შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე ორი ცის ქვეშ (დასასრული)


12-09-2016, 17:48
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 217

ჭორაობით მაინცდამაინც არ ვინტერესდები, შეყვარებული ვის არ ჰყოლია და მით უმეტეს თანაუნივერსიტეტელი.პირველ კორპუსში ეს ჩვეული მოვლენაა,თვალს დაადგამ უფროსკურსელს, თუმცა გამოცდის დროს მაღლივის კიბესთან შორდები, რადგან არც ერთს გინდათ, პირველმა აიაროთ ეს სასიკვდილე კიბე.
ვასილი?! ის ხომ უბრალო ბიჭია, იქნებ მეგობრებადაც დავრჩეთ..
ამდენი ფიქრი და ამდენი აზრი?! თითქოს ჯაჭვი წყდება..
დრო ჩვეულებრივ გადის.ლექციები, შესვენებებზე ახალ მეგობრებთან ბაასი, ბიბლიოთეკა, სადაც ყოფნა ძალიან შემიყვარდა..გამცდის წარმატებით ჩაბარება და „ფასტ ფუდის“ რომელიმე რესტორანში შევლა, სადაც ყოველთვის ჩემი ჯანსაღი საკვები მიმაქვს.
ახლა ზუსტად ბოლო შუალედური მქონდა, კურსელები „დანკინ დონატს“ ვსტუმრობთ, ახლაც უკვირთ ჩემი თავშეკავება, შენ ყველაფერში ასეთი ხარო.მაინცდამაინც არ ვერთვები მათ სჯა-ბაასში, ყურადღება მოპირდაპირე მხარეს მაქვს, სადაც ვასილი ზის რამდენიმე მეგობართან ერთად.რამდენიმე კვირაა არ მინახავს, როცა შეხვედრას მთხოვდა, არასდროს მეცალა, სულ გამოცდების მზადებაში ვიყავი ჩაძირული.
ძალიან მინდა მასთან საუბარი, ჩემი მთელი არსება ამისკენ მიბიძგებს, თუმცა მეგორებს ვერ დავტოვებ, მოიცდის ვასილი. ფიზიკურად მათ გვერდით ვზივარ, თუმცა მაინც სხვა მხარეს,ვასილის მხარესვკონცენტრირდები.მესმის მისი როლებში შეჭრილი სახე და ფაქიზი ხმა.
„უკვე, შეითვისე ჟრუანტელი,
ტანში გაგცრა და გაგაჟრჟოლა...
შენი წინათგრძნობა უარზეა,
მაგრამ, შთაგონება გაქეზებს!
როცა, შენში, პოეტს უყვარდება,
ლექსი - შედეგია სახეზე.“
ჰმ..რატომ მიზიდავს ასე ? ვცდილობ, სხვა რამეზე გადავრთო ყურადღება, თუმცა მიჭირს.
-ახალ წელს სად ატარებ?-მეკითხება ნანიკო.
-სახლში, სად გავატარებ?-მექანიკურად ვპასუხობ.
-კურსელები ბაკურიანში მივდივართ.არ გინდა,წამოხვიდე?-კითხვა მესმის, თუმცა უპასუხოდ ვტოვებ. დაბნეულობის მაქსიმალურ დონეზე ვიმყოფები და არ შემიძლია, ვუსმინო ვინმეს..
„ირგვლივ უთვალავი სენტიმენტი,
საგნის მიზნობრივი აღწერა...
ას ოთხმოცდახუთი სანტიმეტრი,
სიმაღლე ასაკზე მრავლდება.“
გონებაში ისევ ისაა და ისევ მისი პოეზიაა..როგორ მინდა ახლოს მივიდე და ისე მოვუსმინო,ძალიან მინდა...თუმცა,დრო იწელება, უკვე გვიანია. როცა მეგობრებს ვშორდები და გაჩერებისკენ მივდივარ. გარეთ თოვს, თუმცა ვერ ვგრძნობ, ამაღლებულ განწყობას ვერ მიქმის ეს ერთ დროს საყვარელი ბუნებრივი მოვლენა...

დრო ძალიან უაზროდ გადის.ბოლო ორი დღე ისე მიიწელება, რომ თავი მგონია მატარებელში, რომელიც ვერასდროს ჩერდება. ბოლოს, ვთანხმდები ნანიკოს ბაკურიანში წასვლაზე, თბილისში დარჩენა და იმაზე ფიქრი, ვნახავ თთუ არა ვასილს არ მინდა. ხშირად ვეჩხუბები საკუთარ თავს იმის გამო, რომ გამოცდების გამო ის უკანა პლანზე გავსწიე. მხოლოდ ბოლო დროს თუ ვხვდები, როგორი სხვანაირია ვასილთან ერთად გატარებული დღეები. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ამ დროს არც ვარდისფერ ბუშტში ფარფატის გარეშე ვიყავი ბედნიერი..

-ანუ ჩემთან არ გაატარებ დრო?-მეკითხება დეა და თავს უკმაყოფილოდ აქნევს.
-შობას შენთან შევხვდები-ვუღიმი და დაიმედებენ მზერას ვტყორცნი.

ჩქარ-ჩქარა ვალაგებ ბარგს. არ მიყვარს ეს პროცესი, ამიტომ ყოველთვის ბოლო მომენტისთვის ვიტოვებ ხოლმე. ფართხა-ფურთხით ვმოძრაობ, დაულაგებლად ვყრი ყველაფერს ჩემოდანში, შემდეგ ისევ ვალეგებ და ვკეცავ ნაკლები ადგილი რომ დაიკავოს.
-დაგეხმარო?-მესმის ლიას ხმა, არ მინდა-მეთქი, ვპასუხობ და ვაგრძელებ საქმეს, არ მიყვარს, როცა ვინმე ეხება ჩემს ნივთებს.

უაზრო აზრების გამო არ მინდა, ჩემსა და ვასილს შორის ავწიო ბარიერი, უბრალოდ არ მინდა...ყოველ წამს ამაზე მეფიქრება, მაშინაც კი, როცა ავტოუსში ვზივარ და დაძვრას ველოდები. როგორც ყოველთვის, ახლაც ნანიკო მიზის გვერდით და თავის ხალისს ასხივებს. მაინცდამაიცნ არ მეცინება, თუმცა უნდა ავყვე.
ფანჯარას გავყურებ და ისევ ცხოვრება მატარებელი მგონია. ვხედავ წარმავალ ხეებს,სახლებს, ვხედავ, როგორ პატარავდებიან და ხელსა და თვალ შუა ქრებიან..ისევ ღრმად შევიცნობ ცხოვრებისეულ კანონს, რომელსაც არამარადისობა ჰქვია და თითქოს მეც მივყვები მას..
შუა გზაში მუსიკის ფონზე მეძინება. როცა მთელი ავტობუსი ცეკვავს, მძინავს..ზოგჯერ ძლიერ ალიაქოთშიაც კი სასიამოვნოა ძილი.
„დაეშვი მიწაზე!
დაეშვი მიწაზე!
დაეშვი მიწაზე!
მიყვირიან აქეთ-იქიდან.
ვპასუხობ: -არა!“ -ჩამესმის ვიღაცის ომახიანი ხმა და მეღვიძება, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს სიტყვები ჩემკენაა მომართული.
-მე?!-ვსწორდები წელში და გაშტერებულ თვალებს გარშემო ვაცეცებ. ყველას სიცილი უტყდება და მეც ლამისაა მიწა გამომეცალოს ფეხქვეშ..ეს ვასილის ხმაა!
მისი სახეც ჩნდება და სახეზე ბედნიერების სხივები მიჩნდება...
-ჰო არ გაგაღვიძეთ?-ეს კითხვაც კი სასიამოვნოდ მხვდება გულზე და მბურძგლავს, ზოგჯერ რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის.

მგზავრობის ბოლო წუთებში ჩემს გვერდით ჯდება ვასილი. ყველა გათიშულია ჩვენს გარდა,მგონი...ესეც პლუსი!-ჩვენ შეგვიძლია ხელის შეუშლებად ვისაუბროთ და ვისაუბროთ.
bebe-cocaine-ს მასმენინებს,ამ სიმღერისას უბრალოდ უნდა დახუჭო თვალები და აღარაფერზე იფიქროო. არ მიყვარს ესპანური სიმღერები, თუმცა საერთო ნაუშნიკიდან მსიამოვნებს თითოეული სიტყვის გაგონება..
როცა კარი იღება, ჩავედითო, ხასიათი მიფუჭდება, მინდა დრო გაიყინოს და საუკუნეზე დიდ ხანს შემეძლოს ვასილის გვერდით ყოფნა.
-ბაასი არ დაგვისრულებია!-ხელს მიქნევს და ავტობუსიდან ჩადის.

საოჯახო სასტუმროა, საოცრად მყუდრო და კომფორტული. სულ სამი სართულისგან შედგება, ყველას გვინაწილებენ ოთახებს, მე და ნანიკო ერთად ვთავსდებით, შეგვაქვს ბარგი და მაყოფილნი „ვეხეთხებით“ საწოლზე. დამეთანხმებით. ეს სასიამოვნო გრძნობაა.
-ვასილი მოგწონს?-მეკითხევა ნანიკო და მთელი სახე მიწითდლება. როგორ მიხვდა?! ნუთუ ასე მეტყობა?!

თხილამურები ,თოვლი, სიცილ-კისკისი...და ასე გადის მთელი სამი დღე, ბოლო საღამოს ფუშფუშა დიასახლისი სუფრას გვიშლის, ბიჭებს ღვინო მოაქვთ, გიტარაც გვაქვს და ჩვენს სტიქიაში ვეშვებით. სასმელს ძალით ვსვამ, უხერხულობა რომ მომეხსნას, თუმცა ვასილის მზერის სიმწვავეს ვერაფერი შველის. მიყურებს, მიყურებს, მაშტერდება და ისევ მაშტერდება...
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თვალებით მაშიშვლებს..მახსენდება მისი ძველი მეტამორფული დიალოგი და ვწითლდები. როგორ მინდა, ახლა მხოლოდ ის იყოს ოთახში..საკუთარი თავის მიკვირს და ვიძაბები...ახლა ისევე უნდა დავლიო, რომ ეს დაძაბვა მოვიხსნა, ვისროლო ფანჯრიდან და უბრალოდ თავისუფალი გავხდე...
ცოტა ხანში ვასილის ხმა ჩამესმის და ყურის ბიბილოც კი წიკ-წაკს მიწყებს.ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს წინ იყოს, ძალიან ახლოს იყოს და ისე საუბრობდეს...
ხელში ჭიქა უჭირავს, შიგნით ალბათ ღვინო ასხია..რა უაზრობებზე ვფიქრობ, ლიმონათი ხომ არ ესმება..ასეთი დაძაბული არასდროს ვყოფილვარ, მგონი..
უცნაურ ლექსს კითხულობს, ლექსს, რომლის სიტყვებიც არეულ-დარეულაც ჩამესმის, თუმცა ვგრძნობ, რომ ის უცნაურზე მეტია, ბევრად მეტი. რატომღაც მგონია, უცნაურ სამყაროში ვტოპავ ...ასეცაა, მე ხომ ულევი ემოცია მიტევს, მიტევს ერთდროულად და გრძნობათა მორევისკენ მიბიძგებს...ალბათ ასე ხდება, როცა გიჟი ხარ, როცა არ ხარ შენ და როცა ხარ რაღაც სხვა...
ეს ლექსი ერთ გოგოს ეძღვნება..ეს გოგო ახლა აქ ზის და არ იცის, რას ვგრძნობო, ამბობს, სახე ეძაბება, ლოყები ეფაკლება და შემდეგ ლექსს იწყებს...
”ჩემო სივრცისფერო ანგელოზო,
ოპიუმი ხარ და თრიაქი!
მთელი ფანტაზია დამეზოგა,
კელაპტარი ვარ და ვკიაფობ.
ჩემო იდუმალო ქალბატონო,
ფრთებით გავირთხმები მდელოზე!
შევთხზავ ათასნაირ საგალობელს,
მებორნე ვიქნები და შეტოპე!
ტბა გაგახელებს თუ მდინარე...
თმები აიჩეჩე თავშლიდან,
ჰაერს მოეფერე, გაწვიდეს!
ახლა, როგორ ვგავარ მანიაკს...
ახლა, მართლა უნდა გავგიჟდე!
მერე, აიზვირთოს ტალღები!
მერე, ამიხირდე ბავშვურად!
მერე, შეიხსენი საყელო!
მერე, დაგიმშვენებ სასთუმალს...
მზეო, მხოლოდ, ჩრდილი დამყვება...
ხელებს ჯიბეებში ვინახავ.
არადა, როგორ გინდა გაბედო
გულო, კიდევ ერთი: "მიყვარხარ!"

გულში რაღაც ზენიტურად მჩხვლეტს და ლამისაა სკამიდან გადავვარდე. მახსენდება ის დღე, როცა ბაღში ბიჭმა, რომელსაც ვუყვარდი, სკამი გამომიწია და პირდაპირ ძირს დამანარცხა და როცა მასწავლებელმა უსაყვედურა, თავი გაიმართლა, ასე მინდოდა, სიყვარული ამეხსნაო.
სხეულით აქ, ფიქრით კი ხან სად და ხან სად...არ ავიხედები ალბათ ზემოთ, ჩემს ჭიქას ვაშერდები და ლამისაა საკუთარი თავი თვითონვე გავსცე..გაშტერებით მიყურებს ნანიკო, თუმცა, იმედია, ყველაფერს არ „დაფრქვავს“.
-ვინაა ეს ბედნიერი?-კითხულობს ნელი და თვალებს ჩემკენ ეშმაკურად აპარებს, ესღა მაკლდა.
-ეს ბედნიერი?! რთული გამოსაცნობი არაა..-ღმერთო ჩემო, ლამისაა გათქვას საკუთარი თავი და მერე მეც..
ათამდე გოგო ვსხედვართ მაგიდასთან, ნელი ირიცხება და მეტი რჩება ალბათობა იმისა, რომ ჩემზე ფიქრობენ. მინდა, გავიდე ოთახიდან, თუმცა ვერ გავდივარ, ასე ყველა იეჭვებს.
-ის ბედნიერი...იქნებ ის..-ეცინება ნანიკოს, მე კი ვშეშდებო.
სიტყვებით აღუწერელად ვგრძნობ თავს, მისი თითოეული სიტყვაც კი სხვა სამყაროსკენ მაგდებს..ეს უცნაურზე უცნაური განცდა მთლიანად მიპყრობს და უბრალოდ ვიშლები. მინდა, მოვწყდე სამყაროს და სადღაც შორს წავიდე..
-კარგი, არ ვიტყვი, ვერ ავაწითლებ..-ვბრაზდები ვასილზე, ლამისაა ფეხზე წამოვხტე და ვაზღვევინო, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებ..

ემოციურად დაღლილ-დაქანცული პლუს სასმელ მოკიდებული ვეხვევი ცივ საბანში და თვალებს ძალით ვხუჭავ. არ მეძინება, მაგრამ მინდა ძილმა მიხსნას უსიამოვნო ფიქრებისგან, ძალიან მინდა..თუმცა, ყოველთვის განა გამოდის ის, რაც ძალიან გვინდა ?!
-ჰეი..შენ უკვე იძინებ?-შემოდის ნანიკო და საბანს ნახევრად მხდის.
-მცივა, დამაფარე!
-რა გჭირს? ასე ადრე როდის იყო, იძნებდი?-გაკვირვებად ვერ მალავს ნანიკო.
-გადი, კარგი?
-ვიცი, რომ..
-გაჩუმდი..ისედაც უაზროდ მოიქცა!-თვალებს ვაშტერებ ნანიკოს ცნობისმოყვარე მზერას და შემდეგ თავს ისევ საბნის ქვეშ ვაქცევ.
-კარგი, მე ჩუმად ვარ..-თვალს მიკრავს და გადის.

რამდენიმე საათს გაუნძრევლად ვატარებ საბნის ქვეშ, დროდადრო ვიხედები ზემოთ და ვტკბები სავსე მთვარის ცქერით. ის ჩვენზე, ადამიანებზე. ბედნიერია, მგონი.. ის ხომ სრულყოფილია, ეს უკანასკნელი კი ჩვენთვის უცხო ხილია...
-გამოფხიზლდი...ნუ ეცემი ამ უაზრო ფიქრებში, რომელი ფილოსოფოსი შენ ხარ?!-ვეუბნები საკუთარ თავს და გამხეცებული ვვარდები საბნის ქვეშ..ძაღლის პოზაში ვწვები და თვალებს ძლიერად ვხუჭავ, იქნებ ახლა მაინც ჩამეძინოს...

ღამის 4 საათი იქნება, როცა აივანზე ვიღაცის ხმა მესმის. ცოტა არ იყოს ვშინდები, ნანიკოს უკვე სძინავს და სხვა არავის ველი..
-რომელი ხარ მანდ?-ფრთხილად ვდგები საწოლიდან.
-მე ვა,ილაიდა..ნუ შინდები..
-ნანიკო არ გააღვიძო..-ვეუბნები მექანიკურად.
-ნანიკოს დაბლა სძინავს..-ამბობს და იღიმის..ღმერთო ჩემო, ეს ვასილია..
-აქ რა გინდა?
-შენს სანახავად მოვედი..ვიცი, დაბნეული ხარ და მინდა, შენთან მესაუბრა..
-ახლა? რამის 4 საათზე?
-ღამე სიმართლის მეტაფორაა...
-წადი შენს მეტაფორებთან ერთად...-ჩემს ნათქვამზე ეცინება, ხელს წელზე მხვევს და თვალები ჩემს თვალებთან მოაქვს, ახლა უფრო ვიბნევი, სიცივეში სიცხე მიპყრობს და ნელ-ნელა მისადგურებს...
-ლექსი მოგეწონა?
-კი,არაუშავდა-ვაქნევ თავს და უკან ვიწევი, ვცდილობ, მისი ხელებისგან გავთავისუფლდე.
-ჩემზე ნაწყენი ხარ?
-რატომ უნდა ვიყო-ვაქნევ თავს და მეცინება, ისიც მყვება სიცილში, ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს და გულზე მიკრავს, ხელები ისევ ზომბებივით მეკიდებიან..
-არ გინდა, გავისეირნოთ?-ახალი შემოთავაზება..
-ახლა?-ისევ გაოცება მეხატება სახეზე.
-აბა,ხვალ?-ხელს ვჭიდებს და აივნისკენ მივყავარ.
-ღამის პერანგით ვარ-ვიხედები ჩემს მოკლე პერანგზე და სიცილი მიტყდება.
-მოიხვიე-თავის ქურთუკს მახვევს და ხელს ჩემს წელზე ათავსებს. ძალიან თბილი და ფაქიზია მისი თითოეული შეხება, ალბათ ამიტომაც გადავყავარ ჭკუიდან..
-აქედან ჩავდივარ?-ვუყურებ სიმაღლეს გაშტერებულ-გაოგნებული და ვასილის ხელს ვეჭიდები.
ფანჯრიდან ნელ-ნალა ვცოცდებით, ის წინ მიდის, ხელს მკიდებს და ჩასვლაში მეხმარება, ბოლოს ერთად ვხტებით და თოვლში ვვარდებით. ძალიან სასაცილონი ვართ, ფინიას გავხარო, მეუბნება ღიმილით და სახიდან თოვლს მწმენდს.
ხელიხელ ჩაკიდებულნი მივუყვებით თოვლიან ბილიკს და გვგონია, რომ მუდამ ასე იქნება, ბედნიერებით აღტკინებულნი ვჩერდებით შუა ქუჩაში და ერთმანეთს ვაშტერდებით. უცნაურზე უცნაური გრძნობაა, როცა ბედნიერება წინ გიდგას..
ასეთი მწვავე მიშტერება ჯერ დედამიწას არ ახსოვს ალბათ...მიყურებს, ვუყურებ, მიყურებს, ვუყურებ და გრძელდება ასე...შემდეგ ცხვირი ჩემს ცხვირთან მოაქვს, თვალებით ლამისააა ჩემს თვალებს შეერწყას..გაშეშებული ვდგავარ და სად ვარ, იცის კი არ ვიცი, ჩემი სახელიც კი ლამისაა დამავიწყდეს..ისეთი გრძნობაა, თითქოს მიწა მეცლება ფეხქვეშ და თავისუფალი ვარდნით მივექანები უფსკრულისკენ. სადაც ბედნიერებას შერეული სიამოვნება მელის, თუმცა მეშინია, ფინიშამდე ვერ მივალ, მხარეს ვიცვლი და სადმე გადავიჩეხები..
თოვა სიჩქარეს უმატებს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენი ბედნიერების ზენიტი ახლოვდება, მის თითებს თმებში ვგრძნობ და ჩემში არსებული ძაბვა მატულობს..ერთმანეთთან ისე ახლოს ვდგავართ, ლამისაა ორნი ერთად ვიქცეთ..
ხელს მიშვებს, შემდეგ ისევ მჭიდებს და მატრიალებ, მის გარშემო ვბრუნავ და მგონია, მე დედამიწა ვარ ის კი-მზე, თუმცა ის პირიქით ამბობს..მეღიმება და გული სითბოთი მევსება..
გაათმაგებულ სიგიჟეს ვეცემი, როცა მისი ბაგეები ჩემკენ მოიწევს და წამიერად იყინება, თავი საყინულეში მგონია, თუმცა ჩვენი საყინულე გაცილებით სასიამოვნოა..
***
დილას გაყინულ სკამზე ვეღვიძება, თუმცა არ მცივა, რადგან მის ხელს წელზე ვგრძნობ, მბურძგლავს სასიამოვნოდ და თავი ღრუბლებში მგონია, ანუ იქ, სადაც სიცივე ათბობს.
ცას ვუყურებ და მეღიმება, ვასილს ვუყურებ და ისევ მეღიმება..
-ღამე ორი ცის ქვეშ...
-უკვე ერთი ცის ქვეშ...მე და შენ რამ გაგვყო?!-თურმე მას ღვიძებია, ხელს მიშვებს და ფეხზე დგება...-შეხედე ცას! ის აღარაა ორი! ჩვენი ცები შეერთდნენ....
ისევ მეტაფორები. ისევ და ისევ!
ალბათ მხოლოდ სილამაზეში კი არა სიტკბოებაშიცაა საქმე..ასე რომ არა, ვასილი ხომ არ შემიყვარდებოდა...
***
რომანტიკას არ უყვარს გაწელვ-გამოწელვა და იმაზე წერა, თუ როგორ ვასწავლე ან ვერ ვასწავლე ჟანსაღი ცხოვრება ვასილს..უბრალოდ არ უყვარს!
***
რამდენიმე წელი გადის, ჩვენ მხოლოდ ერთი ცა კი არა, უკვე ერთი ჭერი, ერთი საწოლი, ერთი აბაზანა და კბილის პასტაც კი ერთი გვაქვს..ეს ჩვენი იდილიაა,იდილია, რომელსაც ბევრი ვერ ჩაწვდება...
ყველაფერი დაიწყო ერთი ცით და ერთი ჭერიც გრძელდება, ერთი საწოლით და ერთი კბილის პასტით.
***
ვასილის გავებუტე, რაზე არ მახსოვს, თუმცა გავებუტე და სახლიდან წავედი. მახსოვს, როგორი გაბრაზებული ვიყავი, როცა ვალაგებდი ბარგს...
მახსოვს, ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, არაფერი მომწონდა, ყველაეფრზე გული მერეოდა და ვერც ადამიანებს ვეგუებოდი და ვეღარც საჭმელს..
***
თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა..ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და მეცხრე ცაზე ამისროლა..
***
ბედნიერების ზენიტი..“მალე მესამეც შეგვემატებას“ ძახილი და ოთახიდან ოთახში სირბილი, სოციალურ ქსელში სახელის შეცვლა...
„მე ვარ შემოქმედის“ დარქმევა და საღამომდე იმაზე ფიქრი. თუ რას მომწერს ვასილი... კიდევ კარგი პასუხს არ აყოვნებს...
„მე ვარ შემოქმედი რატომ ?
არაფერს ვპასუხობ.
ის კი მიდის და თვითონაც იმავეს ირქმევს, შემდეგ კი ისევ ჩემი აივნიდან ძვრება, როგორც იმ ღამეს და ჩემს წინ დგება, როგორც მახარობელი ანგელოზი.. თუმცა, „როგორც“ რატომ. ის განა არაა ბედნიერების მახარებელი?!
***
ჩვენს შვილს არ ვიცი, რას დავარქმევ, არც ის ვიცი. რა შეიძლება ერქვას ჩვენი სიყვარულის ნაჯვარს, არც ის ვიცი. კიდევ რამდენჯერ ვეჩხუბები ვასილს და რამდენჯერ ჩავალაგებ ბარგს, თუმცა ვიცი, ყველაზე დიდი შემოქმედი გავხდები...
ვიცი, შვილი, რომელსაც მოვავლენ ნებისმიერ ნაწარმოებზე ძვირფასი იქნება, რაც კი დაწერილა და რაც კი ოდესმე დაიწერე....
***
გაბერილი ვზივარ ბუხართან, როცა ვასილი მოდის და ყურში მჩურჩულებს:
„დამარცვლე: სი-ყვა-რუ-ლიი!!!
მერე? უფრო ადვილად ეტყვი:
მე შენ მიყვარხარ! ”
____
დიდად ვერ დაგაინტერესათ, მაგრამ მაინც დასრულდა, ვითა სიზმარი ღამისა..
ასეთი გამოხმაურების გამო ცოტა არის იყოს გული დამწყდა, თუმცა არაუშავს, რას ვიზამ..

რაც შეეხება ლექსებს...
ისინი მე არ მეკუთვნის, სხვისი ლექსები გამოვიყენე და იმედია, პატრონს არ ეწყინება, ნუ, რატომ უნდა ეწყინოს :დ

პ.ს ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა,რადგან ბათუმში ჩასული, როცა რომანტიკულად ვწერდი ამ თავს, ვუყურებდი ზღვასა და წვიმას მეექსვე სართულიდან, გადამეწვა დამტენი (აივანზე უარგისი შესაერთებლის გამო) და სანამ არ ჩამოვედი ვერსად ვიპოვე,რომ მეყინა.



№1  offline წევრი nini :)

kargi iyoo... magram ver vityvi ise momewona agar vici rogor agvwero sityvebittqo

 


№2 სტუმარი lela

me dzaan momewonaa.banaluri ar iko.tagacnairi iko originaluri..ai rogori ici? nu miwkens nuravin da yvelas goneba tover agiqvavs iseti..

:) imedia azri gamoitanet..asoebi shemeshala da :)

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

lela
me dzaan momewonaa.banaluri ar iko.tagacnairi iko originaluri..ai rogori ici? nu miwkens nuravin da yvelas goneba tover agiqvavs iseti..

:) imedia azri gamoitanet..asoebi shemeshala da :)

მადლობა, რა თქმა უნდა, გამოვიტანე <3

nini :)
kargi iyoo... magram ver vityvi ise momewona agar vici rogor agvwero sityvebittqo

ჰო,გასაგიჟებელი არც არაფერი დამიწერია, მგონი.
მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent