შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (მეათე თავი)


10-09-2016, 15:29
ავტორი lisebeth
ნანახია 3 556

უკვე ორი დღე იყო გასული . არც ვიკა ჩანდა სკოლაში დაა რც გოჩა ლილის ცხოვრებაში. სრული სიჩუმე ჩამოწვა იმ იმედსა და ლილის შორის რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩაესახა. არც დამრიგებელი ამბობდა რამეს ვიკასა რყოფნის შესახებ. მხოლოდ მესამე დღეს გაიგოა ხალია მბები. ნიასა და კიდევ რამდენიმე კლასელს ვიკა საავადმყოფოში მოენახულებინათ და ახლა. ჭორიკნობდნენ. რამდენიმე კლასელი ნიას მერხთან შემომსხდარიყო. ლილი ზურგით იჯდა მაგრამ კარგად ესმოდა მათი საუბარი. ისიც იციდა ყველას თვალი მისკენ რომ იყო მიმართული. ახლა ყველამ იცოდა ლილისა და ვიკას ოჯახებს შორის არსებული საიდუმლო. ახლა ვიკა არ იყო კლასში და ნია მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ახლა კლასში ნამდვილად უკონკურენტო იყო.
- რაო. რა თქვა ვიკამ როდის დავბრუნდებიო?-იკითხა ერთ-ერთმა
-როგორც შეძლებს გააჭიანურებს მაგის ამბავი რომ ვიცი... თან მამამისი ისეთი დაფეთებულია თამუნა დეიდამ პალატიდან ძლივს გამოიყვანა
-შეეშინდეოდა აბა რა იქნებოდა
-რათქმაუნდა ის ხომ მათი ერთადერთი შვილია. იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება. ისე თამუნამ მითხრა თუ გინდა რამდენიმე დღე ჩვენთან დარჩიო. ვიკამ ძალიან მოიწყინა საწოლში წოლისგან.
-დღეს გამოწერენ და დაისვენებს ორშაბათამდე და მერე დაგვიბრუნდება.
-ჰო დღეს დედას დაველაპარაკები და თუ გამიშვა მართლა დავრჩები.
ლილის ყელში ამოუვიდა ამდენი ჭორიკნობის მოსმენა. თანაც უკვე ხვდებოდა ნია განზრახ რომ აღიზიანებდა. იმასაც ხვდებოდა მალე თავს, რომ ვეღარ შეიკავებდა და წასვლა ამჯობინა. აღარ უნდოდა მის ნათქვამს ისევ პრობლემები შეექმნა სხვებისთვის.
მთელი დასვენება დერეფანში იბოდიალა და მერეც ბოლო გაკვეთილს ძლივს გაუძლო.ისე ჰქონდა ნერვები მოშლილი ალბათ სულ ცოტაც ეყოფოდა იმისათვის, რომ ვინმესთვის საკადრისი პასუხი გაეცა. სკოლიდან ის-ის იყო გამოვიდა და გაჩერებისკენ მიდიოდა, რომ დაინახა კიბეზე გოჩა ჩამოდიოდა.
ზურგი აქცია და ისე დადგა. არ უნდოდა თვალში გამოჩხეროდა. თანაც გაიფიქრა თუ ჩემი ნახვა უნდოდა თვითონ მომძებნიდაო.
-ლილი აქ ხარ?_რამდენიმე წამში მოადგა ზურგს უკან ნაცნობი
გოგონა შემობრუნდა.
-გამარჯობა.
-სკოლაში ვიყავი.
-ჰო,დაგინახეთ...
-ვიკას ცნობა მოვიტანე. წუხელ დამრიგებელმა დამირეკა აუცილებელიაო. შენი ნახვაც მინდოდა, მაგრამ კლასში აღარ იყავი. ვიფიქრე, რომ უკვე წახვედი
-ვიკა როგორააა?
-ახლა უკეთ. მგონი უფრო დამშვიდებულიც ჩანს.
-მიხარია.
-გოჩა ბიძია როგორ ხართ? დღეს ვიკა გამოგყავთ არა?_მათ საუბარში ჩაეჩრა ნია, რომელიც ის-ის იყო სკოლიდან გამოვიდა
-კი საყვარელო გამოგვყავს. შემოგვიარე საღამოს. შენი ნაახვა გაგვიხარდება.
-ჰო დედას ვეტყვი და...
გოჩამ გოგონას გაუღიმა და ლილის მიუბრუნდა.
-წამოდი
-რაა? მე ავტობუსს ველოდები
-წამოდი მანქანაში ჩაჯექი.
-სად მივდივართ?
-საავადმყოფოში... ვიკა გამოვიყვანოთ. ვფიქრობ თუ ურთიერთობა არ გექნებათ ვერც ვერასდროს შეეგუება ის ამ ამბავს.
-არამგონია ეს კარგი აზრი იყოს. არ მინდა ისევ რამე სისულელე ჩაიდინოს
-აღარ ჩაიდენს. დამპირდა რომ კარგად მოიქცევა. ჩემთვის მოცემულ პირობას არ დაარღვევს.
-დარწმუნებული ხართ? მე არ მინდა ...
-მანქანაში დაჯექი ლილი. ბებოს დაურეკე და უთხარი, რომ დაგაგვიანდება.
ლილი წინ სავარძელზე დაჯდა და ღვედი გადაიკრა.თავს უცნაურად გრძნობდა. ეუხერხულებოდა გოჩას ცოლის წინაშე გამოჩენა და ვიკას რეაქციისაც ეშინოდა. ისე ნერვიულობდა მტელი გზა ხმის ამოღება ვერ გაბედა. იჯდა და ელოდა მანქანა როდის გაჩერდებოდა.
და როგორც იქნა ეს მომენტიც დადგა. გოჩამ მანქანის კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა. ისეთი აღელვებული იყო მეთლახზე გახმოვანებული ყოველი ნაბიჯის ხმა ჭკუიდან შლიდა. ბოლოს როგორც იყო დერეფანი დასრულდა.
ლილიმ დაინახა ერთ-ერთი პალატის კართან ქერა ქალი ზურგით იდგა. მაშინვე მიხვდა თამუნა იყო. ახლოს, რომ მივიდნენ იგი ტელეფონზე საუბრობდა.
-გოჩა?_ როგორც კი დაინახა მაშინვე შეცბა და ლილის გადმოხედა.
-თამუ ვიყავი სკოლაში და ვიკას ცნობა დავტოვე. მერე ლილის შევხვდი და წამოვიყვანე. მინდოდა მას და ვიკას ერთმანეთი ენახათ.
თამუნას აშკარად არ ესიამოვნა ეს მოულოდნელი სიურპრიზი, მაგრამ ქმარს გაუღიმა და ლილის წინაშე არაფერი შეიმჩნია.
-შენ პალატაში შედი და ჩვენც ახლავე მოვალთ_სთხოვა ქალმა და კარი გაუღო
-თამუ. კარგი რა.
-შეგეძლო გაგეფრთხილებინე და სიურპრიზების წინაშე არ დაგეყენებინე.
-ჩემი შვილია თამუ. არ შემიძლია ასე უბრალოდ გვერდი ჩავუარო და წავიდე თითქოს არავინაა.
-მაგას არც გთხოვ, მაგრამ დღეს არ იყო აუცილებელი. და თან ასე მოულოდნელად.
-ვიცი, მაგრამ ასე სპონტანურად გამოვიდა და... მაპატიე კარგი?
-კარგი სხვა დროს ვილაპარაკოთ მაგაზე.
თამუნამ პალატის კარი შეარო და შევიდა. ლილი კედელთან იდგა. ვიკა ყურადღებასაც არ აქცევდა. მშობლები, რომ დაინახა სახე გაებადრა.
-აბა რაო მიშვებენ სახლში?
-რათქმაუნდა ჩემო სიცოცხლევ. დღეს სახლში წავალთ და შენს საწოლში დაიძინებ. _მოეფერა თამუნამ
-შვილო ნახე შენს სანახავად ვინ მოვიდა?_გაუღიმა გოჩამ და ლილი მისკენ მოსწია.
-ნიას ველოდებოდი_სხვათაშორის თქვა გოგონამ_დამპირდა შენთან დავრჩებიო.
-საყვარელო ნია ვნახე დღეს სკოლაში და მითხრა დედას ვთხოვ და მოვალო.
-ძალიან კარგი. დედა მომიტანე ის ტანსაცმელი მე რომ გთხოვე?
-რათქმაუნდა საყვარელო
-ლუკამ დამპირდა მოვალო და არ მოვიდა, არც ნია მოვიდა... ცუდ ხასიათზე დავდექი_ ცხვირი აიბზუა გოგონამ
-ლილი მოვიდა შენთან. საყვარელო ჩვენ ხომ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ?
-მამა ერთადერთი რაც ახლა მინდა ეს ჩემს სახლში წასვლაა.
-ვიკა... გეყოფა ნუ იქცევი ისე თითქოს აქ შენს გარდა არავინ იყოს. _გაბრაზდა გოჩა,მაგრამ რბილ ტონს ისევ ინარჩუნებდა.
-გოჩა...- გააწყვეტინა თამუნამ-საყვარელო რამე ხომ არ გტკივა?
-არა დედა
გოჩამ უძლურების ნიშნად თვალები გადაატრიალა და ლილის გადახედა, რომელიც უხმოდ იდგა იქვე.
ოთახში თეთრხალათიანი ექიმი შემოვიდა და ვიკას გაუღიმა. ეს კაცი სულ კარგად ექცეოდა. თან ექთანი მოყვებოდა, რომელსაც სავარძელი მოჰქონდა.
-უკვე კარგად ხარ ვიკა. შეგიძლია სახლში წახვიდე. მომავალში ერიდე ასეთ გაუთვალისწინებელ სიატუაციებს.
-კარგი
-ახლა სავარძელში ჩაჯექი და მანქანამდე ექთანი მიგიყვანს.
-სავარძელში ჩაჯდომა არ მინდა ინვალიდი კი არ ვარ.
-საყვარელო სავარძელში მხოლოდ ინვალიდები არ ჯდებიან. უბრალოდ დიდხანს იწექი და შესაძლოა თავბრუსხვევა გქონდეს.
-ექიმო არ არის საჭირო მაგაში მაინც არ ჩაჯდება. მე ავიყვან ხელში_ თქვა გოჩამ და თამუნასთან ერთად რაღაც საბუთებს მოაწერა ხელი. მერე ვიკა აიხუტა და საავადმყოფო დატოვა.
-მგონი სჯობს მე სახლში წავიდე _უთხრა ლილიმ გოჩას როცა თამუნა და ვიკა უკან დასხდნენ.
-არა დაჯექი და ჩვენთან წამოდი._გადაჭრით თქვა გოჩამ და ლილის უარისთვის არც დაუცდია. ისიც იძულებული გახდა მანქანაში ჩამჯდარიყო.
მთელი გზა თამუნას ვიკა ჩახუტებული ჰყავდა და ეფერებოდა. მასაც ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა ლილი მიხვდა ეს ორი დღე საერთოდ არ ეძინა.
სახლში, რომ შევიდნენ კიდევ ერთი დაფეთებული გამოვარდა და ვიკასთან მიიჭრა. მისი ძიძა რომელიც სულ თავს ევლებოდა. ათასი რამე შესთავაზა მოგიტანო. თავისი საყვარელი შოკოლადის ტორტიც მაგრამ გოგონამ იუარა და გოჩას სთხოვა დივანზე დაესვა. ზემოთ ასვლა არ მინდა წოლა მომბეზრდაო.
გოგონა მარტალია აგრესიას არ იჩენდა ლილის მიმართ, მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს იქ საერტოდ არ იყო. ლილის უჭირდა მიმხვდარიყო, რომელი უფრო უარესი იყო. ის გითხრან რასაც ფიქრობენ თუ სრული იგნორი.
თავს რაღაცნაირად გრძნობდა.თვითონაც არ იცოდა როგორ.
-მე ზევით ავალ და გამოვიცვლი უკვე მეორე დღეა ეს ტანსაცმელი მაცვია. შენ თუ რამე დაგჭირდეს საყვარელო ძიძას უთხარი კარგი?
თავზე აკოცა ქალმა შვილს.
-მეც ამოვალ. ლილი შენ აქ დაჯექი და ახლავე მოვალ. მერე ერთად ვისადილოთ კარგი?
ლილიმ თავი დაუქნია.
გოჩა ზევით ,რომ ავიდა თამუნას პირსახოცი უკვე გამოეღო კარადიდან და ახლა ტანსაცმელს არჩევდა. არაფერს ამბობდა, მაგრამ ცხადი იყო რასაც ფიქრობდა. გოჩას უკვე წარმოდგენაც არ ჰქონდა საიდან უნდა დაეწყო საუბარი. ამდენი ახსნა განმარტებებით უკვე ძალიან დაღლილიყო.
-თამუ...
-რაა?
-ვიცი ახლა რასაც გრძნობს, მაგრამ ჩემიც გაიგე გთხოვ.
-მესმის. ხომ ხედავ რომ ჩუმად ვარ? _თქვა ისე, რომ მისკენ არ გამოუხედავს
-შენი სიჩუმე არ მინდა.
-რა ვქნა სიხარულისგან ხტუნვა დავიწყო? ღმერთო ვერც წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ, რომ ახლა ქვემოთ ჩვენს მისაღებში შენი უკანონო შვილი ზის. ააღარც ვიცი სიხარული როგორ გამოვხატო.
-ჩვენ ხომ ვისაუბრეთ და შევთანხმდით?
-ასე ჩვეულებრივად მოდიხარ და მოგყავს ჩვენს სახლში სადაც 14 წელია ვცხოვრობთ მე შენ და ჩვენი შვილი და ამის შესახებ წინასწარაც არ ვიცი, ყველაზე მინიმუმ გაოგნებული სახით რომ არ ვიდგე.
-იქნებ კიდევაც მართალი ხარ, მაგრამ რომ დავინახე სკოლასთან იდგა. არ შემეძლო ასე უბრალოდ მისთვის გვერდით ჩამევლო და წამოვსულიყავი. დავპირდი, რომ მის გვერდით ვიქნებოდი. მე კი არც მივაკითხე ეს დღეები.
-იმიტომ ,რომ შენი მეორე შვილი საავადმყოფოში იწვა თუ რამე არასწორად მახსოვს?
-თამუნა მას სხვანაირი ცხოვრება აქვს. ვიკას მსგავსად ლაღად არ ცხოვრობს. მისთვის ჩემგან მიცემული იმედი ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა, რომ რაღაცნაირად ეს გესმოდეს.
-მესმის. ხომ ხედავ, რომ მესმის და არც ვამბობ არაფერს. რა გავაკეთო მეტი? ჩემგან რას ითხოვ... რას ითხოვ ასეთს რომ ამ თოთხმეტი წლის მანძილზე ვერა და ვერ გადავიხადე? მეც ადამიანი ვარ და ჩემს გრძნობებს და მოთმინებასაც აქვს საზღვარი. და გედიცები რომ ეს ლიმიტი იწურება...
-წარსულის შეცვლა არ შემიძლია თამუნა. ან ამ წარსულით უნდა მიმიღო ან ამ წარსულიანად დამტოვო.
-ხომ მიგიღე? გაპატიე და ისევ ერთად ვართ. რაღა გინდა? რატომ ითხოვ ამდენად მეტისმეტს ჩემგან?
-არ მინდა, რომ რამდენჯერაც ვიკა ლილის წინაშე წაითავხედებს შენ მე გამაჩუმო და უფლება არ მომცე ავუხსნა... მე უფლება მაქვს...
-იმის უფლება არ გაქვს თოთხმეტი წლის მოზარდს შენი წარსული თავზე მოახვიო. მე მომახვიე და ავიტანე. მე დიდი ვარ.ზრდასრული ადამიანი და ამის გაცნობიერება შემიძლია. შემიძლია შევიდე ლილის მდგომარეობაში და გაგიგო როდესაც რამეს მისთვის აკეთებ ,მაგრამ იმის მერე რაც მოხდა არავის და მათ შორის არც შენ უფლებას არ მოგცემ ჩემს ქალიშვილსაც ისევე მოახვიო თავზე შენი შეცდომებით აღსავსე წარსული როგორც მე. ჯერ კიდევ გუშინ ამ წარსულმა ლამის იმსხვერპლა ჩემი შვილი. იცი შენი პრობლემა რაში მდგომარეობს?
-რაში?
-იმაში, რომ ამ ყველაფერს ისე უყურებ თითქოს ასეც უნდა იყოს. ვალდებულად გვთვლი რომ გვესმოდეს. შენთვის საკმარისი არ არის რომ გადავხარშე რაც მოხდა. ახლა შეგუებასაც მაიძულებ. იმიტომ რომ გგონია, რომ ასე უნდა იყოს. მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ შენ გქონდა მძიმე ცხოვრება. არ ფიქრობ რას ვგრძნობ მე ან ვიკა. არ ფიქრობ რომ მისთვის მძიმეა. ისე უყურებ ამ ყველაფერს თითქოს და უცნაური იყოს მისი მხრიდან ასეთი საქციელი. ჩემს გრზნობებზე ფიქრობ?
-რატომ გგონია, რომ არ მესმის?
-რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ეს ბავშვი და დარწმუნებულიც ვარ , რომ არის ეს იმ ფაქტს არ შემიცვლის რომ შენი ჩემსდამი ღალატის სიმბოლოა. უბრალოდ ვერ ამიხსნია ცხოვრება ასე რატომ მექცევა. ყოველთვის ყველა სიტუაციაში დაჩაგრული მე გამოვდივარ და ყოველთვის მე უნდა გავჩუმდე. დღეს კიდევ მეუბნები, რომ თურმე გაჩუმების უფლებაც არ მქონია. უკვე საკუთარი თავი მეზიზღება...
-არც ვიცი რა უნდა გითხრა როცა ცამდე მართალი ხარ.
-ადამიანები დავკარგე, ურთიერთობები დავკარგე იმისათვის რომ ჩვენი ქორწინება გადამერჩინა. უამრავი მეგობარი მყავდა. ერთ დროს მეც ვიკასნაირი ვიყავი. მხიარული, ლაღი... სულ ვიცინოდი... ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარდა. მას მერე რაც შენ ცოლად გამოგყევი ყველაფერი დავკარგე. ვიცოდი, რომ ყოველთვის ჩემს ზურგს უკან მეგობრები მჭორავდნენ. ვერ გაეგოთ რატომ ვიტანდი ასეთ ურთიერთობას. მერე ნარკომანის და ლოთის ცოლს მეძახდნენ...მერე ბავშვით ხელში მიტოვებულ ცოლს...მერე ის ვერ გაეგოთ რატომ გაპატიე.... ერთ დროს ამაყი და თავმომწონე ქალი ერთ ჩვეულებრივ უთავმოყვარეო ადამიანად ვიქეცი. და ახლა შენზე მეტად საკუთარ თავზე მეშლება ნერვები აქამდე როდის ან როგორ დავეცი. ახლა დრო გავა ყველა ყველაფერს გაიგებს და ახალ სტატუსსაც მივიღებ. ‘’რქიანი’’...ყველა იმაზე ილაპარაკებს, რომ ჩემს ქმარს ნაა'ბიჭვარი ყავს. უბრალოდ იმის უფლება მაინც მომეცი, რომ გავჩუმდე კარგი? ახლა შხაპი უნდა მივიღო...
გოჩამ ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოახერხა. არც სასუალება ჰქონდა ამის და არც სურვილი. პრინციპში სათქმელიც არაფერი ჰქონდა. როცა ადამიანი საკუთარ თავში დამნაშავეს ამოიცნობს მერე უძნელდება სხვისკენ თითის გაშვერა. პერანგი გაიხადა და მერე მაისური გადაიცვა.
ის იყო ქვემოთ ჩავიდა, რომ თიკოც გამოჩნდა. ხელი ტკბილეულით დაემშვენებინა. შემოსასვლელში ლილიც რომ დაინახა გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მხოლოდ გაიღიმა და ყველას მიესალმა.
-ლილი როგორ ხარ? გადაკოცნა ბავშვი და თეფში გაუწოდა _მანაც მორიდებით აიღო ერთი ორცხობილა. მერე ვიკასთან მივიდა. ისიც ჩაკოცნა და იმასაც მიაწოდა. _ვიკუ როგორ ხარ? რომ იცოდე ლუკას რა დღე ვაყარე? ახლაც მერიდება ეშინია ისევ არ დავცოფო
-კარგი რა... რამდენჯერ უნდა ვთქვა არ იყო მისი ბრალი-თქო?
-მაინც არ აწყენს შეფუცხუნება. უი თამუნა სადაა?
-ახლახანს შევიდა აბაზანაში. უკვე ორი დღეა საავადმყოფოშია და...
-ჰო მესმის. ვიკას მოუჯდა გვერდით თიკო და თან ჭამას აძალებდა_ ჭამე საყვარელო შოკოლადი და ტკბილეული ენერგიას შეგმატებს.
გოჩა ლილის გვერდით ჩამოჯდა.
-ლილი რა ხდება სკოლაში?_ჩაეკითხა თიკო,_ახალი სკოლაა მაინც და
-აღარაა ახალი. უკვე მივეჩვიე. თუმცა მე ძველი მერჩივნა, მაგრამ დეიდაჩემმა დაიჟინა და...
-კარგი სკოლა კარგი განათლების საწინდარია. ვიკუნა შენ როდის მიდიხარ?
-ორშაბათს. ლუკა არ მოვა?
-გამოცდა ჰქონდა დღეს და ჯერ სახლშიც არ მოსულა. ვაი მაგის ტყავი თუ ჩარჩა რამე... ლილი ვახშმად რჩები?
-მეე...მე არ ვიცი მგონი არა_დაიბნა ბავშვი
-დარჩი. სარამოს ლუკაც შემოგიერთდებათ და გაერთობით. პარასკევია. ხვალ სკოლა არ არის...
-დღეს ჩემი დაქალი მოვა ნია.
-ძალიან კარგი. კარგ დროს გაატარებთ.
თიკოს ყურადაც არ უღია ვიკას რეპლიკა, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ გოგონას საღამოსთვის სასურველი კმპანიონი უკვე ყავდა და ახალი არ სჭირდებოდა.
-მე ზემოთ ავალ და თამუნას ვნახავ. თან რაღაც უნდა გამოვართვა. არ მოიწყინოთ კარგი?_ჩვეული მხიარულებით თქვა და კიბისკენ გაიქცა.
კართან მისულმა ფრთხილად დააკაკუნა. თამუნა საწოლზე იჯდა. სველი თმა გაეშალა. ხელებით საწოლზე იყო დაყრდნობილი. მეორე პატარა პირსახოცი ხელში ეჭირა ეტყობოდა ცოტა ხნის წინ თმას იმშრალებდა.
-თამუ აქ ხარ? გოჩამ მითხრა შხაპს იღებსო.
-მოდი. _ნაძალადევად გაუღიმა ქალმა
-რა გჭირს? რა გადაღლილი სახე გაქვს?
-შხაპმაც არ მიშველა ხომ? ორი დღეა ფეხზე ვდგავარ.
-ხო რაღაც დაძაბული ჩანხარ. ასე მგონია რაღაც გტკივა...
-შენთან დარეკვა მეც მინდოდა, მაგრამ მეთქი მერე საღამოს დავრეკავ-თქო. რაღაც მინდოდა მეთხოვა.
-მთხოვე მერე აგერ არ ვარ?
-შენ... ღმერთო რომ გითხრა გააფრენ. რმერტო ამდენი პრობლემა რატომ მაქვს. სულ პრობლემა რატომ მაქვს_ზევით აიხედა ქალმა თითქოს პასუხს ელოდებაო და ტუჩები აუცახცახდა.
-კარგი დაწყნარდი და მითხარი რა გჭირს. _საწოლზე გადაჯდა თიკო და მეგობარს მხარზე ხელი დაადო.
-მე... შენ... შენ შეგიძლია ხვალ ექიმთან გამყვე?
-რის ექიმთან? კარგად ხარ?
ქალმა სასოწარკვეთილი სახით გამოხედა. ისე იყურებოდა, როგორც გალიაში გამომწყვდეული ჩიტი კედლებს ,რომ აწყდება და გამოსვლას ცდილობს.
-რომ გითხრა ან გაგიჟდები ან არ დაიჯერებ. _შუბლი ცალი ხელით მოიქმინდა თამუნამ.
თიკო მორჩილად იცდიდა რას ეტყოდა მეგობარი.
-ღმერთო რა შტერი ვარ_ამოიკნავლა ქალმა_ასეთი შტერი რატომ ვარ...
-რა მოხდა?
-გახსოვს იმ დღეს რა მითხარი? იმ დღეს კი არა სადღაც ორი თვის წინ.
-რამდენი რამე მითქვამს შენთვის თამუნა რა მახსოვს..._ხელი აიქნია ქალმა
-მეორე ბავშვი, რომ არ გავაჩინე დღემდე ვნანობო.
-არ არსებობს_ გონება გაუნათდა თიკოს და ლამის ლოყებზე შემოიცხო ხელი.
თამუნამ უძლურების ნიშნად თავი დააქნია.
-იმ დღის მერე წამლები აღარ დამილევია. შენ გგონია უნაყოფო ვარ ამდენი წელი მეორე, რომ არ გამიჩნდა?
-არა არც მიფიქრია_თავი იმართლა თიკომ
-თავიდან მესინოდა. 5-6 წელი ... ვფიქრობდი ვაი და გოჩა ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს-თქო. ორი ბავშვით მარტომ როგორ ვიცხოვრო-თქო. ვხედავდი, რომ გოჩა სრულებით შეიცვალა, მაგრამ აინც მქონდა რაღაც ამოუხსნელი შიში. შენ ჩემზე უკეთ არ მოგეხსენება ადამიანის ფსიქოლოგია? წლების მერე კიდევ უბრალოდ შევეჩვიეთ, რომ მხოლოდ ვიკა გვყავდა.
-მესმის..._თანაგრზნობით გახედა თიკომ.
-შენ რომ მითხარი გულის სიღრმეში არც მიფიქრია, რომ დაორსულება მინდოდა. უბრლოდ აღარ მომინდა ის წამლები დამელია. გოჩამ უკვე დიდი ხანია იცოდა, რომ წამლებს ვსვამდი და აღარც ის იცავდა თავს. აღარც კი ვიცი... უბრალოდ დავიღალე და ნერვებიც აღარაფერზე მყოფნის. ცოტა ხნის წინ გოჩასაც ვეჩხუბე. ყველაფერი ვუთხარი რისი თქმაც მინდოდა და რისიც არ მინდოდა.
-დაწყნარდი... დამშვიდდი... რამდენის ხარ?
-გგონია ვიცი? წინ დღას გავიგე გოჩამ სურპრიზი, რომ მომიწყო და მომახალა ლილის ამბავი.
-წარმომიდგენია...
-იმაზე ვფიქრობდი ვიკა იმ ამბავს როგორც შემეგუებინა ,რომ მე გავუჩენდი დას ან ძმას და როგორც ყოველთვის ხდება ჩემს პრობლემაზე ადრესხვისი პრობლემა შემომეკხვეხა მოსაგვარებელი. წარმოგიდგენია ახლა ეს რომ ვუთხრა რა მოხდება? ჩვეულებრივი აპოკალიფსი.
-კარგი ახლა შენ უნდა დაწყნარდე და დაისვენო. შეწყვიტე ნერვიულობა ყველაზე და ყველაფერზე.
- ჩემს ოჯახში ცუმად ვარ და ჩემს პრობლემას ვმალავ. ჩემს ქმარს და შვილს ვერ ვუმხელ რომ ორსულად ვარ და ჩემი ქმარი მთხოვს რომ გაგებით მოვეკიდო შექმნილ სიტუაციას. ნერვიულობისგან გავგიჟდე ლამის. თან მუცელი მტკივა უკვე რამდენიმე დღეა და ექიმთანაც ვერ მივედი. _ცრემლები წასკდა ქალს და ცხვირი გაუწითლდა.
-არ შეიზლება შენთვის ამდენი ნერვიულობა. ახლა სიმშვიდე გჭირდება. მე წაგიყვან ექიმთან ხვალ. იქ არ იყავი საავადმყოფოში? ვერ მიდი გინეკოლოგთან?
-არ მინდა ჩემს გინეკოლოგთან მირჩევნია. იქ მისასვლელად კიდევ მოვიცალე? ბოლოს მომიღებს ეს ამბავი ვგრძნობ.
-ძალიან გტკივა? ხშირად გიმეორდება?
-არა პერიოდულად. დღეს დილით მტკიოდა რამდენიმე წუთს. ახლა მეტკინა კიდევ და ჩმოვჯექი საწოლზე.
-თამუნა შეიძლება მოგეშალოს მუცელი. იქნებ წოლითი რეჯიმი გინდა.
-რა წოლითი რეჯიმი ვიკა ყოველ წამს მეძახდა იქ რომ ვიყავი. ძილით ხომ ვერ დავიძინე და დაჯდომითაც ვერ დავჯექი წესიერად. ხან რას ითხოვდა ხან რას. გადავიღალე გეფიცები... აღარც სამსახური მინდა და აღარც ვინმეს დანახვა. მინდა ცოტა ხანს დავისვენო ამდენი პრობლემისგან. ვიკას კიდევ ერთ ისტერიკას ვერ გადავიტან.
-ლილიც გაღიზიანებს ხომ?
-მგონი უკვე ყველაფერი მაღიზიანებს.
-პირველ რიგში ექიმი გჭირდება. უნდა გაგსინჯოს და გაიგოს რატომ გტკივა ხოლმე. დაურეკე შენს გინეკოლოგს და ჩაეწერე. ხვალ რომელ საათზეც მეტყვი გაგყვები. ახლა თავი აკონტროლე და ეცადე მშვიდად იყო. ღრმად ისუნთქე. ხო მართლა გოჩასთვის თქმას არ აპირებ?
-როგორ? როდის? აბა მითხარი? ჩემი დრო არის ახლა?
-მაპატიე, რომ მცოდნოდა ლილის ვახსმად დარჩენას არ ვთხოვდი. _საწყალი სახე მიიღო ქალმა
თამუნამ ამოიოხრა.
-კარგი არაუშავს. ბოლოს და ბოლოს მაგის მართლა რა ბრალია. არც დაბადება უთხოვია და...
-თუ გინდა ნუ ჩამოხვალ. გოჩას ვეტყვი, რომ შეუძლოდ ხარ.
-კარგი რა. იმწუთას იფიქრებს, რომ ლილის გამო არ ჩამოვედი. ის ბავშვიც მიხვდება და თავს მონსტრად იგრძნობს. ეგეც არ იყოს არ მინდა ახლა ვიკასნაირად მოიქცეს ეგეც და რამე უბედურებას გადაეკიდოს. მოზარდები არიან.
-ლილი ეგეთი ბავშვი არ არის. ესმის შექმნილი სიტუაცია.
-რამდენადაც არ უნდა ესმოდეს მაინც არასწორი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან. მაქამდეც არ დავცემულვარ ბავშვს ჩემმი პროტესტით სახლიდან წასვლა ვაიძულო. იმ საწყალ ბავშვს სახლშიც ისე ექცევიან თითქოს არსებობდეს. ბავშვია დაარ ვარ მომხრე მოზარდებც ჩვენი საქციელით ცუდისკენ ვუბიძგოთ.
-მართალი ხარ, უბრალოდ ვიფიქრე არ შეგეძლო.
-იტყვის მერე ღმერთმა ჯერ დედა გამომიგზავნა რომელსაც არ ვაინტერესებ და მერე მონსტრი დედინაცვალიო.
-მართალი ხარ თამუ...
-უბრალოდ თავს ვერ ვთოკავ ხოლმე და... მე მართლა ვცდილობ სწორად მოვიქცე. მინდა, რომ სწორად მოვიქცე თიკუ, მაგრამ თავს ვერ დავდებ რომ გამომივა.
-მიდი ჩაიცვი და ჩამოდი. ვივახშმოთ ერთად და მერე დრო გვიჩვენებს_მოეხვია თიკომ და მარტო დატოვა, რომ მოწესრიგებულიყო.
ქვემოთ, რომ ჩავიდა იგივე სიტუაცია იყო. ვიკა თავისთვის იჯდა და თიკოს მოტანილ ტკბილეულს ჭამდა. თვალებში ბრაზი ქონდა, მაგრამ არ იმჩნევდა. მან ხომ გოჩას პირობა დაუდო.
გოჩა დივანზე იჯდა და ლილის ოჯახურ ალბომს ათვალიერებინებდა. თიკო, რომ მიუახლოვდა სწორედ მაშინ ეუბნებოდა ასე უკეთ გაიცნობ ყველასო და პირობა ჩამოართვა, რომ თავის ბავშვობის ფოტოებსაც მოუტანდა.
ლილი მიხვდა მისგან განსხვავებით რა ლაღი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა ვიკას. ფოტოები ყველაფერს ჰყვებოდნენ. ერთი წამით გაიფიქრა ამ ოჯახის ურთიერთობაში, რატომ უნდა ჩავერიო მე სრულიად უცხო ადამიანიო. ვერ გაიგო რა ადგილი ჰქონდა მათ ცხოვრებაში.
თიკო ვიკას მოუჯდა გვერდით და დაელოდა თამუნა, როდის ჩამოვიდოდა.
მსახურს სუფრა უკვე გაეწყო. გოჩამ ვიკას დაეხმარა და მაგიდამდე მიიყვანა. გოგონა მაგიდის თავიდან მარცხნივ დასვა სადაც ყოველთვის ჯდებოდა. და ლილის სთხოვა მის გვერდით დამჯდარიყო. მარჯვნივ ყოველთვის თამუნა ჯდებოდა. თუ ბევრი სტუმარი ჰყავდათ და მაგიდა ივსებოდა თამუნა მაგიდის მეორე თავში ჯდებოდა როგორც ოჯახის დიასახლისი.
ახლაც ასე მოხდა. როცა სასადილო ოთახში გამოჩნდა ქმრის მარჯვნივ მოეწყო. გვერდით თიკო მოუჯდა.
ლილი ხედავდა რამდენად განსხვავებული იყო ეს ოჯახი იმისგან სადაც თავად გაიზარდა. მხოლოდ იმით კი არა,რომ მდიდრები იყვნენ. ფული აქ არაფერ შუაში იყო. მთავარი სულ სხვა იყო. აქ ყველას თავის ადგილი ჰქონდა. დედას, მამას , შვილს... მეგობრებს... მის ოჯახში კი ორი ადამიანი ერთადაც კი არ ჯდებოდა სუფრასთან. ანა სულ ადრიანად გარბოდა ან ადრიანად მოდიოდა, რომ მასთან ერთად ჭამა აერიდებინა თავიდან. თუმცა იშვიათი გამონაკლისებიც იყო ის სულ ცუმად იჯდა და ბებო ევლებოდა თავს.
აქ ამ სახლში კი ყველაფერი იდეალურად იყო. სრული წესრიგი. ყოველთვის ერთად ოჯახურ გარემოში ისხდნენ და არც სალაპარაკო ელეოდათ სუფრასთან. გასახსენებელიც ბევრი ჰქონდათ და მომავალში დასაგეგმიც.
მათ სუფრასთან კი სრული სიცარიელე იყო.
ლილიმ დააკვირდა როგორ ელეგანტურად აიღო ხელში დანა-ჩანგალი ვიკამ. ზუსტად ისე, როგორც დედამისმა. ყველაფერს აკვირდებოდა. ეს ყველაფერი სულ სხვანაირი იყო! მისგან სრულიად განსხვავებული!


_____
ჩემო საყვარლებო ვიცი რომ ძალიან დავიგვიანე ,მაგრამ რა ვქნა მეტად ვერ შევძელი
მიყვარხართ და გელით მოუთმენლად !



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ჩემოო ტკბილოო რა კარგი ხარ და როგორ მიყვარს ეს ისტორიაა ეხლაც უზომოდ კარგი იყო ძალიან ძალიან მაგრამ ნუ იგვიანებ ხოლმეე რაა :(((

 


№2  offline მოდერი Behandice

სულ ველოდები და არმხვდება და გულიმწყდწბა.
მომეწონა მაგრამ უფრო მეტი ანა მინდა,უკვე აღარ ჩანს ეს თავებია.
მინდა დალაგდეს ყველაფერი,უცებ თუ არა თანდათან.
თამუნა ორსულადა როგორც ვფიქრობდი.
კიდევ ერთი პრობლემა ეგოისტი ვიკასათვის.
ძალიან მაინტერესებს რა მოხდება.
აღარ დააგვიანო რა ასე.

 


№3  offline წევრი lisebeth

ნიტა♡♡
ჩემოო ტკბილოო რა კარგი ხარ და როგორ მიყვარს ეს ისტორიაა ეხლაც უზომოდ კარგი იყო ძალიან ძალიან მაგრამ ნუ იგვიანებ ხოლმეე რაა :(((

სულ ვცდილობ არ დამიგვიანდეს მაგრამ არ გამომდის
მადლობა შენ საყვარელო heart_eyes
Behandice
სულ ველოდები და არმხვდება და გულიმწყდწბა.
მომეწონა მაგრამ უფრო მეტი ანა მინდა,უკვე აღარ ჩანს ეს თავებია.
მინდა დალაგდეს ყველაფერი,უცებ თუ არა თანდათან.
თამუნა ორსულადა როგორც ვფიქრობდი.
კიდევ ერთი პრობლემა ეგოისტი ვიკასათვის.
ძალიან მაინტერესებს რა მოხდება.
აღარ დააგვიანო რა ასე.

ჰო ვიკას ნამდვილად ორმაგი პრობლემა აქვს
მადლობა შენ რომ კითხულობ და მოგწონს heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი LoNdA DM

Au rogor momwons shen ar ici es motxroba magram rato agvianeb xolme. Lukas gamochenas velodebi sulmoutqmelad. Me lukas da lilis mxares var. Es ori magari wyvili iqneba.

 


№5 სტუმარი ემი

ძნელია ამ სიტუაციაში (ორსულობას ვგლისხმობ), თამუნას მოსთხოვო ლოგიკურად აზროვნების უნარი, მაგრამ ცდება... ლილი მისთვის არ არის გოჩას ღალატის სიმბოლო, ლილი გოჩას ერთერთი რიგითი შეცდომის შედეგია, შეცდომებს კი თურმე გოჩა ბევრს უშვებდა, მაგრამ ყველაფერი ხო აპატია, ყველაფერი ხო დაივიწყა და ბევრი გადაიტანა მის გამო...ამიტო ხელახლა ყვედრება რომ ეს ყველაფერი გააკეთა, მთლად სწორი არაა შეგნებული ქალისგან... ამიტო სთხოვს გოჩა, მიიღოს ესეც, გოჩას კატეგორიულობაც მომეწონა.. ღალატი სხვა რამეა....

ერთ რამეს გთხოვ, ლილი არავის ცხოვრებაში არ "შეტენო"...

პ.ს. ყველა ეპიზოდს, სადაც ლილია, ტირილით ვიწყებ და ტირილით ვამთავრებ.... რას მიშვები.... disappointed_relieved kissing_heart

 


№6  offline მოდერი Behandice

lisebeth
ნიტა♡♡
ჩემოო ტკბილოო რა კარგი ხარ და როგორ მიყვარს ეს ისტორიაა ეხლაც უზომოდ კარგი იყო ძალიან ძალიან მაგრამ ნუ იგვიანებ ხოლმეე რაა :(((

სულ ვცდილობ არ დამიგვიანდეს მაგრამ არ გამომდის
მადლობა შენ საყვარელო heart_eyes
Behandice
სულ ველოდები და არმხვდება და გულიმწყდწბა.
მომეწონა მაგრამ უფრო მეტი ანა მინდა,უკვე აღარ ჩანს ეს თავებია.
მინდა დალაგდეს ყველაფერი,უცებ თუ არა თანდათან.
თამუნა ორსულადა როგორც ვფიქრობდი.
კიდევ ერთი პრობლემა ეგოისტი ვიკასათვის.
ძალიან მაინტერესებს რა მოხდება.
აღარ დააგვიანო რა ასე.

ჰო ვიკას ნამდვილად ორმაგი პრობლემა აქვს
მადლობა შენ რომ კითხულობ და მოგწონს heart_eyes heart_eyes

მომწონს????ძალიან ცდები ეს ისტორია არ მომწონს!
მე ეს ისტორია მიყვარს!
მე ამ ისტორიაზე ვგიჟდები!
ალბათ რომ დამთავრდება კიდე ბევრჯერ წავიკითხავ. heart_eyes

 


№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვიკა არ მომწონს!
არასასიამოვნოა ის ფაქტი რომ დედას ერიდება შვილისთვის თქმა რომ ორსულადაა.
ვიცი გათამამებული ბავშვია, მაგრამ მგონი უნდა გაიგოს უკვე რაღაცეები და ასეთი უაზრო ქცევები შეწყვიტოს.
ძალიან მეცოდება ლილი, აი ძალიან. თავი ყველგან ზედმეტი გონია და რა სამწუხაროა რომ ყველა ასე აგრძნობინებს თავს.
ანაც მაინტერესებს სადაა რა იქნება მან მაინც გააბედნიეროს შვილი.

 


№8  offline წევრი lisebeth

LoNdA DM
Au rogor momwons shen ar ici es motxroba magram rato agvianeb xolme. Lukas gamochenas velodebi sulmoutqmelad. Me lukas da lilis mxares var. Es ori magari wyvili iqneba.

მმადლობა საყვარელო როგორც კი ვახერხებ მაშინვე ვდებ
ემი
ძნელია ამ სიტუაციაში (ორსულობას ვგლისხმობ), თამუნას მოსთხოვო ლოგიკურად აზროვნების უნარი, მაგრამ ცდება... ლილი მისთვის არ არის გოჩას ღალატის სიმბოლო, ლილი გოჩას ერთერთი რიგითი შეცდომის შედეგია, შეცდომებს კი თურმე გოჩა ბევრს უშვებდა, მაგრამ ყველაფერი ხო აპატია, ყველაფერი ხო დაივიწყა და ბევრი გადაიტანა მის გამო...ამიტო ხელახლა ყვედრება რომ ეს ყველაფერი გააკეთა, მთლად სწორი არაა შეგნებული ქალისგან... ამიტო სთხოვს გოჩა, მიიღოს ესეც, გოჩას კატეგორიულობაც მომეწონა.. ღალატი სხვა რამეა....

ერთ რამეს გთხოვ, ლილი არავის ცხოვრებაში არ "შეტენო"...

პ.ს. ყველა ეპიზოდს, სადაც ლილია, ტირილით ვიწყებ და ტირილით ვამთავრებ.... რას მიშვები.... disappointed_relieved kissing_heart

ყველა ქალისთვის ქმრის უკანონო შვილი ღალატის სიმბოლოა და არ აქვს მნიშვნელობა სსაიდან და როგორ მოხდა ეს ყველაფერი
არ აყვედრის არასწორად გაიგე
ეუბნება რომ აპატია მაგრა მეტისმეტს ნუ ითხოვს მისგან
უთხრაყველაფერი გაპატიე მაგრამ ყველაზე მინიმუმ ჩუმად ყოფნის უფლება მაქვსო
Behandice
lisebeth
ნიტა♡♡
ჩემოო ტკბილოო რა კარგი ხარ და როგორ მიყვარს ეს ისტორიაა ეხლაც უზომოდ კარგი იყო ძალიან ძალიან მაგრამ ნუ იგვიანებ ხოლმეე რაა :(((

სულ ვცდილობ არ დამიგვიანდეს მაგრამ არ გამომდის
მადლობა შენ საყვარელო heart_eyes
Behandice
სულ ველოდები და არმხვდება და გულიმწყდწბა.
მომეწონა მაგრამ უფრო მეტი ანა მინდა,უკვე აღარ ჩანს ეს თავებია.
მინდა დალაგდეს ყველაფერი,უცებ თუ არა თანდათან.
თამუნა ორსულადა როგორც ვფიქრობდი.
კიდევ ერთი პრობლემა ეგოისტი ვიკასათვის.
ძალიან მაინტერესებს რა მოხდება.
აღარ დააგვიანო რა ასე.

ჰო ვიკას ნამდვილად ორმაგი პრობლემა აქვს
მადლობა შენ რომ კითხულობ და მოგწონს heart_eyes heart_eyes

მომწონს????ძალიან ცდები ეს ისტორია არ მომწონს!
მე ეს ისტორია მიყვარს!
მე ამ ისტორიაზე ვგიჟდები!
ალბათ რომ დამთავრდება კიდე ბევრჯერ წავიკითხავ. heart_eyes

დიდი მადლობა ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს heart_eyes

 


№9  offline წევრი aNuGi

საოცრად წერ, იმდენად კარგად წერ რომ როლებში შევდივარ და თავის დასასრულს რომ ვხედავ ეგრევე ვიღუშები. მინდა დაუსრულებლად ვიკითხო <3

საშინლად არ მომწონს ვიკას პერსონაჟი, თუმცა ეგ მარტო იმიტომ არ არის ეგეთი რომ მშობლებისგან "გატუტუცებულია", იმიტომ რომ ერთადერთია და განუმეორებელია, არამედ შინაგანადაც ასეთია.
ამას იმიტომ ვამბობ რომ მეც თითქმის ასე გავიზარდე, პირველი და ერთადერთი ვარ ოჯახში, და-ძმა არ მყავს, მანებივრებდნენ ყოველთვის, ყველა თავზე მევლება და მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ერთადერთი შვილი რომ ჰყავთ. მაგრამ ყოველთვის მაწუხებდა ეგ კითხვა ხშირად ვფიქრობდი ვინმე რომ გამოჩენილიყო ჩვენს ცხოვრებაში კიდევ როგორ მოვიქცეოდი. ალბათ გამიხარდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ეგოისტი ვარ (ამას არც ვმალავ) მაინც, სხვას არ დავადანაშაულებდი დედაჩემის და მამაჩემის შეცდომაში. თანაც მისი ასაკის გოგოს კარგად მოეხსენება რა როგორ ხდება. არვიცი ეს ალბათ ჩემი აზრია, ყველა ერთნაირი ვერ იქნება, სადღაც ალბათ მისიც მესმის თუმცა მაინც არ მომწონს. იმედი მაქვს რომ მიიღებს ლილის, თუ არ შეიყვარებს, შეეგუება მაინც და ნორმალურად მოექცევა.
მაინც ყველაზე მეტად ლილი მეცოდება.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline წევრი beshqen

ველი საბედისწერო..ის გაგრძელებას

 


№11  offline წევრი lisebeth

aNuGi
საოცრად წერ, იმდენად კარგად წერ რომ როლებში შევდივარ და თავის დასასრულს რომ ვხედავ ეგრევე ვიღუშები. მინდა დაუსრულებლად ვიკითხო <3

საშინლად არ მომწონს ვიკას პერსონაჟი, თუმცა ეგ მარტო იმიტომ არ არის ეგეთი რომ მშობლებისგან "გატუტუცებულია", იმიტომ რომ ერთადერთია და განუმეორებელია, არამედ შინაგანადაც ასეთია.
ამას იმიტომ ვამბობ რომ მეც თითქმის ასე გავიზარდე, პირველი და ერთადერთი ვარ ოჯახში, და-ძმა არ მყავს, მანებივრებდნენ ყოველთვის, ყველა თავზე მევლება და მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ერთადერთი შვილი რომ ჰყავთ. მაგრამ ყოველთვის მაწუხებდა ეგ კითხვა ხშირად ვფიქრობდი ვინმე რომ გამოჩენილიყო ჩვენს ცხოვრებაში კიდევ როგორ მოვიქცეოდი. ალბათ გამიხარდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ეგოისტი ვარ (ამას არც ვმალავ) მაინც, სხვას არ დავადანაშაულებდი დედაჩემის და მამაჩემის შეცდომაში. თანაც მისი ასაკის გოგოს კარგად მოეხსენება რა როგორ ხდება. არვიცი ეს ალბათ ჩემი აზრია, ყველა ერთნაირი ვერ იქნება, სადღაც ალბათ მისიც მესმის თუმცა მაინც არ მომწონს. იმედი მაქვს რომ მიიღებს ლილის, თუ არ შეიყვარებს, შეეგუება მაინც და ნორმალურად მოექცევა.
მაინც ყველაზე მეტად ლილი მეცოდება.

თქვენ ტითოეული თქვენგანი მაძლევთ მე მოტივაციას , რომ ვწერო. მადლობა ამ არაცვეულებრივი სიტყვებისთვის
beshqen
ველი საბედისწერო..ის გაგრძელებას

იმეედი მაქვს მალე იქნება
საბედისწერონი არ არის მარტივად დასაწერი წიგნი.პირველი წიგნის დაწერას 2 წელი მოვუნდი
და მგონი გამომივიდა რაღაც
მადლობა

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

როგორ მტკივა ლილის მდგომარებაა :(( არ მომწონს ვიკას ქცევები მიუხედავად იმისა რომ მეც დედის ერთა ვარ და როგორც ვიკას ევლებიან თავს ანალოგიურად ჩემზეც ეგრეა საერთოს დედის ერთობამ იცის მე მაინც არ მომწონს მისი ქცევებიი :X მაღიზიანებს,საშინელებააა :(( გოჩაც ვერ იქცევა მთლად კარგაად :((

 


№13  offline წევრი LoNdA DM

Rodis dadeb? Ukve vegar vitmen. Dges dade ra didi tavi.

 


№14  offline წევრი lisebeth

uchveulo
როგორ მტკივა ლილის მდგომარებაა :(( არ მომწონს ვიკას ქცევები მიუხედავად იმისა რომ მეც დედის ერთა ვარ და როგორც ვიკას ევლებიან თავს ანალოგიურად ჩემზეც ეგრეა საერთოს დედის ერთობამ იცის მე მაინც არ მომწონს მისი ქცევებიი :X მაღიზიანებს,საშინელებააა :(( გოჩაც ვერ იქცევა მთლად კარგაად :((

ჰო დედისერთებს ყოველთვის ასე ექცევიან განსაკუთრებით საქართველოში
LoNdA DM
Rodis dadeb? Ukve vegar vitmen. Dges dade ra didi tavi.

თუ მოვახერხე დღეს დავდებ თუ არა და ხვალ აუცილებლად
მადლობა

 


№15 სტუმარი მიკა

me dzalian momwons tamuna.. sakutari tavi warmoidgunos yvelam mis adgilas.. romeli miighebdit qmris ukanono shvils ? me piradad, araprisdidebit .. gasagebia , rom bavshvi udanashauloa,magram ... vikas rac sheexeba, mdidari ojaxis ertaderti qalishvili ra tqma unda, rom ganebivrebuli iqneba da chirveuli... yvelam chaixedos gulshi da yvelam sakutari tavi daayenos mis adgilas.. gasagebua, shecda rom saxlidan daukitxavad sadghac wavida da sharsac gadaeyara. yvelapershi ar vamartleb,magram saerto jamshi cudebi sulac ar arian da tamuna mit unetes.. dzalian shegnebuli da gamgebi qalia

ar var dediserta, dzma myavs uprosi da ertmanetze mze da mtvare amogvdioda sul, magrma chem dzmas yoveltvis undoda ded-mamishvili kidev hyoloda, risi sastiki winaaghmdegic viyavi mee.... araperi maklda ,magram sashinlad egoisti var mainc , vaghiareb anas. ra vqna, mesakutre var . aravin myavs aseti,magram me gamoverie, ase rom,nu daadanashaulebt vikas mshoblebs da tamunas mit umetes.... rac ar unda iyos, lili misi qmris da vighac qalis shvilia daa bunebrivia , ar uxarides.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent