მოღალატე (სრულად)
მტკვრის პირას ვიდექი და ვფიქრობდი გადავმხტარიყავი თუ არა. თითქმის 3 საათი აქ ვარ. რაც ამდენი ხანია მაძლებინებს მხოლოდ ჩემი შვილია. ჩემი პატარა ბიჭი დაჩია. ყველაფერი იმით დაიწყო რომ ჩემი და გათხოვდა **1წლის წინ** ოთახში ჩემი და ძალიან ანერვიულებული შემოვიდა -დედა, ანანო რაღაც მოხდა -ლელა? რა მოხდა ასეთი მე ანანო მქვია ჩემს დას ლელა. ყოველთვის ჩხუბობდა ლელა როგორ დამარქვითო. ჩემზე 4 წლით დიდია და უზომოდ მიყვარს -ჩემი შეყვარებული როა ვაჩე ხომ იცით? დღეს ხელი მთხოვა ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ საღამოს ჩემმა დამ საზეიმოდ გამოგვაწყო ყველა და ვაჩე დაპატიჟა სახლში -არა რა ხართ ეს ახალგაზრდები, ჩემს დროს ჯერ მამისთვის უნდა გეთხოვა ხელი, ახლა პირდაპირ მიახტებით ერთმანეთს მამაჩემი ხელით ჰალსტუხს იწვალებდა და თან ბუზღუნებდა. მალე ჩემი და და ის ბიჭი მოვიდა. ფოტოებში ბევრჯერ მყავდა ნანახი მაგრამ ახლა რომ დავინახე ცუდად გავხდი. ღმერთ გავდა, ღია მწვანე თვალები ჰქონდა, მუქი შავი თმა და მაღალი ნავარჯიშები ტანი. მის დანახვაზე უნებურად ტუჩზე ვიკბინე. გვიან ღამემდე ჩვენთან ერთად იყო. -ბოდიში უნდა მოგიხადოთ, დღეს ჩემს მეგობართან ვრჩები და ამიტომ უნდა წავიდე სახლიდან ანერვიულებული გამოვედი. ღმერთო ჩემო ეს რა ბიჭია. უეცრად უკნიდან ხმა მომესმა -ანანო, სად მიდიხარ? გაგიყვან -უი ვაჩე, პეკინზე მივდივარ -კაი წამო წავიდეთ მანქანის კარი გამიღო და ღვედი გამიკეთა. მის შეხებაზე გული ისე ამიჩქარდა მეგონა ამოხტებოდა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. არც მას მოუკლავს დიდად ლაპარაკით თავი -აქ გამიჩერე გადმოიწია და ღვედი შემიხსნა. მისი სისხლისფერი ტუჩების დანახვახე ნერწყვი გადავყლაპე. უფრო გადმოიწია. მისი ტუჩები, ჩემს ტუჩებს რომ შეეხო უნებურად კვნესა აღმომხდა -თანახმა ხარ ჩემთან რომ წავიდეთ? არც კი დავფიქრებულვარ თავი ისე დავუქნიე, ვინ იცის რამდენჯერ მინანია ეს გადაწყვეტილება. მაშინ გრძნობებს რომ არ ავყოლილიყავი ახლა აქ მტკვრის ნაპირას არ ვიდგებოდი. სახლში კოცნით შემიყვანა და მაისური გამხადა. მთელი ღამე მასთან გავატარა. მეორე დილით მის მკერდზე გავიღვიძე -დილამშვიდობისა, როგორ გეძინა? ტუჩებში რომ მაკოცა საკუთარი თავი შემზიზღდა. რა ჯანდაბას ვაკეთებდი? საკუთარი დის საქმროსთან ვიწექი. -რა გჭირს ანო? -ვაჩე ეს არ არის სწორი, ლელამ რომ გაიგოს ორივეს მოგვკლავს? -აჰჰჰ ლელა. შენ რატომ არ შეგხვდი მასზე ადრე? ჰაა ანო? რატომ არ ხარ შენ ჩემი საცოლე? -ვაჩე ეს პრობლემა უნდა მოაგვარო, ან ლელას დაელაპარაკე ან მე და შენ აღარსდროს გვექნება მსგავსი ურთიერთობა. **ქორწილის დღე*** მითხარით არ უნდა მოვიკლა თავი? მითხარით. დღეს დილით ჩემი დის ქორწილია მისი საქმრო კი ჩემთან წევს. ორივე ჭერს ვუყურებთ და მომავალზე ვფიქრობთ. იმ დღიდან რაც გავიცანი ალბათ მე-10 ღამეს ვატარებთ ერთად. ალბათ მე-10 ღამეა სინანული მტანჯავს. შემიყვარდა, ძალიან,ძალიან შემიყვარდა. ვაჩესაც ძალიან ვუყვარვარ, ვიცი რომ ლელას ამას ვერ ეუბნება. დილით სახლში წავედი და ტანსაცმელი ჩავიცვი, ოთახში შესვლამდე შემთხვევით ლელას საუბარი მოვისმინე -ვაჩეს ძალიან ვუყვარვარ, დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი ოჯახი გვექნება ცუდად გავხდი კინაღამ, საკუთარ დას ვატყუებ. ნამდვილი ძუკნა ვარ, როგორ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ? საკუთარ ოჯახს ამის შემდეგ ოჯახს თვალებში როგორ ჩავხედო? უკვე რესტორანში ვიყავით, განერვიულებულმა ძალიან ბევრი დავლიე. ვუყურებდი ლელას და მისი საშინლად მშურდა. ახლა ვაჩეს გვერდით მე უნდა ვმჯდარიყავი. მე უნდა ვყოფილიყავი მისი ცოლი. ვაჩე მომიახლოვდა -ანო ერთი წუთით გავიდეთ ეზოში გავედით, ამდენი ემოციებისგან თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. გაუჩერებლად ვტიროდი -ანო გთხოვ დამშვიდდი რაა, ყველაფერი კარგად იქნება -რა იქნება კარგად? შენ ჩემი სიძე ხარ, ჩემი დის ქმარი ამის შემდეგ რა უნდა იყოს კარგად? -ანო გეფიცები ლელას მალე გავშორდები, ხომ იცი რომ შენ მიყვარხარ სიგიჟემდე? დარბაზში რომ დავბრუნდით, ჩემს მაგიდასთან ლელა იჯდა. ახლა მისი ნახა და მასთან დალაპარაკება არ შემიძლია. -ანანოო, სად ხარ მთელი დღეა? ბოლო-ბოლო პატარძლის და ხარ -ძალიან ლამაზად გამოიყურები ლელა ძალით გავუღიმე, 19 წლის მანძილზე ისე გავიზარდე არც კი გვიჩხუბია, ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ახლა კი მე მის ქმართან ვწევარ, მის ქმარს მე ვუყვარვარ, ოჯახს მე ვუნგრევ. -ანანო მგონი ბევრი დალიე არა? დედა ყოველთვის ხვდება რაღაც თუ მჭირს. -არა დედა, უბრალოდ ცოტა გადავიღალე ჩვენს მაგიდას ვაჩე მოუახლოვდა. მის დანახვაზე გული ამიჩქარდა. საერთოდ რატომ დავთანხმდი იმ ღამით? რატომ ვაკოცე? რატომ? -ჩემი სიმპათიური ქმარუკაც მოსულაა, ამაღამ მივფრინავთ პარიზში? -არა ლელა, აღარ მივფრინავთ შვებულება არ მომცეს გამიხარდა რაც არ უნდა ვგრძნობდე თავს დამნაშავედ მაინც გამიხარდა. ვიცოდი რომ შვებულება აღებული ჰქონდა. უკვე ერთი კვირაა აღებული აქვს. ესეიგი ეს კვირაც ჩემთან იქნება. უცნაურმა სიამოვნებამ დამიარა სხეულში. **2 თვის შემდეგ** უკვე ორი თვე იყო გასული ქორწილიდან, მე და ვაჩე ძველებურად ვიყავით. ლელა აშკარად ხვდებოდა რაღაცას. ერთ საღამოს მასთან რომ მივედი უხასიათოდ დამხვდა -ლელა მოხდა რამე? -არ ვიცი ანო, არ ვიცი. ვაჩე ძალიან შეიცვალა. თითქმის არ მაქცევს ყურადღებას, ძალიან ცივი გახდა. აი ახლა კი ნამდვილად ცუდად გავხდი. ჩემს გამო ჩემი და უბედური იყო. ჩემი ბრალია ყველაფერი, სხვა არავინ არ არის დამნაშავე. არც ვაჩეა დამნაშავე. -არამგონია ლელა, ეტყობა სამსახურში აქვს პრობლემები. იმ საღამოს სახლში რომ წავედი გზაში ძალიან სუსტად ვიგრძენი თავი. ფეხმძიმობის ტესტი ვიყიდე. ვიცოდი რომ ორსულად არ ვიყავი მაგრამ თავი მაინც უნდა დამეზღვია. ტესტი გავიკეთე დს ფეხმძიმედ აღმოვჩნდი. თან ბედნიერი ვიყავი და თან უბედური. მეორრ დილით ვაჩესთან წავედი სახლში -ანო მოხდა რამე? -ლელა სახლშია? -ძინავს რა იყო? -რაღაც უნდა გითხრა ვაჩე -გისმენ -ორსულად ვარ მის რეაქციას დავაკვირდი. ცოტა ხანი შოკში იყო, შემდეგ გაიღიმა და მომეხვია -ახლა ყველაფერი გადაწყვეტილია, მალე გავშორდები ლელას, მე შენ და ჩვენი შვილი კი ერთად ვიცხოვრებთ -რააა? უკნიდან ლელას ხმა გავიგონე -ლელა? -ამდენი ხანი მატყუებდით? საკუთარი და მატყუებდა? და რომელიც ჩემი მთელი სიცოცხლეა. ორივე მატყუარები და დამპლები ხართ. როგორ მეზიზღებით რომ იცოდეთ. ლელას სახლიდან გამოვიქეცი და ჩემს სახლში წავედ. არ მეგონა, არ მეგონა ლელა თუ გაიგებდა. სახლში მისულს დედა და მამა დამხვდა მისაღებში -დედა, მამა დამალვას აზრი არ აქვს, ვაჩესგან ფეხმძიმედ ვარ ორივემ გაიცინეს, შემდეგ რომ მიხვდნენ არ ვიტყუებოდი ორივე ფეხზე წამოდგა მაგრამ დედას გული წაუვიდა. უკვე გულს მიწუხებდა მათი ყურება. იმ საღამოსვე ბარგი ჩავალაგე და ნორვეგიაში წავედი. ჩემი პატარა ბიჭიც იქ გავაჩინე. დაჩი დავარქვი, ვიცოდი ვაჩეს ეს სახელი ძალიან უყვარდა. მე და ვაჩე ხშირად ვკონტაქტობდით, ცოლობაც მთხოვა მაგრამ უარი ვუთხარი. ახლა არავისთან არ მინდა ყოფნა. ***2 წლის შემდეგ** ორი წლის შემდეგ მე და დაჩი დავბრუნდით თბილისში, ქუჩაში ერთ საღამოს ლელას მოვკარი თვალი, სკამზე იჯდა და იცინოდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და გაიქცა. საშინელ დღეში ჩავარდი, ვაჩესგან ვიცოდი რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. -ვაჩე დაჩის ცოტა ხნით დაიტოვებ? დაჩი დავტოვე, წამოსვლის წინ მთელი ძალით მოვეხვიე მასაც და ვაჩესაც. ვიცოდი ვერასდროს ვნახავდი. აი ახლა მტკვრის პირას ვდგავარ, სიკვდილს სულ ერთი ნაბიჯი მაშორებს, ჩემს გამო გაგიჟდა ჩემი და. მე დავუნგრიე ცხოვრება. და გავბედე, გავბედე და გადავდგი საბედისწერო ნაბიჯი. არ ყოფილა მტკივნეული სიკვდილი. წყლის შეხებაზე ოდნავ კი შემეშინდა მაგრამ უკან დასახევი გზა არ იყო. ჩამითრია, თითქოს უფსკრულში მივდიოდი. მთე, სხეულში სიცივემ დამიარა შემდეგ კი უბრალოდ გაქრა ყველანაირი გრძნობა. მალე ჩემი უსულო სხეული მტკვარზე დატივტივებდა -გამარჯობათ ანანო იაშვილის ახლობელი ხართ? -ანანოს? დიახ დედა ვარ -ქალბატონო სამწუხაროდ თქვენი გოგონა მტვარში იპოვეს, მაშველებმა მისი გვამი ამიოტანეს უკვე -გამარჯობათ ვაჩე ხართ? ანანო იაშვილს იცნობთ? -დიახ ვაჩე ვარ, კი ჩემი საცოლეა რა ხდება? -გარდაცვლილს ბოლოს თქვენთან ჰქონდა დანარეკი, სამწუხაროდ მტვარში იპოვეს გარდაცვლილი ავტორი:მოკლედ რაც აქ წერია ყველაფერი არის ნამდვილი ამბავი,მე უბრალოდ მოთხრობის სახით დავწერე. მადლობა ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.