სიმართლეს.
-უკვე გვიანია
-გვიანი ,როდისაა იცი?როცა ამ ქვეყნად აღარ ხარ და ვერაფერს აკეთებ.სხვა შემთხვევაში კი გვიანი არაა
-მე ვეტყვი მაშინ ნატალიას...(სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ნატალიას ხმა ,რომ გაიგონა)
-არაფრის თქმა არ არის საჭირო სანდრო.
-ნატალია(ფეხზე წამოდგა მაშინვე)
-სულელი გგონივარ?გგონია ვერ მივხვდი გვანცა ,რომ იყო შენი ძველი სიყვარული ,რომელიც ვერ დაივიწყე და დღემდე გულში გყავს?და ამიტომაც მეც არ მიკარებდი
-ნატალია მე ...
-ვიცი ყველაფაერი ჩემზე რატომაც დაინიშნე.და ეს შენს შემოთავაზებამდეც ვიცოდი,უბრალოდ იმდენად მინდოდა შენზე დაქორწინება ,რომ უარი არ ვთქვი და შენს სათამაშოდ ვიქეცი(თქვა და დივანზე დაეშვა)სამხილები ,რომელსაც შენ ამდენი ხანია ეძებ მე მაქვს.
-რაა?
-ხო მე მაქვს.არც ისეთი ქვის გული მაქვს შენ რომ გეგონა.მოგცემ იმ სამხილებს.შენს ტანჯვას ვერ ვუყურებ .იმ ადამიანთა რიცხვს არ ვგავარ ,რომელთან ურჩევნიათ საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდეთ თუნდაც ისინი უბედურები იყვნენ.მირჩევნია ჩემგან შორს იყო ოღონდ ბედნიერი იყო.გვანცა ძალიან კარგი გოგოა და შენი გუშინდელი საქციელისა და განცდების მერე ,რომელცას გვანცას მიმართ ავლენდი დავრწმუნდი ,თუ როგორ გყვარებია ჯერ კიდევ.ერთმანეთს აღმერთებთ.გგონია ვერ ვამჩნევ ,როგორ გიყურებს?მასაც უყვარხარ.
-არ ვიცი რა გითხრა .შენს მიმართ თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამდენი ხანი,რომ გატყუებდი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდი და არ მინდა ცუდი რამ შეგემთხვას.როგორ გაბედე იმ სამხილების შენახვა.ტკივილს არ განიცდი?საყვარელი ადამიანის წინააღმდეგ ,რომ მიდიხარ?
-მან დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს.
-მადლობა ნატალია
-ხო და კიდევ ეს ბეჭედი აიღე ნიშნობას ვშლი.შედი შენს საყვარელ ქალთან.
-ნატალია რა ჯიგარი ხარ .როგორ ვერ გაფასებდი დღეიდან ჩემი და ხარ(თქვა მარიმ და ჩეხუტა ნატალიას)
სანდრო კი გვანცასთან შევიდა და მძინარეს გვერძე დაუწვა და მანაც თვალები მალევე გაახილა.
-გამარჯობა,მზეთუნახავო(ისევ ისე მომაკვდინებლად გაუღიმა ,როგორც ადრე)
-შენ აქ რას აკეთებ?(თქვა და ლოგინზე თვალების ფშვნეტით წამოდგა)
-შენ გელოდებოდი ,როდის გაიღვიძებდი
-რატომ .?წადი შენს ნატალიასთან
-ახლა მომისმინე ყველაფერს მოგიყვები რის გამოც მე შენ დაგთმე და ნება მოგეცი ,რომ ჩემგან წასულიყავი
-მაინცდამაინც გუშინ რაც მოხდა ის უნდა მომხდარიყო ,რომ მოგეყოლა?
-გუშინდელი არ გაიხსენო ეს აღარ განმეორდება ,რადგან დღეიდან მე სულ სენთან ვიქნები.
-რას მეუბნებოდი?
-შურისძიების გამო დაგშორდი
-რა შურისძიების
-ნატალია მამაჩემის მკვლელის შვილია
-რაააააა?(იყვირა გვანცამ)
-ხო.და მასზე დაქორწინებას იმიტომ ვაპირებდი ,რომ მისი ტკივილით მამამისი გამემწარებინა და გარდა ამისა მისი საშუალებით მათ ოჯახში შევაღწევდი და სამხილებს მოვიპოვებდი მამამისის წინააღმდეგ და მისი ციხეში ჩასმის შესაძლებლიბა მომეცემოდა
-ნორმალური ხარ?ასეთი უცოდველი გოგო შენს შურისძიებაში როგორ გარიე?არ გრცხვენია?
-მრცხვენია განსაკუთრებით კი იმის მერე რაც მან მითხრა
-რა გითხრა?(გაშტერებულმა კითხა სანდროს)
-რომ იცოდა თავიდანვე რაც მოხდა და ისიც იცის შენ რომ მიყვარხარ და სამხილებიც მას აქვს.და მან მითხრა ,რომ ნიშნობას შლის და შემიძლია შენთან ვიყო
-ხედავ რამდენად კეთილი გოგო აღმოჩნდა?სირცხვილი შენ და მაინც მე რატომ დამშორდი ამას ვერ ვხვდები.
-შენი გარევა არ მინდოდა .მეშინოდა რამე არ დაგშავებოდა და ეს ვარჩიე
-ნორმალური ხარ?4 წელი ერთმანეთისგან შორს ვიყავით .მტანჯე და შენც იტანჯებოდი.ეს შურისძიება ამად ღირდა.ეს ოთხი წელი ისე გავიდა ,რომ ერთმანეთი არ გვინახავს და ორივე ცალცალკე ვიტანჯებოდით.არასდროს შემიწყვიტავს შენზე ფიქრი ,მუდამ მიყვარდი
-მეც გვანცა .შენ გგონია მე დამავიწყდი?იცი რა ფასად დამიჯდა შენთვის იმის თქმა ,რომ აღარ მიყვარდი?მენატრებოდი საშნლად.აქ როცა ჯონათანთან ერთად ჩამოხვედი და ქორწილში ისე მომიკითხე ვითომც აქ არაფერიო.მაშინ ვიფიქრე მორჩა დამვიწყდათქო,მაგრამ მერე იმ კითხვების მერე მივხვდი,რომ ისევ გიყვარვარ და ძილშიც ჩემს სახელს ახსენებდი თურმე.(გაუღიმა)
-მეც იგივე დამემართა ,როცა ნატალიასთან ერთად დაგინახე.ახლა კი ვნანობ,თურმე მასზე მცდარი წარმოდგენა შემქმნია,რა გული ჰქონია .(თვალებში სინანული აღებეჭდა)
-ხო მისი სიტყვების შემდეგ საშინლად შემრცხვა
-მანამდეც უნდა შეგრცხვენოდა საზიზღარო.ასე ,რომ მიმატოვე(თქვა და თავში წამოარტყა)
-ანუ შემირიგდი?
-(ჯერ წარბ აწეული უყურებდა ფეხზე მდგომი)ღმერთო ,როგორ არ მინდა ასე მალე გაპატიო შენი საქციელი.ხომ გაგაფრთხილე ტყუილის და ღალატის გარდა ყველაფერს გაპატიებთქო
-(თავი ჩახარა და ტუჩებ გამობზეკილმა უთხრა)მაპატიე გთხოვ(კატის თვალებით შეხედა)
-ჩემზე ეგ გამოხედვა არ ჭრის(უთრა და თვალი ჩუკრა)
- ეს ჭრისს?(თქვა და მონატრებულ ბაგეებს მომთხოვნად დაეწაფა.ვეღარ სცილდებოდა საყვარელ ადამიანს სანდამ გვანცამ არ მოიდღლიზა რასაც ჰქვია)
-ამომასუნთქე! რა იყო?რა გეტაკა? მომაჭამე ბარემ ტუჩები(ტუჩზე ხელი მოისვა და ჩვეულ ფორმაში.ხელებ გადაჯვარედინებული და ტუჩებ მობუზული დადგა)
-მოგაჭამ მაგ ტუჩებს მართლა მასე კეთებას თუ არ გადაეჩვევი.ანუ შევრიგდით?
-კი ჩემო გიჟო(უთხრა და შეახტა რასაც ჰქვია.ფეხები წელზე მოჰხვია და მაგრად ჩაეხუტა.მისი თავი კი სანდროს კისრში ჩარგო)
-როგორ მომნატრებია შენი სურნელი ჩემო ხისთავიანო სვანო(მისი თმის სურნელი ხარბად შეისუნთქა)
-უკვე დაიწყე ჩემს ნერვებზე თამაში.ისევ გაგებუტო?მოსცილდა და ისე განაცხადა ქალბატონმა.
-არა ჩემო სიხარულო.თუ რაღაცა და ვიცი როგორც შემოგირიგებ (უთრა და გვანცაიანდა საწოლზე დაეშვა და მის ბაგეებს დაეწაფა.მაგრამ ვინ აცდით ერთმანეთით ტკბობას. კარზე დააკაკუნეს მოულოდნელად)
-ოოო ვინაა ეხლა?(უკმაყოფილოდ ამოიოხრა სანდრომ და კარის გასაღებდა გაემართა გვანცა მაშინვე წამოჯდა და ტანისასმოსის გასწორებას შეუდგა)
-რა გინდათ?(გადახედა სანდრომ ერთად მდგომ ბავშვებს)
-რომ არ გამოხვედით ვიფიქრეთ ერთმანეთი ხომ არ დახოცესთქო და შეგვეშინდა(სიცილით ამოილაპარაკა ზურამ და ჩაიკეცა სიცილისგან)
-ეხლა თქვენ...
-შეროგდით?(იკითხა მარიმ)
-კი (კმაყოფილმა ამოილაპარაკა და ტუჩზე ხელი მოისვა)
-აუ რა ძაან მაგარია გილოცავთ.ბავშვს როდის ელოდებით?
-რა ბავშვს ბიჭო?ნორმალური ხარ?გაეთრიეთ აქედან.დამაცადეთ მასთან ყოფნა კაცო.4 წლის დანაკარგი უნდა ავინაზღაურო
-ოხ .არ გამიჩაღოთ ოთახში თუ შეიძლება ვენესუელური სერიალი ძალიანა გთხოვთ რა(სიცილით ამოილაპარაკა მარიამმა)
-გაეთირიეთ ეხლა აქედან დროზე(დაუღრიალა მან და ოთახში შებრუნდა)
-რაზე გავჩერდით?
-რაზე გავჩერდით კი არა.ზღვაზე მინდა და წამოდი შენც
-რა ზღვა ტო?დაგავიწყდა რას ვაკეთებდით(უთხრა და წელზე ხელი მოჰხვია)
-შენ რაც გინდა ეგ ჯერ მაინც არ მოხდება და ჩაიცვი და გამომყევი ზღვაზე თუ არადა მარტო წავალ ანდა ჯონათანთან ერთად.
-უი ჯონათანი ეგ ვინაა შენთვის?(დოინჯშემორტყმლი თავზე დაადგა გვანცას)
-უი არ მითქვამს?(თუჩის კუთხზე ჩატეხა და საყვარლად ჩაიცინა)ეგ ჩემი გეგმის ნაწილი იყო
-რა გეგმის?
-შენი ეჭვიანობის .დახმარება ვთხოვე ,რომ შენ გეეჭვიანა .გამომივიდა?
-გამოგივიდა ,რომელია.შემეძლო იქვე მომეკლა ,როცა დავინახე როგორ გეხებოდა
-ჰაჰ გამომსვლია გეგმა
-საეჭვიანოდ ხო .ესეიგი საეჭვიანოდ(უთხრა და ჯერ კიდევ ტანსაცმლიანი გვანცა ხელში აიტაცა და ზღვისკენ გააქანა)
-რას აკეთებ სანდრო?დამსვი მე თვითონ შევალ
-კაი იყო ,რომ მაეჭვიანებდი?ახლა განხებ ,როგორია ეჭვიანობა.(უთხრა და გადაუძახა გვანცას წყალში)ის კი ძლივს გამობოღდა ზედაპირზე ბუზღუნ- ბუზღუნით
-სადისტო,ნაგავო,დეგენერატო.
-ნუ ბუზღუნებ ჩემო ხისთავიანო
-ხისთავიანს გიზამ ახლა მე შენ(უთხრა და წიხლებისქნევით სასტუმრომდე სდია)
ბავშვები კი მათი შემხედვარე სიცილით იგუდებოდნენ.
-რა კარგია ,რომ შერიგდნენ.თორემ მათი ტანჯვის ყურება აღარ შემეძლო.(ამოილაპარაკა ზურამ)
-ხოო რა საყვარლები არიან.
- - - - - - - -- - -
ჯონათანს ნატალია შეუყვარდა სხვათაშორის და ნატალისაც გაუჩნდა გრძნობები.მიუხედავად იმისა ,რომ ჯერ არ უყვარდა მაინც ერთად დარჩნენ.ზურას და მარის,გვანცას და სანდროს ქორწილი ერთ დღეს გაიმართა.ულამაზესი პატარძლები იყვნენ და ასევე უსიმპატიურესი მეფეები.რეზი და სალოც ჩამოვიდნენ ახალი ამბით,მალე პატარა ეყოლებოდათ.ორი თვის შემდეგ .კი ,როდესაც თაფლობისთვიდან ბოლო ორი წყვილიც დაბრუნდა. ყოველივეს აღსაღნიშნავდად რესტორანში სადილობა გადაწყვიტეს
-ერთი წუთით მომისმინეთ ყველამ(დაიძახა შუა ქეიფში გვანცამ)
-მეც (მასთან ერთად წარმოთქვა მარიმ)
-დაიწყე
-არა შენ დაიწყე
-არა შენ
-შენ თქო
-აუ ესენი დღეს არ გვაღირსებენ.ერთად თქვით(უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა სანდრომ და გვანცას გაუღიმა)
-კაი მაშინ .ორსულად ვარ(ერთხმად დაიძახეს გოგოებმა)
-რააა(აღმოხდათ ზურას და სანდროს და ერთმანეთს გადახედეს)
ორივე ორსულად იყო.ორივე 1 თვეში და ერთად ელოდნენ მშობიარობას.სალოს შვილი 2 თვით დიდი იქნება მეტით არა ასე ,რომ ერთად გაიზრდებიან და საუკეთესო მეგობრები იქნებიან.სანდრომ და ზურამ გაგებისთანავე ხელშ აიტაცეს საყვარელი ქალები და ჰაერში აფრიალებდნენ სანამ მათ თავბრუ არ დაეხვათ.ბიჭებისთვის ტანჯვა იყო ეს ცხრა თვე.გოგოებს თავიანთ ჭკუაზე დაჰყავდათ ისინი და ყველაფერს ასრულებინებდნენ.მაგრამ მომავალ პატარა ბედნიერებებად ნამდვილად ღირდა.
-მიყვარხარ ჩემო სვანო
-მეც ჩემო ბოთე
-ბოთის რა მეტყობა
-რავი.რამე ხომ უნდა მეთქვა
-მერე რაღა ბოთე?სხვა რამე ვერ მოიფიქრე?
-შეგეფერება სიმონ(დაეჭყანა გვანცა)
-რანაირად ლაპარაკობ გოგო ბავშვებმა არ მოსიმინონ
-მაგას ცოლი ეუბნება ხოლმე ქმარს(სიცილით იგუდებოდა გვანცა)
-არა რა გაცნობისთანავე მივხვდი ,რომ შარში გავები შენ ,რომ შემიყვარდი ჩემო ხისთავიანო სვანო(უთხრა და საყვარელ ცოლ-შვილს მაგრად ჩაეხუტა)
- - - - - - - -- - -- - - - - - - -
ესეც ასე დავასრულე ეს ისტორია.ვიმედოვნებ ,რომ დასარული მოგეწონათ,არ მინდოდა ძალიან გამეწელა და ვამჯობინე დამესრულებინა .ველი კომენტარებს ,შემიფასეთ.იმედია ახალი ისტორიით მალე დაგიბრუნდებით.



№1  offline წევრი marus

ბავშვებო,ვინც ბოლო 3-4 წლის მანძილზე ისტორიებს აქტიურად კითხულობთ,აუცილებლად მომწერეთ რაა,ძალიან გთხოვთ,საქმე მაქვს kissing_heart

 


№2  offline წევრი enni

marus
ბავშვებო,ვინც ბოლო 3-4 წლის მანძილზე ისტორიებს აქტიურად კითხულობთ,აუცილებლად მომწერეთ რაა,ძალიან გთხოვთ,საქმე მაქვს kissing_heart

გისმენ :დდ

 


№3  offline წევრი ♥love love♥

მართლა ძალიან მაგარი ისტორია იყო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ სიცილით ხო გავიგუდე პირველი თავიდან მოყოლებული.. მერე ტირილით და ნუ რავი რა, საერთო ჯამში მაგარი ისტორია იყო. წარმატებები. <3

 


№4  offline წევრი buterfly

♥love love♥
მართლა ძალიან მაგარი ისტორია იყო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ სიცილით ხო გავიგუდე პირველი თავიდან მოყოლებული.. მერე ტირილით და ნუ რავი რა, საერთო ჯამში მაგარი ისტორია იყო. წარმატებები. <3



დიდი მადლობა..ძალიან მიხარია ჩემმა ისტორიამ თუ გაგამხიარულა და ემოციები მოგგვარა.მადლობა შენ ამ კომენტარისთვის

nino araxamia
Dzalian magari iyo ♥♥



მადლობა.ძალიან მიხარია თუ მოგეწონა

 


№5  offline მოდერი ენემი

ვაუუუ საოცრებაა თან სვანები? ჩემი საყვარელი ხალხი მიუხედავად იმისა რო სვანი არ ვარ :D
მი სი მალატ სვანებო! kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent