მოღალატე (ვაჩეს მონათხრობი) სრულად
ლელა სკოლაში გავიცანი, პარალელური კლასელები ვიყავით. მეთორმეტე კლასში ხელი ვთხოვე მაგრამ უარი მითხრა, ჯერ უნდა ვისწავლოო. დაველოდე სანამ ორივე უნივერსიტეტს დავამთავრებდით და ხელი ვთხოვე. იმ საღამოს მისი მშობლების გასაცნობად წავედით -გამარჯობა შვილო, მე დემნა იაშვილი ვარ, ლელას და ანანოს მამა -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ოთახს თვალი რომ მოვავლე კუთხეში ლელას პატარა და ანანო დავინახე. ვიცოდი ჩვენზე 4 წლით პატარა იყო. ნამდვილ ანგელოზს გავდა, ქერა თმა ჰქონდა, ზღვისფერი თვალები და თხელი ტანი. არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა მაგრამ ვინანე ლელას ხელი რომ ვთხოვე -გაიცანი ვაჩე ეს ჩემი დაიკოა ანანო -სასიამოვნოა, შენც ლელასავით ულამაზესი ყოფილხარ მოვიტყუე, ლელას ბევრად ჯობდა. მთელი დედამიწის გოგოების ჯობდა. სუსტად გამიღიმა. ცოტა ხანში ბოდიში მოიხადა და დაგვტოვა. მეც სწრაფად წამოვდექი და უკან გავყევი. 23წლის მანძილზე თავი ასე არასდროს მიგრძვნია, მეგონა ისევ სკოლის მოსწავლე ბიჭი ვიყავი. -ანანო სად მიდიხარ? გაგიყვან მინდოდა მცოდნოდა სად მიდიოდა. ეჭვიანობისგან ვკვდებოდი. იქნებ შეყვარებული ყავს? პეკინზე წავიყვანე, გზაში აზრებს ვალაგებდი რა მეთქვა მისთვის. როგორც კი მის ტუჩებს შევხედავდი აზრი მეფანტებოდა. დიდი ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა. აი ისეთი მთელს სამყაროს რომ დაგავიწყებდა. დანიშნულების ადგილზე რომ მივიყვანი, ღვედი შევუხსენი. მივხვდი ჩემს შეხებაზე შეკრთა. მეც ზუსტად ასე დამემართა. მილიონობით ვოლტმა გამიარა სხეულში. თავი ვერარ შევიკავე და ვაკოცე. მივხვდი აქამდეა არ ვიცოდი ნამდვილი კოცნა რა იყო. სახლში წასვლაზე დამთანხმდა, იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო. მთელი ღამე ერთად გავატარეთ -ვაჩე სახლში უნდა წავიდე, ალბათ ჩემები ნერვიულობენ -ანო რას ფიქრობ? შევძლებთ ბედნიერები ვიყოთ? -არ ვიცი, არ ვიცი საწოლზე დაიხარა და ნაზად მაკოცა. ცუდად ვიყავი, ვნანობდი, დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა მაგრამ ყველაფერს ანანოს მიმართ სურვილი აქარწ....ბდა. იმ დღესვე გადავიწყვიტე ლელასთან დალაპარაკება -საყვარელო სად ჯობია რომ წავიდეთ? ბერლინში თუ პარიზში? -ლელა ამის დრო არ არის, საქმე მაქვს -რა საქმე? ჩვენს ახალ სახლს ეხება? -ლელა, დარწმუნებული ხარ ქორწილი რომ გინდა? მგონი ამისთვის მზად არ ვარ სერიოზული სახით შემომხედა, შემდეგ უბრალოდ გაიცინა და ფეხზე წამოდგა -ნუ მაიმუნობ რაღაცეებს, კაბა მაქვს ასარჩევი ასე ბევრჯერ ვცადე დალაპარაკება მაგრამ არ მომისმინე. არ ვიცოდი როგორ მეთქვა რომ მისი და შემიყვარდა. შემიყვარდა და თანაც უსაზღვროდ. გულს მიფლეთდა იმის წარმოდგენა რომ ანანოს ვაუბედურებდი. იმ მომენტში ლელაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ქორწილის წინა ღამე ანოსთან გავატარე. მინდოდა ხვალ ანო მენახა თეთრ კაბაში გამოწყობილი, მინდოდა ის გამხდარიყო ჩემი ცოლი. მეორე დილით ნამდვილი კოშმარი გამითენდა. ყველა აქეთ-იქით დარბოდა, მე კი ჩემს ანოს ვეძებდი. საკურთხეველთან იმის მაგივრად რომ ლელა შემემჩნია ანოს ვუყურებდი. ცისფერი კაბა ეცვა, ანგელოზი იყო. ძლივს შევიკავე თავი მასთან რომ არ მივსულიყავი. რესტორანში რომ მივედით თავი ვეღარ შევიკავე და ახლოს მივედი -ანო ერთი წუთით გავიდეთ ჩავეხუტე, ატირდა. მისი ქვითინის ხმაზე გული მომიკვდა, როგორ შეიძლება ჩემი საყვარელი ქალი ასე ტიროდეს? საშინლად მოვექეცი მასაც და ლელასაც. ორივე გავაუბედურე. არ უნდა მომეყვანა ლელა ცოლად, გამბედაოდა არ მეყო მისთვის უარი მეთქვა. არ შემეძლო. მაგიდასთან რომ დავბრუნდით ლელა დამხვა, გამგზავრებაზე მკითხა, მე კი მოვატყუე, ვუთხარი შვებულება არ მომცესთქო -ვაჩე რა ხდება? ძალია შეიცვა, ნუთუ ჩვენი ქორწილი არ გიხარია? -ლელა დავიღალე უბრალოდ. ამდენი მოლოცვებისგან -იცი რაა? თუ იღლებოდი შეგეძლო საერთოდ არ მოგეყვანე ცოლად მართალი იყო. არ უნდა მომეყვანა ცოლად, ასეთი რამე არ უნდა მექნა. სახლში რომ მივდიოდით მინდოდა მანქანიდან გადავსულიყავი და სადმე ტყეში წავსულიყავი. არ შემეძლო თეთრ კაბაში ლელას ყურება. არ იყო ის ანოსავით ანგელოზი, არ იყო ანოსავით ფერია. -საყვვარელო ბევრი დალიე არა? -ნეტავ დამელია სახლში რომ შევედით ლელამ კოცნა დამიწყო, მის ადგილას ანო წარმოვიდგინე -არ შემიძლია, მაპატიე არ შემიძლია სახლიდან გამოვიქეცი, მთელი ღამე ბარში ვიჯექი და ვსვავდი, ეს რა ჯანდაბა გავაკეთე? ჩემს გამო ორი გოგო გაუბედურდა. საერთოდ არ ვარ სიყვარულის ღირსი. ჩემნაირ ადამიანს მხოლოს ტყვია უნდა შუბლში. მაგარამა არა, ჩემს ანოს ვერ დავტოვებ. კიდევ ერთ სატკივარს ვერ დავუმატებ. მეორე დილით სახლში რომ მივედი ლელა დამხვდა გაცოფებული -შეგიძლია ამიხსნა გუშინ რა ჯანდაბა მოგივიდა? ვინ მიატოვებს ცოლს პირველ ღამეს? -ლელა ცუდად ვიყავი, არ შემეძლო არც ახლა შემიძლია და საერთოდ არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ -მხოლოდ იმიტომ გპატიობ რომ ამდენი წელია ერთმანეთი გვიყვარს რატომ არ ჰგავს ანანოს? რატომ არ არის მისნაირი სულ მცირედით? უკვე ორი თვე იყო გასული რაც დავქორწინდი, ლელასთან მხოლოდ ერთხელ მეძნა, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ რაიმე არ ეფიქრა. ათას სისულელეს ვიმიზეზებდი. ანოსთან ვიყავი მასთან გატარებული ღამე სიცოცხლის 10 წელს მმატებდა. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, ერთ დილას კი ანანო მოვიდა და მითხრა რომ ორსულად იყო. არ ვიცი ბედის ირონიაა თუ ცოდვებისთვის ვისჯები მაგრამ სიხარული წამში მწუხარებამ შეცვალა. ლელამ ყველაფერი გაიგო -ვაჩე გისმენ, რამდენი ხანია რაც შენ და ანანო ხვდებით ერთმანეთ? თუ ერთი ღამე იყო მხოლოდ -იმ დღიდან რაც გავიცანი, იმ ღამეს ჩემთან იყო გული წაუვიდა, არ ვიცი როგორ მაგრამ იმ ღამეს ლელა წავიდა, წავიდა და მალევე განქორწინების საბუთები გავუგზავნე. ანანო იმ დღიდან აღარ მინახავს, ვიცოდი ნორვეგიაში იყო. ერთ დილას კარზე კაკუნი გავიგე -ქალბატონო მაია? კარებში ლელას და ანანოს დედა იდგა -ვაჩე იცი ანანო სად არის? -დიახ ვიცი ნორვეგიაშია -ხოო? და ლელა? -ლელა არ ვიცი -საკუთარი ცოლი არ იცი სად არის ხომ? საყვარელზე ხომ კარგად იცი? ისიც იცი ორსულად რომაა ანანო? -ვიცი ქალბატონო მაია, ლელა სადაა? გაიცინა და მდივანზე ჩამოჯდა. როგორც მივხვდი ანანოს არ ელაპარაკებოდნენ, მას ჩემი საყვარელი უწოდა -ლელა ავადაა, საგიჟეთში წევს, აი მოგიტანე საბუთები, დღეიდან შენი ცოლი აღარაა კინაღამ მოვკვდი, ლელა საგიჟეთში იყო, არ არსებობდა. ორი თვის წინ ვნახე ადვოკატთან ერთად, ნორმალურად გამოიყურებოდა. -რატომ დაემართა ქალბატონო მაია? -რატომ? სასაცილო შეკითხვაა. როდესაც გაიგებ რომ შენი საკუთარი და შენი ქმრისგან ფეხმძიმედაა დამიჯერე გაგიჟდები. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ჩემს გამო, ჩემს გამო დაემართაა ეს -ვაჩე, ჩემი შვილების ცოდვა არ გაგახარებს, ერთი შვილი გამიგიჟე მეორე შვილი ორსული მარტოა სადღაც გადაკარგულში. ჩემი ბრალი არ იყო ანანო რომ შემიყვარდა. არ იყო ჩემი ბრალი, გულს ვერ უბრძანებ. რამოდენიმე თვეში ანოს ხელი ვთხოვე მაგრამ უარი მითხრა, შემდეგ როდესაც იმშობიარა ვუთხარი რომ ჩავაკითხავდი და იქ ვიცხოვრებდით მაგრამ ამაზე მკაცრი უარი მივიღე. ბიჭი მყავდა, ანომ ჩემი საყვარელი სახელი დაჩი დაარქვა. 2 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ -მამას სიცოცხლე, ჩემი ვაჟკაცი ანო ძალიან შეცვლილიყო, დიდ ქალს გავდა. მისი სახე ამდენ ტკივილს სულ შეუცვლია. ძალიან ვთხოვე და ორივე ჩემს სახლში დავტოვე. ერთ საღამოს ანო ატირებული დაბრუნდა და მთხოვა დაჩი დამეტოვებინა. გასვლის წინ სევდიანად გამიღიმა და წავიდა, მეორე დილამდე მასზე არაფერი გამიგია, დილით კი ტელეფონმა დარეკა -გამარჯობა ვაჩე ხართ? ანანო იაშვილს იცნობთ? -დიახ ვაჩე ვარ, კი ჩემი საცოლეა რა ხდება? -გარდაცვლილს ბოლოს თქვენთან ჰქონდა დანარეკი, სამწუხაროდ მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი …..... რა გითხრათ? ჩემი ბრალია რაც მოხდა.... მე მოვკალი საყვარელი ქალი. ჩემი ბრალია...მხოლოდ ჩემი ----- ავტორი: გადავწყვიტე ეს მოთხრობა ვაჩეს თვალითაც დამეწერა, შეიძლება არ არის კარგად აღწერილი მაგრამ დამიჯერეთ ეს ამბავი ჩემთვის იმდენად ახლობელს გადახდა რომ მიჭირს დეტალურად აღწერა. მადლობა ვინც წაიკითხეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.